მეტეხის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მეტეხის გვირაბში მასშტაბურ გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს იწყებს. დაგეგმილი სამუშაოების გამო, გვირაბში 11 აგვისტოს 21:00 საათიდან 12 აგვისტოს 06:00 საათამდე, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.  აღნიშნულ ტერიტორიაზე დასუფთავების აქციაც ჩატარდება, რომლის ფარგლებში, გვირაბის შიდა და გარე პერიმეტრი მოწესრიგდა. გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტის თანამშრომლები კი ძველ და ექსპლუატაციიდან გამოსულ სანათებს შეცვლიან. ასევე, დაიხაზება გზის გამყოფი და გზისპირა ღერძულა ხაზები. ადგილზე „თბილსერვის ჯგუფის“ 150-მდე თანამშრომელი და სპეცტექნიკა იქნება მობილიზებული.

მეტი...

დედაქალაქში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლება შპს „ალმამ“ მოიპოვა

დედაქალაქში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლება შპს „ალმამ“ მოიპოვა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აუქციონში ორი დაინტერესებული სუბიექტი მონაწილეობდა. საბოლოოდ კი 15-წლიანი უფლება ორ ლოტად – 34 მლნ ლარად გაიყიდა. „გასულ კვირას დასრულდა გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლების მოპოვებაზე გამოცხადებული აუქციონი, რომელშიც ორი დაინტერესებული სუბიექტი მონაწილეობდა. შედგა ვაჭრობა და გამარჯვებული გვყავს შპს „ალმა“. 15-წლიანი უფლება ჯამურად ორ ლოტად, 34 მლნ ლარად გაიყიდა, რომელსაც მუნიციპალიტეტი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მომდევნო ათი დღის განმავლობაში მიიღებს. როგორც კი გაფორმდება ხელშეკრულება, კომპანიას აქვს ვალდებულება, ეს…

მეტი...

სოფელ სამებასთან მიწისძვრა დაფიქსირდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. მიწისძვრა თბილისის დროით 16:34 საათზე მოხდა და სიმძლავრემ 3.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავის მერობის კანდიდატი – ნინო ლაცაბიძე წარადგინა

„ქალაქ რუსთავში ჩვენ შევარჩიეთ გამორჩეული კანდიდატი, რომელიც არის რუსთავიდან და ძალიან კარგად ესმის რუსთავის და რუსთაველების პრობლემა, გამოწვევა“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსთავში, „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.                                                                        როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნინო ლაცაბიძე არის დიდი გამოცდილების მქონე ღირსეული კანდიდატი, რომელიც მოემსახურება რუსთავს და რუსთაველებს. „ჩვენ ყველა თვითმმართველ ქალაქში და მუნიციპალიტეტში შევარჩიეთ…

მეტი...

“ოდესღაც კეთილმოწყობილი სუფთა ბოლნისი ნაომარ ქაბულს დაამსგავსეს” – ოპოზიცია “ქართული ოცნების” ბოლნისის მერობის კანდიდატზე

ოპოზიცია “ქართული ოცნების” ბოლნისის მერობის კანდიდატს კორუფციაში ადანაშაულებს: “გაკულაკებული ქართველი ხალხის ბიუჯეტის ქურდებს ქოც ჯოგს, ბოლნისში თვითმართველობის არჩევნებზე ისევე “დიდი საქმოსანი იგივე სიზიფე” დავით შერაზადიშვილი წარუდგენიათ ბოლნისის მერის კანდიდატად, ბატონმა დავით შერაზადიშვილმა გამცეს პასუხი სად ჯანდაბაში ფლანგავს ბოლნისის კოლოსალურ ფინანსურ ბიუჯეტს წლების მანძილზე, როცა ბოლნისის შიდა საგზაო თუ საკანალიზაციო სისტემა მოშლილი და გაუბედურებულია. შეხვალ ქალაქის შიდა ქუჩებში და აგეტირება კაცს ნიაღვრისაგან წაღებულ ქუჩებსა და აუარება იამას რომ ნახავ. ოდესღაც კეთილმოწყობილი სუფთა ბოლნისი ნაომარ ქაბულს დაამსგავსეს!!! ,” – წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი, მიხეილ ჩომახაშვილი.

მეტი...

ვაშლიჯვარში ხანძარია

ამ წუთებში, ვაშლიჯვარში, სარაჯიშვილის ქუჩაზე ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის. ახალაშენებულ მაღალსართულიამ თეთრ კორპუსთან თეთრი დაკვამლიანებაა.    

მეტი...

მეტყევეები სოფელ რუხში აიცრებიან

საჯარო სექტორი ვაქცინაციას ორგანიზებულად აგრძელებს. ამჯერად, 9 აგვისტოს, 13:00 საათზე, სოფელ რუხის აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები „COVID-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას გაივლიან. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სატყეო სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის ადგილი იქნება ზუგდიდში, სოფელი რუხი.

მეტი...

მეწყერი და მდინარეების ადიდება – სინოპტიკოსების პროგნოზი

ორი დღის განმავლობაში, სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას ელოდებიან.  გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-10 აგვისტოს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი; შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მეტი...

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა დაფიქსირდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის  სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა. ეპიცენტრი იყო  სოფელ სამებასთან და მიწისძვრა 06:59 საათზე მოხდა. სიმძლავრემ კი 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდეს შეადგენდა.

მეტი...

„ასე როგორ შეიძლება გძულდეთ საკუთარი ქალაქი, რომ მუდამ დესტრუქციაზე ფიქრობდეთ?!“ – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე პოლიტიკურ ოპონენტებს მიმართავს და აცხადებს, რომ შპს „თბილსერვის ჯგუფთან“ დაკავშირებით, საზოგადოებამ არაერთი სიცრუე მოისმინა.  როგორც მან სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას აღნიშნა, დღეს კომპანიის ყველა თანამშრომელი სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა. „გუშინ ძალიან ბევრი ტყუილი მოვისმინეთ. გაკვირვებული ვიყავი მათი მოთხოვნებით, პროტესტის შინაარსით. თან თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი სამუშაოს დაუბრუნდა, მიდიოდა მათი ბულინგი, შეურაცხყოფა, რამდენიმეს ფიზიკურადაც შეეხნენ, რაც ძალიან ცუდია. ამის მერე, ვიხილეთ პარალიზებული თბილისის ხილვით გახარებული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გადავსებულ ნაგვის ბუნკერებთან და ცოტა მოგვიანებით, უკვე დასუფთავებაზე გასულებს, როგორ გვიშლიდნენ ხელს და ცდილობდნენ პროვოკაციის მოწყობას.  მართლა რა გჭირთ და რა დაგემართათ?!…

მეტი...

“პროვოკატორები აბუნტებდნენ ადამიანებს, ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი“ – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, დანაგვიანებული თბილისის ნაგვის გაწმენდის სამუშაოებში თავად მიიღო მონაწილეობა და დასუფთავების სამსახურის კეთილსინდისიერ თანამშრომლებს მადლობაც გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, კომპანიის თანამშრომელთა გარკვეული ნაწილის გაფიცვა სამწუხარო ფაქტია, რადგან მათთან კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობდა. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების გარკვეულმა ნაწილმა, კონკრეტულად მემანქანეებმა გადაწყვიტეს გაფიცვა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ნამდვილად არ იყო ის ვითარება, რომ ჩვენ არ გვქონოდა იმის შესაძლებლობა, ერთმანეთს დავლაპარაკებოდით.  უეცრად, რამდენიმე ადამიანის ხელმძღვანელობით, იყო გაფიცვის მცდელობა. ადამიანების ნაწილზე, რომლებიც დაუბრუნდნენ სამუშაოს, მიმდინარეობდა ბულინგი, დაშინება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ რამდენიმე კრიმინალმა შეურაცხყოფა მიაყენოს,…

მეტი...

დღეს თბილისი ნაგავს მიაქვს – პროტესტი ქალაქში

დღეს, დედაქალაქის ნაგვის ურნებთან ყველგან ერთნაირი სურათია  – გადავსებული ნავის ბუნკერები, გზაზე დაყრილი ნაგავი და ირგვლივ ცხოველების თავყრილობა. აღნიშნულის მიზეზი კი დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა პროტესტი გახდა.    თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების ნაწილმა კი გაფიცვა უკვე შეწყვიტა და სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა, რაც იმას ნიშნავს, რო დედაქალაქის დასუფთავება დაიწყება.   „შპს „თბილსერვის ჯგუფის“  გაფიცული თანამშრომლების ნაწილი სამუშაო რეჟიმს უკვე დაუბრუნდა. „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობა, თბილისის მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, აქციის მონაწილეებს შეხვდა და მათ მოთხოვნებს გაეცნო. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ მოთხოვნათა დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, კერძოდ, უნიფორმების და სპეცტექნიკის განახლების მიმართულებით გადადგმულია…

მეტი...

კახა კალაძემ თბილისში საარჩევნო შტაბი გახსნა

თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბი გაიხსნა. მერობის კანდიდატმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ერთიანი და სოლიდარული თბილისი არის ძალა, რომელსაც ის ეყრდნობა. „დღეს, წინასაარჩევნო პროცესისთვის, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი და რიგითი ღონისძიებაა – იხსნება ჩემი საარჩევნო შტაბი, თუმცა, მერწმუნეთ, პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის, ჩვენი მხარდამჭერებისთვის დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია. მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმით, რომ დღეიდან თბილისელებისთვის იქნება ადგილი, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, მოვიდნენ, საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარონ, სადაც მათ ელოდებიან, უსმენენ და მათთან ერთად გეგმავენ თბილისის ხვალინდელ დღეს, ჩვენი ქალაქის განვითარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, ყველა პროექტი, რომელიც…

მეტი...

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დაიკეტება

ხვალ, 6 აგვისტოს, რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება შეიზღუდება, აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 6 აგვისტოს, 02:00 საათიდან 05:00 საათამდე, უღელტეხილზე, ორივე მიმართულებით ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება აიკრძალება. ასევე, გაცნობებთ, რომ დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე-გომის მიმამრთულებით, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები – გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით” – აცხადებენ შსს-ში.

მეტი...

გლდანის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში, ასევე, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა

პირველი აგვისტოდან გლდანის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში, ასევე, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ზონალურ-საათობრივი პარკირების რეფორმა გრძელდება. „გარკვეულ უბნებსა და ქუჩებში უკვე დავიწყეთ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვა. ძალიან დიდი მოთხოვნაა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, რადგან მანქანის პარკირების დროს პრობლემები ექმნებათ. შესაბამისად, ამ მოთხოვნის გამო, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დაინერგება შემდეგ ქუჩებზე: გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე გამოყოფილია 124 საპარკინგე ადგილი; სამგორის რაიონში, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე პარკირებისთვის განკუთვნილია 119 ადგილი; საბურთალოს რაიონში იცით, რომ ზონალური პარკირება ამოქმედდა რამდენიმე ქუჩაზე, რომელსაც ახალი ქუჩები ემატება. ეს არის დოლიძის, ტეხურას, ასლანიდის ბერბუკის,…

მეტი...

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ არჩევნებს ყველაგან მოიგებს  

„ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგოს მერის არჩევნები და დააკომპლექტოს უმრავლესობა 64-ვე საკრებულოში“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე და IRI-ის კვლევებს სპეკულაციად აფასებს. „ჩვენ გვაქვს გარკვეული ეჭვები იმ კომპანიასთან მიმართებით, რომელიც საველე სამუშაოებს ასრულებს.  წინა არჩევნების დროს სულ იყო სპეკულაციები ამ კვლევებიდან გამომდინარე, თუმცა არასდროს მართლდებოდა, რასაც ამბობდა ოპოზიცია. ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგოს მერის არჩევნები და დააკომპლექტოს უმრავლესობა 64-ვე საკრებულოში. ეს არის ჩვენი მონაცემი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.  

მეტი...

მერის მუშაობით 47% ნაწილობრივ კმაყოფილია, 36% უკმაყოფილო

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“-ს კვლევით თბილისის მერიის მუშაობით გამოკითხულთა 47% ნაწილობრივ კმაყოფილია, 36% კი უკმაყოფილო.    კვლევა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით. საველე სამუშაოები ჩაატარა IPM-მა. კვლევის მიხედვით,  გამოკითხულთა 10% სრულად კმაყოფილია ადგილობრივი მერის ოფისის მუშაობით, ნაწილობრივ კმაყოფილია 47%. ჯამში, მერიის საქმიანობას დადებითად 57% აფასებს,  ნაწილობრივ უკმაყოფილოა 21%, სრულად უკმაყოფილო 15%. ჯამში, მერების საქმიანობას უარყოფითად აფასებს 36%. არ ვიცი/უარი პასუხზე-7%. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ…

მეტი...

„რქაწითელის“ ღირებულება არანაკლებ 0.90 ლარი იქნება

„ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პოსტპანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, წელსაც მოვახდინოთ რთველის სუბსიდირება, 1 კგ რქაწითელის ღირებულება იქნება, არანაკლებ 0,90 ლარისა.ჩვენ უკვე დავიწყეთ რთველისთვის სამზადისი. ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, გაშენდა ახალი ვენახები“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვლი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბოლო 8 წელიწადში დაახლოებით 6 400 ჰექტარი ახალი ვენახი გაშენდა. „მინდა, ფაქტები მოვაწოდო ჩვენს მოსახლეობას – ბოლო 8 წელიწადში დაახლოებით 6 400 ჰექტარი ახალი ვენახი გაშენდა. ეს არის სწორედ ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი. შედარებისთვის, მოსახლეობას რომ ვუთხრათ, 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მაშინ ღვინის კომპანიების რაოდენობა…

მეტი...

ახალი პროგრამა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის

„ჩვენ დღეს ვიწყებთ სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამას მრავალშვილიანი, ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან კარგი პროგრამა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება, როგორც ბინის, ისე კერძო სახლის შეძენა. „ნათია თურნავა დღეს წარმოადგენს ახალ პროგრამას, რომელიც ჩვენ რამდენიმე ხნის სწინ დავაანონსეთ, ესაა სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა მრავალშვილიანი, ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები. იპოთეკური სესხით  შესაძლებელი იქნება  როგორც ბინის, ისე კერძო სახლის შეძენა. ეს არის ძალიან კარგი პროგრამა, რომელსაც დღეს…

მეტი...

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავჯდომარე გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა

გიორგი გახარიამ  ზესტაფონში ახალი რეგიონული ოფისი გახსნა და პარტია „საქართველოსთვის“ გუნდის ახალი წევრი – ზაზა თავაძე წარადგინა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ზესტაფონში დღეს პირველად ვხსნით მხოლოდ ოფისს კი არა, ჩათვალეთ, რომ  ყველა ჩვენგანის სახლს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან ღირსეულ ზესტაფონელთან ერთად ვართ. ზაზა ის ადამიანია, ვინც ყოველთვის ღირსეულად წარმოადგენდა არა მხოლოდ ამ კუთხეს, არამედ ჩვენს ქვეყანას და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ზაზა თავაძეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოზიცია ეკავა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ. ზაზა თავაძეს 2016 წლიდან 2020 წლის ოქტომბრამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. ზაზა თავაძე სამართალმცოდნეა, საჯარო სამართლის პროფესორი და ამჟამად საჯარო სამართლის დოქტორანტი ვიურცბურგის იულიუს-მაქსიმილიანეს უნივერსიტეტში. მას ასევე…

მეტი...

ავთანდილ თალაკვაძე ოზურგეთის მერობისთვის იბრძოლებს

არჩილ თალაკვაძის ძმა ავთანდილ თალაკვაძე „ქართულმა ოცნებამ“ ოზურგეთის მერობის კანდიდატად დაასახელა. თავად მერობის კანდიდატი ნდობისთვის მმართველ გუნდს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მზადაა, საზოგადოებას ემსახუროს. „ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია ოზურგეთის მერობისთვის არჩევნებში მონაწილეობა. მალე შევხვდებით და კვლავ გავაერთიანებთ ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნის, ქალაქის და ულამაზესი სოფლების მომავალი აინტერესებს და მზად არის ამაში თავისი წვლილი შეიტანოს. ამ არჩევნებშიც, ჩვენ გამოვალთ ძლიერი გუნდით და საინტერესო პროგრამით, რომელიც დღეს არსებულ საჭიროებებს საქმით უპასუხებს. ახალი სამუშაო ადგილები, სოციალური დაცვა და ზრუნვა ჩვენს თანამოქალაქეებზე, გარემოს დაცვა, ეკოლოგია და ჯანმრთელობა, ინფრასტრუქტურის განვითარება – სხვა ამოცანებთან…

მეტი...

„ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატები დაასახელა

ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების“  2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე მერობის კანდიდატები დაასახელა. მმართველი გუნდის მხრიდან მერობისთვის იბრძოლებენ:  რუსთავი                                             ნინო ლაცაბიძე გარდაბანი                                          დავით კარგარეთელი მარნეული                                           კენან ომაროვი ბოლნისი                                            დავით შერაზადიშვილი დმანისი                                              კობა მურადაშვილი წალკა                                                  ილია საბაძე თეთრიწყარო                                     გიორგი წიკლაური თელავი                                               ლევან ანდრიაშვილი ახმეტა                                                 ალექსი ფიცხელაური ყვარელი                                             გივი ზაუტაშვილი ლაგოდეხი                                         ჯონდო მდივნიშვილი გურჯაანი                                           ზურაბ უტიაშვილი საგარეჯო                                            ავთანდილ გულიკაშვილი სიღნაღი                                              მალხაზ ბეგიაშვილი დედოფლისწყარო                             ნიკოლოზ ჯანიაშვილი გორი                                                   ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კასპი                                                   ვახტანგ მაისურაძე ქარელი                                               ზაზა გულიაშვილი ხაშური                                               თენგიზ ჩიტიაშვილი ახალციხე                                            ირაკლი ლაზარაშვილი ასპინძა                                                როსტომ მაგრაქველიძე ბორჯომი                                            ოთარ არბოლიშვილი ადიგენი                                              გოჩა ქიმაძე ახალქალაქი                                        მელქონ მაკარიანი…

მეტი...

უბნები თბილისში, სადაც დღეს ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება,  ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. სამგორის რაიონი –  10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის ჩიხის, ქიზიყის, ლორთქიფანიძისა და ბაღდავაძის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიაურელის, შარაშიძის, შიო მღვიმელის, თუმანიშვილის, მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, როდენის, ნიკოლაძის, ღამბაშიძის, კოსტავას, ანჯაფარიძის, მახარაძისა და თარხნიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, როდენის, ნიკოლაძის, ღამბაშიძის, კოსტავას, ვერესა და აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირისა (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის…

მეტი...

დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: გლდანის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის, ანდრონიკაშვილის (ნაწილობრივ), ჭედიას (ნაწილობრივ), შუშინის, ბაღნარის, გელა ჭედიას, დავით სარაჯიშვილის, შუშის, წყალსადენის, ლაზოს, მონასტრის, ტაძრის, ელვერ კუპატაძის და ალექსანდრე წერეთელის ქუჩების მოსახლეობას; დიდუბის რაიონი – 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, VI  კვარტლების, აკაკი ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას; 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას; საბურთალოს რაიონი – 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზალდასტანიშვილის, დელისის, შალვა ნუცუბიძის, ზემო…

მეტი...

„ბევრი ფერმერი სწორედ ამ ტიპის თანადაფინანსების მხარდაჭერას ითხოვდა“ – პროფესორი მექანიზაციის პროგრამაზე

პროფესორი გიორგი ცუცქირიძე, მთავრობის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის პროგრამის განახლებას ეხება, შეფასებას აკეთებს და აცხადებს, რომ აგრო სექტორი ყველაზე მეტად სწორედ ამას ითხოვდა. „ბოლო წლებში, აგროსექტორში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ მექანიზაციის პრობლემები რჩებოდა. პირველ რიგში, ტექნიკის სიძვირის და შესაბამისაად, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. მით უმეტეს, როგორც კოვიდ პანდემიურმა პერიოდმა აჩვენა, აგრო სექტორი ეკონომიკის თვითკმარობის პრიორიტეტულ მიმართულებადაც უნდა მივიჩნიოთ. ამ თვალსაზრისით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების 50 მილიონი ლარის ღირებულების მართლა მასშტაბური პროგრამის დაწყება, არის ძალზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის სტიმულირებისათვის და სწორედ აღნიშნულ კონცეფციაში უნდა განვიხილოთ,…

მეტი...

სექტემბრიდან, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამა იწყება

„გადავწყვიტეთ, რომ პროგრამა, რომელიც გვქონდა წინა წლებში, მაგრამ ძალიან შეზღუდული ბიუჯეტით, მასშტაბურად დავაფინანსოთ მიმდინარე წელს. უკვე სექტემბრიდან, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ განაცხადები ამ პროგრამაში მონაწილეებისგან“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ ნაწილი ტექნიკის ღირებულების  იქნება გრანტის სახით, ხოლო დანარჩენი ნაწილი შეღავათიანი, საკრედიტო ან სალიზინგო რესურსით დაფინანსებული. მინისტრის განმარტებით, საუბარია როგორც წვრილ, ისე მსხვილ ტექნიკაზე 20 000-დან 100 000 ლარამდე და მეტი ღირებულების.    „გვექნება როგორც მცირე მექანიზაციის დაფინანსების საშუალება – 20,000 ლარამდე ტექნიკის,  საშუალო თანხის მექანიზაციის – ესაა 20, 000 ლარიდან   100, 000 ლარამდე  ტექნიკა, ასევე მსხვილი ტექნიკის დაფინანსება 100,000…

მეტი...

„არავის ლანძღვას და გინებას, განსაკუთრებით წარსულზე ჭორაობას არ ვაპირებთ“ – გიორგი გახარია

„უნდა შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო, იმისთვის, რომ სახელმწიფო ემსახუროს საქართველოს მოქალაქეს, ბავშვებს, ჩვენს ხანდაზმულებს, სხვანაირად ჩვენს ქვეყანას წინ ვერ წავიყვანთ,“ – ამის შესახებ გიორგი გახარიამ აჭარაში, ხელვაჩაურში პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული ოფისის გახსნაზე განაცხადა.  პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ადგილობრივ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ხელვაჩაურის ოფისი იქნება სახლი თითოეული მოქალაქისთვის.  „დღეს, ხელვაჩაურში ვხსნით პირველ ოფისს და ეს არ იქნება ოფისი, ეს იქნება სახლი თითოეული ხელვაჩაურელისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ მუნიციპალიტეტსაც და რა თქმა უნდა აჭარასაც და საქართველოსაც, საქართველოსთან ერთად წინ წავიყვანოთ ეს ქვეყანა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.  ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და…

მეტი...

„ნაციონალებს“ მაჟორიტარობის კანდიდატები არ ეყოლებათ და ყველგან მხარს ერთიან კანდიდატს დაუჭერენ

„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მათ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ ეყოლებათ და ყველგან მხარს  მრავალპარტიული შეთანხმებით შერჩეულ კანდიდატებს დაუჭერენ. როგორც ნიკანორ მელიამ დღევანდელ პრეზენტაციაზე აღნიშნა, ისინი მხოლოდ მერობისთვის იბრძოლებენ. „ჩვენი პარტია თბილისში არსად, არცერთ რაიონში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს დაუჭერს, საერთო, მრავალპარტიულ შეთანხმების კანდიდატებს. მე ვდგავარ, თქვენს წინაშე და ჩემი და ჩემი პოლიტიკური გაერთიანების სახელით ვაცხადებ, ჩემი მერობა დაასრულებს ტრადიციას, როდესაც საკრებულო მერის სურვილების და მოთხოვნების უსიტყვო და უპირობო შემსრულებელია. ჩემი მერობა ნიშნავს იმას, რომ მრავალპარტიული საკრებულო არ იქნება ჩემი უკანა ეზო, არამედ იქნება ჩემი მთავარი მაკონტროლებელი…

მეტი...

მერობის კანდიდატი ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარე – ელენე ხოშტარია, ვიცე-მერი – „გირჩი“

თბილისის მერობისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელია იბრძოლებს, საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის – ელენე ხოშტარია, ვიცე მერობისთვის კი „გირჩის“ წარმომადგენელი. აღნიშნულის შესახებ განაცხადი თავად ნიკანორ მელიამ დღეს გააკეთა. ამასთანავე, როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარი კანდიდატები არ ეყოლება. „ჩვენი პარტია არსად, არცერთ რაიონში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს დაუჭერს, საერთო, მრავალპარტიულ შეთანხმების კანდიდატებს. მე და ელენე ხოშტარია გამოვდივართ, როგორც მრავალპარტიული კოალიციის წარმომადგენლები. მე, როგორც მერობის კანდიდატი ჩემი მოძრაობიდან, „გირჩი – მეტი თავისუფლება,“, რომელიც წარმოადგენს ვიცე-მერს უახლოეს მომავალში, ხოლო, ელენე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი საკუთარი მოძრაობიდან“, – განაცხადა მელიამ.

მეტი...

“ჩემი საარჩევნო სლოგანი იქნება „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“ – კახა კალაძე

ჩემი საარჩევნო სლოგანი იქნება „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა. მისი განმარტებით, მთავარი ღირებულება იყო და არის სიცოცხლე, რაც პანდემიამ კიდევ ერთხელ დაანახა ყველას. კახა კალაძის თქმით, დღეს თბილისს სჭირდება მეტი განვითარება, რეკრეაციული სივრცეები, ინფრასტრუქტურული პროექტები, მეტი სიცოცხლე ყველა უბანში. „თქვენ იცით, ბოლო ორი წლის განმავლობაში რა გამომწვევის წინაშე დადგა მსოფლიო, რამაც გვაიძულა დაფიქრება და დღეს უკეთ ვიცით, რამდენად ძვირფასი, მნიშვნელოვანია სიცოცხლე. პირველ რიგში, ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სირთულეები გადავლახოთ. ამიტომ, ჩვენი სლოგანი…

მეტი...

07:17 საათზე მიწისძვრა დაფიქსირდა

დღეს, დილით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. 07:17 საათზე მიწისძვრა დმანისთან დაფიქისრდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისის სამხრეთ-დასავლეთით 26 კილომეტრში, სოფელ სამებასთან მოხდა. ბიძგების სიძლიერე კი  3.0 მაგნიტუდა იყო.

მეტი...

„ჩვენ შევიტანთ სიცოცხლეს ყველა რაიონში“ – კახა კალაძე

კახა კალაძის განცხადებით, მისი, როგორც თბილისის მერის სამომავლო გეგმები თითოეულ რაიონში მოქალაქეთა ჩართულობის გააქტიურებას და მათზე მუნიციპალიტეტის ზრუნვის ზრდას უკავშირდება. ამის შესახებ მან პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე ისაუბრა. „თბილისის თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს, ერთი მხრივ, ჩართულობა პროცესში, მეორე მხრივ, ზრუნვა მასზე, ყოველდღიური და თვალსაჩინო. ჩვენ შევიტანთ სიცოცხლეს  ყველა რაიონში, გავშლით მთლიან ფრონტის ხაზს თბილისელების კეთილდღეობისთვის. მაშინ, როცა განახლება უკვე დაწყებულია, ამჯერად  ჩვენი ყოველდღიური  მუშაობის შედეგი ბევრად უფრო მოცულობითი, ბევრად უფრო ხელშესახები გახდება თითოეული თბილისელისთვის. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, ყველა ის სიკეთე, რომელიც ამ…

მეტი...

„როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე რაღაც კვალი, ასევე მინდა ქართულ პოლიტიკაშიც შევიტანო ჩემი წვლილი“ -კახი კალაძე

„არაერთხელ მითქვამს – როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე რაღაც ჩემი კვალი, ასევე მინდა ქართულ პოლიტიკაშიც შევიტანო ჩემი წვლილი, ქვეყნის, ჩვენი შვილების და მათი შვილების საკეთილდღეოდ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის მერის არჩევნებზე მისი კანდიდატურის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებით სვლას არ შეწყვეტს.  „რამდენიმე წლის წინ, თვისობრივად ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს პოლიტიკურ კარიერაში, როცა გუნდმა ქალაქის მერად კენჭისყრა შემომთავაზა. მქონდა დიდი ვალდებულების გრძნობა თბილისელებისა და მთელი ქვეყნის წინაშე. ჩემი სანუკვარი ოცნება ალბათ ბევრმა იცის – არაერთხელ მითქვამს და მისაუბრია ამაზე, როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე…

მეტი...

„ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად ისევ კახა კალაძე წარადგინა

მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი მოქმედი მერი – კახა კალაძე იქნება. მისი წარდგენა ამ წუთებში „მთაწმინდის პარკში“ მიმდინარეობს, რომელსაც პოლიტიკოსები, ხელოვანები, ექიმები და სხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან. კახა კალაძე პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წარადგინა და მას გუნდის გამორჩეული ლიდერი უწოდა. ამ წუთებში, ღონისძიების მონაწილეებს თავად კახა კალაძე მიმართავს და აცხადებს, რომ კმაყოფილი არასდროს იქნება, სანამ სოციალური ფონი არ გაუმჯობესდება. კახა კალაძე თბილისის მერობისთვის მეორედ იბრძოლებს.    

მეტი...

„ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატი წარადგინა და საარჩევნო კამპანია დაიწყო

„ჩვენი დღევანდელი ღონისძიებით იწყება საარჩევნო კამპანია. თითოეული პოლიტიკური პარტიისა და მოქალაქის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს სამართლიანი და მშვიდი საარჩევნო გარემო. „ქართული ოცნება“ ამისთვის ყველაფერს გააკეთებს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „მთაწმინდის პარკში“ მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენაზე. მისი თქმით, არჩევნებში მმართველი გუნდის კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს. „მომდევნო ორი თვის განმავლობაში, ჩვენი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საზოგადოებას გააცნობს ხედვებსა და გეგმებს თითოეულ ამ საკითხზე, თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით. ამავდროულად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აქვს პრინციპული პოლიტიკური დატვირთვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მივიღოთ მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა საზოგადოებისგან, მივიღოთ ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმა ამ არჩევნებშიც. დარწმუნებული ვართ, 2…

მეტი...

მთაწმინდის პარკში კახა კალაძის მხარდამჭერები იკრიბებიან

მმართველი გუნდის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ამ წუთებში „მთაწმინდის“ პარკში იკრიბებიან. ღონისძიებაზე, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება და სადაც „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატი უნდა წარადგინოს, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ტერიტორია შემოღობილია დამცავი ჯებირებით და ყველა სტუმარს სპეციალური საშვები გააჩნია. როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ისე მიწვეული სტუმრები სპეციალურ შემოწმებას გადიან. მოწვეულ სტუმრებს შორის არია, ხელოვანები, მუსიკოსები, მომღერლები, მსახიობები, ექიმები, რომლებიც მმართველ გუნდსა და კერძოდ, მოქმედ მერსა და მერობის კანდიდატ კახა კალაძეს უჭერენ მხარს.  მიწვეული სტუმრები “მთაწმინდის პარკში” სპეციალური მანქანებით აიყვანეს.   

მეტი...