შეკვეთილში, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე ნატანების ხიდის ნაწილი ჩაინგრა. ამ დროისათვის ტერიტორია გადაკეტილია, მოძრაობა კი შემოვლითი გზითაა შესაძლებელი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ფოტო: გურიაtv
მეტი...კატეგორია: ჩემი მუნიციპალიტეტი
,,რამდენიმე ადგილზე გვაქვს მეწყერი, ხორეთის 150-მდე მოსახლე მოწყვეტილია გარესამყაროს”- ალექსანდრე სარიშვილი
უხვმა ნალექმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ჩამოშლილია მიწის მასები და შეინიშნება მეწყრული პროცესები. რამდენიმე ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია. „მდინარე სუფსამ დატოვა კალაპოტი. რამდენიმე ადგილზე გვაქვს მეწყერი. 8 სექტემბერს სტიქიის შედეგად დაზიანებული და შემდეგ დროებით აღდგენილი ხორეთი-ჩოჩხათის დამაკავშირებელი ხიდი წაღებულია. ხორეთის 150-მდე მოსახლე მოწყვეტილია გარესამყაროს. ქვედა მამათში, სადაც დროებით აღვადგინეთ და გავაკეთეთ შემოვლითი გზა, ამ ეტაპზე წაღებულია. აქაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი გვყავს გარესამყაროს მოწყვეტილი“, – განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.
მეტი...არქეოლოგებმა სამეგრელოში შუასაუკუნეების პერიოდის ეკლესია აღმოაჩინეს
სამეგრელოში, წალენჯიხის რაიონში, არქეოლოგიური გათხრებისას შუასაუკუნეების დარბაზული ტიპის მცირე ზომის ეკლესია აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, არქეოლოგების ყურადღება მიიქცია ჩვინარეს ხეობაში, დაახლოებით, ერთი კილომეტრის მანძილზე, შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს არსებულმა შემაღლებულმა ადგილმა, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 500-550 მეტრის სიმაღლეზე. „რა თქმა უნდა, მოსახლეობამ ოდითგანვე იცოდა აქ არსებული გარკვეული ნაგებობების შესახებ, თუმცა ისტორიულ მეხსიერებაში შემონახული არ არის, თუ რა იყო აქ და რა დროს შეწყვიტა ფუნქციონირება. გარკვეული სამარხი აღმოჩენილი 2017 წელს, ხის მჭრელების მიერ, რაც გახდა ცნობილი პრესისთვის. მაშინ გამოაქვეყნეს შესაბამისი ინფორმაცია და უკვე დაინტერესდნენ მეცნიერები, დაათვალიერეს, შეადგინეს…
მეტი...ძლიერი სეტყვა კახეთში – დაშავებულია ერთი ადამიანი
ძლიერი სეტყვა კახეთში – დაშავებულია ერთი ადამიანი. სოციალური ქსელის მომხმარებელი ლელიანიდან კადრებს ავრცელებს და აცხადებს, რომ სეტყვაში მოჰყვა. “ჩემი სხეულის ნაწილები როგორაა ეგ კიდე ცალკე”,- წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი. კადრებში ჩანს დაზიანებული ავტომობილიც. წყარო: პრაიმტაიმი
მეტი...,,გეოლოგები მეწყერსაშიშ ლოკაციებს აფასებენ, რომ არ მოხდეს წყლის შეგუბება”- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. მისი თქმით, ადგილზე იმყოფებიან გეოლოგები და მეწყერსაშიშ ლოკაციებს აფასებენ. „ტექნიკა ისევ აქტიურად აგრძელებს სამუშაოებს. ორმეთში ხიდი იყო დაზიანებული და დღეს მოხდება მისი აღდგენა. ასევე მოხდება გზების გასწორება, რომ თავისუფლად შეძლონ მანქანებით გადაადგილება. ოზურგეთში, გვიან ღამით 186 აბონენტს წყალმომარაგება აღუდგა და ამ ეტაპზე ქალაქში სრულად აღდგენილია. 250-ზე მეტ ოჯახს მივაწოდეთ გუშინ სურსათი და მედიკამენტები. ეს პროცესი უწყვეტად გრძელდება. ბუნებრივი აირი 80-მდე აბონენტს არ მიეწოდება, შესაბამისი კომპანია მუშაობს და ეს პრობლემაც მოგვარდება. ელექტროენერგიის გარეშე მხოლოდ 20 აბონენტამდეა დარჩენილი. გეოლოგები აქტიურად…
მეტი...განხორციელდა მდინარე მაგანას წყალშემკრები აუზის დათვალიერება, მეწყრულ-გარავიტაციული პროცესების ჩასახვა-გააქტიურების კვალი არ ფიქსირდება – სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაცია
სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოხდა მდინარე მაგანას წყალშემკრები აუზის დათვალიერება ვერტმფრენის საშუალებით. ადმინისტრაციის ცნობით, დათვალიერებისას მდინარის აუზზე, მის შენაკადებსა და არსებულ ფერდობებზე მეწყრულ-გარავიტაციული პროცესების ჩასახვა გააქტიურების კვალი არ ფიქსირდება. ასევე, უშუალოდ მდინარის კალაპიტში ნაკადის შეგუბების კვალი არ არის. სპეციალისტების განმარტებით – მდინარის დონის კლება გამოწვეული უნდა იყოს სეზონური წყალმცირობით. ამ ეტაპზე საშიშროების რისკი მინიმალურია. „112-ში განხორციელებული სატელეფონო ზარის საფუძველზე, სპეციალისტებმა ასევე დაათვალიერეს მესტიაჭალას ხეობა. მოქალაქეები მესტიაჭალას ხეობაში მდინარის ნაკადის კლების გამო ტერიტორიის შეწავლას ითხოვდნენ. ხეობის დათვალიერების შემდეგ სპეციალისტები განმარტავენ, რომ…
მეტი...,,რთული ვითარებაა ჩოჩხათის ტერიტორიაზე, დაახლოებით 100 ოჯახია გადაყვანილი უსაფრთხო დროებით საცხოვრებელში”- მერაბ გამყრელიძე
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მერაბ გამყრელიძის განცახადებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგება სრულად აღდგენილია. მისი თქმით, დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. „მეწყერმა ძალიან ბევრი უბანი დააზიანა. აქ არ არის წერტილოვან დაზიანებებზე საუბარი, ზოგ ადგილებში მილებია მოწყვეტილი. ამ წუთისთვის სრულად არ მიეწოდება ელექტროენერგია ოთხ სოფელს, თუმცა ამ შემთხვევაშიც დილიდან დავიწყეთ აღდგენითი სამუშაოები დასუფთავების სამუშაოებთან ერთად, ვინაიდან წაქცეულია ელექტროგადამცემი ბოძები. 10 000 აბონენტიდან 1 500-მდეა დარჩენილი მხოლოდ, ვისაც არ მიეწოდება. რთული ვითარებაა ჩოჩხათის ტერიტორიაზე, სადაც გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. დაახლოებით 100 ოჯახია გადაყვანილი უსაფრთხო დროებით საცხოვრებელში. კიდევ დამატებით 100 კაცამდეა, რომლებმაც საკუთარი…
მეტი...ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმენა გურიაში – დატბორილია ეზოები, საცხოვრებელი სახლები
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმენა გურიაში. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში. დატბორილია ეზოები, საცხოვრებელი სახლები, სავარგულები. სოციალურ ქსელ ფეისბუქის ჯგუფში „ლანჩხუთი“ ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ძლიერი წვიმისგან სახლები დაიტბორა.
მეტი...ძლიერი წვიმა ქობულეთში – სხვადასხვა სოფელში განვითარდა მეწყრული პროცესები
ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც ქალაქში რამდენიმე მისამართზე დატბორვა გამოიწვია. სხვადასხვა სოფელში განვითარდა მეწყერული პროცესები. ,,ქობულეთში დილიდან აქტიურად მიმდინარეობს უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც ქალაქში რამდენიმე მისამართზე დატბორვა გამოიწვია. მერიის შესაბამისი სამსახურები, სხვადასხვა უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ ამოტუმბვით და გაწმენდით სამუშაოებს. სხვადასხვა სოფელში განვითარდა მეწყერული პროცესები. შემთხვევის ადგილზე იმყოფება ქობულეთის მერი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მერიის და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები,”- ნათქვამია ქობულეთის მერიის განცხადებაში.
მეტი...მეტროშიც წვიმდა და წყალი ავტობუსშიც შევარდა
სტიქიამ და ძლიერმა წვიმამ დედაქალაქი სერიოზულად დააზიანა. დაიტბორა სახლები, გზები, მანქანები, სარდაფები, მიწისქვეშა გადასასვლელები და მოვარდნილი წყალი თითქმის ყველგან შევიდა. მათ შრის, წვიმდა მეტროს ვაგონშიც და წყალმა ატობუსიც კი დატბორა, სალონში კოჭებამდე წყალი იდგა. სტიზიის ზონაში თბილისის მერი იმყოფებოდა. ერთ-ერთი რთული მონაკეთი, სადაც მერი იმყოფებოდა, თამარ მეფის გამზირის მიმდებარედ, მარჯვენა სანაპიროს მონაკვეთია. კახა კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სანიაღვრე სისტემა ფუნქციონირებს, ჭარბმა ნალექმა სხვადასხვა ადგილზე პრობლემები მაინც შექმნა. „ერთ-ერთი რთული მონაკვეთია მარჯვენა სანაპირო, კონკრეტულად თამარ მეფის გამზირთან, სადაც გზის მონაკვეთი დატბორილია. მიუხედავად იმისა, რომ სანიაღვრე სისტემა მუშაობს, იმდენი ნალექია, რომ…
მეტი...დაზვერვითი ბურღვა-აფეთქების გამო გამოწვეული ხმაური გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება – მესტიის მერია
მესტიის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს 45,0 მგვტ სიმძლავრის „მულხურა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები. ამასთან დაკავშირებით დაზვერვითი ბურღვა-აფეთქების გამო გამოწვეული ხმაური გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება. ,,დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართა 20-21 ივლისს დაბა მესტიაში ლენჯერსა და ლატალში. აქედან გამომდინარე მოსახლეობა მაქსიმალურად იქნა ინფორმირებული აღნიშნული ჰესის მშენებლობის შესახებ. სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვების შესახებ ინფორმაცია ასევე განთავსდა მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე (იხ. ლინკი – bit.ly/3EgVcQc) და ოფიციალურ ვებ. საიტზე (იხ. ლინკი – http://mestia.gov.ge/ge/node/1841/). სკოპინგის ანგარიში თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, ასევე განთავსებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე (იხ.…
მეტი...კუს ტბის საბაგირო გზა 23 აგვისტოს 13:00 საათზე გაიხსნება
თბილისის მერიის ინფორმაციით, კუს ტბის საბაგირო გზა 23 აგვისტოს 10:00 საათის ნაცვლად, მგზავრებისთვის 13:00 საათიდან გაიხსნება. საბაგირო გზას გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაუტარდება.
მეტი...დაბა სტეფანწმინდაში უხვმა ნალექმა რამდენიმე ოჯახს სახლის პირველი სართულები დაუზიანა
ყაზბეგის მერის, ბაკურ ავსაჯანიშვილის განცხადებით, დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. თარგმანის უბანში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. „გუშინ დღის მეორე ნახევარში დაიწო წვიმა, რამაც გამოწვია უხვი ნალექი ტალახის დიდი მასა. ჩვენ ადგილზე მოსულები ვიყავით, რამდენიმე ოჯახს დაუზიანდა სახლის პირველი სართულები. აგრეთვე გერგეთის უბანზე ადიდებულმა წყალმა, რომელიც სოფელში მოედინება, ცოტა საშიშროება შეუქმნა მოსახლეობას. ადგილზე მოვიყვანეთ ტექნიკა და ამ ტექნიკის საშუალებით მოხდა გაწმენდა. დილიდან მუშაობდნენ გეოლოგები, დღეს დილიდან ჩამოვიდნენ და რამდენიმე დღში დადებენ დასკვნას, იმის მიხედვით მოხდება სამუშაოები“, – განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.
მეტი...მეწყრის შემდეგ მდინარის კალაპოტი 6-ჯერ გაიზარდა – ფოტო სატელიტიდან
სატელიტ Landsat 9-ის 27 ივლისის და 4 აგვისტოს გამოსახულებების მიხედვით სტიქია ჩაისახა შოვიდან უფრო შორს ვიდრე 7 კმ, მყინვარიდან მაქსიმუმ 1.5 კმ-ში. ადგილზე, რომელიც ღრუბლებს შორის ჩანს მდინარის კალაპოტის სიგანე 6-ჯერაა გაზრდილი, რაც უჩვეულოდ დიდი მოცულობის ნაკადის ჩავლას მიუთითებს. გართულების ერთ-ერთ ადგილად შოვიდან ორიოდ კილომეტრში არსებული მეწყრული ფერდებიც განიხილებოდა, თუმცა როგორც ჩანს პროცესები აუზის ბევრად ზედა ზონაში დაიწყო. სატელიტიდან მიღებული ინფორმაცია – როგორ ჩაისახა მეწყერი?!
მეტი...სატელიტიდან მიღებული ინფორმაცია – როგორ ჩაისახა მეწყერი?!
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი მეწყრის წარმოშობასთან დაკავშრებით, სატელიტიდან მიღებულ ინფორმაციას ავრცელებს. „ვერტმფრენის კადრების პარალელურად დაგვეწია დღეს შუადღის 12 საათის სატელიტური გამოსახულებაც, სადაც ჩანს რომ ბუბისწყლის სათავის ორი ტოტიდან სტიქიური პროცესები ჩაისახა აღმოსავლეთ ტოტზე“ – წერს სუხიშვილი.
მეტი...იმ კოტეჯში მუშაობდა, რომელსაც მეწყერმა გადაუარა
სოფო ბაკურაძე სტიქიის ზონაში ერთ-ერი დაკარგულია. ახალგაზრდა გოგო იმ 25 ადამიანს შორისაა, რომელიც ამ დრომდე იძებნება. სოფო სწორედ იმ კოტეჯში მუშაობდა, რომელიც მეწყერმა გაანადგურა. ოჯახის წევრები და ახლობლები სტიქიის ზონაში იმყოფებიან და ამ დრომდე ელოდებიან, რომ სოფო გამოჩნდება.
მეტი...სტიქიის ზონაში დაკარგულებიდან ამ დრომდე არავინ უპოვნიათ
შოვში, სტიქიის ზონაში 25 ადამიანის სამძებრო ღონისძიებები დღეს დილიდან განახლდა. ციფრი 25 უცვლელია, ამ ეტაპისთვის დაკარგულებიდან ვერავინ იპოვეს. დაკარგულთა ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ მათი ოჯახის წევრები შესაძლოა ტყეს აფარებდნენ თავს, თუმცა, ამბობენ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში, გადარჩენა გაძნელდებოდა. ტალახის უზარმაზარი მასის გამო, მაშველებს ცოცხალი ძალით მუშაობა უჭირთ და კონკრეტულ წერტილებამდე ვერც მიდიან. ადგილზე მუშაობს ყველა შესაძლო ტექნიკა, რომ შეძლებისდაგვარად გაიწმინდოს ტალახის მასა და მოხდეს მისასვლელი გზის გაკეთება. დაკარგულებს ძირითადად ვერტმფრენებიდან და დრონებით ეძებენ.
მეტი...სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები განახლდა
შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგულთა სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები დილიდან გრძელდება. დღეს ღონისძიებებში აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი, კოპიტნარის ბაზიდან კი ეროვნული გვარდიის 102-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობაც მიიღებს. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში დაკარგულ 25 ადამიანს ეძებენ. გარდაცვლილია 11 ადამიანი. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, ორშაბათი – 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
მეტი...სამაშველო ღონისძიებები და გადარჩენილი ჩვილი
რაჭაში, კურორტ შოვში ვითარება უმძიმესია. სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. მაშველებმა სტიქიის ზონიდან ჩვილი გამოიყვანეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. სტიქიის ზონაში გადარჩენის სამუშაოები გრძელდება. შეგახსენებთ, რომ მეწყერმა კურორტი შოვი მთლიანად გაანადგურა.
მეტი...„რთული ვითარებაა, სტიქიის მასშტაბი ძალიან დიდია“ – მინისტრი
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი მოეწყო. იქ იმყოფებიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც დაკარგული ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას ელოდებიან. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აცხადებს, სტიქიის მასშტაბი უპრეცედენტოა. „ძალიან დიდი მასაა ჩამოსული, რამაც ძალიან დიდი ტერიტორია დაფარა. ვითარება მძიმეა. ყველა ძალისხმევა ხორციელდება, რის შემდეგაც 70 ადამიანი უკვე გამოყვანილია, 152 ადამიანია რამდენიმე ლოკაციაზე უსაფრთხო ადგილას სამაშველო და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. დაახლოებით 50 ადამიანთან ვერ ხერხდება კავშირის დამყარება“ – აღნიშნა მინისტრმა ქარსელაძენ. შეგახსენებთ, რომ მეწყერმა კურორტი შოვი მთლიანად გაანადგურა.
მეტი...ქუთაისში მოსული უხვი ნალექის გამო დაზიანდა იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურა
ქუთაისში მოსული უხვი ნალექის გამო დაზიანდა იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურა, რის გამოც ქუთაისის იუსტიციის სახლში სერვისების გაცემა დროებით შეფერხებულია. იუსტიციის სახლის ინფორმაციით, ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია მობილური იუსტიციის სახლები, საიდანაც შესაძლებელი იქნება მზა დოკუმენტების მიღება და განაცხადის ჩაბარება, ასევე, სერვისის მისაღებად განაცხადის ჩაბარება შესაძლებელია იუსტიციის სახლის ხონის, გეგუთის და წყალტუბოს ფილიალებში. „ხარვეზის აღმოსაფხვრელად სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ფილიალის მუშაობის აღდგენის შესახებ ინფორმაცია განთავსდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის“,- აღნიშნულია იუსტიციის სახლის განცხადებაში.
მეტი...ძლიერი წვიმა ქუთაისში – დაიტბორა სახლები
ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში სახლების პირველი სართულები დაიტბორა. დატბორვის შედეგად, წერეთლისა და ბუკიას ქუჩებზე მდებარე სახლებში დაზიანდა ტექნიკა, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები. დაიტბორა გზები და ტროტუარები.
მეტი...გიორგი ათონელის ქუჩაზე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს რაგბის ნაკრების საგულშემატკივრო ვიდეორგოლის გადაღებასთან დაკავშირებით, 14 ივლისს, 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, გიორგი ათონელის ქუჩაზე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება. დროის აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობა შეზღუდული იქნება გიორგი ათონელის ქუჩისა და იტალიის ქუჩის კვეთიდან, გიორგი ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩების კვეთამდე. სოლიკო ვირსალაძისა და გია ჭანტურიას ქუჩებიდან გიორგი ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ათონელის ქუჩიდან იტალიის ქუჩის გავლით, მშრალი ხიდის მიმართულებით. ხოლო მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ სოლიკო ვირსალაძისა და გია ჭანტურიას ქუჩის მიმართულებით. ზვიად გამსახურდიას მარჯვენა სანაპიროდან (რენა აბჟანდაძის ქუჩიდან) ამომსვლელი…
მეტი...სტიქია აჭარაში
ბათუმში ძლიერი წვიმა და ქარიშხალია. მოგლეჯილია ხეები, რომელიც მანქანებს დაეცა და გაჭყლიტა. დაზიანებული და დატბორილია გზები, ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები, ქუჩები. ვითარება უმძიმესია.
მეტი...უხვმა ნალექმა ხობის მუნიციპალიტეტი დააზარალა
ძლიერმა წვიმამ ხობის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში პრობლემები შექმნა. დატბორილია გზების სავალი ნაწილი, საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და სავარგულები. სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ნატანი მასისგან იწმინდება სანიაღვრე არხები და ღელეები. ადგილზე მობილიზებულია მერიის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი ჯგუფები. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზარალის დამდგენი კომისიის წევრები ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე შეისწავლიან და ზარალს დაითვლიან.
მეტი...სოფელ ძეგვში პირველი სტომატოლოგიური კლინიკა გაიხსნა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში პირველი სტომატოლოგიური კლინიკა გაიხსნა. 4000 მაცხოვრებლიან სოფელს დღემდე სტონატოლოგიური კლინიკა არ ჰქონდა. „დენტონი ბაუერი” დღეიდან როგორც ბავშვებს, ისე მოზარდებს, მოზრდილებსა და ასაკოვნებს მოემსახურება. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აწი აღარ მოუწევთ სოფლიდან მცხეთასა და თბილისში ჩასვლა. „ძალიან ვწვალობდით, რომ ჩვენს სოფელში ერთი სტომატოლოგი არ გვყავდა. ძირითადად თბილისში გვიწევდა ჩასვლა. როგორია ღამე რომ კბილი აგტკივდეს და ვერაფერს აკეთებ, ამხელა გზაზე თბილისში რომ უნდა ჩახვიდე. კარგია, რომ სოფელი ძლიერდება, ყველაფერი უნდა იყოს სოფელში ხელმისაწვდომი. მოხუცებსაც ძალიან უჭირდათ აქედან თბილისში სიარული. ყველა მომსახურება ადგილზე გვექნება“ – ამბობს კლინიკის ერთ-ერთი ადგილობრივი პაციენტი. სტომატოლოგიურ…
მეტი...გზების დეპარტამენტი – ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია ინტენსიურად გრძელდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია ინტენსიურად გრძელდება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტყუილია თითქოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია 8 წელი მიმდინარეობს. ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის ტენდერი 2017 წელს გამოცხადდა, სამუშაოები კი 2018 წელს დაიწყო. „გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ხულო-ზარზმის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაუმოწმებელ და არასწორ ფაქტებზე აგებულ სიუჟეტს. პირველ ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ტყუილია თითქოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია 8 წელი მიმდინარეობს. ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის ტენდერი 2017 წელს გამოცხადდა, სამუშაოები კი 2018 წელს დაიწყო. სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სამშენებლო კომპანიასთან…
მეტი...ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მონაკვეთი იკეტება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ60 მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც დროის გარკვეულ პერიოდში საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა. „სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად, 2023 წლის 3 ივლისიდან 7 ივლისის ჩათვლით, 11:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მეტი...სტიქია წალენჯიხაში – 12 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა
სტიქია სამეგრელოში – ძლიერი წვიმის შედეგად წალენჯიხაში 12 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა. სოფელ საჩინოში მდინარე ინწრაზე ხიდის ნაწილი დააზიანა, რის გამოც ნაგურუს თემში მაცხოვრებლების ნაწილი საკუთარ სახლამდე მისვლას ვერ ახერხებს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ძლიერმა წვიმამ ზარალი მიაყენა ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის წყოუშისა და ქალაღალის უბანსაც. ჩაანგრია ხიდბოგირები,დაიმეწყრა ტერიტორიები,დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები,დაზიანდა შიდა საუბნო გზები. მათივე ინფორმაციით, ამავდროულად საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და ეზოები დაიტბორა ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში და საკარმიდამო მიწის ნაკვეთები დაიმეწყრა ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში.
მეტი...ახალციხის სოფელ სვირში საცხოვრებელი სახლი იწვის
ახალციხის სოფელ სვირში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები. ადგილობრივების თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოცემა წერს, რომ შემთხვევის ადგილას იმყოფება მერის წარმომადგენელი, სოსო მჭედლიშვილი. მისი თქმით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. “სახანძრო თავის დროზე მოვიდა, არავინ არ დაშავებულია, სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა ცეცხლი და ჭერი დაიწვა,” – ამბობს მჭედლიშვილი “სამხრეთის კარიბჭესთან”.
მეტი...ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში – არიან დაშავებულები
კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, თელავი-ყვარელის დამაკავშირებელ გზაზე „სუბარუს“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. მძღოლი და ოთხი მგზავრი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ჯგუფებს ამ წუთებში სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
მეტი...გზების დეპარტამენტი – უროს კლდეები-შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ90-კმ106 (უროს კლდეები-შატილი) მონაკვეთზე, უხვი ნალექის შედეგად კლდის მასივის ჩამოსვლის გამო, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. „აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები არასაკმარისი ხილვადობის გამო, ხვალ დილიდან განახლდება. ამავე გზის კმ53-კმ90 (კორშა-უროს კლდეები) დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ53 (ჟინვალი-კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეტი...,,რუსულმა მხარემ დილიდან, საოკუპაციო გამყოფი ხაზის ფახულანის გამშვები პუნქტი დაკეტა” – ბელქანია
,,რუსულმა მხარემ დილიდან, საოკუპაციო გამყოფი ხაზის ფახულანის გამშვები პუნქტი დაკეტა” – ამის შესახებ ინფორმაციას, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ავრცელებს. ,,როგორც აფხაზურ/რუსული მხარე განმარტავს გამშვები პუნქტი ცალმხრივად (იქიდან -აქეთ)უსაფრთხოების მიზნით სამი დღით იხურება”- წერს ბელქანია სოციალურ ქსელში.
მეტი...გურული ღვინის ფესტივალში გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციამ მიიღო მონაწილეობა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, გურული ღვინის ფესტივალი გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის უფროსი, ლელა კიკნაძე, რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს უფროსი, გელა ბაქანიძე და ვეტერანები დაესწრნენ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში, მოეწყო ხელნაკეთი ნივთებისა და კულინარიული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა; ადგილობრივ და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულ მეღვინეებთან, მეწარმეებთან და მეღვინეობის დარგით დაინტერესებულ სასულიერო პირებთან ერთად, ფესტივალზე, თავიანთი ნაწარმი, გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციის წევრებმაც წარმოადგინეს. დასასრულ,…
მეტი...წალენჯიხაში სახლს მეხი დაეცა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლი სერიოზულად დაზიანდა. ოჯახის ერთ-ერთი წევრი კი შეუძლოდ გახდა. ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ 2 დღეა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქია მძვინვარებს.
მეტი...სტიქია წალენჯიხაში
ძლიერმა წვიმამ და მოჭარბებულმა ნალექმა, ამჯერად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დააზარალა. დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, სახლები, ინფრასტრუქტურა. რთული ვითარებაა საჩინოსა და ჯგალში. არხები მოზღვავებულ წყალს ვერ ატარებს და წყალი გზებსა და ნაკვეთებში მიედინება.
მეტი...