რუსეთმა დაახლოებით 107 440 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 2 იანვრამდე პერიოდს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 107 440; ​ტანკი – 3 031; ჯავშანტექნიკა – 6 093; საარტილერიო სისტემა – 2 027 სარაკეტო სისტემა – 423; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 213; თვითმფრინავები – 283; ვერტმფრენი – 269; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 836; საკრუიზო რაკეტები – 723; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 725; გემი/ნავი/კატარღა – 16;

მეტი...

“შეწყდეს ლგბტ პროპაგანდა. კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი გამოცხადნენე პერსონა ნონ გრატად” – დავით ლორთქიფანიძე (ვიდეო)

„შეწყდეს საქართველოს შიდა საქმეებში გაეროს და ევროკავშირის მისიების, ასევე საელჩოების მხრიდან ბინძური ხელების ფათური“ – აცხადებენ „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ზნეობას“ ხელმძღვანელი დავით ლორთქიფანიძე. მათ, დაგეგმილ აქტივობებზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაურეს და აღნიშნეს, რომ ლგბტ თემს არანაირ აქტივობას არ ჩაატარებინებენ. „2022 წლის 6 ივნისს, ორშაბათს, დღის 12 საათზე ევროკავშირის წარმომადგენლობასთან (ილია ჭავჭავაძის გამზირი N64) „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ზნეობა“ გამართავენ საპროტესტო აქციას. შეწყდეს საქართველოს შიდა საქმეებში გაეროს და ევროკავშირის მისიების, ასევე საელჩოების მხრიდან ბინძური ხელების ფათური. შეწყდეს ლგბტ პროპაგანდა. კელი დეგნანი, კარლ…

მეტი...

„რელიგიური ლიდერების თვალთვალი საქართველოში ფართოდაა გავრცელებული“ – რა წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში?!

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან რელიგიური ლიდერების თვალთვალი და მათი საუბრების მიყურადება პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან, უცხოელ დიპლომატებთან, ფართოდაა გავრცელებული“ – ეს გახლავთ ამონარიდი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც რელიგიის თავისუფლებას ეხება. ანგარიშის  მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს რელიგიური ნიშნით დევნას და აღიარებს ყველას თანასწორობას, მიუხედავად მათი მრწამსისა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ჯანმრთელობის ან სხვა ადამიანების უფლებების გათვალისწინებით. თუმცა, ეს პრინციპი ყოველთვის არ არის დაცული. „სექტემბერში ინტერნეტში გამოქვეყნებული დოკუმენტები, რომლებიც გავრცელდა მედიით, სავარაუდოდ აჩვენებს, რომ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან რელიგიური ლიდერების თვალთვალი და მათი საუბრების მიყურადება პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან, უცხოელ დიპლომატებთან, ფართოდაა გავრცელებული. მთავრობამ უარყო დოკუმენტების რეალობა,…

მეტი...

რელიგიურ ორგანიზაციებს დაფინანსება 1 მილიონი ლარით გაიზარდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რელიგიურ ორგანიზაციებს დაფინანსება გაეზარდათ. რელიგიური გაერთიანებებისთვის  საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით, 2022 წლამდე არსებულ 4,5 მლნ ლარს  1 მლნ ლარი დაემატა. პრემიერ-მინისტრის აღნიშნული გადაწყვეტილება რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გააცნო. რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრს დაფინანსების გაზრდისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ეს მათთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. საქართველოს მთავრობამ რელიგიური ორგანიზაციებისთვის დაფინანსების გაზრდისას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხით იხელმძღვანელა, მათ შორის რელიგიური ორგანიზაციების მრევლის, სასულიერო პირებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობით და გადაწყვეტილება რელიგიის…

მეტი...

„ლგბტ ორგანიზაციის წევრებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, მარშის ლოკაცია ლისის ტბაზე გადაეტანათ“ – ღარიბაშვილი

ივლისის მოვლენებზე „ინფორმაცია მაქვს, რომ ლგბტ ორგანიზაციის წევრებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, პოლიციას დათანხებოდნენ, რომ უსაფრთხოების მიზნით მარშის ლოკაცია შეეცვალათ, მაგრამ სააკაშვილის საზოგადოება „სირცხვილიას“ დაჟინებული მოთხოვნით და მათი წახალისებით მათ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს, რომ უნდა ჩაევლოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ივლისის მოვლენებზე და აღნიშნა, რომ „სირცხვილიას“, სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ მთავარი ამოცანა იყო, შეტაკება მომხდარიყო პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. „ეს ე.წ. ლგბტ კვირეული დაანონსებული იყო მანამდე და ეს საზოგადოება და ორგანიზატორები მუდმივ კომუნიკაციაში და კოორდინაციაში იყვნენ პოლიციასთან. პოლიციამ თავიდანვე სრული უსაფრთხოება უზრუნველყო მათთვის, თავისუფალი შეკრების…

მეტი...

“სანამ თქვენ ურტყამთ ჩვენს ეკლესიებს, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენი ცხოვრების წესს, კომპრომისები ვერ იქნება“ – ლევან ვასაძე

„ვიბრძოლოთ, ღმერთი ჩვენკენ არის და ყველაფერი კარგად იქნება“ – აცხადებს მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელი ლევან ვასაძე და ხელისუფლებას მიმართავს, ყველა უკანონოდ დაკავებული ადამიანი გაათავისუფლოს. საუბარია „თბილის პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში განხორციელებული ძალადობისთვის დაკავებულ პირებზე. როგორც ლევან ვასაძე განმარტავს, სწორედ რადიკალური ჯგუფები ცდილობენ ქვეყნის არევას და ისინი არიან ყველანაირი უბედურების წყარო.      „რადიკალური დაჯგუფება, რომელიც ყველანაირად ცდილობს არიოს ქვეყანა, „ნაცები“ იქნებიან, არასამთავრობო სექტორი თუ ჟურნალისტები, სწორედ  ისინი არიან ქვეყნის არეულობის გამომწვევები, დესტაბილიზატორები და წყარო ყველანაირი უბედურებისა. ისინი, ეს ერთი მუჭა ხალხი, აღჭურვილი ფულითა და მიკროფონებითა და საინფორმაციო საშუალებებით, ეძახიან ქართველ ერს მოძალადე ჯგუფებს,…

მეტი...

ოპერატორი, რომელიც აქციაზე სცემეს, გარდაიცვალა

„ტვ პირველის“  ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის  აქციაზე სცემეს, გარდაიცვალა. ლექსო სახლში, საკუთარ საწოლში გარდაცვლილი დედამ იპოვა. ლექსოს “სირცხვილიას” ოფისში სახის ძვლები დაუმტვრიეს. შეგახსენებთ, რომ 5 ივლისის აქციაზე, რომელიც „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გაიმართა, 50-ზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ. „მედიაცენტრი მთავარი“ იზიარებს კოლეგების, ოჯახის, ახლობლების ამ დიდ ტკივილს და სამძიმარს უცხადებს ყველას.    

მეტი...

„გულდასაწყვეტი იყო, რომ ვერ ვნახეთ უფრო ძლიერი ლიდერობა“ – კელი დეგნანი პრემიერ-მინისტრზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, 5 -6 ივლისის ფიზიკური დაპირისპირებისას პოლიტიკური ლიდერების სისუსტეზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც ელჩი აცხადებს, მან ვერ ნახა უფრო ძლიერი ლიდერობა.    „პრემიერ-მინისტრი წამყვან როლს უნდა ასრულებდეს სიტუაციის დაწყნარებაში, როდესაც ძალადობას აქვს ადგილი და გმობდეს ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჟურნალისტების წინააღმდეგ, ამიტომ, გულდასაწყვეტი იყო, რომ იმ დღეებში ვერ ვნახეთ უფრო ძლიერი ლიდერობა“, – განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან 5-6 ივლისის ფიზიკური დაპირისპირების შეფასებისას.

მეტი...

„ეს არის პოლიტიკური კეკლუცობა“ – გიორგი გახარია ლგბტ მემორანდუმზე

„ეს არის პოლიტიკური კეკლუცობა. ამ საკითხით პოლიტიკური პიარი არაგონივრული და არასწორია, პარტია „საქართველოსთვის“ ამ მემორანდუმს არ შეუერთდება“ – აცხადებს გიორგი გახარია ლგბტ მემორანდუმთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის მგრძნობიარე თემაზე პოლიტიკური სპეკულირება დაუშვებელია. „მემორანდუმს პარტია „საქართველოსთვის“ არ შეუერთდება მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური კეკლუცობაა და ამის უკან ვერაფერს შინაარსობრივს ან კონკრეტულ მიზნისთვის გადადგმულ ნაბიჯს ვერ ვხედავთ. მსგავსი, უაღრესად მნიშვნელოვანი, საქართველოს მოქალაქეებისთვის სენსიტიური და მგრძნობიარე საკითხის აი ასე, პოლიტიკურად პიარი, მიმაჩნია, რომ არაგონივრულია, არასწორია. საქმე უნდა აკეთოს ყველამ, სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ფიზიკური უსაფრთხოება, სახელმწიფომ უნდა დაიცვას კონსტიტუცია და…

მეტი...

ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდეს

5 ივლისს რუსთაველის გამზირზე მედიის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლემ ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულებს: ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძეს და მურად დევლარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. პროკურატურა დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა და აღნიშნავდა, რომ დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, ბრალდებულების სრული იზოლაცია იყო საჭირო. დაცვის მხარე კი დაკავებულთა გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა. შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, „პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი მსვლელობის ღონისძიებაზე, კონტრ-აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 225-ე მუხლებით გრძელდება.

მეტი...

ჟურნალისტებზე ძალადობისთვის ბრალდებულების პროცესი დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების მიმართ  ფიზიკური ძალადობისთვის ბრალდებული სამი პირის სასამართლო პროცესი დღეს იმართება. რუსთაველის გამზირზე, 5 ივლისს გამართულ აქციაზე დაკავებულების მიმართ პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. ბრალდების მხარეს გააჩნია შესაბამისი მტკიცებულებები, ვიდეო თუ ფოტოკადრები სადაც ასახულია ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ფიზიკური ანგარიშსწორება. ბრალდებულთა შორისაა პირი, რომელიც „სკუტერს“ მართავდა და რომელიც რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენლებს მიზანმიმართულად ეჯახებოდა. შეგახსენებთ, რომ საუბარია ლგბტ პრაიდის ღონისძიებებზე, რომელსაც გარკვეული ჯგუფები ეწინააღმდეგებოდნენ და კონტრ-აქციები დაგეგმეს. ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავდნენ როგორც ჟურნალისტები, ისე სამართალდამცველები.   გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება.

მეტი...

„ბარბარიზმი იწყება დროშების დაწვით“ – ევროკომისარი

„ბარბარიზმი იწყება დროშების დაწვით, მაგრამ  ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ დღეს დილით, პარლამენტის თავმჯდომარემ თავისივე ხელით დააბრუნა ევროკავშირის დროშა თავის ადგილას. არანაირი ფაქტი ვანდალიზმის და ძალადობის არ იქნება არაფრის საწყისი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველამ უნდა იცოდეს და დაიმახსოვროს, რომ ძალადობა არ შობს არაფერს“, – ამის შესახებ ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც რუსთაველზე, ბოლო 2 დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. როგორც ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, მან პრემიერ-მინისტრისგან მოისმინა, რომ ყველა, ვინც მონაწილეობას იღებდა…

მეტი...

„პოლიცია მასების მართვას 6 საათი უმკლავდებოდა“ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 6 ივლისს, პარლამენტის მიმდებარედ,  პოლიციის 3 000 თანამშრომელი იყო მობილიზებული. როგორც ალექსანდრე დარახველიძემ განმარტა, საპოლიციო ძალების მობილიზება მყისიერად განხორციელდა. „რაც შეეხება 6 ივლისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს, აღსანიშნავია, რომ დაიგეგმა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მრავალრიცხოვანი აქცია.  მყისიერად მოხდა საპოლიციო ძალების, მათ შორის სპეციალური დანიშნულების ძალების მობილიზება, დაახლოებით 3 000 თანამშრომლის. აღსანიშნავია, რომ აქციაც და კონტრაქციაც იმართებოდა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ ლოკაციაზე, შესაბამისად, ცოცხალი ძალის სრული კონცენტრირება მოხდა აქციისა და კონტრაქციის მონაწილეთა განცალკევების მიზნით“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისივე შეფასებით, პოლიცია მასების მართვას 6 საათი უმკლავდებოდა „დაახლოებით ექვსი…

მეტი...

„თბილისი პრაიდის“ და არასამთავრობოების წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს პოლიციასთან თანამშრომლობაზე“ – შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ „პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე პრესკონფერენცია განმარტა, სადაც აღნიშნა, რომ  „თბილისი პრაიდის“ და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საგამოძიებო მოქმედებების დროს უარი განაცხადეს პოლიციასთან თანამშრომლობაზე. როგორც დარახველიძემ აღნიშნა, რომ ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით, ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა მიმდინარეობს. „შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტებზე სისხლის სამართლის წესით უკვე დაკავებულია შვიდი პირი. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების…

მეტი...

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა დამნაშავე, ვიპოვოთ და მივიღოთ შესაბამისი ზომები“ – შსს პარლამენტთან მომხდარ დაპირისპირებაზე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, გამომძიებლები 24/7-ზე მუშაობენ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით და ყველაფერს აკეთებენ ყველა მოძალადისა და დამნაშავის გამოსავლენად. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა დამნაშავე, ვიპოვოთ და მივიღოთ შესაბამისი ზომები. სისხლის სამართლის საქმის გამოძიება საკმაოდ რთული პროცესია. არაერთი მტკიცებულება უნდა შეგროვდეს იმისათვის, რომ კონკრეტულ პირს წაეყენოს ბრალი. ჩვენი გამომძიებლები 24/7-ზე მუშაობენ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით“ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამოძიებას შეეხებოდა. მისი თქმით, დაკავებას სჭირდება სერიოზული მტკიცებულებების შეკრება იმისათვის,…

მეტი...

„ორი ხელი აქვთ, ორი ფეხი, მუშაობენ, თავიანთი სექსუალური ორიენტაციის გამო არავინ აგდებს სამსახურიდან“ – კახა კალაძე ლგბტ თემზე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლება დაცულია და განსხვავებული ორიენტაციის ან სარწმუნოების მქონე ადამიანები საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან. ამის შესახებ მან „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა და მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ განმარტა. „ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება დაცულია, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლება. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ, როდესაც „პრაიდთან“ დაკავშირებით შეკითხვა დამისვეს და ჩემი მოსაზრება გამოვთქვი, რომ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად „პრაიდის“ ჩატარება, ვერ წარმოიდგენთ რამხელა  აგრესია მოჰყვა ამას. არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ვერასდროს ვერავინ…

მეტი...

“ხელისუფლებას ასეთი ხისტი გადაწყვეტილების მისაღებად არც გამბედაობა ეყო, არც კვალიფიკაცია” – ნათია მეზვრიშვილი

„გიორგი გახარიას ყოველთვის ჰქონდა იმის გამბედაობა და უნარი, როდესაც არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო, გამოსულიყო და ეს საზოგადოებისთვის ეთქვა. ამ ხელისუფლებამ იცოდა, რომ ამ დაპირისპირების თავიდან არიდების არც რესურსი ჰქონდა, არც უნარი და იმის ნაცვლად რომ ეს გულწრფელად ეთქვა და ხისტი გადაწყვეტილებები მიეღო – დაუშვა ის, რაც დაუშვა“ –  აცხადებს გიორგი გახარიას გუნდის წევრი ნათია მეზვრიშვილი.  პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებსა და დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. „იმ უმართავ პროცესებზე, რომელიც გუშინ ხდებოდა მთლიანად პასუხისმგებელია ხელისუფლება, რომელიც ამოეფარა ხალხს. ხელისუფლება ამას ასაღებს როგორც საზოგადოების მხრიდან დაკვეთილ ძალადობას, ფაქტიურად…

მეტი...

“ეკლესიას რომ არ აწყობდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს“ – მეუფე იაკობი ჟურნალისტების ცემაზე  

მეუფე იაკობი მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს არ ეხება „პრაიდის კვირეულს“ და მას შეხვედრა აქვს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით. მეუფემ კომენტარი გააკეთა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ანგარიშსწორებაზე და აღნიშნა, რომ ეკლესიას ეს ნამდვილად არ უნდოდა.     „ჩემზე ნუ დაიწყებთ ყველაფრის გადმობრალებას.  მე პასუხისმგებლობასაც არ ვგრძნობ. ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს. აქ პირადი შეხვედრა მაქვს. აქციებთან დაკავშირებით არ მოვსულვარ. სასულიერო პირები ყოველთვის შემწყნარებლები ვართ. ყველაზე ცუდია რა არის იცით? ორი დღის განმავლობაში რაც მოხდა, ჟურნალისტების დარბევა სამწუხარო ფაქტია, რაც მოხდა – ვის აწყობდა ეს? ეკლესიას რომ არ…

მეტი...

პარლამენტთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისთვის კიდევ 4 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ლგბტ კვირეულის ფარგლებში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით კიდევ 4 ადამიანი დააკავეს. უწყების განცადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ 4 პირი: 1983 წელს დაბადებული ა.ნ., 1999 წელს დაბადებული თ.დ., 1986 წელს დაბადებული ი. ქ. და 1996 წელს დაბადებული თ. ხ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, დაკავებულმა ა.ნ.-მ და…

მეტი...

შსს-მ პარლამენტთან მომხდარ დაპირისპირებაზე 100 ადამიანი დააკავა

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან წუხელ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებ. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის დაკავებულია 100 ადამიანი. „მედიაცენტრი მთავარი“ უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „მიმდინარე წლის 6 ივლისს, პარლამენტის წინ გამართული აქციის მოწინააღმდეგედ შეკრებილი მოქალაქეების ნაწილის პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს. პირველი კლასიკური გიმნაზიის და ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანების აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ამ ეტაპზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 100 პირი. დაკავებული პირებიდან 68 გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე, 32 პირი რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში. საპატრულო…

მეტი...

„ვინ დგას ლგბტ თემზე ძალადობის უკან“ – კონგრესმენი

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ლგბტ თემის „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ მოხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პარალელურად, კონგრესმენებიც ეხმიანებიან. რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საკუთარ სოციალურ ქსელში მოკლე განცხადებას აკეთებს და წერს, რომ გაარკვევს, ვინ დგას ამ ძალადობის უკან. “ვაკვირდები ძალადობას თბილისში და ვემხრობი ჩვენი საელჩოს განცხადებას. გადაწყვეტილი მაქვს გავარკვიო, ვინ დგას ლგბტ თემზე ძალადობის უკან. ამერიკას სწამს თავისუფლების”, – წერს კინზინგერი “ტვიტერზე”.

მეტი...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტი თბილისში მომხდარ ძალადობაზე განცხადებას აკეთებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს ლგბტ თემის მიმართ განორციელებულ ძალადობას და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის  პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, მომხდარი ფაქტი დასაგმობია. „ვგმობთ 5 ივლისს საქართველოში განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებზე, ჟურნალისტებზე. საქართველოს ლიდერები და სამართალდამცავი პირები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვის და თავისუფალი შეკრების კონსტიტუციური უფლება და დააკავონ მოძალადე ადამიანები“ – აცხადებს  ნედ პრაისი. სახელმწიფო დეპარტამენტი ყველას მოუწოდებს, ადამიანებს მისცენ საკუთარი შეხედულებების ღიად დაფიქსირების შესაძლებლობა.   „ქართველებს, ისევე როგორც ადამიანებს მთელს მსოფლიოში, აქვთ საკუთარი შეხედულებების გამოხატვის უფლება. შევახსენებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, სამართალდამცავ ორგანოებს და ინსტიტუტებს მათი ვალდებულებების შესახებ,…

მეტი...

პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დახიეს

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ არიან გამაგრებულები, პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დახიეს. ამ წუთებში, ლგბტ თემის წარმომადგენლები და მხარდამჭერები პარლამენტთან არ იმყოფებიან, ისინი ადგილზე უსაფრთხოდ გაიყვანეს, რაც შეეხება კონტრაქციის მონაწილეებს, ისინი ისევ საკანონმდებლო ორგანოს წინ რჩებიან. ადგილზე  მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია და ასევე, მიმდებარედ იმყოფება სპეცდანიშნულების რაზმი.

მეტი...

პარლამენტთან სპეცრაზმი მიიყვანეს

პარლამენტის მიმდებარედ შესაბამისი ძალების მობილიზება ხდება. ადგილზე სპეცდანიშნულების ჯგუფი გამოჩნდა, რომლებიც მიმდებარედ არიან განთავსებულები. რუსთაველის გამზირზე დაზიანებულია სამართალდამცველთა არაერთი მანქანა, მათ შუშები ჩაუმტვრიეს. “თბილისი პრაიდის” მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მათი ჩანაფიქრი შედგა და მათი ღონისძიება დასრულდა. სამართალდამცველებმა ისინი სპეციალური კორიდორით გაიყვანეს. ადგილზე, ამ წუთებში, “პრაიდის” კონტრ-აქციის მონაწილეები რჩებიან.    

მეტი...

„ჩვენი ერი ვერასდროს ვერ შეეგუება უზნეობის აღლუმს, რა დროშების ქვეშაც არ უნდა იმალებოდეს ის“, – ლევან ვასაძე

„გრძელდება განსაცდელი ყოველი მხრიდან. სანამ მე აქ ამ ჩემს დაავადებასა და დიაგნოსტიკას ვებრძვი და უფლის იმედად ვარ, ჩემს სამშობლოში დიდი განსაცდელის ჟამი დადგა“ – აცხადებს „ერის“ დამფუძნებელი ლევან ვასაძე და  შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდებს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, რათა მოახდინოს ლოკალიზება და გაყვანა პარლამენტის წინა ტერიტორიიდან ამ რადიკალების, სექსუალური ჯგუფების, მათი მხარდამჭერი უნამუსო პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების.   როგორც ლევან ვასაძე აცხადებს, „პრაიდის“ ორგანიზატორებმა ერთი დღე არ იკმარეს და მეორე დღესაც ცდილობენ დაპირისპირებას. „გრძელდება განსაცდელი ყოველი მხრიდან. სანამ მე აქ ამ ჩემს დაავადებასა და დიაგნოსტიკას ვებრძვი და უფლის იმედად ვარ, ჩემს…

მეტი...

შესაძლოა, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის გამოყვანა გახდეს საჭირო

ამ ეტაპზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება საკმაოდ დაძაბულია. ორი დაპირისპირებული მხარე ადგილის დატოვებას არ აპირებს და მათ შუაში პოლიციაა გამაგრებული. „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერები სამართალდამცველების მხრიდან სპეცრაზმის გამოყვანას ითხოვს. ამ წუთებში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაწა სირაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ორივე აქცია მშვიდობიანად დასრულდება. „ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რომ არ მოხდეს ფიზიკური დაპირისპირება. აქცია დასრულდება ორივე მხარისთვის მშვიდობიანად და უსაფრთხოდ გავიყვანთ ხალხს. ორივე აქცია უნდა გავიყვანოთ უსაფრთხოდ, დეტალები ჩვენი მოლაპარაკების საგანია“ – განაცხადა ვაჟა სირაძემ. „პრაიდის“ მოწინააღმდეგე აქციის მხრიდან კვერცხებსა და სხვადასხვა ნივთებს ისვრიან. სამართალდამცველები პერიოდულად ადამიანებსაც აკავებენ. არაერთხელ…

მეტი...

ისვრიან კვერცხებს, ბოთლებს, ქვებს – პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დაძაბულია

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, ამ წუთებში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. „პრაიდის“ კვირეულის მოწინააღმდეგეები პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილები, მეორე მხარეს კი ისინი იმყოფებიან, ვინც მათი მხრიდან განხორციელებულ ძალადობას აპროტესტებენ. ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის სამართალდამცველები არიან გამაგრებულები და კორდონის გარღვევის საშუალებას არ აძლევენ. ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბება. რადიკალურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან ისვრიან კვერცხებს, ბოთლებს და ქვებს. ქაშუეთის მიმდებარედ ვითარება უკონტროლოა. პოლიციამ ბოლო რამდენიმე საათში პრაიდის მოწინააღმდეგეთა მხრიდან ქციის რამდენიმე ათეული მონაწილე დააკავა. “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების დროს რამდენიმე სამართალდამცველი დაშავდა და მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

მეტი...

„პატრიარქმა მოგვიწოდა და მივედი, ემოციაში რომ ვიყავი,  შევიგინე, ბოდიშს ვიხდი“ – „პრაიდის“ ღონისძიებაზე დაკავებული

თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი დაკავებული პირის სასამართლო სხდომა გამართა, რომელიც „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებასთან დაკავშირებით „მრგვალ ბაღთან“ დააკავეს. აკაკი ნაკაშიძეს სასამართლომ 2 300-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის ინფორმაციით, დაკავებული შანიძე სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემორჩილა და მოქალაქეების მისამართით იგინებოდა. შსს დაკავებულისთვის 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის  ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. თავად დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და ბოდიშიც მოიხადა. მისი თქმით, აქციაზე პატრიარქის მოწოდების გამო მივიდა. „პატრიარქმა მოგვიწოდა და მივედი. ემოციაში რომ ვიყავი,  შევიგინე, ბოდიშს ვიხდი. ვიგინებოდი, მომიწოდებდნენ და არ ვჩერდებოდი. ასეთი „პრაიდი“ თუ ჩატარდა, როგორც ქართველი კაცი იქ…

მეტი...

„თბილისი პრაიდი“ ღირსების მარშისთვის ისევ ემზადება

ლგბტ თემი არ აპირებს დაგეგმილი „ღირსების მარში“ გააუქმონ და მის ჩატარებას გეგმავენ. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, მარშის ადგილი და დრო საჯაროდ იქნება ცნობილი და ისინი დამალვას არც აპირებენ. ამ ეტაპისთვის, ღონისძიების ორგანიზატორები კონსულტაციებს გადიან.

მეტი...

შსს-მ მედიაზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის 8 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე მომხდარ ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით განცხადბას ავრცელებს, სადაც საუბარია, რომ ამ ეტაპისთვის, დაკავებულია 8 ადამიანი. „გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 8 პირი. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი. საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები გრძელდება გამოვლენილ შემდეგ კანონდარღვევის ფაქტებზე: რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელდა ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. თბილისში მოძრაობა “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის”…

მეტი...

„სასულიერო პირების მხრიდან ძალადობრივ მოწოდებას რეაგირება მოჰყვება“ – მეუფე შიო  

„ყველას მოვუწოდებთ მშვიდობისკენ. რა თქმა უნდა, ვემიჯნებით ძალადობას. სამწუხარო ფაქტები მოხდა. თუ იყო რაიმე მოწოდებები სასულიერო პირების მხრიდან, ამაზე რეაგირება აუცილებლად მოხდება“,- განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირი, დღეს, მთელი დღის განმავლობაში დაპირისპირების ეპიცენტრი იყო. ლგბტ მარშის საწინააღმდეგოდ შეკრებილებმა ანგარიშსწორება მედიის მისამართით განახორციელეს. ნაცემია რამდენიმე ჟურნალისტი. მეუფე შო ინიციატივით გამოდის, კანონმდებლობაში გაჩნდეს ჩანაწერი რელიგიურ და ერობრივ გრძნობებთან დაკავშირებით. „ეკლესიის სწავლებით, ცოდვაში ჩავარდნილ ადამიანებს ვეხმარებით, მაგრამ ვერასდროს შევეგუებით ცოდვის ნორმად გამოცხადებას. ეს რომ აღარ განმეორდეს, რაც დღეს ვიხილეთ და თავიდან ავიცილოთ…

მეტი...

„ცდილობენ, სოდომურ ცოდვას უწოდონ სიკეთე და ღირსება“ – მეუფე შიო ლგბტ მარშზე

მეუფე შიოს განცხადებით, დღეს, თბილისში მომხდარი დაპირისპირება კიდევ რომ არ განმეორდეს, საზოგადოებამ უნდა დაიწყოს ფიქრი,  რელიგიური და ერობრივი გრძნობების შეურაცხყოფის მცნება კანონმდებლობაში აისახოს. „დღეს ჩვენს ერს აქვს განსაცდელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე. რისი მცდელობაც იყო დღეს და ვხედავთ როგორც მთელს მსოფლიოში, ისე ჩვენს ქვეყანაში, ეს არის მცნებების აღრევა. ცდილობენ, სოდომურ ცოდვას უწოდონ სიკეთე და ღირსება.  ამას ჩვენი ერი და ეკლესია ვერასდროს შეეგუება. ეს არის დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართულია, რომ ერი დააშორეს ღმერთს, ჩვენს ტრადიციებს, ეკლესიას და მოხდეს მისი გადაგვარება. ამიტომ ვართ დღეს ასე გაერთიანებულნი. თუ უმცროსი თაობა დაიჯერებს ამას,…

მეტი...

„მოვუწოდებ ყველას, იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში“ – საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, რუსთაველის გამზირზე, მთელი დღის განმავლობაშ მიმდინარე ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.   „მოვუწოდებ ყველას, იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში და რადიკალური ქმედებებით ხელი არ შეუწყოს ძალადობის პროვოცირებას. მიუღებელია მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისებში შეჭრა და მათზე თავდასხმები. მოვუწოდებ ყველას თავშეკავებისკენ და შესაბამის ორგანოებს კი, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისა და ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების აღკვეთისაკენ! მიუღებელია ყველანაირი წაქეზება, რაც ხელს უწყობს რადიკალურ ქმედებებს, საზოგადოების პოლარიზაციას, აღვივებს დაპირისპირებას, აზიანებს ქვეყანას, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სტაბილურობას!“- აცხადებს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე,…

მეტი...

„თბილისი პრაიდის“ „ღირსების მარში“ არ გაიმართება

„თბილისი პრაიდის“ „ღირსების მარში“ ჩაიშალა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას „თბილისი პრაიდი“ ავრცელებს და პრემიერ-მინისტრის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს. “ქვეყნის ხელისუფლების დღევანდელმა მოქმედებებმა, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაგვანახა, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებას არ სურს აღასრულოს მისი პირდაპირი მოვალეობა. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის სამარცხვინო, ძალადობრივი, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდასავლური განცხადება, რომელშიც მან პასუხისმგებლობა და აგრესიის ვექტორები აქტივისტებზე გადაიტანა, არის ჩვენი პოლიტიკური ხელისუფლების, საქართველოს საპატრიარქოსა და პროორუსული ჯგუფების კოორდინირებული ძალადობრივი, შემგუებლური, წამახალისებელი და რუსული პოლიტიკის გაგრძელება. აღმასრულებელი ხელისუფლების უმოქმედობამ საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშე დააყენა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა ყველა შესაძლებლობა უზრუნველეყო პრაიდ კვირეულის…

მეტი...

საპატრიარქო მრევლს მიმართავს და 17:00 საათზე მობილიზებისკენ მოუწოდებს

„როგორც მოგეხსენებათ, „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა დღეს დაგეგმილი აქცია გადადეს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დღეს, 17 საათზე, ქაშუეთის ტაძარში ტარდება სამშვიდობო პარაკლისი. შესაბამისად, კვლავ მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას აპროტესტებს პრაიდის ორგანიზებას, შეიკრიბოს ქაშუეთის ტაძართან, თავი შეიკავოს ყოველგვარი აგრესიული, ძალადობრივი ქმედებისაგან და მშვიდობიან ვითარებაში დაესწროს ლოცვას“, – ვკითხულობთ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

„ჩვენ ვაფრთხილებდით „პრაიდის“ ორგანიზატორებს“ – ირაკლი კობახიძის განცხადება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრაიდის“ მსვლელობის გამო, თბილისში განვითარებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პარტიის სახელით განცხადებას აკეთებს. როგორც კობახიძე აცხადებს, მათ იცოდნენ რაც მოჰყვებოდა ამ ღონისძიებებს და სწორედ ამიტომ აფრთხილებდნენ „პრაიდის“ ორგანიზატორებს.  „პირველ რიგში, გვსურს გამოვეხმაუროთ ძალადობის ფაქტებს, რომლებიც დღეს ვიხილეთ თბილისის ქუჩებში. ძალადობას, განსაკუთრებით ჟურნალისტების წინააღმდეგ, არ აქვს არავითარი გამართლება და თითოეული ასეთი ფაქტი მკაცრ სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს. გვესმის, რომ ვითარების მართვა რთულია ობიექტური გარემოებების, მათ შორის აქციის მონაწილეთა რაოდენობის გამო. თუმცა, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გააკეთონ მაქსიმუმი ძალადობის აღსაკვეთად და ვითარების დეესკალაციისთვის. ჩვენ ვაფრთხილებდით „პრაიდის“ ორგანიზატორებს, რომ მათ მიერ დაგეგმილ…

მეტი...