შესაძლოა მომდევნო კვირიდან ორჯერადად აცრილი პირები პირბადის ტარების ვალდებულებისგან გათავისუფლდნენ

ქვეყანაში ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე რეგულაციების ნაადრევად შემსუბუქების წინააღმდეგი არიან ეპიდემიოლოგები. მათი შეფასებით, შესაძლოა ამ გადაწყვეტილებამ ეპიდვითარება გააუარესოს. სავარაუდოდ, მომდევნო კვირიდან ორჯერადად აცრილი პირებისთვის მოიხსნება ღამე გადაადგილებაზე შეზღუდვა. ისინი გათავისუფლდებიან პირბადის ტარების ვალდებულებისგანაც. პარალელურად, ქვეყანა მასობრივი ვაქცინაციისთვის ემზადება, რომელიც ივლისში უნდა დაიწყოს. 

მეტი...

თორნიკე რიჟვაძე „კოვიდინფიცირებულია“

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა. „ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში”,- წერს რიჟვაძე.

მეტი...

“ძალიან ლოგიკური კითხვა ჩნდება: ხვალ რომ ისევ ტრაგედია მოხდეს, ვინ იქნება ამაზე პასუხისმგებელი?!” – გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატები “მედიაცენტრ მთავარში”

„ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არანაირად საკმარისი არ არის. დღემდე არ ვიცით, თუ რა ეტაპზე გაუკეთდა მეგის ადრენალინი. ექსპერტიზა ჩუმადაა და არ იძლევა პასუხს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, გარდაცვლილი 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა ვახო ბარამაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ექთნის გარდაცვალების დღეს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადამზადება გავლილი პირები იყვნენ: გიორგი აფციაური და ვიოლეტა ინასარიძე, რომლებმაც დაინახეს, რომ მეგი ცუდად გახდა და მიუხედავად ამისა, კლინიკა მაინც დატოვეს. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არანაირად საკმარისი არ არის. რაც გვაქვს, აქედან უნდა ამოვიდეთ, ვიმსჯელოთ… გამოიკითხნენ გარკვეული მოწმეები, ამოღებული…

მეტი...

„ბატონმა ლევან რატიანმა მეგი ბაქრაძის მიღებაზე, თავიდან უარი თქვა“ – მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“

„ლევან რატიანმა უადგილობის გამო უარი თქვა პაციენტის მიღებაზე თავიდან, შემდეგ კი, რაც ჯანდაცვის სამინისტროდან დარეკეს, აღმოჩნდა, რომ ჰქონდა ადგილი, ლევან რატიანმა თქვა, მეგის გადარჩენა არგადარჩენა ბედისწერა იყო, „ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა, ნინო ამაღლობელმა განაცხადა. როგორც ადვოკატი ამბობს, პროკურატურა საქმეს აჭიანურებს და მიზეზად მასალების არქონას ასახელებს. ადვოკატები ბრალდებულ პირთა წრის გაფართოვებას ითხოვენ: „ არაფერი გაუკეთებია პროკურატურას, შპრიცები, რომელიც ადვოკატების მოთხოვნით ამოიღო პროკურატურამ,  21 ცალს შეადგენდა, თუმცა იმ პერიოდში აიცრა 20 ადამიანი, გაჩნდა კითხვა, რატომ იყო ზედმეტი შპრიცი, თუმცა არც ამით ინტერესდება პროკურატურა.  ამ…

მეტი...

„მეგი ბაქრაძეს იმუნიზაციის სივრცეში ადრენალინი არ გაუკეთეს“ – გარდაცვლილი ექთნის ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“

„გამოიკითხნენ გარკვეული მოწმეები, თავიდანვე იდენთიფიცირდა, რომ გარკვეული მოწმეები ცრუ ჩვენებებს იძლეოდნენ. დღემდე არ ვიცით, მეგის როდის გაუკეთდა ადრენალინი, მოწმეები ამბობენ, რომ მას გაუკეთდა დექსამეტაზონი და დიმედროლი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვიმა განაცხადა. ბარამაშვილი აცხადებს, რომ ნარჩენებში ადრენალინის ფლაკონი არ იქნა აღმოჩენილი, ბარამაშვილის ინფორმაციით მეგი ბაქრაძეს იმუნიზაციის სივრცეში ადრენალინი არ გაუკეთეს: „მეგი ბაქრაძეს ადრენალინი არ გაკეთებია იმუნიზაციის სივრცეში, ვიოლეტა ინასარიძემ კი, დაინახა, რომ მეგი გახდა ცუდად და მაინც დატოვა კლინიკა, ასევე გარკვეულმა თანამშრომლებმა. მივიღეთ ასეთი მოცემულობა: კლინიკაში, რომელშიც გაწერილი იყო იმუნიზაციის ჩატარება პირებმა…

მეტი...

“მაღალი ალბათობით, ივლის-ოქტომბრის პერიოდში ქვეყანა მიიღებს ვაქცინის 3 მილიონ 200 000-ზე მეტ დოზას და შეგვეძლება ე.წ. მასობრივი ვაქცინაციის დაწყება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დიდი ალბათობით ქვეყანა ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დაახლოებით 3 მილიონ 200 000-ზე მეტ დოზას მიიღებს. გამყრელიძის თქმით, შესაბამისად, ექნებათ საშუალება, საქართველოში ე.წ. მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მიმდინარეობს ინტენსიური მზადება და რეგიონებში შეხვედრები, ასევე დამატებით ამცრელი ბრიგადების მობილიზება. „ჩვენ რომ სამიზნე მაჩვენებელზე გავიდეთ, ივლისიდან გვჭირდება დაახლოებით 20 000-დან 25 000-მდე აცრა ყოველდღიურად. ამისთვის ახლა ვემზადებით. ძალიან მაღალი ალბათობით, გვაქვს დადასტურება, რომ ივლის-აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბერში ქვეყანა მიიღებს დაახლოებით 3 მილიონ 200 000-ზე მეტ დოზა ვაქცინას. ანუ, ჩვენ შეგვეძლება ე.წ. მასობრივი ვაქცინაციის…

მეტი...

თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის ორი დოზით ამ დროისთვის 50 000-ზე მეტი მოქალაქეა აცრილი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კოვიდ 19-ით ინფიცირებულ პირთაგან ჰოსპიტალში 3333 ადამიანი იმყოფება. როგორც გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას გადის 201 ადამიანი, 731 პირს კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა ესაჭიროება. გაბუნიამ ასევე ისაუბრა ვაქცინაციის პროგრამაზე. მისი განცხადებით, ვაქცინის ორი დოზით ჯამურად 50 000-ზე მეტი მოქალაქე აიცრა. „ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ესენციურ ჯგუფებში, ასევე მოქალაქეებში. „სინოფარმის“ მეორე დოზებით ხდება ვაქცინაცია და „სინოვაკის“ პირველი დოზებით, ასევე რამდენიმე დღეში იგეგმება „სინოვაკის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია. ჯამურად, ორივე დოზით უკვე ვაქცინირებულია 50 000-ზე მეტი მოქალაქე და 130…

მეტი...

“ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზემოთ ყველა მოქალაქისთვის და ასე დარჩება” – თამარ გაბუნია

ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზემოთ ყველა მოქალაქისთვის და ეს ასე დარჩება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, რომელიც 45 წელს ზემოთ ასაკში გამოყენებისთვის არის რეკომენდებული, როგორც გაბუნიამ განმარტა, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსხვავებული რეკომენდაცია არ იქნება, აღნიშნული ასაკობრივი ზღვარი შენარჩუნდება. „მიუხედავად იმისა, რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში, ეს იქნება „ფაიზერი“, „ნოვოვაქსი“ თუ სხვა ნებისმიერი ვაქცინა, 18 წლის ზემოთ მოქალაქეების ჩართვის შესაძლებლობა პროგრამაში შენარჩუნდება. ამ შემთხვევაში შეზღუდვა შეეხება „ასტრაზენეკას“, რომელიც 45 წლის ზემოთ არის მხოლოდ რეკომენდებული, რაც ჯერჯერობით ასე დარჩება, თუ…

მეტი...

“საქართველოში პირველი ივნისის შემდეგ კორონავირუსის ახალი შტამები არ დადასტურებულა, თუმცა საეჭვო შემთხვევების კვლევა მიმდინარეობს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში პირველი ივნისის შემდეგ კორონავირუსის ახალი შტამების არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა, თუმცა საეჭვო შემთხვევების კვლევა მიმდინარეობს. „ვირუსის ახალი ვარიანტების ახალი შემთხვევები ლაბორატორიულად არ დადასტურებულა იმის შემდეგ, რაც გვქონდა ინფორმაცია, სავარაუდო ფაქტებს ვიკვლევთ. როდესაც ხდება ეჭვის მიტანა სხვადასხვა შტამზე, მიმდინარეობს მათი შემდგომი სეკვენირება. ჩვენთან კვლევა, მონიტორინგი სხვადასხვა შტამზე და მათ ცირკულაციაზე მიმდინარეობს. 5+1-ის შემდეგ აღარ დადასტურებულა“, – აღნიშნა გამყრელიძემ. საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევები 27 მაისს გამოვლინდა. ინდური შტამი ხუთ მოგზაურს დაუდგინდა. ამასთან, პირველ ივნისს ქვეყანაში კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამის ერთი შემთხვევა დადასტურდა.

მეტი...

პრემიერის დავალებით, ინტენსიური ვაქცინაციისა და მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმა ერთი კვირის ვადაში შემუშავდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს. აღინიშნა, რომ შეინიშნება სტაბილიზაციის ტენდენცია. საბჭოს სხდომაზე ასევე იმსჯელეს ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასა და ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლის ვადებზე. აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე, საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა, შესაბამისად, მასობრივი ვაქცინაციისთვის აქტიური მზადება იწყება. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრო ერთი კვირის ვადაში შეიმუშავებს ინტენსიური ვაქცინაციისა და მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმას, რომელიც დასამტკიცებლად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება. ამასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, გადაამზადებს დამატებით ამცრელ ბრიგადებს და ამ…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 546, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 108, იმერეთში – 90

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 546, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 108, იმერეთში – 90, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 517 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 585 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 932 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 023 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 350 428-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.47 %, ბოლო…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 951-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 023 პირს დაუდასტურდა, 510 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 6 ივნისს საქართველოში კორონავირუსით 307 ადამიანი დაინფიცირდა, 1 014 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 023 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 510 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 023 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 510 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 517 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 585, „პისიარ“ ტესტით – 7 932. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,47%, ბოლო 14 დღის – 2,81%, ბოლო შვიდი დღის – 2,92%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 350 428 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 335 029 გამოჯანმრთელდა, 4 951 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია – 178 738 ადამიანი, დღიურად აცრილია 5…

მეტი...

“შეზღუდვების სწრაფ მოხსნას ექნება კატასტროფული შედეგები მათთვის, ვინც ჯერ არ აცრილა” – ჯანმო

შეზღუდვების სწრაფ მოხსნას, რომლებიც შემოღებულია კორონავირუსის პანდემიის გამო, შესაძლოა, ჰქონდეს კატასტროფული შედეგები აუცრელი ადამიანებისთვის კოვიდ-19-ის ახალი შტამების გავრცელების გამო. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. „გაზრდილი გლობალური გადადების ვარიანტის არსებობის პირობებში, რომლებიც იწვევენ შეშფოთებას, მათ შორის, ვარიანტი „დელტა“, შეზღუდვების სწრაფ მოხსნას ექნება კატასტროფული შედეგები მათთვის, ვინც ჯერ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ აცრილა“ , – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, კოვიდის საწინააღმეგო ვაქცინების არამართლზომიერი გადანაწილება, საშუალებას აძლევს ვირუსს გავრცელდეს, რითაც ზრდის იმის ალბათობას, რომ კორონავირუსის ვარიანტები გაჩნდეს, რომლებიც ვაქცინების ეფექტურობას ამცირებს.

მეტი...

ჯანმო  კორონავირუსის ჩინეთის ლაბორატორიაში წარმოშობას ვერ ადასტურებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ვერ დასტურდება   ჩინეთის ლაბორატორიაში კორონავირუსის წარმოშობა. აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზად ის სახელდება, რომ ექსპერტთა ჯგუფს  სრულად არ მიეცა ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მაიკ რაიანმის განაცხადებით, ჯანმო ჩინეთს ვერაფერს აიძულებს. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ აქვს ძალაუფლება, ვინმე ამასთან დაკავშირებით აიძულოს. ჩვენ ველოდებით თანამშრომლობას და ჩვენი ორგანიზაციის ყველა წევრის მხარდაჭერას, ასევე ამ საქმეში შეტანილ წვლილს“, – ასეთია რაიანის შეფასება. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე  წელს, ვირუსის წარმოშობის გამოსაკვლევად ჩინეთში ჯანმომ ექსპერტთა ჯგუფი გაგზავნა. მათ თავდაპირველად არ მისცეს მუშაობის შესაძლებლობა, შემდეგ კი ნაწილობრივ შეძლეს ემუშავათ. მათი…

მეტი...

ლატვია საქართველოს 15 ათას დოზა კოვიდვაქცინას გადასცემს

საქართველოში იმყოფება ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. ედგარს რინკევიჩსი ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება, იქამდე ესაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრს. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დიპლომატებმა ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა მიმოიხილეს, ისაუბრეს Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული პრობლემების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ მინისტრთანაც. ქართველ კოლეგასთან ვიზიტის შემდეგ ედგარს რინკევიჩსიმ განაცხადა, რომ მათ შეხვედრაზე თანამშრომლობის მრავალი სფერო მიმოიხილეს, მათ შორის იყო ნატოს მომავალი სამიტიც: “შეხვედრაზე განვიხილეთ ნატოს მომავალი სამიტის თემა და საჭიროება, რომ ნატოს სამიტის დეკლარაციაში იყოს ძალიან ნათელი დადასტურება მისა, რომ ნატოს კარი ღიაა და რომ პრაქტიკული მხარდაჭერა ხორციელდება იმ პარტნიორების მიმართ, რომელთაც სურვილი აქვთ ნატოში გაწევრიანების.ეს არ გახლავთ…

მეტი...

“კიდევ ერთი პოტენციურად საინტერესო მედიკამენტი” – გიორგი ფხაკაძე

მე მჯერა, რომ 2021 წლის ბოლომდე, მეცნიერები შეძლებენ, დადონ საიმედო შედეგები და 2022 წელი იქნება ამ პანდემიის დასრულების წელი,- ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს. „კოლეგებისთვის. კიდევ ერთი პოტენციურად საინტერესო მედიკამენტი. ამჟამად მსოფლიოში კოვიდ საწინააღმდეგო 300-მდე კანდიდატი ვაქცინაა და 100-მდე კანდიდატი სამკურნალო მედიკამენტია მე მჯერა, რომ 2021 წლის ბოლომდე, მეცნიერები შეძლებენ, დადონ საიმედო შედეგები და 2022 წელი იქნება ამ პანდემიის დასრულების წელი. ყველაფერი შესაძლებელია,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,98 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,98 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,76 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,88 პროცენტი. დღეს „კოვიდ-19“ 307 პირს დაუდასტურდა, 1 014 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა.

მეტი...

24 გარდაცვლილი და 307 ახალი დადასტურებული შემთხვევა – კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 307 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ 349 405 შეადგინა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ  1014   კოვიდინფიცირებული პაციენტი, შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, განკურნებულთა რაოდებობა  334 519 გახდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  4934-ია. ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში 11117 კვლევა ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5477, PCR ტესტით – 5640. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,76%, ბოლო 14 დღის – 2,88%, ბოლო 7 დღის – 2,98% ამ დროისთვის ქვეყანაში სულ – 173345 პირია აცრილი. დღიურად აცრილია   1119…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 934-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 307 პირს დაუდასტურდა, 1 014 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 6 ივნისს საქართველოში კორონავირუსით 504 ადამიანი დაინფიცირდა, 1 201 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

მეტი...

ინფიცირებულთა რაოდენობით ისევ თბილისი ლიდერობს

ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 504 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 258 შემთხვევა, აჭარა – 50, იმერეთი – 50, ქვემო ქართლი – 36, შიდა ქართლი – 15, გურია – 7, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 48, კახეთი – 24, მცხეთა-მთიანეთი – 8, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0. ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 657, საიდანაც: 3 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 908, აჭარაში – 328, იმერეთში – 416. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 752 პირი, მათ შორის, თბილისში – 354, აჭარაში – 89, იმერეთში -138. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 207 პირი, მათგან თბილისში – 136, აჭარაში – 11,…

მეტი...

კორონავირუსით 504 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 288 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 505 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 783 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  349 098-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.92%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.99%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 201 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 333 505-მდე.

მეტი...

კორონავირუსით 17 ინფიცირებული გარდაიცვალა

საქართველოში, ერთი დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით 17 ინფიცირებული გარდაიცვალა. დღემდე, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 910-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 504 პირს დაუდასტურდა, 1 201პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

“შესაძლოა, ქვეყანაში სხვა მუტაციაც დაფიქსირდეს, საზღვარს ისე ვერ დაკეტავ, რომ ვერაფერმა შემოაღწიოს“ – ივანე ჩხაიძე

„ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაკეტავს საზღვარს ისე, რომ გარანტირებულად თავიდან აიცილოს ვირუსის შემოსვლა“ – აცხადებს იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ-ის პროფესორია, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ და დასძენს, რომ ჩვენთან „ინდური ვირუსის“ გავრცელების რისკი დაბალია. „გამორიცხული არ არის, ქვეყანაში კორონავირუსის სხვა მუტაციებიც დაფიქსირდეს. ამისგან თავს ვერავინ დაიზღვევს. ჩვენ იმიტომ არ გვეშინია ინდოეთის და „ინდური მუტაციის“, რომ საქარველოს ინდოეთთან პირდაპირი მიმოსვლა არ აქვს და ძნელი წარმოსადგენია, ბევრი ადამიანი შემოვიდეს, რომელსაც ეს შტამი ექნება“ – განუცხადა ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარს“. რაც შეეხება 5 შემთხვევას როცა,…

მეტი...

„არც ერთი ვაქცინა 100%-ით არ იცავს, ინფიცირება ორჯერადი აცრის შემთხვევაშიც ხდება“ – რატომ უნდა ავიცრათ?!

„არავინ ამბობს, რომ რომელიმე ვაქცინა, თუნდაც „ფაიზერი“ დაცვის 100%-იან გარანტიას იძლევა“ – განუცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარს“. როგორც პედიატრი განმარტავს, ვაქცინა აუცილებელია, რომ შემთხვევა გართულებით და ლეტალობით არ დასრულდეს. „შესაძლებელია თუ არა ორჯერადი ვაქცინაციის შემდეგ ადამიანს კორონავირუსი მაინც დაემართოს? რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. ჩვენი მონაცემებით, 1000 ვაქცინირებულში 2 ადამიანია ისეთი, რომელსაც დაემართა კოროავირუსი გამეორებით, მიუხედავად ვაქცინაციისა. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაცია არ არის საჭირო და არ დგება ლეტალური შედეგი. სწორედ ეს არის ვაქცინაციის მთავარი ამოცანა.…

მეტი...

შესაძლოა, გრიპის ვაქცინის მსგავსად, კორონავირუსის აცრაც 6 თვის ასაკიდან დასაშვები გახდეს

„მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი წარმატებით დასრულდება, 2022 წლისთვის შესაძლებელია ვიფიქროთ ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებაზე“ – განუცხადა „მედიაცენტრ მთავარს“ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა  ივანე ჩხაიძემ. მისივე განმარტებით, ორმა ქვეყანამ, კანადამ და აშშ-მ 12 წლის ზემოთ ვაქცინაციის ჩატარებაზე განაცხადი უკვე გააკეთეს. „საუბარია „ფაიზერის“ ვაქცინაზე. იგივე ასაკობრივი ჯგუფი დაასახელა „მოდერნამაც“. თუ ეს მონაცემები და კვლევები უფრო დაბალ ასაკობრივ ჯგუფშიც ეფექტური აღმოჩნდა,  შესაძლებლია მივიღოთ ის სცენარი, როგორც გრიპის საწინააღდეგო ვაქცინა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაც იყოს დაშვებული ბავშვთა ასაკში და ისევე, როგორ…

მეტი...

კორონავირუსით 832 ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში 31 409  ტესტი ჩატარდა. შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 832 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 348 594-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.98%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 624 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 332 304-მდე.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 457, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 70, იმერეთში – 67

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 457, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 70, იმერეთში – 67, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 409 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 617 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 792 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 832 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 348 594-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.65 %, ბოლო…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 832 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 624 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 832 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 624 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 409 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 617, „პისიარ“ ტესტით – 13 792. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,65 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,98 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 348 594 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 332 304 გამოჯანმრთელდა, 4 893 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში სულ აცრილია 167 332…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 893-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 832 პირს დაუდასტურდა, 624 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 4 ივნისს საქართველოში კორონავირუსით 779 ადამიანი დაინფიცირდა, 959 პაციენტი  გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა.

მეტი...

კორონავირუსით ბავშვების ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია

კორონავირუსით ინიცირებულ ბავშვთა რაოდენობა საქართველოში 9,5 – 10 პროცენტია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. როგორც თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა  ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ბავშვებში გარდაცვალების შემთხვევები ერთეულებია. „ბავშვების კუთხით მდგომარეობა ზუსტად იმეორებს იმ მაჩვენებელს, რაც გვაქვს მოზრდილებში, ვგულისხმობ ინფიცირების მაჩვენებელს. ჩვენი სტატისტიკით, საქართველოში ბავშვების წილი ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაში 9,5 -10%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში საკმაოდ ბევრია ინფიცირებულ ბავშვთა რაოდენობა. მომართვიანობაც ტალღისებრია. მეორე და მესამე ტალღის დროს მომართვიანობა განსაკუთრებით მომატებული იყო. თუმცა, ეს არ აისახა მძიმე შემთხვევების მატებაში.…

მეტი...

შესაძლებელია, ახალ რეგულაციებს და შეზღუდვებს ისევ დავუბრუნდეთ

„არავინ ამბობს, რომ შეზღუდვების დაწესება ან მოხსნა საბოლოო გადაწყვეტილება და ეს არ შეიცვლება“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავართან“ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ გააკეთა. როგორც პროფესორი განმარტავს, ყველაფერი დამოკიდებულია შემთხვევების მატებასა და მოქალაქეების მხრიდან არსებული წესების დაცვაზე.    „ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთული და მძიმე რჩება. ნებისმიერი რეგულაციების შემსუბუქება ავტომატურად გულისხმობს შემთხვევების მატებას. მთავარია, რამდენად მატულობს შემთხვევები. დღევანდელი ციფრები ჯანდაცვის სისტემისთვის არ წარმოადგენს ისეთ ვითარებას, რომლის მართვაც შეუძლებელია. თუმცა, ამ ციფრების აღმავლობის შემთხვევაში, გასათვალისწინებელი იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაც და ისიც, რომ…

მეტი...

“წლის ბოლოს პანდემია, პრაქტიკულად, აღარ იქნება” – თენგიზ ცერცვაძე

ლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, წლის ბოლოსთვის ყველა ქვეყანაში იქნება ვირუსის ერთეული შემთხვევები. „იქნება ერთეული შემთხვევები, დაახლოებით ისეთი, როგორიც შარშან გაზაფხულზე და ზაფხულში იყო, ან მეორე ტალღის შემდეგ – თებერვალ-მარტში. გვექნება მცირე რაოდენობის შემთხვევები ყველა ქვეყანაში, სადაც თუნდაც 100-პროცენტიანი ვაქცინაცია იყოს. კლინიკური სექტორი ამას იმდენად კარგად გაუმკლავდება, რომ მოსახლეობა ამას პრაქტიკულად, ვერ იგრძნობს, დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას. ეკონომიკის არნახული, 44-პროცენტიანი ზრდა მაისში უკვე დაფიქსირდა და იქნება კიდევ უფრო მეტი. წლის ბოლოს საქართველოს მოსახლეობა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება“, – განაცხადა…

მეტი...

“ივლისში ყოველდღიურად 20-25 ათასამდე ადამიანი უნდა ავცრათ” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივლისში ვაქცინაციის ტემპი უნდა გააქტიურდეს და დღეში 20-25 ათასამდე ადამიანი აიცრას. მისივე თქმით, წლის ბოლომდე 1 700 000 მოქალაქე უნდა იყოს ვაქცინირებული. „ჩვენ წლის ბოლომდე უნდა ავცრათ 1 700 000 ადამიანი. ამიტომ აუცილებელია ტემპის გაორმაგება და ვემზადებით ივლისისთვის, როცა ქვეყანაში შემოდის სხვადასხვა ვაქცინის მნიშვნელოვანი მარაგი და ჩვენ უნდა გადავიდეთ ინტენსიურ აცრებზე. დღეში უნდა ავცრათ დაახლოებით 20-25 ათასამდე ადამიანი. რეგისტრაციის ორივე ფორმა იქნება. რა თქმა უნდა, იქნება წინასწარი რეგისტრაცია პორტალზე, მაგრამ რადგან სოფლის მოსახლეობას ეს უჭირს, ყველა მუნიციპალიტეტში იქნება ე.წ. ცოცხალი რიგი, ასევე წითელ ჯვარს ვთხოვთ და…

მეტი...

ბრიტანეთის მარეგულირებელმა „ფაიზერის“ ვაქცინის 12-დან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენების უფლება გასცა

ბრიტანეთის მარეგულირებელმა „ფაიზერის“ ვაქცინის 12-დან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენების უფლება გასცა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მარეგულირებლის განცხადებით, კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ ამ ასაკის ბავშვებში ვაქცინის გამოყენება უსაფრთხო და ეფექტურია. ახლა ვაქცინაციის კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს, დაიწყება თუ არა ვაქცინის გამოყენება ბავშვებში. დღემდე ბრიტანეთში ვაქცინაცია 16 წლიდან იწყება.

მეტი...

კორონავირუსის 779 შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში, კორონავირუსის 779 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ჩატარდა 30 026 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 527, „პისიარ“ ტესტით – 14 499. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,59 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,06 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,9 პროცენტი.

მეტი...