ჯანდაცვის სამინისტრო ოფთალმოლოგიური ოპერაციების შესახებ განცხადებას ავრცელებს

“მედიაცენტრ მთავარში” „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციიის“ ხელმძღვანელის  – სალომე ლოლუას განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ეხმიანება. როგორც სამინისტროში განმარტავენ, ოფთალმოლოგიურ ოპერაციებთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობს. ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ფინანსდება შემდეგი დიაგნოზებისთვის საჭირო ქირურგიული ჩარევები: 1.პირველადი ღიაკუთხიანი გლაუკომა 2.სხვა გლაუკომა 3.ბადურის სხვა დაზუსტებული ავადმყოფობები 4.ბადურის გახლეჩები ჩამოცლის გარეშე 5.პირველადი დახურულკუთხიანი გლაუკომა 6.ავადმყოფობების შემდგომი მეორადი გლაუკომა 7.ბადურის ჩამოცლა ბადურის გახევით 8.ტრამვული კატარაქტა 9.ბადურის ტრაქციული ჩამოცლა 10.სხვა ბადურის ჩამოცლა 11.მინისებრი სხეული პროლაპსი 12.რქოვანას წყლული 13.ბადურის სისხლჩაქცევები 14.ჩირქოვანი ენდოფთალმიტი 15.ეჭვი გლაუკომაზე 16.პოსტტრავმული მეორადი გლაუკომა საყურადღებოა, რომ შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს, მთელი წლის განმავლობაში, სრულად დაუფინანსდებათ გლაუკომის სამკურნალო…

მეტი...

“15 დეკემბრიდან ოფთალმოლოგიური ოპერაციები „დიარჯით“ არ ფინანსდება” – სალომე ლოლუა

„ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციიის“ ხელმძღვანელმა სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც კლინიკებს „დიარჯის“ სისტემის დანერგვის შემდეგ შეექმნათ. „15 დეკემბრის შემდეგ, ურთულესი ოფთალმოლოგიური დიაგნოზები, რომელიც საჭიროებს სასწრაფო, დაუყოვნებლივ ოპერაციას „დიარჯით“ არ ფინანსდება. გუშინ დამიკავშირდნენ მაგალითად ოფთალმოლოგები, რომლებიც ძალიან შეწუხებულები არიან „დიარჯის“ მუშაობით, რადგან 15 დეკემბრის შემდეგ ურთულესი ოფთალმოლოგიური დიაგნოზები, როგორიც არის გლაუკომა, ბადურის ათლა და რომელიც საჭიროებს სასწრაფო, დაუყოვნებლივ ოპერაციას საერთოდ არ ფინანსდება ამ ეტაპზე. 15 დეკემბრის შემდეგ საერთოდ გათიშულია ოფთალმოლოგიური ოპერაციები“ – განაცხადა სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე თქმით,  სამინისტრო აღნიშნული პრობლემით უნდა დაინტერესდეს. „მინდა პირდაპირ მივმართო ჯანდაცვის…

მეტი...

,,სავარაუდოდ, დაიწყება თანხის ხელზე აღება, რაც ვერ გაკონტროლდება” – სალომე ლოლუა

,,სავარაუდოდ, დაიწყება თანხის ხელზე აღება, რაც ვერ გაკონტროლდება”. ამის შესახებ „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის” თავმჯდომარემ, სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. კერძოდ, მან იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც სამშობიარო სახლებს „დიარჯი“ სისტემამ შეუქმნა. როგორც მან აღნიშნა, სამედიცინო პერსონალი გარუკვეველ მდგომარეობაშია, იღებენ პაციენტს და სამედიცინო მომსახურებას უწევენ უფასოდ, ან ძალიან დაბალი ანაზღაურებით. „შემიძლია ვივარაუდო, რომ მალე დაიწყება ხელზე თანხების აღება, რაც ვერ გაკონტროლდება. მაგრამ, ასეთი ექიმების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საქმე აღიძრება. დარწმუნებული ვარ, ჯანდვის სამინისტრო ასეთ ექიმებს სათანადოდ დასჯის“, – აღნიშნა სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“. მისი თქმით, გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ პირველ…

მეტი...

,,უწყება მზად არის რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან შეხვედრები გააგრძელოს” – ჯანდაცვის სამინისტრო

,,უწყება მზად არის რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან შეხვედრები გააგრძელოს”. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გააგრძელოს შეხვედრები რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან. შესაბამისად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, „სამედიცინო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელობასა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან, 5 თებერვლამდე, ყოველდღიურად, 18:00-დან 19:00 საათამდე, იმართება შეხვედრები. შეხვედრებზე კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, პერსონალს ყველა საკითხის დეტალურად განხილვის შესაძლებლობა აქვს“, – აღნიშნულია განცხადებაში. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის კომპენსაციებთან დაკავშირებით შეთავაზების პროცესი ოფიციალურად დაიწყო. „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ბაზაზე, ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური…

მეტი...

სად გადაანაწილებს ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს?!

ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს დასაქმებას საქართველოს მასშტაბით სთავაზობს. უწყებამ კერძო და საჯარო კლინიკების ჩამონათვალი გაავრცელა, სადაც მედპერსონალს დაასაქმებენ. ეს კლინიკებია: რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო; ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო; საჩხერის რაიონული საავადმყოფო; პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა; ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა; გ. ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიური კლინიკა; ჯეო ჰოსპიტალის ქსელი; კავკასიის მედიცინის ცენტრი; ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი; თბილისის ცენტრალური საავადმყოფო; იმედის კლინიკა; დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი; თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი.    

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ შეცვლის

სამედიცინო პერსონალის საპროტესტო აქციის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სეცვლას არ აპირებს. როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახლი, მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური, საუნივერსიტეტო კლინიკა აშენდება. “რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის სურვილი საჯაროდ დააფიქსირეს, რაზეც მინისტრმა მზაობა გუშინვე განაცხადა. შეხვედრის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია კლინიკის თანამშრომლებს, თუმცა დღეს მათ პოზიციები შეცვალეს და შეხვედრაზე უარი განაცხადეს. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით უცვლელია – რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება ახლი, მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური, საუნივერსიტეტო კლინიკა“ – განმარტავს ილია ღუდუშაური. შეგახსენებთ, რომ მედპერსონალმა დღეს, ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართა.  

მეტი...

,,რისკ ჯგუფს შეადგენდნენ”- ცერცვაძე გრიპით გარდაცვლილებზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გრიპით გარდაცვლილი სამი პირიდან, ორი დასავლეთ საქართველოში გარდაიცვალა. მისივე თქმით,  გარდაცვლილებს ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ. ,,3 გრიპის ვირუსით გარდაცვლილი პირიდან, ორი დასავლეთ საქართველოში გარდაიცვალა, მესამეზე არ მაქვს ცნობები. დაახლოებით 50-60 წელს ასაკს შორის იყვნენ, მაგრამ რისკ ჯგუფს შეადგენდნენ, ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ. საქართველოში არის ყველაზე ნაკლები რიცხვი გარდაცვალების სხვა ქვეყნებთან შედარებით კოვიდიდაც, გრიპითაც და სხვა რესპირაციული ინფექციებით არცერთი გარდაცვალება არ გვქონია. ვაქცინაციით არ ვარ კმაყოფილი, იმიტომ, რომ გაცილებით მეტი რესურსი იყო , საერთოდ საქართველოს მოქალაქეები სკეპტიკურად არიან განწყობილნი ვაქცინაციის მიმართ. იგივე იყო კოვიდის დროს და იგივეა…

მეტი...

,,ჩვენი ძირითადი მოთხოვნა რჩება უცვლელი”- რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ჯანდაცვლის სამინისტროსთან აქციას მართავენ. ექიმების მთავარი მოთხოვნა უცვლელი რჩება. აქციაზე შეკრებილები რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ. მათი განცხადებით, მინისტრთან შეხვედრას არ აპირებენ. ,,ამ ეტაპზე არ ვაპირებთ ( მინისტრთან შეხვედრას), იმიტომ, რომ ჩვენი ძირითადი მოთხოვნა დღეს არის რესპუბლიკურის ნგრევის გადაწყვეტილების შეჩერება ან გაუქმება და მხოლოდ ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩვენ ვიფიქრებთ მინისტრთან ან სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე. ანუ ჩვენი ძირითადი მოთხოვნა რჩება უცვლელი: გაუქმდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს სრულიად უსაფუძვლო, სამარცხვინო, ნგრევის გადაწყვეტილება,” – აცხადებს მაია სულაქველიძე. ზურაბ აზარაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდეს და მათ კითხვებს…

მეტი...

რესპუბლიკურის მედპერსონალი 15:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან იკრიბება

დღეს, 15:00 საათზე ექიმები რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილებას, ჯანდაცვის სამინისტროსთან გააპროტესტებენ. ცნობილია, რომ აქციის პარალელურად ჯანდაცვის მინისტრმა მედიკოსებთან შეხვედრა დაგეგმა. ექიმები ამბობენ, რომ მინისტრს არ შეხვდებიან, რადგან მათთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, გაუქმდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილება. „ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, იმიტომ, რომ შემდეგი აქცია გაიმართება კანცელარიასთან, იმიტომ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებაა ეს და მთავრობამ უნდა გამოასწოროს თავისი შეცდომა. 15:00 საათზე მინისტრთან შეხვედრა გამორიცხულია. საერთოდ რატომ შემოგვთავაზა, როცა იცოდა, რომ აქცია იყო 3 საათზე. მე არ მინდა მკვეთრი სიტყვა ვთქვა. შეხვედრაზე არასდროს უარს არ ვამბობთ, მაგრამ შეხვედრას უნდა ჰქონდეს აზრი. მინისტრთან შეხვედრას დავთანხმდებით იმ…

მეტი...

ზურაბ აზარაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდეს და მათ კითხვებს უპასუხოს

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მზად არის, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართოს და მათ კითხვებს პირადად უპასუხოს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით,  შეხვედრაზე, კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, თითოეული საკითხი, დეტალურად იქნება განხილული. ზურაბ აზარაშვილსა და რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შორის შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში დღეს, 15:00 საათზეა დაგეგმილი.

მეტი...

,,ვაპირებთ პროტესტის გაგრძელებას”- ექიმები მასშტაბური პროტესტისთვის ემზადებიან

,,ჩვენ ვაპირებთ პროტესტის გაგრძელებას, სანამ რამე არ გაირკვევა,”- ექიმები მასშტაბური პროტესტისთვის ემზადებიან. რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსები ხვალ ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავენ. ,,ჩვენ ვაპირებთ პროტესტის გაგრძელებას, სანამ რამე არ გაირკვევა. დღეს აქ ვართ და ხვალ იქნება ცოტა დიდი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან. ვიცით, რომ ჯანდაცვის სამინისტროში რაღაც საკითხები არ განიხილება, ამიტომ აქციები მთავრობის სახლთან დაიგეგმება და შეიძლება, აქციებმა მკაცრი, რადიკალური სახე მიიღოს. ვაპირებთ სახელმწიფოს ყველა უწყებასტან მისვლას და აქციას. მოსახლეობას მოვუწოდებ, ჩაერთონ პროტესტში. ეს არ არის მხოლოდ რესპუბლიკურის თანამშრომლებისა და ექიმების საქმე, ეს საზოგადოებასაც ეხება, რადგან ქვეყანა შესაძლოა, დარჩეს მთავარი საავადმყოფოს გარეშე”, –…

მეტი...

„ეს იყო სრული შოკი, ჩვენ მოგვატყუეს“ – რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. კოლექტივმა, დღეს, კლინიკის ეზოში საპროტესტო აქციაც გამართა. „ტელევიზიით გავიგეთ მინისტრის ინტერვიუდან, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია არ იგეგმება და მოხდება საავადმყოფოს ძველი კორპუსის დემონტაჟი. ამის შემდეგ რადენჯერმე ვცადეთ კომუნიკაცია, რომ რეალურად გაგვერკვია რა ხდებოდა, თუმცა, არანაირი პასუხი არ ყოფილა. ამის შემდეგ გავმართეთ აქციები და აქციებმა ის შედეგი გამოიღო, რომ დაიწყო შეხვედრები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან“ – ამბობს ნინო ოთარაშვილი, ექიმი. მისივე თქმით, სამინისტროს მხრიდან იყო შეცდომების  ერთგვარი აღიარება, რომ კომუნიკაცია უფრო ადრეც უნდა დაწყებულიყო მედპერსონალთან. „ამის შემდეგ დაიწყო ჩვენთან კომუნიკაცია. ყველა შეხვედრა მთავრდებოდა ჩვენი დარწმუნებით,…

მეტი...

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსები პროტესტს უწყვეტ რეჟიმში აანონსებენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსები პროტესტს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. მედიკოსების მთავარი მოთხოვნა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლაა, ამიტომ ისინი ზურაბ აზარაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ. ,,მეხის დაცემაა. არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ასეთი გადაწყვეტილება. ან ქრთამია აღებული, ან შეკვეთაა მიცემული, რომ აქ არ იყოს კლინიკა. პარასკევს ვაპირებთ, რომ მივიდეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან პროტესტის გამოსახატავად. ვითხოვთ, ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას”, – აღნიშნა ერთ-ერთმა ექიმმა. მედიკოსების თქმით, მსოფლიოს ისტორიაში პირველი და უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც მთავრობა სახელმწიფო კლინიკას აპელაციის გარეშე ხურავს. ,,ტენდერს დაჩქარებულ რეჟიმში ვატარებთო, კომპანია შემოვა, რომელიც მოახდენს ამ კონსტრუქციის ჯერ გამაგრებას და მერე დემონტაჟს დაიწყებსო. ფასადის დემონტაჟზე…

მეტი...

„რესპუბლიკურის გადასარჩენად“ – აქცია ხვალ იგეგმება

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ხვალ კლნიკასთან იკრიბება. „რესპუბლიკურის გადასარჩენად“ ასე ქვია აქციას, რომელსაც სამედიცინო პერსონალი გეგმავს. შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში საფრთხის შემცველი ზონები დაიხურა და კლინიკის ტერიტორიაზე გადაადგილება შეიზღუდა. რაც შეეხება კლინიკას, სამინისტრომ მისი მისი დანგრევისა და ახლის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. სამინისტროს გადაწყვეტილებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით თუ ღირსეული კომპენსაციით. აქცცია ხვალ, 24 იანვარს 11:00-ზე დაიგეგმა.  

მეტი...

შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში საფრთხის შემცველი ზონები დაიხურა და კლინიკის ტერიტორიაზე გადაადგილება შეიზღუდა

შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით,რესპუბლიკურ საავადმყოფოში საფრთხის შემცველი ზონები დაიხურა და კლინიკის ტერიტორიაზე გადაადგილება შეიზღუდა.  აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შრომის ინსპექციის მოკვლევის ოქმში აღნიშნულია, რომ მწვავე ავარიულ მდგომარეობაში არსებული და დაზიანებული ფასადიდან მუდმივად ხდება სამშენებლო ელემენტების ცვენა როგორც კლინიკის შიდა ეზოში, ისე – გარე პერიმეტრზე. ,,ახალი, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მოსაწყობად, უახლოეს მომავალში, დაიწყება თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული შენობის დემონტაჟი. გადაწყვეტილება კლინიკის წინაშე არსებული მასშტაბური პრობლემებისა და გამოწვევების, ასევე, ხუთი სხვადასხვა ექსპერტული დასკვნის საფუძველზე იქნა მიღებული. პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ისე – საერთაშორისო ექსპერტები. ჩატარებულმა კვლევებმა, კლინიკაში არსებული…

მეტი...

„ვფიქრობ, ამ სახელმწიფოებრივი პროექტის განხორციელებაში, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა თავისი წვლილი უნდა შეიტანონ”- ზურაბ აზარაშვილი

„დარწმუნებული ვარ სამინისტროს და რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს გვამოძრავებს ერთი მიზანი და ინტერესი, ქვეყანას ჰქონდეს სახელმწიფო, საუნივერსიტეტო კლინიკა, სამეცნიერო საქმიანობის რეგიონული ჰაბი, რომლითაც თითოეული ჩვენგანი იამაყებს“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში უკვე დასაქმდა. მისივე თქმით, სხვა კლინიკებში დასაქმებასა და უპრეცედენტო, ღირსეულ კომპენსაციას სთავაზობენ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დარჩენილ სხვა თანამშრომლებსაც. „რამდენიმე თვის წინ, თანამშრომელთა ნაწილი სახელმწიფო კლინიკებში უკვე გადავანაწილეთ და წარმატებით მუშაობენ. მაგალითად რუხის კლინიკაში, სადაც მთლიანად მიმართულებები ააწყვეს და იქ გვიდგანან გვერდში. ვფიქრობ, ამ სახელმწიფოებრივი პროექტის განხორციელებაში რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა…

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით

,,რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით”. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. ,,აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე, ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს. უახლოეს მომავალში, დაიწყება შენობის ფასადის დემონტაჟი, რომელიც მწვავე ავარიულ მდგომარეობაშია. მნიშვნელოვანია, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები იქნება სრულად დაცული. რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით. შეთავაზებების პაკეტის მიხედვით, ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12…

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების კომპესაციას გადაუხდის

ჯანდაცვის სამინისტრო, დაახლოებით, 650 თანამშრომლის კომპენსაციას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება მედიასთან რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თეა თავართქილაძემ გააკეთა. მისი თქმით, კომპენსაცია შეეხება, როგორც კლინიკურ ნაწილს, ასევე, ადმინისტრაციული ნაწილის თანამშრომლებს. „მას შემდეგ, რაც მთავრობის განკარგულება რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის შესახებ მოხდა, ილია ღუდუშაური და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ მოსულები. შეხვედრას  კლინიკის თანმაშრომლების უმეტესობა ესწრებოდა, სადაც მთავრობის განკარგულება გაგვაცნეს. სამინისტროს წარმომადგენლებმა მოიტანეს კომპენსაციის პაკეტი, რითაც სამინისტრო გეგმავს დაახლოებით 650 თანამშრომლის კომპენსაციას“,-ამბობს დირექტორის მოვალეობის შემსურლებელი. მისივე თქმით,  კომპენსაცია შეეხება როგორც კლინიკურ ნაწილს, ასევე, ადმინისტრაციული ნაწილის თანამშრომლებს. „აქ საუბარია 4-12 თვემდე ხელფასის ტოლ კომპენსაციაზე,…

მეტი...

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები საკომპენსაციო პაკეტებს მიიღებენ

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდნენ და ის საკომპენსაციო პაკეტები გააცნეს, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს. როგორც სამინისტროს წარმომადგენელმა  ნინო კვერნაძემ მედიასთან განაცხადა, აღნიშნულ პაკეტზე სამინისტრო ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა. მისი თქმით, სამინისტრომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს 4 ტიპის საკომპენსაციო პაკეტი შესთავაზა, ხოლო არჩევანის გასაკეთებლად 90 დღე აქვთ განსაზღვრული. „საკომპენსაციო პაკეტი განსხვავებულია შრომის კოდექსისგან და გაცილებით დიდია იმაზე, რასაც შრომის კოდექსი ითვალისწინებს. ბევრი თანამშრომელია, ვისაც აქვს გარკვეული სენსიტივები  ამ კლინიკასთან დაკავშირებით. ამის  შესაბამისად, მათთვის  საკმაოდ დიდი პაკეტის შემუშავება მოხდა. თანამშრომელი, რომელიც  მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს, მისთვის  განსხვავებული პაკეტის შეთავაზება მოხდება.   ხოლო…

მეტი...

,,გამოიკვეთა, რომ კლინიკის რეაბილიტაცია მიზანშეუწონელი იქნებოდა”- ზურაბ აზარაშვილი რესპუბლიკურზე

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეისთვის არანაირი სტანდარტის დაკმაყოფილება არ შეუძლია. მისი თქმით, დასკვნის მიხედვით გამოიკეთა, რომ ამ კლინიკის რეაბილიტაცია არახარჯთეფექტური და მიზანშეუწონელი იქნებოდა. ,,ძალიან ბევრი, ხუთი სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროს მიერ მომზადებული დასკვნების მიხედვით, სამწუხაროდ, რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეისთვის არანაირი სტანდარტის დაკმაყოფილება არ შეუძლია. ასევე გვაქვს ბოლო დასკვნა სამხარაულის ეროვნული ბიუროსგან, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, რამდენად იქნებოდა შესაძლებელი არსებული შენობის რეაბილიტაცია, მასზე დანახარჯების გაწევა და საერთაშორისო სტანდარტებში მოქცევა. ისინი მუშაობდნენ დამოუკიდებელ საერთაშორისო მაკრედიტებელ კომპანიასთან ერთად, რომელიც ამავდროულად, იყო ჩვენი კონსულტანტი, თუ როგორი საერთაშორისო სტანდარტის უნდა იყოს ახალი კლინიკა. დასკვნის მიხედვით…

მეტი...

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, თანამედროვე,  საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა აშენდება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ახალ პროექტთან დაკავშირებით რიგი საკითხების განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური  სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. „სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე − შეისწავლა საფუძვლიანად რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული; შეისწავლა, თუ რამდენად პასუხობს კლინიკა უსაფრთხოების ნორმებსა და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები; ჩატარდა 5 სხვადასხვა…

მეტი...

,,ძაღლის ან კატის ყოლა ამცირებს დეპრესიის რისკს”- მაია ბუწაშვილი

,,ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ძაღლის ან კატის ყოლა ამცირებს სოციალური იზოლაციის განცდას, ამცირებს დეპრესიის რისკს და ზოგადად დაკავშირებულია უკეთეს მენტალურ ჯანმრთელობასთან,”- ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრად უკეთესია, ვიდრე ჩვენთან, ძალიან ბევრ ადამიანს ყავს სახლში ცხოველი. “ბევრ მშობელს უკითხავს, ბავშვისთვის ძაღლის ან კატის სახლში ყოლა ხომ მავნეაო? ამ კითხვაზე პასუხს მცირე სტატისტიკით დავიწყებ:  იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრად უკეთესია, ვიდრე ჩვენთან, ძალიან ბევრ ადამიანს ყავს სახლში ცხოველი. აშშ-ში ოჯახების 70%-ს ყავს ძაღლი ან…

მეტი...

„კოვიდმა კარგი კვალი დატოვა, ხელი შეიწყო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას“ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციონისტ თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, გრიპით მატების დროს სულ გვქონდა ამ სეზონზე გარდაცვალების ორი ფაქტი დასავლეთ საქართველოში. ხოლო “კოვიდით” გარდაცვალება საერთოდ არ გვქონია. მისი თქმით, ეს ცალსახად მიუთითებს, რომ საქართველოში განსაკუთრებული არაფერი ხდება რესპირაციული ინფექციების მხრივ „თუ არის მატება და სიჭარბე, ის ძალიან კარგად იმართება. კოვიდმა რაღაცა კარგი კვალი დატოვა, ეს არის ის, რომ მან ხელი შეიწყო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას. კერძოდ, რესპირაციული ინფექციების მართვის კუთხით. ეს ეხება როგორც ინტელექტუალურ დონეს, ისე ინფრასტრუქტურას. მკვეთრად ამაღლდა ექიმების მომზადების დონე, მათ შორის ყველა სუსტი რგოლი საქართველოში იყო ოჯახის ექიმები და დაინერგა ახალი მეთოდები, შეიქმნა…

მეტი...

შესაძლოა, თებერვალ-მარტში ვირუსის შემთხვევებმა მოიმატოს

,,სწავლა ახლახან განახლდა და ჯერჯერობით ძნელია თქმა მოიმატა თუ არა შემთხვევებმა, ჩვენ ჯერ არ შეგვიმჩნევია. ზოგადად, რესპირატორულ ინფექციებს ორი პიკი აქვს, ნოემბერი-დეკემბერი და თებერვალი-მარტი“ – აცხადებს ინფექციონისტი თენგის ცერცვაძე. მისი შეფასებით, ამ პერიოდში ვირუსის შემთხვევების მატება ჩვეულებრივი მოვლენაა. „თებერვალ-მარტში შეიძლება, მოიმატოს, მაგრამ სავალდებულო არ არის. შეიძლება, არც მოიმატოს, რომც მოიმატოს, არაფერი ამაში ექსტრაორდინარული და საგანგაშო არ იქნება, რამეთუ საქართველოში ძალიან კარგად იმართება რესპირაციული ინფექციები. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ სადღეისოდ ერთ-ერთი ყველაზე დაბალია გარდაცვალებათა რაოდენობა საქართველოში როგორც კოვიდის დროს, ისე სხვა რესპირაციული ინფექციების“  – აღნიშნავს ცერცვაძე.  

მეტი...

,,ამ სეზონზე გრიპით გარდაცვალების 2 ფაქტი გვქონდა” – თენგიზ ცერცვაძე

,,ამ სეზონზე გრიპით გარდაცვალების ორი ფაქტი გვქონდა”. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. ,,საქართველოში რესპირატორული ინფექციების დღევანდელი დონე შეესაბამება იმას, რაც იყო წლების მანძილზე, თუ არ ჩავთვლით კოვიდის სამ წელს. კოვიდის დროს სახელმწიფოს ჰქონდა ძლიერი საპასუხო ზომები, ეს იყოს პირბადე, საზოგადოებრივ ადგილებში თავშეყრისგან თავის შეკავება, არ იყო კონცერტები, სპორტული ღონისძიებები, ქორწილები-ქელეხები შეზღუდული იყო, ეს კოვიდის პრევენციისთვის თუ იყო საჭირო, ამავე დროს ხდებოდა რესპირატორული ვირუსების პრევენცია, პრაქტიკულად არ იყო რესპირატორული ვირუსები. კოვიდზე შეზღუდვები როდესაც მოიხსნა, ამ ინფექციებმა მოიმატა და დაუბრუნდა თავის პირვანდელ დონეს, მეტი არაფერი. არაფერი…

მეტი...

ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფართოვდება ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა. ,,კერძოდ, 15 იანვრიდან შესაბამისი კატეგორიის თუ სტატუსის მქონე მოქალაქეები გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტს მთელი წლის განმავლობაში სრული დაფინანსებით  მიიღებენ. ამასთან, შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს მთელი წლის განმავლობაში სრულად დაუფინანსდებათ: გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების; დიაბეტის (ტიპი 2); პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული სიახლეები შეეხება: სოციალურად დაუცველ პირებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს), პენსიონერებს, ვეტერანებს, შშმ პირებსა (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები) და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ასევე განიხილეს…

მეტი...

დეკემბერში Covid-19-ს თითქმის 10 000 ადამიანი ემსხვერპლა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, 2023 წლის დეკემბერში Covid-19-ს თითქმის 10 000 ადამიანი ემსხვერპლა. ,,მიუხედავად იმისა, რომ  COVID-19 აღარ არის გლობალური ჯანდაცვისთვის საგანგაშო, ვირუსი ჯერ კიდევ ცირკულირებს და კლავს…  სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემები მიუთითებს დეკემბრის განმავლობაში გადაცემის ზრდაზე, რაც გამოწვეულია შვებულების პერიოდში შეკრებებით და JN.1 ვარიანტით, რომელიც ახლა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ვარიანტია”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

მეტი...

გრიპი სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს იწვევს

გრიპი გადამდები რესპირაციული დაავადებაა, რომელსაც იწვევს გრიპის ვირუსი. ის აზიანებს სასუნთქ სისტემას (ცხვირი, ხახა, ფილტვები). სხვა რესპირაციული ვირუსებისაგან განსხვავებით, გრიპი სერიოზულ დაავადებას და სიცოცხლისათვის საშიშ გართულებებს იწვევს. გრიპის ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით გადადის, ვრცელდება ხველების ან ცხვირცემინების დროს. შედარებით იშვიათად მაშინ, როდესაც პიროვნება ხელით შეეხება იმ საგანს, რომელზეც მოხვდა დაავადებული ადამიანის გამონაყოფი, შემდეგ ამ დაინფიცირებულ ხელს შეახებს პირს ან ცხვირს. გრიპის სიმპტომებია: ცხელება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, კუნთების ტკივილი. ბავშვებში დამატებით შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, პირღებინება და ნაწლავთა მოქმედების გახშირება. გრიპის გართულებებია: ფილტვების ანთება, ყურის ინფექცია,…

მეტი...

,,ქვეყანაში სეზონური ვირუსების გავრცელების აქტიური ფაზაა” – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

“ქვეყანაში სეზონური ვირუსების გავრცელების აქტიური ფაზაა” – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. მისი თქმით, “ძირითადად არის H1N1 და H1N3 ვირუსები, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა, თავის, სახსრების ტკივილი, გამოხატული სისუსტე ახასიათებს და ძირითადად ბავშვებში ცირკულირებს.” ,,საქართველოში და მთელ მსოფლიოში გრიპის ვირუსის ჯამური მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 2022 წელს იყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებს თუ გადახედავთ, ბოლო მაჩვენებელი არის კალენდარული 51-ე კვირა და გრიპი გახდა დომინანტური ვირუსი. 49-ე კვირას ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის ხვედრითი წილი იყო 16%, ახლაა 26%. ზრდა ნამდვილად…

მეტი...

2023 წლის დეკემბერში „კოვიდ-19“-ით 10 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა

2023 წლის დეკემბერში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი ავრცელებს. „მიუხედავად იმისა, რომ თვეში 10 000 გარდაცვალების შემთხვევა პანდემიის პიკზე ბევრად ნაკლებია, თავიდან აცილებადი სიკვდილის ეს დონე მიუღებელია“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მთავრობებს მოუწოდა, რომ დაკვირვება და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა გააგრძელონ. ტედროს ადანომ გებრეისუსის ცნობით, კორონავირუსის ახალი JN.1 ვარიანტი მსოფლიოში ყველაზე მეტად ვრცელდება, თუმცა იგი „ომიკრონის“ ვარიანტია და დღეს არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ დაცვას უზრუნველყოფს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გასული წლის დეკემბერში, თითქმის 50 ქვეყანაში,…

მეტი...

,,ყველაზე კარგი საშუალება ნიღბის ტარებაა, კონტაქტების შეზღუდვა, დისტანცირება, ხელების ხშირი ჰიგიენა”- ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, დეკემბრის მეორე ნახევრიდან გრიპის ვირუსების რაოდენობამ მოიმატა. მისივე თქმით, მომატებულია პაციენტების რაოდენობის მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში. „დეკემბრის მეორე ნახევრიდან გრიპის ვირუსების რაოდენობამ მოიმატა. მომატებულია პაციენტების რაოდენობის მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში. ვირუსი, რომელიც ახლა საქართველოში ცირკულირებს, არის A ტიპის ვირუსი და მისი ორი სხვადასხვა ვარიანტი: H1 ტიპის ვირუსი და შედარებით ნაკლებია H3 ტიპი ვირუსი. როგორც H1, ასევე H3 ფორმა ხასიათდება მაღალი ტემპერატურით – 38-38,5 გრადუსი და მეტი, ძლიერი სისუსტე, თავის, ყელის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, მადის დაქვეითება. ახლა თუ ვინმე გადაწყვეტს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რა…

მეტი...

,,საჭიროა შეხსენება, რა პრევენციული აქტივობები უნდა იყოს დაცული, როცა ვირუსები აქტიურდება” – ამირან გამყრელიძე

,,საჭიროა შეხსენება, რა პრევენციული აქტივობები უნდა იყოს დაცული, როცა ვირუსები აქტიურდება”. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა და ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მეტი გამჭირვალობისკენ მოუწოდა. გამყრელიძე ეხმაურება ფაქტს, რომ უწყება, ამ დრომდე, არ აქვეყნებს ოფიციალურ სტატისტიკას, არის თუ არა გავრცელებული Covid 19-ის ახალი შტამი საქართველოში. “ჯეი ენ 1″ მსოფლიოში უკვე დეკემბრიდან ცირკულირებს, თუმცა უცნობია, რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში. ,,თავის დროზე ეს სტატისტიკა ყოველდღიურად იდებოდა… რატომ არ იდება, მართალი გითხრათ, ვერ გეტყვით. რა არის ამაში დასამალი, რამოდენიმე ინტერვიუში ვთქვი, რომ სასურველია, მოსახლეობას…

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო. სამინისტროს ცნობით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული პაციენტები, შვეიცარიული კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტების საჭირო რაოდენობას, უფასოდ იღებენ. ,,13 დასახელების ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტები სახელმწიფომ მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტული კომპანიისგან, პირდაპირი შესყიდვის გზით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა, შედეგად ჯანდაცვის სამინისტრო, პაციენტებს მაღალი ხარისხის მედიკამენტებით სრულად უზრუნველყოფს. ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტის შესასყიდად, ჯანდაცვის სამინისტრომ, ხელშეკრულება უკვე გააფორმა მსოფლიოს წამყვან კიდევ ერთ ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისთან“. უახლოეს მომავალში, პაციენტები, დამატებით 8 დასახელების მედიკამენტს, მიიღებენ. ასევე, გაფართოვდა ქრონიკული მედიკამენტების სია და გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც 400 000-…

მეტი...

„კოვიდი“ ჯერ კიდევ ჩვენთან არის და სულ უფრო ხშირად ვრცელდება ჩვენს საზოგადოებაში”- ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარი

„კოვიდი“ ჯერ კიდევ ჩვენთან არის და სულ უფრო ხშირად ვრცელდება ჩვენს საზოგადოებაში, – ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, სტელა კირიაკიდესმა განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინაცია რჩება გადამწყვეტ ფარად „კოვიდის“ წინააღმდეგ. „ვაქცინაცია რჩება გადამწყვეტ ფარად „კოვიდის“ წინააღმდეგ, განსაკუთრებით ჩვენს საზოგადოებებში ყველაზე დაუცველთათვის. სექტემბერში ჯანდაცვის ყველა მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში აღვნიშნე „კოვიდისა“ და სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ“, – განაცხადა კირიაკიდესმა.

მეტი...

ეს არის ”ღორის გრიპი”, რომელიც შედარებით დასუსტებულია – თემურ მიქელაძე

პედიატრ თემურ მიქელაძის განცხადებით, ამჟამად გავრცელებული გრიპის ვირუსი არის ნაცნობი –  ა ტიპის ვირუსი,  H1n1  და H3n2 შტამით მიმდინარე. მისივე თქმით, ამჟამად, პრაქტიკულად ყველა ტიპის ვირუსი ცირკულირებს. ,,ამჟამად გავრცელებული გრიპის ვირუსი არის ნაცნობი, ა ტიპის ვირუსი,  H1n1  და H3n2 შტამით მიმდინარე. H1n1 2009 წლის პანდემიური შტამი იყო, შესაბამისად ის მეტნაკლებად დასუსტებულია, რადგან 14 წელი გავიდა უკვე. მაშინ თუ მოიცვა პანდემია და მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 35-45% დაინფიცირდა, ახლა შესაძლოა, იგივე რაოდენობით დაინფიცირდეს, თუმცა უფრო დროში გაიწელოს. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ავაცილოთ კლინიკური და ჰოსპიტალური სექტორი დატვირთვას და კოლაფს. თუ გვაქვს განსაკუთრებით მძიმე…

მეტი...

,,გრიპი ყოველთვის იყო და ახლაც რჩება სერიოზულ დაავადებად”- მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილის განცხადებით, წელს ისეთივე გრიპის სეზონია, როგორიც ყოველთვის იყო, უბრალოდ გრიპს ადამიანები ხშირად სერიოზულ დაავადებად არ აღიქვამენ. მისივე თქმით, გრიპი ყოველთვის იყო და ახლაც რჩება სერიოზულ დაავადებად. ,,ამჟამად ბევრი მითქმა-მოთქმაა გრიპის ვირუსის ქვეტიპების შესახებ. ბევრი შფოთავს, რომ „ღორის გრიპი დაბრუნდა“. საქმე იმაშია, რომ ეს ე.წ. ღორის გრიპი, ანუ H1N1 არც არსად წასულა. როგორც გვახსოვს, 2009-2010 წლის პანდემია ამ ვირუსით იყო გამოწვეული და პანდემიის დასრულების შემდეგ H1N1 სეზონური გრიპის ვირუსის სახით ყოველწლიურად გვევლინება. გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონია. მასთან ერთად გრიპის ვირუსის სხვა ქვეტიპებიც გვხვდება. შესაბამისად, გრიპის ვაქცინაში გათვალისწინებულია ვირუსის…

მეტი...