დაქირავებით დასაქმებულთათვის ივლისის თვის 200-ლარიანი კომპენსაცია გაიცა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გრძელდება მიზნობრივი, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემა მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის მეორე ტალღის შედეგად დაკარგეს სამსახური. აღნიშნული კომპენსაციის გაცემა ვრცელდება მხოლოდ უმუშევრად დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის. სააგენტოს ცნობით, დღეისათვის, ივლისის თვის 200-ლარიანი დახმარება ჩაერიცხა 22 789 პირს, 4 557 800 ლარის ოდენობით. მიმდინარე წლის განმავლობაში იანვრის თვის, საკომპენსაციო თანხა ჩაერიცხა 106 389 პირს, 21 277 800 ლარის ოდენობით; თებერვლის – 140 029 პირს, 28 005 800 ლარის ოდენობით; მარტის – 130 683 პირს, 26 136 600 ლარის ოდენობით. აპრილის თვეს, 200 ლარიანი დახმარება დაერიცხა 120 496 პირს,…

მეტი...

“პირველ 6 თვეში გვაქვს 12%-იანი ეკონომიკური ზრდა, რამაც მოგვცა საშუალება, რომ წელს არც ერთი ლარი სესხი არ აგვიღია” – პრემიერი

პირველ 6 თვეში გვაქვს 12%-იანი ეკონომიკური ზრდა, რამაც მოგვცა საშუალება, რომ წელს არც ერთი ლარი სესხი არ აგვიღია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ამან საშუალება მისცა მთავრობას, მილიარდზე მეტით გაეზარდა ბიუჯეტი. „ჩვენ ყველაფერი გავხსენით. რამდენიმე თვეა, ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. გვაქვს უპრეცედენტო ზრდა მთელ მსოფლიოში. 45%-იანი აპრილში, 25%-იანი მაისში, 18%-იანს ველოდებით ივნისის თვეში. 12% ზრდა გვაქვს პრაქტიკულად პირველ 6 თვეში, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ არც ერთი ლარი, არც ერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია. უფრო მეტიც, ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ მილიარდზე…

მეტი...

“მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის და რეგიონების განვითარებაში” – ირაკლი ღარიბაშვილი

მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის და რეგიონების განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 10-წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, 32 მილიარდი ლარი ინფრასტრუქტურას, გზებს, ხიდებს, წყალს მოხმარდება იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში შეიცვალოს მთლიანი სურათი. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს უნდა იყოს ევროპეიზაციის და მოდერნიზაციის გეგმა. ირაკლი ღარიბაშვილმა აქტიური დახმარებისთვის დონორებს მადლობა გადაუხადა. „ვაგრძელებთ განვითარების გეგმების პრეზენტაციას. დღეს წარმოგიდგენთ ინფრასტრუქტურის და რეგიონების 10 წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციას. მე მინდა მოკლედ შევეხო კიდევ ერთხელ, თუ რას გულისხმობს ჩვენი ეს აღნიშნული…

მეტი...

ნათია თურნავა რუსთავში კომპანია “ქართლი ტექსტილის” თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესს დაესწრო

რუსთავში კომპანია “ქართლი ტექსტილის” თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით ეხმარება ბიზნესს და, მათ შორის, სამრეწველო საწარმოებს, რათა შეძლონ თანამშრომლების ორგანიზებული ვაქცინაცია, რომლებიც ამის სურვილს გამოთქვამენ. მსურველები “სინოფარმისა” და “ასტრაზენეკას” ვაქცინით იცრებიან. ვაქცინაციის პროცესი ორ ეტაპად ჩატარდება და ჯამში 300-მდე პირი აიცრება. “მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად და შეუფერხებლად მოხდეს რაც შეიძლება მეტი ადამიანის ვაქცინაცია. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკისთვის. ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო ვართ ჩართულები, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით მსხვილ დამსაქმებელ კომპანიებთან კომუნიკაციაში. მათ შორის, დღეს ვესწრები ქალაქ…

მეტი...

“ის, რომ დღეს იხდიან ქორწილებს და „ივენთებს“, არ ნიშნავს, რომ ნებადართულია, ამ ყველაფერს სახელმწიფოს წარმომადგენლები „კრიშავენ” – შოთა ბურჯანაძე “მედიაცენტრ მთავარში”

“ის, რომ დღეს იხდიან ქორწილებს და „ივენთებს“, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ნებადართულია – ხშირ შემთხვევაში, ძირითადად რეგიონებში ამ ყველაფერს სახელმწიფოს წარმომადგენლები „კრიშავენ“, მე პირადად რამდენიმე რესტორატორმა მომმართა და მითხრა, რომ ზეწოლის ქვეშ არიან, ქორწილი გადაიხადონ”, – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში” „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ყველაზე დიდი პრობლემა რეგულაციების დაცვაა და ამიტომ, აუცილებელია იმ შეზღუდვების ადმინისტრირება, რომელიც არსებობს. „დღევანდელი სიტუაცია არის იმის შედეგი, რასაც არათანმიმდევრულობა ჰქვია. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, ხელისუფლებამ, ჯანდაცვის სამინისტრომ ექსპერიმენტები ატარა და პრობლემა პრობლემად რჩება და ამ დროს, ამოსუნთქვის საშუალება ჩვენ…

მეტი...

„პერსონალი აღარ გვენდობა, არ ბრუნდება“ – შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარი“

„ძალან დიდი პრობლემაა პერსონალის დეფიციტი, ადამიანებს აქვთ შიში, რომ შესაძლოა ისევ ჩაგვკეტონ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში” “სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. როგორც ალავერდაშვილი ამბობს ამ ეტაპზე პერსონალის 40 % დაბრუნდა, მისივე განმარტებით ხალხი, ვინც აღნიშნულ სექტორში მუშაობდა სხვა ადგილებზე გადანაწილდა: „ძალიან დიდი პრობლემაა პერსონალის დეფიციტი, პერსონალი არ გვენდობა, რადგან ხშირად არის ლაპარაკი იამზე, რომ შესაძლოა ისევ ჩავიკეთოთ, ხალხს ურჩევნია უფრო დაბალ ანაზღაურებად, მაგრამ გარანტირებულ ადგილას იმუშაონ, ეს მოლოდინი ძალიან ცუდია, ტურისტული კომპანიებისთვისაც ძალიან ცუდია, როცა მაღალი ეშელონებიდან ხდება განცხადებები რეგულაციების შემოღებებზე, იმ ქვეყანაში გარისკვას უკვე ყველა…

მეტი...

„ევროპელი ტურისტების ნაკადი საკმაოდ მცირეა“ – შალვა ალავერდაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

„საკმაოდ სწრაფი  დავიწყეთ აღდგენა, ივნისი – ივლისის დატვირთულობის კოეფიციენტმა 65%- ს მიაღწია, „ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ “სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. ალავერდაშვილი რეგულაციების განახლების მოწინააღმდეგეა: „ამჟამად ლიდერობს სტუმრების კუთხით არაბული სამყარო, გვყავს ტურისტები უკრაინიდან, მოლდოვადან, თუმცა ევროპელების ნაკადი ძალიან მცირეა, რადგან ყველა უყურებს სტატისტიკას და აცრილთა რაოდენობას ქვეყანაში. ახლა ჩვენი ჩაკეტვა სრულ კოლაფსს გამოიწვევს, 4 ნახევარი მილიარდი ვალი არის სექტორის ბანკის მიმართ ეს ვალები სექტორს დაუგროვდა ამ პანდემიის პერიოდში, ამიტომ ეს ვალდებულებები დასაფარია,“ – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და…

მეტი...

“ივნისში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 15.7 პროცენტით გაიზარდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ივნისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 15.7 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის ცნობით, 2021 წლის მაისთან შედარებით ფასები 5.0 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.33 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში -0.8 პროცენტით ფასები შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც -0.62 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. „ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების -4.2 პროცენტიანი კლება სასმელებზე. გარდა ამისა, ფასების 1.0 პროცენტიანი შემცირება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და…

მეტი...

„მარცვლეული კულტურების კარგი მოსავალია“ – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, ვალერიან მჭედლიძესთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში,  ხორბლის აღების პროცესს – ალოობას დაესწრო. „ალოობა აქტიურ ფაზაშია.  მოსავლის აღება ერთდროულად იწყება კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, რაც გარკვეულ სირთულეს ქმნის მოსავლის აგროვადების დაცვით აღებისა და დაბინავების კუთხით. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ პიკური პერიოდი უკვე გავლილია, ხოლო მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებული. წელს მარცვლეული კულტურების კარგი მოსავალია როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი  თვალსაზრისით, რაც ბევრ სისტემურ ცვლილებასა და გადაწყვეტილებას უკავშირდება“ – განაცხადა მინისტრმა. მისივე შეფასებით, ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ მაღალპროდუქტიული და ხარისხიანი…

მეტი...

რა გახდა პურის გაძვირების მიზეზი – მალხაზ დოლიძე “მედიცანტრ მთავარში”

“რატომ მოიმატა ათი თეთრით? საქმე ისაა, რომ სუბსიდირებული ფქვილი იყო შეთანხმება, რო,ლის მიხედვითაც მწარმოებელს ერთი ტომარა ფქვილი 53 ლარად მიეწოდებოდა,” – ამის შესახებ “მედიცანტრ მთავარში” „საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა. საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ პროდუქტზე ფასის მომატების მიზეზი ძირითადი ნედლეულის, ფქვილის და დამხმარე მასალების გაძვირებაა. „ძირითადად ეს არის მასობრივი ასორტიმენტი, რომელიც იყო სუბსიდირებაში. იცით, სუბსიდირება დასრულდა მიმდინარე თვის პირველ რიცხვში და კომპანიები ფქვილის ღირებულებიდან გამომდინარე, იძულებული იყვნენ, კორექტირება შეეტანათ ზოგიერთ ასორტიმენტზე. მხედველობაში მაქვს ქვის პური, თეთრი პირველი ხარისხის პურის ფასი დაახლოებით შეცვლილი არის ათი თეთრით. აქვე მინდა,…

მეტი...

პური 10 თეთრით გაძვირდა – მალხაზ დოლიძე „მედიცანტრ მთავარში“

„გაძვირდა მასიური ასორტიმენტი, რომელიც იყო სუბსიდირებული, კომპანიებმა, გამომდინარე ფქვილის ღირებულებიდან, შეიტანეს კორექტირება ზოგიერთ ასორტიმენტზე,“ – ამის შესახებ „მედიცანტრ მთავარში“ „საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა. დოლიძე ამბობს, რომ მაღაზიების ფასებზე პასუხს არ აგებს: „ჩვენ მოვუმატეთ 10 თეთრი, მაგრამ მაღაზიები რას იზამენ არ ვიცი, მაქვს ინფორმაცია, რომ „ნიკორას“ ქსელში მოემატა 15 თეთრი, ფასის მომატება გამოიწვია ფქვილის ღირებულებამ, რადგან მწარმოებელი ჩაჯდეს ღირებულებაში. სუბსიდირებამდე ფქვილის ღირებულება მეტიც იყო, ვიდრე ახლაა, ხორბლის ღირებულებამ მიაღწია მაქსიმალურ ნიშნულებს,“ – განაცხადა დოლიძემ „მედიაცნტრ მთავარში.“ დოლიძე ფიქრობს, რომ პროგნოზი არასაიმედო არაა და ფასი შენარჩუნდება: „ფოთში უკვე…

მეტი...

“ზეთზე, მარცვლეულსა და რძეზე ფასები ბოლო 12 თვის მანძილზე პირველად შემცირდა” – გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს – ივნისში, ბოლო 12 თვის მანძილზე პირველად შემცირდა და 124.6 ქულა შეადგინა. აღნიშნული ქულა, წინა თვის მაჩვენებელს 2.5%-ით, ხოლო 2020 წლის იმავე პერიოდის ნიშნულს – 33.9%-ით აღემატება. ორგანიზაციის ცნობით, 9.8%-ითაა შემცირებული მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი, რომელმაც ბოლო 4 თვის ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. კლების მიზეზად, საერთაშორისო ბაზრებზე, სოიოს, მზესუმზირას ზეთზე და პალმის ზეთზე, დაბალი მოთხოვნა სახელდება. მცირედითაა შემცირებული, მარცვლეულის ფასების ინდექსი. მაისის თვესთან შედარებით ცვლილებამ…

მეტი...

“ყველა მუნიციპალიტეტში ევროპული ტიპის ახალი ცენტრები შეიქმნება” – ირაკლი ღარიბაშვილი

ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება ევროპული ტიპის ახალი ცენტრები, მათ შორის გურჯაანში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურციხე-თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის ახალი 15 კმ-იანი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სამუშაოები დაიწყება უახლოეს ორ კვირაში, ჯამში 500 მილიონი დაიხარჯება და ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა თანამედროვე, ევროპული ტიპის ცენტრები. „ბატონმა ირაკლიმ და მისმა გუნდმა ჩვენი ამ ახალი ინიციატივის ფარგლებში უკვე დაასრულეს მუშაობა, რაც გულისხმობს ურბანული განახლების პროექტების დაწყებას ყველა მუნიციპალიტეტში. პირველადი განხილვა ჩვენ უკვე გვქონდა. მე გავეცანი პრეზენტაციებს. ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება ევროპული ტიპის ახალი ცენტრები, მათ შორის გურჯაანში. ეს სამუშაოები დაიწყება უახლოეს ორ კვირაში. ჯამში…

მეტი...

“კახეთში ინფრასტრუქტურასა და ახალი გზების მშენებლობაზე ორი მილიარდი ლარი დაიხარჯება” – ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს ასეთი ინტენსიური, აქტიური მუშაობისთვის, მინისტრმა წარმოგვიდგინა გეგმები, რომელთა განხორციელება უკვე დავიწყეთ, მთავარი სიახლეა სრულყოფილი ოთხზოლიანი ავტობანის მშენებლობის დაწყება, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურციხე-თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის ახალი 15 კმ-იანი მონაკვეთის (გურჯაანის შემოვლითი გზის) გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, კახეთში მთლიანად ინფრასტრუქტურასა და ახალი გზების მშენებლობაზე ორი მილიარდი ლარი დაიხარჯება. „გარდა ამისა, დაემატება შიდა გზების მოვლა, რაც ამ ბიუჯეტში არ შედის. რეალურად, მთელი კახეთის ლანდშაფტი, გზების სურათი აბსოლუტურად შეიცვლება. კახეთი არის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მხარე. თუ…

მეტი...

„გვინდა, დავეხმაროთ ქვეყანას განვითარებაში, ევოლუციაში“ – ევროკომისარი

„ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ევროკავშირი ძალიან დიდი მხარდაჭერის მქონეა საქართველოს მოსახლეობაში“ – ამის შესახებ ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირს სურს, დაეხმაროს ქვეყანას განვითარებაში, ევოლუციაში და ეს უნდა იყოს ყოველდღიური პროცესი და ნებისმიერი ადამიანისთვის ხელშესახები. „ჩვენ ვმუშაობთ, რომ არა მხოლოდ შევინარჩუნოთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, არამედ გავზარდოთ ეს მხარდაჭერა. მე თავიდანვე ვახსენე პირველივე სამუშაო დღე, როდესაც ეს დახმარების პაკეტი შევიმუშავეთ, ეს ინფორმაცია ჩამოვიტანე საქართველოში და ჩვენ ვაძლიერებთ ამ გზავნილს და ჩვენს ჩართულობას…

მეტი...

„საქართველოს მივცემთ საშუალებას, რომ რამდენიმე ეტაპს „გადაახტეს“ – ევროკომისარი

„საქართველოს მივცემთ საშუალებას, რომ რამდენიმე ეტაპს „გადაახტეს“ და პირდაპირ შემოგვიერთდეს იმ ეტაპზე, რაც ახლა არის ევროკავშირში, ამ გეგმით ქვეყანა შეძლებს მინიმუმ 3.9 მლრდ ევროს ინვესტიციის მოზიდვას“ – აცხადებს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი. როგორს საქართველოში ვიზიტად მყოფმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა  მედიასთან განაცხადა, მათ შეიმუშავეს გეგმა რომელიც საქართველოს გამოწვევებს დააკმაყოფილებს. „დავადგინეთ, რომ მთავარი დაბრკოლება, მთავარი სისუსტე ეკონომიკაში და საზოგადოებაში არის დაკავშირებადობის ცნების არ ქონა. იქნება ეს გზები და რკინიგზა იქნება ეს გამოუყენებელი პოტენციალი, რაც შავი ზღვის რეგიონში არსებობს, თუ იქნება ეს დაკავშირებადობა მთავარ ელექტრო და ინტერენეტ-ქსელებთან, ყველა ეს ასპექტი დიდი პოტენციალის მქონეა…

მეტი...

მრავალშვილიან ოჯახებს სესხის დაფარვაში სახელმწიფო დაეხმარება

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მომზადებულია სპეციალური პროგრამა, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებს  საცხოვრებელი ბინების შეძენის კუთხით დაეხმარება. აღნიშნულის შესახებ მინისტრმა ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის – „ეკონომიკა – 2030″ პრეზენტაციისას განაცხადა. „განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ მრავალშვილიან ოჯახებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ან მეორე შვილის შეძენისას, დღევანდელი მოცემულობით, ჩვენს მიერ მოხდება ბინის შესაძენად აღებული სესხის სულ მცირე 6%-ის თანადაფინანსება. მესამე ან ყოველ მომდევნო შვილზე, აქ საუბარია 8%-იან თანადაფინანსებაზე, რაც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ პროცენტის უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს მიერ იქნება გაღებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, ჩვენს მომავალზე ორიენტირებული პროგრამა და როგორც კი ის დამტკიცდება…

მეტი...

„შედეგად ჩვენ მივიღეთ ძალიან ბევრი დანგრეული ადგილობრივი წარმოება, გაჩერებული ქარხნები“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, რომ დღეს, ქვეყანაში, პოლიტიკური, ეკონომიკური ატმოსფერო გავხადოთ პროგნოზირებადი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის – „ეკონომიკა – 2030″ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება და რაც მთავარია, ეს გეგმა, ეს პოლიტიკა უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭირვალე, გახსნილი, ღია და პროგნოზირებადი. „შორს არ წავალ და არ გაგახსენებთ, თუ რა გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, როდესაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მას შემდეგ ძალიან ბევრი გაურკვეველი…

მეტი...

“ქვეყანაში ეკონომიკური აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, 2-3 თვეა, უპრეცედენტო ორნიშნა ზრდა ფიქსირდება” – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მარტის შემდეგ საქართველოში ეკონომიკური აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. მისივე თქმით, მაისში ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. „მაისში, როგორც მოსალოდნელი იყო დაფიქსირდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, თითქმის 26 პროცენტი. მარტიდან მოყოლებული იცით, რომ ეკონომიკური აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, თან ისეთი, აღმავალი ტემპით. 2-3 თვეა, ჩვენ მართლაც უპრეცედენტო ორნიშნა ზრდები გვიფიქსირდება. პრაქტიკულად ყველა ინდუსტრიაში იყო პოზიტიური დინამიკა, მაგრამ ძირითადი მაინც არის ტურიზმი, განთავსების და რესტორნების ინდუსტრია. ეს არის საბითუმო და საცალო ვაჭრობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადამამუშავებელი ინდუსტრია, წარმოება, რომელმაც მართლაც ძალიან მაღალი კონკურენტუნარიანობა შეიძინა და ძალიან გვახარებს ეს ტემპი.…

მეტი...

მაისში საქართველოს ეკონომიკა 25.8 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 25.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 11.5 პროცენტია. საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.

მეტი...

„ხაზარაძე საუკუნის ძარცვის პროექტია“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ბატონმა ხაზარაძემ, ანაკლიის პროექტისთვის, დახარჯა 3 მილიონი დოლარი. დღეს ის და მისი ჯგუფი წასულია უცხოეთის სასამართლოში და ქვეყანას უჩივის 1.5 მლრდ. დოლარს, რომ ქვეყანას, ჩვენს ხალხს წაგლიჯოს 1.5 მლრდ; ეს არის საუკუნის ძარცვის პროექტი“ – პრემიერ მინისტრი. მთავრობის მეთაურის თქმით, ხაზარაძე ამ ფულს ქვეყნის მოსახლეობას ართმევს. „ჩვენ აქ, მთელი მთავრობა ვესწრებით, თითოეულის გამოსვლას დავესწარით, ყურადღებით მოგისმინეთ ყველას. ბატონმა ივანიშვილმა 3 მლრდ. დოლარი დახარჯა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, საკუთარი ჯიბიდან. ბატონმა ხაზარაძემ მეგობრებო, შედარებისთვის – ანაკლიის პროექტისთვის, რომელსაც იგი თავად უწოდებს საუკუნის პროექტს, დახარჯა 3 მილიონი დოლარი. დღეს ბატონი ხაზარაძე…

მეტი...

„უნდა მოხდეს ციხე-სიმაგრეების პრივატიზაცია“ – ვახტანგ მეგრელიშვილი

„გირჩის“ წევრი, პარლამენტის დეპუტატის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, დროა, სახელმწიფომ პრივატიზების ნუსხა გააფართოვოს და ამ ნუსხაში ციხე-სიმაგრეებიც მოხვდეს.   „იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირი გამოვიარეთ, არაფრის მესაკუთრეები არ ვიყავით, ჩვენ უბრალოდ არ ვფიქრობთ ისეთ რამეებზე, რომელსაც უზარმაზარი ფასი აქვს. ჩემი ოცნება ახდა და პარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს მოსახლეობას ვუთხარი რისი მეპატრონეები არიან.  დადგა დრო, საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ისინი არიან ძალიან მდიდრები და ნებისმიერი დაბადებული ბავშვი, მხოლოდ იმ ვალებით კი არ იბადება, რომელიც ჩვენ ავიღეთ, არამედ ისინი იბადებიან მემკვიდრეობით, რომელიც მათ მშობლებს არ მოუთხოვიათ არასოდეს, შესაბამისად ვერ გადაუციათ თავისი შვილებისთვის… უნდა მოხდეს…

მეტი...

ცნობილია, ვის გაუძვირდება გადასახადი ბუნებრივ აირზე პირველი ივლისიდან

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღევანდელ საჯარო სხდომაზე იმსჯელა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი მცირე კომპანიებისთვის – შპს „გასკო +“, შპს „ვარკეთილაირი“, სს „ენერგოკავშირი “ ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების ტარიფების კორექტირებაზე. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, შპს „გასკო +“-ის კორექტირებული ტარიფია 53.351 თეთრი/მ3 დღგ-ს ჩათვლით. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 48.301 თეთრი/მ3-ს. შპს „ვარკეთილაირის“ კორექტირებული ტარიფია 57.062 თეთრი/მ3. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 48.677 თეთრი/მ3-ს. სს „ენერგოკავშირის“ კორექტირებული ტარიფია 57.794 თეთრი/მ3. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 49.443 თეთრი/მ3-ს. როგორც აღინიშნა, ტარიფების ცვლილების საფუძველს წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის 28-ე მუხლის…

მეტი...

„გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების ტარიფები დაკორექტირდა“ – სემეკი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 28 ივნისის საჯარო სხდომაზე იმსჯელა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი მცირე კომპანიებისათვის – შპს „გასკო +“, შპს „ვარკეთილაირი“, სს „ენერგოკავშირი “ ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების ტარიფების კორექტირებაზე. კორექტირებული ტარიფები ძალაში შევა პირველი ივლისიდან და იმოქმედებს 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.შპს „გასკო +“ ოპერირებს ქ. სენაკში და ემსახურება 9 ათასამდე აბონენტს. შპს „ვარკეთილაირი“ ოპერირებს ქ.თბილისში, ვარკეთილში 16 ათასამდე აბონენტს ემსახურება. სს „ენერგოკავშირი“ ოპერირებს ქ. თბილისში, ემსახურება გლდანისა და მუხიანის რამდენიმე მიკრორაიონს, ჯამში 12 000-მდე აბონენტს.კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, შპს „გასკო +“-ის კორექტირებული ტარიფია…

მეტი...

“რადიომაუწყებლობის კომპანიებს “საქართველოს ტელე-რადიო ცენტრის” მიმართ მილიონ-ნახევარი ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ” – ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, რადიომაუწყებლობის კომპანიებს მილიონ-ნახევარი ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ. მინისტრის თქმით, პანდემიის გამო, რადიომაუწყებლებს შემოსავლები შეუწყდათ ან შეუმცირდათ, რის გამოც დაგროვილი დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით მიმართეს საქართველოს მთავრობას და მარეგულირებელ კომისიას.  “გადაწყვეტილება ვიცი, ძალიან გაუხარდებათ სხვადასხვა რადიომაუწყებელ კომპანიას. მოგეხსენებათ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებობს ასეთი კომპანია შპს “საქართველოს ტელე-რადიო ცენტრი”, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ფლობს ანძებს. ანძების მეშვეობით ვაწვდით სიხშირეებს სხვადასხვა რადიომაუწყებელს. ჩვენ რამდენიმე ხნის წინ და ასევე მარეგულირებელ კომისიას მიმართა 24-მა  რადიომაუწყებლობის კომპანიამ, რომლებმაც მოითხოვეს ამ “ტელე-რადიო ცენტრის” მიმართ დაგროვილი დავალიანების პატიება, რაც ახსნილი იყო კორონავირუსის პანდემიის პერიოდით. ჩვენ მიერ, მთავრობის მიერ გაზიარებულ იქნა ეს არგუმენტაცია, რადგან მართლაც, ძირითადი შემოსავალი რადიომაუწყებლების, რადიოკომპანიების არის რეკლამა. მოგეხსენებათ,…

მეტი...

„სამწუხაროდ ბევრია ფაქტები, სადაც ქორწილები იმართება და ირღვევა კანონი“ – შოთა ბურჯანაძე „მედიცენტრ მთავარში“

„გარდაუვალი ხდება ზაფხულის პერიოდში ივენთების გამართვა,“ – ამის შესახებ „მედიცანტრ მთავარში,“ „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. ბურჯანაძე ამბობს, რომ 50 კაციანი ქორწილები რესტორნებში მაინც იმართება, მისი სურვილი ამან რეგალური სახე მიიღოს: „„სამწუხაროდ ბევრია ფაქტები, სადაც ქორწილები იმართება და ირღვევა კანონი, ზაფხულის პერიოდში, ყველგან არის ეს არსად არ არის თავშეკავება, თუ ოპერატორი თავს არ იკავებს ეს ნიშნავს, რომ ის პასუხისმგებლობას იღებს საზოგადოების წინაშე. ჩვენი მოთხოვნა ისაა, სადაც არალეგალურად კეთდება 50 კაციანი ქორწილების გამართვა, ყველას მიეცეს რეგალურად ამის საშუალება. მომრავლდა ტურისტული ნაკადი, 80 პროცენტიანი დატვირთვა აქვს უკვე აჭარას, კახეთსაც. აქ რეგულაციები…

მეტი...

„ჩვენი სფერო ახლიდან, თავიდან დაიბადა“ – შოთა ბურჯანაძე „მედიცანტრ მთავრში“

„ჩვენი სფერო პატარა ბავშვი იზრდება, ამ ვითარებაში დადებითი არის, ის, რომ სფეროში განვითარდა ის მიმართულებები, რაც დღემდე არ გვქონდა,“ – ამის შესახებ „მედიცანეტრ მთავარში“ „რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა“ შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. ბურჯანაძე ამბობს, რომ რესტორნები ორიენტირებულები უნდა იყვნენ ტურისტების ინტერესებზე, მისივე თქმით ამით ტრადიციებს საფრთხე არ ემუქრება: ჩვენი სფერო ახლიდან დაიბადა,  მაგალითად ის, რომ რესტორანი არაა მხოლოდ დათრობის ადგილი და იქ შესაძლოა ვახშმობა, სადილი და საქმიანი შეხვედრები. 9 მილიონ ნახევარი ტურისტი ჩამოდის და ამაზე გადაერთო თითქმის ბიზნესი, რაც სწორი მიმართულება, გადასული ვართ იმაზე, რას ითხოვს სტუმარი და არა რას შევთავაზებთ ჩვენ,…

მეტი...

თაკო ჩარკვიანმა პრემერ-მინისტრს მისი მოღვაწეობის „ქეთოს მზითევი“ ჩამოუთვალა

„ვინ თქვა, რომ ვინმე, რომელიმე დახმარებას ელის თქვენგან ან ვინმეს სჭირდება წყალობა ღვთის? ადამიანები გატანილი ბიუჯეტის უკან დაბრუნებას ითხოვენ“ – ასე მიმართა თაკო ჩარკვიანმა ირაკლი ღარიბაშვილს და კორუფციის ფაქტებზე ესაუბრა. „ახლა თქვენი მოღვაწეობის „ქეთოს მზითვი“ მინდა ჩამოვთვალო: კორუფცია ყვავის, სასამართლოში კლანია, რკინიგზა­ ჩაიძირა, ანაკლიის შესანიშნავი პროექტი აბსოლუტურად განადგურებულია, გაძარცვულია ბიუჯეტი… ვინ თქვა, რომ ვინმე, რომელიმე დახმარებას ელის თქვენგან ან ვინმეს სჭირდება წყალობა ღვთის? ადამიანები გატანილი ბიუჯეტის უკან დაბრუნებას ითხოვენ და თუ ეს ასე არ არის, მაშინ თქვენს ინტერესში უნდა იყოს საგამოძიებო კომისიების შექმნა და გამოძიება, ვინაიდან თქვენ ხართ ის პრემიერი, მომიტევეთ,…

მეტი...

„ამ შავი „ჯიპებიდან“ როდის გადმოსხდებით?“ – ელისაშვილი ღარიბაშვილს

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი მთავრობას ქამრების შემოჭერას ურჩევს და პრემიერ-მინისტრის კითხვით მიმართავს, როდის აპირებს შავი ჯიპებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდომას.    „ბატონო ირაკლი, თქვენც თქვით, რომ ძალიან ღატაკ ქვეყანაში ვცხოვრობთ, 550 ათასი ადამიანი სოციალურ შემწეობაზეა დამოკიდებული და დარწმუნებული ვარ, ერთი ამდენი ოცნებობს, რომ ეს დახმარება მიიღოს. როდის მოიქცევა თქვენი მთავრობა ისე, როგორც შეშვენის ღარიბი ქვეყნის მთავრობას, როდის „შემოიჭერს ქამრებს“, როდის შეამცირებს ბიუროკრატიის ხარჯს, ამ შავი „ჯიპებიდან“ როდის გადმოსდებით? აღრიცხული მაინც თუ გაქვთ, რამდენი იხარჯება ამ მანქანების ყიდვაზე, შენახვაზე, ბენზინის ჩასხმაზე. მე, მაგალითად ვოცნებობ ისეთ ქვეყანაზე, სადაც ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ყველა…

მეტი...

„6665 ადამიანის ყოველთვიური საარსებო პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ“ – ხაბეიშვილი ღარიბაშვილს

„აგერ არის ის საათი, რომელშიც თქვენ 300 ათასი ლარი გაქვთ გადახდილი“, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრს და იმ ძვირადღირებული საათის ფოტო წარუდგინა, რომელის 6665 ადამიანის საარსებო მინიმუმის ტოლფასია. დეპუტატმა პრემიერი ნეპოტიზმშიც დაადანაშაულა და პარალელურად, 73 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტის არსებობაც შეახსენა. „ბატონო ირაკლი, 1 ლარი და 50 თეთრი იცით, რას აღნიშნავს ან 73 თეთრი? თქვენ თუ არ იცით, მე გეტყვით – ასი ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს თქვენ ეუბნებით, რომ ყოველდღიურად 1 ლარად და 50 თეთრად გამოიკვებონ, სოციალურად დაუცველებს ვგულისხმობ. ომის ვეტერანებს ეუბნებით, რომ 73 თეთრად გამოიკვებონ. აქ არის…

მეტი...

ვიწყებთ პროგრამას ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენ არ ვიფარგლებით მხოლოდ ბიზნესის პირდაპირი მხარდაჭერით და ვიწყებთ ახალ პროგრამას ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშის წარდგენისას გააკეთა. მთავრობის მეთაურის თქმით, მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს რომელთაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით შეიქმნან/გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები. „აღნიშნული ინიციატივების უზრუნველსაყოფად მიმდინარე და 2022 წლების პერიოდში მოხდება დამატებით 300 მილიონ ლარზე მეტი რესურსის მობილიზება. გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ დამატებით, მხოლოდ მცირე და საშუალო საწარმოებში, 100 ათასი მოქალაქის დასაქმებას შევძლებთ და 50 პროცენტით გაიზრდება პროდუქტიულობა. ასევე მინდა დამატებით გითხრათ, რომ გრძელვადიან…

მეტი...

საქართველოში 300 ათას ადამიანზე მეტი უმუშევარია“, – ირაკლი ღარიბაშვილი

„განვლილი ურთულესი პერიოდის შემდეგ ჩვენმა ეკონომიკამ ზრდა დაიწყო, მარტში ეკონომიკა 4 %-ით გაიზარდა, აპრილში რეკორდული 44.8%-ით“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაისში მთავრობა 20%-ზე მეტ ზრდას ელოდება. „განვლილი ურთულესი პერიოდის შემდეგ ჩვენმა ეკონომიკამ ზრდა დაიწყო. გასული წელი იყო ძალიან რთული არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის. მარტში ეკონომიკა 4 %-ით გაიზარდა და აპრილში გვქონდა რეკორდული, 44.8% ზრდა. მაისში ჩვენ ველოდებით 20%-ზე მეტ ზრდას. არ მინდა მოვლენებს დავასწრო. ძალიან მალე იქნება გამოქვეყნებული მაისის თვის ზრდის სტატისტიკური მონაცემები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.…

მეტი...

“ხვალ ვნახავთ როგორ იქნება ლარი გამყარებული” – შოთა ბურჯანაძე რეგულაციების შემსუბუქებაზე

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელის განცხადებით რეგულაციების შემსუბუქების ახალი ტალღა, ხვალიდან ლარის კურსის გამყარებას გამოიწვევს.  როგორც შოთა ბურჯანაძემ განმარტა, სარესტორნო ბიზნესი ძლიერი ეკონომიკური ბერკეტია და ლარის გამყარებაში დიდი წვლილი შეაქვს. “დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება დადებითი, ხვალ ვნახავთ როგორ იქნება ლარი გამყარებული. იმის შემდეგ რაც შაბათ-კვირას მუშაობა დაიწყო ეკონომიკამ გამოცოცხლება შეძლო.  რესტორანი არის ადგილი სადაც ადამიანები მიდიან სიამოვნების მისაღებად და ამაში ფულს იხდიან. ამიტომაც არის რესტორანი ეკონომიკის ბრუნვაში მნიშვნელოვანი.  თუ სარესტორნო ბიზნესი იმუშავებს მასთან ირიბად და პირდაპირ დაკავშირებული ბიზნესები იმუშავებენ. ხვალინდელ ლარის კურსთან მიმართებაში ეს ყველაფერი იმოქმედებს,”- აღნიშნა ბურჯანაძემ.

მეტი...

„პენსიონერებს რომ სესხზე მაღალი პროცენტი აქვთ ეს არახალია“ – ირაკლი ზარქუა   

პარლამენტში, მიმდინარე კვირას „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს ელოდებიან, რომლებმაც პენსიონერებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. როგორც მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რა შეუძლია პარლამენტს გააკეთოს, ეს სწორედ ბანკის წარმომადგენლებმა უნდა თქვან.    „ის, რომ პენსიონერებს მაღალი პროცენტი აქვთ ეს არახალია. პირველი დღიდან დავიწყეთ ამაზე მუშაობა. მოვიწვიეთ შესაბამისი ინსტანციები – ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, ლიბერთი ბანკის წარმომადგენლობა. გარკვეული ძვრები გვაქვს. ამ კვირაში ველოდებით, რომ მოვიდეს ლიბერთი ბანკი  და გვითხრას, თუ  რა შეუძლია მოქმედ ხელშეკრულებაში გააკეთოს,“ – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი…

მეტი...

პური შესაძლოა 5 – 7 თეთრით გაძვირდეს – მალხაზ დოლიძე „მედიცანეტრ მთავარში“

„ფასები მსოფლიო ბაზარზე და საქართველოშიც შემცირებულია,“ – ამის შესახებ „მედიცანეტრ მთავარში“, „საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა. მისივე განცხადებით სუბსიდირების 6 თვიანი პროგრამა იწურება და მეწარმეებს თავად ექნებათ უფლება ფასებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღონ. დოლიძე თვლის, რომ გადაწყვეტილება სწორია: „ხორბლის გაიაფების გამო სუბსიდირების პროგრამა წყდება, ყველა მეწარმეს აქვს უფლება თვითონ დაადგინონ ფასი, სუბსიდირება არის დახმარება და ეს მუდმივად ვერ გაგრძელდება. დღევანდელ დღეს ძალიან ბევრი პურის მწარმოებელია, ფასის ზრდა არ იქნება ძალიან დიდი, შესაძლოა 5 – 7 თეთრით გაძვირდეს, მე ვსაუბრობ ძირითადად ქარხნულ პურზე, რომელიც არის მასიური წარმოების პური. მე…

მეტი...

“მსოფლიო ბანკი მზად არის, გაუწიოს კონსულტაცია მთავრობას ათწლიანი სტრატეგიული გეგმების დამუშავების მიმართულებით” – ირაკლი ღარიბაშვილი

ანა ბიერდესს ვთხოვე, რომ მსოფლიო ბანკი აქტიურად ჩაერთოს და კონსულტაცია მივიღოთ, რათა კიდევ უფრო მკაფიოდ განისაზღვროს ყველა სექტორის მიმართულება, ჩვენი მთავრობის მიმართულება და პოლიტიკა. ეს შეეხება ათწლიანი სტრატეგიული გეგმების დამუშავებას, რაზეც მე მივიღე პოზიტიური პასუხი ქალბატონი ანასგან, რომ მსოფლიო ბანკი მზად არის, გაუწიოს კონსულტაცია მთავრობას ამ მიმართულებითაც“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ, ანა ბიერდესთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. როგოც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკის მიერ გაწეული მხარდაჭერა მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა საქართველოს ეკონომიკისთვის. „მივესალმები ჩვენს ძვირფას სტუმარს, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანა ბიერდესს, რომელიც გვეწვია საქართველოში. ქალბატონ ანასთან მქონდა პროდუქტიული შეხვედრა. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან წარმატებულ თანამშრომლობაზე,…

მეტი...