ისრაელმა საქართველო „წითელ სიაში“ შეიტანა

ისრაელში ჩასულ მგზავრებს, აცრის ან ვირუსის გადატანის მიუხედავად, 24 საათიანი თვითიზოლაცია მოუწევს. ხოლო ვირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნიდან ისრაელის ტერიტორიაზე შესვლის მსურველებმა კი 7 დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ.      ისრაელის ხელისუფლებამ  საქართველო „წითელი ქვეყნების“ სიაში შეიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან ჩასულ ნებისმიერ მგზავრს, ისრაელში ჩასვლის შემთხვევაში 7 დღიანი სრული კარანტინის გავლა მოუწევს. ისრაელმა სულ 15 ქვეყანა შეიყვანა ე.წ. წითელ სიაში, სადაც ვირუსის გავრცელება მაღალია. ეს ქვეყნებია: გაერთიანებული საამიროები, სეიშელი, ეკვადორი, ეთიოპია, ბოლივია, გვატემალა, ჰონდურასი, ზიმბაბვე, ზამბია, ნამიბია, პარაგვაი, ჩილე, კოლუმბია, კოსტა რიკა და ტუნისი. 23 ივლისიდან კი ამ სიაში მოხვდებიან:…

მეტი...

სვეტიცხოველში შესრულებული გალობა რუსულად და საპატრიარქოს განცხადება

სვეტიცხოველში რუსულ ენაზე შესრულებულ გალობასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოში განცხადებას აკეთებენ. საუბარია  სვეტიცხოვლის ტაძარში წირვაზე, რა დროსაც, რუსულ ენაზე იგალობეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გალობა რუსულ ენაზე შესრულდა. „განვმარტავთ, რომ უკრაინიდან საქართველოში მოსალოცად ჩამობრძანებულია სასულიერო პირთა ჯგუფი. მათ ითხოვეს სვეტიცხოველში მსახურების ნებართვა. დღეს ქართველ მღვდელმსახურებთან ერთად, ქართულ და საეკლესიო სლავურ ენებზე ერთობლივი მსახურება აღევლინა. მოგეხსენებათ, უკრაინაში, ღვთისმსახურება საეკლესიო სლავურ ენაზე აღევლინება. ზოგადად, ეკლესიაში მიღებული პრაქტიკაა, სტუმრებს მსახურების ნაწილის მშობლიურ ენაზე შესრულების საშუალება მიეცეს“, – ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.

მეტი...

„ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით“ – ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული

საოკუპაციო ძალების მიერ პატიმრობიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძე საკუთარ სახლში დაბრუნდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ ჰქონდა მოლოდინი, რომ შეიწყალებდნენ.   „დღეს გათავისუფლებას არ ველოდებოდი. ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდზე დგომით, ყველაფერი კარგად დასრულდა”, – განაცხადა ზაზა გახელაძემ. უკანონო პატიმარი უკვე სახლშია. როგორც მისი  მეუღლე აცხადებს, დღევანდელი დღე მეორედ დაბადებაა. “დღეს ჩვენთვის მეორედ დაბადება იყო. მინდა მადლობა ვუთხრა, პატრიარქს, პრეზიდენტს, პრემიერს და ირაკლი ანთაძეს, რომელიც დღემდე ამ თემაზე მუხლჩაუხრელად მუშაობდა,” – განაცხადა ზაზა გახელაძის მეუღლემ. შეგახსენებთ, რომ  საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან დღეს გაათავისუფლეს. ზაზა…

მეტი...

“მისია, მუდმივ რეჟიმში, ყველა მხარეს მოუწოდებდა ცხელი ხაზის მეშვეობით გაეცვალათ ინფორმაცია” – ევროკავშირი

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ევროკავშირის მონიტორინგის მისია საქართველოში მიესალმება ზაზა გახელაძის გათავისუფლებას. მისი დაკავების პირველივე დღიდან, 2020 წლის 11 ივლისიდან, ევროკავშირის მონიტორინგის მისია ცხელი ხაზის მეშვეობით ხელს უწყობდა ინტენსიურ კომუნიკაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, დაკავების, ე.წ. სასამართლო პროცესის და დღეს მის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას. მისია მუდმივ რეჟიმში ყველა მხარეს მოუწოდებდა ცხელი ხაზის მეშვეობით გაეცვალათ ინფორმაცია და გამოეყენებინათ ერგნეთის ფორმატი ამ საკითხის პრაგმატული გადაჭრის მიზნით. გახელაძის დაკავება ინტენსიურად განიხილებოდა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრების ფარგლებში“, – ვკითხულობთ  განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ…

მეტი...

„ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველა რესურსი, ყველა ბერკეტი იქნა გამოყენებული“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„მთელი ერი ხარობს, ყველა ძალიან გახარებულია, მთელი მოსახლეობა ერთი წლის განმავლობაში გულშემატკივრობდა ზაზას’, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში მთავრობა ინტენსიურად მუშაობდა და ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის ყველა რესურსი იქნა გამოყენებული. „დიდი მადლობა ზაზას მშობლებს, მის მეუღლეს, შვილებს. დიდი მადლობა ზაზას გმირობისთვის. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ყველას გვიხარია ზაზას გათავისუფლება. მთელი ერი ხარობს, ყველა ძალიან გახარებულია. მთელი მოსახლეობა ერთი წლის განმავლობაში გულშემატკივრობდა ზაზას. ძალიან მიხარია, რომ ეს დღე დადგა. ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშავეთ. ყველა რესურსი, ყველა ბერკეტი იქნა…

მეტი...

საპატრიარქოს შესასვლელიც წითლად შეღებეს

ასე გამოიყურება საქართველოს საპატრიარქოს ცენტრალური შესასვლელი, რომელსაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა წითელი საღებავი შეასხეს. გუშინ, პარლამენტის ყოფილმა წევრმა ელენე ხოშტარიამ, წითელი საღებავი შეასხა სახელმწიფო კანცელარიის შენობას და „ქართული ოცნების“ოფისთან განთავსებულ საპატრულო პოლიციას.     

მეტი...

„მედიაცენტრი მთავარი“ სოლიდარობის ნიშნად, პრესკლუბის მუშაობას აჩერებს  

„მედიაცენტრი მთავარი“ უერთდება ძალადობის, ჩაგვრის, აგრესიის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტს და აქციას. ვიზიარებთ იმ დიდ ტკივილს, რაც ოჯახმა, მედიამ, ახლობლებმა, ნაცნობებმა თუ უცნობებმა მიიღეს ლექსო ლაშქარავას გარდაცვლების გამო. ეს არის  წარმოუდგენელი სისასტიკე, როცა მედიას, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს საზოგადოების ინფორმირებულობის კუთხით, ასე სასტიკად უსწორდებიან. ვგმობთ ძალადობას, ვგმობთ ჩაგვრას, ვგმობთ სისასტიკეს, ვგმობთ მედიის მიმართ განხორციელებულ ანგარიშსწორებას. ჩვენი კოლეგის გარდაცვალებიდან გამომდინარე, რომელიც „მედიაცენტრი მთავარის“ ხშირი სტუმარი იყო და ასრულებდა თავს მოვალეობას, „მედიაცენტრი მთავარი“, ლექსოს დაკრძალვამდე წყვეტს პრესკლუბის მუშაობას და იმედს ვიტოვებთ, ყველა დამნაშავე პირი უმკაცრესად დაისჯება.       

მეტი...

გარდაცვლილი ოპერატორის ექსპერტიზაში დამოუკიდებელი ექსპერტიც ერთვება

„ტვ პირველის“ გადაწყვეტილებით, გარდაცვლილ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძეც დაესწრება. თუმცა, ამ ეტაპისთვის გეჯაძე ვერ ახერხებს პროცედურებში ჩართვას. ალექსანდრე გეჯაძე ექსპერტიზის ბიუროში მივიდა, თუმცა, მას ჯერ-ჯერობით უარი უთხრეს შესაბამის პროცედურებში მონაწილეობაზე, რადგანაც ექსპერტიზის ბიუროს შსს-დან შესაბამისი წერილი არ მიუღია. როგორც თავად ალექსანდრე გეჯაძე განმარტავს, უწყების გადასაწყვეტია, მისცემენ თუ არა მას უფლებას ესქპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს.   შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის…

მეტი...

თბილისში მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა

10 ივლისს, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, თბილისში ინდოეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, უდიდესი სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა, რაც განდის 150 წლის იუბილეს ეძღვნება. ძეგლი, რომლის ავტორია ინდოელი მოქანდაკე  გაუტამ პალი, საქართველოს საჩუქრად გადმოეცა ინდოეთის მხრიდან. ძეგლის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს და სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საქართველოში მაჰათმა განდის ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კაკაბაძე. „დღეს ღირსშესანიშნავი დღეა საქართველოსა და ინდოეთის ურთიერთობების ისტორიაში. საქართველოში ვმასპინძლობთ ინდოეთის რესპუბლიკის…

მეტი...

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანეს

საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი ეწვია. მან ინდოეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩამოაბრძანა წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ჯაიშანკარი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან. 10 ივლისს, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილის სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანების და საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი…

მეტი...

„საქართველოს მივცემთ საშუალებას, რომ რამდენიმე ეტაპს „გადაახტეს“ – ევროკომისარი

„საქართველოს მივცემთ საშუალებას, რომ რამდენიმე ეტაპს „გადაახტეს“ და პირდაპირ შემოგვიერთდეს იმ ეტაპზე, რაც ახლა არის ევროკავშირში, ამ გეგმით ქვეყანა შეძლებს მინიმუმ 3.9 მლრდ ევროს ინვესტიციის მოზიდვას“ – აცხადებს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი. როგორს საქართველოში ვიზიტად მყოფმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა  მედიასთან განაცხადა, მათ შეიმუშავეს გეგმა რომელიც საქართველოს გამოწვევებს დააკმაყოფილებს. „დავადგინეთ, რომ მთავარი დაბრკოლება, მთავარი სისუსტე ეკონომიკაში და საზოგადოებაში არის დაკავშირებადობის ცნების არ ქონა. იქნება ეს გზები და რკინიგზა იქნება ეს გამოუყენებელი პოტენციალი, რაც შავი ზღვის რეგიონში არსებობს, თუ იქნება ეს დაკავშირებადობა მთავარ ელექტრო და ინტერენეტ-ქსელებთან, ყველა ეს ასპექტი დიდი პოტენციალის მქონეა…

მეტი...

„ბარბარიზმი იწყება დროშების დაწვით“ – ევროკომისარი

„ბარბარიზმი იწყება დროშების დაწვით, მაგრამ  ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ დღეს დილით, პარლამენტის თავმჯდომარემ თავისივე ხელით დააბრუნა ევროკავშირის დროშა თავის ადგილას. არანაირი ფაქტი ვანდალიზმის და ძალადობის არ იქნება არაფრის საწყისი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველამ უნდა იცოდეს და დაიმახსოვროს, რომ ძალადობა არ შობს არაფერს“, – ამის შესახებ ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც რუსთაველზე, ბოლო 2 დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. როგორც ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, მან პრემიერ-მინისტრისგან მოისმინა, რომ ყველა, ვინც მონაწილეობას იღებდა…

მეტი...

„ადამიანი თავს დაესხა ტურისტს, ამ ფაქტს „პრაიდთან“ კავშირი არ აქვს“ -შს მინისტრის მოადგილე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, „თბილისი პრაიდის“ კვირეულთან და შემდგომ განვითარებულ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. როგორც დარახველიძემ აღნიშნა, პოლონელ ტურისტზე თავდასხმას „პრაიდის“ ღონისძიებასთან კავშირი არ აქვს. „ადამიანი თავს დაესხა უცხოელ ტურისტს, არანაირი კავშირი ამ ფაქტს იმ ფაქტებთან რაზეც საუბარი იყო არ აქვს, ის რომ თითქოს ეს პრაიდს უკავშირდება სიცრუეა“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ბრალდებული და ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა. „ტურისტთან დაკავშირებით მოგახსენებთ – აღნიშნული ფაქტი მოხდა სრულიად დამოუკიდებლად – ეს მოხდა ხეთაგუროვის…

მეტი...

„ორი ხელი აქვთ, ორი ფეხი, მუშაობენ, თავიანთი სექსუალური ორიენტაციის გამო არავინ აგდებს სამსახურიდან“ – კახა კალაძე ლგბტ თემზე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლება დაცულია და განსხვავებული ორიენტაციის ან სარწმუნოების მქონე ადამიანები საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან. ამის შესახებ მან „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა და მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ განმარტა. „ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება დაცულია, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლება. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ, როდესაც „პრაიდთან“ დაკავშირებით შეკითხვა დამისვეს და ჩემი მოსაზრება გამოვთქვი, რომ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად „პრაიდის“ ჩატარება, ვერ წარმოიდგენთ რამხელა  აგრესია მოჰყვა ამას. არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ვერასდროს ვერავინ…

მეტი...

პოლონელი ტურისტის დაჭრისთვის დაკავებულს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისში, პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე დაკავებული გიორგი ხმალაძის სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლემ დაკავებულ გიორგი ხმალაძეს პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარე პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა. როგორც პროკურორმა მოსამართლეს განუმარტა, ბრალდებულმა დანაშაული მოტივაციის გარეშე ჩაიდინა. ის ყაჩაღობისთვის წარსულშიც ნასამართლევი პირია.  წინა სასამართლო პროცესი 26 აგვიტოს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, ხმალაძე ხულიგნური ქვენაგრძნობით, სრულიად უმიზეზოდ თავს დაესხა საქართველოში ტურისტული მიზნით მყოფ პოლონეთის მოქალაქეს და მისი მოკვლა განიზრახა. გიორგი ხმალაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც მკვლელობის მცდელობას ხულიგნური ქვენა გრძნობით გულისხმობს. ​

მეტი...

„ვინ დგას ლგბტ თემზე ძალადობის უკან“ – კონგრესმენი

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ლგბტ თემის „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ მოხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პარალელურად, კონგრესმენებიც ეხმიანებიან. რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საკუთარ სოციალურ ქსელში მოკლე განცხადებას აკეთებს და წერს, რომ გაარკვევს, ვინ დგას ამ ძალადობის უკან. “ვაკვირდები ძალადობას თბილისში და ვემხრობი ჩვენი საელჩოს განცხადებას. გადაწყვეტილი მაქვს გავარკვიო, ვინ დგას ლგბტ თემზე ძალადობის უკან. ამერიკას სწამს თავისუფლების”, – წერს კინზინგერი “ტვიტერზე”.

მეტი...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტი თბილისში მომხდარ ძალადობაზე განცხადებას აკეთებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს ლგბტ თემის მიმართ განორციელებულ ძალადობას და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის  პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, მომხდარი ფაქტი დასაგმობია. „ვგმობთ 5 ივლისს საქართველოში განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებზე, ჟურნალისტებზე. საქართველოს ლიდერები და სამართალდამცავი პირები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვის და თავისუფალი შეკრების კონსტიტუციური უფლება და დააკავონ მოძალადე ადამიანები“ – აცხადებს  ნედ პრაისი. სახელმწიფო დეპარტამენტი ყველას მოუწოდებს, ადამიანებს მისცენ საკუთარი შეხედულებების ღიად დაფიქსირების შესაძლებლობა.   „ქართველებს, ისევე როგორც ადამიანებს მთელს მსოფლიოში, აქვთ საკუთარი შეხედულებების გამოხატვის უფლება. შევახსენებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, სამართალდამცავ ორგანოებს და ინსტიტუტებს მათი ვალდებულებების შესახებ,…

მეტი...

საქართველოში წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ელოდებიან

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 9 ივლისს, საქართველოში წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ. საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, სიწმინდე ინდოეთის მთავრობამ საქართველოს საჩუქრად გადასცა. წმინდა ნაწილებს 10 ივლისს, 14:00 საათზე, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებენ.

მეტი...

პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს ვაქცინაციის შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველყოფა დაავალა

მასობრივი ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. როგორც ცნობილია, ქვეყანამ გასულ კვირას მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინების – „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ მილიონი დოზა, რის შემდეგაც ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია განახლდა. პრემიერმა ჯანდაცვის უწყებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია, ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობასა და ჯავშნებთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროგრამაში ქვეყნის მასშტაბით ჩართულია 160 სამედიცინო დაწესებულება და აცრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის მეშვეობით, ასევე უშუალოდ დაწესებულების ცხელ ხაზზე, რომელთა შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება…

მეტი...

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 4 მილიონს აღწევს

მსოფლიოში „კოვიდ 19-ით“ გარდაცვლილთა რაოდენობა მზარდია და 4 მილიონს აღწევს. რაც შეეხება ვირუსით დაინფიცირებულებს, მათი რაოდენობა 184.9 მილიონი ადამიანია. ვირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 34.5 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დაფიქსირებული, შემდეგ მოდის ინდოეთი – 30.6 მილიონი შემთხვევით, შემდეგ კი ბრაზილია, საფრანგეთი და რუსეთი.

მეტი...

„მედიაცენტრი მთავარი“ სოლიდარობას უცხადებს დაშავებულ ჟურნალისტებს და გმობს ძალადობას  

„ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები, ისინი, ვინც მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრში ვართ; ისინი, ვინც მოვლენებს ოპერატიულად ვაშუქებთ; ისინი, ვინც მოსახლეობას ინფორმაციას ვაწვდით და ამისთვის საკუთარ თავს, შესაძლებლობას და ენერგიას არ ვზოგავთ, დღეს კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით ძალადობის მსხვერპლი. ის, რაც დღეს რუსთაველის გამზირზე მოხდა, წარმოუდგენელი სისასტიკეა, დასაგმობია და იმედს ვიტოვებთ, ყველა მოძალადე სათანადოდ დაისჯება. „მედიაცენტრი მთავარი“ სოლიდარობას უცხადებს ყველა დაშავებულს და გმობს ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას“ – „მედიაცენტრი მთავარი“.

მეტი...

„თბილისი პრაიდის“ „ღირსების მარში“ არ გაიმართება

„თბილისი პრაიდის“ „ღირსების მარში“ ჩაიშალა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას „თბილისი პრაიდი“ ავრცელებს და პრემიერ-მინისტრის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს. “ქვეყნის ხელისუფლების დღევანდელმა მოქმედებებმა, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაგვანახა, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებას არ სურს აღასრულოს მისი პირდაპირი მოვალეობა. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის სამარცხვინო, ძალადობრივი, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდასავლური განცხადება, რომელშიც მან პასუხისმგებლობა და აგრესიის ვექტორები აქტივისტებზე გადაიტანა, არის ჩვენი პოლიტიკური ხელისუფლების, საქართველოს საპატრიარქოსა და პროორუსული ჯგუფების კოორდინირებული ძალადობრივი, შემგუებლური, წამახალისებელი და რუსული პოლიტიკის გაგრძელება. აღმასრულებელი ხელისუფლების უმოქმედობამ საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშე დააყენა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა ყველა შესაძლებლობა უზრუნველეყო პრაიდ კვირეულის…

მეტი...

რუსთაველის გამზირზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო რუსთველის გამზირზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. საუბარია ლგბტ თემის მიერ დაგეგმილ მსვლელობაზე, რომელსაც კონტრ-აქციის მონაწილეები აპროტესტებენ. საპატრიარქოს განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ:“ „გვინდა, შევახსენოთ ე.წ ,,მარშის” გასაპროტესტებლად შეკრებილ ადამიანებს, რომ ჩვენი დღევანდელი მსვლელობა და შეკრება უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვისკენ მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ცოდვას, რომელიც ცალსახად მიუღებელია ქრისტიანული სწვალებისათვის და ვაპროტესტებთ უზნეობის პროპაგანდას, ვლოცულობთ არა მარტო ჩვენს წიაღში მყოფი სულიერი შვილებისთვის, არამედ, უპირველესად, იმ ადამიანებისთვისაც, ვინც საპირისპირო აქციას გეგმავს. ქრისტიანობა მშვიდობისა და ურთიერთსიყვარულისკენ მოგვიწოდებს. გთხოვთ ყველას, თავი შეიკავოთ ნებისმიერი აგრესიული და…

მეტი...

„მათ არავითარი საფრთხე არ ექმნებათ ჩვენს ქვეყანაში“ – პრემიერი ლგბტ თემზე

„ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და კანონის უზენაესობა. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის მეთაური, რა თქმა უნდა, არ დავუშვებ არავითარ ქაოსს და სამოქალაქო დაპირისპირებას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ყველაფერი უნდა ჩატარდეს კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. „მინდა ასევე განმარტება გავაკეთო, რომ ზოგადად, ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, მე ვფიქრობ, პირიქით, ხელს უწყობს უმცირესობის წარმომადგენლების დისკრიმინაციას. მე ეს, ჩემს გამოსვლაში, პარლამენტშიც განვმარტე. როდესაც ზედმეტად ხდება აპელირება და ხაზგასმა მათ განსხვავებულობაზე, მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის დისკრიმინაცია ამ ადამიანების. ჩვენს მოსახლეობას, არავისთან, რა თქმა…

მეტი...

რშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად, დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი – მათ რამდენიმე დღის წინ აბსოლუტურად უსაფრთხოდ ჩაატარეს ღონისძიება, გუშინაც და გუშინ წინაც შეიკრიბნენ ლისის ტბაზე, მაგრამ დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად, დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე განმარტავს, დაანონსებული აქცია რატომ შეიცავს სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს. მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო იცავს ყველა მოქალაქის უფლებას. მისივე განცხადებით, მარშის ორგანიზატორებს განემარტათ, რომ მათ მიერ დაანონსებული აქცია შეიცავს გარკვეულ საფრთხეს და შესაბამისად, მათ მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა. „მოგეხსენებათ, ჩვენი სახელმწიფო იცავს ყველა მოქალაქის უფლებას. ჩვენ არც ერთ ჩვენს მოქალაქეს არ განვასხვავებთ რაიმე ნიშნით. ამისთვის ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი რამდენიმე წლის…

მეტი...

“საქმე გვაქვს არა გამოხატვასთან, არამედ საკუთარი ინტიმური ცხოვრების საჯარო პროპაგანდასთან” – მუსლიმთა სამმართველო

„ის, რასაც გეგმავენ ე.წ. „პრაიდის“ ორგანიზატორები შეუთავსებელია ჩვენი მორალისთვის და წინააღმდეგობაში მოდის ერთობლივი თანაცხოვრებით ჩამოყალიბებულ ფასეულობებთან. ჩვენ უზნეობას ზნეობად ვერ შევრაცხავთ და ვერც ამის მცდელობას შევეგუებით“ – აცხადებენ მუსლიმთა სამმართველოში „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით. განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „ჩვენ, საქართველოს მუსლიმები, სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენელნი და ჩვენი მორწმუნენი საუკუნეების მანძილზე მშვიდობიანად თანავცხოვრობთ საქართველოში. ჩვენს შორის, განსხვავების მიუხედავად ამ ხნის მანძილზე თავისთავად ჩამოგვიყალიბდა მშვიდობიანი თანაცხოვრების კულტურა, რაშიც თითოეულმა მხარემ საკუთარი წვლილი შეიტანა. ჩვენი ურთიერთობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომელსაც მოფრთხილება და მომავალი თაობებისთვისათვის გადაცემა სჭირდება. თანამედროვე რეალობამ კი, ადამიანების სასარგებლოდ დიდ მიღწევებთან ერთად, მოიტანა ისეთი იდეოლოგიაც, რომელიც ხშირად უხეში ფორმით და მიუღებელი პროპაგანდით…

მეტი...

საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ხდება

2021 წლის 30 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საგარეო საქმეთა მინისტრების 43-ე ვირტუალურ მინისტერიალში. მინისტრმა პოზიტიურად შეაფასა ალბანეთის თავმჯდომარეობის დროს, კორონავირუსის პერიოდში ალბანეთის ორგანიზებით გამართული ღონისძიებები. მინისტრმა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს გააცნო საქართველოში ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ზომები და ეკონომიკური ზრდის გააქტიურების კუთხით მიღწეული პოზიტიური შედეგები. დავით ზალკალიანმა კოლეგებს გაუზიარა ქართული მხარის ხედვები შავი ზღვის რეგიონის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის განვითარების პერსპექტივები. მათ შორის ხაზგასმით იქნა აღნიშნული რეგიონში უსაფრთხოების გაზრდის მნიშვნელობა, რაც წარმოადგენს BSEC-ის ქვეყნების…

მეტი...

„ხდება არასტანდარტული ცხოვრების წესის პროპაგანდა“ – საპატრიარქო ს განცხადება ,,თბილისი-პრაიდთან” დაკავშირებით

„მედიაცენტრი მთავარი“ საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “როგორც ფართო საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ,,თბილისი-პრაიდის” ორგანიზატორები ა.წ. 1-5 ივლისს გეგმავენ აქტივობებს; ამასთან დაკავშირებით ვაცხადებთ: დაგეგმილი „პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის საფარქვეშ ხდება არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა; იგი შეიცავს პროვოცირების ნიშნებს და კონფლიქტში შედის საზოგადოებაში აღიარებულ ზნეობრივ ნორმებთან და მიზნად ისახავს მძიმე ცოდვის ლეგალიზებას. ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, რაც ბუნებრივია, გულისხმობს არჩევანის თავისუფლებას. აღნიშნული მცირე ჯგუფის მიერ საკუთარი არჩევანის სხვებზე თავსმოხვევა ძალადობაა და ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად ლახავს სხვის, – ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის, უფლებას, თავისუფლებასა…

მეტი...

ჟენევის დისკუსიის მორიგი, მწვავე შეხვედრა დღეს გაიმართება

უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკითხი როგორც აფხაზეთის საპატიმროები, ისე ცხინვალის იზოლატორში; მათი უპირობო გათავისუფლება; გადაადგილების თავისუფლება; დევნილთა დაბრუნება – ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელზეც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 53-ე შეხვედრაზე დღეს იმსჯელებენ. ჟენევის მორიგი დისკუსია სწორედ დღეს გაიხსნება. ასევე, მთავარი განსახილველი თემა ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება, უკანონო ბორდერიზაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარება იქნება. ქართული მხარე აპირებს, მწვავედ დააყენებს ზაზა გახელაძისა და ასევე, უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების საკითხსაც. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მძიმე იქნება. „ჟენევის მოლაპარაკებები…

მეტი...

სამუშაო დღე 08:00 სათზე უნდა დაიწყოს

“რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი” შოთა ბურჯანაძე ფიქრობს, რომ  ქვეყნის მასშტაბით, სამუშაო საათები 08:00 საათზე  წაიყოს და 16:00 საათზე დამთავრდეს. ამის შესახებ ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა. ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ თუ სამუშაო დღე 18:00/19:00 საათის ნაცვლად 16:00 საათზე დასრულდება, ადამიანებს მეტი დრო ექნებათ საკუთარი თავისთვის და ეკონომიკაშიც მეტი თანხა ჩაბრუნდება: “უმნიშვნელოვანესია, რომ 08:00 საათზე იწყებოდეს ყველა ის სამსახური, რომელიც დღესდღეობით 10 საათზე იწყება.  2 საათით ადრე შევქმნათ პრეცედენტი ქვეყანაში გაღვიძების. 16:00 საათზე დასრულებული სამსახურის შემდეგ, ადამიანს უფრო მეტი დრო რჩება თავის თავისთვის, ოჯახისთვის, საზოგადოებისთვის და ეს ბევრი დროის დარჩენა ნიშნავს, რომ ეკონომიკაში მეტი თანხა იტრიალებს.…

მეტი...

ლევილის მამულის მართვა კულტურის სამინისტრის გადეცა

საფრანგეთში, ქ. ლევილის ქართული აკადემიაში, ლევილის მმართველი საბჭოს საორგანიზაციო სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლევილის ქართული მამულის პროექტის შემდგომი მართვა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგარზდობის სამინისტროს გადააბარა.  საორგანიზაციო სხდომას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი უძღვებოდა. სხდომას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საბჭოს წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.  როგორც სხდომაზე აღინიშნა, ისტორიული მამულის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები უკვე შედის იმ ეტაპზე, როდესაც უნდა შემუშავდეს ლევილის ქართული აკადემიის დამტკიცებული კონცეფცია-პროექტი, შესაბამისად უმჯობესია, საკითხის მნიშვნელოვანი კულტურული კომპონენტის გათვალისწინებით, ამ სამუშაოებს კულტურის…

მეტი...

ბელგია საქართველოსთვის საზღვარს კეტავს

​კორონავირუსის ახალი შტამის – „დელტა ვირუსის“ გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოსთვის საზღვარი ჩაკეტა. საქართველოს გარდა, ბელგიის საზღვარი კიდევ 23 ქვეყნისთვის დაიკეტა.   როგორც ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, ჩამონათვალში სულ 24 ქვეყანა მოხვდა და ეს გადაწყვეტილება „დელტა შტამის“ გააქტიურების გამო მიიღეს, რადგანაც, სხვანაირად ადგილობრივი მოსახლეობის დაცვა შეუძლებელი გახდებოდა. ბელგია საზღვარს ვირუსის დამარცხების შემდეგ გახსნის.

მეტი...

საბერძნეთის ციხეში ქართველმა ქართველი მოკლა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთს ციხეში ქართველი მოკლეს, მისი მკვლელი კი ასევე ქართველია. ბერძნული მედიის ინფორმაციით, მკვლელობის იარაღად გამოყენებულია დანა.   ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული 43 წლის ქართველი დავით მურტინელია. ის სხვა მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. კერძოდ,  საბერძნეთის ცნობილი მსახიობის ნიკოს სერგიანოპულოსის მკვლელობისთვის, რომელსაც  დანით  21 ჭრილობა მიაყენა. მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.  რაც შეეხება მოკლულს, მას გულის შეტევა დაეწყო, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მეტი...

მდიდრები იცრებიან, ღარიბები აცრის გარეშე რჩებიან – „დელტა“ ვირუსი მსოფლიოს უტევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინების არათანაბარ განაწილებაზე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, მდიდარ ქვეყნებში ყველაფერი კარგადაა, ღარიბი ქვეყნები კი ამჯერადაც იჩაგრებიან. „მდიდარი ქვეყნები ცრიან ადამიანებს, რომლებიც ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის წარმოადგენენ. ღარიბ ქვეყნებს კი ვაქცინები არ აქვთ. მსოფლიო მარცხდება, როგორც გლობალური საზოგადოება. ვირუსის „დელტა“ ვარიანტი მთელს მსოფლიოში ვრცელდება. საშიში მდგომარეობაა სამხრეთ აფრიკაში, სადაც დაინფიცირების შემთხვევებმა 40%-ით მოიმატა“ – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანო. მისი შეფასებით, ვაქცინების განაწილება, ფინანსური მდგომარეობის მიხედვით უსამართლოდ ხდება.   „მიწოდების პრობლემა არსებობს. მოგვეცით ვაქცინები. განსხვავება ქონასა და არ ქონას შორის არის…

მეტი...

გაგრის რაიონის სოფელ აიბღას ანექსიის თემა შეიძლება იყოს ის საკითხი, რაც გაგვაერთიანებს ჩვენ და აფხაზებს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„გაგრის რაიონის სოფელ აიბღას ანექსიით რუსეთი აქაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს და მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა მინისტრი ყველა დონეზე აფიქსირებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიციას და ასევე აქტიურად განიხილება, რომ იუსტიციის სამინისტრომ ამ თემაზე სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს. „გაგრის რაიონის სოფელ აიბღას დაწყებული ანექსიის საგანგაშო ფაქტს, ჩვენ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ფარგლებში გვქონდა ამაზე საუბარი, მოგეხსენებათ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო…

მეტი...

ისრაელში კორონავირუსის ახალმა შტამმა იფეთქა    

მიუხედავად ვაქცინირებული ადამიანების მაღალი მაჩვენებლისა, ისრაელში ვირუსის „დელტა“ სახეობამ იფეთქა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისევ რეგულაციები აამოქმედა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო გახდა. ბოლო 24 საათში, ისრაელში, კორონავირუსის „დელტა ვარიანტით“ 170-მდე ადამიანი დაინფიცირდა. ხელისუფლება მოსახლეობას მიმართავს, საერთაშორისო მგზავრობისგან თავი შეიკავონ. გამორიცხული არ არის, ისრაელმა საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილებაც მიიღოს. ვირუსის გავრცელება კი იმ ფონზე ხდება, რომ მოსახლეობის ძირითადი რაოდენობა აცრილია.  

მეტი...