გენგეგმის ნაცვლად, კერძო ინტერესებზე მორგებული ბიზნეს გეგმა – დიმიტრი ხუნდაძე მცხეთის განაშენიანების გენგეგმაზე

“აქოლისმა” გენ.გეგმის ნაცვლად კერძო ინტერესებზე მორგებული “ბიზნეს გეგმა” წარუდგინა მცხეთის მერიას და საკრებულოს“ – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე და ფიქრობს, რომ კომპანიის საქმიანობით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.   “აქოლისის” მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის წარდგენილი კონცეფცია, რომელიც ქალაქს და მის მოსახლეობას 6 წლიანი მორატორიუმი “დაუჯდა” და თანაც, ის, ამაში სახელმწიფოსგან საკმაოდ სოლიდურ თანხას ითხოვს, შესაბამისი უწყებების შესწავლის საგანი უნდა გახდეს.  ამ საკითხთან დაკავშირებით არც წარსულში მოვრიდებივარ მწვავე განცხადებებს, მაგრამ, როგორც ჩანს “მსურ ველებს” უღირთ, ამოეფარონ სიწმინდეებს და უდიდესი კულტურული და სიმბოლური ღირებულებები ტურისტული ნაკადების საეჭვო განაწილების ინსტრუმენტად აქციონ. ასეთი ეჭვები იუნესკოს ექსპერტებმაც გამოთქვეს…

მეტი...

“ამ საფრთხის წინაშე უკვე დგანან განსაკუთრებით თინეიჯერული ასაკის ბავშვები” – პედიატრი “მედიაცენტრ მთავარში”

ჭარბი წონა, უძილობა, აღგზნება, ზედმეტად აგრესია, საგნის ათვისების გართულება  – ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც პანდემიის გამო ჩაკეტილობამ ბავშვებსა და მოზარდებს შეუქმნა. როგორც იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრმა, პედიატრმა თემურ მიქელაძემ  „მედიაცენტრ მთავარში“ განმარტა, ბავშვები კორონავირუსს შედარებით მარტივად უმკლავდებიან, ვიდრე ჩამოთვლილ პრობლემებს. „საკმაოდ რთულია ონლაინ მიჯაჭვულობა, განსაკუთრებით ისეთი ონლაინ მიჯაჭვულობა, რომელიც სწავლასთან არ არის დაკავშირებული. არსებობს სხვადასხა აგრესიული თამაშები, აურაცხელი შავი მასალა, რომელიც ბავშვებს სწრაფად იზიდავს და მშობლებს ბინის პირობებში მათი მართვა საკმაოდ უჭირთ. პირველ რიგში, გაჩნდა სხვადასხვა პრობლემები, როგორიც არის მაგალითად, სიმსუქნე. ბავშვებმა უკვე მკვეთრად მოიმატეს წონაში. გარდა ამისა,…

მეტი...

პრეზიდენტი საოპერო მომღერალს თავდასხმასა და რეპუტაციის დაზიანებაში ადანაშაულებს  

საქართველოს პრეზიდენტი მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილს ქვეყნის რეპუტაციის მიზანმიმართუილად დაზიანების მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ის საკუთარი ქვეყნის რეპუტაციასაც აზიანებს. “სამწუხაროა, რომ ქალი, რომელიც მსოფლიო საოპერო ხელოვნებაში საქართველოს სახეს წარმოადგენს, ღიად ესხმის თავს და შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს, რითაც განზრახ და შეგნებულად აზიანებს საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას. იმ დროს, როცა ცნობილი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი მსოფლიოში ცვლილებებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა როლის გაძლიერებისადმი მხარდაჭერას გამოხატავს, ქართველი მეცოსოპრანო საქართველოს პრეზიდენტის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებით გამოთქმული დაუსაბუთებელი ბრალდებებით აკნინებს სწორედ ქალთა ძალისხმევას, რაც მიუღებელია”, – ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საუბარია…

მეტი...

„კოვოდ 19“-მა მომღერალი თემურ წიკლაური იმსხვერპლა

ერთთვიანი მკურნალობის მიუხედავად, ექიმებმა  მომღერალ თემურ წიკლაურის გადარჩენა ვერ შეძლეს. 75 წლის მომღერალი დღეს გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა კი გუშინ საკმაოდ დამძიმდა. მომღერალი “კოვიდ 19”-ის დიაგნოზით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. „მედიაცენტრი მთავარი“ სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს.   

მეტი...

„ვარ მერიის ტუალეტის გამგე და არ მეთაკილება“ – ბავშვებს ტუალეტი ახეხინეს, შსს-მ გამოძიება დაიწყო

ფაქტი, რომელიც სამეგრელოში, კერძოდ კი ჩხოროწყუში მოხდა, არასამთავრობოების, ბავშვთა უფლებადამცველების თუ სხვა ჯგუფების ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა. საუბარია შემთხვევაზე, როცა სკოლის მოსწავლეები მერიაში წაიყვანეს და ტუალეტი გაახეხინეს. როგორც აღნიშნული „აქციის“ ორგანიზატორი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურის ყოფილი უფროსი ეთერ ჯაფარიძე ამბობს, მან თვითნებურად იმოქმედა და ამაში სათაკილოს ვერც ვერაფერს ხედავს. „შემცირების შემდეგ დამრჩა ერთი იდეა, რომ ბავშვებისთვის ჩამედო ეს პატარა მარცვალი. წავედი მეორე საჯარო სკოლაში, შევხვდი სკოლის დირექტორს, შემიყვანა მე-7 კლასში, ბავშვებს ვუთხარი, რომ შრომა იწყება დაბადებიდან. ვიყავი ევროპაში და იქ არაფერი არ იყო ჩვენზე უკეთესი, არც კულტურა, გარდა იმისა,…

მეტი...

თემურ წიკლაურის მდგომარეობა მძიმეა – მომღერლის შვილი მიმართვას ავრცელებს

თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა.  მომღერლის ქალიშვილი მოსახლეობას მომართავს, თავი შეიკავონ ცრუ და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. “მეგობრებო, თემურზე საუბარი რადგან დავიწყე, ახლაც მოკლედ რამდენიმე სიტყვას ვიტყვი. ვიცი, ბევრი თქვენგანი ჩემი მამის შესახებ ყოველდღე სიახლეს ელის – კარგ ცნობას, თუმცა ამ წუთისთვის ჯერჯერობით კარგი სიახლე არ გვაქვს, თემურის მდგომარეობა გართულდა და დამძიმდა. მართალია, ჩვენ იმედიანად ვართ, მაგრამ ფაქტია, მისი მდგომარეობა გაუარესდა. ჩვენ გვესმის, ზოგადად, მსოფლიოში ამ ვირუსის გამო როგორი მძიმე ვითარებაა, მაგრამ ყველას გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ ჩვენი ოჯახის და კერძოდ, თემურ წიკლაურის ამჟამინდელი მდგომარეობა გაითვალისწინოთ და არანაირ ჭორსა თუ მითქმა-მოთქმას აჰყვეთ…

მეტი...

„მათ ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც გუშინ დატოვეს“ – პროკურორი მელაშვილ-ილიჩოვაზე

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის განხილვა არც კი დაწუებულა, მათ  10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ და გათავისუფლება საქმის დასრულებას არ ნიშნავს. აღნიშნულ თემაზე პროკურoრმა „კურიერის” ეთერში ისაუბრა. “აღკვეთის ღონისძიების დროებით შეცვლა,  არ არის გამართლება. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს არ გაუმართლებია, მათი საქმის განხილვა ჯერ, არც კი დაწყებულა. ეს პროცესი წარიმართება, ბრალდების მხარე გამოიკვლევს უტყუარ მტკიცებულებებს და ჩვენი პოზიცია, რომელიც მტკიცებულებებით არის გამყარებული, უდაოდ გამოიწვევს იმ მოცემულობას, რომ მათ, ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც გუშინ…

მეტი...

უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართ სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები ხორციელდება

ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტის მოსამზადებლად. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის გასაქრობად, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართ სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები ხორციელდება. ცალკეულ მეცნიერთა მოსაზრებით, ნების არსებობის შემთხვევაშიც კი,  მიყენებული ზიანი იმდენად  გამანადგურებელი შედეგის მქონეა, რომ უმეტესწილად მისი გამოსწორება და უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის პირვანდელი სახის აღდგენა, შეუძლებელია.  „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან, ნიკოლოზ ანთიძესთან აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში გამართული შეხვედრა აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა. შეხვედრას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა და იგი…

მეტი...

„არც ერთი სკოლა არ უნდა გაიხსნას, სადაც საპირფარეშო მოწესრიგებული არ არის“ – გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე განათლების სექტორისთვის მკაცრ რეკომენდაციას იძლევა და აცხადებს, რომ თუ სველი წერტილები მოწესრიგებული არ იქნება, არც ერთი სკოლა არ უნდა გაიხსნას.   „რაც შეეხება სკოლებს, ამბობენ, რომ ყველაფერი კარგად არის. საპირფარეშოებზე მინდა ვთქვა, ყველაფერ კარგად არ არის. ვირუსის ყველაზე დიდი გავრცელების ადგილი  სკოლაში სწორედ  საპირფარეშოა. საპირფარეშო თუ არ იქნება მოწესრიგებული, ის სკოლა არ უნდა გაიხსნას, ის ბაღი არ უნდა გაიხსნას. არც ერთი დაწესებულება არ უნდა გაიხსნას, სადაც საპირფარეშო არ არის კარგად მოწესრიგებული. ეს არის მთავარი, გავრცელება სწორედ აქ არის“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე. მისივე თქმით, ვირუსის…

მეტი...

საახალწლო გალაკონცერტი 23:00 საათზე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დღეს, 23:00 საათიდან თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული გალაკონცერტი გაიმართება. წლევანდელი გალაკონცერტი განსხვავებული ფორმატის იქნება – შემსრულებლები სპეციალურად მოწყობილ სცენაზე წარდგებიან,  რომელიც  რამდენიმესართულიან,  აივნებიან და ტერასებიან სახლს წარმოადგენს.  არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პროექტი სწორედ აივნებზე, ტერასებზე და ფანჯრებთან მოწყობილი  პერფორმანსების იდეას ეფუძნება. გარდა სპეციალურ სცენაზე წარმოდგენილი მუსიკალური ნომრებისა, ასევე, იქნება პირდაპირი ჩართვები თბილისის სხვადასხვა უბნიდან. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გალაკონცერტის მიმდინარეობისას მაქსიმალურად იქნება დაცული დაწესებული რეგულაციები. ~ „სპეციალურად  მოწყობილ სცენაზე მუსიკალურ ნომრებს ახალგაზრდები  შეასრულებენ, მაღალი რისკის მქონე შემსრულებლები კი საკუთარი,  საახალწლოდ მოწყობილი სახლის ფანჯრებიდან…

მეტი...

„მცხეთაში გამოცხადებულ მორატორიუმზე დაბალანსებულ გადაწყვეტილებას ვიპოვით“ – გიორგი გახარია დაპაუზებულ მცხეთაზე

„მცხეთაში გამოცხადებულ მორატორიუმზე დაბალანსებულ გადაწყვეტილებას ვიპოვით. გამოსავალი მარტივია – იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის შენარჩუნება და მოსახლეობისთვის ჟანგბადის მიცემა“ – ეს განცხადება პრემიერ – მინისტრობის კანდიდატმა მცხეთაში, პრივატიზებასა და მშენებლობასთან დაკავშირებით გამოცხადებულ მორატორიუმთან დაკავშირებით გააკეთა. როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, გამოსავალი მოსაძებნია. „პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, 2021 წელს უნდა დავსხდეთ, კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ და შეუძლებელია, გამოსავალი ვერ ვიპოვოთ. საჭიროა კომპრომისი როგორც მოსახლეობიდან, ასევე იუნესკოდან და სახელმწიფოდან. ჩვენ მზად ვართ ამ კომპრომისისთვის, უბრალოდ უნდა დავსხდეთ და ამ კომპრომისის პირობები განვსაზღვროთ ელემენტარულად იმისთვის, რომ ის დაპირება, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მივეცით, შევასრულოთ, ვიდრე გენერალური გეგმა…

მეტი...

მოსწავლეების ნამუშევარი კონსტიტუციის 32-ე მუხლთან დაკავშირებით

თბილისის N53 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც პროექტ “მე და კონსტიტუციის”  ფარგლებში ნახევარფინალში გავიდნენ, კონსტიტუციის 32-ე მუხლთან დაკავშირებით პოსტერი მოამზადეს. კოვიდ პანდემიის პირობებში,  მოსწავლეებს შრომა დაუფასდათ და ნახევარფინალშიც მოხვდნენ. როგორც მოსწავლეები გვიყვებიან, ისინი, აქტიურად არიან ჩართულები არაფორმალური განათლების პროექტებში და ეს პროექტიც ერთ-ერთი მათი წარმატებული მომავლის საწინდარია. პოსტერი საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლთან დაკავშირებით კი საქართველოს მოქალაქეობას ეხება. “მედიაცენტრი მთავარი” მხარდაჭერას უცხადებს ახალგაზრდებს.  

მეტი...

კორონავირუსით ცნობილი ლოტბარი გარდაიცვალა

“კოვიდ 19“-მა საქართველოს სახალხო არტისტი, ცნობილი ლოტბარი თემურ ქევხიშვილი იმსხვერპლა. გარდაცვლილი 80 წლის იყო და რამდენიმე კვირის განმავლობაში მკურნალობდა. თემურ ქევხიშვილი აღიარებული იყო „საუკუნის ხმად.“

მეტი...

პანდემიის გამო, სასკოლო არდადეგები გახანგრძლივდება

„კოვიდ 19“-ის პანდემიიდან გამომდინარე, წლევანდელი სასკოლო არდადეგები ყველაზე ხანგრძლივი იქნება. კერძოდ, ზამთრის დასვენება 31 იანვრიდან დაიწყება და 18 იანვრამდე გაგრძელდება. „არდადეგები 31 დეკემბრიდან დაიწყება. მთავრობის გადაწყვეტილებით, 3–დან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები გამოცხადდა, ეს კი, რა თქმა უნდა, სკოლებსაც შეეხება და სწავლას 18  იანვარს განახლდება, რადგან 15 იანვრის შემდეგ შაბათ-კვირა ემთხვევა, შესაბამისად სწავლა ორშაბათიდან 18 იანვრიდან განახლდება,” –  აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროში. რაც შეეხება  არდადეგების დასრულების შემდეგ სასწავლო პროცესის განახლებას,  სამინისტროს განცხადებით,  ეს ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

მეტი...

„ასე დაგვაშორა ამ კორონამ“ – პანდემიის გამო თბილისიდან სამეგრელოში „გადაბარგებული“ ტყუპები

გიორგი და დავით მაისურაძეები 12 წლის ტყუპები არიან. „კოვიდ პანდემიის“ გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მათ მოუწიათ თბილისის დატოვება და სამეგრელოში, ბებოსთან გადასახლება. როგორია ტყუპების ყოველდღიურ ცხოვრება დიდი ქალაქიდან პატარა ქალაქში, როგორ ჩაერთვნენ „სოფლის ფერხულში“, როგორ შრომობენ და აგრძელებენ ცხოვრებას „მედიაცენტრი მთავარის“ რეპორტაჟიდან შეიტყობთ. გიორგი მაისურაძე: „თბილისში კერძო სკოლაში ვსწავლობდით. ძალიან მომწონდა ჩემი სკოლა, ჩემი კლასელები, მეგობრები, წრეებზე დავდიოდი. ფიგურულ სრიალზე, „საერთაშორისო სახლში,“ ცურვაზე, მაგრამ კორონას გამო შეწყდა ეს ყველაფერი და მოგვიწია სახლში ყოფნა. „ონლაინ“ გაკვეთილებიც საერთოდ არ მომწონდა, მთელი დღე კომპიუტერთან მიწევდა ყოფნა.“ დავით მაისურაძე: „სოფელი ძალიან მომწონდა ყოველთვის, ზაფხულობით…

მეტი...

„მხილებული იქნეს ერის, ბერისა და ქვეყნის წინაშე“ – აფხაზეთის უმაღლესი საბჭო დავით გარეჯზე  

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ახალი აფხაზეთი-სამართლიანობა“ დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ.   „დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულმა ვნებათა ღელვამ, რომელმაც გულგრილი ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების არც ერთი ფენა არ დატოვა, დევნილი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის განცდებიც მოიცვა. ჩვენთვის, აფხაზეთიდან იძულებით წამოსული ადამიანებისათვის მშობლიურ მიწას და ჩვენი ღირსეული წინაპრების მიერ რუდუნებით შექმნილ ტაძრებსა და სალოცავებს განსაკუთრებული ფასი გააჩნიათ. სწორედ მათი მადლი და ძალა გვამოძრავებდა საუკუნეების მანძილზე გაგვეძლო მრავალი განსაცდელისთვის, შეგვექმნა გამორჩეულად მიმზიდველი, ორიგინალური და მაღალი სულიერებით დატვირთული საკუთარი ისტორია. ამ მაგალითს წარმოადგენს აფხაზთა და ქართველთა…

მეტი...

სწავლა დისტანციურ რეჟიმში შენარჩუნდება

თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩუნდება. „საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩუნდეს თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულში და გარდაბანში. ასევე, შეგახსენებთ, რომ აჭარაში სწავლა მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია, მობილობის შემცირებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ დასახლებაში არჩევნების მეორე ტური ტარდება. „გარდა ამისა სასწავლო პროცესის ნაწილში იცით ასევე, რომ 1500-მდე საარჩევნო უბანი იყო მოწყობილი ჩვენს…

მეტი...

„მრცხვენია იმის, რაც დღეს ხდება საქართველოში“ – ბელა ბერკემერ-მახარძის ემოციური განცხადება

გერმანიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი ხელოვანი, მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძე საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ემოციურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მას რისხვის ეშინია. „ვადევნებ რა თვალყურს არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, სიმართლე გითხრათ, მრცხვენია. მრცხვენია არ იმის, რომ  მე გახლავთ ქართველი, პირიქით, მე ამით ვამაყობ, მრცხვენია იმის, რაც დღეს ხდება საქართველოში. ერთი ხმის გამო ნუ დავთხრით თვალებს ერთმანეთს, ნუ ვესვრით ქვას ერთმანეთს და ნუ ჩავქოლავთ. აქვე, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ჩემს ძვირფას მუსიკოს-შემსრულებლებს. ავიღოთ თუნდაც ჩვენი ბუმბერაზი ბუბა. როგორ შეიძლება ის ტალახში ამოსვარო, ამ კაცმა ეპოქა შექმნა. როგორ შეიძლება ამ საყვარელ და ბუმბერაზ ადამიანს ხაზი…

მეტი...

“ბათუმის სტადიონზე მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჩამოვლენ” – კახა კალაძე

ბათუმში 14-წლიანი მოლოდინის შემდეგ ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და აჭარის მთავრობის წევრები, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და ვეტერანი ფეხბურთელები ესწრებოდნენ. კორონავირუსის პანდემიის გამო, სტადიონის გახსნა ორჯერ ჩაიშალა. ახალი სტადიონის გახსნას მხოლოდ 200 ადამიანი დაესწრო, თუმცა, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ვითარების გამოსწორებისთანავე სტადიონზე ცნობილ ვარსკვლავებს ჩამოიყვანენ. „მე, როგორც საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მოხარული ვარ, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი სტადიონი აშენდა. კარგად გვახსოვს, ბათუმში სტადიონი როგორც დაანგრიეს და ამის მერე მის აშენებას ველოდებოდით. ძალიან დასანანია, რომ დღეს სტადიონი ისე ვერ გაიხსნა, როგორც ჩვენ გვსურდა. მაგრამ პირობას ვდებ საქართველოს…

მეტი...

“მჯერა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება ადგილი, სადაც აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები ერთად ისწავლიან, რაც ამ ორ ერს შორის დიდი შერიგების საწინდარი იქნება” – სალომე ზურაბიშვილი

“მჯერა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება ადგილი, სადაც აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები ერთად ისწავლიან და ამ ორ, ჩვენთვის ძვირფას ერს შორის დიდი შერიგების საწინდარი იქნება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე შეფასებით, კეთილმეზობლობა კავკასიის რეგიონის ბედისწერაა, რასაც წინ ვერაფერი დაუდგება. ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს გაწვდილი ხელია აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. „დღეს ქუთაისს ქვეყანაში, რეგიონსა და მსოფლიოში ახალი მისია ევალება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის საქართველოს გაწვდილი ხელი აფხაზეთის და ცხინვალის ახალგაზრდებისთვის. მათ აქ ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, შექმნან საკუთარი…

მეტი...

“ეს არის საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი, რომელმაც სერიოზული პროგრესი უნდა აჩვენოს ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში” – გიორგი გახარია

“ეს ქველმოქმედების აქტი არის ყველაზე ღირსეული ნაბიჯი. ეს არის საქართველოს მომავალში ჩადებული ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია და დარწმუნებული ვარ, საქართველოს თითოეული მოქალაქე ამ უნივერსიტეტს როდესაც უყურებს, მადლიერების გრძნობით ივსება”, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მან პროექტის განხორციელებისთვის ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და აღნიშნა, რომ განათლების რეფორმა სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია. „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ის ინოვაცია ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში, რომელმაც ფუნდამენტური როლი უნდა შეასრულოს. განსაკუთრებით, ყველას კარგად გვესმის და ვხედავთ, რომ ქუთაისის​საერთაშორისო უნივერსიტეტში ძირითადი აქცენტები გაკეთებულია ფუნდამენტურ მეცნიერებაზე, რაშიც ჩვენ ბოლო…

მეტი...

” ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი საქართველოში ვერ იარსებებდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ქველმოქმედება” – მიხეილ ჩხენკელი

“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის მსოფლიო სტანდარტის მქონე ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი. ამ უნივერსიტეტის იდეისა და მისი განვითარების კონცეფციის ავტორია ბიძინა ივანიშვილი. ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი საქართველოში ვერ იარსებებდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, რომელიც 1 მილიარდ ევროს შეადგენს”, – ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. „დღეს ჭეშმარიტად ისტორიული დღეა და მინდა პირველ რიგში ეს დღე სტუდენტებს მივულოცო. დღეს დილით ძალიან ემოციური მომენტი იყო, როდესაც პირველკურსელებმა უნივერსიტეტის ფიცი დადეს. მინდა მივულოცო მთელ საქართველოს ასეთი ბრწყინვალე უნივერსიტეტის გახსნის დღე. ქუთაისის…

მეტი...

„ეს ქველმოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი აქტია, რაც ამ ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარა” – გიორგი გახარია

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ფუნდამენტური განათლებაა ყველაზე კარგი საფუძველი, რათა ჩვენ ამ გამოწვევებისგან სწორი გამოსავალი ვიპოვოთ. ასევე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გლობალური კონკურენციაც იქნება აბსოლუტურად სხვანაირი. ეს არ იქნება ჩვენი თაობის სტუდენტობა, ეს არ იქნება ჩვენი თაობის მეცნიერება, ეს იქნება სულ სხვა ხარისხის გამოწვევები და რა თქმა უნდა, თქვენ ამისთვის მზად უნდა იყოთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა. გახარია მიესალმა სტუდენტებს და განაცხადა, რომ ეს დღე მათ ცხოვრებაში არაორდინალურია, რადგან მათ სტუდენტური ცხოვრების პირბადეებით დაწყება უწევთ. მისივე თქმით, მსგავსი რამ…

მეტი...

„მაშინ დაიბადა დამოუკიდებელი საქართველო. დღეს და აქ იბადება ახალი საქართველო“ – სალომე ზურაბიშვილი

“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა, ისეთივე მოვლენაა, როგორც 1918 წელს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა”, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიალზე გააკეთა. „მაშინ დაიბადა დამოუკიდებელი საქართველო. დღეს და აქ იბადება ახალი საქართველო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. მისი თქმით, საქართველო ხდება ქვეყანა, სადაც ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აქვთ საშუალება მიიღონ უმაღლესი დონის განათლება, ზუსტ და ტექნიკურ მეცნიერებებში, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას გახდნენ სრულფასოვანი წევრი მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების და მისი ავანგარდის. პრეზიდენტის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის გაწვდილი ხელი აფხაზეთის და ცხინვალის ახალგაზრდებისთვის. „მათ აქვთ შესაძლებლობა შექმნან საკუთარი მომავალი, იგრძნონ…

მეტი...

“მთავრობა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მუშაობას წერტილოვანი მიდგომებით გააგრძელებს” – ნათია მეზვრიშვილი სასწავლო დაწესებულებებში სწავლაზე

ამ ეტაპზე არ მივიჩნევთ, რომ რაიმე მასშტაბური გავრცელების რისკებია სასწავლო დაწესებულებებში, თუ ამის რისკებს დავინახავთ, ბუნებრივია, შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ, – ამის შესახებ საქართველოს მტავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თუ მთავრობა დაინახავს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა, მუშაობას წერტილოვანი მიდგომებით გააგრძელებს. „დღეს იმისი რესურსი, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხოდ მიმდინარეობდეს, შესაბამის უნივერსიტეტებს აქვთ. ასევე მივეცით უნივერსიტეტებს დისკრეცია, რომ, იქ, სადაც ისინი თვლიან, რომ რისკები არსებობს და სურვილი აქვთ, რომ დისტანციურად სწავლა განახორციელონ, ეს გადაწყვეტილება მათ მიიღონ და ეს მთლიანად მათ დისკრეციას განეკუთვნება. თუ დავინახავთ, რომ სადღაც ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა, აქაც…

მეტი...

„ნახეთ ეს რუკა, გარეჯი საერთოდ არ არის ამ რუკაზე, ინტერესი ვისია, ეს თქვენ გადაწყვიტეთ“ – მიტროპოლიტი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტ მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, საჭიროა, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით წმინდა სინოდის სხდომა გაიმართოს. როგორც სასულიერო პირმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ე.წ. ხმაურიან რუკაზე, დავით გარეჯი საერთოდ არ არის მონიშნული.   „ეკლესიას რა ეჭვები აქვს და რა აზრი აქვს, ეს იქნება წმინდა სინოდის სხდომაზე. გააჩნია როდის იქნება და საერთო დასკვნას მერე მოგახსენებთ. რაც შეეხება ჩემ პირად აზრს, კითხვას შემოგიბრუნებთ, რომელს გინახავთ ის რუკა საერთოდ, რაზეც არის ლაპარაკი. გინახავთ პირადად ეს რუკა? ვინ გამოაქვეყნა იმას არ გეკითხებით. ნახეთ ეს რუკა, გარეჯი საერთოდ არ არის ამ რუკაზე, ინტერესი ვისია, ეს თქვენ გადაწყვიტეთ. გეუბნებით,…

მეტი...

„მედიაცენტრი მთავარის“ ინფორმაციით კორონავირუსი „მთიებშიც“ დაფიქსირდა

კორონავირუსი სკოლა პანსიონ IB მთიებშიც დადასტურდა. კერძოდ, ვირუსი მესამე კლასელ მოსწავლეს აღმოაჩნდა. კონკრეტული კლასის მოსწავლეები სახლში გაუშვეს. როგორც ინფიცირებული კლასელის მშობელმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ბავშვები „ონლაინ სწავლებაზე“ გადაიყვანეს და დახურულია მხოლოდ კონკრეტული კლასი. „ძალიან არადექვატურ მიდგომაა. დაგვიბარეს, გვითხრეს რომ მოსწავლეს ვირუსი დაუდასტურდა და ბავშვები გამოგვაყოლეს სახლში. ამის იქით არც არავის მოუკითხივართ, არც არანაირი ტესტირება, სრულიად გაუგებარი სიტუაციაა. როცა ერთ კლასში იყო 23 მოსწავლე და აქვე იყო ინფიცირებული, არ უნდა გამოეკვლიათ ბავშვები, ხომ შეიძლება ვინმეს გადაედო ვირუსი“ – განუცხადა მშობელმა „მედიაცენტრ მთავარს“.            

მეტი...

„ამ რუკის გვერდზე გაწევით ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები აზერბაიჯანთან“ – მამა კირიონი  

„ეს დანაშაული მელაშვილი-ილიჩევას დონეზე არ არის ჩადენილი“ – აცხადებს დავით გარეჯის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირი მამა კირიონი და სახელმწიფოსგან მაღალი თანამდებობის პირების გამოკვეთას ითხოვს. „გავიდა 13 წელი და ჩვენი მხრიდან იქ ასვლა ვერ ხდება. მე ვამბობ, რომ ჩადენილია დანაშაული და ეს დანაშაული არის გამოსაძიებელი სახელმწიფოს დონეზე. აქ მელაშვილისა და ილიჩოვას დონესთან არ გვაქვს საქმე. ისინი შეიძლება იყვნენ ყველაზე უმდაბლესი დონე. გასარკვევია, რა მოტივაციით ხდებიდა ეს ყველაფერი. სახელმწიფო კარგავს ტერიტორიებს და ეს ყველაფერი დადის 2 ადამიანის დონეზე? –  სირცხვილია“ – ამბობს მამა კირიონი. სასულიერო პირის განცხადებით, რუკაზე, რომლითაც კომისიის წევრებს უნდა…

მეტი...

თბილისში ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები წესდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით,  სკოლის მასწავლებლებისა და ბაღის აღმზრდელებს „რანდომულ“ ანუ შერჩევითი ტესტირებას ჩაუტარებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო. „დავიწყებთ მასწავლებლების ე.წ. რანდომულ ტესტირებას. თქვენ იცით, რომ თუ ერთი მოსწავლე კორონავირუსით დაინფიცირდა, სკოლის სრული იზოლირება არ ხდება. კლასი გადადის ონლაინ სწავლებაზე., მასთან შემხებლობაში მყოფი მოსწავლეები და მასწავლებლები გადადიან თვითიზოლაციაში. ასეთი „წერტილოვანი შეზღუდვები“ თბილისის მასშტაბით განხორციელდება არა მხოლოდ სკოლებში, არამედ დიდ დაწესებულებებშიც. ასევე, იქნება ბაღების შემთხვევაშიც. ჯგუფი გადავა თვითიზოლაციაში. ბაღის დეზინფექცია გაკეთდება, მოხდება ხშირი განიავება და სველი წესით დალაგება. თუ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ბაღში,…

მეტი...

პირველი კლასის მოსწავლეს თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის 126-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც 126-ე სკოლის დირექტორმა, ირინე მჭედლიძემ განაცხადა, ბავშვი სკოლაში ოთხშაბათის შემდეგ არ ყოფილა. „ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია გავითვალისწინეთ, ყველა საკლასო ოთხაში დეზინფექცია დღეს და ხვალ ტარდება, ხოლო აღნიშნული კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადაგვყავს. დანარჩენ კლასებში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება“, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

მეტი...

900-მდე მოსწავლე და მასწავლებლები იზოლაციაში გადაიყვანეს

აჭარის შემდეგ, „კოვიდინფექცია“ თბილისშიც აღმავლობით ვრცელდება. ვირუსი არაერთ სკოლაში დაფიქსირდა, რის გამოც სასწავლო პროცესი შეჩერდა. რაც შეეხება თბილისის 32-ე საჯარო სკოლას, სადაც ვირუსი გუშინ დაფიქსირდა, იზოლაცია პედაგოგებსაც შეეხოთ.   ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, 32-ე საჯარო სკოლაში თვითიზოლაციაში 900-მდე  მოსწავლე იმყოფება. რაც შეეხება პედაგოგებს, ვირუსზე ეჭვი  30-მდე პედაგოგზე არსებობს და მათ აკვირდებიან. აღნიშნულ სკოლაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

მეტი...

„მწვანე სკოლის“ მოსწავლეს “კორონავირუსი” აღმოაჩნდა

თბილისში, დიღმის მასივში, „მწვანე სკოლაში“ ერთ-ერთ მოსწავლეს „კორონავირუსი“ დაუდასტურდა. ინფიცირებული მეთორმეტე კლასელი მოსწავლეა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“  „მწვანე სკოლის“ ადმინისტრაციამ განუცხადა, სკოლაში ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, რადგანაც, მაღალი კლასელები დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ სწავლებას და ინფიცირებულ მოსწავლეს სკოლასთან შეხება არ ჰქონია. დღეს, „კორონავირუსი“  21-ე სკოლის პირველკლასელ მოსწავლესაც დაუდასტურდა.

მეტი...

თბილისში, პირველკლასელ მოსწავლეს „კორონავირუსი“ დაუდასტურდა

თბილისში, 21-ე საჯარო სკოლის პირველი კლასელს „კოვიდ ვირუსი“ დაუდასტურდა. როგორც სკოლის დირექტორმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ბავშვი უსიმპტომოა. როგორც დირექტორმა გვითხრა, მისი მოსწავლე შაბათს წვეულებაზე იმყოფებოდა, როცა მშობლებმა შეიტყვეს, რომ წვეულებაზე იყო ბავშვი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, საკუთარ შვილსაც ჩაუტარეს ტესტი, რომელიც დადებითი აღმოჩნდა. „ბავშვი დღემდე უსიმპტომოა. როგორც კი ეს ამბავი გავიგე, მაშინვე  ეპიდემიოლოგს დავურეკე. დღეს დილით კი დაავადებათა კონტროლის ცენტრს დავუკავშირდი და გადავეცი ინფორმაცია. ასევე, საქმის კურსში ჩავაყენე განათლების სამინისტრო“ – გვითხრა დირექტორმა. სკოლის ადმინისტრაცია სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას დღეს გეგმავს.

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის დედამ უარი განაცხადა, დაკითხულიყო საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის პროცესზე

გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის დედამ უარი განაცხადა, დაკითხულიყო მცხეთის რაიონულ სასამართლოში საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის პროცესზე. პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის თქმით, თამარ შაქარაშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს წერილი გამოგზავნა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. „სასამართლოში მიღებული იყო გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის დედის წერილი, სადაც ქალბატონი გამოთქვამდა პოზიციას, რომ მისთვის უკიდურესად მძიმე და რთული იყო, წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე და მიეცა ჩვენება აღნიშნულ საქმეზე. ქალბატონ თამარ შაქარაშვილის წერილში დაფიქსირებული იყო, რომ აღნიშნულ საქმეზე ექვსივე პირის მიმართ, თითოეული პირის მიმართებაში, მათთვის წარდგენილი ბრალის ფარგლებში, სასამართლოს მიეღო მკაცრი გადაწყვეტილება. საკმაოდ ემოციური წერილი იყო. წერილში დაფიქსირებული იყო, რომ მისთვის მძიმე…

მეტი...

პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაუვადდებათ

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილები დაამტკიცა. სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, პროფესიული განათლებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ, სასურველ პროგრამაზე სწავლა დაასრულონ, შესაბამისი კვალიფიკაცია მიიღონ და ამის შემდეგ დაიწყონ სავალდებულო სამხედრო სამსახური. „ბევრი ახალგაზრდა სწორედ აღნიშნული შესაძლებლობის არარსებობის გამო წყვეტდა სწავლას ან საწყის ეტაპზევე უარს ამბობდა პროფესიული განათლების მიღებაზე“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში. მინისტრის მოადგილის, თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, აღნიშნული სიახლე დადებითად აისახება პროფესიული განათლების სისტემაზე, ვინაიდან ის გახდება ბევრად უფრო ხელმისაწვდომი. „სურვილის მიუხედავად, ბევრი ვაჟი ვერ ახერხებდა განათლების მიღებას იმ მიზეზით, რომ პროფესიულ სასწავლებელში…

მეტი...

სასწავლო პროცესი ოზურგეთშიც შეწყდა და დისტანციურზე გადავიდა

„კორონავირუსის“ ახალი შემთხვევების მატებიდან გამომდინარე, ოზურგეთში სასწავლო პროცესი სკოლებიდან სახლში ინაცვლებს. აღნიშნული განცხადება სახელმწიფო რწმუნებულმა გააკეთა და შემთხვევების მატებაზე ისაუბრა. „16 დადასტურებული შემთხვევიდან, 13 „აჭარა ტექსტილს“ უკავშირდება და ამ ფაბრიკის თანამშრომლები არიან. ყველა მათგანი უკვე შესაბამის კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს. მათ, ვისაც არ აქვს დადასტურებული “კოვიდ 19”, მაგრამ დასაქმებულია „აჭარა ტექსტილში“, გადაყვანილები არიან აჭარის საკარანტინო სივრცეში და მათზე დაკვირვება გრძელდება“, – აღნიშნა ზურაბ ნასარაიამ. მისივე ინფორმაციით, შემთხვევების მატებიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ოზურგეთში სწავლება დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

მეტი...