ახალი სასწავლო წლის დაწყება ქუთაისში კონცერტით აღნიშნეს

ახალი სასწავლო წლის დაწყება ქუთაისელ მოსწავლეებსა სტუდენტებს, ქალაქის ისტორიულ ნაწილში გამართული კონცერტით მიულოცეს. ​ღონისძიება ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის კულტურის განყოფილების მიერ იყო ორგანიზებული. მასში მონაწილეობდნენ მომღერლები: ოთო კვალიაშვილი, სოფო ბათილაშვილი, ია ტომაში და თამუნა გიორგაძე. კონცერტი ჯგუფ „მუზეუმის“ გამოსვლით დასრულდა. დღეს, 24 სექტემბერს, სააღმზრდელო პროცესი დაიწყო ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღებში. პატარებს სწავლის დაწყება ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიულოცა. ქალაქის მერმა ქუთაისში რამდენიმე ბაღის შენობაც დაათვალიერა, რომლებიც წელს გარემონტდა. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, საბავშვო ბაღები ახალ სასწავლო წელს მაქსიმალურად მომზადებული ხვდებიან. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ქუთაისის მერიაში განუცხადეს, ქალაქში სულ 37 ბაგა-ბაღია, სადაც წელს…

მეტი...

მუხრანში 2 მილიონამდე ღირებულების საბავშვო ბაღი გაიხსნა

ახალი განაცხადი მცხეთის მუნიციპალიტეტში- დღეიდან სოფელ მუხრანს ევროპული, თანამედროვე სისტემებითა და ტექნიკით აღჭურვილი, უმაღლესი დონის საბავშვო ბაღი მოემსახურება. როგორც მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე „მთავართან“ საუბრისას აცხადებს, მუხრანის საბავშვო ბაღის გახსნა სწორედ 2016 წლის საარჩევნო დაპირება იყო, რომელიც შესრულებულია. „საბავშვო ბაღი, რომელიც დღეს გავხსენით, მთელ ქვეყანაში ერთ-ერთი ძვირადღირებული პროექტია. პროექტის ღირებულება მილიონ 674 000 ლარია. საბავშვო ბაღი 180 ბავშვს ემსახურება, რომელიც ყველა ასაკობრივ ჯგუფზეა  გათვლილი.  ის სრულად შეესაბამება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს. აღჭურვილია უმაღლესი დონის საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით, ემსახურება 2 ლიფტი. გარდა იმისა, რომ ბაღი სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ემსახურება, მნიშვნელოვანია…

მეტი...

საჯარო სკოლებსა და ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი, ბაგა-ბაღებში კი სააღმზრდელო პროცესი დღეს, 17 სექტემბერს დაიწყო.  საჯარო სკოლების პირველ კლასში წლეულს 50 232, კერძოში კი – 5 892 მოსწავლე დარეგისტრირდა.  საჯაროს სკოლებში ყველა პირველკლასელს გადაეცა ახალი ნეტბუქები და სასწავლო სახელმძღვანელოები. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2018-2019 სასწავლო წლის დაწყება ერთი კვირით გადაიდო 5 კერძო და 4 საჯარო სკოლაში. 2017 წლის სექტემბრიდან დღემდე 152 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. შენდება 27 ახალი სკოლა,  ამათგან 23-ი შენობა ექსპლოატაციაში ექსპლუატაციაში უკვე 2018-2019 სასწავლო წლისთვის ექსპლუტაციაში შევა. ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს მოსწავლეებს საქართველოს განათლების, მეცნიერების,…

მეტი...

მოძრაობის თეატრი ახალ სეზონს პრემიერით და ინოვაციური პროექტებით იწყებს

მოძრაობის თეატრში მისულ მაყურებელს, 20 სექტემბრიდან განახლებული რეპერტუარი, პრემიერა და  ექსპერიმენტული პროგრამა ელოდება, რომელიც საქართველოში პირველად განხორციელდება. უკვე კარგად ნაცნობი სპექტაკლები კი ახლებური ინტერპრეტაციებით იქნება წარმოდგენილი. ახალი სეზონი პრემიერით  „ასტიგმატისტებით“ გაიხსნება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” რეჟისორმა, იოსებ ბაკურაძემ განუცხადა, „ასტიგმატისტები“ არის კომედია ასტიგმატისტების ოჯახის ერთი კომიკური დღის შესახებ, რომელიც გადმოცემულია მუნჯი კინოს ხერხით. სპექტაკლის გმირები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ. ყველაფრით უკმაყოფილო ბაბუა ცდილობს ოჯახური ტრადიციები დაიცვას. აურზაური, რომელიც ერთ დღეს ხდება ასტიგმატისტების ოჯახში მაყურებელს კომიკურ სამყაროში ამოგზაურებს. ​მისივე თქმით, სავარაუდოდ ოქტომბერში განხორციელდება ექსპერიმენტულ პროექტი. ეს იქნება 360 გრადუსით გადაღებული „ასტიგმატისტების“ ინოვაციურ გარემოში ჩვენება. პარტერი სცენის ცენტრში…

მეტი...

თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდების სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

თბილისში, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის მიმდებარედ, 230 ბენეფიციარზე გათვლილი, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება. პროექტის მხარდასაჭერად „მთავარანგელოზ გაბრიელის და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  3040 კვ.მ. მიწის ნაკვეთი უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადასცა. სულ 983 200 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდოამზე განაცხადა. ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი, საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს, კონკრეტულად მათზე მორგებულ სერვისებს და პროგრამებს შესთავაზებს. ცენტრი აღიჭურვება უახლესი მოწყობილობებით, სენსორული ოთახებით, სხვადასხვა სახის თერაპიისთვის საჭირო ინვენტარით და დაკომპლექტდება უცხოეთიდან მოწვეული ტრენერების მიერ გადამზადებული პროფესიონალებით.…

მეტი...

განათლების მინისტრმა მოადგილეები, მიმინოშვილი და სანიკიძე გაათავისუფლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საკადრო წმენდა დაიწყო. მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მისი 2 მოადგილე და სხვა ხელმძღვანელი პირები დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა და დააანონსა რომ საკადრო ცვლილებები გაგრძელდება. მინისტრმა განხორციელებულ საკადრო ცვლილებების მიზეზებიც განმარტა და აღნიშნა, რომ ხარისხი მთავარი პრიორიტეტია. „ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია კონკურენტუნიარიანი განათლების სისტემის შექმნა, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება, რისთვისაც იგეგმება არაერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა. შესაბამისად, ამ პროცესს ახალი ენერგია, ახალი ხედვები და ახალი საკადრო პოლიტიკა სჭირდება. სწორედ ამის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება და თანამდებობას ტოვებენ მინისტრის მოადგილეები: თემურ მურღულია და ლია გიგაური, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე,…

მეტი...

“ჩემი ძვირფასი თბილისელებისთვის სიურპრიზი მაქვს” – ქეთი მელუას საჩუქარი თბილისს

თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, 16 სექტემბერს, 21:00 საათზე, ევროპის მოედანზე, მსოფლიოში ცნობილი ქართველი მომღერლის, ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება.  ​ მომღერალი თბილისელი თაყვანისმცემლებისთვის ვიდეომიმართვას ავრცელებს: “მოგესალმებით ბრიტანეთიდან. ჩემი ძვირფასი თბილისელებისთვის სიურპრიზი მაქვს. ძალიან მიხარია, რომ სულ მალე, ჩემს ბენდთან ერთად შევხვდებით ევროპის მოედანზე, თბილისის ცის ქვეშ. მიყვარხართ და გელოდებით ყველას”. ქეთი მელუას კონცერტზე დასწრება თავისუფალია. ქეთი მელუა ქალაქ ქუთაისში დაიბადა. ცხოვრების პირველი წლები ბებიასა და ბაბუასთან საქართველოს დედაქალაქ თბილისში დაჰყო, მოგვიანებით კი მშობლებთან და ძმასთან ერთად ქალაქ ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ქეთის მამა კარდიოლოგად მუშაობდა. 1993 წელს, თბილისის  ომის დასრულებისთანავე ოჯახი საცხოვრებლად ბელფასტში,…

მეტი...

მცხეთა-მთიანეთში ყაზბეგობა – 2018 და ფერმერთა აგროფესტივალი გაიმართა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახალხო დღესასწაული – ყაზბეგობა 8 სექტემბერს გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა რეგიონულ-ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ და ფერმერთა აგროფესტივალი. ​აგროფესტივალი ევროკავშირის მხარდაჭერით და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) თანამშრომლობით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში განხორციელდა. ​ღონისძიებას დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ. “დღეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დიდი სახალხო დღესასწაულია – ყაზბეგობა. ღონისძიებების ფარგლებში შესაძლებლობა გვაქვს ერთი მხრივ მოვახდინოთ ქართული კულტურის, ხელოვნებისა და პროდუქციის პოპულარიზაცია, მეორე მხრივ, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ ფერმერებს პროდუქციის რეალიზებაში” – განაცხადა შალვა კერესელიძემ. დღესასწაულის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 30 ქართველი მეწარმის…

მეტი...

კარლო საკანდელიძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ წიგნი გამოიცა

ქართული თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, კარლო საკანდელიძის შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ წიგნი გამოიცა. თბილისის მერიის მხარდაჭერით, 8 სექტემბერს, 18 საათზე, რუსთაველის თეატრის ფოიეში, 140-ე სეზონის გახსნაზე, კარლო საკანდელიძის წიგნის პრეზენტაცია და ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ რუსთაველის თეატრის დასის წევრები. ​კარლო საკანდელიძეს წელს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა. რუსთაველის თეატრის სცენაზე კარლო საკანდელიძემ 61 წელი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მას 80-მდე როლი აქვს შესრულებული თეატრში და 50-მდე კინოში. მის მიერ განსახიერებული პერსონაჟები მაყურებელმა შეიყვარა და დაიმახსოვრა. პროექტი განხორციელდა თბილისის მერიის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს,…

მეტი...

საქართველოს განათლების სისტემას 50 ახალი სკოლა შეემატება

​ახალი სასწავლო წლისთვის, კახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონში, 30 ახალი სკოლა მიიღებს მოსწავლეებს. სკოლების შენობები აშშ მთავრობისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით აშენდა და აღიჭურვა. ​ახლო მომავალში ასევე გაიხსნება 20 ახალი სკოლა, რომელიც, 25 წლის განმავლობაში პირველად, განათლების სამინისტროს დაფინანსებით აშენდა. როგორც “მედიაცენტ მთავარს” განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განუცხადა, დაწყებითი კლასების 17 სექტემბრისთვის სრულიად განახლებული და ხარისხობრივად გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები დახვდებათ. ასევე, ინგლისური ენის გარდა, მე-5 კლასის მოსწავლეებს ევროპული და აღმოსავლური ენების შესწავლის უფრო ფართო არჩევანი ექნებათ. მისივე ინფორმაციით, ახალი ეტაპი იწყება ინკლუზიური განათლების მიმართულებით. სპეც -პედაგოგები მასწავლებლის პროფესიული…

მეტი...

პირველი სკოლა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, საქართველოში  იოჰანეს ჰანმა გახსნა

„წარმატებული რეგიონალური თანამშრომლობის სიმბოლო“ – ასე აფასებს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოში, კერძოდ კი თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის დაფუძნებას, რომელიც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გახსნა. „ჩემი მისია გახლდათ შემექმნა პირველი სკოლა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სტუდენტებს მოიზიდავდა და მისცემდა მათ არა მხოლოდ შანსს, მიიღონ მაღალი დონის განათლება, არამედ იმას, რომ მოსწავლეები ევროღირებულებებს ჩაღრმავებოდნენ. უნდა ვაღიარო, რომ რაც ევროკომისარი გავხდი, ჩემი ამოცანა გახდა ახალგაზრდებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნა. ეს ეხება ასევე მუშაკებს, მეწარმეებს, მათ, ვისაც ჩვენი საზოგადოება წინ მიჰყავს. „განათლება გახლავთ უმთავრესი მიმართულება“ – ეს ციტატა ჩემს კაბინეტში მიკიდია ბრიუსელში.…

მეტი...

ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლ „რუსთავს“ 50 წელი უსრულდება

​საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის – „შემოდგომის თბილისი“ ფარგლებში, 12 სექტემბერს,  სახელოვანი ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „რუსთავის“ საიუბილეო კონცერტი გაიმართება. დაარსების დღიდან „რუსთავმა“ 5000-ზე მეტი კონცერტი გამართა და წარმატებით გამოდიოდა მსოფლიოს 80-მდე ქვეყნის სცენებზე და ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში, როგორიცაა ლონდონის “როიალ ალბერტ ჰოლი”, „ქვინ ელიზაბეთ ჰოლი“, პარიზის “ოლიმპია”, ნიუ-იორკის „კარნეგი ჰოლი“ და სხვა. “ანსამბლი უკვე 50 წელია იღწვის წარმოაჩინოს საქართველოს უძველესი ხალხური შემოქმედება მთელი თავისი ორიგინალობით, მრავალფეროვნებითა და სიმდიდრით”, – აცხადებენ კონცერტის ორგანიზატორები. ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც: ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ კულტურული ცენტრის სალაროში (მისამართი: დ.აღმაშენებლის გამზირი N123/125; სალარო: 2 962207) ასევე ელექტრონულად შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2w8EwI1…

მეტი...

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის გახსნაზე თბილისს ევროკომისარი ეწვევა

​საქართველოს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით დღეს, 3 სექტემბერს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი ეწვევა. მისი ვიზიტის ფარგლებში, თბილისში ოფიციალურად გაიხსნება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა, რომელიც  მოსწავლეებს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ევროპული ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს. სკოლის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები ევროპული განზომილების მქონე საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომს მიიღებენ. 2018-2019 სასწავლო წლისთვის უკვე 30 მოსწავლეა შერჩეული. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა ევროკავშირის უპრეცედენტო პროექტია და ის პირველი სკოლა იქნება, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაფუძნდება. მოსწავლეები შეირჩევიან “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ექვსი ქვეყნიდან, შესაბამისი საკონკურსო პირობებით. ევროკომისიისა…

მეტი...

“მცხეთა-მთიანეთის რეგიონი მაქსიმალურად ჩაერთვება სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების განვითარებაში” – შალვა კერესელიძე

საქართველოს პარლამენტის  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, 30 აგვისტოს, ქალაქ მცხეთაში,  „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. მცხეთა – მთიანეთის გუბერნატორის შალვა კერესელიძის განცხადებით „ მცხეთა –  მთიანეთის  რეგიონი მაქსიმალურად  ჩაერთვება  სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების განვითარებაში, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე, იდეური მიმართულებით.“ სპორტის შესახებ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია 1996 წელს არის მიღებული და უკვე მრავალი წელია ვერ აკმაყოფილებს სპორტის სფეროში არსებულ თანამედროვე მოთხოვნებს. ახალი კანონის შექმნა მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის ზრდას და სპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ემსახურება. საჯარო განხილვები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში ტარდება და მიზნად ისახავს…

მეტი...

გურჯაანის ბაგა-ბაღებს 65 ხელი ლოგინის აქსესუარი და სათამაშოები გადაეცა

გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ, ქალაქ გურჯაანის რამდენიმე ბაღს 65 ხელი ლოგინის აქსესუარი და სათამაშოები გადასცა. ბაგა-ბაღებში ახალი ინვენტარის შეტანა ეტაპობრივად განხორციელდება, ამჯერად საწოლის კომპლექტები და სათამაშოები ბავშვთა მაღალკონტიგენტიან ბაღებს გადაეცათ. როგორც  გაერთიანების დირექტორი ლელა თევდორაშვილი აცხადებს,  ყოველწლიურად,  დანაზოგიდან ახერხებენ ზაფხულობით ბაგა-ბაღების გარკვეულ ნაწილს, განუახლონ სალოგინე აქსესუარები და  მცირე რაოდენობით სათამაშოები შეიძინონ. ” წლეულს გურჯაანის ნომერ პირველ და მეოთხე ბაღს, ასევე სოფელ გურჯაანის პირველ და მეორე ბაღს და ახაშნის ბაგა- ბაღს გადავეცით ლოგინის აქსესუარები: ლეიბი, საბანი და პლედი – სულ 65 კომპლექტი. მინდა აღვნიშნო, რომ პირველ და მეოთხე ბაღს შარშან…

მეტი...

მოსწავლეებს მეტალოდეტექტორზე შეამოწმებენ

„ზოგადი განათლების შესახებ“კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად,  ახალი სასწავლო წლიდან, სკოლაში შემსვლელ მოსწავლეების  „უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების“  მეთოდით შემოამწებენ.  საეჭვო ნივთის ან იარაღის  აღმოჩენის შემთხვევაში კი საქმეში ძალოვანი უწყება ჩაერთვება. მეტალოდეტექტორის გამოყენების აუცილებლობა სკოლებში სხვადასხვა სახის საგნისა და იარაღის შეტანის გახშირებულმა ფაქტებმა განაპირობა. სკოლებში კონტროლს ორივე სქესის მანდატურები განახორციელებენ.  გოგონებს ქალი მანდატური შეამოწმებს, ბიჭებს კი მამაკაცი. კანონმდებლობის მიხედვით, მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებას სასწავლო დაწესებულების წარმომადგენელიც დაესწრება.

მეტი...

უნივერსიტეტებში 14 569 ადგილი ვაკანტური დარჩა

ჩარიცხული აბიტურიენტების რაოდენობა წელს, შარშანდელთან შედარებით 1%-ით გაიზარდა, თუმცა, უმაღლეს სასწავლებლებში  14 569 ადგილი ვაკანტური დარჩა. თავისუფალი ადგილები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტშიც დარჩა. 482-ია სტუდენტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა, საჭირო ქულებივერ დააგროვა და უნივერსიტეტის მიღმა რადჩა. 12 000-მა აბიტურიენტმა კი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, წელს სტუდენტი 27 906 აპლიკანტი გახდა, რაც გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტების 70%-ს წარმოადგენს.

მეტი...

ახალი სასწავლო წლიდან იცვლება გაკვეთილების ხანგრძლივობა და მოსწავლეთა შეფასების სისტემა  

პირველ კლასში, გაკვეთილის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ მასწავლებელი ვალდებული იქნება ბავშვები ფიზიკური აქტივობით დატვირთოს. ახალი სასწავლო წლიდან ცვლილებები შეეხება გაკვეთილების ხანგრძლივობას, შეფასებების სისტემას და უცხო ენების შერჩევას. მეხუთე კლასამდე ნიშნები უქმდება, ხოლო პირველ და მეორე კლასში გაკვეთილების ხანგრძლივობა მცირდება. ​როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარებას დეპარტამენტის უფროსი მარიამ ჩიქობავა აცხადებს, სკოლებში ქართული ენის გრამატიკის გაკვეთილები, მე-5, მე-6 კლასებში ცალკე ჩატარდება და მასწავლებლის გადასაწყვეტი იქნება რამდენ საათს დაუთმობს ენის გაკვეთილს. ​მარიამ ჩიქობავას თქმით, ასეთი თხოვნა თვითონ მასწავლებლებისგან მოდიოდა, რომ ცალკე ჩაეტარებინათ ენის გაკვეთილები. “აქამდე ქართული ენა და ლიტერატურა გვქონდა…

მეტი...

ქვეყნიდან გასატანად გამზადებული ექსპონატების უნიკალური გამოფენა თბილისში

ეროვნულ სასახლეში უნიკალური გამოფენა გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია უნიკალური ქართული კინო და ისტორიული კოსტუმები, ოქრომკედით შესრულებული მათი ნაქარგობა, ლეონარდო დავინჩის სკოლის ნამუშევარი, ევროპული პეიზაჟები და მარინისტული ტილოები, თეთრ პერგამენტზე შესრულებული რაინდთა ტურნირების სცენებით გაფორმებული ფოტოალბომი, აღათი დადიანის ვერცხლის სასმისი, რაჭის ერისთავების ყაბალახი, ზაქარია ჭიჭინაძის წერილები, სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის მარაო, მეფე ვახტანგ VI ის კაბა (ფილმიდან “დავით გურამიშვილი”) მამაკაცის კაბა, მოხატული ხავერდი (ფილმიდან “გიორგი სააკაძე”) და სხვა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ხელოვნების სასახლეში განუცხადეს, უპრეცედენტო პროექტი „ეროვნული სალაროს“ საფუძველზე, დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი ხელოვნების სასახლეს ერთი წლის განმავლობაში ეხმარებოდა შეეძინა და რესტავრაცია ჩაეტარებინა ხელოვნების ნიმუშებისთვის, რომლებიც…

მეტი...

საქართველოს პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლაზე კონკურსი სექტემბერში გამოცხადდება

ბორჯომში, პარლამენტის აპარატის სასწავლო ცენტრის ტრენერების გასვლითი შეხვედრა 26-27 აგვისტოს გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საბაზისო სასწავლო პროგრამაზე მუშაობა დასრულდა. სექტემბერში გამოცხადდება გახანგრძლივებული სტაჟირების კონკურსი და პირველი ოქტომბრიდან დაიწყება ექვსთვიანი სტაჟირება მათთვის, ვინც კონკურსს წარმატებით გაივლის. ​პარლამენტის აპარატის უფროს გივი მიქანაძის განმარტებით, პროგრამის მიზანია, მომავალში საქართველოს პარლამენტის აპარატში ნებისმიერ ახალმიღებულ თანამშრომელსა და სტაჟიორს, სანამ ის უშუალო ფუნქცია-მოვალეობების განხორციელებას შეუდგება, შესაძლებლობა ჰქონდეს გაიაროს საბაზისო საორიენტაციო სასწავლო პროგრამა. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის აპარატში ხელმძღვანელი პირებისა და დეპუტატებისაგან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში საბაზისო სასწავლო პროგრამის შექმნაზე მუშაობდა. „სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით…

მეტი...

დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ხატია ბუნიათიშვილი თბილისში დაუკრავს

​ფესტივალ „შემოდგომის თბილისია“ ფარგლებში 15 სექტემბერს, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, დიდი ხნის პაუზის შემდეგ სცენაზე ერთმანეთს შეხვდებიან მსოფლიო ვარსკვლავი, პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით.​ როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ კულტურული ცენტრში განუცხადეს, ​​მსოფლიოს მრავალი პრესტიჟული საკონცერტო დარბაზის ხშირი სტუმარი, სახელგანთქმული სიმფონიური ორკესტრებისა და დირიჟორების სასცენო პარტნიორი, SONY-ს ექსკლუზიური არტისტი ხატია ბუნიათიშვილი მსმენელის წინაში წარდგება სერგეი რახმანინოვის კონცერტით ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის N2. ხოლო ვახტანგ კახიძე შეასრულებს მოდესტ მუსორგსის საფორტეპიანო შედევრის „სურათები გამოფენიდან“ საორკესტრო ვარიანტს გაორკესტრებულს მორის რაველის მიერ. ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც კახიძის მუსიკალური…

მეტი...

თბილისს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა 

თბილისში, კერძოდ, ჩუღურეთის რაიონში 350 აღსაზრდელზე გათვლილი კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. ამჟამად შენობის საჭირო ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს. პალიასტომის ქუჩის N 1 -ში მდებარე ახალი საბავშვო ბაღი თანამედროვე ტიპის ნაგებობაა, ადაპტირებულია შშმ პირებზე და სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.​ ​ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” დედაქალაქის საკრებულოში განუცხადეს, ახალი ბაგა-ბაღი ​ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რაიონის გამგეობისა და თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ერთობლივი მუშაობის შედეგად აშენდა. ​როგორც საკრებულოს დეპუტატი რიმა ბერაძე აცხადებს, საბავშვო ბაღების ნაკლებობა ჩუღურეთის რაიონისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რაც ეტაპობრივად გვარდება. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ეს…

მეტი...

თბილისის ბაგა-ბაღებს დამატებითი რეგისტრაციისთვის 7900 ადგილი დაემატება 

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა დამატებითი რეგისტრაციისათვის საბუთების მიღება 7 სექტემბრამდე გაგრძელდება. დამატებითი რეგისტრაციისთვის, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 7900 ადგილს დაამატებს. როგორც “მთავარს” თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, რეგისტრაციის მსურველებმა კონკრეტულ საბავშვო ბაგა-ბაღს განცხადებით უნდა მიმართონ და შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინონ. კერძოდ, ბავშვის დაბადების მოწმობა; რეგისტრირებული მისამართის დამადასტურებელი ცნობა ან ამხანაგობის მიერ გაცემული ცნობა,რითაც ოჯახის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი დასტურდება (ასევე, არასრუწლოვნის რეგისტრაციის ბარათი); სამედიცინოცნობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის; ცნობა სოციალურად დაუცველის სტატუსის შესახებ; თანამშრომლის შვილისშემთხვევაში, თანამშრომლის დანიშვნის ბრძანება ამავე ბაგა-ბაღში. მათივე ინფორმაციით, აღსაზრდელთა რეგისტრაცია რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით მოხდება: 1. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები; 2. დედმამიშვილები…

მეტი...

მოძრაობის თეატრი ფრანკფურტის River Bank Festival -ზე წარდგება

მოძრაობის თეატრი ფრანკფურტის River Bank Festival-ზე საქართველოს სახელით წარდგება და სპექტაკლს “ჩუმად, რეპეტიციაა!”-ს ითამაშებს. თეატრის დასი სპექტაკლის გარდა, კარნავალსაც წარადგენს და მილიონობით სტუმარს ქართულ კულტურას ღია ცისქვეშ მოწყობილ სპეციალურ საფესტივალო სივრცეში გააცნობს. ფესტივალი, რომელსაც ყოველწლიურად 3 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს, 24-26 აგვისტოს გაიმართება. 2018 წელს, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყანაა. მთელი წლის მანძილზე სხვადასხვა კულტურული და ლიტერატურული ღონისძიება იმართება, River Bank Festival კი მისი ერთ-ერთი შემადგენელი, მნიშვნელოვანი ნაწილია. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მოძრაობის თეატრის რეჟისორმა, იოსებ ბაკურაძემ განუცხადა, „ჩუმად, რეპეტიციაა!“ ქართულ ნოველებზე აგებული სპექტაკლია და სპეციალურად შეირჩა ფრანკფურტისთვის, რადგან კულტურის სამინისტროს მოთხოვნა იყო, პროგრამა…

მეტი...

“ვირტუოზის სული” ამჯერად მსმენელებს ნატანებში ელოდება

გერმანიაში მოღვაწე ცნობილი მევიოლინე ბელა ბერკემერ – მახარაძე და მისი მეუღლე, გერმანელი პიანისტი, კომპოზიტორი და დირიჟორი უვე ბერკემერი ამჯერად კონცერტს ბელა მახარაძის მშობლიურ ნატანებში გამართავენ. კონცერტი 17 აგვისტოს, 18:00 საათზე ნატანების კულტურის სახლში გაიმართება. როგორც ბელა ბერკემერ – მახარაძემ „მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, ეს კონცერტი მისთვის ყველაზე ამაღელვებელი იქნება, რადგანაც ნატანები მისი მშობლიური კერაა. „საქართველოში დაგეგმილი ჩვენი ტურნე ამჯერად ჩემს მშობლიურ ნატანებში გრძელდება. დარწმუნებული ვარ, ეს კონცერტი სულის ზეიმი იქნება. მსმენელს შევთავაზებთ: ანტონიო ვივალდის, იოჰანეს ბრამსის, ენდრიუ ლოიდ ვებერის, ჯონ უილიამსის, უვე ბერკემერის, ვაჟა აზარაშვილისა და ვიტორიო მონტის ნაწარმოებებს. კიდევ ერთხელ…

მეტი...

„ჩვენ დავუმტკიცეთ ადგილობრივ მთავრობას, რომ შეუძლებელი არაფერია“ – როგორ გადარჩა რაგბი აჭარაში

ინტერვიუ „მთავართან“ „რომ არა გამართლება, კრიტიკის ქარცეცხლში გაგვატარებდნენ, რადგან იმ პერიოდში ძალიან ბევრი ჩასაფრებული ადამიანები გვყავდა. ხმამაღლა ვიტყვი, რომ მათ არ აინტერესებდათ რაგბის აღმასვლა და  ორიენტირებულები მხოლოდ ფინანსურ მხარეზე იყვნენ. აჭარა ერთადერთი რეგიონი იყო, სადაც რაგბი  მოგვიანებით განვითარდა და სადაც სარაგბო სკოლები არასდროს არსებობდა. არ იყო შესაბამისი განათლება. ჩვენ დავუმტკიცეთ ადგილობრივ მთავრობას, რომ შეუძლებელი არაფერია და აჭარის რაგბის ისტორიაში, რეკორდული შედეგი ვაჩვენეთ“, – ეს სიტყვები  სარაგბო კლუბ „ბათუმის“ დირექტორს – ზვიად უნგიაძეს ეკუთვნის. როგორ შეიქმნა რაგბი აჭარაში, რა პრობლემები გაიარეს რაგბისტებმა, რატომ მტრობდნენ და რატომ არ სურდათ მისი განვითარება –…

მეტი...

როცა არავის ემღერებოდა, ეს ბიჭები ქმნიდნენ სიმღერებს – “სახე” საიუბილეო კონცერტს მართავს

ცნობილი ქართული ჯგუფი “სახე” 24 აგვისტოს, ბათუმში, Black Sea Arena-ზე, საიუბილეო კონცერტს – „20 წელი სახესთან ერთად” გამართავს. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს. ​ქართველი მსმენელი ახალ სიმღერებთან ერთად, „სახეს“ შემოქმედებიდან ყველა ნაცნობ კომპოზიციას მოისმენს. კონცერტის სპეციალური სტუმარი იქნება ჯგუფ Poetry’N’Motion -ის წევრი მაიკლ უილიამსი, რომელთან ერთადაც „სახემ“ „ჩემო თბილის-ქალაქოს“ ახალი ვერსია ჩაწერა. როგორც “მთავარს” კონცერტის ორგანიზატორებმა განუცხადეს, სპეციალურად „ბლექ სი არენას“ გრანდიოზული კონცერტისთვის შეიქმნა „სახის“ ბენდი, რეპერტუარს კი ემატება 10 ახალი სიმღერა, რომლებიც ამჟამად ჩაწერის პროცესშია. ჯგუფი „სახეს“ წარმოადგენენ მომღერლები დათო ხუჯაძე, დათო ფორჩხიძე და ახალი წევრი ბორიკო შხიანი. ცოცხალ მუსიკას შეასრულებს ბენდი, რომლის…

მეტი...

თბილისის საზაფხულო ბაღებმა მუშაობა დაასრულეს

თბილისში მოქმედი საზაფხულო ბაღები დღეს დაიხურა. 2-დან 31 ივლისის ჩათვლით, დედაქალაქის მასშტაბით, 40 საჯარო ბაგა-ბაღი საზაფხულო ბაღების პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებდა, ხოლო  მომსახურება 13 000-მა აღსაზრდელმა მიიღო. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, სტანდარტული სწავლებისგან განსხვავებით, საზაფხულო ბაღების პროგრამა, ძირითადად, გასართობი ღონისძიებებით იყო დატვირთული – იმართებოდა მრავალფეროვანი აქტივობები: სპორტული თამაშები, მხიარული სტარტები, კონცერტები და სპექტაკლები. პროექტი პატარებისთვის მუსიკალურ-გასართობი ღონისძიებებით დასრულდა. საზაფხულო ბაღები თბილისის მერიისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ერთობლივი სოციალური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო ბაღების მომსახურების მიწოდებას იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ივლისის თვეში ვერ ახერხებენ ქალაქიდან გასვლას.      …

მეტი...

ეროვნული არქივის ყოველწლიური კონფერენცია 20-22 სექტემბერს გაიმართება

საქართველოს ეროვნული არქივის ყოველწლიური კონფერენცია „არქივმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა-ტენდენციები და გამოწვევები“, რომელიც 2018 წლის 20-22 სექტემბერს გაიმართება, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნება. ტრადიციული ბლოკების გარდა კონფერენციაზე ცალკე მიმართულებად იქნება წარმოდგენილი 1918-21 წლების საქართველოსა და სამხრეთ კავკასიასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინაპერიოდსა და პირველი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ემიგრაციასთან დაკავშირებული თემები. ​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ეროვნული არქივის პრესსამსახურში განუცხადეს, კონფერენციის მიზანია სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, მჭიდრო სამეცნიერო კავშირების დამყარება ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის, ინტერდისციპლინარული და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაცია, ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება. მათივე ინფორმაციით, კონფერენცია მოიცავს რამდენიმე სამეცნიერო მიმართულებას:…

მეტი...

200 გვერდიანი ფერადი ჟურნალის – „ივერიელნის“ მორიგი ნომერი გამოვიდა

ხელოვნების სასახლეში 31 ივლისს, 19:00 საათზე, საზოგადოებრივ ჟურნალ „ივერიელნის“ მეჩვიდმეტე ნომრის წარდგინება გაიმართება. 200 გვერდიანი ფერადი ჟურნალის სპეციალური გამოცემა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონს ეძღვნება. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ხელოვნების სასახლეში განუცხადეს, ჟურნალის 17-ე ნომერში მოთხრობილი საქართველოს ამ რეგიონის რაიონების მოკლე ისტორია. მკითხველი გაეცნობა ინფორმაციას მიმდინარე და განხორციელებული უნიკალური პროექტების, მუზეუმებისა და კულტურული მემკვიდრეობის უძველესი ძეგლების, ტობა ვარჩხილისა და მღვიმეების, ადათობრივი სამართლის, კოლხური ვაზის ჯიშების, სვანური კოშკის, კოლხური ოდისა და სხვა მრავალი საინტერესო ფაქტის შესახებ. “მრავალი მითი და ლეგენდა შექმნილა კოლხეთზე, თუმცა მათი კვლევა ჯერაც არაა დასრულებული, იმის თქმა კი ნამდვილად შეიძლება,…

მეტი...

ცნობილი ქართველი მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძე თესალონიკში კონცერტს გამართავს

გერმანიაში მოღვაწე ცნობილი მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძე და მისი მეუღლე, გერმანელი კომპოზიტორი, უვე ბერკემერი 23 სექტემბერს, საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში კონცერტს გამართავენ, მანამდე კი, 17 სექტემბერს, ცნობილი მევიოლინე მშობლიურ სოფელ ნატანებს ეწვევა. ” 19 ივლისს ჭიათურაში ჩატარდა ულამაზესი კონცერტი, რომელიც მივუძღვენით ჭიათურაში დაღუპულ მეშახტეებს. მაყურებელმა ძალიან თბილად მიგვიღო. მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის ჭიათურის მერს, პაატა ნადირაძეს და პროექტ “მე დავბრუნდების” ხელმძღვანელ ინა ასანიძეს. ​შემდეგი კონცერტი გვექნება ნატანებში, ჩემს მშობლიურ სოფელში, სადაც უკვე მოუთმენლად ელიან ჩვენს ჩასვლას. კონცერტის ორგანიზებისთვის დიდი მადლობა გულო ნიკოლაიშვილს. საქართველოს შემდეგ, თესალონიკში გვექნება კონცერტი, წარმატებული ემიგრანტის ზოია სულხანიშვილის მიწვევით. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით…

მეტი...

ქართული საკრავების კატალოგი გამოვა

ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი და საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს. გამოიცემა კატალოგი, რომელშიც მუზეუმში დაცული 300-მდე საკრავის ისტორია და ფოტომასალა შევა. ​კატალოგის ორ ენაზე გამოცემა მიმდინარე წელს იგეგმება. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ფონდ “ქართულ გალობაში” განუცხადეს, წიგნი ხელმისაწვდომი იქნება მუსიკალური საკრავების მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი მუზეუმებისა და უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებში.  

მეტი...

„თბილისის ცის ქვეშ“ ამსტერდამის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი დაუკრავს 

თბილისის ვაკის პარკში 22 ივლისს, 21:00 საათზე, დედაქალაქის მერიის პროექტის – “თბილისის ცის ქვეშ”, მსმენელის წინაშე 140-წლიანი ისტორიის მქონე, ამსტერდამის უნივერსიტეტის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი – „სვეელინკ ორკესტრი“ წარსდგება. ორკესტრი 100-მდე სტუდენტს აერთიანებს. ორკესტრი რიხარდ ვაგნერის „ნიბელუნგების ბეჭედი სიტყვების გარეშეს“ და რამდენიმე ქართულ ნაწარმოებს შეასრულებს. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, ნიბელუნგების ბეჭედი სიტყვების გარეშე“ერთ-ერთ უკიდურესად რთულ და ინსტრუმენტული გადაწყვეტის მხრივ პროგრესულ ნაწარმოებადაა მიჩნეული. ამიტომ, ორკესტრში ჩართულია 30 შემსრულებელი და გამოყენებულია ვაგნერის პერიოდისთვის ახალი ინსტრუმენტები, როგორიცაა ვაგნერის ტუბა, ბასის საყვირი და ორმაგი ბასის ტრომბონი. ​თბილისის შემდეგ, ორკესტრი ქუთაისსა და ბათუმს ეწვევა. კონცერტზე დასწრება…

მეტი...

ტექნოპარკში ლილოს დასახლების სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ტყემალაძის ინიციატივით, ლილოს დასახლებაში მდებარე, N 107- სკოლის 15-მდე წარჩინებული მოსწავლე თბილისის ტექნოლოგიურ პარკში იმყოფებოდა. მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტური გაიმართა, რა დროსაც მათ ფაბლაბები დაათვალიერეს. გარდა ამისა, მოსწავლეები 3D მოდელირების და ბეჭდვის  სპეციფიკას გაეცნენ და თავად ნახეს თუ როგორ იქმნება მარტივი 3D მოდელი და იბეჭდება პრინტერზე. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები, ადრეული ასაკიდან იყვნენ ჩართულნი ტექნოლოგიური განვითარების პროცესში და კარგად ერკვეოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებში. „ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ბავშვების ინოვაციური აზროვნების განვითარებას, რათა ისინი ადრეული ასაკიდანვე ერკვეოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებში.…

მეტი...

18 – 29 წლამდე ახალგაზრდებითვის ზაფხულის სალაშქრო და თემატური ტურები იწყება

ზაფხულის პერიოდის საინტერესოდ გატარების მსურველი სტუდენტებისა და 18 – 29 წლამდე ახალგაზრდებითვის თემატურ საზაფხულო სკოლებში, ბანაკებში და სალაშქრო ტურები იწყება. სალაშქრო ტურები თბილისის გარშემო არსებულ სალაშქრო მარშრუტებზე განხორციელდება და მონაწილეები პროფესიონალი გიდებისა და ინსტრუქტორების მომსახურებით ისარგებლებენ. თემატური საზაფხულო სკოლები და ბანაკები კი ტექნოლოგიების, მეწარმეობის, ინჟინერიის, არქიტექტურის, დიზაინის, მოხალისეობისა და სახელოვნებო მიმართულებით იგეგმება. მონაწილეობის მსურველები წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ/ პროექტი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია,  ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ზაფხულის პერიოდის საინტერესოდ გატარებასთან ერთად ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მონაწილეობას, ცხოვრების…

მეტი...

ბელა ბერკემერ-მახარაძე მეშახტეების პატივსაცემად ჭიათურაში კონცერტს გამართავს

ყველასათვის საყვარელი და ცნობილი, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მევიოლინე ბელა ბერკმერ-მახარაძე და მისი მეუღლე, გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი, და დირიჟორი უვე ბერკემერი, რომლებსაც სულში ჩამწვდომ მუსიკოსებს უწოდებენ, საერთაშორისო ტურნეს საქართველოდან იწყებენ. ამჯერად, მუსიკოსები სოლო კონცერტს მეშახტეებს მიუძღვნიან. კონცერტი 19 ივლისს, ჭიათურაში გაიხსნება, რომელიც შემდეგ მშობლიურ ნატანებში, საბერძნეთსა და ამსტერდამში გაგრძელდება. „მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ევროპული ტურნე საქართველოდან იწყება. ძალიან დათრგუნულები ვართ ჭიათურის შახტაში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს. დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. რაც შეეხება კონცერტს, ეს იქნება კლასიკური კონცერტი, რომელიც გარდაცვლილი მეშახტეების საპატივცემულოდ ტომაზო ალბინონის ადაჟიოთი გაიხსნება. ასევე, მსენელს შევთავაზებთ:…

მეტი...