თბილისში „ქუჩის მუსიკის დღე“ გაიმართება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის და თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის მხარდაჭერით, ახალგაზრდული ორგანიზაცია – „დრონისა“ და „ქუჩის მუსიკის“ ორგანიზებით, 10 ნოემბერს, აღმაშენებლის გამზირზე, პუშკინის სკვერსა და დედაენის ბაღში, მსმენელის წინაშე 150-მდე ქართველი მუსიკოსი წარსდგება. მუსიკოსები, თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, 15:00-დან 22:00 საათამდე, ერთდროულად დაუკრავენ და საზოგადოებას საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ. პროექტის მიზანი ქუჩის მუსიკით დაინტერესებული ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება, ახალი შემსრულებლების აღმოჩენა და ქუჩის მუსიკის პოპულარიზაციაა. ქუჩის მუსიკის ფესტივალი 2007 წელს ლიტვაში დაარსდა. მომდევნო წლებში, ფესტივალს ევროპის სხვადასხვა ქვეყანა შეურთდა და ტრადიციულად ყოველწლიურად  იმართება. საქართველოში ქუჩის მუსიკის…

მეტი...

პროფესიული განათლების შედეგებსა და განვითარების პერსპექტივებზე კონფერენციაზე იმსჯელებენ 

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და მისი პარტნიორი გერმანული ორგანიზაცია – BWMV e.V (SEQUA) ორგანიზებით თბილისში დღეს, პროფესიული განათლების შედეგებთან და განვითარების პერსპექტივასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიხსნა. კონფერენცია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში ამ წუთებში მიმდინარეობს სახელწოდებით, „პროფესიული განათლებისა და პარტნიორობის პროექტი: პროფესიული ორიენტაცია და ტექნიკური პროფესიული განათლება და სწავლება – შედეგები და გაგრძელების პერსპექტივა შრომის ბაზრის საჭიროებათა საპასუხოდ“. ​კონფერენციაში მონაწილეობენ დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიები, სამინისტროები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, გერმანიის საელჩო, პროფკავშირები, ბიზნეს ასოციაციები, სკოლები, პროფესიული კოლეჯები, არასამთავრობო სექტორი და სხვა დაინტერესებული მხარეები. კონფერენციას ასევე ესწრება, პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი და საქართველოს განათლების,…

მეტი...

სოფელ მეჯვრისხევის ბაგა-ბაღის აღსაზრდელებისთვის ფართი დაიქირავეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები დღეიდან დაქირავებულ ფართში ივლიან. 1987 წელს აშენებულ შენობას ექსპერტიზა ზაფხულში ჩაუტარდა და  დასკვნის საფუძველზე შენობაში სასწავლო პროცესი შეწყდა. სააღმზრდელო დაწესებულება ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე განთავსდა. “ამ ეტაპზე, ბაღში 127 აღსაზრდელი ირიცხება. სულ არის 3 ჯგუფი, შეიძლებოდა ერთი ჯგუფიც დაგვემატებინა, მაგრამ მეტის საშულებას არ გვაძლევს ის ფართი, სადაც ახლა განთავსდა საბავშვო ბაღი. ნორმალური სიტუაციაა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბავშვებისთვის შევქმნათ საუკეთესო პირობები“, – აცხადებს ბაგა-ბაღის ერთ-ერთი აღმზრდელი. მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს პროექტის შემუშავება ახალი საბავშვო ბაღის ასაშენებლად. ბაღის მშენებლობა კი 2019 წელს უნდა დაიწყოს.…

მეტი...

არსებობს საჭიროებები, მაგრამ  არ არის კომპეტენტური კადრები – გრიგოლ კაცია პროფესიულ განათლებაზე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია აცხადებს, რომ განათლების სისტემა შრომის ბაზრის მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს.  სხვადასხვა პროფესიის მიმართულებით ქვეყანაში დღეს არსებობს საჭიროებები, მაგრამ  არ არის შესაბამისი კომპეტენციის მქონე კადრები. მისივე თქმით, მთავრობა მუშაობს პროფესიული განათლების სრულიად ახალ მოდელზე, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობას ეფუძნება. მთავრობის მიერ განათლების სფეროში განსაზღვრულ პრიორიტეტებზე გრიგოლ კაციამ დღეს  კონფერენციაზე – „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“ ისაუბრა.  ღონისძიებაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მონაწილეობდნენ. „აუცილებელია, რომ განათლების სისტემამ შრომის ბაზრის მოთხოვნებს უპასუხოს. სხვადასხვა პროფესიის მიმართულებით დღეს გვაქვს საჭიროებები,…

მეტი...

“ვიყავი მომღერალი და დავრჩები მომღერლად” – სოფო ხალვაში გადაწყვეტილებას არ ნანობს

ცნობილი მომღერალი სოფო ხალვაში აცხადებს, რომ აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელობის მხრიდან, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო მის მიმართ დისციპლინარული საქმის წარმოება მოულოდნელი იყო და ამის შესახებ სოციალური ქსელით შეიტყო. როგორც მომღერალი განმარტავს, აჭარის ტელევიზიაში მუშაობის პერიოდში ბოლო შემთხვევამდეც  მონაწილეობა პოლიტიკური ხასიათის ღონისძიებებში, მაგრამ სამსახურში პრობლემები არასდროს შექმნია. “მე ვარ მომღერალი და არა ჟურნალისტი. ტელევიზიიდან ასეთ ნაბიჯს ნამდვილად არ ველოდი.​ მე მხოლოდ ვიმღერე, სიტყვით არ გამოვსულვარ და პოლიტიკური მოწოდებები არ გამიკეთებია. ტელევიზიაშიც იმიტომ ვმუშაობ, რომ მომღერალი ვარ. მე არ ვარ პოლიტიკური თოქშოუს წამყვანი. ვიყავი მომღერალი და დავრჩები მომღერლად”, – აცხადებს სოფო ხალვაში და დასძენს, რომ…

მეტი...

უმაღლესი დარგობრივი განათლება ბაგა-ბაღების აღმზრდელების 1/3 -ს აქვს მიღებული

საქართველოს საბავშვო ბაღების აღმზრდელების უმეტესობას არ აქვს პროფესიული, ან ზოგადი განათლება, შესაბამისად ბაგა-ბაღის აღსაზრდელების განათლების ხარისხი არის საშუალო და დაბალი. როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის სკოლამდელი განათლების სპეციალისტი ანა ჯანელიძემ “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სერიოზული პრობლემაა პერსონალის კვალიფიკაცია და კომპეტენცია, რაც პირდაპირ აისახება სკოლამდელი განათლების ხარისხზე. ამ მხრივ სავალალო მდგომარეობაა ქვეყნის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. მისივე თქმით, სკოლამდელი განათლების ხარისხს განაპირობებს კომპტენტური კადრები. იგულისხმება, როგორც აღმზრდელი და პედაგოგი, ასევე დირექტორი. იმ შემთხვევაში თუ ეს უკანასკნელი არ არის კომპეტენტური, მან შესაძლოა ხელიც კი შეუშალოს კომპეტენტურ მასწავლებელს თავისი ფუნქციების კარგად  შესრულებაში. “აღმზრდებელის 44% -ს არ აქვს…

მეტი...

სოციალურად დაუცველი ბავშვების 50 % ვერ ღებულობს სკოლამდელ განათლებას – გაეროს კვლევა

საქართველოში, სკოლამდელ განათლებას სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების 50 % ვერ ღებულობს, ხოლო სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების შემთხვევაში ეს ციფრი კიდევ უფრო მაღალია. 2-დან 6 წლამდე ბავშვების დაახლოებით 30 % არ დადის ბაგა-ბაღში იმის გამო, რომ სკოლამდელ დაწესებულებებში ადგილი აღარ არის. ასეთი მდგომარეობა ძირითადად ქალაქებშია. როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის სკოლამდელი განათლების სპეციალისტი ანა ჯანელიძემ “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძალიან ბევრ ოჯახს აქვს სურვილი რომ ბავშვმა იაროს სკოლამდელ უფასო დაწესებულებაში, მაგრამ არ არის ადგილები. ასევე, ხშირად გარემო არ არის ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. ხშირად პედაგოგებს არ აქვთ შესაბამისი კომპეტენცია.…

მეტი...

საბავშვო ბაღებში განათლების ხარისხი თითქმის ნულოვანია – კვლევის კატასტროფული შედეგები 

სკოლამდელი განათლების ხარისხის კატასტროფული შედეგები: • საქართველოს მასშტაბით, ბავშვთა 30% ბაღში ვერ დადის; • სოფელში მცხოვრებ ბავშვთა 46%-ისთვის საბავშვო ბაღი მიუწვდომელია; • ათეულობით სოფელში ბაღი არც კი არსებობს; • კვლევით, საბავშვო ბაღებში განათლების მიღება ნულოვანია და მომვლელის ფუნქციებს უფრო ასრულებენ; • მუნიციპალიტეტები წელიწადში 1 მოსწავლეზე 0,70-1,00 ლარს ხარჯავენ; • პერსონალის კვალიფიკაცია ძალიან დაბალია – აღმზრდელების 44%-ს არანაირი დარგობრივი განათლება არ გააჩნია.. – ასეთია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლების შედეგები, რომელიც 2018 წელს დასრულდა.

მეტი...

თეიმურაზ II -ის დაკარგული უნიკალური პორტრეტი საქართველოს დაუბრუნდა

მეფე თეიმურაზ მეორეს პორტრეტი საქართველოში 257 წლის შემდეგ დაბრუნდაა. დედოფალ ელისაბედის დავალებით, ალექსანდრე ანტროპოვის მიერ, 1761 წელს შექმნილი ტილო არა მხოლოდ საქართველოს საგანძური, არამედ მსოფლიო შედევრების ნაწილია. “სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ დაკარგული საგანძური დავიბრუნეთ, მეფის პორტრეტი, რომელმაც სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო”,- აცხადებენ ხელოვნების სასახლეში. მათივე ინფორმაციით, უნიკალური ტილო ფონდმა „ქართუმ“ 38 400 აშშ დოლარად შეისყიდა და ხელოვნების სასახლეს გადასცა.  მოლაპარაკებები 1Stdibs გალერეასთან  მიმდინარეობდა.  ამიერიდან, თეიმურაზ მეფის პორტრეტი მეფე ვახტანგ მეექვსის, მეფე ერეკლე მეორის და მეფე გიორგი მეთორმეტის ფერწერულ ტილოებს შორის განთავსდება. პორტრეტი ხელოვნების სასახლეში 25 ოქტომბრიდან გამოიფინება და 2 დღის განმავლობაში ყველა მსურველს…

მეტი...

თბილისში მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალი იხსნება

კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის, კინოს მუზეუმში (აღმაშენებლის გამზირი N40), 18-22 ოქტომბერს, მართლმადიდებლური ფილმების მე-13 საერთაშორისო ფესტივალი “წმინდა ანდრიას ჯვარი”, 18 საათზე იხსნება. როგორც “მთავარს” ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზაცორი ასოციაცია “მეოხის” წარმომადგენელმა განუცხადა, წლების განმავლობაში ფესტივალში მონაწილეობდნენ საქართველოს, უკრაინის, ბელორუსიის, სერბეთის, უნგრეთის, რუსეთის და სხვა ქვეყნების დამწყები თუ პროფესიონალი რეჟისორები, კინორეჟისორები, სტუდენტები, მოსწავლეები და სასულიერო პირები. ჟიურის შემადგენლობაში კი უცხოეთიდან იწვევენ გამარჯვებული ფილმების, “გრან-პრის” მფლობელ რეჟისორებს. ამჯერად, ყოველ საღამოს საკონკურსოდ წარმოდგენილია ქართველი და პოლონელი კინოხელოვანების, ჟურნალისტებისა და სასულიერო პირების მიერ შექმნილი ნამუშევრები, დოკუმენტური ფილმები და სატელევიზიო გადაცემები. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები „მთავართან“…

მეტი...

მოსაწავლეები სკოლებში მეორე უცხო ენას, იტალიურს ისწავლიან

მომავალი, 2018-2019 სასწავლო წლიდან, მოსწავლეები მეორე უცხოურ ენას, სურვილის შემთხვევაში, იტალიურს ისწავლიან. მათ ამის შესაძლებლობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აძლევს, იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ზოგადი განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მემორანდუმის გაფორმების საფუძველზე. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ ახალი პროგრამა – „იტალიური, როგორც მეორე ენა“ წარადგინეს. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განმარტავენ, მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები ხელს შეუწყობენ ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც დაინტერესებულნი არიან იტალიური ენის სწავლებით და სწავლების იტალიურ ენაზე…

მეტი...

პარლამენტში იურიდიული კომიტეტის მოდელირებული სხდომა გაიმართა

სტუდენტებისა და საკანონმდებლო ორგანის წარმომადგენელთა მონაწილეობით, საქართველოს პარლამენტმა მოდელირებულ კომიტეტის სხდომას უმასპინძლა. კერძოდ, ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციური განათლების ცენტრის ინიციატივით, ამჯერად სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების მონაწილეობით გამართული მოდელირებული სხდომა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ეხებოდა. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, კანონშემოქმედებით პროცესებში სტუდენტების ჩართულობა და მონაწილეობა საჭირო და აუციელებლია. დეპუტატის შეფასებით, ჩართულობის გარდა, მსგავს ფორმატს სხვა, უფრო მეტი დატვირთვაც გააჩნია. სიმონ ნოზაძე: „ჩვენი სურვილია, მსგავსი შეხვედრებით ხელი შევუწყოთ არა მხოლოდ კანონშემოქმედებით პროცესებში სტუდენტების ჩართულობას, არამედ გვსურს კიდევ ორი ამოცანა დავისახოთ…

მეტი...

სტუდენტები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” უნივერსიტეტის სტუდენტებმა განუცხადეს. ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტს, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ავტორიზაცია შეუჩერდა, ექსპერტთა ჯგუფმა წარმოადგინა დასკვნა იმის შესახებ, რომ აღნიშნულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში დაფიქსირდა დარღვევები, რომლებიც განათლების ხარისხსა და სასწავლო პროცესის წარმართვას უკავშირდება. სტუდნეტების დიდი ნაწილი ამ გადაწყვეტილებას არ ეთნხმება და მათ საფუძვლიანი ეჭვი აქვთ,რომ ეს გადაწყვეტა არ არის მართლზომიერი და მათ ამის არგუმეტებიც აქვთ,რომლის განხილვასაც მინისტრთან აპირებენ, სტუდენტებიი მოითხოვენ,რომ უმოკლეს ვადებში დაინიშნოს საბჭოს ახალი შემადგენლობა,რომლებიც პირნათლად და მართლზომიერად შეასრულებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

მეტი...

მასწავლებლების  ხელფასი 250 ლარით  გაიზრდება 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით პედაგოგების ხელფასის მატება არ იგეგმება. მასწავლებლების ანაზღაურება 250 ლარით 2020 წლიდან გაიზრდება. კაკაურიძის თქმით, ანაზღაურების მატება წელს მხოლოდ იმ პედაგოგებს შეეხებათ, რომლებიც სერტიფიცირების საშუალებით მასწავლებლის სტატუსს აიმაღლებენ. პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ იყალთოს აკადემიაში განათლების რეფორმის ხედვის წარდგენისას განაცხადა, რომ 2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1500 ლარს მიაღწევს.

მეტი...

​პროფესიები, რომლებზეც საქართველოში მაღალია მოთხოვნა

​დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე აცხადებს, რომ საქართველოს შრომის ბაზარზე კვალიფიციური კადრების მწვავე დეფიციტია. კერძოდ, არ არსებობენ კვალიფიციური აგრონომები, ტრაქტორისტები, მექანიზატორები, თანამედროვე ტექნოლოგიების სპეციალისტები, მემონტაჟეები, მაღალტექნოლოგიური სისტემების მომსახურე პერსონალი, დიდი მოთხოვნაა ამწე-მემანქანეებზე, სამშენებლო ტექნიკის მექანიკოსებზე, შრომის უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობისა და დარგის სპეციალისტებზე. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს ელგუჯა მელაძემ განაცხადა, სერიოზული პრობლემაა სურსათის გადამუშავების სფეროში შესაბამისი კადრების დეფიციტი, რაზეც მაღალია მოთხოვნა, როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან. “ცნობილია, რომ საქართველოში ტრადიციულად გვყავს კარგი მშენებლები, მაგრამ ამ სფეროში დღეს, უამრავი ახალი ტექნოლოგია ინერგება, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ენერგოეფექტურ და უსაფრთხო მშენებლობაზე. საქართველოს სამშენებლო სფეროში მაღალი სტანდარტები…

მეტი...

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული არქივის 6 წიგნია წარდგენილი

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სადაც წელს საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს, ეროვნულ სტენდზე, სხვა გამოცემებთან ერთად, წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ გამოცემული წიგნები: „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“, „საქართველოს პირველი რესპუბლიკის არმიისა და სახალხო გვარდიის შეიარაღება“, „UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრი. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერები“, „ჩვენი არქივი – ჩვენი საუნჯე“, „ქართული მოხატული ხელნაწერები და ისტორიული საბუთები“, „ნოე რამიშვილი“. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ეროვნულ არქივში განუცხადეს, საგამომცემლო პროგრამა – „საქართველო – 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი“, სამ ეროვნულ სტენდს და საპატიო სტუმრის პავილიონის მცირე სცენას მოიცავს. სცენა ოთხი დღის განმავლობაში დაეთმობა ღონისძიებებს…

მეტი...

„ჩვენ თქვენსას იოლად ვკითხულობთ, თქვენ ჩვენსას საერთოდ ვერ კითხულობთ“ – აკა მორჩილაძე

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომლის საპატიო სტუმარს წელს საქართველო წარმოადგენს, ამაღელვებელი, ემოციური, პატრიოტული და საინტერესო გამოსვლა ჰქონდა აკა მორჩილაძეს, რომელმაც  მთელს მსოფლიოს მიმართა და საქართველოს უნიკალურობა რამდენიმეწუთიან გამოსვლაში ჩაატია. მწერლის შეფასებით, დიდი ფუფუნებაა, როდესაც ერს აქვს საკუთარი ანბანი. უპირატესობაა, როდესაც საუკუნეების განმავლობაში ქართველები თარგმნიდნენ სხვის წიგნებს, ხოლო “ჩვენ არ გვთარგმნიდა არავინ”. მისივე თქმით, არსებობს დავიწყებული კულტურები. არსებობს ასევე კულტურები, რომლებიც მკვდარია, მაგრამ ცხოვრობენ უნივერსიტეტებში მეცნიერების მოწადინებით. არსებობს დიადი კულტურები, რომლებიც აღარც მაგალითად სჭირდება ვინმეს, რადგან ძალიან მაღალი სტანდარტი აქვთ და მათდამი მიუწვდომლობის აშკარა სურათი უხერხულობას ქმნის ხოლმე. “მრავალ ასეთ სიკვდილ-სიცოცხლესა და სიიოლე-სირთულეს…

მეტი...

“მე დღეს ვიცი, რომ საქართველოში გაწირული არ ხარ” – 32 წლის მწერლის უკანასკნელი განცდები

​ქართველი მწერალი ანა ლაშხელ ონიანი 32 წლის ასაკში, მძიმე დაავადების შედეგად გარდაიცვალა. მწერალს კუჭის სიმსივნე დაუდგინეს. ის თურქეთში მკურნალობდა, სადაც რამდენიმე დღის წინ ქიმიოთერაპიის კურსიც ჩაუტარდა, მაგრამ უშედეგოდ. ანა სვანეთში დაიბადა, სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ქუთაისში განაგრძო, შემდეგ კი თბილისში. ახალგაზრდა მწერალმა ხელოვანთა გაერთიანება „თბილი სამყარო“ დაარსა, რომლის საშუალებითაც ის და მისი მეგობრები მიუსაფარ ბავშვებსა და სოციალურად დაუცველებს ეხმარებოდნენ. ანა იყო სატელევიზიო პროექტის „იმედის გმირის“ მონაწილეც. “მედიაცენტრი მთავარი” გთავაზობთ ახალგაზდა მწერლის ერთ-ერთ ბოლო სტატუსს, სადაც ანა ლაშხელ ონიანი საზოგადოებას საკუთარ განცდებს უზიარებს, რომელიც დაავადება აღმოაჩინა და კმაყოფილია იმით, რომ ბევრი კარგი ადამიანი…

მეტი...

საპატიო თბილისელი წელს 15 ადამიანი გახდა

​საპატიო თბილისელი წელს, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 15 ადამიანი გახდა. საპატიო თბილისელის წოდება მიიღეს: ფილოლოგმა და რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ, კოსმოსური ობიექტების კონსტრუქტორმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა, ჯაზშემსრულებელმა გიული ჩოხელმა, მოცეკვავე და ქორეოგრაფმა თენგიზ უთმელიძემ, ავტოინჟინერმა გაიოზ კანდელაკმა, არქიტექტურის მკვლევარმა მაია მანიამ, ონკოლოგმა კონსტანტინე მარდალეიშვილმა, გეოლოგმა ნოდარ ცერცვაძემ, ექიმმა ვლადიმერ კახაძემ, პოეტმა თემურ ჩალაბაშვილმა, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში შაბთაი ცურიმ, მომღერალმა ქეთი მელუამ, მოცეკვავე და ბალეტმაისტერმა მიხეილ ბარიშნიკოვმა, დირიჟორმა ვახტანგ კახიძემ, კომპოზიტორმა და პიანისტმა ნიკოლოზ რაჭველმა. “39-ე წელია, რაც ჩვენი დედაქალაქი თბილისობას აღნიშნავს. მე, როგორც ქალაქის მერი, ვისურვებდი, ის განსაკუთრებული სითბო, სიყვარული,…

მეტი...

ეროვნული გამოცდების ცენტრს სოფიო გორგოძე უხელმძღვანელებს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე იქნება. ის ამ თანამდებობაზე მაია მიმინოშვილის შეცვლის. როგორც მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სოფიო გორგოძეს,  განათლების სისტემაში მუშაობის 14-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იკავებდა ხელმძღვანელ თანამდებობებს და ეწეოდა საკონსულტაციო მომსახურებას, როგორც საჯარო და არასამთავრობო სექტორში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში განათლების მართვის მიმართულებით. უმაღლეს სასწავლებლებში მის მიერ წაყვანილი სასწავლო კურსები მოიცავს განათლების პოლიტიკას, საგანმანათლებლო შეფასებებს, განათლების კვლევებს. მინისტრის ინფორმაციით, სოფიო გორგოძე სხვადასხვა დროს მუშაობდა, როგორც საქართველოს დელეგატი ევროსაბჭოს ზოგადი განათლების კომიტეტში, არის ჰარვარდის…

მეტი...

განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპების ახალი ხელმძღვანელები უკვე ცნობილია

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ განათლების სისტემის რეფორმასა და სრულ ტრანსფორმაციას ​ახალ გუნდთან ერთად განახორციელებს. მინისტრმა დღეს, მის უწყებაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი ​წარადგინა. ​ ბატიაშვილის თქმით, ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი სამინისტროს ადმინისტრაციული საქმიანობის ყველა მიმართულებას გაუწევს კოორდინაციასა და გააკონტროლებს. ის ალექსანდრე თევზაძეს შეცვლის. ეს უკანასკნელი სამინისტროში მუშაობას განაგრძობს 31 ოქტომბრამდე, რის შემდგომ, თევზაძე თანამდებობას საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვებს. მიხეილ ბატიაშვილის ინფორმაციით, ნათია ზედგინიძეს, სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის საჯარო სექტორში. ბოლო ხანებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტში, გარემოსა და ბუნებრივი…

მეტი...

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს 

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ბერიკა შუკაკიძე უხელმძღვანელებს. ის ამ თანამდებობაზე გიორგი მაჩაბელის შეცვლის, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, 10 სექტემბერს გაათავისუფლა თანამდებობიდან. როგორც მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბერიკა შუკაკიძეს აქვს განათლების სფეროში მუშაობის 23-წლიანი გამოცდილება, ასოცირებული პროფესორის რანგში, სალექციო კურსები მიჰყავს განათლების მართვისა და კვლევების პროგრამებზე სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. არის არაერთი სტატიის ავტორი და კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი განათლების სისტემის მიმართულებით. მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი განათლების სფეროში, ამასთან, აქვს მაგისტრის ხარისხი ებრასკის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების მართვისა და ზედამხედველობის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ბერიკა შუკაკიძე 2006-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს განათლებისა…

მეტი...

ვინ დაარწმუნა მოსკოვი, რომ თბილისი თანახმაა – თბილისის სასულიერო აკადემია 30 წლისაა

​თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსებიდან 30 წლისთავის აღსანიშნავად საპატრიარქოში კონფერენცია გაიმართა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შეკრებილებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, უმაღლესი სასწავლებლის შექმნის იდეა დაიბადა მეფე დავით აღმაშენებელის დროს, როცა დაარსდა გელათის აკადემია. “დავით აღმაშენებელმა წარმოთქვა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ახალი იერუსალიმი და მეორე ათინა, იერუსალიმი თავისი სულიერებით და ათინა მაღალი მეცნიერებით”, – განაცხადა ილია მეორემ. მისივე თქმით, უმაღლესი სასწავლებლის იდეა საქართველოში მუდამ არსებობდა, თუმცა მისი განხორციელება ძნელი იყო. საბჭოთა პერიოდში, კერძოდ, გასული საუკუნის 60-იან წლებში, როცა ძალიან მძიმე იყო ეკლესიის მდგომარეობა, უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ მეორემ მოისურვა გაეხსნა სასულიერი სასწავლებელის…

მეტი...

მწერალი თამაზ ჭილაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა 

ცნობილი ქართველი მწერალი და დრამატურგი, თამაზ ჭილაძე, 87 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ჭილაძე რუსთაველის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი იყო. მის პიესებს სხვადასხვა თეატრში დგამდნენ რეჟისორები რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, გიზო ჟორდანია, გიგა ლორთქიფანიძე და სხვები. თამაზ ჭილაძის არაერთი ნაწარმოებია თარგმნილი უცხო ენაზე, მათ შორის: ფრანგულად, ინგლისურად, უკრაინულად, ესპანურად, იტალიურად, ჩეხურად, სლოვაკურად, სერბულად, უნგრულად, ბულგარულად, პოლონურად, თურქულად, სომხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიტვურად. მას უამრავი ჯილდო აქვს მიღებული. მის შემოქმედებას კარგად იცნობდნენ საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. თამაზ ჭილაძე დაიბადა 1931 წლის 5 მარტს, ქალაქ სიღნაღში. 1938 წელს შეიყვანეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში. საშუალო სკოლა კი თბილისში…

მეტი...

ოფენბახში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

გერმანიაში, ქალაქ ოფენბახის შრიფტის მუზეუმში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა 4 ოქტომბერს გაიხსნება და 18 ნოემბრამდე გასტანს. ეს არის ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ყველაზე მასშტაბური გამოფენა, რომელიც დღემდე ევროპაში მოწყობილა. 170-მდე უნიკალური ექსპონატი ხელნაწერებს, პირველნაბეჭდ წიგნებსა და რარიტეტულ გამოცემებს აერთიანებს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ხელოვნების სასახლეში განუცხადეს, ექსპონატებს შორის არის სასახლის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გელოვანის კუთვნილი XVI-XVII საუკუნეების ხელნაწერები, მუზეუმში დაცული უნიკალური აფიშები და თანამედროვე მხატვართა ნამუშევრები. გამოფენა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით იმართება, გამოფენის კურატორები არიან ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია და ოფენბახის შრიფტის მუზეუმის დირექტორი შტეფან შოლტეკი.…

მეტი...

საბავშვო ფესტივალი თბილისში

თბილისში, მთაწმინდის პარკში, შაბათს, 29 სექტემბერს, საბავშვო ფესტივალი გაიმართება, რომლის ოფიციალური მხარდამჭერია თბილისის მერია. ფესტივალის სტუმრები მიიღებენ ინფორმაციას საბავშვო სფეროში არსებულ სიახლეებზე სხვადასხვა მიმართულებით. ამ დღეს მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა განსაკუთრებულ ფასად მიიღონ მომსახურება მონაწილე კომპანიებისგან. ბავშვები კი შეძლებენ ჩაერთონ სხვადასხვა სახალისო და შემოქმედებით აქტოვობაში. ფესტივალის სტუმრებს დახვდებათ სხვადასხვა მიმართულების ზონა: • სპორტული ზონა – წამოდგენილი იქნებიან სხვადასხვა სპორტის აკადემია,სპორტსკოლები,სპორტული წრეები; • განათლების ზონა – წარმოდგენილი იქნება კერძო სკოლები, აკადემიები, სახელოვნებო წრეები; • ჯანმრთელობის ზონა – წარმოდგენილი იქნება ბავშვთა კვების მწარმოებლები, ბავშვთა კლინიკები, • გართობის ზონა – წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა გასართობი ცენტრი, ტკბილეულის…

მეტი...

თბილისში მასწავლებლების ტრენინგ -კურსები გაიმართება

განათლების საერთაშორისო აკადემია IAE საქართველოს მასშტაბით მასწავლებლებს სთავაზობს ტრენინგ-კურსს – “საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა”, თბილისში, 29-30 სექტემბერს გამართავს. მასწავლებლებს სთავაზობენ ორდღიან პროგრამას, რომელიც დატვირთული იქნება პრაქტიკული დავალებებით. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ორგანიზატორებმა განუცხადეს, ტრენინგის თითოეული მოდული ემსახურება მასწავლებლის პროფესიულ ზრდას. პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ სამუშაოებს, ინდივიდუალურ და გუნდურ მომზადებას შემდეგ თემაზე: პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა; კვლევის მეთოდები – მონაცემთა შეგროვება და ანალიზი; კვლევის შეფასების რუბრიკა. პროექტის განხორციელების შემდეგ გაიცემა სამუშაო მასალა და ორენოვანი სერტიფიკატი. მონაწილეობის პოზიციაზე განაცხადის შეტანა შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ მასწავლებელს, რომელიც დაინტერესებულია აღნიშნული თემატიკით. რეგისტრაცია შესაძლებელია 2018 წლის 22 სექტემბრის 00:00 საათამდე.…

მეტი...

ახალი სასწავლო წლის დაწყება ქუთაისში კონცერტით აღნიშნეს

ახალი სასწავლო წლის დაწყება ქუთაისელ მოსწავლეებსა სტუდენტებს, ქალაქის ისტორიულ ნაწილში გამართული კონცერტით მიულოცეს. ​ღონისძიება ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის კულტურის განყოფილების მიერ იყო ორგანიზებული. მასში მონაწილეობდნენ მომღერლები: ოთო კვალიაშვილი, სოფო ბათილაშვილი, ია ტომაში და თამუნა გიორგაძე. კონცერტი ჯგუფ „მუზეუმის“ გამოსვლით დასრულდა. დღეს, 24 სექტემბერს, სააღმზრდელო პროცესი დაიწყო ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღებში. პატარებს სწავლის დაწყება ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიულოცა. ქალაქის მერმა ქუთაისში რამდენიმე ბაღის შენობაც დაათვალიერა, რომლებიც წელს გარემონტდა. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, საბავშვო ბაღები ახალ სასწავლო წელს მაქსიმალურად მომზადებული ხვდებიან. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ქუთაისის მერიაში განუცხადეს, ქალაქში სულ 37 ბაგა-ბაღია, სადაც წელს…

მეტი...

მუხრანში 2 მილიონამდე ღირებულების საბავშვო ბაღი გაიხსნა

ახალი განაცხადი მცხეთის მუნიციპალიტეტში- დღეიდან სოფელ მუხრანს ევროპული, თანამედროვე სისტემებითა და ტექნიკით აღჭურვილი, უმაღლესი დონის საბავშვო ბაღი მოემსახურება. როგორც მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე „მთავართან“ საუბრისას აცხადებს, მუხრანის საბავშვო ბაღის გახსნა სწორედ 2016 წლის საარჩევნო დაპირება იყო, რომელიც შესრულებულია. „საბავშვო ბაღი, რომელიც დღეს გავხსენით, მთელ ქვეყანაში ერთ-ერთი ძვირადღირებული პროექტია. პროექტის ღირებულება მილიონ 674 000 ლარია. საბავშვო ბაღი 180 ბავშვს ემსახურება, რომელიც ყველა ასაკობრივ ჯგუფზეა  გათვლილი.  ის სრულად შეესაბამება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს. აღჭურვილია უმაღლესი დონის საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით, ემსახურება 2 ლიფტი. გარდა იმისა, რომ ბაღი სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ემსახურება, მნიშვნელოვანია…

მეტი...

საჯარო სკოლებსა და ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი, ბაგა-ბაღებში კი სააღმზრდელო პროცესი დღეს, 17 სექტემბერს დაიწყო.  საჯარო სკოლების პირველ კლასში წლეულს 50 232, კერძოში კი – 5 892 მოსწავლე დარეგისტრირდა.  საჯაროს სკოლებში ყველა პირველკლასელს გადაეცა ახალი ნეტბუქები და სასწავლო სახელმძღვანელოები. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2018-2019 სასწავლო წლის დაწყება ერთი კვირით გადაიდო 5 კერძო და 4 საჯარო სკოლაში. 2017 წლის სექტემბრიდან დღემდე 152 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. შენდება 27 ახალი სკოლა,  ამათგან 23-ი შენობა ექსპლოატაციაში ექსპლუატაციაში უკვე 2018-2019 სასწავლო წლისთვის ექსპლუტაციაში შევა. ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს მოსწავლეებს საქართველოს განათლების, მეცნიერების,…

მეტი...

მოძრაობის თეატრი ახალ სეზონს პრემიერით და ინოვაციური პროექტებით იწყებს

მოძრაობის თეატრში მისულ მაყურებელს, 20 სექტემბრიდან განახლებული რეპერტუარი, პრემიერა და  ექსპერიმენტული პროგრამა ელოდება, რომელიც საქართველოში პირველად განხორციელდება. უკვე კარგად ნაცნობი სპექტაკლები კი ახლებური ინტერპრეტაციებით იქნება წარმოდგენილი. ახალი სეზონი პრემიერით  „ასტიგმატისტებით“ გაიხსნება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” რეჟისორმა, იოსებ ბაკურაძემ განუცხადა, „ასტიგმატისტები“ არის კომედია ასტიგმატისტების ოჯახის ერთი კომიკური დღის შესახებ, რომელიც გადმოცემულია მუნჯი კინოს ხერხით. სპექტაკლის გმირები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ. ყველაფრით უკმაყოფილო ბაბუა ცდილობს ოჯახური ტრადიციები დაიცვას. აურზაური, რომელიც ერთ დღეს ხდება ასტიგმატისტების ოჯახში მაყურებელს კომიკურ სამყაროში ამოგზაურებს. ​მისივე თქმით, სავარაუდოდ ოქტომბერში განხორციელდება ექსპერიმენტულ პროექტი. ეს იქნება 360 გრადუსით გადაღებული „ასტიგმატისტების“ ინოვაციურ გარემოში ჩვენება. პარტერი სცენის ცენტრში…

მეტი...

თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდების სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

თბილისში, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის მიმდებარედ, 230 ბენეფიციარზე გათვლილი, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება. პროექტის მხარდასაჭერად „მთავარანგელოზ გაბრიელის და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  3040 კვ.მ. მიწის ნაკვეთი უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადასცა. სულ 983 200 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდოამზე განაცხადა. ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი, საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს, კონკრეტულად მათზე მორგებულ სერვისებს და პროგრამებს შესთავაზებს. ცენტრი აღიჭურვება უახლესი მოწყობილობებით, სენსორული ოთახებით, სხვადასხვა სახის თერაპიისთვის საჭირო ინვენტარით და დაკომპლექტდება უცხოეთიდან მოწვეული ტრენერების მიერ გადამზადებული პროფესიონალებით.…

მეტი...

განათლების მინისტრმა მოადგილეები, მიმინოშვილი და სანიკიძე გაათავისუფლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საკადრო წმენდა დაიწყო. მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მისი 2 მოადგილე და სხვა ხელმძღვანელი პირები დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა და დააანონსა რომ საკადრო ცვლილებები გაგრძელდება. მინისტრმა განხორციელებულ საკადრო ცვლილებების მიზეზებიც განმარტა და აღნიშნა, რომ ხარისხი მთავარი პრიორიტეტია. „ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია კონკურენტუნიარიანი განათლების სისტემის შექმნა, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება, რისთვისაც იგეგმება არაერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა. შესაბამისად, ამ პროცესს ახალი ენერგია, ახალი ხედვები და ახალი საკადრო პოლიტიკა სჭირდება. სწორედ ამის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება და თანამდებობას ტოვებენ მინისტრის მოადგილეები: თემურ მურღულია და ლია გიგაური, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე,…

მეტი...

“ჩემი ძვირფასი თბილისელებისთვის სიურპრიზი მაქვს” – ქეთი მელუას საჩუქარი თბილისს

თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, 16 სექტემბერს, 21:00 საათზე, ევროპის მოედანზე, მსოფლიოში ცნობილი ქართველი მომღერლის, ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება.  ​ მომღერალი თბილისელი თაყვანისმცემლებისთვის ვიდეომიმართვას ავრცელებს: “მოგესალმებით ბრიტანეთიდან. ჩემი ძვირფასი თბილისელებისთვის სიურპრიზი მაქვს. ძალიან მიხარია, რომ სულ მალე, ჩემს ბენდთან ერთად შევხვდებით ევროპის მოედანზე, თბილისის ცის ქვეშ. მიყვარხართ და გელოდებით ყველას”. ქეთი მელუას კონცერტზე დასწრება თავისუფალია. ქეთი მელუა ქალაქ ქუთაისში დაიბადა. ცხოვრების პირველი წლები ბებიასა და ბაბუასთან საქართველოს დედაქალაქ თბილისში დაჰყო, მოგვიანებით კი მშობლებთან და ძმასთან ერთად ქალაქ ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ქეთის მამა კარდიოლოგად მუშაობდა. 1993 წელს, თბილისის  ომის დასრულებისთანავე ოჯახი საცხოვრებლად ბელფასტში,…

მეტი...

მცხეთა-მთიანეთში ყაზბეგობა – 2018 და ფერმერთა აგროფესტივალი გაიმართა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახალხო დღესასწაული – ყაზბეგობა 8 სექტემბერს გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა რეგიონულ-ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ და ფერმერთა აგროფესტივალი. ​აგროფესტივალი ევროკავშირის მხარდაჭერით და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) თანამშრომლობით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში განხორციელდა. ​ღონისძიებას დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ. “დღეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დიდი სახალხო დღესასწაულია – ყაზბეგობა. ღონისძიებების ფარგლებში შესაძლებლობა გვაქვს ერთი მხრივ მოვახდინოთ ქართული კულტურის, ხელოვნებისა და პროდუქციის პოპულარიზაცია, მეორე მხრივ, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ ფერმერებს პროდუქციის რეალიზებაში” – განაცხადა შალვა კერესელიძემ. დღესასწაულის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 30 ქართველი მეწარმის…

მეტი...

კარლო საკანდელიძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ წიგნი გამოიცა

ქართული თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, კარლო საკანდელიძის შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ წიგნი გამოიცა. თბილისის მერიის მხარდაჭერით, 8 სექტემბერს, 18 საათზე, რუსთაველის თეატრის ფოიეში, 140-ე სეზონის გახსნაზე, კარლო საკანდელიძის წიგნის პრეზენტაცია და ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ რუსთაველის თეატრის დასის წევრები. ​კარლო საკანდელიძეს წელს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა. რუსთაველის თეატრის სცენაზე კარლო საკანდელიძემ 61 წელი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მას 80-მდე როლი აქვს შესრულებული თეატრში და 50-მდე კინოში. მის მიერ განსახიერებული პერსონაჟები მაყურებელმა შეიყვარა და დაიმახსოვრა. პროექტი განხორციელდა თბილისის მერიის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს,…

მეტი...