ზღვის პროდუქტები ქალაქ სიემენში

სიემენი არის ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია. ცენტრალური და ძველი ქუჩით – ჯინშენ. ეს არის ჩვენებური შარდენის მსგავსი ტურისტული ზონა, სადაც ძირითადად ყველაფერი ეროვნულია წარმოდგენილი. მათ შორისაა სამზარეულო. ღორის ტყავისგან დამზადებული ტყლაპი და ცხვრის ბეწვის ტკბილეული – ჩინური კულინარიული სასწაული

მეტი...

გორში, საქართველოს სახალხო არტისტის, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

გორში, საქართველოს სახალხო არტისტის, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მუსიკოსთა არაერთი თაობის აღმზრდელის ვარსკვლავის გახსნის ცერემონია თეატრის წინ გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ვარსკვლავის გახსნას წინ უძღვოდა მაესტროს შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ შალვა მოსიძის მოსწავლეები. თეატრის ფოიეში გამოფენილი იყო შალვა მოსიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტომასალაც. შალვა მოსიძის ვარსკვლავი გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დახმარებით გაიხსნა. შალვა მოსიძე 1967 წლიდან გორის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა. მან 1970 წელს გორის ქალთა გუნდი დააარსა. ის…

მეტი...

მწერალთა ბოიკოტის გამო, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი, სავარაუდოდ, წელს არ იქნება

მწერალთა ბოიკოტის გამო, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი, სავარაუდოდ, წელს არ იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ ,,პუბლიკა” ავრცელებს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო 2007 წლიდან მონაწილეობს, 2018 წელს კი საპატიო მასპინძელი ქვეყანა იყო. წელს ფრანკფურტის წიგნი ბაზრობა 18 ოქტომბერს უნდა გაიხსნას. წლევანდელი პროგრამა უკვე შედგენილი იყო და სამ ქართველ მწერალს – თამთა მელაშვილს, ეკა ქევანიშვილსა და აბო იაშაღაშვილს – უნდა მიეღო მონაწილეობა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. მათი წიგნები გერმანულ ენაზე ითარგმნა. მწერალთა სახლს, ახალი დირექტორის დანიშვნისა და კულტურის სამინისტროს პოლიტიკის გამო, მწერალთა და გამომცემელთა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა. მათ შორის არიან ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის…

მეტი...

გამწვანებაც და სუფთა გარემოც კი პოლიტიკის დონეზეა აყვანილი – მწვანე ჩინეთი

გამწვანება, ჟანგბადი, სუფთა გარემო, მაქსიმალური სიმწვანე, ფლორა და ფაუნა, ჩინეთში პოლიტიკის დონეზეა აყვანილი. ეს თითქმის ყველგან იგრძნობა – ქალაქში, პარკში, გარეუბანში თუ ქუჩაში. უზარმაზარ სკვერში ერთი ყვავილიც რომ დაჭკნეს ან გახმეს, ოპერატიულად ახლით ანაცვლებენ. თესავენ, რგავენ, რწყავენ, უფრთხილდებიან, დაფუსფუსებენ და ამიტომაც არის ეს ქვეყანა ამ მხრივაც უნიკალური. გამთენიიდან ფუსფუსებენ – ადამიანის ხელით შექმნილი საოცრება კუნძული გულანგიუ – სამოთხე დედამიწაზე (ვიდეო)

მეტი...

,,კერძო უნივერსიტეტებს შევთავაზეთ დავალიანების ობიექტური საბაზრო ღირებულების ანაზღაურება, რასაც დათანხმდა ყველა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გარდა”- მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, შეხვედრა უკვე გაიმართა ყველა უნივერსიტეტის წარმომადგენელთან და დავალიანება 30 000-ზე მეტ სტუდენტს გაუნულდება. „სამინისტროში ორშაბათიდანვე დავიწყეთ აქიური მუშაობა და კომუნიკაცია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებთან სტუდენტთა დავალიანების განულების თაობაზე. შეხვედრები გაიმართა ყველა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც უკლებლივ ყველა უნივერსიტეტის რექტორმა დადებითად შეაფასა აღნიშნული გადაწყვეტილება და მათ ხელი მოაწერეს შესაბამის მემორანდუმს. შედეგად, 30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება. ​კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავთ, რომ სტუდენტებს არც ერთი თეთრის გადახდა არ მოუწევთ და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მათ სრულად გაუნულებენ არსებულ დავალიანებას“, – აღნიშნა…

მეტი...

გამთენიიდან ფუსფუსებენ – ადამიანის ხელით შექმნილი საოცრება

ეს არის ერთ-ერთი დასასვენებელი სივრცე ჩინეთის დედაქალაქში. პარკი 6:00 საათზე იხსნება, ჭიშკრის გაღებას სწორედ ამ დროიდან ელოდებიან. ყველა თავის საქმეს აკეთებს – ყველა ხეს, ბუჩქს, მცენარეს სათითაოდ უფრთხილდებიან და ალამაზებენ. რგავენ, რწყავენ, ასუფთავებენ. ამ პარკში შესვლა უფასოა, ზოგადად კი პარკები ფასიანია. ძირს არავინ არაფერს ყრის, ნაგავს ვერსად ნახავთ. სწორედ ამიტომაც არის აქ სამოთხე. ასე მხიარულად იწყებენ დილას, მზეს ესალმებიან, სიცოცხლით ტკბებიან – რეპორტაჟი პეკინიდან

მეტი...

ტაიჯი, რომელიც ადამიანის შინაგან ორგანოებს კვებავს

ტაიჯი არც იოგაა და არც კარატე. ეს არის დაო. ტაიჯიკუანი არის დაოს განსახიერება. ეს არის სრულყოფილი ფიზიკური პრაქტიკა, რომელიც სპორტული მედიცინის მიღწევად ითვლება ჩინეთში. ეს არის კულტურის, მედიცინის, ფილოსოფიისა და საბრძოლო ხელოვნების ერთიანობა. ასევე მას უწოდებენ ოქროს გასაღებს ცასა და დედამიწას შორის. მთლიანობაში ტაიჯიში ხუთი ენერგია ერთიანდება – წყალი, მიწა, ლითონი, ტყე და ცეცხლი. ვარჯიში კვებავს ხუთ ორგანოს – თირკმელს, ელენთას, ფილტვებს, გულსა და ღვიძლს, რის შედეგადაც უკეთესი გონებრივი და ფიზიკური მდგომარეობა მიიღწევა ყველა ასაკისთვის. ვარჯიში სასურველია დილით და საღამოს 7-15 წუთის განმავლობაში. ერთად ვნახოთ ტაიჯის ხელოვნება მისი შემქმნელის მეთერთმეტე…

მეტი...

,,დავალიანება გაუნულდებათ სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი აქვთ შეჩერებული და არა შეწყვეტილი”- გიორგი ამილახვარი

დავალიანება გაუნულდებათ სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი აქვთ შეჩერებული და არა შეწყვეტილი, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა. მისივე თქმით, სტუდენტს ხუთი წელი აქვს უფლება, ფინანსური დავალიანების თუ სხვა ნებისმიერი მიზეზის გამო ჰქონდეს შეჩერებული სტატუსი. „კანონის შესაბამისად, სტატუსის შეჩერების ვადა არის ხუთი წელი. სტუდენტს ხუთი წელი აქვს უფლება, ფინანსური დავალიანების თუ სხვა ნებისმიერი მიზეზის გამო ჰქონდეს შეჩერებული სტატუსი. ხუთი წლის გასვლის შემდეგ სტუდენტს უწყდება სტუდენტის სტატუსი და ეროვნული გამოცდებით ხელახლა უწევს ამისი მოპოვება. ამ შემთხვევაში, ჩვენ აღებული გვაქვს მაქსიმალური ვადა, ხუთი წელი. შესაბამისად, ვისაც სტატუსი აქვს შეჩერებული და არა…

მეტი...

ასე მხიარულად იწყებენ დილას, მზეს ესალმებიან, სიცოცხლით ტკბებიან – რეპორტაჟი პეკინიდან

დილის 7 საათი. ყოველი დილა ასე მხიარული განწყობით, პოზიტივით, სიყვარულითა და ხალისით იწყება. ეს ერთ-ერთი პარკია პეკინის ცენტრში, სადაც ძირითადად ასაკოვნები იკრიბებიან და ცხოვრებას იხალისებენ. აქ ყველანაირი კომფორტია შექმნილი, რომ თავი ბედნიერად იგრძნონ. უყვართ ყოველი დღე, ერთმანეთის ნახვა, მზის ამოსვლა, მცენარეები, ჩიტების ჭიკჭიკი. აქ ყველა ბედნიერია. განა პრობლემები და სადარდებელი არ აქვთ… ერთმანეთს მხოლოდ პოზიტივს უზიარებენ. დიახ, არ წუწუნებენ, ცხვირ-პირი არ ჩამოსტირით. სწორედ აქ არის პასუხი ზოგიერთის გზავნილზე – „შენ რა გიჭირს, როგორ ერთობი, არც დაბრუნდები“…  მთავარი სწორედ ის არის, რომ შენი „დარდი“ სხვას არ გაუზიარო, სხვას არ გადასდო, სხვას…

მეტი...

არისტოკრატების პიანინო, 7 პედლიანი პიანინო და პიანინო რომელზეც შოპენი უკრავდა (ვიდეო)

როგორი იყო პირველი, ყველაზე პატარა პიანინო და რისგან მზადდებოდა ის; რომელ პიანინოზე უკრავდა შოპენი; როგორია პიანინო, რომელზეც ფეხით უკრავდნენ, ვნახოთ ” მედიაცენტრი მთავარის” რეპორტაჟში ჩინეთიდან.   კუნძული გულანგიუ – სამოთხე დედამიწაზე (ვიდეო) ხმის ჩანაწერების მუზეუმი სიემენში (ვიდეო)    

მეტი...

ციფრული ეკონომიკა, თანამედროვე ტექნოლოგიები – ჩინეთში 2023 წლის ფორუმი გაიხსნა

ჩინეთი – ცენტრალური აზიის თანამშრომლობის ფორუმი არის რეგიონალური ეკონომიკური ფორუმი, რომელიც დაარსდა ჩინეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მიერ და მიმართულია ეკონომიკური თანამშრომლობისკენ საერთო განვითარებისთვის. ეს არის ჩინეთის მიერ ინიცირებული ერთ-ერთი მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა. როგორც ფორუმზე აღნიშნეს, აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის მშენებლობის უწყვეტი პროგრესით, ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას შორის თანამშრომლობა განვითარების ე.წ. ოქროს პერიოდში შევიდა. ერთად ვნახოთ რა ხდება ქალაქ სიემენში. ეკა გულუა ჩინეთიდან მსოფლიოს ყურადღება აქ არის – ერთად ვნახოთ რა ხდება ჩუნცინში ხმის ჩანაწერების მუზეუმი სიემენში (ვიდეო)  

მეტი...

ხმის ჩანაწერების მუზეუმი სიემენში (ვიდეო)

სიემენი ეს არის ეკონომიკური, ტურისტული და ისტორიული ქალაქი, რომელიც გამორჩეულია მუზეუმების სიმრავლითა და კულტურული სანახაობებით. კუნძული გულანგიუ სწორედ ქალაქ სიემენში მდებარეობს. ერთ-ერთი მუზეუმი, რომელიც ამ კუნძულზეა განთავსებული, ხმის ჩანაწერების მუზეუმია. მუზეუმში დაცულია ყველაზე ძველი მუსიკალური ინსტრუმენტები, ფირები, მელოდიები, საოპერო შესრულება და ათასობით ჩანაწერი, რომელიც ჩინეთის ისტორიას წარმოადგენს. აქ ყველაფერი ციფრულია. ღილაკზე თითის ერთი დაჭერით ეკრანზე ჩინეთის კულტურული ცხოვრება გადაიშლება. ერთად დავათვალიეროთ მუზეუმი და მოვუსმინოთ ჩანაწერებს. ეკა გულუა პეკინიდან კუნძული გულანგიუ – სამოთხე დედამიწაზე (ვიდეო)

მეტი...

კუნძული გულანგიუ – სამოთხე დედამიწაზე (ვიდეო)

აქ ნამდვილი სამოთხეა. აქ სხვა სამყაროა, სხვა პლანეტაა და ეს ყველგან იგრძნობა, ყველა მიმართულებით. ერთად გავიცნოთ კუნძული, რომელიც ქალაქ სიამენთან, ფუნჯიანის პროვინციაში მდებარეობს. კუნძული თითქმის ყველა სეზონზე გაზაფხულის ამინდით სარგებლობს და მას მეტსახელად “ზღვის ბაღს” უწოდებენ. ამ ქალაქში 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 1940-იან წლებში, გლობალიზაციის ფონზე, კუნძული გულანგიუ გახდა მნიშვნელოვანი ფანჯარა ჩინეთსა და დასავლეთს შორის კულტურული გაცვლისთვის. კუნძულზე 100-ზე მეტი შენობა მდებარეობს და მათ შორისაა მუზეუმები. თუ რა მუზეუმებზეა საუბარი, ამას ვიდეოს მეორე ნაწილში ვნახავთ. ერთად ვიმოგზაუროთ სამოთხეში. ეკა გულუა ჩინეთიდან

მეტი...

როგორია დასასვენებელი სივრცე იმპერატორის საყვარელი ქალებისთვის (ვიდეო)

ეს არის ჩინეთი, ფუნჯიანის პროვინცია და მუზეუმი, სადაც ადრე დინასტიები ცხოვრობდნენ. ეს ე.წ. სპეციალური მასალისგან დამზადებული მაგიდა კი “ბედნიერების” სახელითაა ცნობილი. დინასტიები, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ, საყვარელ ქალებს ამ სივრცეში უშენებდნენ და სწორედ მათთვის მოაწყვეს ეს სამოთხე.   ეკა გულუა ჩინეთიდან  

მეტი...

სცენა წყალში და ოპერა იმპერატორებისთვის (ვიდეო)

საიმპერატორო დინასტიები, რომლებიც სხვადასხვა დროს ფუნჯიანის პროვინციაში ცხოვრობდნენ, პერიოდულად კულტურულ ღონისძიებებსაც მართავდნენ. განსაკუთრებით კი ოპერა ხიბლავდათ. შესაბამისად, იქვე ჰქონდათ მოწყობილი სცენა, რომელიც წყალში იდგა. თუ რატომ, ერთად ვნახოთ რეპირტაჟში. ეკა გულუა ჩინეთიდან  

მეტი...

როგორ და სად ცხოვრობდნენ, ერთობოდნენ და ისვენებდნენ დინასტიები – “მედიაცენტრი მთავარი” ჩინეთიდან ( ვიდეო)

სწორედ ფუნჯიანის პროვინციაში, ქალაქის ცენტრში, ყველაზე სტრატეგიულ, ტურისტულ და დატვირთულ ზონაში მდებარეობს ცენტრალური ქუჩა, რომელიც დღეს ისტორიულ მუზეუმად არის ქცეული. ეს იმიტომ, რომ აქ ცოცხლდება ჩინური კულტურა, ისტორია და წარსული. ერთად დავათვალიეროთ და ვნახოთ, სად ცხოვრობდნენ, როგორ ისვენებდნენ და ერთობოდნენ დინასტიები ფუნჯიანის პროვინციაში. ეკა გულუა ჩინეთიდან  

მეტი...

მილიონიდან 400 000-მდე მუშა მშენებლობაზე დაიღუპა – როგორ შენდებოდა ჩინეთის კედელი?! – „მედიაცენტრი მთავარი“ პეკინიდან (ვიდეო)

22 000  კილომეტრიანი ჩინეთის კედელი ტურისტებს ვერ იტევს. წელიწადში აქ მილიონი მნახველი ჩამოდის. ტურისტების მაქსიმალური რაოდენობა კი რომელიც ერთ დღეში დაფიქსირდა, 100 000-ია. რატომ აშენდა ჩინეთის კედელი, რა დანიშნუება ჰქონდა მას, რამდენი ადამიანი აშენებდა და რა ბედი ეწიათ მშენებლობისას დაღუპულებს? – ერთად ვიმოგზაუროთ ჩინეთის კედლის გარეშემო და ვნახოთ რა ხდება აქ. ჩინეთის დიდი კედლის აშენება დაკავშირებულია იმპერატორ ცინ ში ჰუანგისთან ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნეში და ჩანაფიქრი იყო  ბარბაროსთა მომთაბარეების შემოსევების აღკვეთა. რატომ არის ჩინეთის კედელი ასე მნიშვნელოვანი? ჩინეთის დიდი კედელი აშენდა ჩინეთის ჩრდილოეთით მომთაბარე ტომების მტრის თავდასხმისგან თავდასაცავად. ის ასევე…

მეტი...

ეროვნულ გამოცდებზე წელს 4 292 ნაშრომი გასაჩივრდა – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეთა 128 440 ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 292. ,,2023 წელს 128 440 ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 292, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 3,34%-ია“, – განაცხადა  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ. მისივე თქმით, წელს ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა. „გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით: ქართული ენა და ლიტერატურა – 1588; ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე) – 37; ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) – 41; ინგლისური ენა – 754; რუსული ენა – 15; გერმანული ენა – 19;…

მეტი...

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდიდან ერთი აპლიკანტი ნასვამობის, მეორე კი “შპარგალკის” გამო მოიხსნა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდიდან ერთი აპლიკანტი ნასვამობის, მეორე კი “შპარგალკის” გამო მოიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ეტალონი” შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელზე, სოფიო გორგოძეზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მასწავლებელთა გამოცდებზე წელს ჯამში 18 500-ზე მეტი აპლიკანტი იყო რეგისტრირებული, გამოცდებზე კი 82%-ზე მეტი გავიდა.

მეტი...

ცაგერში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმის ღვინის რიგით მეორე ფესტივალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქალაქ ცაგერში გაიმართა. წელს ფესტივალში რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის დიდი, საშუალო და მცირე 65 მარანი მონაწილეობდა. მათ საკუთარი პროდუქცია ფესტივალის სტუმრებს, ევროპის ქვეყნებიდან მოწვეულ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს, სომელიეებს, იმპორტიორებს და ქართველ ექსპორტიორებს წარუდგინეს. ცაგერში გამართული ფესტივალის ფარგლებში, ჩატარდა ღვინის მასტერკლასები, მოეწყო სხვადასხვა სახის აქტივობა რეგიონის გასტრონომიული ტრადიციებისა და ეთნოკულტურის წარმოსაჩენად, ფესტივალი საზეიმო კონცერტით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალისთვის მზადების ფარგლებში, მიმდინარე წლის აპრილში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, რაჭა-ლეჩხუმის ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა მიეცათ, გაევლოთ ერთკვირიანი პროფესიული სასწავლო კურსი,…

მეტი...

დირექტორთა სერტიფიცირების პროცესში მონაწილე 27 პირი სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს – ISFED

დირექტორთა სერტიფიცირების პროცესში მონაწილე 27 პირი სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) ავრცელებს. „სამართლიანი არჩევნების” შეფასებით,  შესწავლილი ფაქტები და გარემოებები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ გასაუბრების პროცესში დაფიქსირდა არაერთი არსებითი ხასიათის დარღვევა. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია 27 პირის ინტერესებს სასამართლოში იცავს და გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობას და თავიდან გამართვას ითხოვს. ,,2023 წლის 20 მარტიდან 28 აპრილის ჩათვლით სამინისტრომ ჩაატარა საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების მეორე ეტაპი – გასაუბრება.   მინისტრის ბრძანებით შექმნილი იყო გასაუბრების 2 კომისია. გასაუბრების დასრულებიდან თითქმის 2 თვის შემდეგ, 2023 წლის 8 ივნისს, სამინისტრომ გამოაქვეყნა…

მეტი...

,,მივმართავ ახალგაზრდებს, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და მჯერა, თითოეული თქვენგანი შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას”- გიორგი ამილახვარი

საქართველოში 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აპლიკანტებს მიმართავს და მათ წარმატებებს უსურვებს. „დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები და მინდა, წარმატება ვუსურვო თითოეულ აბიტურიენტს, ჩვენს ახალგაზრდებს, მათ მშობლებს, ოჯახის წევრებს. ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საგამოცდო პროცესი მათთვის კომფორტულ და მშვიდ აკადემიურ გარემოში წარიმართოს, სადაც ყველა აპლიკანტს ექნება საშუალება, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს. გამოცდების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის განსაკუთრებული მადლობა მსურს, გადავუხადო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თითოეულ თანამშრომელს და ყველა იმ უწყებას, რომელიც პროცესში ასე აქტიურად იყო…

მეტი...

კონცერტის გაუქმებასთან დაკავშირებით ნუცა ბუზალაძე განცხადებას ავრცელებს და რუსეთში ჩასვლის მიზეზზე საუბრობს

„მოგესალმებით ჩემო მეგობრებო და გულშემატკივრებო. ჩემს მიმართ ბოლო დღეებში აგორებული კამპანიის გამო ვთვლი, რომ ქალაქ ბათუმის კლუბ „სფეროში“ 30 ივნისს დაგეგმილი კონცერტი აგვისტოსთვის გადავდო. გადაწყვეტილება კლუბის მენეჯმენტთან კონსულტაციების შემდეგ, ერთობლივად მივიღეთ“ – აცხადებს მომღერალი. მისი თქმით, თავს ვალდებულად თვლის, კიდევ ერთხელ განმარტოს რუსეთში ჩასვლის მიზეზი. „სოლო კონცერტამდე კი მივემგზავრები ამერიკაში. ტურნეს, რომელშიც მონაწილეობას ვიღებ ჩემი მსმენელისთვის სასიამოვნო სიურპრიზად დავტოვებ. რაც შეეხება ჩემს მიმართ აგორებულ აგრესიულ კამპანიას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად მივიჩნევ, კიდევ ერთხელ განვმარტო რუსეთში ჩასვლის მიზეზები, რომელიც გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა პირადი ინტერესებისა და ყალბი აჟიოტაჟისთვის გამოიყენეს. ჩემი…

მეტი...

კულტურის კომიტეტმა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

კულტურის კომიტეტის სხდომაზე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად იმსჯელეს. კანონპროექტი დეპუტატებსა და სხდომაზე მოწვეულ კულტურის სფეროს წარომადგენლებს პარლამენტის წევრმა, ბაია კვიციანმა წარუდგინა. ბაია კვიციანის განმარტებით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების და ზოგადად ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამასთანავე „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. „კანონპროექტი შემუშავდა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ინტელექტულური საკუთრების ექსპერტებსა და კოლექტიური მართვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან წინასწარი…

მეტი...

ულტიმატუმის ვადა დასრულდა, კინოცენტრის დირექტორი აქციის მონაწილეებთან შეხვედრას არ აპირებს

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიმდებარედ შეკრებილი აქციის მონაწილეების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კობა ხუბუნაიამ მათთან შეხვედრა არ მოისურვა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, კობა ხუბუნაია 18:00 საათამდე კინემატოგრაფებს შეხვედროდა. როგორც კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ განაცხადა, საქართველო რუსულ პრინციპს მიჰყვება. „ვინც იხდის ფულს, ის უკვეთს მუსიკას, მაგრამ ხელოვნება არის საპირისპირო,  ვინც იხდის ფულს, ის ქმნის გარემოს, სადაც შემოქმედი თავის მუსიკას ქმნის… კინოცენტრის მთავარი პრინციპია კინოს სახელმწიფო დაფინანსებით სრული დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჰქონდეს. დღეს რა მოხდა და რა პრობლემაა? მთავარი, ალბათ, მაინც დირექტორის დანიშვნის წესია. ქართული კინოცენტრი დამყარებული იყო პრინციპზე, რომ პროფესიონალები, კინოსთან დაახლოებული…

მეტი...

„კობა ხუბუნაია ბადრაგი არასდროს ყოფილა“ – კულტურის სამინისტროს განცხადება

კინოცენტრში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც სამინისტროში განმარტავენ, არასერიოზულია განცხადება, რომ კინოცენტრის რეფორმა ცენზურას ისახავდეს მიზნად, ხოლო მისი ხელმძღვანელი კი ბადრაგად მუშაობდა. „გვსურს, გამოვეხმაუროთ სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის (კინოცენტრი) გარშემო ატეხილ სრულიად უსაფუძვლო აჟიოტაჟს, რომელმაც კამპანიური ხასიათი მიიღო და ემსახურება საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიზანმიმართულად მიწოდებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, სწორედ კინოცენტრს აყენებს მნიშვნელოვან ზიანს. მიმდინარე რეორგანიზაცია და სამომავლო რეფორმა: 2023 წლის 10 ივნისს, კინოცენტრში გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომელიც 12 ივლისს დასრულდება და სისტემის რეფორმის პირველ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. მოცემული რეორგანიზაციის მიზანია, კინოცენტრის არსებული მენეჯმენტისა და ბიუროკრატიული პროცესების გაჯანსაღება/გამარტივება კინოხელოვანთა და…

მეტი...

კულტურის სამინისტრო კინოცენტრში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კინოცენტრში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კინოცენტრის გარშემო უსაფუძვლო აჟიოტაჟმა  კამპანიური ხასიათი მიიღო და ემსახურება საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიზანმიმართულად მიწოდებას, რაც სწორედ კინოცენტრს აყენებს მნიშვნელოვან ზიანს. „2023 წლის 10 ივნისს, კინოცენტრში გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომელიც 12 ივლისს დასრულდება და სისტემის რეფორმის პირველ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. მოცემული რეორგანიზაციის მიზანია, კინოცენტრის არსებული მენეჯმენტისა და ბიუროკრატიული პროცესების გაჯანსაღება/გამარტივება კინოხელოვანთა და კინოს ინტერესების გათვალისწინებით, ხოლო რეფორმა, რომლის კონკრეტული შინაარსიც რეალურად საქმით დაინტერესებული პირებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მიერ უნდა განისაზღვროს, გულისხმობს დღეს არსებულ ფინანსური მართვის სისტემაში ხარვეზების…

მეტი...

,,ვრცელდება დეზინფორმაცია გამოცდების დაწყების თარიღთან დაკავშირებით”- გამოცდების ეროვნული ცენტრი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  ვრცელდება დეზინფორმაცია 2023 წლის გამოცდების დაწყების თარიღთან დაკავშირებით. „სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია 2023 წლის გამოცდების დაწყების თარიღთან დაკავშირებით. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებსა და სხვა გამოსაცდელებს, არ დაეყრდნონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და იხელმღვანელონ მხოლოდ ცენტრის ოფიციალური ვებგვერდით www.naec.ge. ამ გვერდზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება გამოცდების განრიგი, ინფორმაცია საგამოცდო ბარათების შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. აქვე შეგახსენებთ, რომ ცენტრი პასუხისმგებელია მხოლოდ მის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა

2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ცვლილების გათვალისწინებით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დამატებით უნდა განხორციელდეს იმ ბავშვების ჩარიცხვა, რომელთაც 6 წელი 16 სექტემბრიდან 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შემდეგნაირად განისაზღვრა: გახანგრძლივდა ამჟამად მიმდინარე II ეტაპი – მეორე ეტაპზე რეგისტრაცია 2023 წლის 19 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა: ა) და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში; ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი  საჯარო სკოლის…

მეტი...

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დროს, დაახლოებით, 12-მდე აკლდამაა აღმოჩენილი

აკაკი წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მე-19-მე-20 საუკუნის პერიოდის რამდენიმე აკლდამაა აღმოჩენილი. აღმოჩენის შესახებ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დაუყოვნებლივ აცნობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. ამჟამად, აკლდამებს სპეციალისტები იკვლევენ. არქეოლოგ მერაბ ძნელაძის განმარტებით, დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამარხების რაოდენობა 12-მდეა. „უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად დაზიანებულია ძველი საკომუნიკაციო ქსელების გაყვანილობის გამო. ამჟამად, მიმდინარეობს მათი დეტალური შესწავლა და დამატებით ინფორმაციას ახლო მომავალში გაგაცნობთ“, – განაცხადა მერაბ ძნელაძემ. წერეთლის გამზირზე აღმოჩენილი აკლდამების კვლევა უახლოეს მომავალში დასრულდება.

მეტი...

6 წლის ბავშვებს სკოლაში დარეგისტრირება შეეძლებათ – კანონი მიღებულია

2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. პარლამენტმა  84 ხმით, დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით მიიღო „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება. ცვლილების თანახმად, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. კანონპროექტის მიღებით, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1-ელ ნოემბრამდე დაბადებულ პირებს უფლება ექნებათ გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით, ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად. აღნიშნული პერიოდი ნებაყოფლობითობის რეჟიმში რჩება და ბავშვის მშობელს და კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია თავად მიიღოს გადაწყვეტილება. ცვლილებით 4900-მდე მოსწავლე შეძლებს…

მეტი...

ისტორიული დღე ქართული ემიგრაციისთვის – კუნძულ ტექსელზე ქართველი აჯანყებულების მემორიალი დაფა დაიდგმება

2023 წლის 4 მაისს  ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე გაიმართება ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებლის, თიკა სვანიძე-ვენკოსა და ტექსელის მოვლენების მკვლევრის, ისტორიკოს სულხან ამირანაშვილის ინიციატივით განხორციელებული პროექტის – „ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე მემორიალური დაფის დადგმა” – გახსნის ცერემონია. ქართველთა სასაფლაოზე მემორიალური დაფის აღმართვაში მონაწილეობას მიიღებენ კუნძულ ტექსელის მერია და ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის სამინისტრო. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი ქალბატონი თიკა სვანიძე-ვენკო. მემორიალის დიზაინის ავტორია ბელგიის სამეფოში მოღვაწე ქრთველი მოქანდაკე, რესტავრატორი დავით (დევი) ხმალაძე. 1945 წელს ტექსელის ქართველთა აჯანყების დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალზე ამოტვიფრულია ტექსელის ძმათა…

მეტი...

პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. სამინისტროს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის გადახედვას. 6 წლამდე ბავშვების მშობლების მოთხოვნა გამონაკლისის დაშვების თაობაზე განსაკუთრებით მაღალია ოქტომბრის თვეში დაბადებულ ბავშვებთან დაკავშირებით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში ჩარიცხვის მიზნით. ,,ხაზგასასმელია, რომ კანონპროექტის მიღებით, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1-ელ…

მეტი...

გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტად გია მურღულია დანიშნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტად ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი გია მურღულია დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სამინისტროში ზოგადი განათლების მიმართულებით სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომელსაც თავად მინისტრი უხელმძღვანელებს, კოორდინაციას კი გია მურღულია გაუწევს. აღნიშნული ჯგუფი აქტიურად იმუშავებს სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის კუთხით. კერძოდ, გიორგი ამილახვარის დავალებით, ჯგუფის წევრები სწრაფ და მოქნილ რეჟიმში იმსჯელებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწაზე, ეროვნული სასწავლო გეგმისა და სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებაზე, გრიფირების პროცესსა და სკოლასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე. გია მურღულიას…

მეტი...