„ლურჯი ვეშაპი“ – „მკვლელ თამაშთან“ დაკავშირებით ლევან გაბაძემ ფილმი გადაიღო (ვიდეო)

ქართული და არა მხოლოდ ქართული, მსოფლიო საზოგადოება, მალე, ე.წ. მკვლელ თამაშთან დაკავშირებით ქართველი რეჟისორისა და სცენარისტის, ლევან გაბაძის მხატვრულ ფილმს იხილავს. „ლურჯი ვეშაპი“ ასე ჰქვია ფილმს, რომელმაც არაერთი ოჯახი გააუბედურა და არაერთ მოზარდს წაართვა სიცოცხლე. რეჟისორმა, ერთ-ერთ მსახიობთან და შვილმკვდარ დედასთან ერთად „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა და ფილმზე ისაუბრა. „იდეა წამოვიდა პრობლემიდან. მოგეხსენებათ, კარგად მუშაობს ამ თემაზე საინფორმაციო და ბეჭდური მედია, თუმცა, ის სეგმენტი, რომელიც ამ საშიში თამაშის ინტერესის სფეროა, ნაკლებად უყურებს საინფორმაციოს გამოშვებებს. ამიტომ, ვეცადეთ, რამე განსხვავებული კუთხით მიგვეწოდებინა ეს ინფორმაცია, დაინტერესებულიყვნენ და ენახათ. ფილმი სულ 15 წუთიანია და შექმნილია…

მეტი...

ევროვიზია 2020 წლის კენჭისყრა დღეს გაიმართება

როტერდამში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის 2020 წლის კენჭისყრა 28 იანვარს გაიმართება და გადაწყდება, რომელი ქვეყანა რომელ ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოც. ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესების თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნისა (ნიდერლანდები) და ე.წ. დიდი ხუთეულის: გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთისა და იტალიის წარმომადგენლები. 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის კენჭისყრის პირდაპირ ეთერში ნახვა საქართველოს პირველი არხის ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი. კენჭისყრა 19:10 საათზე დაიწყება და მას ჟურნალისტი დემეტრე ერგემლიძე გაუძღვება. ევროვიზიის სიმღერის კონკურსს როტერდამი მასპინძლობს და წელს საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 12 და 14 მაისს, ხოლო ფინალი 16 მაისს გაიმართება.

მეტი...

18 წლის მომღერალი გრემის დაჯილდოვებაზე რეკორდსმენი გახდა

18 წლის ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა 2020 წლის გრემის დაჯილდოებაზე რეკორდი დაამყარა. ის ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტი გახდა, რომელმაც ღონისძიების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. საუკეთესო სიმღერისა და ჩანაწერის სტატუსი Bad Guy-მ დაიმსახურა.  ბილი აილიშმა კიდევ ერთი გრემი საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის კატეგორიაში დაიმსახურა.

მეტი...

“ფორსაჟის” პირველ ტიზერში თავისუფლების მოედანი ჩანს

Fast and Furious-ის მეცხრე ნაწილის ტრეილერის 15-წამიანი ანონსი გავრცელდა. პირველ კადრებში ვხედავთ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელ ვინ დიზელს და ამის გარდა ნაცნობ ლოკაციასაც თავისუფლების მოედანს. ფილმის გადაღებები საქართველოში აგვისტოსა და სექტემბერში მიმდინარეობდა . Fast and Furious-ს დედაქალაქში პროგრამის გადაიღე საქართველოში ფარგლებში იღებდნენ. როგორც ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის ხელმოწერილ განკარგულებაში წერია, ჰოლივუდური ფილმის გადაღებისთვის საქართველოში მაქსიმუმ 31,4 მილიონი ლარი (31 358 162 ლარი) უნდა დახარჯულიყო.

მეტი...

QUEEN-ი დიდი ბრიტანეთის ვალუტაზე გამოსახეს

ლეგენდარული Queen პირველი მუსიკალური ჯგუფი გახდა, რომელიც დიდი ბრიტანეთის ვალუტაზე გამოსახეს. კოლექტივის პატივსაცემად მთავრობამ 5 გირვანქა სტერლინგის ნომინალის საკოლექციო მონეტები გამოუშვა, რომლებზეც ბენდის თითოეულ წევრთან დაკავშირებული ინსტრუმენტებია დატანილი. რკინის, ვერცხლისა და ოქროს მონეტების ღირებულება 13-დან 2,020 გირვანქა სტერლინგამდე მერყეობს.

მეტი...

მაისურაძე, ბოლქვაძე, ოდიშარია – ვინ იქნება კულტურის სფეროს ახალი ხელმძღვანელი?

განათლების და კულტურის სამინისტროების  გაყოფასთან დაკავშირებით მთავრობაში გადაწყვეტილება მიღებულია. კულტურის სფეროს ხელმძღვანელად დღეს სამი გვარი დასახელდა. ესენია: ბადრი მაისურაძე, ელისო ბოლქვაძე და ბექა ოდიშარია. საქართველოში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2018 წელს ჩამოყალიბდა. სამთავრობო ცვლილებების მიხედვით კი კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდა.

მეტი...

„ჩვენს თაობას შეუძლია მუსიკით რევოლუცია მოაწყოს“ – ახალგაზრდა მუსიკოსი Omar K

ქართველი ბითმეიქერი (მუსიკოსი, რომელიც ჰიპ-ჰოპ ჟანრში ინსტუმენტალურ მხარეს უზრუნველყოფს), ტრეკების პროდიუსერი და  მუსიკოსი ომარ ხალვაში, იგივე Omar K თავისი მუსიკით აუდიტორიას იპყრობს. Omar K მუსიკას 16 წლის ასაკიდან ქმნის, კერძოდ კი პროფესიული წინსვლა  ელექტრონული მუსიკის მიმართულებით დაიწყო. მუსიკალური განვითრება კი “ოლდ სქულ” (90-იანი წლების ჰიპ-ჰოპის მიმდინარეობა) ჰიპ-ჰოპით  გააგრძელა. „მედიაცენტრი მთავარი“ დაინტერესდა მუსიკოსის შემოქმედებით, რომელიც მისი ნამუშევრებით რევოლუციას გეგმავს. „მედიაცენტრი მთავარი“ : რატომ გახდა ჰიპ-ჰოპი და არა სხვა მუსიკალური მიმდინარეობა თქვენთვის საინტერესო? Omar K: „ჩემთვის ჰიპ-ჰოპი საკუთრი თავის გამოხატვა და იმ ყველაფრის ასახვაა მარტივ ენაზე, რაც საზოგადოებაში და ზოგადად ჩვენ ირგვლივ …

მეტი...

როგორ მუშაობს უწმინდესი ოპერის უვერტიურაზე – პატრიარქის აქამდე უცნობი კადრები

ქართველი პიანისტი, ვალერიან შიუკაშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც პატრიარქთან ერთად ოპერის უვერტიურაზე მუშაობს. “ძველ ჩანაწერებში აღმოვაჩინე ეს ვიდეო, სადაც უწმინდესი და მე ვიწყებთ ოპერის უვერტიურაზე მუშაობას. პირველად ვაქვეყნებ ამ ვიდეოს”, – წერს ვალერიან შიუკაშვილი.

მეტი...

ნოდარ დუმბაძის რვა ნაწარმოები, არაბულად ითარგმნა

დღეს, კატარში,  დოჰას საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე “Doha International Book Fair” ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის არაბულად ნათარგმნი ნაწარმოებების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. ნოდარ დუმბაძის არაბულენოვანი წიგნის კრებულში შესულია რვა მოთხრობა – „ძაღლი“, „ნუ გააღვიძებ“, „უმადური“, „ჩიტი“, „დედა“, „კუკარაჩა“, „სისხლი“ და „კორიდა“. წიგნის ყდის ილუსტრაციისთვის გამოყენებულია ელენე ახვლედიანის ნამუშევარი „ზამთარი თბილისში“. წიგნი გამოიცა საქართველოს საელჩოსა და კატარის კულტურის და სპორტის სამინისტროს აქტიური თანამშრომლობის შედეგად. საქართველოს ელჩმა კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილმა და მწერლის შვილმა, ქეთევან დუმბაძემ წიგნის გამოცემაში შეტანილი წვლილისთვის, საზეიმო ვითარებაში გადასცეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის სამადლობელი სიგელები პროექტის განხორციელებაში…

მეტი...

დღეს, საქართველოს სახალხო არტისტის, არიადნა შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნება

დღეს, საქართველოს სახალხო არტისტს არიადნა შენგელაიას, რუსთაველის თეატრის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან. როგორც „კულტურის პალატის“ თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ვარსკვლავის გახსნა, არტისტის დაბადების დღეს ემთხვევა. დავით ოქიტაშვილის თქმით, არიადნა შენგელაიას შემოქმედებით საღამოს გრიბოედოვის თეატრი უმასპინძლებს. ბევრმა არ იცის, რომ ძველი ბერძნული სახელის მატარებელი მსახიობი – არიადნა შენგელაია წლებია თბილისში ცხოვრობს. მაქსიმ გორკის სახელობის კინოსტუდიის მსახიობი, თბილისში მუშაობდა კინოსტუდია “ქართულ ფილმსა” და ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თეატრში. რამდენიმე წელი თბილისის თეატრალურ უნივერსიტეტშიც, ახალგაზრდებს სამსახიობო ხელოვნებას ასწავლიდა. გრიბოედოვის თეატრის სცენაზე, აქტიურად მონაწილეობდა სპექტაკლებში: “ცეზარი და კლეოპატრა”, “ანა ფრანკის დღიური”, “სამი მუშკეტერი” და…

მეტი...

ესტონელი მომღერალი ევროვიზიაზე საქართველოზე იმღერებს

მომღერალი Egert Milder, მისი ახალი სიმღერით “Georgia”, ესტონეთის ევროვიზიის შესარჩევ კონკურსში იღებს მონაწილეობას და გამარჯვების შემთხვევაში 2020 წლის ევროვიზიაზე ესტონეთის სახელით ევროვიზიის კონკურსზე წარსდგება. ევროვიზიის კონკურსი 12, 14 და 16 მაისს ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში გაიმართება. კონკურსი Ahoy Arena-ზე ჩატარდება. წლევანდელი ევროვიზიის სლოგანი კი „Open Up“ იქნება. ასევე, შეგახსენებთ, რომ საქართელოს, ევროპის ყველაზე დიდი მუსიკალურ კონკურსს, რომელსაც 300 მილიონზე მეტი ადამიანი უყურებს, თორნიკე ყიფიანი წარადგენს.

მეტი...

ოსკარების ცერემონია წელსაც წამყვანის გარეშე ჩატარდება

ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კინოდაჯილდოება წამყვანის გარეშე ჩაივლის.  “ABC Entertainment”-ის პრეზიდენტმა, კერი ბრუკმა ,,კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიასთან’’ ერთად მიიღო გადაწყვეტილება. მიზეზად გასული წლის გამოცდილება დაასახელა. მსგავსი შემთხვევა უკვე მესამედ ხდება, პირველად დაჯილდოება წამყვანის გარეშე 1989 წელს ჩატარდა. მეორედ 2019 წელს, როდესაც მსახიობმა და კომიკოსმა კევინ ჰარტმა წამყვანობაზე უარი თქვა. ოსკარების 92-ე დაჯილდოება 9 თებერვალს, ლოს ანჯელესში დოლბის კინოთეატრში გაიმართება. დაჯილდოება პირველად 1927 წლის 16 მაისს ჩატარდა კინოინდუსტრიაში მიმდინარე მიღწევების აღსანიშნად. ყოველწლიურად აკადემიის ჯილდო სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულს, კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის აჯილდოებს. დღეს მისი პირდაპირი ტრანსლაცია მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება.

მეტი...

თორნიკე ყიფიანი – საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

2020 წლის ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს. თორნიკე ყიფიანი უკვე მეორე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია, ისეთი, როგორიც  X Factor და „საქართველოს ვარსკვლავია“. სწორედ ამ პროექტის საშუალებით, ის ევროპის ყველაზე დიდი მუსიკალურ სცენაზე ქვეყანას წარმოადგენს. წელს, ევროვიზიის კონკურსი ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში 12, 14 და 16 მაისს Ahoy Arena-ზე გაიმართება. წლევანდელი კონკურსის სლოგანი, რომელშიც 41 ქვეყანა მონაწილეობს და მათ შორის ავსტრალიაც, არის Open Up (გაიხსენე). თორნიკე ყიფიანის საკონკურსო სიმღერა, სავარაუდოდ, ინგლისურენოვანი იქნება.

მეტი...

ხელოვანები კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფას ითხოვენ

ხელოვნების მოღვაწეები კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფას ითხოვენ – შესაბამისი მიმართვა ხელოვანებმა გაავრცელეს. ისინი წერილობით მიმართავენ პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა მიიღონ გადაწყვეტილება კულტურის სფეროს ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადებისა და კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფის თაობაზე. განცხადებაში, რომელსაც ცნობილი მოღვაწეები აწერენ ხელს, ნათქვამია, რომ მსოფლიოსთვის საქართველო რეალურად საინტერესო და მიმზიდველი არის მისი უძველესი და თვითმყოფადი კულტურით. „სწორედ ქართული კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა არის ის მთავარი ფაქტორი, რაც ასე იზიდავს ტურისტებს საქართველოში. სწორედ კულტურა არის ის ძირითადი სფერო, რითაც ასე ამაყები ვართ საერთაშორისო ასპარეზზე კინოსა და თეატრალურ ფესტივალებზე, ბიენალეებზე, არტ-ექსპოებზე,…

მეტი...

როგორ ხვდება ბერკემერ-მახარაძეების ოჯახი შობა-ახალ წელს თბილისში (ვიდეო)

წელს, ცნობილი მევიოლინე, ბელა ბერკემერ-მახარაძე და ცნობილი გერმანელი კომპოზიტორი, დირიჟორი და პიანისტი უვე ბერკემერი ოჯახთან ერთად შობა-ახალ წელს თბილისში ხვდება. მათ დღეს შობა გერმანული წესით აღნიშნეს – შეასრულეს საშობაო სიმღერები, ტრადიციულად გახსნეს საჩუქრები და საშობაო-საოჯახო ვახშამი გამართეს. კიდევ რა საშობაო ტრადიციები აქვთ ბერკემერ-მახარაძეების ოჯახს, იხილეთ “მედიაცენტრი მთავარის” მოკლე ვიდეორგოლში.

მეტი...

All I Want For Christmas Is You – ყველასთვის საყვარელი სიმღერა ახალი კლიპით (ვიდეო)

მერაია ქერიმ ცნობილ საშობაო ჰიტზე All I Want For Christmas Is You ახალი ვიდეორგოლი გადაიღო.  CNN-ის ინფორმაციით, თავად მომღერალმა ახალ ვიდეოს „თანამედროვე კლასიკა“ უწოდა. რგოლის მთავარი გმირი პატარა გოგონაა, რომელიც ჯადოსნურ სათამაშოებს ხვდება.  All I Want For Christmas Is You უკვე 25 წლისაა. დეკემბერში სიმღერა ​Billboard-ის ჩარტის სათავეში პირველად მოხვდა.

მეტი...

ქართველმა ხელოვანმა, 120 000 დოლარად შეფასებული კედელზე მიკრული ბანანი შეჭამა (ვიდეო)

მაიამიში, არტ ბაზელის გამოფენაზე, 120 ათას დოლარად გაყიდული მაურიციო კატელანის კედელზე მიკრული ბანანი, ქართველმა ხელოვანმა, დავით დათუნამ შეჭამა. “ჩვეულებრივზე მეტად გემრიელი იყო. მე შემიძლია ვჭამო ბანანი და ბანანის კონცეფცია – იმიტომ, რომ მე ვარ მხატვარი და არა ჩვეულებრივი ადამიანი”, – განაცხადა დეივიდ დათუნამ. გალერიის წარმომადგენლის განცხადებით, დავით დათუნას ხელოვნების ნიმუში არ გაუნადგურებია, ვინაიდან „ბანანი არის იდეა“.

მეტი...

“სუხიშვილები” ოკუპირებულ ცხინვალში დატყვევებული ექიმის გათავისუფლებას ითხოვენ

ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. „სუხიშვილები“ მიმართვას ავრცელებენ, სადაც თხოვენ კოლეგებს მსოფლიოს გარშემო, დაეხმარონ ამ პროტესტის გავრცელებაში. „ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ეს ის სიტუაციაა, რომელიც საერთაშორისო ყურადღებასა და ჩართულობას ითხოვს, რათა მოხდეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს ეროვნულ ბალეტს სურს, გამოხატოს პროტესტი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ვთხოვთ ჩვენს კოლეგებს მსოფლიოს გარშემო, დაგვეხმარონ ამ პროტესტის გავრცელებაში“, – აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც „სუხიშვილები“ ავრცელებენ. ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო…

მეტი...

ამერიკული კინოსტუდიების გაფრთხილება საქართველოს

წამყვანი ამერიკული კინოსტუდიები საქართველოს ერთგვარ გაფრთხილებას უგზავნიან. წერილში, რომელიც 4 ნოემბერს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს გამოეგზავნა წერია, რომ ქართული ვებგვერდები წლების განმავლობაში, უკანონოდ მოიპოვებენ და სხვადასხვა ფილმებს ასაჯაროებენ. ჰოლივუდის კინოსტუდიებმა შესაძლოა, გარკვეული სანქციების დაწესებაც მოითხოვონ. ქვეყანაში არსებულ კანონდარღვევაზე დიდი ხანია საუბრობენ “სილქნეტშიც”. კომპანიამ არალეგალურ ფილმებზე რეაგირებისთვის კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რამდენიმე თვის წინ მიმართა. “სილქნეტში” განმარტავენ, რომ ბაზარზე ფილმების არალეგალურად გავრცელება კინობიზნესს დიდ ზიანს აყენებს. წერილის მთავარი ადრესატი ორი ქართული ინტერნეტ-საიტია. თავად ამ საიტების ხელმძღვანელები, კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ. როგორც “აჭარანეთის”, ასევე “აიმუვის” წარმომადგენელმა განაცხადეს, რომ კომპანიის პასუხისმგებელი პირები ქვეყანაში…

მეტი...

“თუ კარასინი გულისხმობს ეროვნულ ბიბლიოთეკას, რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე, უარს საჯაროდ ვაცხადებთ” – გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის, საქართველოში რუსული კულტურის ცენტრის გახსნას ეხმაურება. “ერთხელ ორი თვის და ერთხელაც ზაფხულის დასაწყისში შემხვდა რუსეთიდან ჩამოსული კულტურული უწყების რამდენიმე წარმომადგენელი და შემომთავაზეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაგვეხსნა რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რადგან უკვე გვაქვს ასეთი ანგლო-ამერიკული, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ებრაული ცენტრები. მე უარით გავისტუმრე. თუ ბატონო კარასინი ისევ ეროვნულ ბიბლიოთეკას გულისხმობს, რადგან მსოფლიო პრაქტიკა სწორედ ასეთ სივრცეში ითვალისწინებს კულტურული ცენტრები გახსნას, მაშინ მიიღოს საჯარო უარიც იმ ქვეყნის ბიბლიოთეკისგან, რომლის ნაწილიც გუშინ დაიპყრეს და დღეს საუკეთესო შვილებს გვტაცებენ. დავძენ, რომ ეთნოკულტურული ფაშიზმისგან ძალიან შორს…

მეტი...

“ქეთო და კოტე” კონსერვატორიის სცენაზე – ცნობილი ოპერა 100 წლის იუბილეს ზეიმობს

კონსევატორიის დიდ სცენაზე, “ქეთო და კოტე” პირველად იდგმება. ვიქტორ დოლიძის ცნობილი ოპერა წელს 100 წლის იუბილეს ზეიმობს. 1919 წელს დაწერილი კომიკური ოპერა სამ მოქმედებად, რეჟისორის გადაწყვეტით ოდნავ სახეცვლილია. ოპერას სალაპარაკო რეჩიტატივებიც დაემატა. საოპერო დადგმაში ცაგარელის “ხანუმადან” რამდენიმე გამონათქვამი და ​ ტაბლიაშვილის ფილმიდან სცენებიც მოხვდა. “ქეთო და კოტე” კონსერვატორიის დიდ დარბაზში საქართველოს საავტორო უფლება მფლობელთა ასოციაციის მხარდაჭერით იმართება. 1 საუკუნის წინ შექმნილი ოპერა რომელიც სატირას წარმოადგენს თავად-აზნაურობის ყოფას ასახავს. კომედიაში მოცემულია 2 სხვადასხვა სოციალური ფენის ყოფა-ცხოვრება და ვაჭარ ტყუილკოტრიშვილების სიხარბის მაგალითები. მათი დაპირისპირება და მაჭანკლის მიერ დამოყვრების ორგანიზება. ხანუმა, რომელიც მდიდარი თავადის გულის მოგებას სხვადასხვა ხრიკით გეგმავს. ფოლკლორისა და ქალაქური მუსიკის ელემენტებით გაჯერებული ოპერა, დღესაც…

მეტი...

ფილმში: „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გადაღებული ბავშვის მშობელმა სახალხო დამცველისგან დახმარებაზე უარი მიიღო (ვიდეო)

ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემქმნელებთან დავა საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება. როგორც ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამამ ზურაბ ღვინიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მან შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და სახალხო დამცველისგან დახმარებაზე უარი მიიღო და საქალაქო სასამართლოში გადაამისამართეს. „მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ვითხოვდით ფილმში ბავშვების უკანონოდ და მოტყუებით გადაღებისთვის დაეწყოთ გამოძიება. ოფიციალური პასუხი მოგვივიდა, რომ დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს და მირჩიეს, სასამართლოს მივმართო. შსს-სგან  ვითხოვდით, დაწყებულიყო ძიება რატომ მოხდა მცირეწლოვანი ბავშვების უკანონოდ ჩართვა ფილმის გადაღებაში და არ გაგვიმხილეს რაზე იყო დაფუძნებული ეს ფილმი.  შსს-მ ჩაატარა ძიება და გადაგვამისამართა სასამართლოში. გვითხრეს რომ ჩვენ ვერ…

მეტი...

მინსკში ფერწერული გამოფენა, „საქართველოსა და ბელარუსის ცის ქვეშ“ გაიხსნა

ბელარუსში საქართველოს საელჩოსა და მინსკის სამხატვრო გალერიის – „კულტურის უნივერსიტეტი“ ორგანიზებით, ფერწერული გამოფენა სახელწოდებით, „საქართველოსა და ბელარუსის ცის ქვეშ“ გაიხსნა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა ეძღვნება საქართველო-ბელარუსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. მასზე წარმოდგენილია ქართველი და ბელარუსი მხატვრების მიერ სხვადასხვა ჟანრის, ტექნიკისა და ფორმების გამოყენებით შექმნილი ფერწერული ტილოები. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ. ელჩმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და მისი განვითარების სწრაფ დინამიკაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-ბელარუს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებსა და საელჩოს ეგიდით ახლო მომავალში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებს. ელჩმა მადლობა გადაუხადა ქართველ და ბელარუს მხატვრებს, ლეონიდ დანელიას, კახაბერ გოგოხიას,…

მეტი...

“რაცხა”, ბოქლომების რევოლუციისკენ მივდივართ” – თამარ ივერი

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი თამარ ივერი, სოციალურ ქსელში, ოპოზიციური პარტიების მიერ, საქართველოს სხვადასხვა უწყებებზე, ბოქლომის დადების ფაქტს ეხმაურება.  “ბოქლომი შეაბეს, ბოქლომი დაადეს, ბოქლომი ჩამოკიდეს. მოკლედ, ვარდების რევოლუციის მერე მგონი “რაცხა” ბოქლომების რევოლუციისკენ მივდივართ” – წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში. 

მეტი...

„მგალობლებს „წინ წყარო“ ტრადიციული ფილმისთვის შეასრულებინეს და „გეი სიყვარულისთვის“ გამოიყენეს – დეკანოზი სამართლებრივ დავას იწყებს

„ეს ფილმი შეეხო თითოეული ადამიანის სულიერ მდგომარეობას. ბუნებრივია, ეკლესიაც ვერ დარჩებოდა გულგრილი. ქეთევან წამებულის ეკლესიის მგალობლებსაც შეეხო ეს თემატიკა. მათ მოტყუებით, ამ ბინძურ ფილმში „წინ წყარო“  შეასრულებინეს“ – ეს განცხადება წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის მამაომ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. სასულიერო პირი ფილმიდან – „და ჩვენ ვიცეკვეთ“,  სიმღერის ამოღებას ითხოვს და მრევლთან ერთად, სამართლებრივ გზას გაუყვება, „მიმდინარე ზაფხულს, დაუკავშირდნენ ჩვენს მგალობელთა ჯგუფს და უტიფრად უთხრეს, რომ ქართულ ტრადიციებზე, სუფრაზე, გოგოსა და ბიჭის სიყვარულზე იღებდნენ ფილმს. შესთავაზეს ამ ფილმში მონაწილებს მიღება და „წინ წყაროს“ შესრულება. ბუნებრივია, დათანხმდნენ და შეასრულეს სიმღერა. ეს „გეი ფილმი“…

მეტი...

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება – N’Uovo გაიხსნა

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება – N’Uovo გაიხსნა, რომელიც იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა მოქანდაკე პრასტომ, ვაჟა მიქაბერიძემ შექმნა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ქანდაკება N’Uovo აბსტრაქტული კომპოზიციაა, რომელიც კეთილდღეობას, მომავლის ნაყოფიერებასა და სიახლის სიმბოლოს გამოხატავს. ქანდაკების განთავსების ადგილი პირველი რესპუბლიკის მოედანზე არსებული შადრევანია. ხუთმეტრიანი ქანდაკება მოძრავია და ქარის ზემოქმედების საშუალებით ტრიალებს. „ჩვენ დედაქალაქს ძალიან უხდება თანამედროვე სკულპტურები, რომლებიც მას კიდევ უფრო მეტ სიცოცხლეს ჰმატებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვაჟა მიქაბერიძეს, რომელმაც თბილისს N’Uovo აჩუქა. მისი ნამუშევრები მსოფლიოს არაერთ კერძო კოლექციაში თუ მუზეუმშია დაცული და სხვადასხვა ქალაქის დიდ მოედნებზეა განთავსებული. თბილისში ეს მისი მეორე…

მეტი...

“ფილმი ჰომოსექსუალ წყვილზეა,  სკანდალი იმთავითვე იყო ჩადებული” – ლევან ჩხეიძე

ადვოკატმა და იურისტმა ლევან ჩხეიძემ ქართულ-შვედური ფილმზე – “და ჩვენ ვიცეკვეთ”  „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და განაცხადა, რომ ფილმის გარშემო სკანდალი, თავიდანვე ჩაფიქრებული იყო. მისი თქმით, ფილმი არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. “მეც, ისევე როგორც საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს, კონსერვატიული შეხედულებები გამაჩნია. ბევრისგან განსხვავებით, ვნახე ფილმი და არ მომეწონა. ამ ფილმში ერთადერთი ყურადსაღები ისაა, რომ ჰომოსექსუალ წყვილზეა საუბარი. არანაირი მხატვრობა, რეჟისურა, კინო-მუსიკა, დრამატურგია ამ ფილმში რეალურად არაა, რითიც შეიძლება ეს ფილმი ღირშესანიშნავი იყოს. ფილმი ჰომოსექსუალ წყვილზეა და სკანდალი იმთავითვე იყო ჩადებული,” – განაცხადა ლევან ჩხეიძემ “მედიაცენტრ მთავარში.” ადვოკატი მიიჩნევს, რომ ძალადობა გაუმართლებელია და…

მეტი...

„დამირეკეს და მითხრეს, რომ უცხოელი ქართულ ცეკვებზე ფილმს იღებდა“ – როგორც მოხვდნენ ბავშვები აკინის ფილმში (ვიდეო)

რეჟისორი ლევან აკინი და ოსკარზე წარდგენილი ფილმის შემოქმედებითი გუნდი სკანდალში ეხვევა. იმ ბავშვების მშობლები, რომელთა არასრულწლოვანი შვილები „გეი სიყვარულზე“ გადაღებულ ფილმში გადაიღეს, ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“, შემოქმედებითი გუნდის წინააღმდეგ სს საქმის აღძვრას და რეჟისორის დაპატიმრებას ითხოვენ.    როგორც საბავშვო თეატრის „მეორე სახლი 2“ დირექტორმა ნინო მესხმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, მან ფილმის შინაარსის შესახებ არაფერი იცოდა და მშობლებისა და ოჯახის წინაშე საკუთარ პასუხისმგებლობასაც იღებს. „ჩვენ თეატრში ბავშვები თამაშობენ სპექტაკლებს. ჩვეულებრივი რეჟიმია, როდესაც ფილმი ან რეკლამაა გადასაღები, გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ ბავშვები სჭირდებათ. გვიან ღამით დამირეკა ვიღაცამ ფილმის…

მეტი...

„უნდა გასამართლდნენ, ჩემს გვამზე მოუწევთ გადავლა, ბავშვები მოატყუეს და პორნო ფილმში გადაიღეს“ – ლევან აკინს მშობლები უჩივიან  (ვიდეო)

10 წლის ბავშვის მამამ, რომელიც რეჟისორმა ლევან აკინმა გეი წყვილის სიყვარულის ისტორიაზე გადაღებულ ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გადაიღო, მთელ შემოქმედებით ჯგუფს პროკურატურაში უჩივის და ბავშვების მოტყუებით გადაღებისთვის სს საქმის აღძვრას და მათ დაპატიმრებას ითხოვეს. აღნიშნულის შესახებ განცხადება ერთ-ერთი ბავშვის მამამ – ზურაბ ღვინიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „მივიდნენ იმ სტუდიაში, სადაც დამყავს შვილი და გვითხრეს რომ ტრადიციულ ფილმს იღებდნენ,  უნდოდათ მონაწილეობა მიეღოთ ბავშვებს. ჩემი შვილი და ის ბავშვები, რომლებიც გადაიღეს, არაერთხელ არიან სხვადასხვა რეკლამებში გადაღებულები. როდესაც გავიგეთ, რომ ფილმი ტრადიციებზე დაფუძნებული იქნებოდა, გავუშვით ბავშვები. 7-8 ბავშვია იქ ჩვენს გარდა. რომელი დალაგებული…

მეტი...

“ნინო სუხიშვილისთვის კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება არ შეგვიჩერებია” – გაერო

“საქართველოში გაეროს წარმომადგენლობას ნინო სუხიშვილისთვის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის საკითხებში გაეროს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება არ შეუჩერებია, როგორც ეს ზოგიერთ მედიაში გავრცელდა”, – ამ ინფორმაციას საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა ავრცელებს.  „თითოეული კეთილი ნების ელჩისგან  გაერო მოელის 2030 დღის წესრიგისა და  მასში გაჟღერებული მთავარი მიზნის ,,არავინ ყურადღების მიღმა” განუხრელ დაცვას. გაეროს წარმომადგენლობა გამოხატავს მადლიერებას ქალბატონი ნინო სუხიშვილისა და კიდევ ორი კეთილი ნების ელჩის მიმართ მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის. 2017 წლიდან მათი საქმიანობა ამ პოზიციაზე ემსახურება ქვეყანაში მდგრადი განვითარების 17 მიზნის ხელშეწყობას. თვალსაჩინო ქართველი მოღვაწეები ასრულებენ კეთილი ნების ელჩის მოვალეობას ნებაყოფლობით. ეს საპატიო…

მეტი...

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლის შემსრულებელი ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე წარადგინეს

მსახიობი ლევან გელბახიანი, რომელმაც ლევან აკინის ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლი შეასრულა ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზეა წარდგენილი.  გელბახიანი „ევროპის საუკეთესო მსახიობი კაცის“ ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. მისი კონკურენტები კი ანტონიო ბანდერასი, ჟან დიუჟარდინი, პიერფრანჩესკო ფავინო, ალექსანდერ შირი და ინგვარ სიგუროსონი არიან. დაჯილდოვების ცერემონია 2019 წლის 7 დეკემბერს, ბერლინში გაიმართება.  8 ნოემბერს გელბახიანი მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო კაც მსახიობად დაასახელეს. თბილისსა და ბათუმში კი ფილმის პრემიერა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.

მეტი...

ნინო სუხიშვილი დასაჯეს და გაეროს კეთილი ელჩის სტატუსი მოუხსნეს

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ინფორმაციით, ჰომოფობიური განცხადებების გამო, “სუხიშვილების” სამხატვრო ხელმძღვანელ ნინო სუხიშვილს გაეროს კეთილი ელჩის სტატუსი ჩამოართვეს. როგორც ლევან აკინი აცხადებს, ნინო სუხიშვილი გაეროდან  ჰომოფობიური განცხადებების გამო დაითხოვეს. შეგახსენებთ, რომ ნინო სუხიშვილმა რამდენიმე დღის უკან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორი მასთან იყო მისული ფილმში ქართული ცეკვის ელემენტების გამოყენებასთან დაკავშირებით. „ჩემთან იყო ლევან აკინი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ადამიანი, კაბინეტში ვისაუბრეთ. შვედეთის საელჩოდანაც იყვნენ. ლევანს ჩვენი ანსამბლის ბაზაზე უნდოდა ფილმის გადაღება, რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვიდოდა. ჯერ ერთი,…

მეტი...

„პროგრამის მინიმუმი შესრულებულია, ახლა პროგრამის მაქსიმუმს მივხედავთ”, –  სანდრო ბრეგაძე

“ქართული მარშის” ლიდერი და კინოთეატრ “ამირანთან” გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ გუშინდელმა დღემ უდიდესი პროტესტისა და მრავალრიცხოვანი მიტინგის ფონზე ჩაიარა და ქართველმა ერმა უარი უთხრა “გეი-პროპაგანდას”. როგორც “ქართული მარშის” ლიდერი აცხადებს, ისინი სამართლიან პროტესტს გააგრძელებენ. “მთავარი ის კი არ არის, რომ საპატრულო პოლიციის 3 სხვადასხვა სპეცრაზმის, კრიმინალური პოლიციის, დაცვის პოლიციის, ტანკებისა და ვერტმფრენების (ერთი წყალქვეშა გემი აკლდათ) თანხლებით 20 ხურუშიანი „მამათმავალი“ შევიდა კინოთეატრში და “გეი-ფილმს” უყურა – მთავარი ისაა, რომ ყოველივემ უდიდესი პროტესტის და მრავალრიცხოვანი მიტინგის ფონზე ჩაიარა და ქართველმა ერმა უარი უთხრა „გეი-პროპაგანდას“! გამარჯვება ისაა,…

მეტი...

„დიდი სიყვარულია ამ ფილმში, დიდი ღელვაა, მერე რა რომ ეს სიყვარული ახალგაზრდა ბიჭებს ეხება“ – მაყურებელი

კინოთეატრ „ამირანში,“ ფილმის ჩვენებიდან გამოსული ახალგაზრდა მამაკაცები პრემიერით აღფრთოვანებულები არიან და აცხადებენ რომ მსგავსი სიყვარული არც ერთ ქართულ ფილმში უნახავთ. „ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე, ჯერ ნახონ და მერე აპროტესტონ. ძალიან კმაყოფილი ვარ, ღირდა, რომ მოვედი. დიდი სიყვარულია ამ ფილმში, დიდი ღელვაა, მერე რა რომ ეს სიყვარული ახალგაზრდა ბიჭებს ეხება. ვერ დამისახელებთ სხვა ქართულ ფილმებს, სადაც ამდენი სითბოა“ – განუცხადა ერთ-ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა „მედიაცენტრ მთავარს“. კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცმა გვითხრა, რომ როცა ადამიანებს დიდი სიყვარული შეუძლიათ, ამ სიყვარულის მორევში კაცები გადავარდებიან თუ ქალი და კაცი, მნიშვნელობა არ აქვს. „ძალიან ძლიერი ფილმია,…

მეტი...

ქართული ტრადიციების შერცხვენისთვის, ლევან ვასაძე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრებს

ლევან ვასაძე, მისი მხარდამჭერები და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები კინოპრემიერას ხვალაც გააპროტესტებენ. როგორც ლევა ვასაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ სიბინძურეზე რაც დრეს ქვეყანაში ხდება, კავკასიასა და მსოფლიოში ქართული ტრადიციების შერცხვენისთვის პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებას ეკისრება. „ჩვენ ვდგავართ და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ღირსებას. მშვიდობიანად, როგორც შეგვიძლია. ვაპროტესტებთ ამ საშინელ შეურაცხყოფას ქართველი ერის, ჩვენი ტრადიციებისა და ჩვენი ეკლესიის. ის ხალხი, ვინც ზაფხულში რუსთაველის გამზირი სისხლში აბანავა, ახლა აქ ზის, ამ დარბაზებში და ხოხრხოცობს. აი, ასეთი ცინიზმია. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას ვაკისრებ. პირადად ბიძინა ივანიშვილს, გიორგი გახარიაა, ყველა ძალოვან მინისტრს, ყველას ეკისრება პასუხისმგებლობა ქართული…

მეტი...

კინოთეატრის ტერიტორია კინოლოგებმა გაწვრთნილი ძაღლებით შეამოწმეს

კინოთეატრ ამირანთან უსაფრთხოების მაქსიმალური ზომებია გამოყენებული. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია როგორც კრიმინალური ისე საპატრულო პოლიცია. ადგილზე მრავლადაა  „ყვითელი ავტობუსები“, მივიდნენ კინოლოგებიც, რომლებმაც კინოთეატრში სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები მიიყვანეს და ტერიტორია შეამოწმეს. კინოთეატრის შესასვლელთან განთავსებულია სპეციალური მეტალო დეტექტორები, სადაც, კინოთეატრში შემსვლელი ყველა ადამიანი შემოწმდება.        მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე იკრიბებიან ის ჯგუფები, რომლებიც „გეი წყვილის სიყვარულის“ ისტორიის ამსახველი ფილმის პრემიერის ჩაშლას გეგმავენ.

მეტი...