ქართულ-ჩინური ოჯახი და „მიქსდ“ შვილები – ვიდეორეპორტაჟი შანხაიდან

გოგო ქართველი – დაკო აბულაძე, მოდელი; ბიჭი ჩინელი – არაჩვეულებრივი ბილი; შვილები – 3 წლის მოდელი და 8 წლის სკოლის მოსწავლე. დაკო ჩინეთში 13 წლის წინ ჩავიდა როგორც მოდელი, 5 თვიანი კონტრქტით, თუმცა, გადაეყარა ბილის და რა მოხდა შემდეგ? მოხდა გადატრიალება. „არასდროს მიფიქრია, რომ ჩინელი მეუღლე მეყოლებოდა, ჩინელ კაცს სერიოზულად არც კი ვუყურებდი“ – ამბობს დაკო „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში. ჩვენ ერთმანეთს შანხაიში შევხვდით. ბიჭმა, ანუ, ქართველების სიძე ბილიმ დაახლოებთ 1 წელი იწვალა რომ, დაკოს გული მოეგო. როგორ მიიღეს ქართველებმა ჩინელი სიძე; როგორია დედამთილ-მამამთილ-მულის ინსტიტუტი ჩინეთში; როგორ ინაწილებენ მეუღლეები ოჯახურ საქმიანობას;…

მეტი...

„ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოს მოქალაქეებისთვის თანასწორი, ღირსეული პირობების შექმნა, განურჩევლად მათი რომელიმე ჯგუფისადმი კუთვნილებისა” – ირაკლი ღარიბაშვილი

1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“. ეს თარიღი სამუდამოდ შევიდა ისტორიაში როგორც გარდამტეხი ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, ამ დღეს ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა, რომ ყველა ადამიანს, მიუხედავად მისი კუთვნილებისა და განსხვავებულობისა, აქვს თანდაყოლილი უფლებები და ყველა სახელმწიფო ვალდებულია, ამას პატივი სცეს. „1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“. ეს თარიღი სამუდამოდ შევიდა ისტორიაში როგორც გარდამტეხი ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ამ დღეს ცივილიზებული…

მეტი...

გაეროს გენერალური მდივანი ვლადიმერ პუტინს შეხვდება

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. მოსკოვში ის თურქეთიდან ჩავიდა, სადაც ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. გუტერეშის სამუშაო შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთანაც იგეგმება. მოსკოვის შემდეგ კი ის უკრაინაში გაემგზავრება, სადაც ზელენსკის შეხვდება.

მეტი...

„გინდა ევროკავშირში გაწევრიანება ამ სტალინის ქანდაკებებით?“ – ევროპარლამენტარი საქართველოს

ევროპარლამენტის წევრი რასა იუკნევიჩიენე საკუთარ სოციალურ გვერდზე საქართველოში გადაღებულ სტალინის ფოტოებს აქვეყნებს და ჩვენს ქვეყანას მიმართავს. „საქართველო, დარწმუნებული ხარ, რომ გინდა ევროკავშირში გაწევრიანება ამ სტალინის ქანდაკებებით? ყოველივე ამის შემდეგ, რასაც პუტინი ახლა უკრაინაში აკეთებს, დაუმარცხებელი სტალინიზმის მემკვიდრეობაა. თბილისის აეროპორტის მაღაზია. სირცხვილი“ – წერს  ევროპარლამენტის წევრი რასა იუკნევიჩიენე.  

მეტი...

„ღმერთს შევპირდი, თუ ფეხმძიმე მეუღლეს გადამირჩენდა, ჩავბარდებოდი“ – მამა სერაფიმეს მძიმე ისტორია და კავშირი ეკლესიასთან

ქანდის მონასტერში, ასურელი ბერის მამა სერაფიმეს გალობის მოსასმენად სხვადასხვა ქალაქებიდან დღემდე ბევრი მორწმუნე ჩადის. ბერს წარმოშობით მესოპოტამიიდან, არასდროს უფიქრია, რომ ის ღმერთს მიუძღვნიდა საკუთარ ცხოვრებას, თუმცა, შექმნილმა ჯანმრთელობის პრობლემამ და ორსული მეუღლის გადარჩენა-არგადარჩენის საკითხმა ღმერთთან მიიყვანა. „1999 წელს, უცებ გავხდი ცუდად. გულზე შემექმნა პრობლემები. საკმაოდ მაღალი წნევა მაწუხებდა და სასწრაფოს ხშირი გამოძახება მიწევდა. შედეგ დადგინა, რომ ნევროზი მქონდა. ახლობელმა მითხრა, ეკლესიაში იარე და უკეთ იქნებიო. ერთხელ, როცა ეკლესიიდან ვბრუნდებოდი, ისეთი ძლიერი გულის შეტევა მქონდა, აუტანელი იყო. სულ წამლებით დავდიოდი. ამის შემდეგ, დავვარდი მუხლებზე, ხელები აღვმართე ზეცისკენ და უფალს ვთხოვე დახმარება“…

მეტი...

„ასე დაგვაშორა ამ კორონამ“ – პანდემიის გამო თბილისიდან სამეგრელოში „გადაბარგებული“ ტყუპები

გიორგი და დავით მაისურაძეები 12 წლის ტყუპები არიან. „კოვიდ პანდემიის“ გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მათ მოუწიათ თბილისის დატოვება და სამეგრელოში, ბებოსთან გადასახლება. როგორია ტყუპების ყოველდღიურ ცხოვრება დიდი ქალაქიდან პატარა ქალაქში, როგორ ჩაერთვნენ „სოფლის ფერხულში“, როგორ შრომობენ და აგრძელებენ ცხოვრებას „მედიაცენტრი მთავარის“ რეპორტაჟიდან შეიტყობთ. გიორგი მაისურაძე: „თბილისში კერძო სკოლაში ვსწავლობდით. ძალიან მომწონდა ჩემი სკოლა, ჩემი კლასელები, მეგობრები, წრეებზე დავდიოდი. ფიგურულ სრიალზე, „საერთაშორისო სახლში,“ ცურვაზე, მაგრამ კორონას გამო შეწყდა ეს ყველაფერი და მოგვიწია სახლში ყოფნა. „ონლაინ“ გაკვეთილებიც საერთოდ არ მომწონდა, მთელი დღე კომპიუტერთან მიწევდა ყოფნა.“ დავით მაისურაძე: „სოფელი ძალიან მომწონდა ყოველთვის, ზაფხულობით…

მეტი...

წარმატებული ქართველი, რომელიც ამერიკაში ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას კურირებს და „ეფ-ბი-აის“ შეთავაზებაც მიიღო – პროფილი „მედიაცენტრ მთავარზე“

ვინ არის წარმატებული ქართველი ქალი, რომელიც ჰილარი კლინტონის ჩარევით აშშ-ში დატოვეს და რომელიც ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკში, რომელიც მსოფლიო ხუთეულშია, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებას კურირებს. რა შეთავაზება მიიღო მან „ეფ-ბი-აი“-სგან, რატომ თქვა უარი და რატომ ვერ პოულობს ადგილს საკუთარ ფესვებზე – „მედიაცენტრი მთავარი“ გაგაცნობთ ამერიკაში მცხოვრები ქართველის, ნინო ტაბატაძის პროფილს. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა საქართველო იბომბებოდა,  ცეცხლი გუგუნებდა… მიზანი ერთი იყო – განათლება, მაქსიმალური გამოცდილება და ამ გამოცდილების საქართველოში ინვესტირება. ნინო ტაბატაძე „მედიაცენტრ მთავართან“ იმ რთულ წლებს იხსენებს და ამაყობს, რომ მიზანი მიღწეულია.     ————————————————— პირველი სემესტრი ვფიქრობდი – რა…

მეტი...

გაცოცხლებული უძველესი ვაზის ჯიში, 2 საუკუნოვანი ქვევრი, 6 სახეობის ღვინო და „ქრისტეს საფლავის მიწა“ ძმები ხუციშვილების მარანში

ორ საუკუნოვანი ქვევრი, 6 სახეობის ღვინო და მათ შორის, გადაშენების პირას მყოფი უძველესი ვაზის ჯიში „ქისი“ კისისხევში, ძმები ხუციშვილების ღვინის მარანში იწურება. ტრადიციების, უძველესი ვაზის ჯიშისა და სოფლის გადარჩენის ინტერესმა ძმები დედაქალაქიდან სოფელში დააბრუნა, ბიზნეს იდეაც გაჩნდა და საქმეც დაიწყო.       ორ საუკუნოვანი ქვევრის მიწიდან ამოღებასაც საინტერესო ისტორია აქვს, თიხის კრამიტით ღვინის დაგემოვნებასაც, კრამიტზე სამახსოვრო ჩანაწერის დატოვებასაც, თუმცა, ის ოჯახური გარემო, ყველაფერი ნატურალური, კავკასიონის დათოვლილი მთები და ალაზნის ხედები, როგორც შიდა, ისე უცხოელი ტურისტებისთვის იმდენად მიმზიდველი აღმოჩნდა, ღვინის სამშობლოში, კისისხევის ძმები ხუციშვილების მარანი კახეთის ერთგვარი სავიზიტო ბარათი აღმოჩნდა.     „მედიაცენტრი…

მეტი...

„ჩვენს თაობას შეუძლია მუსიკით რევოლუცია მოაწყოს“ – ახალგაზრდა მუსიკოსი Omar K

ქართველი ბითმეიქერი (მუსიკოსი, რომელიც ჰიპ-ჰოპ ჟანრში ინსტუმენტალურ მხარეს უზრუნველყოფს), ტრეკების პროდიუსერი და  მუსიკოსი ომარ ხალვაში, იგივე Omar K თავისი მუსიკით აუდიტორიას იპყრობს. Omar K მუსიკას 16 წლის ასაკიდან ქმნის, კერძოდ კი პროფესიული წინსვლა  ელექტრონული მუსიკის მიმართულებით დაიწყო. მუსიკალური განვითრება კი “ოლდ სქულ” (90-იანი წლების ჰიპ-ჰოპის მიმდინარეობა) ჰიპ-ჰოპით  გააგრძელა. „მედიაცენტრი მთავარი“ დაინტერესდა მუსიკოსის შემოქმედებით, რომელიც მისი ნამუშევრებით რევოლუციას გეგმავს. „მედიაცენტრი მთავარი“ : რატომ გახდა ჰიპ-ჰოპი და არა სხვა მუსიკალური მიმდინარეობა თქვენთვის საინტერესო? Omar K: „ჩემთვის ჰიპ-ჰოპი საკუთრი თავის გამოხატვა და იმ ყველაფრის ასახვაა მარტივ ენაზე, რაც საზოგადოებაში და ზოგადად ჩვენ ირგვლივ …

მეტი...

საქართველოში მილიონამდე მოთამაშეა, გოგოების რიცხვიც მზარდია, თვითმკვლელობები მატულობს, გამოსავალი არ ჩანს

ვალი, ლომბარდში ჩადებული სახლი, მანქანა, ნივთები, თამაშში დაკარგული წლები – ეს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების ცხოვრებაა. აზარტული თამაშები ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება. სტატისტიკით, საქართველოში მილიონამდე ადამიანი თამაშობს, თუმცა, 150 000-მდე ადამიანი ლუდომანია (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული). რამდენიმე წელია, აქტიურად მიდის საუბარი ახალ რეგულაციებზე, რომელიც გააკონტროლებს ამ სექტორს და მასში ჩართულ ადამიანებს,   თუმცა, ჯერჯერობით, შედეგი არ ჩანს და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებამ ქვეყანაში უკვე სახიფათო მასშტაბი მიიღო. ასევე, არ არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსოციალურ დახმარებას შესთავაზებს. ინტერნეტის სწრაფ გავრცელებასთან ერთად, აზარტული თამაშები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება არასრულწლოვნებისთვისაც. როგორც კვლევები…

მეტი...

წყალზე მხატვარი პირველ ქართველი, რომელიც საკუთარი ტექნიკით მსოფლიოს დაპყრობას გეგმავს

22 წლის ლელა სარიშვილი „თვითნასწავლი ხელოვანია“. სკოლა ისე დაამთავრა, არც ინტერნეტი ჰქონია და არც ტელეფონი, ხატვის მასწავლებელსაც არასდროს გაკარებია. პროფესიით ეკონომისტმა ბავშვობის გატაცება – ხატვა, დღეს უკვე თავის ძირითად საქმიანობად და შემოსავლის წყაროდ აქცია. „ხატვისადმი სიყვარულით მინდა საქართველო მსოფლიოს გავაცნო“ – გვეუბნება პირველი ქართველი წყალზე მხატვარი, რომლის საოცარ პროფილსაც „მედიაცენტრი მთავარი“ წარმოგიდგენთ. ლელა აქტიურად ხატავდა ბავშვობიდან, თუმცა, „ებრუს“ ხელოვნებით (წყალზე ხატვა) რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა.  სამხატვრო მიმართულებით განათლება არ მიუღია, თუმცა ბოლო 3 წელია, ამ საქმეს სერიოზულად მიუდგა და საკმაოდ წარმატებითაც. დროის ძირითად ნაწილს წყალზე ხატვას უთმობს და თითოეულ ნამუშევარს…

მეტი...

დღეიდან, რუსი და ყაზახი ტურისტები, როგორც ზღვის, ისე მთის ჯავშნებს ერთმანეთის მიყოლებით აუქმებენ    

რუსი და ყაზახი ტურისტები, რომლებსაც  რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოში მსხვილი ჯავშნები არ გააუქმეს, დღეს, უკვე, გადაწყვეტილება შეცვალეს და საქართველოში ჩამოსვლაზე უარს აცხადებენ. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“  მსხვილი სასტუმრო კომპლექსებიდან აცნობეს, მათ ყველა მაღალბიუჯეტიან კლიენტთან ინდივიდუალური მოლაპარაკება ჰქონდათ, საკუთარ თავზე აიღეს მათი უსაფრთხოება და ტურისტები საქართველოში მაინც ჩამოდიოდნენ. დღეს კი ვითარება შეიცვალა და ტურისტები საქართველოში არ ჩამოდიან. „დღეს დილიდან, ჯვშანი-ჯავშანზე უქმდება ყაზახეთიდან და რუსეთიდან. არადა, შედარებით მშვიდად ვიყავით, რადგან ყველა ჯავშანთან სათითაოდ გვქონდა კომუნიკაცია, ყველას ვუხსნიდით ვითარებას და ჩვენს თავზე ვიღებდით მათ უსაფრთხოებას და ყველზე მაღალ სტანდარტს ვთავაზობდით… გუშინდელი თემა არაფერში…

მეტი...

საკუთარი ეზოს მოვლა მოდური უნდა იყოს, ვანდალიზმი კი სირცხვილი – ბექა მიქაუტაძის პროფილი

თბილისის საბურთალოს რაიონის ყოფილი და გლდანის ამჟამინდელი გამგებელი ბექა მიქაუტაძე გულის სიღრმეში რომანტიკოსი პოეტია. მართალია საჯარო სამსახურმა მისი პოეტური შთაგონება “შეიწირა”, მაგრამ ამბობს, რომ ეს ის საქმეა, რის გარეშეც ვერ გაძლებს. ამ ხნის განმავლობაში, 2 კრებულის გამოცემა მოასწრო. მეორე კრებული – “ფერიცვალება”, 2014 წელს გამოსცა და თავის სამ ქალიშვილს – რუსუდანს, ნინოს და მარიამს მიუძღვნა. ეს კრებული მისი განვლილი ცხოვრების ერთგვარი შეფასებაც არის. მისი აზრით, ცხოვრებაში ადამიანს ხშირად უწევს არჩევანის გაკეთება, ზოგჯერ ეს ძნელია, ზოჯგერ კი ზუსტი, რაც მთავარია, ადამიანმა ყოველი ათწლეულის შემდეგ უნდა გადააფასოს განვლილი გზა, რადგან ის “წუწუნა მანქურთს”…

მეტი...

„საოცრებანი არ გვაკლია, მაგრამ საოცრების წყურვილით ვკვდებით“ – ინტერვიუ ახალგაზრდა ხელოვანთან

“მე უბრალო ფანქარი ვარ,ბევრი არაფრისგან შევდგები – ხე, ლაკი, მარკა, გრაფიტის გული, ცოტა ლითონი და საშლელი მაგრამ, გპირდებით, შევეცდები გაგაოცოთ და ჩემს მიმართ მოწიწების გრძნობა აღგიძრათ”, – ამბობს ახალგაზრდა ხელოვანი ალექსანდრე კობეშავიძე. მან შეძლო ფანქარი ხელოვნების ნიმუშად ექცია. ფანქრის გულისაგან ხელნაკეთ მინიატურულ სკულპტურებს ქმნის. ქართლის დედა, პიზა, ეიფელის კოშკი, ბიგ-ბენი, მუსიკალური ინსტრუმენტები, ეს მისი ნამუშევრების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ფანქრის გულიდან გაჩნდნენ. “მედიაცენტრ მთავარს” ალექსანდრე კობეშავიძე ესაუბრა: – ​როდის გაჩნდა იდეა, რომ შეგეძლოთ ფანქრის გრაფიტზე შეგექმნათ სხვადასხვა მინიატურები? ​ ​- ხატვის დროს, როდესაც ფანქრის წვერს ვთლიდი. გათლის პროცესს შევყევი და რამდენიმე წუთში ფანქარს…

მეტი...

„გული მწყდება, როცა ამბობენ, ჩვენ გავიქეცით და საქართველოს ვუღალატეთ“ – „ფესვები“ აშშ-ში

ესაუბრა ეკა გულუა „დავბრუნდებოდი, თუ სტაბილურობას დავინახავდი. უნდა ვიცოდე, რომ ჩემს შვილები კარგად იქნებიან, მექნება სამსახური და სტაბილური შემოსავალი და ამ შემოსავლით ოჯახს შევინახავ“, – ეს ამერიკაში მცხოვრები წარმატებული ემიგრანტი ქალის, 4 შვილის დედის, ქართული სახლი – „ფესვების“ ხელმძღვანელის, შორენა ბარბაქაძის სიტყვებია. შორენა საქართველოშიც მოცეკვავე იყო და ამერიკაშიც ამ საქმიანობას აგრძელებს. ემიგრაციაში ამერიკაში წარუმატებელი გასტროლების შედეგად აღმოჩნდა. გეგმამ და მიზანმა, რომ ანსამბლს წარმატებული ტურნე ექნებოდა და მიღებული შემოსავლით გზის ფულს მაინც დაფარავდნენ, არ გაამართლა. ვალებით დატვირთული ანსამბლის წევრები კი იძულებულები გახდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად დარჩენილიყვნენ. თავიდან ფიქრობდნენ, რომ ვალების…

მეტი...

ქართველი გოგონას საოცარი ისტორია, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხეში საქართველოს აცოცხლებს

  ესაუბრა ეკა გულუა  აზია, სინგაპური, მალაიზია, ბრუნაი, ინდონეზია, ტაილანდი – ეს იმ ქვეყნების მცირე  ჩამონათვალია, სადაც საქართველოზე მღერიან, ქართველებს და საქართველოს მსოფლიოს ქვეყნებისგან გამოარჩევენ, საქართველოს კულტურასა და ტრადიციებზე ლეგენდებს ყვებიან და რაც მთავარია, ინვესტიციებს სწორედ ამ ქვეყანაში მოაქვთ.  ეს ყველაფერი კი ერთ პატარა სტუდენტ გოგონას უკავშირდება, რომელიც წლების წინ სასწავლებლად ჰოლანდიაში გაემგზავრა, თუმცა, თავის ქვეყანაზე არანორმალურად შეყვარებულმა ტურისტული კავშირები აზიასთან პირველად დამყარა, აზიელები საქართველოში პირველად შემოიყვანა და უფრო მეტიც, ამერიკელი მეუღლეც  ისე გააქართველა, საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია. პროფილი „მთავარზე“ იმ სასწაულ ამბებს გაგაცნობთ, რომელიც, ერთ დროს, პატარა სტუდენტ გოგონას…

მეტი...

“სრულფასოვანი ვარ ნიუ–იორკშიც და ზემო სურებშიც, რადგან ვიცნობ შოთა რუსთაველს” – გიორგი კეკელიძე 

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა თბილისობის დღესასწაულისთვის ტრადიციულად ემზადება. ღონისძიებები 16 ოქტომბერს დაიწყება და 23 ოქტომბრამდე გასტანს. კვირეული გაიხსნება გიორგი ვარსიმაშვილისა და ვახტანგ კუნცევ გაბაშვილის, თბილისის თემაზე შექმნილი ფოტოგამოფენით. გაიმართება ​დები აბაშიძეებისა და მარი გოლეთიანის ტრიოს კონცერტი „თბილისური მელოდიები“.  ​გამოფენის პარალელურად მოეწყობა თბილისის ფოტოკოლაჟის ვიდეო პროექცია. თბილისობისადმი მიძღვნილი ტრადიციული პროექტის „კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს” ფარგლებში დაგეგმილია ორი საღამო. ერთი ექიმს, პოლიტიკოსსა და პუბლიცისტს, ფრიდონ საყვარელიძეს მიეძღვნება, ხოლო მეორე  მომღერალი ექიმების, ზურაბ და იფიგენია ჩიქოვანების ოჯახს.   19 ოქტომბერს, დამოუკიდებლობის დარბაზში დაინტერესებულ საზოგადოება, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებსა და არქივებში დაცულ უნიკალურ მასალებს გაეცნობა. ბიბლიოთეკის გენერალური…

მეტი...

თიხაში გაცოცხლებული გმირების საოცარი ისტორია საჩხერეში – „ქართველებმა ხელნაკეთი ნივთის ფასი არ იციან“

  ეკა გულუა იმერეთის ერთ-ერთ სოფელში პატარა ადამიანები, გმირები, პერსონაჟები და სხვადასხვა დღესასწაული თიხაში ცოცხლდება.  ეს ნამდვილი სასწაული კი საჩხერეში, ერთ-ერთ პატარა, თვითნასწავლი ხელოვანის – ნინო სვიმონიშვილის ხელიდან ხდება. თუმცა, სამწუხარო რეალობა ის არის, რომ გოგონა წლებია, ემიგრაციაში გამგზავრებას ფიქრობს. თუ რატომ, „მთავართან“ რუბრიკაში „პროფილი“ თავად საუბრობს. ნინო სვიმონიშვილი 28 წლისაა. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. თბილისელი გოგონა 3 წელია საჩხერეში ცხოვრობს და იქ თავისი პატარა, სუფთა, მწვანე სამყარო აქვს შექმნილი. ნინო სვიმონიშვილი: „ხელოვნება ძალიან მიყვარს. ის ჩემი სფეროა. თავიდან თექით დავიწყე. ბავშვოვიდან მიყვარდა ხელნაკეთი ნივთები, რაღაცის შექმნა, რადგანაც, ოჯახში…

მეტი...

„ეს იყო მშვიდობის ორკესტრი, რომლესაც კალაშნიკოვი და დაპისირისპირება არ სჭირდებოდა“- უვე ბერკემერი

 ეკა გულუა “თბილისში სახლი შევიძინეთ, ბევრს ვშრომობდით, გვქონდა უამრავი გასვლითი კონცერტი და მე ბედნიერი ვიყავი, რადგან ვხედავდი, რა კმაყოფილი იყო ამ წარმატებით ჩემი გერმანელი მეუღლე. ეს იდილია 2008 წლამდე გაგრძელდა“ – აცხადებს მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე „მთავართან“. „მთავარის“  პროფილი ამჯერად  „სულში ჩამწვდომ მუსიკოსებს“ – ბელა მახარაძისა და უვე ბერკემერის ოჯახს წარმოგიდგენთ.  გაიგებთ, სოფელ ნატანებში დაბადებული პატარა გოგო როგორ გახდა ლიანა ისაკაძის სტიპენდიანტი,  როგორ და სად გაიცნო ცნობილი კომპოზიტორი, პიანისტი  და დირიჟორი უვე ბერკემერი,  რატომ გაყიდა წყვილმა სახლი გერმანიაში და საქართველოში დასახლდა, თუმცა, იძულებული გახდა უკან, გერმანიაში დაბრუნებულიყო. ყველასათვის საყვარელი და ცნობილი…

მეტი...

ღამით რესტორნებში უკრავდა და ნაცნობებს თვალს არიდებდა – ნიკოლოზ რაჭველის გზა წარმატებისკენ 

ცნობილი დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი ჯერ კიდევ 13 წლის იყო, ოჯახის რჩენა რომ დააწვა კისერზე. მისი მშობლები გვიან დაქორწინდნენ და საკმაოდ ადრეულ ასაკში მოუხდა მშობლების დაკარგვის ტკივილი განეცადა. მამის დაკარგვის შემდეგ დედაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა იკისრა და რამდენიმე კაფე-ბარსა და რესტორანში მოეწყო სამუშაოდ, საღამოს საათებში ფორტეპიანოზე უკრავდა. შეძლებული კლასელების მშობლებს თვალს არიდებდა, როცა რესტორანში დაინახავდა. დღის ბოლოს აღებული მცირედი გასამრჯელოთი პურს და ნავთს ყიდულობდა “კერასინკისთვის” და ფეხით მიდიოდა სახლისაკენ, სადაც მწოლიარე დედა და ბებია ელოდებოდნენ. “ჩემი მშობლები ხელს რომ აწერდნენ დედას მაგრად უტირია, არ უხაროდა გათხოვება, თავად 40 წელს იყო გადაცილებული, ხოლო მამა 60-ს უახლოვდებოდა,…

მეტი...

გერმანიაში პოლონურ, რუსულ, თურქულ თუ არაბულ ბანდებს ქართულმა გაუსწრო და დაწინაურდა

ექსკლუზიური ინტერვიუ იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ელიკო წიკლაური-ლამიხთან ესაუბრა ეკა გულუა არალეგალები გერმანიაში; ვიზალიბერალიზაცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები; საქართველოს მოქალაქეთაგან თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის ტენდენცია; 18-30 წლის ასაკის მამაკაცები, რომელთა გარკვეული ნაწილი უცხოეთში თავშესაფრის მაძიებლები არიან და დაკავებული არიან ქურდობითა და სხვა სახის კრიმინალური საქმიანობით; რატომ მიაჩნიათ გერმანიის კრიმინალური გამოძიების სამსახურში, რომ განსაკუთრებულად ვიზალიბერალიზაციის შემდეგ,  საქართველოდან გერმანიაში ორგანიზებული კრიმინალური ბანდები ჩადიან?! ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რაზედაც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მრჩეველ- კონსულტანტი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ელიკო წიკლაური-ლამიხი ექსკლუზიურად მედიაცენტრ „მთავართან“ საუბრობს. ოჯახური პროფილი საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო კომიტეტის მრჩეველ…

მეტი...

“საქართველოს საზღვარი სტამბულში, ჩემი სახლიდან იწყება” – თურქეთელი ქართველის ისტორია

​ორჰამ ბერიძემ ქართული ენა 45 წლის ასაკში ისწავლა და წინაპრების გვარი დაიბრუნა ესაუბრა ეკა გულუა „საქართველოს მთავრობამ საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველები ახლოს უნდა დაიყენოს. ყველას უნდა ჩაეხუტოს. სიყვარული მაინც უფასოა. ქართველობა ჩვენი ქოლგაა და ყველაფერი იმ ქოლგაში შედის… ჩვენთვის ფიზიკურ საზღვარს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. საქართველოს საზღვარი ყველგანაა, სადაც მსოფლიოში ერთი ქართველი მაინც ცხოვრობს“, – ორჰან ბერიძე.    მედიაცენტრ „მთავარის“ რუბრიკა დიასპორა ამჯერად თურქეთელ ქართველს გაგაცნობთ, რომელმაც ქართული ენა 45 წლის ასაკში ისწავლა და სულ ახლახან, სასამართლო წესით მშობლიური გვარიც დაიბრუნა.    ორჰან ბერიძე თურქეთის რესპუბლიკაში ცხოვრობს. მუშაობდა სტამბულის მერიაში, იყო საკრებულოს…

მეტი...

„ჩემი პროფესია ჩემს სამშობლოში დაუფასებელია, ამ პროფესიით იქ ვერ ვიცხოვრებ“ – წარმატებული ემიგრანტი

  31 მაისს გალერია “პრადოში“  ქართველი მხატვრის ნამუშევარს გამოფენენ  ესაუბრა ეკა გულუა ეკა სიხარულიძე – თვითნასწავლი მხატვარია.  ესპანეთში მცხოვრები წარმატებული ემიგრანტი ქალი 7 წელია ემიგრაციაში იმყოფება. მეუღლე  – არქიტექტორი   ჩავი პრატ ესპანელი კატალანია, რომელმაც ესპანეთში „ქართული ბოსტანი“ გააშენა, ქართული მწვანილი და ბოსტნეული მოყავს და ქართული ტრადიციული კერძებითა და ტრადიციებით  ესპანელებს საქართველოს აცნობს.      როგორც ემიგრაციის უდიდესი ნაწილი, „მთავარის“ რესპონდენტიც ემიგრაციაში სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზით წავიდა. არც უცხო ენა იცოდა და არც კონკრეტული სპეციალობა ჰქონდა, რა მიმართულებითაც უნდა ემუშავა. სხვებივით  მძიმე პირობები გაიარა, მთავარი საქმეც შეისწავლა და დღეს მყარად…

მეტი...

ემიგრანტი მხატვრის ქართული ფიქრები და კახური ზეთით შექმნილი საღებავი – ინტერვიუ ლევან მოსიაშვილთან

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ლევან მოსიაშვილის შთაგონების წყაროდ, საქართველოს ერთ-ერთი კუთხე – კახეთი, ჯერ კიდევ ბავშვობაში იქცა. კახელი გლეხის ყოფა-ცხოვრება, ტკივილი, საზრუნავი, თუ ლხინი ტილოზე გადაიტანა და მსოფლიოს გააცნო. თუმცა, ეს მისი სამხატვრო კარიერის, მხოლოდ დასაწყისია. ლევან მოსიაშვილის შემოქმედების მეორე ეტაპი მთლიანად მის მშობლიურ ქალაქს, თბილისს მიეძღვნა. თავის ნამუშევრებში გადმოსცა მრავალეთნიკური ქალაქის ცხოვრება, მჭიდრო ურთიერთობები, ახლო მეზობლობა… მცირე ხნით მოზაიკამაც გაიტაცა. თავისი შვილისთვის ცხოველების გამოსახულებებს ქმნიდა. დღეს კი, აბსტრაქციონიზმი იტაცებს და საფრანგეთში ერთ-ერთი მოთხოვნადი მხატვარია. როგორ მოვიდა წარმატება და რა სირთულეებთან მოუხდა გამკლავება, ამის შესახებ ლევან მოსიაშვილი საუბრობს. – როგორც ვიცი, პროფესიით…

მეტი...

თვითკმაყოფილება დამღუპველია, საჭიროა შრომა, თავდადება, სიყვარული – ქართველი პიანისტის წარმატების საიდუმლო

​საზღვარგარეთ მოღვაწე ახალგაზრდა ქართველ პიანისტ ნინო გვეტაძეს, შთამბეჭდავი საერთაშორისო კარიერა აქვს. წარმატებით მართავს სოლო კონცერტებს მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე, უკრავს წამყვან მუსიკოსებთან ერთად. მის რეპერტუარში არის, როგორც ბახის, მოცარტის, ბეთჰოვენის, ლისტის და რახმანინოვის, ასევე თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებები. გამოშვებული აქვს 4 სოლო დისკი. ნინოს ჩანაწერებს ძალიან ხშირად გადასცემენ ევროპის ქვეყნების რადიო და სატელევიზო ეთერით. არის სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი. 2010 წელს, პრესტიჟული Borletti-Buitoni Trust ჯილდო გადასცეს. ნინო გვეტაძე თბილისში დაიბადა. ყავს მეუღლე, ასევე მუსიკოსი ლევან ცხადაძე და ორი მცირეწლოვანი შვილი. საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ცდილობს ხშირად ესტუმროს მშობლიურ ქალაქს.  – ნინო, როგორ შემოვიდა მუსიკა თქვენს ცხოვრებაში? –…

მეტი...