მაგიდას შემომსხდარი ძაღლები და უჩვეულო იუბილე – ფოტოები სოციალური ქსელიდან

ქუთაისში მცხოვრებმა, ონისე მელქაძემ, თავის ძაღლს დაბადების დღე გადაუხადა და მეგობარი ძაღლებიც დაუპატიჟა. იუბილარსა და მის მეგობრებს მაგიდაზე ის საჭმელი დაახვედრა, რომელიც ადამიანის ოთხფეხა მეგობრებს მოსწონთ: კუჭმაჭი, კუპატი, ხაჭაპური, პიცა. ასევე, ნამცხვრები, ხილი და რაც მთავარია, საიუბილეო ტორტი. ოპერატორი ონისე წულაია ქუთაისის მერიის პრესსამსახურში მუშაობს. როგორც “მედიაცენტრმა მთავარმა” მისი მეგობრებისგან შეიტყო, ცხოველების სიყვარულის გარდა, ონისე ონიანს ქველმოქმედებაც იზიდავს. ის ხშირად ეხმარება ადამიანებს.

მეტი...

როგორ შევიძინოთ ყველი დღეს, რომელიც “ხვალ” დამზადდება – ფოტო სოციალური ქსელიდან  

​ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ყველის ფოტოს, რომელზეც პროდუქტის დამზადებისა და ვარგისიანობის ვადა არასწორად არის მითითებული. მნიშვნელოვანია, ის, რომ პროდუქტი 6 იანვარს არის შეძენილი, პროდუქტზე კი მითითებულია, რომ ყველი 7 იანვარს არის დამზადებული, ხოლო, თუ როდემდეა ვარგისი, ამის შესახებ ინფორმაცია ეტიკეტზე არ არის. “კი ბატონო, გვირჩევენ, რომ საკვები პროდუქტის შეძენისას აუცილებლად ვნახოთ მისი დამზადების თარიღი და ვარგისიანობის ვადა… ეს რჩევა სწორი რჩევაა და მეც ვეთანხმები… მაგრამ რად გინდა? ვერ მიაწერენ იმას, რაც უნდათ და აწყობთ თუ რა? აგერ, ბიძიკო, ყველი, რომელიც დამზადებულია ხვალ! და შეფუთულია ხვალ საღამოს! თან ზუსტად 19…

მეტი...

“სააკაშვილის მეთოდების გამეორებით, ცუდად დასრულდება ეს პროცესი” – ეკა ბესელია 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია, კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და ბოდვას უწოდებს. როგორც ეკა ბესელია აცხადებს, 2 დღის წინ აფრთხილებდნენ, რომ მის წინააღმდეგ “რაღაც სიბინძურე” მზადდებოდა. “არ მინდა სახე დაკარგოს მან, ვისაც ვიცავდი და ვეფარებოდი. სააკაშვილის მეთოდების გამეორებით, ცუდად დასრულდება ეს პროცესი. მეღიმება, ეს რამ მოაფიქრათ”, – წერს ეკა ბესელია. დეპუტატი, ანალიტიკოს გია აბაშიძის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსთან დაკავშირებითაც აკეთებს კომენტარს და განმარტავს, რომ კომპანია “ომეგა ჯგუფის” მფლობელ ზაზა ოქუაშვილს პირადად არ იცნობს. ასევე, იმედოვნებს, გია აბაშიძე ვინმეს…

მეტი...

“ეკა ბესელიამ “ომეგასგან” ქრთამი აიღო” – პოლიტოლოგი “ქართულ ოცნებაში” მოსალოდნელ წმენდაზე

პოლიტოლოგი გია აბაშიძე, მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაში” მოსალოდნელ წმენდასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელიას პარტიიდან გარიცხვას აანონსებს. როგორც გია აბაშიძე ამბობს, ინფორმაციის წყაროს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ “ნაღმი” რომელიც ეკა ბესელიას წინააღმდეგ აფეთქდება, კორუფციაა. “ბიძინა ივანიშვილი იწვევს უმრავლესობის სხდომას, სადაც “ნაღმზე აფეთქდება” ეკა ბესელია და გაირიცხება პარტიიდან/უმრავლესობიდან. “ნაღმი” საკმაოდ ბანალურია – კორუფციის თემა. წლებია არსებობდა მოარული ხმები, რომ ბესელია ჯერ კიდევ ლადო ჭანტურიას თავმჯდომარეობის პერიოდიდან, გარკვეულწილად აგვარებდა, რაღაც საქმეებს უზენაეს სასამართლოში. ამჯერად კი, ამ ახალი მოგვარების დამადასტურებელი ფაქტი არსებობს: “ჩეთემ ჰაუსის” ამ წყაროს ინფორმაციით,…

მეტი...

როგორ დავიკანონოთ თვითნებურად დაკავებული მიწის ფართობი – საჯარო რეესტრი გვპასუხობს

„მედიაცენტრ მთავარს“ რუბრიკაში: „მოგვწერეთ მთავარი“ მოქალქემ რამდენიმე კითხვით მიმართა, რომელიც მიწის კანონიერ მფლობელობაში დარეგისტრირებას ეხება. მოქალაქის კითხვებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პასუხობს: 1. კანონით ნებადართულია თუ არა, რომ პირმა, რომელიც მიწას ათეული წლებია უვლის, დაირეგისტრიროს საკუთრებაში? აღნიშნულისთვის დაინტერესებულმა მხარემ რა პროცედურები უნდა გაოაროს? პასუხი: აღნიშნულ საკითხს არეგულირებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების ორ განსხვავებულ ფორმას იცნობს: მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება და თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება. აღნიშნული კანონით…

მეტი...

ოქროს ორდენი პროთეზისთვის, ლენინის თავი – ქალს: ერთი თბილისური ეზოს ამბავი

ინტერნეტმომხმარებელი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში, თბილისის პეკინის ქუჩაზე მდებარე, ქალაქური ტიპის ეზოსთან დაკავშირებულ, თავის, ბავშვობის დროინდელ მოგონებაზე წერს. “ერთი ამბავი ჩემი ბავშვობიდან: ისევ ჩემი ეზო. პეკინის ქუჩა N 33. ვარ 10 წლის. 1982 წელი. ზაფხული. რამდენიმე დღეში დაბადების დღე მაქვს. შეთანხმებული ვარ ბებიასთან და დაბადების დღეზე ველოსიპედი “დესნა – 2″ უნდა მიყიდოს. 72 მანეთი ღირს. ეს არ არის ისეთი მცირე საფასურის, კბილის ამოღებისას ექიმისთვის პირის გაღების სანაცვლოდ დასათრევი. ამაში, მაქსიმუმ, კორეული მარკების სერია მომივა. ველოსიპედს კი 8 კბილის ამოღება სჭირდება. ამდენი ამოსაღები კბილი (მორყეულ, უფესვო კბილებზეა საუბარი) სულ არ მაქვს. ეს ყიდვა…

მეტი...

მე ბრეჟნევის დროსაც ვცეკვავდი, რას ნიშნავს, სააკაშვილის გუნდიდან ხარ? – ნინო ანანიაშვილი

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელი, საქართველოს და რუსეთის სახალხო არტისტი, ქართველი პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი მის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ეხმაურება და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. ​როგორც ნინო ანანიაშვილი წერს, მისთვის მიუღებელია ხელოვნების სფეროს მოღვაწეების პოლიტიკური ნიშნით დაყოფა და განმარტავს, რომ სამშობლოში, მხოლოდ კეთილი მიზნებით დაბრუნდა, როგორც თავისი სფეროს პროფესიონალი. “ერთხელ მკითხეს, – “თქვენ სააკაშვილის გუნდიდან ხართ?” რას ნიშნავს ეს? ​ მე ბრეჟნევის დროსაც ვცეკვავდი. იმიტომ, არ მივსულვარ ბალეტში, რომ სააკაშვილმა დამიძახა. ბალეტში მანამდე დიდი ხნით ადრე შევედი. საჭირო ვიყავი ჩემს მშობლიურ ქვეყანაში და ამიტომ დავბრუნდი. რითიც შემიძლია ვეხმარები მას, მაგრამ…

მეტი...

“არაფერია განსაკუთრებული, გარდა დამოკიდებულებისა” – კახა კალაძემ ქუჩის ბავშვებთან ერთად ივახშმა

თბილისის საახალწლო სამზადისის დროს მომხდარი, ამაღელვებელი ფაქტის შესახებ, სოციალურ ქსელში ფოტოხელოვანი, ზაქარია ჭელიძე წერს. მისი ინფორმაციით, რესპუბლიკის მოედანზე, საახალწლო ნაძვის ხის აწყობის პროცესის სანახავად მისული თბილისის მერი კახა კალაძე, იქ შეკრებილ ქუჩის ბავშვებს გაუმასპინძლდა და მათთან ერთად მიირთვა. ​როგორც ფოტოხელოვანი წერს, ერთი შეხედვით არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის, გარდა ადამიანური დამოკიდებულებისა, რაც თანამდებობის პირების მხრიდან მართლაც იშვიათობაა. “რესპუბლიკის მოედანზე აწყობენ ნაძვის ხეს.  იქვე მოვიდნენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები და თითოეული იქ მყოფი ცდილობდა რაღაცით გაებედნიერებინა ისინი. ამ დროს მოვიდა თბილისის მერი კახი კალაძე. ესაუბრა ბავშვებს, შემდეგ საჭმელი შეუკვეთა მათთვის და თანამშრომლებისთვის და იქვე,…

მეტი...

ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის ხანდაზმულობის ვადა იწურება – შვილების პროტესტი

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიების ხანდაზმულობის 25 წლიანი ვადა 31 დეკემბერს იწურება. პრეზიდენტის შვილები ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები გამოძიებით უკმაყოფილონი არიან და პროკურატურასთან შიმშილობის აქციას იწყებენ. ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც პროკურატურას ბოროტების ბუნაგად მოიხსენიებს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში უამრავი მამხილებელი მასალაა, გამოკვეთილია ამ საქმის ორგანიზატორები და მკვლელი, ამ ხნის განმავლობაში, პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმე არ გამოუძიებიათ და მკვლელი არ დასჯილა. „დღეს, 14 დეკემბერს, მე და ჩემი უფროსი ძმა, კონსტანტინე, ვიწყებთ შიმშილობას მთავარ პროკურატურასთან, ამ ბოროტების ბუნაგთან, ვითხოვთ ზვიად გამსახურდიას…

მეტი...

„უპასუხისმგებლო „ყაზტრანგზს“ ვეკითხები, თქვენ უმკურნალებთ ჩემ შვილებს?!“ – მოქალაქეების პროტესტი

კომპანია „ყაზტრანგაზის“ მხრიდან ბუნებრივი აირის გათიშვის პრობლემით „მედიაცენტრ მთავარს“ არაერთი მოქალაქე დაუკავშირდა. დაზარალებულები კომპანიის დასჯას და პასუხს ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, 13 დეკემბერს კომპანიამ ბუნებრივი აირი მთელი დღით გაუთიშა და ამით მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. „მობილურზე შეყტობინება მოვიდა, რომ გარკვეული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღის განმავლობაში ბუნებრივი აირი გაითიშებოდა და საღამოს 18:00 საათზე ჩაირთვებოდა. ბავშვები სკოლიდან და ბაღიდან მოვიყვანე და მთელი დღეა ვართ გაყინულ სახლში, ვერს საჭმელი ვაჭამე, ვერც დავბანე და ვერც გავათბე. ამ ზამთარში და სიცივეში შეიძლება მთელი დღე გაზი არ იყოს? 6 საათზე ჩაირთვებაო, მაგრამ გაზი 22:00 საათზეც არ ჩაურთავთ.…

მეტი...

თბილისი ფეკალიების ამოფრქვევის საშიშროების წინაშე დგას – ნინო ხაჩიძე

თბილისის საბურთალოს რაიონში, კოსტავასა და ხილიანის ქუჩების კვეთაზე, საავტომობილო გზაზე სასმელი წყლის მილის დაზიანების ფაქტს, რა დროსაც წყალმა მიწიდან დიდი წნევით ამოხეთქა, სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ხაჩიძე ეხმიანება. როგორც ცნობილია, აღნიშნულ ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები ცოტა ხსნის წინათ დასრულდა, გამოიცვალა შიდა კომუნიკაციები. ნინო ხაჩიძის აზრით, თბილისი არა მხოლოდ სასმელი წყლის, ფეკალიების ამოფრქვევის საშიშროების წინაშე დგას, რადგან მოძველებულია ქალაქის საკანალიზაციო გაყვანილობა და რა დროს აღმოჩნდება ქალაქი კრიზისის წინაშე, არავინ იცის. მისივე თქმით, ამ პრობლემაზე არაფერია ნათქვამი თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტში, რომელსაც დედაქალაქის საკრებულო სავარაუდოდ 2019 წელს დაამტკიცებს. “2019 წლის პირველ იანვარს, გენგეგმის…

მეტი...

“ჩემს ქუჩაზე ცაცხვი ან აკაცია – Lancome-ს და Dior-ის არომატი მინდა” – კასპის ქუჩა გამწვანდება

თბილისის ისნის რაიონში, კასპის ქუჩაზე მალე, 30-მდე ძირ, იაპონურ სოფორას დარგავენ. ქუჩის გამწვანებას ადგილობრივები ჯერ კიდევ 2016 წლიდან ითხოვენ. დედაქალაქის მერიასაც არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. ​კასპის ქუჩაზე სტალინის არალეგალური სტამბა-მუზეუმი არსებობს, შესაბამისად ტურისტები ამ ქუჩის ხშირი სტუმრები არიან. როგორც ადგილობრივები ამბობენ, უცხოელები გაოცებულები უყურებენ ტროტუარზე დატოვებულ ცარიელ კვადრატებს. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ადგილობრივმა მცხოვრებმა და ფოტოს ავტორმა, ჟურნალისტმა დავით ახვლედიანმა განუცხადა, რამდენიმე წლის წინ, ქუჩაზე 20-30 სმ-ის სიმაღლის ნერგები დარგეს, მაგრამ მალევე გახმა. “ჩემს ქუჩაზე მინდა ცაცხვი ან აკაცია, რომ Lancome-ის და Dior-ის არომატი ჩქეფდეს”, – წერს ფოტოს ავტორი დავით ახვლედიანი სოციალურ ქსელში.…

მეტი...

დატოვეთ მანდატები, ნაგავსაყრელზე არჩიეთ საქმეები! – ირაკლი ღლონტი პარლამენტში დაპირისპირებაზე

პოლიტიკოსი, დიდუბის ოლქში დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი ღლონტი, პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის”, “პატრიოტთა ალიანსისა” და “ქართული ოცნების” წევრებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება და მომხდარს სამარცხვინოს უწოდებს. როგორც ირაკლი ღლონტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, მისთვის მიუღებელია მსგავსი მსგავსი გარჩევების პარლამენტის შენობაში გამართვა და დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს, დატოვონ დეპუტატების მანდატები და ქუჩაში ურჩიონ ერთმანეთს საქმეები, რადგან ამით საერთაშორისო საზოგადოებისა და ქვეყნის მოსახლეობის თვალში აკნინებენ, პარლამენტის როგორც ინსტიტუციის როლს. ირაკლი ღლონტის თქმით, ამომრჩევლის შეურაცხყოფაა ის, რომ დეპუტატები, რომლებსაც ხალხმა მანდატი მიანიჭა და რომლების ხელის ერთი აწევით ქვეყნის ბედი წყდება, ერთმანეთის საცემად სწევენ ხელს. “რაც დღეს…

მეტი...

“ღამითაც კი სულ ამ მონუმენტს ვუყურებ” – ვანდალური ფაქტი ქუთაისში

ქუთაისის ცენტრში, ტორპედოს სტადიონთან, “მშვიდობის მოედანზე” , რამდენიმე დღის წინათ დამონტაჟებული, 2,5 მეტრის სიმაღლის “მშვიდობის ბურთი” დაუდგენელმა პირებმა შავი საღებავით დასვარეს. მონუმენტზე სიტყვა მშვიდობა 67 ენაზე არის განთავსებული. მათ შორის, აფხაზურ და ოსურ ენებზე. ​ ​მომხდარს, იდეის ავტორი, მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური „კლუბ LLL“-ის პრეზიდენტი ბესიკ ადამია, სოციალური ქსელით ეხმიანება: ” ქუთაისში ,,მშვიდობის ბურთის,, მონუმენტის ერთ მხარეს ი. ჭავჭავაძის სახელობის პროსპექტია, უკან კი ტორპედოს სტადიონი, მარჯვნივ #31 საჯარო სკოლა და მარცხნივ 4 სართულიანი ბინა, რომლის მე-3 სართულზე მე ვცხოვრობ, დღე რამდენჯერმე, ღამითაც კი რომ მეღვიძება სულ ამ მონუმენტს ვუყურებ, ხომ დგას და ვინმემ არ…

მეტი...

დასრულდა ნიკოლ პაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის მარათონი – ამირან სალუქვაძე

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებით, რომლებშიც მხოლოდ სამმა პარტიამ გადალახა 5%-იანი ბარიერი, ნიკოლ პაშინიანმა დაასრულა მისი ბრძოლის მთავარი ეტაპი და პარლამენტზე სრული, 100%-იანი კონტროლი მოიპოვა. პარლამენტში 70,5% მოიპოვა პაშინიანის პარტიამ “ჩემი ნაბიჯი” და მისმა მოკავშირეებმა “აყვავებულმა სომხეთმა” და “ნათელმა სომხეთმა” 8 და 6%-ით, შესაბამისად. სომხეთის კონსტიტუციით ერთ პარტიას არ შეიძლება ჰქონდეს ხმათა 2/3-ზე მეტი. შესაბამისად, ამ შედეგებით, 2/3-ს მიიღებს ნ. პაშინიანის პარტია, ხოლო 1/3 მიღებული ხმების შესაბამისად პროპორციულად გადანაწილდება დანარჩენ ორ პარტიაზე. პარლამენტში ვერ მოხვდნენ ყოფილი მმართველი ძალა, რესპუბლიკური პარტია, ასევე, ჩვენთვის კარგად ცნობილი, დაშნაკციუთუნი. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკოლ პაშინიანი საკონსტიტუციო უმრავლესობას…

მეტი...

აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმი ინგრევა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში,  გურიის სერის ჩრდილოეთით, მდინარე ხევისწყლის ხეობაში მდენარე სოფელ ნოღაში არსებული, ქართველი ენათმეცნიერის,  აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმი სავალალო მდგომარეობაშია და რეაბილიტაციას საჭიროებს. ვითარების ამსახველ ფოტოებსა და სტატუსს, სოციალურ ქსელში ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი აქვეყნებს “მუზეუმი სიტყვით ჰქვია,  დანგრეული და გაპარტახებულია იქაურობა. ამაზე 2 წლის წინათ დავწერე. ფოტოები რომ შევადარე, აღმოვაჩინე, რომ მუზეუმი კიდევ უფრო გაუბედურებულა. ერთი პატარა ქოხია. რა უნდა ამის გაკეთებას? აკაკი შანიძემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართული, მშობლიური ენა ძლიერად ყოფილიყო. ამიტომ არის დასაფასებელი. ვინმე აფასებს? თუმცა, რა მიკვირს? საკუთარ ენას არ ვუფრთხილდებით და ენათმევნიერს დავაფასებთ?”, – წერს გოგა ჩანადირი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

მეტი...

ბავშვებმა დედას ლეკვები მოპარეს, ითამაშეს და მიატოვეს – ფოტო სოციალური ქსელიდან

სოციალურ ქსელში დაღუპული, ახალშობილი ლეკვების ფოტო ვრცელდება. როგორც ინტერნეტ მომხმარებელი ნინა ჯორჯაძე წერს, ლეკვები ბავშვებმა დედა ძაღლს მოპარეს და  სიკვდილისთვის გაიმეტეს. თავად მან კი ლეკვები უკვე ასეთ მდგომარეობაში იპოვა, როცა მათი შველა უკვე შეუძლებელი იყო. შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, თემქის X კვარტალში მოხდა. ნინა ჯორჯაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, ასწავლონ შვილებს, თუ როგორ მოექცნენ ცხოველებს. „ჩემს ეზოში ბავშვებმა ლეკვები წაართვეს დედას და მოიყვანეს სათამაშოდ. მთელი ღამე აქ ეყარნენ ეს პატარები, სიცივისგან გაიყინენ და დაიხოცნენ. ძალიან გთხოვთ, ასწავლოთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს, რომ არ შეიძლება, ასე მოექცე ცხოველებს. ისინიც ცოცხალი არსებები არიან და თანაც,…

მეტი...

“მოლაპარაკება საკუთარ სიკვდილზე ჰუმანიტარული მიზნებისთვის” – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძის შესახებ წერს და გასული საუკუნის 90-იანი წლების მოვლენებს იხსენებს, როცა იგი, სასწაულებრივად გადაურჩა დახვრეტას. დღეს მას, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ნდობის ფონდის დირექტორიატში აირჩევენ. გოჩა ლორთქიფანიძე ამჟამად იუსტიციის მინისტრის მოადგილეა.  ზემოთ მოყვანილ “როიტერის” ფოტოზე გოჩა ლორთქიფანიძე იმ დროს არის გადაღებული, როცა ის დასახვრეტად მიჰყავთ. ფოტო ტყვარჩელშია გადაღებული, სადაც ჰუმანიტარული მიზნებით ჩასულ ახალგაზრდა დიპლომატს “ბოევიკები”, იმის გამო, რომ ქართველია, დახვრეტას უპირებენ. ფოტოზე ჩანთით ხელში გოჩა ლორთქიფანიძეა. “ამ ფოტოზე 1993 წლის 30 იანვრის ის ერთი წამია ასახული, როცა შეიარაღებულ ბოევიკს…

მეტი...

ქალბატონო სალომე, რუსეთში მცხოვრებმა ქართველებმა რა გავაკეთოთ? – ახალარჩეულ პრეზიდენტს

რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ქართველები, საქართველოს ახალარჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ და ორმაგი მოქალაქეობის უფლებას ითხოვენ. როგორც ქართული დიასპორის წარმომადგენლები აცხადებენ, სწორედ ისინი გზავნიან  საქართველოში ყველაზე მეტ ფინანსებს, რეკლამას უკეთებენ საქართველოს და ქართულ წარმს რუსეთის ბაზარზე.   “ქალბატონო სალომე ჩვენ უცხო ქვეყანაში მცხოვრებმა ქართველებმა რა გავაკეთოთ ,როდის დაგვაფასებთ რუსრთში მცხოვრებ ქართველებს და როდის დავინახავთ თქვენ ყურადღებას. – თქვენ რომ,საფრანგეთის პატრიოტი იყავით და საფრანგეთის დიპლომატი ,მე მაშინ დავიბადე კახეთში და მაშინ დავრბოდი კახეთის სტადიონებზე ფეხშიშველი და არა თუ დინამო სტადიონის გვერდით … – როდის მოგვცემთ უფლებას რუსეთის მცხოვრებ ქართველებს რომ მივიღოთ საქართველოს მოქალაქეობა…

მეტი...

პრეზიდენტობის კანდიდატ ვაშაძეს მოსკოვიდან 10 მლნ აშშ დოლარი გამოუგზავნეს – ირმა ინაშვილი 

​პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ირმა ინაშვილი, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთის ლიბერალურ – დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ, “გაერთიანებული ოპოზიციის” პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს, “რუსთავი 2” -სა და სააგენტო “პრესა.ჯი”-ს გუშინ, გვიან ღამით, 10 მილიონი აშშ დოლარი გამოუგზავნა, თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის. როგორც ირმა ინაშვილი აცხადებს, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების მობილიზება ბუკიას ბაღში იგეგმება. მოსკოვიდან გამოგზავნილი 10 მილიონი აშშ დოლარი კი “მოტეხეს” და ამსტერდამშია. ასე უპასუხა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ბრალდებებს, თითქოს არჩევნებში მხარდაჭერისთვის მას 2 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადეს. ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს…

მეტი...

ყველაფერი პირადული გვერდზე გადავდოთ საბოლოო ბრძოლისთვის – ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა

თანამდებობიდან წასვლიდან სამი წლის თავზე, დუმილს არღვევს ყოფილი პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს, ყველაფერი პირადი გვერდზე გადადონ და საბოლოოდ უთხრან უარი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და მასთან ერთად ყველა არაეროვნულ ძალას. როგორც ირაკლი ღარიბაშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსშია აღნიშნული, ყველა ის ბინძური რიტორიკა და დეზინფორმაციული პროპაგანდა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ისმის, ყველაზე უკეთ სწორედ მათ მიესადაგებათ: დაწყებული სახელმწიფოს ღალატით, დამთავრებული ოკუპანტი ქვეყნისთვის უამრავი სტრატეგიული ობიექტების გადაცემით თუ ტერიტორიების დაკარგვით, ტერორისტებთან თანამშრომლობით თუ კრიმინალებთან გარიგებით, უდანაშაულო ადამიანების წამებით და დახოცვით, ხალხის გაღარიბებით და მჩაგვრელი საბანკო სისტემის…

მეტი...

“მე და სალომე ვამაყობთ ჩვენი შვილებით, მამაცურად უმკლავდებიან თავდასხმებს” – კოკი გუგუშვილი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, მხარდაჭერას უცხადებს მისი ყოფილი ქმარი, თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანების მამა. მის სტატუსს სოციალურ ქსელში ქეთევან გორჯესტანი ავრცელებს სათაურით – “კოკი გუგუშვილის მიმართვა, პასუხი და მხარდაჭერა” “მოგმართავთ, როგორც თეიმურაზისა და ქეთევან გუგუშვილი გორჯესტანების მამა. უფროს თაობებს ალბათ ახსოვთ ვინ ვარ და რას წარმოვადგენდი საქართველოში სამი ათეული წლის წინ. ახალ თაობას კი ჩემს ამბავს მოვუყვები, რომ სოციალურ მედიაში მძვინვარე დეზინფორმაციით გაჯერებულ ჭუჭყში არ ჩაიძიროს. მამაჩემი, ევსევი-ძუკუ გუგუშვილმა საქართველო 1913 წელს დატოვა და ირანში ცნობილ ქართველ ინვესტორთან, აკაკი ხოშტარიასთან სამუშოდ წავიდა. ბატონი აკაკი,რომელიც იმ ხანად ბაბუაჩემის, დიმიტრი გუგუშვილის…

მეტი...

“ისინი თავით ფეხებამდე ქართველები არიან” – როგორ გახდა გუგუშვილი გორჯესტანი  

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილების, ქეთევან და თეიმურაზ გორჯესტანების ნათესავი მაია გუგუშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ყვება ამბავს, თუ როგორ მოხვდა გუგუშვილების ოჯახი ირანში და რას ნიშნავს – გორჯესტანი ქართულად. “მათთვის, ვინც მონდომებულია დაარწმუნოს საზოგადოება, რომ თეიმურაზ გორჯესტანი არის სპარსელი. გაგაცნობთ თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანების გვარის ისტორიას. XX საუკუნის დასაწყისში ბაბუაჩემის, მანუჩარ გუგუშვილის ძმა, ძუკუ გუგუშვილი, სხვა ქართველებთან ერთად ირანში სამუშაოდ გაემგზავრა. საქართველოს გასაბჭოების გამო, სამშობლოში აღარ დაბრუნდა და თეირანში დარჩა საცხოვრებლად. რადგან მას უფლება არ მისცეს გვარის შენარჩუნების, აიღო გვარი გორჯესტანი, ანუ საქართველოდან. ასე გახდნენ ძუკუ გუგუშვილის შვილები-მარიამი (მიმი),…

მეტი...

12 000-ით გაიზრდა მათი რიცხვი, ვისაც 3 და მეტი ავტომობილი ჰყავს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანის მოსაზრებით, 20 ნოემბრის მდგომარეობით მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა სულ 992 ათასს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლოს ეს რიცხვი მილიონს გადააჭარბებს. როგორც ანალიტიკოსი ფეიბსუქის საკუთარ გვერდზე წერს,  თბილისში მოძრავი  ავტომობილების სტატისტიკით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც რამდენიმე დღის წინ საცობში მოჰყვა. როგორც აღმოაჩინა, 2012 წლის შემდეგ, მოსახლეობის საკუთრებაში არსებული ავტოპარკი  349 ათასი(!) მსუბუქი ავტომობილით გაიზარდა. ანუ, საშუალოდ, ყოველწლიურად მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 8%-ით იზრდება. 189 000-ით გაიზარდა მათი რიცხვი ვისაც მხოლოდ ერთი ავტომობილი ჰყავს; 51 ათასით გაიზარდა მათი რიცხვი, ვისაც 2 ავტომობილი ჰყავს; 12 ათასით გაიზრდა…

მეტი...

გრიგოლ ვაშაძე 5%-იანი სხვაობით დამარცხდება და “განკითხვის დღეს” მოაწყობს – სანდრო ბრეგაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების შესაძლო განვითარების თანმიმდევრობაზე საუბრობს და სავარაუდო სქემას აქვეყნებს. ​სანდრო ბრეგაძის ვარაუდით, პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, სალომე ზურაბიშვილთან 5%-იანი სხვაობით დამარცხდება, რის შემდეგაც “ნაციონალური მოძრაობა” განკითხვის დღეს მოაწყობს. “28 ნოემბრის დღის განრიგი: დილით გაიხსნება უბნები, დაახლოებით 12:00 საათზე “რუსთავი-2” და დამკვირვებლები აღმოაჩენენ ვითომ პირველ დარღვევებს; დაახლოებით 15:00 საათიდან “რუსთავი-2”-ის ეთერით გაცხადდება, რომ არჩევნები მასობრივად ყალბდება;  18:00 საათიდან დაიწყება შეხლა-შემოხლა და ფიზიკური დაპირისპირება უბნებზე; 20:00 საათზე დაიხურება უბნები და “რუსთავი-2”-ის ეთერში გამოცხადდება, რომ 52-53%-ით გაიმარჯვა გრიგოლ…

მეტი...

არც მე და არც ქართველ ხალხს არ გვეშინია მუქარის – პრეზიდენტობის კანდიდატი

პრეზიდენტობის ქალი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბოლო დღეების განცხადებებს აფასებს. მისი თქმით,  მიხეილ სააკაშვილის ანტისემიტურმა გამონათქვამებმა კიდევ უფრონათელი გახადა, თუ რატომ არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი 28 ნოემბერს პრინციპული არჩევანის გაკეთება. “მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებს ევროპული კამპანიისთვის კატეგორიულად მიუღებელ მეთოდებს. მან ეს კამპანია დაიწყო ქსენოფობიით, გააგრძელა ტერორიზმითა და ბოლოს დააგვირგვინა ანტისემიტიზმით. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენი ქვეყნის სტუმრების მოხსენიება “გაძვალტყავებულ ჯღანებად” არის ქსენოფობიის ნათელი მაგალითი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანისგან ვიღებდით მე და ჩემი შვილები,…

მეტი...

ჩვენი შეურაცხყოფაა, როცა ქართველ ქალს შუბლის გახვრეტით ემუქრებიან – ომის ვეტერანი 

ომის ვეტერანი მიხეილ მეტრეველი, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ომის ვეტერანებში განხეთქილება არ არსებობს, ისინი მხარდაჭერას პრეზიდენტობის ქალ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს უცხადებენ. როგორც მიხეილ მეტრეველი აცხადებს, ბოლო ხანებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ქართველი ვეტერანები გახლეჩილები არიან, რაც სიმართლე არ არის. ​იგი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ომის ვეტერანების შეურაცხყოფაა, როცა საქართველოში ქართველ ქალს, რომელიც დედასთან ასოცირდება, ვიღაც შუბლის გახვრეტით ემუქრება. “ვეტერანები არ ვართ გახლეჩილები! ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას! ეს არასდროს მოხდება! ჩვენ როგორც არასდროს, ისე ვართ ერთ მუშტად შეკრული და თუ ვინმე გრიშას…

მეტი...

“ოცნების” სისულელეები თუ არ შევაჩერეთ, ნაცები მობრუნდებიან, მე კი ციხე მელის – სანდრო ბრეგაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერის სანაცვლოდ ხელისუფლებას გარკვეული პირობები წაუყენა, აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” შეცდომებისკენ იმიტომ უთითებს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მობრუნება არ დაუშვას. როგორც სანდრო ბრეგაძე აცხადებს, პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში მას, საუკეთესო შემთხვევაში გლდანის ციხის კარანტინი ელის, უარეს შემთხვევაში კი ნაციონალები ოჯახიანად ააწიოკებენ. “ზოგიერთ უგუნურს მივმართავ, რომ მწერენ, – სალომეს ნუ აკრიტიკებ, ნაცების საქმე კეთდებაო. ნაცები რომ დაბრუნდნენ, თქვენ ძველებურად გააგრძელებთ სამზარეულოში ფუსფუსს და არავინ შეგეხებათ, მე კი, უკეთეს შემთხვევაში გლდანის ციხის კარანტინში აღმოვჩნდები, უარეს შემთხვევაში…

მეტი...

„8 საათის ნაცვლად ღამის 12 საათამდე უნდა დავიხოცოთ, დაგიშავეთ რამე? “ – კომისიის თავმჯდომარე ნიუ-იორკში

არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ცესკო-ს გადაწყვეტილება ემიგრანტებისთვის პრობლემური აღმოჩნდა. დასაქმებული, წარმატებული ემიგრანტები აცხადებენ, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობისთვის სამსახურის გაცდენა, ღამის თევა, ფიზიკური შრომა მოუწევთ და მატერიალურ ზარალსაც მიიღებენ. „მედიაცენტრი მთავარი“ ამერიკაში მცხოვრებ ერთ-ერთ წარმატებულ ემიგრანტს, კოლუმბიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის მაგისტრს, ჩინეთის ბანკის ნიუ-იორკის ფილიალის განყოფილების უფროსს, ნიუ-იორკში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნინო ტაბატაძეს ესაუბრა: “ჯერ ერთი, მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, წამართვეს უფლება რომ ხმა მივცე უქმე დღეს, რადგანაც ცესკო-ს უფლებამოსილება საზღვარგარეთზე არ ვრცელდება. მეორე, საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვინც ‘მანჰეტენზე’ არ მუშაობს და თან 5-6 საათისთვის არ ამთავრებს სამსახურს რომ უბანზე შერბენა მოასწროს,…

მეტი...

“მის პლანეტა 2018” ქართველი მომღერალი ნინი შერმადინია

​ბულგარეთში გამართულ სილამაზისა და ტალანტის საერთაშორისო კონკურსზე – „მისის პლანეტა 2018“, რომლის მონაწილეები გათხოვილი და განათხოვარი ქალები იყვნენ, საქართველოს სახელით მონაწილე, ახალგაზრდა მომღერალმა, ნინი შერმადინმა გაიმარჯვა. ​ის ჯერ ნახევარფინალში გავიდა. 8 ნოემბერს კი, გამარჯვება ფინალურ ტურშიც მოიპოვა. შერმადინმა ჟიური თავისი გარეგნული და ვოკალური მონაცემებით მოხიბლა. პირველ ემოციებს მომღერალი თავის გულშემატკივრებს სოციალურ ქსელით უზიარებს და მადლობას უხდის ყველას იმ სიყვარულისთვის, რომელიც მისთვის არ დაიშურეს. როგორც ნინი შერმადინი განმარტავს, აღნიშნული კონკურსის მიზანი იყო წარმოეჩინათ წარმატებული, შრომისმოყვარე და თვითდაჯერებული ქალები. “მეგობრებო მიჭირს იმ ემოციის გადმოცემა, რაც მე გუშინ განვიცადე. მე წარვადგენდი საქართველოს “მისის პლანეტა…

მეტი...

თეთრ ხიდზე ამოტვიფრულ ტერენტი გრანელის სტრიქონებს კოლაუ ნადირაძის სახელი მიაწერეს

ქუთაისში რეაბილიტირებულ “თეთრ ხიდზე”, რომელიც რამდენიმე დღის წინ საზეიმოდ გაიხსნა, ლითონის ფილებზე, რომლებიც ხიდის იატაკს წარმოადგენს ქალაქისადმი მიძღვნილი ცნობილი ადამიანების გამონათქვამები​ არის ამოტვიფრული, სადაც დაშვებულია შეცდომა. კერძოდ, ერთ-ერთ ფილაზე ამოტვიფრულია ნაწყვეტი ტერენტი გრანელის ლექსიდან “აღსარება ქუთაისს”: “მე შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ, ვეღარ გავუძელ მღელვარე თბილისს”, – რომელზეც ავტორად კოლაუ ნადირაძეა მითითებული. როგორც “მედიაცენტრ მთავარისთვის” გახდა ცნობილი, ფრაზები კონკურსის წესით შეირჩა, ვერსიები მრჩეველთა საბჭომ და მოწვეულმა ფილოლოგებმა განიხილეს. ასეთი წარწერები ხიდზე ლითონის 42 ფილაზეა გაკეთებული. “დღეს პირველად გავიარე “განახლებულ” თეთრ ხიდზე, რომელიც ზარ-ზეიმით გახსნილა რამოდენიმე დღის წინ. ჩემი ყურადღება, ნაკლებად იყო გამახვილებული ხიდის არქიტექტურულ…

მეტი...

გიორგი გახარიამ ბერიშვილების ოჯახს ბანკის ვალი დაუფარა – ინფორმაცია სოციალური ქსელიდან

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, გორში მოკლული 8 წლის, ნანა ბერიაშვილის  ოჯახს ბანკის ვალი დაუფარა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი ავრცელებს. „გორში, რვა წლის ბავშვის ტრაგედიას ვერაფერი შეამსუბუქებს, მაგრამ ბინა რომელიც მის ოჯახს ჩადებული ჰქონდა 20 000 $ -ად და ბანკი უყიდდა, დაუფარა გიორგი გახარიამ. ყველაზე საინტერესო კი ამ ფაქტში არის ის, რომ ამას პიარის გამო არ აკეთებს! არც არსად გაშუქებულა! შემთხვევით გავიგე ეს ინფორმაცია!“ – წერს ლადო სადღობელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბერს, ​გორში, 8 წლის ნანა ბერიაშვილი მკვდარი იპოვეს. მკვლელობის ბრალდებით, ადრე ნასამართლევი,…

მეტი...

140 ლარს ურიცხავენ ხალხს საავადმყოფომდე მისასვლელად – მიმართვა “ქართულ ოცნებას” 

ინტერნეტმომხმარებელი ნანა პეტრიაშვილი მმართველ პარტია “ქართულ ოცნების” წევრებს მიმართავს და მოუწოდებს, ხალხს გააგებინონ ყველა იმ სიკეთის შესახებ, რაც მოსახლეობამ 2012 წლის შემდეგ, არსებული ხელისუფლების პირობებში მიიღო. რეგიონებში აწარმოონ ჯანსაღი საარჩევნო აგიტაცია. “ვიმყოფები გურიაში, კერძოდ ლანჩხუთის რაიონში, მეზობელი ჩართულია დიალიზის პროგრამაში, რა თქმა უნდა ჩვენი ჯანდაცვის წყალობით უფასოდ, ასევე, ამ ადამიანს აძლევენ გზის ფულს, რომ შეძლოს სიარული საავადმყოფოში, ქობულეთში. წარმოგიდგენიათ 140 ლარს ურიცხავენ ყოველ თვეში, ყველას ურიცხავენ, მანძილის მიხედვით ქობულეთამდე. გააგებინეთ ხალხს რას აკეთებთ, რაღაცა გააპიარეთ. მიშას დროს ეს რომ გაეკეთებინათ, 100 კაცი მიაკითხავდა, – ამდენს გიკეთებთ და ხმა მოგვეცითო! ამათთან…

მეტი...

მეორე ტურში გასვლამ საკუთარ თავზე კონტროლი დააკარგვინათ – კახა კალაძე არჩევნებზე

საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს მმართველი პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე, სოციალური ქსელით ეხმაურება და აცხადებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ტერორუს შესაძლებლობა არ აქვს და სიტყვიერ ტერორზე გადავიდა. ​როგორც თბილისის მერი წერს, არც ერთი ადამიანი არ განიდევნება საკუთარი განსხვავებული აზრის გამო და ძალადობა საქართველოში დასრულდება. “ნაცებს ფიზიკური ტერორის შესაძლებლობა აღარ აქვთ და სიტყვიერი ტერორით იკმაყოფილებენ ძალადობის ჟინს. მეორე ტურში გასვლამ საკუთარ თავზე კონტროლი დააკარგვინათ. ხელისუფლების კრიტიკაში ანა დოლიძეს უკან არასოდეს დაუხევია. დღეს კი, როცა გამოდის და თავის პოზიციას, აზრს აფიქსირებს, ისეთს, რაც ვიღაცისთვისაა მიუღებელი, თავს დაესხნენ, როგორ…

მეტი...

“ბავშვების მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამკაცრება მოვითხოვოთ” – ცირა ელისაშვილი გორის ტრაგედიაზე

გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობასთან დაკავშირებით ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი სამოქალაქო საზოგადოებას და დედებს მიმართავს, არასრულწლოვანზე ძალადობისთვის სასჯელის ზომის გაზრდა მოითხოვონ. ​ცირა ელისაშვილის აზრით, არასრულწლოვანზე ძალადობისთვის 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ძალიან მცირე სასჯელია დამნაშავისთვის, რომელსაც შესაძლოა ამნისტია შეეხოს და გაცილებით ადრე გამოვიდეს ციხიდან. ასეთი ადამიანებისთვის უვადო პატიმრობა უნდა არსებობდეს. “გორში მომხდარი ტრაგედიისგან დისტანცირებას ვერ ვახერხებ. დღეს ითქვა, რომ იმ ნაძირალას ბრალი დაუმძიმდა და მკვლელობის მოტივი სექსუალური ძალადობაა, რაც 5-დან 7 წლამდე ისჯება!! ხომ არ გაგიჟდით, ხალხნო! არასრულწლოვანზე ძალადობა 5-დან 7 წლამდე?! რომელსაც მერე მორიგი ამინისტია შეეხება და ვადაზე ადრე გამოვა, გარეთ?!! იმის…

მეტი...

მუნიციპალური საპარკინგე ადგილების მიტაცების პრობლემა თბილისში

თბილისში, ცალკეული სავაჭრო ობიექტების თუ კომპანიების მიერ მუნიციპალური საპარკინგზე ადგილების მისაკუთარების პრობლემაზე ერთ-ერთი მოქალაქე “მედიაცენტრ მთავარს” სწერს.  იგი დედაქალაქის მერიისგან პასუხს ითხოვს კითხვაზე, აქვს თუ არა უფლება ამა თუ იმ ობიექტის მეპატრონეს რიგით მოქალაქეს საპარკინზე ზოლში ავტომობილის გაჩერების უფლება არ მისცეს. “თბილისის მერიიდან მაინტერესებს კონკრეტულ კითხვაზე პასუხი – აქვს თუ არა უფლება მაღაზიის, ოფისის, დაცვის კერძო ორგანიზაციას თუ სხვა ობიექტს საკუთარი შენობის წინ დაიკავოს, მოინიშნოს „დაიზანიატოს“ საპარკინგე ადგილი და რიგით მოქალაქეს მის წინ, რომელიც ოფიციალური საპარკინგე ადგილია, მანქანა არ გააჩერებინოს. რა უფლებით ანიჭებთ მსგავს უპირატესობას შენობების მეპატრონეებს? კონკრეტიკა უამრავია, თუმცა,…

მეტი...