„საშიშ ადამიანებს პოლიციელები სახლთან დარაჯობენ!“ – ეკა გულუა

  •  

 „მედიაცენტრი მთავარის“ რედაქტორი ეკა გულუა საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე „პოსტს“ აქვეყნებს და იმ ადამიანებზე წერს, რომლებიც თვითიზოლაციაში უნდა იყვნენ, თუმცა, გარეთ დასეირნობენ. „დღეს, მთელი დღეა, ჩემს კორპუსთან, ერთ-ერთ სადარბაზოსთან პოლიციელები, დაბურულ მანქანაში გაუნძრევლად სხედან, ხან შუშები აქვთ ჩამოწეული, ხან აწეული. საღამოს მეორე მანქანაც დაემატა. დიდი ეჭვი მაქვს, თვითიზოლაციაში მოქცეულს დარაჯობენ. რა საშიშები და სამარცხვინოები ხართ, დღე არ გავა სამართალდამცველებს თქვენი კარანტინში იძულების წესით გადაყვანა რომ არ მოუწიოს. ამდენი გამოწვევაა ქვეყანაში, ამდენი პრობლემა, ბეწვის ხიდზე გავდივართ და კარდაკარ უნდა გდიონ პოლიციელებმა, რომ თქვენც დაგიცვან და გარშემომყოფებიც თქვენგან დაინფიცირებისგან!“ – წერს ეკა გულუა

მეტი...

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, მარკეტებში სრული ქაოსია, პროდუქტებს იტაცებენ – რედაქტორის ბლოგი

  •  

 საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, მარკეტებში სრული ქაოსია, მიუხედავად რომ თვალშისაცემია პროდუქტების მრავალფეროვნება, ხალხი დიდი რაოდენობით იტაცებს ხორცს, ყველს, ზეთ-კარაქს, შაქარ-მარილს, ძეხვეულს… ქათამსა და კვერცხს… მარკეტებში სრული ქაოსია, ხალხი ყველაფერს, რაც ხელში ხვდება რკინის დიდ კალათებში ყრის. რა ხდება მარკეტებში, „მედიაცენტრი მთავარის“ რეპორტაჟიდან შეიტყობთ. ერთ-ერთ დიდ მარკეტში ზუსტად 16:00 საათზე შევედი, ყველა მიმართულებით, ყველა დახლთან უზარმაზარი რიგი დგას. არ ვიცი საით წავიდე და საიდან დავიწყო. დავიწყოთ ხორცის განყოფილებით, თანამშრომლები ხორცის დაჭრას ვერ ასწრებენ, გამოიტანენ – იყიდება, კიდევ გამოიტანენ – კიდევ იყიდება. ნორმალურ ვითარებაში თუ მომხმარებელი კილოობით ყიდულობს ხორცს ახლა პარკებით ყიდულობენ, ერთი…

მეტი...

შეუგნებელ და ნულოვანი სოლიდარობის მქონე ადამიანებს ვერავინ ვერაფერს აიძულებს, მცირე მეწარმეები საფრთხის წინაშე დადგნენ

  •  

 ბანკებმა და საფინანსო ორგანიზაციებმა გაითვალისწინეს შექმნილი რეალობა და არსებული საფრთხე, გამოიჩინეს სამოქალაქო ვალდებულება და მეწარმეებს, ბიზნესს, რომლებიც ბანკებთან იყვნენ დაკავშირებულნიი 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი დაუწესეს. ​სამწუხაროდ, ნულავანი თვითშეგნება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა აღმოჩნდათ იმ ადამიანებს, რომლებმაც ერთ დროს „კაპიკებში“ ჩაიგდეს ხელში სხვადასხვა ფართი, მიწისქვეშა გადასასვლელები, რომელსაც სავაჭრო ობიექტებად აქირავებენ და დამქირავებელს, რომელსაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არანაირი შემოსავალი არ გააჩნია და უფრო მეტიც, მაღაზიები დახურეს, ახრჩობენ, რომ ქირა სასწრაფოდ გადაუხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მოუწევთ ფართის დაცლა. მნიშვნელოვანია ისიც რომ კონკრეტული ე.წ. მეწარმეები თუ ბიზნესმენები, რომლებიც მიწისქვეშა გადასასვლელებში ფართს აქირავებენ, სახელმწიფოსაც უმალავენ გადასახადს, რაც…

მეტი...

მშვიდი, სუფთა, მოწესრიგებული, ადამიანებზე ორიენტირებული ქალაქი, რომელიც გამშვიდებს და პოზიტიურს გხდის – რედაქტორის ბლოგი

  •  

 ქალაქი, სადაც სიმშვიდეა, სიყვარულია, პატივისცემაა, დაფასებაა, სადაც ადამიანები ერთმანეთს პატივს სცემენ, ყველა თავის საქმეს აკეთებს, სხვისი მტრობით არ ხარობენ, ბოღმითა და შურით არ ტკბებიან, ყველა თავის გზაზე დადის. დიახ, ზუსტად ასეა და ეს არის ბაქო.  რამდენჯერაც ბაქოში მივდივარ,  მუდამ ასეთი შთაბეჭდილებებით ვბრუნდები (პოლიტიკურ ნაწილს, რა თქმა უნდა, არ ვეხები).  ეს არის ქალაქი, სადაც ყველაფერი თავის ადგილზეა და წესრიგი ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა. სუფთა ქალაქი, სადაც სულ გინდა, რომ  ბევრი ისეირნო, ფეხით ბევრი იარო, მიწისქვეშა გადასასვლელითაც ისარგებლო და მიწისზედა გადასასვლელითაც. ეს ყველაფერი იმდენად კომფორტული და სასიამოვნოა,  არც მოგინდება გზაზე გადაირბინო, ქუჩა გადაკვეთო,  წესრიგი…

მეტი...

ირანში 30-მდე პროტესტანტი დააკავეს

  •  

 ირანში საპროტესტო აქციის 30-მდე მონაწილე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის სასამართლო სისტემის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. არალეგალურ შეკრებებში მონაწილეობა, სწორედ ამ ბრალდებას უყუენებენ დაკავებულებს. მთავრობაში აცხადებენ, რომ ირანი ტოლერანტულია კანონიერი დემონსტრაციების მიმართ. შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ აღიარა, რომ უკრაინის ავიახაზების „ბოინგი“ სამხედროებმა ჩამოაგდო.

მეტი...

სასიკვდილო თამაში სხეულის დაზიანებით იწყება და შენობიდან გადმოხტომით მთავრდება – გაფრთხილება მშობლებსა და მოზარდებს

  •  

 სწრაფი ცვლილება გარე სამყაროსთან, ჩაკეტილობა, ინტერესის გაქრობა ყველაფრის მიმართ, მეგობრების ჩამოშორება, ინტერნეტ სივრცეში დიდი დროის გატარება, მობილურ ტელეფონთან მიჯაჭვულობა – თუ ამ სიმპტომებს თქვენს შვილს შეამჩნევთ, დროა განგაში ატეხოთ, თქვენი შვილი “ლურჯი ვეშაპის” მორიგი მსხვერპლია. მშობელი,  რომლის 13 წლის შვილმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ამტკიცებს, რომ მისი შვილი ინტერნეტ თამაშის – “ლურჯი ვეშაპის” მსხვერპლია.  როგორც მან „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა,  მისმა შვილმა თავი, 29 აგვისტოს მოიკლა, ეს ის დროა, როცა ბავშვი ყველაზე მოწყვლადია. სწორედ ამიტომაა, რომ  ბავშვების თვითმკვლელობა განსაკუთრებით აგტვისტო-სექტემბერში იმატებს. “ინტერნეტ თამაშის, მენტორები ყველაზე უფრო აქტიურდებიან ზაფხულის განმავლობაში. 29 აგვისტოს მოიკლა ჩემმა შვილმა…

მეტი...

აღიარეთ, რომ იტყუებით – რედაქტორის მიმართვა ლგბტ საზოგადოებას

  •  

  არა ბატონებო და ქალბატონებო, თქვენ არც იზღუდებით და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მხრივ, არც იჩაგრებით. თქვენთვის მედიასივრცე ღიაა, თქვენ კი ცრუ ინფორმაციას ავრცელებთ, რომელსაც, ალბათ, სხვა მიზნები აქვს. თვეებია, „მედიაცეტრი მთავარი“ ლგბტ საზოგადოებას საინფორმაციო სივრცეს სთავაზობს და ელოდება პასუხს. ეს პასუხი კი სხვადასხვა მიზეზებით დაახლოებით 3 თვეა გრძელდება. ლგბტ საზოგადოების ე.წ. ლიდერშიპთან, პირადად მე, არაერთხელ მქონდა საუბარი, შევთავაზე საინფორმაციო სივრცე-როგორც ტრიბუნა; დაწვრილებითაც კი გავიარეთ საკითხები, თემები, ფორმატი, მაგრამ, როგორც ირკვევა სულ ტყუილად. ამ საზოგადოების ბორდის ერთ-ერთმა წევრმა, სხვადასხვა მიზეზებით, არაერთხელ გადადო „მედიაცენტრ მთავარში“ სტუმრობა. ჯერ, მიზეზად ის დაასახელა რომ…

მეტი...

გზა ღრმა უფსკრულისკენ – 19 მაისი, გაწირვის თვალსაჩინოება – რედაქტორის ბლოგი

  •  

  ამ ქალაქში, ზუგდიდში, ზუგდიდელებმა არჩევნების შემდეგაც უნდა გააგრძელონ ცხოვრება, თუმცა, როგორ? მეზობელი მეზობელს გადაემტერა, ქმარი – ცოლს, ძმა-ძმას, ბეძაშვილი – ბიძაშვილს, ვიღაც ერთი პარტიის მხარდამჭერია, ვიღაც კი მეორის. ოჯახის წევრები და ახლობლებიც კი ფარულ კამერებს უმონტაჟებენ ერთმანეთს… ყველაფერზე მიდიან, ყველაფერს კადრულობენ, ერთმანეთს წირავენ იმისთვის, რომ პოლიტიკური პარტიის გული მოიგონ. ამ პატარა ქალაქში, სადაც ყველა-ყველას იცნობს, ყველა ერთმანეთის ახლობელია, როგორ უნდა გააგრძელოთ ცხოვრება. 19 მაისის შემდეგაც ხომ ზუგდიდელები ხართ, ხომ უნდ იმეზობლოთ, იმეგობროთ, ინათესაოთ… 19 მაისით ამთავრებთ ყველაფერს? ამ ერთმა დღემ ღრმა უფსკრულისკენ დაგვაბრუნა. განვითარების ნიშან-წყალი არ ჩანს, რისი პოლიტიკური…

მეტი...

უდანაშაულო ადამიანის გისოსებს მიღმა მოხვედრის რეალური საფრთხე

  •  

 რედაქტორის ბლოგი: ქვეყანა, სადაც გინდა წესიერად იცხოვრო, დაიცვა კანონები, წესრიგი, გადაიხადო გადასახადები, იშრომო, მიიღო შემოსავალი, სახელმწიფოს არ დაუმალო გადასახადი, არ მოუშალო და არ მოიშალო ნერვები, არ აწყენინო და არ გაწყენინონ, გქონდეს გადაჭარბებულად მაღალი პასუხისმგებლობა და ასე შემდეგ, ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, თუმცა, არ გამოდის ისე, როგორც გინდა იცხოვრო. რატომ? თუნდაც იმიტომ, რომ, მაგალითად, ღამით, როცა ყველა საქმეს მოილევ – იმუშავებ ერთ-ორ ან რამდენიმე სამსახურში, იშრომებ არანორმალურად, მიხედავ შვილებს, წაიყვან-წამოიყვან, არ გამოაკლებ არცერთი მეგობრის დღეობას, იქნები შემომტანიც და გამტანიც, მზარეულიც, დამლაგებელიც, მრეცხავიც, მასწავლებელიც (საკუთარი შვილებისთვის), უყიდი, გაასეირნებ და ასე შემდეგ, ერთი ადამიანი…

მეტი...