ვინც აკრძალვის დღეებში სასაფლაოზე გავა, 2 000 ლარით დაჯარიმდება

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე წლის 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა იკრძალება. შსს-ს განცხადებით, აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე. 2 მაისიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პოლიცია სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს გააკონტროლებს. „შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები“…

მეტი...

მესტიაში გადაადგილება შეიზღუდება

მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული ღონისძიებები გატარდება, მათ შორის დაწესდება შეზღუდვები გადაადგილებაზეც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მესტიაში ბევრი ტურისტია, თუმცა მათზე სახელმწიფო იზრუნებს და პრობლემები არ შეექმნებათ. მისივე თქმით, უკვე გაიმართა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, საბჭოს წევრებმა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს, რომლებიც სპეციალურ ბრიფინგზე გახდება ცნობილი. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიის მუნიციპალიტეტში დაფიქსირა.

მეტი...

ჩვენ შესახებ

➔პრესკლუბის ტრანსლირება ხდება  პირდაპირი ეთერით „ლაივსტრიმის“ საშუალებით; ➔პრესკლუბში გაჟღეღებული ინიციატივა თუ განცხადება თემების მიხედვით მუშავდება და სრული ვიდეომასალა ოპერატიულად იტვირთება პორტალზე  mcm.ge; ➔პრესკლუბში გაჟღეღებულ თემებზე ოპერატიულად იწერება ინფორმაცია, რომელიც იტვირთება როგორც პორტალზე  mcm.ge, ასევე, იგზავნება როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონალურ საინფორმაციო საშუალებებში; ➔პრესკლუბში მოწვეული სტუმრისა და თემების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება წინასწარ, რის შემდეგაც მედიასაშუალებები (ტელევიზია, რადიო, სააგენტო) ესწრებიან პრესკლუბს და აშუქებენ პროცესს; ➔რეგიონალური მაუწყებლები, რომლებსაც დედაქალაქში წარმომადგენლობა არ ჰყავთ, პრესკლუბის დამთავრების შემდეგ, პრესკონფერენციის ვიდეო ჩანაწერს FTP ფაილის სახით ღებულობენ და შესაძლებლობა აქვთ ის ნაწილი ამოჭრან და გამოიყენონ, რაც მათთვის საინტერესოა; ➔რეგიონალური მაუწყებლებს, რომელთაც კონკრეტული სტუმარი და თემა აინტერესებთ,  აქვთ…

მეტი...