ფესტივალი, რომელიც ოჯახებს აერთიანებს – ჩინეთში „მთვარს ფესტივალი“ დაიწყო

შუა შემოდგომის ფესტივალი, იგივე მთვარის ფესტივალი ან მთვარის ტორტის ფესტივალი, ეს არის ტრადიციული დღესასწაული ჩინეთში. ეს არის ჩინური კულტურის შემადგენელი ნაწილი, რომელიც Zhongqiu Jie-ს სახელითაა ცნობილი. მთვარის ფესტივალი მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია ჩინეთში ჩინური ახალი წლის შემდეგ. წელს ფესტივალი 29 სექტემბერს მოუწია, რაც ახლოსაა ჩინეთის ეროვნულ დღესთნ – 1 ოქტომბერთან. ამიტომ, 30 სექტემბრიდან ჩინეთში 8-დღიანი სახალხო დღესასწაულით სარგებლობენ და 6 ოქტომბრის ჩათვლით ყველაფერი იკეტება, ყველა ისვენებს. მორთულია ქუჩები, ყველგან აღმართულია ეროვნული დროშები, ქუჩებინ განათებულია მთვარის ფორმის ფიგურეით და სადღესასწაულო განწყობა ყველგან ისევე იგრძობა, როგორც საქართველოში ახალი წელი. ეს ფესტივალი ოჯხებსაც…

მეტი...

ყველაზე ძვირიანი სუნამო 6800 იუენი ღირს – სუნამოების მწარმოებელი სახლი პეკინში (ვიდეო)

სუნამოს მწარმოებელი სახლი პეკინის მოედანზე, დაშილანის ისტორიულ და კულტურულ ნაკრძალში მდებარეობს. დაშილანის ისტორიული და კულტურული ნაკრძალი ჩინეთის ერთ-ერთი პირველი ისტორიული და კულტურული ბლოკია. ბლოკი მოიცავს დაახლოებით 1,5 კვადრატულ კილომეტრს, მათ შორის 114 ჰუტონგს და მრავალ ისტორიულ ნაგებობას. ტერიტორია შეიცავს 25 არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ერთეულს. სუნამოების სახლში ასობით სახეობის სუნამოა წარმოდგენილი. აქვეა სპეციალური ქილები, რომლის მეშვეობითაც ზუსტად შეიძლება მისი სურნელის გაგება. კლისტალები კი, რომელიც ასევე სურნელოვანია და სუნამოებს ამზადებენ ერთი პატარა ნატეხი 390 იუენი (57 დოლარი) ღირს.

მეტი...

პეკინი, ლუნცინის ხეობა, სიმაღლიდან ხტომა (ვიდეო)

  მოგზაურობა კლდეებს შორის გაშენებულ ლუნცინის ხეობაში – რეპორტაჟი პეკინიდან

მეტი...

როგორია ღამის ცხოვრება ჩუნცინში, სადაც 32 მილიონი ადამიანი ცხოვრობს?!

ჩუნცინი არის ერთადერთი ცენტრალური ადმინისტრირებადი ქალაქი ჩინეთის ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონში, ქვეყნის მნიშვნელოვანი ცენტრალური ქალაქი, რომელიც მოიცავს 82,4 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს. აქვს 38 რაიონი და ოლქი, ორი ახალი განვითარებისა და გახსნის ზონა და აქ ცხოვრობს 32 მილიონი მოსახლე. ჩუნცინი არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული განვითარების ცენტრი ჩინეთის დასავლეთი ნაწილისთვის, ისევე როგორც დამაკავშირებელი ,,ქამარი და გზა” და მდინარე იანძის ეკონომიკური სარტყელი, რომელიც სარგებლობს კარგი ადგილმდებარეობის უპირატესობებით. ჩუნცინი არის მწვანე, მთებისა და წყლის ქალაქი, რომელიც გარშემორტყმულია ორი მდინარითა და ტალღოვანი მწვერვალებით, მდინარე იანძის ცნობილი სამი ხეობით და შეტანილია მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში.

მეტი...

ქართული რემიქსი ჩინელებთან ერთად – როგორ ერთობიან ბებო-ბაბუები პეკინში?! (ვიდეო)

დილის 7:00 საათზე, სახლთან ახლოს, პეკინის პარკში სავარჯიშოდ გამოვედი. იმდენად საინტერესო სანახაობას გადავეყარე, მშვენივრად  გავერთე ჩინელ ბებო-ბაბუენთან ერთად. ეკა  გულუა პეკინიდან  

მეტი...

დიასახლისი რობოტი პეკინის სავაჭრო ცენტრში მუშაობს (ვიდეო)

ეს დიასახლისი რობოტი ჩინეთის დედაქალაქ პეკინის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გადავიღე. აქ ყველაფერი თითქმის რობოტებზეა აწყობილი.  

მეტი...

შებრაწული უცხო ფრინველის თავი 2 დოლარად (ვიდეო)

პეკინის ერთ-ერთ სუპერმარკეტში, ხორცეულობის განყოფილებაში აღმოვაჩინე ეს უცხო, სავარაუდოდ ფრინველის თავი, რომელსაც აშკარად 2 თვალი აქვს, გრძელი თავი და ნისკარტი და ძალიან ჰგავს სირაქლემას. 3 თავის ფასი 2 დოლარია.  

მეტი...

ყველაზე ძვირი ჩაი მსოფლიოში 785 დოლარი ღირს

ეს არის შავი, ჩინური  ჩაის ყველაზე ძველი სახეობა, რომელიც 357 გრამს იწონის და მისი ფასი 785 დოლრია. მას წრიული ფორმა აქვს, პატარა ნატეხებად აქუცმაცებენ და ისე მოიხმარენ. რატომ ფასობს ასე შავი ჩაი, “მედიაცენტრ მთავარის” სიუჟეტში გაიგებთ. ეკა გულუა პეკინიდან

მეტი...

ადამიანებს ფერმერი რობოტები ჩაანაცვლებენ – „მედიაცნტრი მთავარი“ პეკინიდან

მედიცინა, სოფლის მეურნეობა, მანქანათმშენებლობა, სამზარეულო, კულტურა, სხვადასხვა მომსახურების სფერო – ყველაფერს რობოტები იპყრობენ.  

მეტი...

დაცვამ ეიფელის კოშკზე ორი მძინარე ტურისტი იპოვა

დაცვამ ეიფელის კოშკზე ორი მძინარე ტურისტი იპოვა. BBC-ის ინფორმაციით, ნასვამი ტურისტები კოშკზე ღამით ავიდნენ. დაკეტვის შემდეგ კი გამოსვლა ვერ მოახერხეს. მძინარე ტურისტები დილით დაცვამ კოშკის მეორე და მესამე დონეებს შორის აღმოაჩინა. ტურისტები აშშ-ის მოქალაქეები არიან.

მეტი...