ეს არც ნახატია, არც ნაქსოვი, არც მოქარგული, არც ხალიჩა… ეს არის ერთადერთი საგანძური – ქვიშის მხატვრობის მანდალა, რომელიც შვიდმა ტიბეტელმა ბერმა დაამზადა 2010 წელს, ლასას პოტალას სასახლიდან. ის ერთადერთია, რომელიც დაცულია ტიბეტში. აქ რასაც ხედავთ არის ქვიშა და ძვირფასი მინერალები. ბერები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობდნენ. ზოგადად, როცა ქვიშისგან მსგავს საოცრებას შექმნიდნენ, მას არ ინახავდნენ, მაშინვე შლიდნენ. სწორედ ამიტომ არის ეს საგნძური ერთადერთი, რომელიც დაცულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ტიბეტის კულტურული მემკვიდრეობის მუზეუმში. ეკა გულუა ტიბეტიდან კერძო სახლები ტიბეტში – რეპორტაჟი ტიბეტიდან
მეტი...კატეგორია: ამბები ჩინეთიდან
კერძო სახლები ტიბეტში – რეპორტაჟი ტიბეტიდან
ტიბეტში კორპუსის ტიპის დასახლებებთან ერთად, კერძო დასახლებებიც არსებობს. კერძო სახლები ძირითადად ბლოკებისგან არის ნაშენი და ყველა ერთნამეთს ჰგავს. სახლის პირველი სართული ძირითადად მისაღები ოთახებია, მეორე სართულზე კი საძინებლებია. ყველა სახლს აქვს ხეხილიანი, გამწვანებული და მოწესრიგებული ეზო. ვნახოთ, როგორ კერძო სახლებში ცხოვრობენ ტიბეტელები. ეკა გულუა ტიბეტიდან
მეტი...ვიდეორეპორტაჟი ტიბეტიდან – მთიანი, კლდიანი, მწვანე და მთაგორიანი ზონა
ტიბეტი ძირითადად ბუდისტური ტერიტორიაა, რომელიც ცნობილია როგორც “მსოფლიოს სახურავი“ და ის იმართება როგორც ჩინეთის ავტონომიური რეგიონი. მას მეტსახელად “მესამე პოლუსს” უწოდებენ, რადგანაც წყლისა და ყინულის სიდიდით მოფლიოში არქტიკისა და ანტარქტიდის შემდეგ მოდის. ტიბეტში უცხოელების მოგზაურობა შეზღუდული იყო. ტურისტებს აქ პირველად 1980-იან წლებში ჩამოვიდნენ. ტიბეტი ითვლება დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ რეგიონად. თავისი მთიანი და გასაოცარი გეოგრაფიული მახასიათებლების გამო. ის ჩინეთის ყველაზე ნაკლებად დასახლებული პროვინციაა. ეს არის მთიანი, კლდიანი, ტყიანი ზონა. დანარჩენი კი ვნახოთ კადრებში. ეკა გულუა ტიბეტიდან
მეტი...ქორწილი ტიბეტში – რეპორტაჟი „მსოფლიოს სახურავიდან“
ტიბეტში დღეს დილით ჩამოვფრინდი. სასტუმროში კი ტიბეტელების ქორწილს შევესწარი და როგორ შეიძლებოდა ეს არ გადამეღო. გიზიარებთ ტიბეტური ქორწილის კადრებს. ეკა გულუა ტიბეტიდან
მეტი...აქ ყველანაირი ხორცია, ყველანაირი სულიერის – ფრინველის, ცხოველის, მოლუსკის, მუხლუხოების
ეს ქალაქი სიემენია, სადაც ნამდვილ ჩინურ ბაზარს მივაგენი. წარმოიდგინეთ, ქართული ვაგზლის მოედანი. ასე ქუჩაში გამოტანილი აქვთ პროდუქტები, ხილი, ყველანაირი სულიერის ხორცი ყველანაირ მდგომარეობაში. უფრო მეტი კი ვნახოთ რეპორტაჟში.
მეტი...ყველანაირი ცხოველი შემწვარ, მოხრაკულ თუ უმ მდგომარეობაში – რეპორტაჟი ჩინეთიდან
ჩინცისნი, ეს არის საწარმოო ქალაქი, ჩინეთის პროვინცია. მას „ჭკვიან ქალაქსაც“ ეძახიან. ცხოვრება გამთენიისას იწყება, 07:00 საათზე სავსეა ქუჩები ხალხით და 24:00 საათზეც კი გავლა შეუძლებელია. ეს ქალაქი შეტანილია მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში. განთქმულია ცხარე კერძებით. თუ რა კერძებია პოპულარული, ერთად ვნახოთ რეპორტაჟში.
მეტი...დაცარიელებული ქუჩები პეკინში
მთვარის ფესტივალი მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია ჩინეთში ჩინური ახალი წლის შემდეგ. წელს ფესტივალი 29 სექტემბერს მოუწია, რაც ახლოსაა ჩინეთის ეროვნულ დღესთნ – 1 ოქტომბერთან. ამიტომ, 30 სექტემბრიდან ჩინეთში 8-დღიანი სახალხო დღესასწაულით სარგებლობენ და 6 ოქტომბრის ჩათვლით ყველაფერი იკეტება, ყველა ისვენებს. შესაბამისად, ამ დროს, ქუჩებიც ცარიელია. ფესტივალი, რომელიც ოჯახებს აერთიანებს – ჩინეთში „მთვარს ფესტივალი“ დაიწყო
მეტი...ზღვის პროდუქტები ქალაქ სიემენში
სიემენი არის ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია. ცენტრალური და ძველი ქუჩით – ჯინშენ. ეს არის ჩვენებური შარდენის მსგავსი ტურისტული ზონა, სადაც ძირითადად ყველაფერი ეროვნულია წარმოდგენილი. მათ შორისაა სამზარეულო. ღორის ტყავისგან დამზადებული ტყლაპი და ცხვრის ბეწვის ტკბილეული – ჩინური კულინარიული სასწაული
მეტი...პეკინური იხვების წარმოება
პეკინური იხვები მსოფლიოში საკმაოდ ცნობილია და ის დელიკატესად ითვლება. ეს არის ქარხანა პეკინში, სადაც პეკინურ იხვს აწარმოებენ და მსოფლიო ბაზარზე გზავნიან. ბამბუკის წვენი პიტნასთან ერთად – ჩინური დელიკატესი (ვიდეო)
მეტი...ფესტივალი, რომელიც ოჯახებს აერთიანებს – ჩინეთში „მთვარს ფესტივალი“ დაიწყო
შუა შემოდგომის ფესტივალი, იგივე მთვარის ფესტივალი ან მთვარის ტორტის ფესტივალი, ეს არის ტრადიციული დღესასწაული ჩინეთში. ეს არის ჩინური კულტურის შემადგენელი ნაწილი, რომელიც Zhongqiu Jie-ს სახელითაა ცნობილი. მთვარის ფესტივალი მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია ჩინეთში ჩინური ახალი წლის შემდეგ. წელს ფესტივალი 29 სექტემბერს მოუწია, რაც ახლოსაა ჩინეთის ეროვნულ დღესთნ – 1 ოქტომბერთან. ამიტომ, 30 სექტემბრიდან ჩინეთში 8-დღიანი სახალხო დღესასწაულით სარგებლობენ და 6 ოქტომბრის ჩათვლით ყველაფერი იკეტება, ყველა ისვენებს. მორთულია ქუჩები, ყველგან აღმართულია ეროვნული დროშები, ქუჩებინ განათებულია მთვარის ფორმის ფიგურეით და სადღესასწაულო განწყობა ყველგან ისევე იგრძობა, როგორც საქართველოში ახალი წელი. ეს ფესტივალი ოჯხებსაც…
მეტი...პეკინში, ყოველ სეზონზე ძველ ხეებს ახლით ანაცვლებენ (ვიდეო)
შიჩანჰაი ყველაზე დიდი ისტორიული და კულტურული ნაკრძალი პეკინში
შიჩანჰაი არის ისტორიული და კულტურული ტურისტული ადგილი პეკინში. ის მდებარეობს პეკინის ისტორიულ და კულტურული დაცვის ზონაში. მას 336 000 კვადრატული მეტრი ფართობი უკავია. შიჩაჰაი 2000 წელს დამტკიცებული 25 ისტორიული და კულტურული ნაკრძალიდან ყველაზე დიდია. ამ ტურისტული ზონის შემოვლა შესაძლებელია სპეციალური ეკოლოგიური ტრანსპორტით – ველოსიპედზე შებმული 2 ადგილიანი ეტლით, რომელიც ტურისტებისთვის ადგილზე ქირავდება. დანარჩენი კი ვიდეორეპორტაჟში. ეკა გულუა პეკინიდან
მეტი...ჩაი, რომელიც 2 000 იუენი ღირს – რეპორტაჟი პეკინიდან
უძველესი ჩაის სახლი Lao She 1988 წელს დაარსდა. ეს არის პირველი ხალხური კულტურის ჩაის სახლი პეკინში. ის მდებარეობს პეკინის უძველესი კომერციული ქუჩის დაშილანის მიმდებარედ. Lao She ჩაის სახლს -ს უკავია 5000 კვადრატულ მეტრზე მეტი ბიზნეს ფართობი. აქ თავმოყრილია პეკინის არომატული ჩაის კულტურა. მათ შორისაა არაერთი კულტურის კოლექცია და ე.წ. წიგნის ჩაის, სასადილო ჩაის, ველური ჩაი და სხვა. 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების დროს ჩაის სადგომის წინ საკმაოდ დიდი რიგი იდგა და დღეში 3000 ფინჯანი ჩაი იყიდებოდა, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო. დანარჩენი კი რეპორტაჟში. ეკა გულუა პეკინიდან
მეტი...სოფლის ტიპის დასახლება პეკინში, სადაც 19 000 უცხოელს აქვს სახლი (ვიდეო)
სოფლის ტიპის დასახლება ბეიგოუ, პეკინიდან დაახლოებით 1 საათის სავალზე მდებარეობს, ეს არის ტურისტული ზონა, სადაც სულ რაღაც 300-350 ადგილობრივი მოსახლე ცხოვრობს, თუმცა, ამის მიუხედავად, დასახლება ტურისტებს ვერ იტევს. ე.წ. წაბლის დასახლება, ასე ვუწოდებდი ამ ზონას, რადაგანც აქ ძირითადად წაბლი მოჰყავთ და საოჯახო მეურნეობებით ირჩენენ თავს. წელიწადში 250 000 კილო წაბლის მოსავალს იღებენ. ძველი აგურის ქარხანა თანამედროვე სასტუმროდ გადააკეთეს, საიდანაც ჩინეთის კედელი მოჩანს, სიმწვანეში კარვების ზონა გახსნეს და ტურისტების ნაკადს შეძლებისდაგვარად უმკლავდებიან. დანარჩენი კი ერთად ვნახოთ რეპორტაჟში. ეკა გულუა პეკინიდან
მეტი...„აზია უნდა გადაიქცეს გლობალური მშვიდობის საიმედო გარანტიად“ – სი ძინპინი სპორტული დღესასწაულის გახსნაზე
ჩინეთში, კერძოდ კი ჰანჯოუში ზაფხულის აზიური თამაშების მე-19 სეზონი გრანდიოზული სანახაობით გაიხსნა. გაიმართა გალა მიღება, რომელშიც თავად პრეზიდენტი სი ძინპინი მონაწილეობდა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სიმბოლურია, რომ სეზონის გახსნა „შემოდგომის ბუნიობის“ დღესასწაულს დაემთხვა. „ჩინეთის მთვარის კალენდრის მიხედვით დღეს აღინიშნება “კიუფენი (შემოდგომის ბუნიობა). უაღრესად სიმბოლურია, რომ აზიური თამაშების ალი ხელახლა აინთება ჩინეთში მოსავლისა და ოჯახის გაერთიანების სეზონის დროს. თამაშების მასპინძლობის გამოცხადების შემდეგ, ჩინეთი ყველა ღონეს ხმარობს თავისი დაპირების შესასრულებლად და ორგანიზაციული მუშაობის სრულყოფილად წინსვლისთვის“ – აღნიშნა პრეზიდენტმა. ზაფხულის აზიურ თამაშებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გუნდები მონაწილეობენ. სი ძინპინის თქმით, ეს არის…
მეტი...„არმანი“, „ბოსი“, „გესი“, „ვერსაჩე“ და სხვა – როგორია მსოფლიო ბრენდების აუთლეტი პეკინში (ვიდეორეპორტაჟი)
მსოფლიო ბრენდების აუთლეტი პეკინის გარეუბანში მდებარეობს. აქ თითქმის ყველა ბრენდია წარმოდგენილი. ყველას საკუთარი სახლი აქვს წარმოდგენილი, ერთად ვნახოთ როგორია ბრენდული აუთლეტის ფასები პეკინში. ეკა გულუა პეკინიდან
მეტი...მევიოლინე ბიჭი პეკინის პარკში (ვიდეო)
პეკინი, ლუნცინის ხეობა, სიმაღლიდან ხტომა (ვიდეო)
მოგზაურობა კლდეებს შორის გაშენებულ ლუნცინის ხეობაში – რეპორტაჟი პეკინიდან
მეტი...მოგზაურობა კლდეებში მოქცეულ ლუნცინის ხეობაში (ვიდეო)
მოგზაურობა კლდეებს შორის გაშენებულ ლუნცინის ხეობაში – რეპორტაჟი პეკინიდან
მეტი...მოგზაურობა კლდეებს შორის გაშენებულ ლუნცინის ხეობაში – რეპორტაჟი პეკინიდან
ლუნცინის ხეობა პეკინიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 80 კმ-ში მდებარეობს. მას “პატარა სამ ხეობას” უწოდებენ. ეს არის კლდეებს შორის გაშენებული სამოთხე. ტერიტორიის გარე სივრცემდე მიდიხარ ტრანსპორტით, ტერიტორიაზე გხვდება გადახსნილი, ტურისტული ავტობუსი, რომლითაც მიგიყვანენ იმ ზონამდე, საიდანაც იწყებ ფეხით მოგზაურობას. პირველი წერტილი არის გველეშაპის გამოქვაბული. შედიხარ ღია გველეშაპის პირში, რომელშიც მოწყობილია სპეციალური ესკალატორი, როგორც მეტროში, რომელსაც აყავხარ კლდეების ძირში, იქ, სადაც ტურისტებს კლდეებს შორის მოქცეული სამოთხე ელოდებათ. კერძოდ, მდინარე, სადაც სპეციალური კატერებით შედიხარ ხეობაში და იწყებ მოგზაურობს. კატერს მიყავხარ სწორედ იმ წერტილამდე, სადაც მოძრაობს საბაგირო და მხოლოდ საფეხმავლო სივრცეა. ტერიტორიაზე შესასვლელი ბილეთი 140…
მეტი...გამწვანებაც და სუფთა გარემოც კი პოლიტიკის დონეზეა აყვანილი – მწვანე ჩინეთი
გამწვანება, ჟანგბადი, სუფთა გარემო, მაქსიმალური სიმწვანე, ფლორა და ფაუნა, ჩინეთში პოლიტიკის დონეზეა აყვანილი. ეს თითქმის ყველგან იგრძნობა – ქალაქში, პარკში, გარეუბანში თუ ქუჩაში. უზარმაზარ სკვერში ერთი ყვავილიც რომ დაჭკნეს ან გახმეს, ოპერატიულად ახლით ანაცვლებენ. თესავენ, რგავენ, რწყავენ, უფრთხილდებიან, დაფუსფუსებენ და ამიტომაც არის ეს ქვეყანა ამ მხრივაც უნიკალური. გამთენიიდან ფუსფუსებენ – ადამიანის ხელით შექმნილი საოცრება კუნძული გულანგიუ – სამოთხე დედამიწაზე (ვიდეო)
მეტი...,,აბრეშუმის გზა“ ციფრული ხიდი – 2023 წლის საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმი პეკინში (ვიდეო)
პეკინში „სარტყლისა და გზის“ პროექტის ფარგლებში მე-3 მაღალი დონის საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმი იმართება. ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას ახალი პლატფორმა საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობისთვის, ასევე, ახალი იმპულსი მისცეს მონაწილე ქვეყნების განვითარებასა და გლობალურ ეკონომიკურ ზრდას. წლევანდელი ფორუმი მთლიანად სოფლის მეურნეობის სექტორს ეხება და როგორც ყველა მაღალი დონის სტუმარი, რომელიც ფორუმს ესწრება, აღნიშნავს, მომავალი, გადარჩენა და ახალი საუკუნე სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარებაშია. უფრო მეტიც, აქ არიან ყველაზე მსხვილი სოფლის მეურნეობის ბანკების პრეზიდენტები რომელებიც იმ ინვესტიციებზე საუბრობენ, რომლებიც დაბანდებულია აღნიშნული მიმართულებით. ფორუმს ესწრება ადგილობრივი მთავრობა, ელჩები, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია, ჩინეთის სოფლის მეურნეობის ბანკის პრეზიდენტი,…
მეტი...საერთაშორისო ცენტრი პეკინში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი კონფერენციები და ფორუმები იმართება (ვიდეო)
საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრი პეკინის გარეუბანში მდებარეობს. ის ჰუაიჟოუს რაიონს ეკუთვნის და აქ პრეზიდენტი სი ძინპინი თავად მასპინძლობდა ყველაზე მნიშვნელოვან მსოფლიო კონფერენციებსა და ფორუმებს. ამ საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრში ჩატარდა APEC-ის სამიტი, პირველი და მეორე „Belt and Road“-ის მაღალი დონის ფორუმი საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ და მრავალი სხვა მაღალი დონის კონფერენცია. ჩინეთის ინდუსტრიული ფორუმი და პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალიც სწორედ აქ იმართება (ნაწილი 2). ეკა გულუა პეკინიდან ბრილიანტისგან დამზადებული 6 ტონიანი ჭაღი ჩინეთში (ვიდეო) დედაქალაქის გარეუბნის მარგალიტი და პეკინის უკანა ბაღი – პარკი იენციჰუ (ვიდეო)
მეტი...ბრილიანტისგან დამზადებული 6 ტონიანი ჭაღი ჩინეთში (ვიდეო)
ეს 6 ტონიანი ჭაღი ჰუაიჟოუს რაიონში, იენციჰუს პარკში, საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრში კიდია. ცენტრი 2011 წელს აშენდა. ეს არის ადგილი, სადაც პრეზიდენტი სი ძინპინი თავად მასპინძლობდა ყველაზე მნიშვნელოვან მსოფლიო კონფერენციებსა და ფორუმებს. ჭაღი, რომელიც ამ დარბაზში კიდია 6 ტონას იწონის და ის მთლიანად ბრილიანტის ქვებითაა მორთული. დიახ, ეს ნამდვილი ბრილიანტებია. ის ჰუაიჟოუს რაიონს ეკუთვნის, საერთო ფართობი 2122,8 კვადრატული მეტრია. პარკში მდებარეობს პრეზიდენტ სი ძინპინის რეზიდენციაც. ამ საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრში ჩატარდა APEC-ის სამიტი, პირველი და მეორე „Belt and Road“-ის მაღალი დონის ფორუმი საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ და მრავალი სხვა მაღალი დონის კონფერენცია. გარდა…
მეტი...დედაქალაქის გარეუბნის მარგალიტი და პეკინის უკანა ბაღი – პარკი იენციჰუ (ვიდეო)
პარკი სამოთხე იენციჰუ პეკინის გარეუბანში, დაახლოებით ნახევარი საათის სავალზე მდებარეობს. ის ჰუაიჟოუს რაიონს ეკუთვნის, საერთო ფართობი 2122,8 კვადრატული მეტრია. პარკში მდებარეობს პრეზიდენტ სი ძინპინის რეზიდენციაც. რეგიონის ტერიტორიის 89% მთებია. ფართობის მიხედვით, ჰუიჟოუ მეორე ადგილზეა პეკინის ყველა რაიონს შორის. მუდმივი მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე 422 ათასი ადამიანია. ზაფხულში აქ კლიმატი ნოტიოა, ზამთარში კი ყინვაგამძლე და მცირე თოვლიანი. საშუალო წლიური ტემპერატურა 9-დან 13 გრადუს ცელსიუსამდე მერყეობს. ტერიტორიას აქვს დიდი ისტორია გააჩნია, რომელიც 1300 წლის წინ, ტანგის დინასტიის დროს წარმოიშვა. აქ მდებარეობს 70 მეტრიანი იენცის კოშკი, რომელსაც პრეზიდენტის ხელით შესრულებული წარწერები: ჰარმონია, გაზაფხული, პეიზაჟი…
მეტი...ინტერნეტ ვაჭრობა ჩინეთში და საათივით აწყობილი სისტემა – რეპორტაჟი პეკინიდან
აქ ყველაფერი ციფრულია. კორონა პანდემიამ ადამიანური კონტაქტის შესაძლებლობა კიდევ უფრო ჩაკეტა და ყველაფერი ინტერნეტ მომსახურებაზე გადავიდა. მაღაზიებში ტურისტების მეტი არავინ დადის. ღვეზელსაც ინტერნეტით უკვეთავენ. ყველაფერი ოფისიდან წამებში, მობილურზე ან კომპიუტერზე ღილაკზე ერთი თითის დაჭერით ხდება. ერთად ვნახოთ როგორ მიდის ამანათი ადრესატამდე.
მეტი...გამთენიიდან ფუსფუსებენ – ადამიანის ხელით შექმნილი საოცრება
ეს არის ერთ-ერთი დასასვენებელი სივრცე ჩინეთის დედაქალაქში. პარკი 6:00 საათზე იხსნება, ჭიშკრის გაღებას სწორედ ამ დროიდან ელოდებიან. ყველა თავის საქმეს აკეთებს – ყველა ხეს, ბუჩქს, მცენარეს სათითაოდ უფრთხილდებიან და ალამაზებენ. რგავენ, რწყავენ, ასუფთავებენ. ამ პარკში შესვლა უფასოა, ზოგადად კი პარკები ფასიანია. ძირს არავინ არაფერს ყრის, ნაგავს ვერსად ნახავთ. სწორედ ამიტომაც არის აქ სამოთხე. ასე მხიარულად იწყებენ დილას, მზეს ესალმებიან, სიცოცხლით ტკბებიან – რეპორტაჟი პეკინიდან
მეტი...უპილოტო ტაქსი პეკინში
რობოტაქსის სერვისი პეკინში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. თვითმართვადი ტაქსები ჩინეთის დედაქალაქში საცდელად მარტში ამოქმედდა. მართალია, ეს რობოტაქსია, თუმცა, საჭეც აქვს და მანქანაში მძღოლიც ზის. ერთად ვნახოთ როგორია რობოტაქსი. რობოტი ავტობუსები, ინტელექტუალი სატვირთო მანქანები და მოძრავი სახლები – მორიგი საოცრება ჩინეთიდან (ვიდეო)
მეტი...ტაიჯი, რომელიც ადამიანის შინაგან ორგანოებს კვებავს
ტაიჯი არც იოგაა და არც კარატე. ეს არის დაო. ტაიჯიკუანი არის დაოს განსახიერება. ეს არის სრულყოფილი ფიზიკური პრაქტიკა, რომელიც სპორტული მედიცინის მიღწევად ითვლება ჩინეთში. ეს არის კულტურის, მედიცინის, ფილოსოფიისა და საბრძოლო ხელოვნების ერთიანობა. ასევე მას უწოდებენ ოქროს გასაღებს ცასა და დედამიწას შორის. მთლიანობაში ტაიჯიში ხუთი ენერგია ერთიანდება – წყალი, მიწა, ლითონი, ტყე და ცეცხლი. ვარჯიში კვებავს ხუთ ორგანოს – თირკმელს, ელენთას, ფილტვებს, გულსა და ღვიძლს, რის შედეგადაც უკეთესი გონებრივი და ფიზიკური მდგომარეობა მიიღწევა ყველა ასაკისთვის. ვარჯიში სასურველია დილით და საღამოს 7-15 წუთის განმავლობაში. ერთად ვნახოთ ტაიჯის ხელოვნება მისი შემქმნელის მეთერთმეტე…
მეტი...ჩინეთის პოზიცია საქართველოსთან უვიზო მიმოსვლაზე – „მედიაცნეტრი მთავარის“ ექსკლუზივი
საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა. აღნიშნულთან დაკავშირებით „მედიაცენტრმა მთავარმა“ ჩინეთის საგარეო უწყებას კომენტარი სთხოვა. როგორც სამინისტროში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, ჩინეთი მზადაა საქართველოსთან ერთად იმუშაოს. „ბოლო წლებში, ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობამ სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ შედეგებს მიაღწია და ორმხრივი პერსონალის გაცვლა გახშირდა. ჩინეთი მიესალმება საქართველოს მიდგომას და მზადაა, იმუშაოს საქართველოსთან ერთობლივად, გააუმჯობესოს ორ ქვეყანას შორის პერსონალის გაცვლის ხელშეწყობის დონე“ – განუცხადეს „მედიაცენტრ მთავარს“ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ ახალი რეგულაციის მიხედვით, ჩინეთის მოქალაქეები და ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირები საქართველოში უვიზოდ შემოსვლას და ქვეყნის ტერიტორიაზე 30 დღის განმავლობაში ყოფნას შეძლებენ. რეგულაცია 2023 წლის…
მეტი...სავაჭრო ცენტრი პეკინის ცენტრში და ფასები
ეს სავაჭრო ცენტრი პეკინის ცენტრში მდებარეობს. ის რამდენიმე სართულს მოიცავს და ერთ დროს ყველაზე მთავარი და დიდი სავაჭრო ცენტრი იყო. დღეს კი, რადგანაც აქ ყველაფერი გაციფრულებულია, ვაჭრობაც ინტერნეტმომსახურებაზე გადავიდა, რის გამოც სავაჭრო ცენტრში არავინ დადის. მთელი დღის განმავლობაში ასე სხედან და შესალოა ერთმა მყიდველმაც არ ჩამოიაროს. ამიტომ, ეს ცენტრიც იკეტება. როგორც თავად ამბობენ, არავის აინტერესებს მაღაზიები და არავინ დადის იმიტომ, რომ შეუძლიათ ყველაფერი ინტერნტით შეუკვეთონ და ადგილზე მიუტანენ. ეს სავაჭრო ცენტრი ვიზუალურად ლილოს ბაზრობას ჰგავს. რომ წარმოიდგინოთ დახურული ლილო. დანარჩენი კი ერთად ვნახოთ რეპორტაჟში. რა ღირს ჩინეთში წარმოებული ელექტრო ავტომობილები?…
მეტი...ბამბუკის წვენი პიტნასთან ერთად – ჩინური დელიკატესი (ვიდეო)
ერთ-ერთი სასარგებლო კოქტეილი, რომელსაც ჩინელები ამზადებენ და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს, ბამბუკის წვენია. ეს იმიტომ, რომ ბამბუკი ჩინეთის მცენარეა და როგორც კულტურას საკმაოდ დიდ პატივს სცემენ. წვენიც სწორედ მცენარე ბამბუკისგან მზადდება. ის სასარგებლო პროდუქტად ითვლება და ლიმონთან და პიტნასთან ერთად იწურება. წვენი მწვანე შეფერილობისაა და საკმაოდ გემრიელი. ერთად ვნახოთ როგორ ამზადებენ ბამბუკისგან წვენს. ეკა გულუა პეკინიდან
მეტი...ღორის ტყავისგან დამზადებული ტყლაპი და ცხვრის ბეწვის ტკბილეული – ჩინური კულინარიული სასწაული
ჩინური სამზარეულოს მრავალფეროვნება და ეგზოტოკური საკვები მსოფლიოში ცნობილია, თუმცა, ის, რაც საკუთარი თვალით ვნახე და დავაგემოვნე, სულ სხვაა. დიახ, აქ ნაგავში არაფერს ყრიან, ყველაფერს ამუშავებენ და დანიშნულებას აძლევენ. მაგალითად, მაღაზიებში შევნიშნე ტყლაპი. დავინტერესდი რისგან იყო ის დამზადებული. არც მეტი არც ნაკლები, აღმოჩნდა, რომ სწორედ ღორის ტყავისგან მზადდება ეს ტყლაპი, რომელიც საკვებად გამოიყენება. ჯინშენი, ეს არის ყველაზე ცნობილი, გრძელი და ტურისტული ქუჩა ქალაქ სიემენში. ეს არის ქუჩა, სადაც ღამის ცხოვრება გიზგიზებს. ეს არის ქუჩა, სადაც ყველაფერი იყიდება და არის წარმოდგენილი, რაც ჩინურ კულტურასთან და სამზარეულოსთან არის დაკავშირებული. შემდეგი პროდუქტი რომელმაც ჩემი…
მეტი...ასე მხიარულად იწყებენ დილას, მზეს ესალმებიან, სიცოცხლით ტკბებიან – რეპორტაჟი პეკინიდან
დილის 7 საათი. ყოველი დილა ასე მხიარული განწყობით, პოზიტივით, სიყვარულითა და ხალისით იწყება. ეს ერთ-ერთი პარკია პეკინის ცენტრში, სადაც ძირითადად ასაკოვნები იკრიბებიან და ცხოვრებას იხალისებენ. აქ ყველანაირი კომფორტია შექმნილი, რომ თავი ბედნიერად იგრძნონ. უყვართ ყოველი დღე, ერთმანეთის ნახვა, მზის ამოსვლა, მცენარეები, ჩიტების ჭიკჭიკი. აქ ყველა ბედნიერია. განა პრობლემები და სადარდებელი არ აქვთ… ერთმანეთს მხოლოდ პოზიტივს უზიარებენ. დიახ, არ წუწუნებენ, ცხვირ-პირი არ ჩამოსტირით. სწორედ აქ არის პასუხი ზოგიერთის გზავნილზე – „შენ რა გიჭირს, როგორ ერთობი, არც დაბრუნდები“… მთავარი სწორედ ის არის, რომ შენი „დარდი“ სხვას არ გაუზიარო, სხვას არ გადასდო, სხვას…
მეტი...რა დატვირთვა აქვს ხალიჩას, რომელიც პრეზიდენტის დარბაზშია მოფენილი
ეს ხალიჩა, რომელიც ღრუბელივით რბილია და სიარულისას ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ქვიშაში ეფლობი, ქალაქ სიემენის საერთაშორისო საკოფერენციო ცენტრში, პრეზიდენტ სი ძინპინის იმ დარბაზშია მოფენილი, სადაც პრეზიდენტი პრეზიდენტებს ხვდებოდა. ხალიჩაზე ზღვაა ასახული, ფიგურები კი ზღვის ბინადრების ინტერპრეტაციაა. თითქმის ყველა ფიგურა, რაც ამ დარბაზშია გამოსახული, ასახავს საზღვაო ქალაქის ისტორიას. დარბაზი, სადაც სი ძინპინი პრეზიდენტებს ხვდებოდა (ვიდეო)
მეტი...სი ძინპინის მაგიდა და ჭურჭელი, რითაც ჩაის სვამდა (ვიდეო)
დარბაზი, სადაც სი ძინპინი პრეზიდენტებს ხვდებოდა (ვიდეო)
მეტი...