“ჩემთვის ადვილი იქნებოდა, უკრაინელებისთვის ეკლესიის დამოუკიდებლობის მილოცვა” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ “Twitter”-ზე უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს, მისი მილოცვით საფრთხეს ვერ შეუქმნის.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ  დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნის მილოცვა უკრაინელებისთვის ინდივიდუალურად უფრო ადვილი იქნება. 

“პირადად ჩემთვის ადვილი იქნებოდა, უკრაინელებისთვის ეკლესიის დამოუკიდებლობის მილოცვა. ბუნებრივია, რომ ყველა საკუთარ წარსულს განიხილავს, მაგრამ როგორც პრეზიდენტს, დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია. თუ ჩვენი პატრიარქი ფრთხილობს, გარკვეული შედეგებს გამო სიფრთხილეს იჩენს. პირადად მე ვითარებას ვერ გავამწვავებ,” – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსნებთ, რომ 6 იანვარს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ავტოკეფალიის დამადასტურებელი მოწმობა, ტომოსი გადასცა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ეპიფანეს. დოკუმენტის საზეიმო გადაცემა მოხდა წირვისას სტამბოლში, წმ. გიორგის ტაძარში. ბართლომემ ტომოსს წინა დღით მოაწერა ხელი. ამით დასრულდა უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 330-წლიანი კონტროლი.


მსგავსი თემები