„იქ მივიდა მესამე მანქანა და შეეცადა კვალის დაფარვას“ – ადვოკატი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე (ვიდეო)

„ჩანთის დადებასაც კვალის დაფარვას ვუკავშირებ, რაც იყო საკმაოდ უნიჭოდ გაკეთებული, თუ ასე მოხდა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე დაკავებული გიგა ტატიშვილის ადვოკატმა, გიორგი ყიფშიძემ განაცხადა.

ადვოკატი თვლის, რომ საქმეში არსებობენ პირები, ვინც დანაშაულის კვალი დაფარეს.

„ჩვენ შეგვიძლია რაღაც მონახაზი ამ საქმესთან დაკავშირებით გავაკეთოთ. თავშივე ჩემი ეჭვი მყარი იყო, ცალსახად მიმაჩნია, რომ რეალურად იქ მივიდა მესამე მანქანა და შეეცადა კვალის დაფარვას, აქ რაღაც განსაკუთრებული სპეციალური ჯგუფის არსებობას გამოვრიცხავ. აქ არიან ადამიანები, ვინც დაეხმარნენ დანაშაულში მონაწილეებს, რომ რაღაც კვალი დაეფარათ. ამ კვალის დაფარვას ვუკავშირებ ჩანთის დადებასაც, მაგრამ არ ვგულისხმობ, რომ იქ იყვნენ სამართალდამცავები. თუ ჩანთა დადებულია, ეს არის უნიჭოდ გაკეთბული და არაპროფესიონალის ნამუშევარია” – განაცხადა გიორგი ყიფშიძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

მისივე თქმით, საქმეში ძალიან ბევრი უკასუხო კითხვაა: “მე გავეცანი დამატებით მასალებს, კითხვის ნიშნები ბევრია, მაგრამ ამ საქმის ზედმეტად პოლიტიზირება ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის ძიების სწორად წარმართვას. ეს ყველაფერი, რაც ხდება სისხლის სამართლის საქმეში დიდი არაკვალიფიციურობის შედეგია. ჩემი შეხედულებით, ამ ეტაპზე იმის ძებნა, რომ საქმის მიჩქმალვა ვინმეს ინტერესებში შედის აბსურდულად მიმაჩნია, მე აქ ვხედავ მხოლოდ ძიების სისუსტეს,“ – განაცხადა გიორგი ყიფშიძემ „მედიაცენტრ მთავრში.“

მედიაცენტრ მთავარისმასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება

მსგავსი თემები