კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია

კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია. თავისუფალ სტილით ჭიდაობაში მიმდინარე 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, 97კგ. წონით კატეგორიაში, პეტრიაშვილმა ფრანგი აშაბ დადაევი 10-0 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.  

მეტი...

“ჩვენი არჩევანი ბოიკოტია”- წალენჯიხის მერია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცახდებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ემიჯნებიან. ამის შესახებ განცხადება, მერიის „ფეიბუქ“ გვერდზე ვრცელდება. “ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელი! ჩვენ ვემიჯნებით ყველა იმ პოლიტიკურ გაერთიანებასა და კანდიდატს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს ე.წ. არჩევნებში, რომელიც სინამდვილეში წარმოადგენს მორიგ რუსულ სპეცოპერაციას საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დასავლური კურსის წინააღმდეგ. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისა და პოლიტპატიმრების მოთხოვნა, რომ ადგილობრივ ე.წ. არჩევნებს პარტიებმა გამოუცხადონ ბოიკოტი, მკაფიო პოლიტიკური დაკვეთაა და ამ გზავნილის იგნორირება საკუთარი ხალხის, ქვეყნის და იმ ადამიანების ღალატს ნიშნავს, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლაში საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს! ამ ე.წ. არჩევნებში, ოპოზიციური პოლიტიკური…

მეტი...

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ირლანდიას უპირისპირდება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ზაფხულის ტესტების პირველ შეხვედრას  ირლანდიის წინააღმდეგ მართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 21:00 საათზე დაიწყო. „ბორჯღალოსნები“ ირლანდიის ნაკრებს ისტორიაში ხუთჯერ დაუპირისპირდნენ და მათი დამარცხება ჯერ ვერ მოახერხეს. პირველად ირლანდიელებს 1998 წელს შეხვდნენ – ეს 1999 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი იყო, რომელიც დუბლინში გაიმართა და მასპინძლებმა 70:0 მოიგეს. 2002 წელს კვლავ დუბლინში, ასევე მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე, ირლანდიამ 63:14 იმარჯვა.

მეტი...

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭო ანა ნაცვლიშვილმაც დატოვა

ანა ნაცვლიშვილმა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭო დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. “მე ვერ გავიზიარებ ჩემი თანაგუნდელების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებზე და არ ვიქნები ამ გადაწყვეტილების შესრულებაში თანამონაწილე, შესაბამისად, დავტოვე „ლელოს“ პოლიტიკური საბჭო”-  წერს ნაცვლიშვილი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის გადაწყვეტილებას არ იზიარებს, მოსაზრებას, რომ „ლელო – ძლიერი საქართველოდან“ ვინმე „გაიყიდა“ კატეგროიულად არ ეთანხმება.

მეტი...

“სომხეთი იყო და რჩება დაინტერესებული რეგიონული ურთიერთკავშირების გაფართოებით”- სომხეთის საგარეო უწყება

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის პრეზიდენტის მიერ ე.წ. ზანგეზურის დერეფნის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც უწყებაში აცხადებენ, „სომხეთი იყო და რჩება დაინტერესებული რეგიონული ურთიერთკავშირების გაფართოებით და ეკონომიკურ განვითარებით. „ჩვენი მოსაზრებით, მათ შეუძლიათ, უზრუნველყონ ორმხრივად სასარგებლო შედეგები როგორც რეგიონის ქვეყნებისთვის, ისე პარტნიორებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კომუნიკაციების უფრო ფართო გეოგრაფიული ქსელის განვითარებით. როგორც ადრე, ისე ახლაც სომხეთის რესპუბლიკის ხედვა რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვის შესახებ დაფუძნებულია სუვერენიტეტის, კომუნიკაციებზე ეროვნული იურისდიქციის ფუძემდებლურ პრინციპებზე და, როგორც ცნობილია, არ გულისხმობს სხვა ლოგიკას. მსჯელობა დაინტერესებულ პარტნიორებთან გრძელდება“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

მეტი...

ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, მათ შორის ცხრა ბავშვია. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. კიდევ 27 ადამიანს ეძებენ, რომლებიც მდინარე გუადალუპეს ნაპირზე მოწყობილ ქრისტიანულ საზაფხულო ბანაკში იმ დროს იმყოფებოდნენ, როდესაც მდინარე ადიდდა. ტეხასში სტიქიას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს დაეხმაროს. „მე და მელანია ვლოცულობთ ყველა ოჯახისთვის, რომელსაც ეს ტრაგედია შეეხო. ჩვენი საგანგებო სამსახურების მამაცი თანამშრომლები ადგილზე მუშაობენ და აკეთებ ყველაფერს რაც შესაძლებელია“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

მეტი...

„ლელოს“ პოლიტსაბჭო და აღმასრულებელი მდივნის პოზიცია დეა მეტრეველმა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ლელოს“ პოლიტსაბჭო და აღმასრულებელი მდივნის პოზიცია” – ამის შესახებ დეა მეტრეველმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, არ არის მიზანშეწონილი ოპოზიციური პარტიების ნაწილის არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ნაწილის ბოიკოტში დარჩენა. “სამწუხაროა, რომ ე.წ. ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ვერ მოხდა საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება ერთიანი გეგმის გარშემო. შესაბამისად, საერთო მიზნამდე მიმავალ გზაზე, რაც ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ოპოზიციურ პარტიების ნაწილის არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ნაწილის ბოიკოტში დარჩენა. ვფიქრობ, „ძლიერი საქართველო“-ს მიერ დღეს გაცხადებული გადაწყვეტილება, არსებული ვითარების გათვალისწინებით, არ არის თანმიმდევრული გზა ჩვენი საერთო ბრძოლისთვის,…

მეტი...

“აზერბაიჯანთან დაძაბულობის ფონზე რუსეთი სომხეთში სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის”- უკრაინის დაზვერვა

აზერბაიჯანთან დაძაბულობის ფონზე რუსეთი სომხეთში სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს. „აზერბაიჯანთან ურთიერთობების დაძაბულობის ფონზე მოსკოვი სომხეთში სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის. რუსეთმა დააჩქარა გიუმრიში (სომხეთი) საკუთარი სამხედრო ბაზის დაკომპლექტება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერების მიზნით. პირად შემადგენლობას სამხედრო მოსამსახურეებიდან აგროვებენ რუსეთიდან, რომლებიც სამსახურს გადიან როსტოვისა და ვოლგოგრადის ოლქებში, და ასევე დროებით ოკუპირებულ ყირიმში. ამას გარდა, აქტიურად ეძებს მოხალისეებს კავკასიის დამონებული ერების წარმომადგენლებიდან – კერძოდ, სამხრეთ ოსეთიდან და ადიღედან… უკრაინის სამხედრო დაზვერვა აგრძელებს ყურადღების თვალის დევნებას რუსული ჯარების გადაადგილებისთვის როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ” – ნათქვამია…

მეტი...

“ირანის უზენაესი ლიდერი შესაძლოა მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა”- მედია

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი 25 დღეა საჯაროდ არ გამოჩენილა. ჭორები ვრცელდება, ის შესაძლოა მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა Bild-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბოლო პერიოდის განმავლობაში მან ხალხს მხოლოდ ორჯერ მიმართა ვიდეომიმართვით. ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, რადგან ხამენეი, როგორც წესი, მნიშვნელოვან რელიგიურ ცერემონიებს სისტემატიურად ესწრება. როგორც Bild აღნიშნავს, ირანში სხვადასხვა ჭორები ვრცელდება, მაგალითად, რომ ის მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა.

მეტი...

ტრამპი აცხადებს, რომ ზელენსკისთან საუბრით კმაყოფილია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრით კმაყოფილია. ტრამპის თქმით, ზელენსკისთან „კარგი დიალოგი ჰქონდა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს“. გარდა ამისა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად ტრამპი აცხადებს, რომ აშშ უკრაინის დახმარებას გააგრძელებს. „ჩვენ ვეხმარებოდით მათ და კვლავ განვაგრძობთ დახმარებას. სიტუაცია საკმაოდ რთულია. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მეტი...

“სომხეთს სჭირდება ახალი კონსტიტუცია”- ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთს სჭირდება ახალი კონსტიტუცია, რომელიც საყოველთაო ხმის მიცემის შედეგად იქნება შეთანხმებული. სომხეთის პრემიერმა თქვა, რომ სომეხი ხალხი ქვეყნის სამართლებრივ სისტემას, რომელიც ბოლო 35 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, დღემდე აღიქვამს, როგორც სხვა ხალხის მიერ განსაზღვრულს, მათი მონაწილეობის გარეშე. „სომხეთს სჭირდება ახალი კონსტიტუცია, რომელსაც დაამტკიცებს ხმის მიცემით ხალხი, რათა ჩათვალოს, რომ მისია ეს კონსტიტუცია, მშობლიური, კონსტიტუცია ჩათვალოს საკუთარ სამშობლო-სახელმწიფოში ცხოვრების წესად, რომელიც თავად შექმნა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.    

მეტი...

“აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეგიონში შესაძლებლობების ახალ ფანჯარას გახსნის”- ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეგიონში შესაძლებლობების ახალ ფანჯარას გახსნის. „მშვიდობა, რომელსაც დაამყარებენ სომხეთი და აზერბაიჯანი, რეგიონში კლიმატს შეცვლის. ამის წყალობით ჩვენ გავხდებით იმის მოწმე, რომ ერთი მეორეს მიყოლებით გაიხსნება ახალი ინსტორიული შესაძლებლობების ფანჯრები“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. თურქეთის ლიდერმა ასევე ისაუბრა ე.წ. ზანგეზურის დერფნის პროექტის რეალიზაციაზე. „მართალია, სომხეთი თავდაპირევლად ზანგეზურის დერეფნის წინააღმდეგ გამოდიოდა, ახლა ერევანი უფრო მოქნილ მიდგომას მისდევს ეკონომიკურ ინტეგრაციაში მონაწილეობის თვალსაზრისით. ზანგეზურის დერეფანი ახალ შესაძლებელობებს მოუტანს არა მხოლოდ აზერბაიჯანს, არამედ მთელ რეგიონს. ამ ხაზს განვიხილავთ, როგორც გეოეკონომიკურ რევოლუციას“, – განაცხადა…

მეტი...

ბომბის შესახებ შეტყობინების გამო, კოსოვოს პარლამენტიდან დეპუტატებისა ევაკუაცია განხორციელდა

კოსოვოს პარლამენტის შენობიდან დეპუტატებისა და თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, პოლიციამ ევაკუაციის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უცნობმა მათ შენობაში ბომბის არსებობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პარლამენტში სწორედ ამ დროს უნდა განახლებულიყო სესია. „გვითხრეს გამოვსულიყავით, რადგან არსებობს შესაძლო საფრთხე. ჩვენ არ ვიცით, რა ხდება“, – განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენელმა. აღსანიშნავია, რომ კოსოვოს პარლამენტი უკვე 40-ზე მეტჯერ შეიკრიბა, თუმცა დეპუტატებმა თავმჯდომარე და მის მოადგილეები ამ დრომდე ვერ აირჩიეს. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანო ვერ იწყებს სრულფასოვან მუშაობას.

მეტი...

„შეერთებულმა შტატებმა უნდა გააცნობიეროს პუტინთან მოლაპარაკებების უშედეგობა”- პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ პუტინი  თავის “ბუნებრივ მდგომარეობაშია” და მასთან მოლაპარაკებები უშედეგოა. „შეერთებულმა შტატებმა უნდა გააცნობიეროს პუტინთან მოლაპარაკებების უშედეგობა და გადამწყვეტი ზომები მიიღოს გლობალური ლიდერის როლის შესანარჩუნებლად. ხაზგასმით ვამბობ, რომ პუტინთან ნებისმიერი მოლაპარაკება უაზროა. პუტინის მიერ იმის განცდის გარეშე, რომ ჩიხშია და უნდა შეშინდეს- ამის გარეშე არაფერი მოხდება. პუტინი თავს უფლებამოსილად მიიჩნევს, გაანადგუროს საერთაშორისო სამართლებრივი მატრიცა, მოკლას ნებისმიერი რაოდენობის ადამიანი და არ აიღოს პასუხისმგებლობა“, – თქვა პოდოლიაკმა

მეტი...

‘’სამაგალითო გმირობის მომსწრენი გავხდით. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი იყო კამანში…”- კობა კობალაძე

32 წელი კამანის ტრაგედიიდან დღეს, აფხაზეთში, სოფელ კამანში დატრიალებული ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ მეომრებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, გმირთა მემორიალზე, ასევე, იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები_ მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ანზორ მარგიანი, ა(ა) იპ ‘’ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის’’ დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი, აფხაზეთის მეომართა…

მეტი...

ევროკავშირი ისრაელის წინააღმდეგ სანქციებს განიხილავს

ევროკავშირი მომდევნო კვირაში ღაზის სექტორში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესების წინადადებით გამოვა.  ამის შესახებ „ევროაქტივი“ წერს. როგორც ვარაუდობენ, ევროკავშირის საგარეო უწყების წინადადება მოიცავს ისრაელთან ასოცირების შეთანხმების სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებას, ან ისრაელისთვის შეიარაღების მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებას. სხვა ნაბიჯები, რომლებიც ევროკავშირში განიხილება, ასევე ითვალისწინებს ცალკეული თანამდებობის პირების მიმართ სანქციების დაწესებას, სავაჭრო შეზღუდვებს და ევროკავშირსა და ისრაელს შორის მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შეჩერებას. აღნიშნული ზომების უმეტესობა ევროკავშირში უკვე განიხილებოდა, თუმცა ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური ოფიციალურად წარადგენს ისრაელის წინააღმდეგ სანქციების წინადადებას.    

მეტი...

საბა ბუაძემ “ლელოს” პოლიტსაბჭოსა და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია დატოვა

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა საბა ბუაძემ პარტიის პოლიტსაბჭო და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია დატოვა, თუმცა პარტიის წევრად რჩება. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი განმარტებით, არ ეთანხმება „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. “ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია და არ ვეთანხმები ასეთ ვითარებაში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. ვთვლი, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ეწინააღმდეგება იმ გზას, რომელიც ყველამ ერთად ავირჩიეთ საპარლამენტო მანდატების დატოვების შემდეგ; ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წარმოუდგენლად მიმაჩნია რაიმე ფორმით ვიყო ამ მცდარი ნაბიჯის თანამონაწილე – მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია. ასევე…

მეტი...

სომხეთმა რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულ რუსეთის ელჩს, სერგეი კოპირკინს საპროტესტო ნოტა გადაეცა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.  მედიის თანახმად, ნოტაში მიზეზად დასახელებულია არამეგობრული, დეზინფორმაციული თავდასხმები ერევანზე, რუსეთის სახელმწიფო ტელეარხებიდან. “გამოხატული იქნა მკაცრი პროტესტი რუსეთის ფედერაციის მასმედიაში ღიად არამეგობრული, ხშირად კი მტრული პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელიც მიმართულია სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ და აქტიურად ღვივდება ზოგიერთი ოფიციალური პირის, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატების, პრესისა და ექსპერტული წრის წარმომადგენლების განცხადებებით” – აცხადებს სომხეთის საგარეო უწყება.

მეტი...

ტრამპა 12 ქვეყნას სატარიფო დონეები განუსაზღვრა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს,  რომ ხელი მოაწერა ბრძანებას 12 ქვეყნის შესახებ, სადაც განსაზღვრულია ტარიფების დონეები, რომლებსაც ისინი აშშ-ში ექსპორტირებულ საქონელზე გადაიხდიან. ტრამპმა არ დაასახელა აღნიშნული 12 ქვეყანა და განაცხადა, რომ სია ორშაბათს გამოქვეყნდება. „მე ხელი მოვაწერე რამდენიმე ბრძანებას და ისინი ორშაბათს გაიგზავნება. სხვადასხვა თანხა, სხვადასხვა ტარიფები“, – თქვა ტრამპმა. ცნობისთვის, ტრამპმა აპრილში გამოაცხადა 10%-იანი საბაზისო ტარიფი და დამატებითი თანხები ქვეყნების უმეტესობისთვის, ზოგიერთი 50%-მდე. 10%-იანი საბაზისო ტარიფის გარდა ყველა განაკვეთი მოგვიანებით 90 დღით შეჩერდა, რათა მოლაპარაკებებისთვის შეთანხმების მისაღწევად მეტი დრო დარჩენილიყო.  

მეტი...

“ლივერპული“ დიოგო ჟოტას ოჯახს კონტრაქტში დარჩენილი 2 წლის თანხას სრულად გადასცემს

“ლივერპული“ დიოგო ჟოტას ოჯახს კონტრაქტში დარჩენილი 2 წლის თანხას სრულად გადასცემს. გუნდი დააფინანსებს პორტუგალიელის შვილების სწავლასაც. „ლივერპულისა“ და პორტუგლიის ეროვნული ნაკრების 28 წლის ფეხბურთელი დიოგო ჟოტა, ძმასთან ერთად, ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.

მეტი...

არჩევნებში მონაწილეობის გამო „ლელოს“ ერთ-ერთი წევრი ტოვებს

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრი, თამუნა გიორგაძე აცხადებს, რომ პარტიას ტოვებს. აღნიშნულით თამუნა გიორგაძე უკვე მისი ყოფილი პარტიის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას ეხმაურება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. „ძალიან ვწუხვარ. სიტყვებს ვერ ვპოულობ ამ წუხილის გადმოსაცემად. ვტოვებ ჩემს „ლელოს“, პარტიას, რომლის დამფუძნებელი წევრიც ვარ იმ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც 2006 წლიდან რესპუბლიკურ პარტიაში ვიყავი და ჩემი ცხოვრების 19 წელი განუყოფელ ნაწილად ვთვლი. გარდა ზემოთ თქმულისა, „ლელო“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც ჩემთვის ყველაზე მტკივნეულ და სენსიტიური თემას მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვას ყველგან და ყოველთვის აქტიურად ლობირებდა. ყველა საარჩევნო პროგრამასა და პროექტში ითვალისწინებდა მიუსაფრების თემას…

მეტი...

აშშ ევროკავშირს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე 17%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა

ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირს საკვებ და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე 17%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. ბრიტანული გამოცემა წერს, რომ ამის შესახებ ევროკომისიამ წევრი ქვეყნების ელჩებს უკვე აცნობა. გავრცელებული ცნობით, სავაჭრო ტარიფები შეეხება ყველაფერს, ბელგიური შოკოლადიდან დაწყებული და იტალიური ზეითუნის ზეთით დასრულებული. როგორც სტატიაშია აღნიშნული, თუ ვაშინგტონი ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს ევროპელ მწარმოებლებს. თავის მხრივ, ევროკომისიაში კვლავაც საჯაროდ აცხადებენ, რომ ევროკავშირი ოპტიმისტურად აფასებს აშშ-თან სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას.

მეტი...

უკრაინამ რუსეთის ვორონეჟის რეგიონში სამხედრო აეროდრომს დაარტა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ვორონეჟის რეგიონში მდებარე ბორისოგლებსკის სამხედრო აეროდრომს დაარტყეს. ჭურვების საწყობი და სასწავლო თვითმფრინავი განადგურდა. ინფორმაციას უკრაინის სამხედრო ძალები ავრცელებს. მათივე ცნობით, ზარალი მიადგა კიდევ სხვა საჰაერო მოწყობილობებსაც. ვორონეჟის გუბერნატორმა, ალექსანდრე გუსევმა, Telegram-ზე დაწერა, რომ ღამის განმავლობაში რეგიონში 25-ზე მეტი უკრაინული დრონი განადგურდა.

მეტი...

„ლელო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

„ლელო – ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ, პარტიის ოფისში სპეციალური ბრიფინგზე განაცახდეს. „ჩვენ შევდივართ ბრძოლაში, დიქტატურის, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ ერთ მთავარ ველზე. ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას. მზად ვართ, სრული ჩართულობისთვის. 4 ოქტომბერი არის დე-ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ, დე-ფაქტო არჩევნებში ბრძოლა. ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის ინდივიდუალური პროცესი და განაჩენი რეჟიმისადმი. რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა ერთობლივი მოსაგებია. ჩვენ ვართ მზად ტოტალური წინააღმდეგობისთვის, რეპრესიებისთვის, პატირობისთვის. დე-ფაქტო ხელისუფლებასთან, დე-ფაქტო ბრძოლა გამოგვიცხადებია და პირველ რიგში გვაქვს თქვენი, საზოგადოების იმედი“- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

მეტი...

აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა – არიან დაშავებულები

ესპანეთის კუნძულ მალიორკას აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, დაშავდა 18 ადამიანი. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო, სამაშველო და სამედიცინო დახმარების ბრიგადები. დაშავებულებს მსუბუქი დაზიანება აღენიშნებოდათ, მათგან ექვსი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

თურქეთში ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის კიდევ სამი წევრი დააკავეს

თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის კიდევ სამი წევრი დააკავა. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. ამავე ცნობით, ადიამანის მერი, აბდურაჰმან თუთდერე და ადანას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი, ზეიდან კარალარი დილის რეიდების დროს დააკავეს. ორივე მათგანი მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) წევრები არიან. Anadolu-ს ცნობით, ამასთან, ანტალიაში CHP-ის წარმომადგენელი მუჰიტინ ბოჩეკი, ანტალიის მთავარი პროკურატურის მიერ კორუფციის ბრალდებით ჩატარებული ცალკე გამოძიების ფარგლებში კიდევ ორ ეჭვმიტანილთან ერთად დააკავეს. პროკურორებმა მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების დეტალები ჯერ არ გაუსაჯაროებიათ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაცია ბოლო თვეებში რესპუბლიკური სახალხო პარტიის მიერ კონტროლირებადი მუნიციპალიტეტებიდან ათობით თანამდებობის პირის დაკავებას მოჰყვა. სტამბოლის მერი…

მეტი...

ზელენსკის განცხადებით, მათი ამოცანა ახლა გამანადგურებელი დრონების წარმოების გაზრდაა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტთნ, დონალდ ტრამპთან საუბრის დროს კიევის შესაძლებლობების გასაძლიერებლად მუშაობაზე შეთანხმდნენ. „პრეზიდენტ ტრამპთან შევთანხმდით, რომ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად ჩვენი გუნდების შეხვედრა უნდა შედგეს. სიღრმისეულად განვიხილეთ ერთობლივი წარმოების საკითხები, რაც ჩვენთვისაც და აშშ-ისთვისაც საჭიროა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში. ზელენსკიმ უკრაინაში ამჟამად არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა,  რომ მათი ამოცანა ახლა გამანადგურებელი დრონების წარმოების გაზრდა და პილოტების კარგად მომზადებაა. „რთული დღის დასაწყისი იყო, 500-ზე მეტი რუსული უპილოტო საფრენი აპარატითა და რაკეტით. რთული იყო, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი რაოდენობა ჩამოვაგდეთ. სამწუხაროდ, ზოგმა მიზანს მიაღწია. გამანადგურებელმა დრონებმა დღეს…

მეტი...

50 000-მდე ადამიანი ევაკუირებულია – თურქეთში ხანძარს ისევ ებრძვიან

თურქეთის იზმირის პროვინციაში ხანძარმა ასობით ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დატოვა.  დამწვარია მილიონობით ხე და სერიოზულად დაზარალდა ათობით სოფელი. ხანძარი გავრცელდა ანტალიასა და სტამბოლის მიმდებარე ტერიტორიაზეც. სტიქიასთან ბრძოლა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 50 000-მდე ადამიანი ევაკუირებულია.  

მეტი...

ტრამპმა თეთრი სახლის ეზოში UFC-ის ბრძოლების გამართვა დააანონსა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თეთრი სახლის ეზო UFC-ს 2026 წელს, აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის თავზე უმასპინძლებს. ტრამპის თქმით, ღონისძიებას 25 ათასამდე ადამიანი დაესწრება. „თეთრი სახლის ტერიტორიაზე ბევრი სივრცეა“ – აღნიშნა ტრამპმა, რომელიც UFC-ს აქტიური გულშემატკივარია და ბოლო პერიოდში რამდენიმე ღონისძიებას ორგანიზაციის პრეზიდენტთან, დანა უაითთან ერთად დაესწრო. ტრამპმა იდეა აიოვაში გააჟღერა, სადაც იმ ღონისძიებათა ნაწილი დაიწყო, რომლის კულმინაციაც 2026 წლის 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავზე შედგება. „ჩვენი ეროვნული პარკები, ბრძოლის ველები და ისტორიული ადგილები სპეციალურ ღონისძიებებს უმასპინძლებენ. ვფიქრობ, თეთრი სახლის ტერიტორიაზეც გვექნება UFC-ს ბრძოლა, რომელსაც 20-25 000 ადამიანი დაესწრება“,…

მეტი...

ფშაველი- აბანო-ომალოს გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

ფშაველი- აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. სოფელ ლეჩურიდან 23-25 კილომეტრზე გადაადგილება უკვე თავისუფალია. ფშაველი-აბანო-ომალოს გზის დაზიანებული მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა. უამინდობის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ორი დღის წინ აიკრძალა.

მეტი...

რუსეთმა ხარკოვი დაბომბა

რუსეთმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევზე მასშტაბური საჰაერო დარტყმა განახორციელა, თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ცნობილია 11 დაშავებულის შესახებ, მათ შორის 2 ბავშვია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, სახლები და ავტომობილები დაზიანდა. რუსებმა ასევე თავს დაესხნენ დნეპროპეტროვსკის ოლქს. რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის თქმით, ოლქში თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა – ორი ქალი და ერთი მამაკაცი.  

მეტი...

ამინდის მკვეთრი გაუარესება – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. „5 ივლისს დღისით აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.  

მეტი...

„ჰამასში“ აცხადებენ, რომ მზად არიან ჩაერთონ მოლაპარაკებებში

დაჯგუფება „ჰამასში“ აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე შუამავლებს პოზიტიური პასუხი გადასცეს. „ჰამასში“ ამბობენ, რომ მზად არიან, დაუყოვნებლივ ჩაერთონ ბოლო წინადადების შესახებ მოლაპარაკებებში. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზებაზე „ჰამასის“ პასუხს 24 საათში ელოდება. ტრამპმა ასევე თქვა, რომ ისრაელი დათანხმდა პირობებს, რომელთა შესრულების შემთხვევაში ღაზის სექტორში ცეცხლი 60 დღით შეწყდება. აღნიშნული წინადადება მოიცავს ღაზის სექტორში მყოფი 10 მძევლის გათავისუფლებას და 18 დაღუპულის ცხედრის ისრაელისთვის გადაცემას. სანაცვლოდ კი, ისრაელი ციხეებში მყოფ პალესტინელ პატიმრებს გაათავისუფლებს. ამ ეტაპზე ღაზის სექტორში, სავარაუდოდ, კიდევ რჩება 50 მძევალი,…

მეტი...

ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ფაქტზე რუსეთის მოქალქე დააკავეს

სამართალდამცველებმა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე „დარიალის“ მონაკვეთზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს. უცხო ქვეყნის მოქალაქის ხელბარგის შემოწმების შედეგად, ფსიქოტროპული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. დანაშაული 5-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მეტი...

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ახალგაზრდა მამკაცი დააკავეს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული ი.ე. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას ორ პირს: 1982 წელს დაბადებულ რ.ს.-ს და 1984 წელს დაბადებულ მ.ღ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. სამართალდამცველებმა, ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ი.ე. მომხდარიდან მალევე – ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან ორზე…

მეტი...

“თქვენს გვერდით ვდგავართ”- ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირი-მოლდოვის სამიტზე

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიშინიოვში გამართულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას  განაცხადა, რომ ევროკავშირი მოლდოვის გვერდით დგას. „როდესაც თქვენ ევროკავშირის გზაზე მიიწევთ წინ, ჩვენ ეს უფრო მეტად გვაახლოებთ. ეს კი ჩვენი 1.9 მილიარდი ევროს ოდენობის ზრდის გეგმის მიზანია. ეს არის ინვესტირება ინფრასტრუქტურაში, რომელიც გვაკავშირებს. მიხარია, რომ კიშინიოვში დავბრუნდი ევროკავშირი-მოლდოვას პირველ სამიტზე. გასულ წელს მოლდოვას ხალხმა ხმა მისცა ევროკავშირში მათი მომავლის დაფუძნებას. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ, როდესაც ამ გზაზე წინ მიიწევთ, რადგან მოლდოვას წარმატება ევროპის წარმატებაა“, – განაცხადა ლაიენმა.

მეტი...