კიშინეუში, მოლდოვა-ევროკავშირის პირველ სამიტზე მხარი დაუჭირეს მოლდოვის ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანებას, თუმცა კონკრეტული თარიღები არ დაუსახელებიათ. „ჩვენ ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, მოლაპარაკებების კლასტერების გახსნას, როგორც კი შეიქმნება შესაბამისი პირობები”, – ნათქვამია დოკუმენტში. ცნობისთვის, კიშინევში გამართული სამიტი მოლდოვისთვის პირველი იყო. ამ სამიტზე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მოლდოვის ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხი, ასევე მოლდოვის ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი ნაბიჯები, უსაფრთხოების საკითხები და მოლდოვის ეკონომიკის ზრდის გეგმა, რომლის რეალიზაციაზე ევროკავშირი 1,9 მილიარდ ევროს გამოყოფს. აღსანიშნავია, რომ მოლდოვა მიისწრაფვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ქვეყანაში სექტემბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე დაიწყოს, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს…
მეტი...დღე: ივლისი 4, 2025
ილონ მასკი აშშ-ში ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ გამოკითხვას ატარებს
აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს, ილონ მასკი აშშ-ში ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში გამოკითხვას ატარებს. „დამოუკიდებლობის დღე იდეალური დროა იმის გასაგებად, გსურთ თუ არა დამოუკიდებლობა ორპარტიული (ზოგი იტყვის ერთპარტიული) სისტემისგან! უნდა შევქმნათ თუ არა „ამერიკის პარტია?“, – წერს სოციალურ ქსელში ილონ მასკი. გამოკითხვაში ამ დროისთვის 346 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მასკის კითხვაზე ხმის მიცემა 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
მეტი...ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო 15 ივლისს კიდევ ერთხელ იმსჯელებს საქართველოს საკითხზე
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო 15 ივლისს კიდევ ერთხელ იმსჯელებს საქართველოს საკითხზე. ინფორმაცია ევროპული საბჭოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპელი მინისტრები საქართველოს საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებებს გაცვლიან. ცნობისთვის, ივნისში გამართული ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროკავშიროს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს საქართველოს საკითხი, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ. როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, სხდომის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოში არსებული სიტუაცია, მათ შორის იმსჯელეს ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაპატიმრების თემაზე და ისაუბრეს „მზარდ რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის მოსამართლეების მიმართ სანქციების დაწესებაზე, თუმცა, შეთანხმება არ იყო მიღწეული.” კალასმა…
მეტი...ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით ტენდენციებსა და მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპზე, რომლითაც საქართველო ფართო რეგიონსა და ევროპაში პირველ ადგილზეა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვანია მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის პოზიციების გასამყარებლად და ამ მიმართულებას მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. „მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ქვეყანაში სიღარიბის შემცირებისა და დასაქმების ზრდის კუთხით არსებულ პოზიტიურ მაჩვენებლებზე. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გასულ წელს 68 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაშიც დიდია ბიზნესის წვლილი, ვინაიდან სწორედ ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს და ბიზნესმენებს მადლობა…
მეტი...ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებმა ირანი დატოვეს
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები ირანს ტოვებენ. განცხადებას სააგენტო ავრცელებს. “IAEA-ს ინსპექტორთა გუნდმა მშვიდობიანად დატოვა ირანი, ვენაში, სააგენტოს შტაბ-ბინაში დასაბრუნებლად, მას შემდეგ, რაც ისინი ბოლო კონფლიქტის პერიოდში თეირანში იმყოფებოდნენ. IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა IAEA-ს მიერ ირანში საჭირო მონიტორინგისა და სავერიფიკაციო აქტიურობების რაც შეიძლება სწრაფად განახლების დეტალების საკვანძო მნიშვნელობა”- ნათქვამია განცხადებაში. საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, პარასკევს, 4 ივლისს, თეირანი ინსპექტორთა ბოლო ჯგუფმა დატოვა.
მეტი...უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის სახლში ჩხრეკა ჩატარდა
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ინფორმაციას უკრაინის მედია ავრცელებს. ჩხრეკა, სავარაუდოდ არმიისთვის საკვები პროდუქტების გაზრდილ ფასებში შეძენის საქმის ფარგლებში ჩატარდა, თუმცა აპრილში ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ განაცხადა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი იმ დროს ეჭვმიტანილი არ იყო. უკრაინული მედიის თანახმად, ალექსეი რეზნიკოვი ჩხრეკის შესახებ წინასწარ არ იყო გაფრთხილებული. დეტექტივებმა ამოიღეს „უცნობი“ ტელეფონი და არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ალექსეი რეზნიკოვი უკრაინის თავდაცვის მინისტრი 2021 წლის 4 ნოემბერს გახდა. 2023 წლის 4 სექტემბერს მან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ წერილი წარუდგინა უმაღლეს რადას. 5 სექტემბერს რადამ…
მეტი...მოსკოვის რეგიონში აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს
მოსკოვის რეგიონში აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელს, ელშან იბრაჰიმოვს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა. ინფორმაცია თავად ელშან იბრაჰიმოვმა დაადასტურა, რომელიც აზერბაიჯანელების რეგიონალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის თავმჯდომარეა. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ მოსკოვის ოლქის ისტრას რაიონში, ადგილობრივი აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელის სავაჭრო ობიექტებში კიდევ ერთი ანტიმიგრანტული რეიდი მოხდა. მოსკოვის ოლქის აზერბაიჯანელების ე.წ. მოსკოვის ოლქის აზერბაიჯანელების რეგიონული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის წარმომადგენლის, ტახირ ჰაჯიევის ბაზარში პრევენციული ღონისძიებების დროს, უსაფრთხოების სამსახურებმა ამოიცნეს მიგრანტები, რომლებიც სამუშაო ნებართვის გარეშე მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, არალეგალების დამსაქმებელი აღმოჩნდა ორგანიზაცია, რომელსაც დიასპორის იგივე წარმომადგენლები აკონტროლებენ.
მეტი...სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს
სომხეთში რუსეთის ელჩი სერგეი კოპირკინი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ამავე ცნობით, დიპლომატს საპროტესტო ნოტა გადასცეს რუსეთის ფედერაციიდან სომხეთში ბოლო შიდაპოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით გაკეთებული „განცხადებების“ გამო. ერევანმა განაცხადა, რომ გამოხატა მკაცრი პროტესტი რუსულ მედიაში გავრცელებული, „ღიად არამეგობრული“ და „ხშირად მტრული“ რიტორიკისა და რუსეთის ფედერაციის ზოგიერთი ჩინოვნიკისა და ექსპერტთა საზოგადოების წარმომადგენლების მსგავსი განცხადებების გამო. საპროტესტო ნოტაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები, ასევე სომხეთის ხელისუფლების საქმიანობაზე თავდასხმები აბსოლუტურად მიუღებელია. საპროტესტო ნოტაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ცალკეული დეპუტატების კომენტარები და განცხადებები სომხეთის…
მეტი...თბილისში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს
რესპუბლიკის მოედანზე ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მარში დაიწყო. მარშის მონაწილეების თქმით, ისინი ამ ფორმით ამერიკის მიმართ პატივისცემასა და მეგობრულ დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გამოხატავენ. მარშის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.
მეტი...“ტრამპთან შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად”- ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა ტელეფონის საშუალებით ისაუბრეს. როგორც ზელენსკი წერს, ტრამპთან საჰაერო დაცვის შესაძლებლობებზე ისაუბრა. “ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან. პრეზიდენტ ტრამპსა და მთელ ამერიკელ ერს შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე მივულოცე. ჩვენ, უკრაინაში, მადლობელები ვართ მთელი მოწოდებული დახმარებისთვის. ის გვეხმარება სიცოცხლის დაცვაში, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვაში. ბევრს მივაღწიეთ ამერიკასთან ერთად და მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, მკვლელობების შესაჩერებლად და სამართლიანი, მყარი და ღირსეული მშვიდობის აღსადგენად. კეთილშობილი შეთანხმებაა საჭირო მშვიდობისთვის. დღეს მიმდინარე ვითარება განვიხილეთ, მათ შორის რუსეთის ავიადარტყმები და უფრო ფართო ფრონტის ხაზის მოვლენები. პრეზიდენტი ტრამპი ძალიან…
მეტი...მაღაროელი, რომელიც 16 დღეა შიმშილობს, კლინიკაში გადაიყვანეს
მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, რომელიც 16 დღეა შიმშილობს, კლინიკაში გადაიყვანეს. ის შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი გრძელდება. 16 დღეა 7 მაღაროელი შიმშილობს, სამს პირი აქვს ამოკერილი. ისინი დაკავებული მაღაროელების გათავისუფლებას მოითხოვენ.
მეტი...რუსთავში მსუბუქი ავტომობილი აფთიაქში შევარდა
რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის ერთ-ერთ ფილიალში შევარდა. შემთხვევის ამსახველ ვიდეო-კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. არსებული ცნობებით, ავტომობილი თავდაპირველად ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ტროტუარზე იმყოფებოდა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა და ამ წუთებში, მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
მეტი...სიახლე საქართველოდან ჩინეთში გამგზავრების მსურველებისთვის
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ელექტრონული ვიზების გაცემას იწყებს. მიმდინარე წლის 30 ივნისიდან, ჩინეთის საელჩომ საქართველოში ოფიციალურად აამოქმედებს ჩინეთის ვიზაზე ელექტრონული განაცხადების მიღება.რა იცვლება და როგორია პროცედურები? ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარს“ ჩინეთის კონსული ესაუბრა. „მედიაცენტრი მთავარი“: 30 ივნისიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საკონსულომ საქართველოში, ელექტრონული ვიზების გაცემა დაიწყო. გთხოვთ აგვიხსნათ პროცედურები? ჩინეთის კონსული: პირველ რიგში, აპლიკანტი უნდა შევიდეს შემდეგ ვებ-გვერდზე: https://consular.mfa.gov.cn/VISA/ და ვიზის ტიპის მიხედვით მიჰყვეს ინსტრუქციებს საჭირო დოკუმენტების ონლაინ ასატვირთად. ამ ეტაპზე ფიზიკური დოკუმენტების საკონსულოში წარდგენა საჭირო არ არის. მას შემდეგ, რაც აპლიკანტი მიიღებს დასტურს, მას შეუძლია…
მეტი...ყაველაშვილი მზადაა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეიწყალოს, თუ ისინი არჩევნებში მონაწილეობის სურვილს დაადასტურებენ
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი მსჯავრდებულ პოლიტიკოსებს მიმართავს. ყაველაშვილი მათ სთავაზობს, მიმართონ შეწყალების შესახებ განცხადებით და დაადასტურონ საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რის შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს მათი შეწყალების თაობაზე. ამის შესახებ პრეზიდენტი სოცილიალურ ქსელში წერს. „ზუსტად სამ თვეში, 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც საქართველოს მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულო უნდა აირჩიოს. მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის რეგისტრირებული და არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოხატავს. ასევე მნიშვნელოვანია, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის…
მეტი...„დაიწყება ცხელი ამინდები“ – როდის გამოიდარებს საქართველოში
„მოსალოდნელი ცივი, შემდეგ კი ცხელი დღეები”, – მეტეოროლოგი უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ,,დამეთანხმებით, რომ მიმდინარე და გასული დღეების ამინდის – შემოდგომასთან შედარება შემთხვევითი არ იქნება, რადგან მეტეო სიტუაცია სრულად შეესაბამება გარდამავალ სეზონს, მოღრუბლული, ნესტიანი და გრილი. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი, ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა ჩემს მიმართ. პირველ რიგში გეტყვით, რომ მომდევნო 2 დღის განმავლობაში საქართველოში, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში შენარჩუნდება გრილი, ღრუბლიანი და პერიოდულად წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია ლოკალურად ძლიერი ნალექი და სეტყვა აღინიშნოს. 6 ივლისიდან გამოიდარებს და დაიწყება ცხელი ამინდი, ძირითადად ნალექების გარეშე. გისურვებთ…
მეტი...ფინეთის ქალაქ ტამპერეს სავაჭრო ცენტრთან დანით შეიარაღებული ადამიანი გამვლელებს თავს დაესხა
ფინეთის ქალაქ ტამპერეს სავაჭრო ცენტრთან დანით შეიარაღებული ადამიანი გამვლელებს თავს დაესხა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მალევე დააკავეს, რომელიც სამართალდამცველების კითხვებს პასუხობს. მომხდარის სხვა დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.
მეტი...აშშ უკრაინას სამხედრო დახმარებას უგზავნის
,,აშშ უკრაინასთან სამხედრო დახმარების კუთხით თანამშრომლობას აგრძელებს”, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. „ჩვენ უკრაინასთან ვთანამშრომლობთ, რათა დავეხმაროთ. ამავე დროს ჩვენ ჩვენი მოთხოვნებიც უნდა დავაკმაყოფილოთ“, – აღნიშნა მან. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა. კერძოდ, საუბარია ჰაერსაწინააღმდეგო და საარტილერიო ჭურვების მიწოდების შეჩერებაზე.
მეტი...თურქეთში, იზმირის პროვინციაში მერვე დღეა, ძლიერ ხანძარს ებრძვიან
თურქეთში, იზმირის პროვინციაში ძლიერ ხანძარს უკვე მერვე დღეა, ებრძვიან, დაღუპულია ორი ადამიანი. „როიტერის” ცნობით, ტყის ხანძრის ახალი კერა ანტალიის კურორტულ პროვინციასა და სტამბოლის მახლობლად, ტყიან ადგილებშიც გაჩნდა. მეხანძრეებმა რამდენიმე ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ ხანძრებმა თურქეთის დასავლეთით დაახლოებით 200 სახლი დააზიანა. ხანძრის გამო თურქეთში კვირის დასაწყისში 50 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფმა, თურქეთის ექვს ქალაქში ათობით ხანძარზე პასუხისმგებლობა „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ დაკავშირებულმა ჯგუფმა აიღო
მეტი...ბოლო ცნობები რომში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილიდან
იტალიის დედაქალაქ რომში ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავებულია 29 ადამიანი. ადგილზე მეხანძრე მაშველები მუშაობენ. აფეთქების დროს დაზიანდა ახლომდებარე შენობები და ათობით ავტომობილი. ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქება ბენზინ მზიდიდან ავზების საწვავით ავსების დროს მოხდა, ასევე ვრცელდება ვერსია, რომ საწვავის მილებს ავტომობილი დაეჯახა. მომხდარის მიზეზების დასადგენად, მიმდინარეობს გამოძიება .
მეტი...ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ირანიდან ინსპექტორები გაჰყავს
გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ირანიდან ინსპექტორები გაჰყავს, რითიც წყვეტს კავშირს სააგენტოსა და თეირანს შორის. „უოლ სთრით ჯორნალის” ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტორების ჯგუფმა ირანი დღეს დატოვა, ისინი ვენაში ბრუნდებიან. მანამდე ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ თეირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობას წყვეტს.
მეტი...ჩეხეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
ჩეხეთის რესპუბლიკის დიდი ნაწილი, მათ შორის დედაქალაქი პრაღა და სხვა დიდი ქალაქები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ელექტროენერგიის გათიშვამ მასშტაბური შეფერხება გამოიწვია და პრობლემები შექმნა როგორც ქვეყნის რკინიგზაზე, ასევე მეტროსა და ტრამვაის მუშაობაზე. „V411 ხაზზე ავარია მოხდა, რამაც ჩეხეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში ელექტროენერგიის ადგილობრივი გათიშვა გამოიწვია. ელექტროქსელის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა და ქვესადგურების უმეტესობა დაზიანდა“, – განაცხადა ჩეხეთის ელექტროქსელის ოპერატორის ČEPS-ის წარმომადგენელმა, ლუკაშ ჰრაბალმა. ადგილობრივი მედიის ინფორმციით, მიმდინარეობს ავარიის მიზეზების დადგენა. ენერგეტიკოსები ინტენსიურად მუშაობენ ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად.
მეტი...,,პუტინმა ტრამპს კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ რუსეთს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა სურს” – პესკოვი
,,რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთის ფედერაცია დაინტერესებულია ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნების მიღწევით და უმჯობესია, რომ ეს პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით გახდეს შესაძლებელი”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „საუბრის დროს პრეზიდენტმა პუტინმა გაიმეორა, რომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ იმით, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს მივაღწიოთ და უმჯობესია, ეს პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით განხორციელდეს“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით გუშინ ისაუბრეს.
მეტი...„ამოღებული და დალუქულია კარაქი, სულგუნი, პალმის ზეთი და რძის ფხვნილი“ – სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმო გამოავლინეს. უწყების ცნობით, ინდივიდუალური მეწარმე ი.ს. ბიზნესსაქმიანობას (რძის გადამუშავება, ყველის წარმოება) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე ეწეოდა. ამავდროულად, ინსპექტირების პროცესში გამოვლინდა არაერთი კრიტიკული შეუსაბამობა. ,,ინსპექტორების მიერ ამოღებული და დალუქულია მზა პროდუქტები (კარაქი, სულგუნი), დიდი რაოდენობით პალმის ზეთი და 40 ტომარა რძის ფხვნილი. მეწარმე დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმოების გამოვლენის მიზნით, კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებენ. მიმდინარე წელს, სააგენტოს…
მეტი...სემეკში რუსთავის წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) რუსთავის წყალმომარაგებისა და წყალარინების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა რეხვიაშვილი და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელი პირები. შეხვედრაზე განიხილეს რუსთავში მიმდინარე და დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები, იმსჯელეს წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით საინვესტიციო პროექტების შესრულების პროცესზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ დაჩქარდებ სამუშაოების განხორციელება, რომელსაც მონიტორინგს გაუწევენ რუსთავის მერია და სემეკი. წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე რუსთავში მიმდინარე…
მეტი...საფრანგეთში 1 000-მდე ფრენა გაუქმდა
საფრანგეთში საჰაერო მოძრაობის დისპეტჩერების ორდღიანი გაფიცვა გრძელდება. გაფიცვის გამო, თითქმის 1 000-მდე ფრენა გაუქმდა. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ბაირუმ განაცხადა, რომ დისპეტჩერებს „ფრანგები მძევლად აჰყავთ“. შვებულებების სეზონზე გაფიცვა მკაცრად გააკრიტიკა ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა, ფილიპ ტაბარომაც. „ჩვენს ქვეყანაში 272 ადამიანი წყვეტს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის კეთილდღეობას. ეს მიუღებელია“, – განაცხადა ტაბარომ. ცნობისთვის, ორდღიანი გაფიცვა საჰაერო მოძრაობის დისპეტჩერების ორი პროფკავშირის მიერ არის ორგანიზებული. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ და პერსონალის ნაკლებობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
მეტი...ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ატაშე ვეტერანთა ჰოსპიტალს ესტუმრა
ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორმა, ამურ რევიშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, ჯანდრი უბირიამ, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ვალერიან ძებისაშვილმა, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს, ტუ ციაოს, მის მოადგილეს, ჭი ჭენგმინს და საელჩოს წარმომადგენლებს — ლიუ ძუნს და ჩენ ძიანანს ვეტერანთა ჰოსპიტლაში უმასპინძლეს. სტუმრები გაეცვნენ ჰოსპიტლის ინფრასტრუქტურას, დაათვალიერეს საპროცედურო და სადიაგნოსტიკო ოთახები, ასევე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლისთვის საჩუქრად გადაცემული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მობულური კლინიკა. ჰოსპიტლის დირექტორმა, ამურ რევიშვილმა, სტუმრებს დეტალურად გააცნო კლინიკის მუშაობის სპეციფიკა და ის სამედიცინო სერვისები, რომლებსაც…
მეტი...უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა და უკრაინამ ტყვეების მორიგი გაცვლა განახორციელეს. მისი თქმით, დაბრუნებულ ტყვეებს შორის არიან უკრაინელები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში: დონეცკსა და მარიუპოლში, ლუგანსკში, ხარკოვსა და ხერსონში იბრძოდნენ. „გაცვლა უნდა გაგრძელდეს და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამას უზრუნველყოფს. უკრაინის მიზანია ყველა ჩვენიანის გათავისუფლება რუსეთის ტყვეობიდან. მადლობა ყველას, ვინც ამაში დაგვეხმარა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მეტი...თურქეთისა და ირანის პრეზიდენტები აზერბაიჯანში ჩავიდნენ
თურქეთისა და ირანის პრეზიდენტები აზერბაიჯანში ჩავიდნენ. ლიდერები „ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მე-17 სამიტზე დასასწრებად იკრიბებიან. რეჯეფ თაიფ ერდოღანს აეროპორტში დახვდნენ აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრი ემინ ამრულაევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აღდამის, ფუზულისა და ხოჯავენდის რეგიონებში ემინ ჰუსეინოვი და სხვა ოფიციალური პირები. მასუდ ფეზეშქიანის დასახვედრად აეროპორტში მივიდნენ აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი ადილ ქერიმლი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აღდამის, ფიზულისა და ხოჯავენდის რეგიონებში ემინ ჰუსეინოვი და სხვა ოფიციალური პირები. აზერბაიჯანში იმყოფება პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შაჰბაზ შარიფი, რომელთანაც ქალაქ ხანქენდიში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა. შარიფმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და პაკისტანს შორის ორმხრივი…
მეტი...,,ჩვენ ინდოეთის აგრესიას არ დავივიწყებთ, ის წყალს იარაღად იყენებს” – პაკისტანის პრემიერი
,,პაკისტანი მკაცრად გმობს ისრაელის თავდასხმას ირანზე”, – ამის შესახებ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამად შაჰბაზ შრიფმა ხანქენდიში, „ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე განაცხადა. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტზე. „ინდოეთის მიერ პაკისტანის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას მტკიცე პასუხი მოჰყვა. ჩვენ პროვოკაცია აღვკვეთეთ. მადლობას ვუხდი „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მოძმე წევრ სახელმწიფოებს პაკისტანისადმი სოლიდარობისთვის. ჩვენ არ დავივიწყებთ ინდოეთის აგრესიას. ინდოეთი პაკისტანის წინააღმდეგ წყალს იარაღად იყენებს. საერთაშორისო საზოგადოებამ ეს არ უნდა დაუშვას“, – განაცხადა პაკისტანის პრემიერმა.
მეტი...ვასილ ლობჟანიძემ გინესის რეკორდის კუთვნილი ჯილდო ჩაიბარა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრს, ვასილ ლობჟანიძეს გინესის რეკორდსმენისთვის განკუთვნილი ჯილდო გადასცეს. იგი ყველაზე ახალგაზრდა მორაგბეა, რომელსაც მსოფლიო თასზე უთამაშია. მან ეს რეკორდი 2015 წელს ტონგასთან მატჩში დაამყარა. 18 წლისა და 340 დღის იყო, მსოფლიოს თასზე პირველი შეხვედრა რომ გამართა. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ვასილ ლობჟანიძე საქართველოს ნაკრებან ერთად ირლანდიასთან ტესტმატჩისთვის ემზადება. შეხვედრა 5 ივლისს თბილისში გაიმართება.
მეტი...,,ყარაბაღში გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ამჟამად 50 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მუშაობს და განათლებას იღებს” – ალიევი
,,ყარაბაღში გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ამჟამად 50 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მუშაობს და განათლებას იღებს”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ყარაბაღის რეგიონის ქალაქ ხანქენდიში, „ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე განაცხადა. ალიევის თქმით, სომხეთმა აზერბაიჯანის მიწებზე მილიონზე მეტი ნაღმი დატოვა და ომიდან დღემდე, ნაღმების აფეთქებების შედეგად აზერბაიჯანის დაახლოებით 400 მცხოვრები დაიღუპა ან მძიმედ დაიჭრა. „დღეისთვის ჩვენ უზრუნველვყავით ყოფილი იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნება 16 ქალაქსა და სოფელში. ამჟამად, 50 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მუშაობს და იღებს განათლებას განთავისუფლებულ ტერიტორიებზე. ამჟამად, ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ყარაბაღსა და აღმოსავლეთ ზანგეზურში მასშტაბური სამშენებლო და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენ…
მეტი...,,რუსეთი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არ აპირებს ომისა და ტერორის დასრულებას” – ზელენსკი
,,რუსეთი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არ აპირებს ომისა და ტერორის დასრულებას”, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ იერიშს. „ჩვენს ქალაქებსა და რეგიონებში საჰაერო თავდასხმის სირენები პრეზიდენტ ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის დაწყების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან ერთად გაისმა. რუსეთი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არ აპირებს ომისა და ტერორის დასრულებას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორების მხარდაჭერის შენარჩუნება.
მეტი...მოსკოვში, უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გარდაცვლილი იპოვეს
მოსკოვში რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი კომპანიის, „ტრანსნეფტის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ანდრეი ბადალოვმა თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით, ბადალოვის ცხედარი მის საცხოვრებელ კორპუსთან აღმოაჩინეს. პირველადი ვერსიით, ის ფანჯრიდან გადახტა. ბადალოვის გარდაცვალება „ტრანსნეფტშიც“ დაადასტურეს. ის 61 წლის იყო.
მეტი...,,რუსეთი უკრაინაში ფართოდ იყენებს აკრძალულ ქიმიურ იარაღს” – ნიდერლანდების დაზვერვა
,,ნიდერლანდების სადაზვერვო სააგენტოებმა შეაგროვეს მტკიცებულებები რუსეთის მიერ უკრაინაში აკრძალული ქიმიური იარაღის ფართოდ გამოყენების შესახებ”, – ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა და სამხედრო დაზვერვის უფროსმა, პიტერ რისინკმა Reuters-ს განუცხადეს. ნიდერლანდების სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელის პიტერ რისინკის მტკიცებით, დასკვნები ნიდერლანდების დაზვერვის დამოუკიდებელ მონაცემებს ეფუძნება. ნიდერლანდების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ქიმიური იარაღის გამოყენებას სულ მცირე სამი უკრაინელი მოქალაქის დაღუპვა უკავშირდება. ამასთან, ჯანდაცვის ორგანოებს ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული სიმპტომებით ბრძოლის ველზე დაშავებულმა 2500-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა. ბრეკელმანსის თქმით, რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ზრდა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ სხვა ქვეყნებსაც. ნიდერლანდების…
მეტი...,,პრეზიდენტო ტრამპ, პუტინი დასცინის თქვენს სამშვიდობო ძალისხმევას” – სიკორსკი
,,პრეზიდენტო ტრამპ, პუტინი დასცინის თქვენს სამშვიდობო ძალისხმევას. გთხოვთ, აღადგინოთ უკრაინისთვის საზენიტო საბრძოლო მასალის მიწოდება და აგრესორის წინააღმდეგ ახალი მკაცრი სანქციები დააწესოთ”, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი X-ზე წერს. მისი თქმით, რუსეთზე მასშტაბურმა თავდასხმამ ხანძარი და დიდი ზიანი გამოიწვია, მათ შორის კიევში პოლონეთის საკონსულოში. შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა უკრაინას რაკეტებით და დრონებით შეუტია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კიევში 23 ადამიანი დაშავდა.
მეტი...ირაკლი ოქრუაშვილს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ასევე 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. სხდომას არ ესწრებოდა ირაკლი ოქრიაშვილი, მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია.
მეტი...