აშშ-ის კონგრესმა დონალდ ტრამპის საბიუჯეტო კანონპროექტი მიიღო. კანონპროექტს მხარი 218-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 214 წინააღმდეგი იყო. ტრამპმა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ კონგრესს 4 ივლისამდე მისცა ვადა, რათა მისთვის ხელმოსაწერად კანონპროექტის საბოლოო ვერსია გაეგზავნა. კანონპროექტი ითვალისწინებს დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს, 2017 წელს მიღებული საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას, ასევე თავდაცვის სფეროსა და უსაბუთო მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის დამატებით დაფინანსებას. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ვალის ლიმიტის ოთხი ტრილიონი დოლარით გაზრდას. აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მონაცემებით, სახელმწიფო ვალი ამჟამად 36 ტრილიონ დოლარს შეადგენს.
მეტი...დღე: ივლისი 3, 2025
უნგრეთის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
უკრაინაში უნგრეთის ელჩი ანტალ ჰეიზერი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მიზეზად ბუდაპეშტის მიერ გაკეთებულ არამეგობრული განცხადებები სახელდება. „ახლა ყველა ეს სასაცილო მცდელობა, უკრაინა მტრად გამოიყვანოს, რომელიც მთელი ევროპისა და ცივილიზებული სამყაროს რეალურ მტერს ებრძვის, უბრალოდ საცოდავად და შეურაცხმყოფლად გამოიყურება, პირველ რიგში, უნგრელი ხალხისთვის, რომელიც, მიკერძოებული პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ნამდვილი ევროპელი ერია, რომელიც მოხალისეთა მოძრაობის მეშვეობით ყველანაირად ეხმარება უკრაინელ ხალხს რუსი მტრის დამარცხებაში და რუსი ოკუპანტების ბუდაპეშტის ქუჩებში დაბრუნების თავიდან აცილებაში“ – ხაზგასმულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მეტი...“ირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ერთგული რჩება”- აბას არაღჩი
ირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ერთგული რჩება. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ დაწერა. აბას არაღჩი გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც თეირანს მოუწოდებდა, გააუქმოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის შეჩერების გადაწყვეტილება. „ირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების და მისი გარანტორი შეთანხმებების ერთგული რჩება. ისრაელისა და აშშ-ის მიერ ჩვენი ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ თავდასხმის შემდეგ მეჯლისის მიერ მიღებული ახალი კანონმდებლობით, ჩვენი თანამშრომლობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან განხორციელდება ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს საშუალებით, უსაფრთხოების აშკარა მიზეზებით“, – წერს აბას არაღჩი. ამასთან, ირანელმა დიპლომატმა გააკრიტიკა გერმანია „ირანზე…
მეტი...ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა სირიას მოუწოდებს აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა
“მოვუწოდებთ სირიის მთავრობას, გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე, უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების – „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა”- ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტშია აღნიშნული. დოკუმენტის მიხედვით, ორგანიზაცია წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ სირიაში ახალი მთავრობის ფორმირებას, რაც როგორც უშუალოდ ქვეყნის, ასევე, რეგიონის უსაფრთხოებას გააუმჯობესებს. „მოვუწოდებთ ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ სტაბილური, ერთიანი და ფართოდ წარმომადგენლობითი სირიის მთავრობის ფორმირებას, რომელიც მშვიდობიანად იარსებებს მეზობლებთან და უზრუნველყოფს ყველა სირიელის უსაფრთხოებას, თავისუფლებას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, და მოუწოდებს სირიის მთავრობას, გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა…
მეტი...რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეები. პარალელურად, აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთანაც.
მეტი...“რუსეთი უკან არ დაიხევს”- რაზე ისაუბრეს პუტინმა და ტრამპმა
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპა სატელეფონო საუბრის დროს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და უკრაინის საკითხი განიხილეს. “რა თქმა უნდა, განიხილებოდა უკრაინული პრობლემატიკა. ტრამპმა კვლავ წამოაყენა სამხედრო ქმედებების რაც შეიძლება სწრაფად დასრულების საკითხი. პუტინმა აღნიშნა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ კონფლიქტის მოგვარების ძიებას”, – განაცხადა უშაკოვმა. ასევე, უშაკოვის თქმით, პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ რუსეთი “უკან არ დაიხევს მიზნებისგან, რომლებიც უკრაინული კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრას უკავშირდება”. საუბრის დროს ასევე, განხილულ იქნა სირიაში, ირანსა და მთლიანად ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.
მეტი...ივანე მაჭავარიანი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანი დაიბარეს. პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილი მინისტრი გამოკითხვაზე 4 ივლისს, 13:00 საათზე მივა. ინფორმაციისთვის, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა…
მეტი...ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს მილიონი ლარი გადაეცემა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები და ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობა ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასთან დაკავშირებით, ფულადი ჯილდო – მილიონი ლარი გადაეცემა. „სპორტი არის სწორედ ის სფერო, სადაც ჩვენ შეგვიძლია უმაღლეს დონეზე ავწიოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული დროშა და შევასრულოთ ჩვენი ეროვნული ჰიმნი. მადლობა იმ დიდი სიხარულისთვის, რომელიც მოგვანიჭეთ. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ სპორტში გვაქვს განსაკუთრებული წარმატებები. პირველად შერეულ გუნდურ ასპარეზობაში ერთდროულად გავხდით როგორც მსოფლიოს, ისე ევროპის ჩემპიონები.…
მეტი...“პუტინს მშვიდობა არ სურს, ზეწოლა უნდა მოვახდინოთ”- ურსულა ფონ დერ ლაიენი
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ პუტინს მშვიდობა არ სურს და მასზე ზეწოლა უნდა მოახდინონ. “ყველამ ვიცით, რომ პუტინს მშვიდობა არ სურს, ასე რომ, მასზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. სანქციების მე-18 პაკეტი რუსეთის ომის ეკონომიკას გულში ურტყამს. საინტერესო იყო რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრისგან იმის მოსმენა, რომ რუსეთის ეკონომიკა რეცესიის ზღვარზეა. საპროცენტო განაკვეთი 20%-ზეა, ინფლაცია 10%-ზეა. რუსეთის გადახურებული ომის ეკონომიკა თავის ლიმიტებამდე მიდის”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ასევე, ევროკავშირის ვალდებულება გაიხენა, რომლის თანახმად, წლის ბოლომდე უკრაინას 2 მილიონი ჭურვი უნდა მიაწოდოს. ფონ დერ…
მეტი...“მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები”- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, ეუთო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და ხელი შეუწყოს გამჭვირვალე და ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც საზოგადოების სურვილს გამოხატავს. „მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, აქტივისტებისა და მომიტინგეების თავისუფლად და უსაფრთხოდ ყოფნა და ხელი შეუწყოს გამჭვირვალე და ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ასახავს საზოგადოების ფართო მონაწილეობას და დაფუძნებულია დემოკრატიულ პრინციპებზე, მათ შორის ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებით და რუსული სტილის „უცხოელი აგენტების“ კანონის გაუქმებით; გამოვხატავთ შეშფოთებას 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში არჩევნების შემდგომი მოვლენების…
მეტი...რა წერია რეზოლუციაში, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ მიიღო
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული „პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები“ საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს სახელწოდებით „რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიისა და ეუთოს ღირებულებების მხარდაჭერის შესახებ“. რეზოლუციის მიხედვით ეუთო: გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიამ საარჩევნო პროცესში მრავალი დარღვევა აღმოაჩინა; შეშფოთებულია საარჩევნო პროცედურების დარღვევებით და ადმინისტრაციული რესურსების უპრეცედენტო მასშტაბით, რაც ძირს უთხრის საქართველოში არჩევნების პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპებს და თავად შედეგებს; გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, რომლებიც მტკიცედ დგანან საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის;…
მეტი...განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ მოქალქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ივლისს ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ორ პირს. მიღებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე პირმა შეძლო ბრალდებულისათვის იარაღის წართმევა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის…
მეტი...ლუგანსკში ყოფილი ე.წ მერი ააფეთქეს
დროებით ოკუპირებულ ლუგანსკში ქალაქის ყოფილი “მერი” ააფეთქეს. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” ოკუპირებული რეგიონის “ოპერატიულ სამსახურებზე” დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, აფეთქება 3 ივლისს შუადღით ქალაქის ტარას შევჩენკოს ქუჩაზე მოხდა. “ტასის” ცნობით, აფეთქების შედეგად გარდაცვლილი ოკუპირებული ქალაქის ყოფილი “მერი” მანოლის პილავოვია. მომხდარის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. პილავოვი ოკუპირებული ლუგანსკის “ადმინისტრაციას” 2014 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ნოებმრამდე ხელმძღვანელობდა.
მეტი...,,ჯერ კიდევ ბევრი გადაწყვეტილებაა მისაღები ევროკავშირში უკრაინის რეალურ წევრობამდე” – დანიის პრემიერი
,,უკიდურესად შთამბეჭდავია, რომ უკრაინას – ომში მყოფ ქვეყანას შეუძლია არა მხოლოდ ევროპელებზე უკეთესი, უფრო სწრაფი და იაფი წარმოება, მაგალითად, დრონების, არამედ შეუძლია რეფორმების განხორციელება და კონკრეტულ ნაბიჯების გადადგმა, მიუხედავად იმისა, რომ ომშია”, – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა. „ვფიქრობ, ისინი თავის წვლილს ასრულებენ. ჯერ კიდევ ბევრი გადაწყვეტილებაა მისაღები რეალურ წევრობამდე, მაგრამ ისინი ნამდვილად ასრულებენ თავიანთ საშინაო დავალებას. ახლა დროა, ევროპამ იგივე გააკეთოს“, – ამბობს პრემიერი.
მეტი...თურქეთში, იზმირის პროვინციაში ხანძარი საცხოვრებელ ზონაში გავრცელდა
თურქეთში, იზმირის პროვინციაში ძლიერ ხანძარს ებრძვინ, რომელიც საცხოვრებელ ზონაში გავრცელდა. „როიტერის“ ცნობით, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანია დაღუპული. თურქეთის ხელისუფლებამ ეგეოსის ზღვის კურორტ ჩეშმესთან მიმავალი რამდენიმე გზა გადაკეტა. თურქეთის დასავლეთით გაჩენილმა ხანძრებმა დაახლოებით 200 სახლი დააზიანა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, დაზარალებულებს ალტერნატიული საცხოვრებელი უკვე შესთავაზეს. ხანძრის გამო, თურქეთში კვირის დასაწყისში 50 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
მეტი...,,მოლდოვას სურს, სექტემბრის არჩევნებამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებები დაიწყოს” – მოლდოვის ვიცე-პრემიერი
,,მოლდოვას სურს, სექტემბრის არჩევნებამდე დაიწყოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს ევროკავშირის შესახებ რუსეთის დეზინფორმაციას”, – ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, კრისტინა გერასიმოვამ განაცხადა. „ჩვენ ნამდვილად გვჯერა წევრი სახელმწიფოების, რომ უახლოეს მომავალში მოიძებნება გამოსავალი როგორც მოლდოვისთვის, ასევე უკრაინისთვის, რათა გაიხსნას მოლაპარაკების პირველი კლასტერი. მოლდოვისთვის დროის საკითხი გადამწყვეტია. 28 სექტემბერს გვაქვს საპარლამენტო არჩევნები, სადაც დეზინფორმაცია, სამწუხაროდ, დიდ როლს თამაშობს და ამ დეზინფორმაციის უმეტესი ნაწილი ევროკავშირის წინააღმდეგაა მიმართული“, – განაცხადა კრისტინა გერასიმოვამ. მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ოფიციალურად გასული წლის ივნისში დაიწყეს, თუმცა არსებითი მოლაპარაკება ჯერ დაწყებული არ არის. გაწევრიანების მოლაპარაკებები დაყოფილია ექვს…
მეტი...საფრანგეთში 170-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო
საფრანგეთში, გაფიცვის გამო, 170-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო, რამაც ათასობით მგზავრი დააზარალა. ავიაკომპანია Ryanair-მა განაცხადა, რომ იძულებული გახდა 170-ზე მეტი რეისი გაეუქმებინა, რამაც 30 000-ზე მეტი მგზავრის გადაადგილებაზე იქონია გავლენა. გაფიცვის გამო გადაიდო კომპანია EasyJet-ის ათობით ავიარესიც. BBC-ის ცნობით, პროფკავშირებმა გაფიცვა პარიზის ყველა მთავარ აეროპორტში გამოაცხადეს. ამასთან, პარასკევს, საფრანგეთის აეროპორტებში, სავარაუდოდ, შეფერხებები გაუარესდება, რადგან პარიზის შარლ დე გოლის, ორლას და ბოვეს აეროპორტებიდან ფრენები 40%-ით შემცირდება. როგორც გამოცემა წერს, გაფიცვების მიზეზი პერსონალის დეფიციტი და მენეჯმენტის პრობლემებია, რაც მოლაპარაკებების მიუხედავად ჯერ კიდევ გადაუჭრელი რჩება.
მეტი...პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მინდაძეს ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მინდაძეს ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო. მინდაძემ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა და დარბაზში მყოფებს მოუწოდა, მშვიდად და წყნარად შეხვედროდნენ განაჩენს. ამასთან, პარტია „ლელოს“ მოუწოდა, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს და დაკავებული დემონსტრანტების აზრი გაითვალისწინოს. დღესვე, დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვა და განაცხადა, რომ ვიდეოში, სადაც კონკრეტული ადამიანი ფოიერვერკს ისვრის, მინდაძის იდენტიფიცირება არ ხდება, სპეცდანიშნულების რაზმის წევრი კი, ფარის უკან მინდაძეს ვერ ამოიცნობდა. ადვოკატის თქმით, მისი დაზიანების დროს ექსპერტიზა ზუსტად ვერ ადგენს, ამიტომ მინდაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი უნდა დამდგარიყო.…
მეტი...საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილედ ლევან ღირსიაშვილი დაინიშნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილედ ლევან ღირსიაშვილი დაინიშნა. პირველი მოადგილე უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარუდგინა. მინისტრმა ლევან ღირსიაშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას წარმატებები უსურვა. ლევან ღირსიაშვილს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის იკავებდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. ასევე, გახლდათ გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე და სხვა.
მეტი...სერბეთში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა
სერბეთში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა. მომიტინგეებმა გზა გადაკეტეს და 28 ივნისს გამართულ აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა პოლიციის მიმართულებით სკამებისა და სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს. როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, 77 ადამიანია დაკავებული. ცნობისთვის, სერბეთში გასული წლის ნოემბრის თვეში ნოვი სადის რკინიგზის ახლადგანახლებული სადგურის სახურავი პირველ ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. ოპოზიციის ლიდერები და მოსახლეობის ნაწილი მომხდარს მთავრობაში კორუფციასა და ნეპოტიზმს უკავშირებენ. სადგურის სახურავის ჩამონგრევის გამო ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა და ვაჭრობის მინისტრები გადადგნენ, ასევე თანამდებობა დატოვა სერბეთის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელმა.…
მეტი...,,ივნისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 4.0 პროცენტი შეადგინა” – საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.01 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.0 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.2 პროცენტით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.15 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნულ პერიოდში ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-8.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი…
მეტი...,,აშშ-თან ტარიფებთან დაკავშირებით უმჯობესია სწრაფი და მარტივი შეთანხმების მიღწევა” – მერცი
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროკავშირს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ტარიფებთან დაკავშირებით „სწრაფი და მარტივი“ შეთანხმების მიღწევისკენ. „უმჯობესია სწრაფი და მარტივი გადაწყვეტა, ვიდრე ხანგრძლივი და რთული, რომელიც თვეების განმავლობაში მოლაპარაკებების ეტაპზე რჩება“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა ბერლინში, კოოპერატიული ბანკების ეროვნული ასოციაციის ყოველწლიურ კონვენციაზე. ცნობისთვის, ევროკავშირის სავაჭრო ხელმძღვანელი მაროშ შევჩოვიჩი ვაშინგტონში იმყოფება, სადაც ტარიფებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავს.
მეტი...,,გაურკვეველია, წარმომადგენელთა პალატა მიიღებს თუ არა ტრამპის საბიუჯეტო კანონპროექტს” – მედია
მიიღებს თუ არა წარმომადგენელთა პალატა დონალდ ტრამპის საბიუჯეტო კანონპროექტს, გაურკვეველია. კანონპროექტზე კენჭისყრა გუშინ დაიწყო. ,,სიბიეს ნიუსი“ წერს, რომ მთელი დღის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტი და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი ცდილობდნენ კანონპროექტის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რესპუბლიკელების დარწმუნებას, თუმცა დღეს დილით ხუთმა რესპუბლიკელმა წინააღმდეგ მისცა ხმა, რაც თეორიულად საკმარისია კენჭისყრის ჩავარდნისთვის, თუმცა კენჭისყრა ჯერ კიდევ გახსნილია და კანონმდებლებს შეუძლიათ, პასუხი შეცვალონ. ხმა ჯერ არ მიუცია კიდევ რვა რესპუბლიკელს. მაიკ ჯონსონმა Fox News-თან ინტერვიუში კი განაცხადა, რომ კენჭისყრა ღია იქნება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო გახდება. შეგახსენებთ, ტრამპმა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ კონგრესს 4 ივლისამდე…
მეტი...სომხეთმა „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრობის სურვილი გამოთქვა
სომხეთმა „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრობის სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ აღნიშნულია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფუნდამენტური პრინციპების, კერძოდ, ტერიტორიული მთლიანობის, ძალის გამოუყენებლობისა და საზღვრების ურღვეობის გაზიარებით, სომხეთის რესპუბლიკამ გამოთქვა სურვილი, გახდეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი“, – აღნიშნულია განცხადებაში. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (SCO) არის ათი წევრი სახელმწიფოსგან შემდგარი ევრაზიული პოლიტიკური, ეკონომიკური, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თავდაცვის ორგანიზაცია, რომელიც 2001 წელს დააარსეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, რუსეთმა, ტაჯიკეთმა და უზბეკეთმა. 2017 წლის ივნისში ორგანიზაცია, ინდოეთის და პაკისტანის მიღებით, რვა წევრამდე გაფართოვდა. ირანი ჯგუფს 2023 წლის ივლისში შეუერთდა,…
მეტი...დანია უნგრეთისთვის ევროკავშირში ხმის მიცემის უფლების შეჩერებას ითხოვს
დანია უნგრეთისთვის ევროკავშირში ხმის მიცემის უფლების შეჩერებას ითხოვს. ქვეყნის ევროპულ საქმეთა მინისტრის, მარი ბიერეს თქმით, დანია, როგორც პირველი ივლისიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, აპირებს, უნგრეთის წინააღმდეგ მე-7 მუხლით გათვალისწინებული პროცედურა დაიწყოს, რადგან, მისივე განმარტებით, უნგრეთი არღვევს ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს. ევროკავშირის შეთანხმებაში გაწერილი მე-7 მუხლი გაერთიანების ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს, კენჭი უყარონ იმ წევრი ქვეყნის გარიცხვას ან დაჯარიმებას, რომელიც არღვევს გაერთიანების წესებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნები თუ გადაწყვეტენ, უნგრეთის წინააღმდეგ აამოქმედონ მე-7 მუხლის პროცედურა, ბუდაპეშტი დაკარგავს ხმის უფლებას ისეთ საკითხში, როგორიცაა გაფართოება, სადაც უნგრეთი ვეტოს ადებს უკრაინის გაწევრიანების საკითხს.
მეტი...ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე 8 ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ჯგუფური ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე რვა პირი დააკავეს. ,,დაკავებული არიან: 1983 წელს დაბადებული შ.მ., 1985 წელს დაბადებული გ.ო., 1981 წელს დაბადებული ზ.ღ., 1997 წელს დაბადებული ბ.ტ., 1986 წელს დაბადებული მ.მ., 1990 წელს დაბადებული რ.მ. და წარსულში ნასამართლევები: 1988 წელს დაბადებული ვ.ს., ასევე, 1976 წელს დაბადებული შ.შ. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ანგარიშსწორების მიზნით, 1970 წელს დაბადებულ გ.გ.-ზე ორგანიზებულად, ჯგუფურად, ფიზიკურად…
მეტი...ზელენსკი დანიაში ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ანტონიო კოშტასთან შეხვედრებს გამართავს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დანიაში იმყოფება, სადაც დანიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავ ცერემონიას დაესწრება. ზელენსკის დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი უმასპინძლებს. უკრაინის პრეზიდენტი ასევე შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას შეხვდება. საუბრის მთავარი თემა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება იქნება. ფრედერიქსენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „უკრაინის ადგილი ევროკავშირშია“ და პირობა დადო, რომ დანია ყველაფერს გააკეთებს, რომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაეხმაროს. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა დანია გახდა. კოპენჰაგენი ევროკაშირის საბჭოს თავმჯდომარე ექვსი თვის განმავლობაში იქნება.
მეტი...აშშ-ის დახმარების შეჩერების ფონზე, ტრამპი და ზელენსკი სატელეფონო საუბარს გამართავენ
აშშ-ის დახმარების შეჩერების ფონზე, დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი სატელეფონო საუბარს გამართავენ. „პოლიტიკოს” ცნობით, აშშ დღეს უკრაინას ამ გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს და ტრამპსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი უახლოეს მომავალში გაიმართება. „აშშ აცხადებს, რომ ეს არ არის პაუზა ან შეჩერება. აშშ ჯერ კიდევ წყვეტს, როგორ დაუჭიროს საუკეთესოდ მხარი უკრაინის თავდაცვას. ეს პრიორიტეტად რჩება“, – განაცხადა ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა. „პოლიტიკო“ წერს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების შესახებ პენტაგონის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა მათთვისაც კი, ვინც კარგად არის ინფორმირებული ამ საკითხებში. მათ შორის არიან კონგრესის წევრები, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები და ევროპელი მოკავშირეები. როგორც…
მეტი...იტალიაში ექსტრემალური სიცხის გამო ხუთი ადამიანია დაღუპული
იტალიაში ექსტრემალური სიცხის გამო, ბოლო მონაცემებით, ხუთი ადამიანია დაღუპული, მათგან ორი 75 და 60 წლის იყო. გენუაში, 85 წლის მამაკაცი გულის უკმარისობით საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გარდაიცვალა , სადაც ის გაუწყლოების დიაგნოზით იყო გადაყვანილი. იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ 3 ივლისს 18 ქალაქში, მათ შორის რომში, მილანში, ტურინში, ბოლონიაში, გენუასა და პალერმოში წითელი საფრთხის დონე გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიცხე ძლიერია.
მეტი...ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი 28 წლის ასაკში გარდაიცვალა
28 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა „ლივერპულის“ ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა. უცხოური მედიის ცნობით, პორტუგალიის ნაკრების და „ლივერპულის” ფეხბურთელი, ესპანეთში, სამორას პროვინციაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. ცნობისთვის, ჟოტა „ლივერპულს“ 2020 წლის სექტემბერში შეუერთდა.
მეტი...,,ჯერ კიდევ არ არის გვიანი, რომ პრეზიდენტი ზელენსკიც შემოგვიერთდეს” – ორბანი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ზუსტად ერთი წლის წინ კიევში შეხვდა და გააფრთხილა, რომ რუსეთი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება, ამერიკაში კი დიდი ცვლილებები იყო დაგეგმილი. „პრეზიდენტმა ზელენსკიმ მაშინ არ მოგვისმინა. სცენის არტისტის თავდაჯერებულობით, ის დაჟინებით მოითხოვდა ომის გაგრძელებას. ომი კვლავ გრძელდება, ევროპა გამოფიტულია, ხოლო ამერიკული იარაღის მიწოდება იკლებს. უკრაინელი ხალხი ყოველდღიურად განიცდის ომის საშინელებებს. ეს არც თეატრია და არც ტელესერიალი – ეს ცივი და მძიმე რეალობაა. უნგრეთი მშვიდობის მხარეს რჩება. ჯერ კიდევ არ არის გვიანი, რომ პრეზიდენტი ზელენსკიც შემოგვიერთდეს“, – წერს ორბანი.
მეტი...ევროპარლამენტი ურსულა ფონ დერ ლაიენის ნდობის ვოტუმზე დებატებს გამართავს
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ პოლიტიკურ ჯგუფებს აცნობა, რომ ფონ დერ ლაიენის ნდობის ვოტუმზე დებატები ორშაბათსაა დაგეგმილი, სადაც ევროკომისიის პრეზიდენტი თავად გამოვა სიტყვით. ფონ დერ ლაიენისადმი ნდობის საკითხი მემარჯვენე ევროდეპუტატებმა დააყენეს და ამ საკითხის პარლამენტში გასატანად საჭირო რაოდენობის ხელმოწერები შეაგროვეს. მემარჯვენე ევროპარლამენტარები ფონ დერ ლაიენს „ფაიზერგეითის“ საქმის გამო აკრიტიკებენ, ევროკომისიას კი გამჭვირვალობის ნაკლებობასა და არასწორ მენეჯმენტში ადანაშაულებენ.
მეტი...ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად დილის შემდეგ 73 ადამიანი დაიღუპა
ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად დილის შემდეგ 73 ადამიანი დაიღუპა. არაბული მედიის ცნობით, სულ მცირე 33 ადამიანი ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრთან და სატვირთო ავტომობილების ლოდინის დროს მოკლეს. არაბული მედიის თანახმად, თავდასხმა მოხდა მუსტაფა ჰაფეზის სკოლაზე, რომელსაც ღაზის ქალაქის დასავლეთით იძულებით გადაადგილებული პირები აფარებდნენ თავს. აღნიშნულ ტერიტორიაზე 11 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, ღაზის სექტორის სამხრეთ ქალაქ ხან იუნისის მახლობლად, ალ-მავასის რაიონში მდებარე კარავი დაიბომბა, სადაც 13 ადამიანი დაიღუპა. პარალელურად, ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ისრაელის ჯარებმა დაარტყეს დაახლოებით 150 „ტერორისტულ სამიზნეს“ მთელ ღაზის სექტორში, მათ შორის მებრძოლებს,…
მეტი...ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესში აბიტურიენტი მსჯავრდებულები ჩაერთნენ
ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში აბიტურიენტი მსჯავრდებულები ჩაერთნენ. წელს საგამოცდო პროცესში 36 ბრალდებული/მსჯავრდებული მონაწილეობს. დაწესებულებებში უზრუნველყოფილია როგორც საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა, ასევე ტექნიკური საშუალებები; ეფექტურად ფუნქციონირებს ,,ციფრული უნივერსიტეტიც”, რომელიც მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად ჩაერთონ სწავლების პროცესში.
მეტი...გმირთა მოედანზე ავტომობილი ამობრუნდა
თბილისში, გმირთა მოედნის გამზირზე, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
მეტი...მერცი, გერმანიის პარლამენტში პრაიდის დროშის გამოფენის წინააღმდეგია
გერმანიის კანცლერი პარლამენტში კრისტოფერ სტრიტის დღის აღნიშვნისთვის პრაიდის დროშის გამოფენის წინააღმდეგია. ფრიდრიხ მერცის თქმით, ბუნდესტაგი ცირკის კარავი არ არის, სადაც ნებისმიერი დროშის აღმართვა შეიძლება. გერმანიის მთავრობის მეთაური მხარდაჭერას უცხადებს ბუნდესტაგის პრეზიდენტს, იულია კლოკნერს, რომელმაც უარი თქვა 26 ივლისს ცისარტყელის ფერების დროშის აღმართვაზე. მერცმა აღნიშნა, რომ პრაიდის დროშა ბუნდესტაგის თავზე მხოლოდ ერთ დღეს, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს არის აღმართული. გერმანიაში კრისტოფერ სტრიტის დღე (26 ივლისი) 1969 წელს ნიუ-იორკში სტოუნუოლის აჯანყების პატივსაცემად აღინიშნება. ეს იყო ლგბტქ+ თემის პირველი მასშტაბური პროტესტი დევნისა და უთანასწორობის წინააღმდეგ.
მეტი...