USAID-ის დაფინანსების შეჩერება სიკვდილიანობას 14 მილიონით გაზრდის – კვლევა

“აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის (USAID) დაფინანსების შეჩერება და მისი პოტენციური დაშლა 2030 წლისთვის მსოფლიოში სიკვდილიანობას დამატებით 14 მილიონი ადამიანით გაზრდის”-  ამის შესახებ სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია საუბარი. კვლევის თანახმად, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, USAID-ის დაფინანსებით, სხვადასხვა პროგრამამ გლობალურად 91 მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალების პრევენცია უზრუნველყო, მათგან 30 მილიონზე მეტი კი – ბავშვებში. პროგნოზის თანახმად, დაფინანსების შემცირება და სააგენტოს პოტენციური გაუქმება, 2030 წლამდე 14 მილიონი ადამიანით მეტის სიკვდილიანობას გამოიწვევს, მათგან 4.5 მილიონი კი 5 წლამდე ბავშვი იქნება. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მნიშვნელოვნად შეამცირა USAID-ისა და სააგენტოს მიერ მსოფლიოში განხორციელებული…

მეტი...

სერბეთში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

სერბეთში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მაგისტრალები გადაკეტეს. ბელგრადსა და სხვა ქალაქებში მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. შეფერხებული იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. როგორც მედია წერს, პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. აქციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებსა და პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის გადადგომას ითხოვდნენ.

მეტი...

ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი დააკავეს

ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი შაჰინ შიხლინსკი დააკავეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. ვრცელდება მისი დაკავების კადრებიც. კადრებში ჩანს, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მიდიან შიხლინსკის მანქანასთან, ამტვრევენ მანქანის მინებს და შემდეგ აკავებენ. რუსეთს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

მეტი...

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული ადამიანები. საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას მსვლელობით შემოუერთდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციის მონაწილეები.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ილჰამ ალიევმა სატელეფონო საუბარი გამართეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განიხილეს. პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის დეტალებს ზელენსკის ოფისი ავრცელებს. “ყველა უკრაინელის სახელით, პრეზიდენტმა სოლიდარობა გამოხატა აზერბაიჯანელ ხალხთან და მიუსამძიმრა რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში აზერბაიჯანელი მოქალაქეების ბრუტალურ დაკავებებთან და ძმები საფაროვების მკვლელობასთან დაკავშირებით. ილჰამ ალიევმა უკვე დადასტურებული დეტალები გააზიარა. ისინი კიდევ ერთხელ აჩვენებენ რუსების სიძულვილს, შოვინიზმსა და ცინიზმს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში. ასევე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტებმა განიხილეს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლა, ომის დასასრულებლად პარტნიორებთან საერთო…

მეტი...

ანრი ფუტკარაძე ევროპის ჩემპიონია

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრი ანრი ფუტკარაძე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში (77კგ) ევროპის ჩემპიონია. იტალიის ქალაქ კაორლეში მიმდინარე ტურნირის ფინალში ფუტკარაძემ აზერბაიჯანელი დავუდ მამადოვი 3-1 დაამარცხა და კარიერაში მეორედ დაეუფლა კონტინენტური პირველობის ოქროს.

მეტი...

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს თეირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი მამაკაცის დაკავების გამო. ინფორმაციას, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. „ჩვენთვის მიუღებელია ებრაელთა სიცოცხლისთვის ნებისმიერი მუქარა გერმანიაში. სრულად უნდა იქნას გამოძიებული დანიაში დაკავებული მამაკაცის წინააღმდეგ ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდება. ირანის ელჩი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს“, – ნათქვამია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ეჭვმიტანილი ირანის სადაზვერვო სამსახურისგან მითითებებს 2025 წლის დასაწყისიდან იღებდა.

მეტი...

მაკრონსა და პუტინს შორის 2022 წლის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი შედგა

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის 2022 წლის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. “ირანთან დაკავშირებით, [საფრანგეთის] რესპუბლიკის პრეზიდენტმა გაიხსენა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების, მათ შორის საფრანგეთისა და რუსეთის, პასუხისმგებლობები ბირთვულ საკითხზე. მან ხაზი გაუსვა, რომ ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები “ბირთვული არ გავრცელების შეთანხმების” ფარგლებში, კერძოდ კი სრულად ითანამშრომლოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, რომლის ინსპექტორებსაც თავისი სამუშაოს დაუყოვნებლივ გაგრძელების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ… უკრაინასთან დაკავშირებით, [საფრანგეთის] რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. კონფლიქტის მყარი და…

მეტი...

“მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი არის ურჩხული და შეიძლება ილონ მასკი შეჭამოს”- ტრამპი

“მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი არის ურჩხული, რომელიც შეიძლება, უკან დაბრუნდეს და ილონ მასკი შეჭამოს”– ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპი და მასკი ბოლო 24 საათის განმავლობაში სიტყვიერ ომში ჩაერთნენ, რის შედეგადაც მასკმა გამოთქვა თავისი პროტესტი პრეზიდენტის ბიუჯეტის კანონპროექტთან დაკავშირებით. მასკი ნატურალიზებული აშშ-ის მოქალაქეა. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ ადვოკატებს დაავალა, პრიორიტეტი მიანიჭონ მოქალაქეობის ჩამორთმევას იმ შემთხვევებში, როდესაც ნატურალიზებული მოქალაქეები დანაშაულს ჩადიან, ტრამპმა არ მიანიშნა, რომ მასკმა რაიმე დანაშაული ჩაიდინა.

მეტი...

„სპუტნიკ აზერბაიჯანის“ დირექტორს და თანამშრომელს პატიმრობა შეუფარდეს

აზერბაიჯანის სასამართლომ საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ დირექტორს, იგორ კარტავიხსა და თანამშრომელს, ევგენი ბელოუსოვს აღმკვეთი ღონისძიების სახით ოთხ თვიანი პატიმრობა შეუფარდა. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ ბაქოს ფილიალში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დროს შვიდი ადამიანი დააკავეს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის თაღლითობის, უკანონო მეწარმეობისა და დანაშაულებრივი გზით შეძენილი ქონების ლეგალიზაციის მუხლებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე ორს პატიმრობა შეუფარდეს, ხოლო ხუთი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

მეტი...

მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო „სისხლის სამართლის კოდექსში” ცვლილებები, რომელიც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ცვლილების თანახმად, მცირე ოდენობით კანაფის – 10 გრამამდე, მარიხუანას – გამომშრალი 5 გრამამდე, ხოლო ნედლის – 10 გრამამდე შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორების შემთხვევაში იგივე ქმედება გამოიწვევს სასჯელის სახით ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან/და თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. სისხლის სამართლის დასჯადი ოდენობის, მცენარე კანაფის შემთხვევაში – 10 გრამიდან 155 გრამამდე, გამომშრალი მარიხუანას შემთხვევაში – 5 გრამიდან…

მეტი...

უკანონოდ ინახავდა „მარიხუანას“- ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირი უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „გამომშრალ მარიხუანას,“ რომლის ნაწილი შემდგომი რეალიზაციის მიზნით ფარულად განათავსა მის მიერვე შერჩეულ ლოკაციაზე. გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია უკანონოდ შენახული და შემდგომი რეალიზაციის მიზნით ლოკაციაზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულს ბრალდება 18,260-ე ტერცია მუხლის პირველი ნაწილით („მარიხუანის“ უკანონო რეალიზაციის მომზადება) და 273-ე პრიმა მუხლის…

მეტი...

“ქართული ოცნების გადახვევები მიუღებელია, უპასუხოდ არ დავრჩებით”- ბენჟამინ ჰადადი

ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი, ბენჟამინ ჰადადი აცხადებს, რომ მონაწილეობა მიიღო ბრიტანელი კოლეგის მიერ ინიცირებულ საკოორდინაციო შეხვედრაში, რომელიც საქართველოში არსებულ ვითარებას ეხებოდა. როგორც მან აღნიშნა, “ქართული ოცნების” “ავტორიტარული” გადახვევები მიუღებელია. “დღეს [დიდი ბრიტანეთის ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის] სტივენ დოუთის მიერ ინიცირებულ საკოორდინაციო შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ეს ტრაექტორია ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება, და უპასუხოდ არ დავრჩებით”, – წერს ჰადადი.

მეტი...

,,ირანმა 12-დღიანი თავსმოხვეული ომი გადაიტანა” – აბას არაღჩი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი თეირანსა და ვაშინგტონს შორის ბირთვული მოლაპარაკებების განახლების წინაპირობად აშშ-ის სამხედრო მუქარის შეწყვეტას ასახელებს. „სიბიესთან” ინტერვიუში ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ირანმა 12-დღიანი თავსმოხვეული ომი გადაიტანა და შესაბამისად, ირანელი ერი ადვილად არ დაიხევს უკან ურანის გამდიდრებისგან. „იმისათვის, რომ გადავწყვიტოთ, გავაგრძელოთ თუ არა მოლაპარაკებები, პირველ რიგში, უნდა უზრუნველვყოთ, რომ ვაშინგტონი აღარ გამოიყენებს მოლაპარაკებებს სამხედრო აგრესიისთვის. დიპლომატიის კარები არასდროს დაიხურება. ეს ინდუსტრია თუ დაზიანდება ან განადგურდება, ჩვენ შეგვიძლია, სწრაფად აღვადგინოთ ზიანი და დავძლიოთ წარუმატებლობები, რათა ამ ინდუსტრიაში პროგრესი კვლავ მივაღწიოთ. გამდიდრების ტექნოლოგიებისა და ცოდნის განადგურება დაბომბვით შეუძლებელია.…

მეტი...

თურქეთის 30 პროვინციაში „ფეტოს“ წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციების ფარგლებში 156 ეჭვმიტანილი დააკავეს

თურქეთის 30 პროვინციაში „ფეტოს“ წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციების ფარგლებში 156 ეჭვმიტანილი დააკავეს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას ინფორმაციით, ოპერაციების დროს დაკავებული 156 პირიდან 65 დააკავეს, 34-ის მიმართ სასამართლო კონტროლის გადაწყვეტილებები გაიცა, ხოლო დანარჩენების მიმართ პროცედურები გრძელდება. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ოპერაციების დროს დაკავებულ ეჭვმიტანილებს ეძებდნენ ტერორისტული ორგანიზაციის „მიმდინარე სტრუქტურირების“ ფარგლებში საქმიანობის განხორციელებისთვის, რომლებიც ორგანიზაციის პასუხისმგებელ პირებთან ტელეფონის ავტომატური ზარების საშუალებით იყვნენ კავშირზე, აფინანსებდნენ ტერორისტულ ორგანიზაციას და სოციალური მედიის პლატფორმების საშუალებით ორგანიზაციის პროპაგანდას აწარმოებდნენ.

მეტი...

,,ილონ მასკმა იმაზე მეტი სუბსიდია მიიღო, ვიდრე ვინმემ ისტორიაში” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა ილონ მასკს სოციალურ ქსელში. ტრამპი truth social-ზე წერს, რომ ის სასტიკი წინააღმდეგი იყო ელექტრომობილების მანდატის და ეს მასკმა იქამდე იცოდა, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებში მას მხარს დაუჭერდა. „ილონ მასკმა დიდი ხნის წინ იცოდა, ვიდრე მხარს დამიჭერდა პრეზიდენტობისთვის, რომ მე სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი ელექტრომობილების მანდატის. სასაცილოა და ეს ყოველთვის იყო ჩემი კამპანიის ნაწილი. ელექტრომობილები ნორმალურია, მაგრამ ყველა არ უნდა იყოს იძულებული, იქონიოს ერთი მაინც. ილონმა იმაზე მეტი სუბსიდია მიიღო, ვიდრე ვინმემ ისტორიაში და სუბსიდიების გარეშე ილონს მოუწევდა მაღაზიის დახურვა და უკან სახლში, სამხრეთ აფრიკაში დაბრუნება. არანაირი…

მეტი...

,,ახლო აღმოსავლეთი ჩამოიშლებოდა ისრაელის გარეშე” – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთი ჩამოიშლებოდა ისრაელის გარეშე. მისი თქმით, ირანს ისრაელის გასანადგურებლად სამი გზა ჰქონდა, რომელთა შორის იყო ბირთვული საფრთხე. „ეს არის რეჟიმის არსებობის მიზეზი. ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც უნდათ ჩვენი განადგურება და ჩვენ არ ვართ მათი მთავარი სამიზნე. მაგრამ მთავარი მიზნების მისაღწევად მათ უნდა გაგვანადგურონ. ახლო აღმოსავლეთის დაპყრობა შეუძლებელია ისრაელის განადგურების გარეშე და თუ ისრაელი აღარ იარსებებს, მაშინ ახლო აღმოსავლეთი დაუყოვნებლივ დაიშლება“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მეტი...

,,ბაქოში ჟურნალისტების დაკავება რუსეთ-აზერბაიჯანის შორის ურთიერთობების სულისკვეთებას არ შეესაბამება” – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ბაქოში ჟურნალისტების დაკავება ზოგადად მიღებულ ნორმებს და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების სულისკვეთებას არ შეესაბამება. „გვჯერა, რომ ეს ემოციური, უკიდურესად ემოციური რეაქცია ჩანაცვლდება პირდაპირი კომუნიკაციით, რომლის დროსაც პასუხები გაეცემა ყველა დასმულ კითხვას“, – განაცხადა პესკოვმა „სპუტნიკ აზერბაიჯანისა“ და Ruptly-ს თანამშრომლების დაკავებაზე საუბრისას. ბაქოში „სპუტნიკი-აზერბაიჯანის“ ოფისის 7 თანამშრომელი დააკავეს

მეტი...

ბაქოში „სპუტნიკი-აზერბაიჯანის“ ოფისის 7 თანამშრომელი დააკავეს

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ („სპუტნიკ-აზერბაიჯანის“) ბაქოს ფილიალში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში შვიდი ადამიანი დააკავეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის, უკანონო მეწარმეობისა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციის მუხლებით აღიძრა. ორი ადამიანი დააპატიმრეს, ხუთი კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. სასამართლო გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ზიანის განზრახ მიყენების მტკიცებულებებს განიხილავს.

მეტი...

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შემთხვევები აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული შ.ნ. დააკავეს. „სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას 23 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შემდგომში გასაღების მიზნით, ნარკოტიკულ საშუალებას სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა, ფოტოებს უღებდა, შემდეგ კი შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით, ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდა. სამართალდამცველების მიერ ბრალდებულის მიერ მითითებული ლოკაციიდან ექვს შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკია ამოღებული. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად, ასევე,…

მეტი...

საქართველო საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია

„ატლანტიკურმა საბჭომ“ კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსი და მისი დეტალური ანგარიშგება გამოაქვეყნა. კვლევაში, საზოგადოებრივი კეთილდღეობა გააზრებულია არა მხოლოდ მოსახლეობის შემოსავლების დონის, არამედ სოციალური თანასწორობის, უმცირესობათა უფლებების დაცულობის, გარემოსდაცვის, განათლების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით. შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი, 75.5% დააფიქსირა და კეთილდღეობის ინდექსის გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში მოხვდა. ორგანიზაციის შეფასებით, ჩვენს საუკუნეში, ანუ 2001-2024 წლების პერიოდში მსოფლიოში საზოგადოებრივი კეთილდღეობა 7,5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა. ევროპაში კეთილდღეობის ინდექსის მატებამ 6,7 პუნქტი შეადგინა, ევროკავშირში კი 5,5. შედარებისთვის ამ პერიოდში საქართველოში საზოგადოებრივი კეთილდღეობის მაჩვენებელი 17 პუნქტით არის გაზრდილი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ის ფაქტი,…

მეტი...

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ბურსაში 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელიც სტამბოლსა და იალოვაშიც იგრძნობოდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 11:47 საათზე მოხდა. ბიძგების ეპიცენტრი 9.82 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ბურსას გუბერნატორის განმარტებით, მიწისძვრას რაიმე დაზიანება არ გამოუწვევია.

მეტი...

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ივნისს, თბილისში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა ორ პირს. მიღებული დაზიანების შედეგად ერთი დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორემ სხეულის დაზიანება მიიღო”, – აღნიშნულია განცხადებაში. სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

მეტი...

ისტორიაში პირველად, საქართველო 19 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

12 ივლისიდან თელავში 19 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. კონტინენტის პირველობაზე საქართველო, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, იტალია, კოსოვო, ლუქსემბურგი, სლოვაკეთი და უკრაინა იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 12 ივლისს, 16:30 წუთზე, იტალიის წინააღმდეგ გამართავს. ჩემპიონატი 20 ივლისამდე გაგრძელდება, მატჩებზე დასწრება თავისუფალია. 19 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება საქართველოს 2024 წელს ევროპის ხელბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მიენიჭა.

მეტი...

საფრანგეთში ათასზე მეტ სკოლაში სწავლა შეწყდა

საფრანგეთში სიცხის ახალ პიკს ელოდებიან, რის გამოც ქვეყნის 16 დეპარტამენტში საფრთხის წითელი დონე ამოქმედდა. Le Figaro-ს ინფორმაციით, ქვეყნის კიდევ 68 დეპარტამენტში საფრთხის ნარინჯისფერი დონეა ამოქმედებული. საფრანგეთის მეტეოროლოგიური სააგენტო ქვეყნის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დეპარტამენტებში, სადაც საფრთხის ნარინჯისფერი დონე მოქმედებს, ჰაერის ტემპერატურა 36-დან 39 გრადუსამდე მოიმატებს. დეპარტამენტებში, სადაც წითელი დონე მოქმედებს, ჰაერის ტემპერატურა 40-დან 41 გრადუსამდე აიწევს. მაღალი სიცხის გამო პარიზში ეიფელის კოშკის ზედა ნაწილი ოთხშაბათამდე ვიზიტორებისთვის დაკეტილი იქნება. Le Figaro-ს ცნობით, საფრანგეთის განათლების სამინისტრომ ორშაბათიდან 1350 სკოლა დახურა.

მეტი...

ბენიამინ ნეთანიაჰუ მომავალ კვირაში ვაშინგტონში გაემგზავრება, სადაც დონალდ ტრამპს შეხვდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მომავალ კვირაში ვაშინგტონში გაემგზავრება, სადაც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება. ნეთანიაჰუს ვიზიტი ვაშინგტონში 7 ივლისს არის დაგეგმილი. ეს თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში მესამე ვიზიტი იქნება. როგორც The Times of Israel-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და დონალდ ტრამპის შეხვედრის დღის წესრიგში იქნება ირანისა და ღაზის საკითხები, ასევე განიხილება სირიის საკითხი. ტრამპის ადმინისტრაციაში გამოცემასთან ამბობენ, რომ ტრამპის სურვილია ღაზაში ომის დასრულებისა და დარჩენილი მძევლების გათავისუფლების უზრუნველყოფა.

მეტი...

,,გერმანიას სურს შენგენის ზონის შენარჩუნება” – მერცი

,,გერმანიას სურს შენგენის ზონის შენარჩუნება, თუმცა მისი ბოროტად გამოყენება არ უნდა მოხდეს მიგრანტების უკანონო გადაყვანაში ჩართული კრიმინალების მიერ”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ლუქსემბურგის ლიდერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ფრიდრიხ მერცმა ასევე განაცხადა, რომ მჭიდროდ თანამშრომლობს პოლონეთთან სასაზღვრო კონტროლის კუთხით. „დონალდ ტუსკსა და მე, ჩვენს შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის არის ძალიან მჭიდრო, კოლეგიალური და მეგობრული თანამშრომლობა, რადგან ჩვენ გვსურს, საერთო პრობლემა ერთად გადავჭრათ“, – აღნიშნა გერმანიის ლიდერმა.

მეტი...

დანიაში დააკავეს ადამიანი, რომელიც გერმანიაში ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

დანიის მოქალაქე სახელად ალი ს. გასულ კვირას დანიის ქალაქ ორჰუსში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ის აგროვებდა ინფორმაციას გერმანიაში ებრაული ობიექტებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ. პროკურატურაში ვარაუდობენ, რომ ინფორმაციის შეგროვება შესაძლოა, ტერორისტული თავდასხმების მოსაწყობად ხდებოდა. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ეჭვმიტანილი ირანის სადაზვერვო სამსახურისგან მითითებებს 2025 წლის დასაწყისიდან იღებდა. გამოცემა „შპიგელის“ ცნობით, ეჭვმიტანილი ფოტოებს უღებდა სახლებს, მათ შორის გერმანულ-ებრაული საზოგადოების ოფისს და მითითებებს იღებდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტური დანაყოფისგან, „ყუდსის ძალებისგან“. გერმანიის პროკურატურაში ამბობენ, რომ დანიიდან გადმოყვანის შემდეგ ეჭვმიტანილი გერმანიის ფედერალური სასამართლოს წინაშე წარდგება.

მეტი...

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის პირველ მოადგილედ გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანებაშია ნათქვამი. გიორგი ზურაბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ლაშა დარსალია შეცვალა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ლაშა დარსალია საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

მეტი...

,,დღეიდან საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი ამოქმედდა” – შალვა პაპუაშვილი

„დღეიდან ამოქმედდა საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი, რომელიც საგაზაფხულო სესიაზე მივიღეთ. შესაბამისად, დღეიდან ახალი რეგლამენტის მიხედვით იმუშავებს საქართველოს პარლამენტი”, – “, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე. ,,პარლამენტის რეგლამენტი არის ცოცხალი დოკუმენტი. წესი არის, რომ ახალი პარლამენტი იღებს ახალ რეგლამენტს, რაც საპარლამენტო სუვერენიტეტის ერთ-ერთი გამოვლინებაა. პარლამენტის რეგლამენტი არის ის საკანონმდებლო აქტი, რომელსაც განსხვავებით სხვა კანონებისგან, ხელს აწერს მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე. ეს აჩვენებს, რომ პარლამენტის სუვერენიტეტის ნაწილია თავად დაადგინოს საკუთარი საქმიანობის წესები”, – აღნიშნა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილმა ახალი რეგლამენტის შემუშავებაში ჩართულ თითოეულ ადამიანს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

მეტი...

ხონში ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ხონში, ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდი მოტოციკლს მართავდა და ელექტრობოძს შეეჯახა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ხონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ივანდიდში მცხოვრებია.

მეტი...

ქარხანაში აფეთქების შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა

ინდოეთში, ფარმაცევტულ ქარხანაში გაჩენილმა ხანძარმა, სულ მცირე, 34 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ორშაბათს, Sigachi Industries-ის ქარხანაში სამუშაო საათებში მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა. ,,ნანგრევებიდან 31 ცხედარი ამოიყვანეს, ხოლო სამი საავადმყოფოში მკურნალობის დროს გარდაიცვალა“, – განაცხადა რაიონის პოლიციის უფროსმა პარიტოს პანკაჯმა. პოლიციამ, დაზარალებულის შვილის საჩივრის საფუძველზე, ქარხნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ საქმე აღძრა.

მეტი...

,,წვიმა და ქარი” – უახლოესი დღეების განახლებული ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, აღმოსავლეთში კი სეტყვა, იქროლებს დასავლეთის ქარი. რაც შეეხება ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში 26 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 32 გრადუსს მიაღწევს. თბილისში უნალექო ამინდია, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი და ტემპერატურა 31 გრადუსამდე აიწევს. არამდგრადი ამინდები 4-5 ივლისის ჩათვლით შენარჩუნდება, შემდეგ გამოიდარებს და ტემპერატურაც ნელ-ნელა მოიმატებს.

მეტი...

საბერძნეთში გაჩენილი ხანძრის საქმეზე ბრალდებულ 30 წლის ქართველ ქალს განაჩენი გამოუტანეს

30 წლის ქართველმა ქალმა საბერძნეთის კუნძულ ქიოსზე 65 ჰექტარი ტყე გადაწვა. კუნძულზე ხანძრის 85 კერა გაჩნდა. ახალგაზრდა ქალმა ბრალი აღიარა. როგორც მან აღნიშნა, 23 ივნისს სიგარეტის ნამწვი იმ ადგილას ჩააქრო სადაც ხანძარი გაჩნდა. ქალს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 ევროს ჯარიმა დაეკისრა.

მეტი...

,,უნგრეთში ყველას შეუძლია უყვარდეს, ვინც უნდა და იცხოვროს, ვისთანაც უნდა” – სიიარტო

,,უნგრეთში ყველას შეუძლია, უყვარდეს, ვინც უნდა და იცხოვროს, ვისთანაც უნდა, მაგრამ ჩვენ აგრესიული ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგი ვართ”, – აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო. მისი თქმით, ბუდაპეშტში პრაიდის აღლუმის ჩატარებასთან დაკავშირებით „ბევრი ტყუილი, ცილისწამება, ყალბი ამბავი გავრცელდა“. „ჩვენი შვილების დასაცავად, ჩვენ არ ვეგუებით აგრესიულ ლგბტ პროპაგანდას, სკანდალურ ქცევას, თუნდაც იმიტომ, რომ რამდენიმე წლის წინ უნგრელმა ხალხმა რეფერენდუმში დიდი უპირატესობით მის წინააღმდეგ მისცა ხმა“, – აღნიშნავს სიიარტო.

მეტი...

ისრაელის მიერ ღაზაში, კაფეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა და 75 დაშავდა

ღაზას პორტთან ახლოს მდებარე კაფეზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორის დოქტორ მოჰამედ აბუ სილმიას თქმით, დარტყმის შედეგად სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა და 75 დაშავდა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა CNN-ს განუცხადეს, რომ ინციდენტი „განხილვის პროცესშია“. „ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩრდილოეთ ღაზას სექტორში „ჰამასის“ რამდენიმე ტერორისტი დაბომბეს. დარტყმამდე გადაიდგა ნაბიჯები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საჰაერო მეთვალყურეობის გამოყენებით ზიანის რისკის შესამცირებლად“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში. CNN-ის ინფორმაციით, ალ-ბაქას კაფე ცნობილი ადგილი იყო სტუდენტებისთვის, ჟურნალისტებისთვის და დისტანციურად მომუშავე ადამიანებისთვის.

მეტი...