დონალდ ტრამპი ირანზე ხელახალ იერიშს არ გამორიცხავს, თუ ამის საჭიროება იქნება. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხა, განიხილავდა თუ არა ირანის დაბომბვას, თუ მომავალში დაზვერვის მოხსენებები შემაშფოთებელ დასკვნას შეიცავდა. „რა თქმა უნდა, ეჭვგარეშე“, – უთხრა ტრამპმა ჟურნალისტს. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ ირანის ბირთულ ობიექტებზე მიტანილი იერიშების შემდეგ არ ჰგონია, რომ ირანი შეძლებს ბირთვულ სფეროში დაბრუნებას ახლო მომავალში. ტრამპის თქმითვე, არ ღელავს ირანში საიდუმლო ბირთვული ობიექტების არსებობის გამო. „შემიძლია, გითხრათ – ისინი გადაღლილები არიან. ისრაელიც გადაღლილია. მე ორივესთან ვმუშაობდი და ორივეს სურდა ამის მოგვარება, ორივეს და ჩვენ შესანიშნავი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ ისინი გამოფიტულები…
მეტი...დღე: ივნისი 27, 2025
„ლატვია მკაცრად გმობს საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებებს”- ბაიბა ბრაჟე
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე აცხადებს, რომ მკაცრად გმობს საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებას. მისი თქმით, ეს ქმედებები დემოკრატიულ პრინციპებს არ შეესაბამება. „ლატვია მკაცრად გმობს საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებს და მათ წინააღმდეგ განაჩენებს. ეს ქმედებები დემოკრატიულ პრინციპებს არ შეესაბამება. სოლიდარულები ვართ ქართველ ხალხთან მათ ბრძოლაში დემოკრატიული და პლურალისტური საქართველოსთვის“ – წერს ბრაჟე.
მეტი...ტრამპი გეგმავს, ტარიფებთან დაკავშირებით წერილები გაუგზავნოს 200-მდე ქვეყანას
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უახლოეს მომავალში გეგმავს, წერილები გაუგზავნოს 200-მდე ქვეყანას, თუ რა ტარიფის გადახდა მოუწევთ ამერიკაში. „ჩვენ გავგზავნით წერილს, ვსაუბრობთ მრავალ ქვეყანასთან, რომ უბრალოდ ვუთხრათ, რა უნდა გადაიხადონ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიზნეს საქმიანობისთვის და ეს ძალიან სწრაფად მოხდება. ზოგიერთი უფრო დიდი ქვეყნის შემთხვევაში, მაგალითად, ინდოეთის, ვფიქრობ, რომ შევძლებთ შეთანხმების მიღწევას, სადაც ჩვენ გვექნება უფლება, შევიდეთ და ვივაჭროთ. ახლა ეს შეზღუდულია, ვერ შედიხარ იქ, ვერც კი იფიქრებ ამაზე. ჩვენ ვცდილობთ, მივაღწიოთ სავაჭრო ბარიერები ს სრულ მოხსნას, რაც წარმოუდგენელია და არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს მოხდება“- განაცხადა ტრამპმა.
მეტი...უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ რუსეთის სიღრმეში ორი ბომბდამშენი გაანადგურეს
უკრაინამ რუსეთის სიღრმეში ორი ბომბდამშენი გაანადგურა და კიდევ ორი დააზიანა. შესაბამის განცხადებას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. განცხადების თანახმად, უკრაინულმა ძალებმა 27 ივნისის ღამეს რუსეთის ვოლგოგრადის ოლქის მარინოვკას აეროდრომზე ორი რუსული გამანადგურებელ-ბომბდამშენი გაანადგურეს და კიდევ ორი დააზიანეს. „უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის შედეგადაც აეროდრომ მარინოვკაზე ორი რუსული გამანადგურებელ-ბომბდამშენი “სუ-34” გაანადგურეს და კიდევ ორი დააზიანეს“ – ნათქვამია განცხადებაში.
მეტი...„ქართული ოცნების“ ქმედებები ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს”- ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებას ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ქართული ოცნების“ ქმედებები ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს. „მკაცრად ვგმობთ საქართველოში რეპრესიებს, როდესაც ყოველდღე სულ უფრო მეტ ოპოზიციონერ ლიდერს აპატიმრებენ. „ქართული ოცნების” ქმედებები ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს, რომლებზეც საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობებია აშენებული. პოლიტიკურად დევნილი აქტივისტები უნდა გათავისუფლდნენ; ჩართული პირები სანქციების წინაშე უნდა დადგნენ,” – ნათქვამია განცხადებაში.
მეტი...“დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა, ვინც საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მსხვერპლია”- PACE -ს მომხსენებლები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მომხსენებლები საქართველოს საკითხებში, ედიტე ესტრელა (პორტუგალია) და საბინე ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა) განცხადებას ავრცელებენ. ისინი ოპოზიციონერი ლიდერებისა და აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ. „ვუერთდებით ასამბლეაში გუშინდელ დებატებში ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლების მოწოდებას, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა პირი, ვინც საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მსხვერპლია. ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის გასაჩუმებლად ეს დევნა და სასამართლო პროცედურების ბოროტად გამოყენება უნდა დასრულდეს. ისინი არ შეესაბამება დემოკრატიულ საზოგადოებას“ – განაცხადეს მომხსენებლებმა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მომხსენებლები მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველოში „ფაქტების დამდგენელი ვიზიტის“ განხორციელებას გეგმავენ, რაც მათი ძალისხმევის ნაწილი იქნება „საქართველოში…
მეტი...„დანია მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციონერი ლიდერის დაპატიმრებას”- ლარს ლოკე
დანია მკაცრად გმობს ოპოზიციონერი ლიდერის დაპატიმრებას და მხარს უჭერს მიზნობრივ სანქციებს. ამის შესახებ ნათქვამია დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლარს ლოკე რასმუსენის განცხადებაში, რომელსაც სოციალურ ქსელში დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „დანია მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მიერ მრავალი ოპოზიციონერი ლიდერის დაპატიმრებას, სამოქალაქო საზოგადოების დევნას, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიებს და მზია ამაღლობელის ხანგრძლივ წინასწარ პატიმრობას. დანია მხარს უჭერს მიზნობრივ სანქციებს“, – ნათქვამია რასმუსენის განცხადებაში.
მეტი...“ვიწყებ შიმშილობას”- ელენე ხოშტარია
„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ის პარლამენტის წინ შიმშილობას იწყებს. ხოშტარიამ აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” დამარცხების ერთადერთი გზა რევოლუციაა. “მე მინდა ჩემი ბრძოლის ახალი ფორმა გამოვაცხადო და ეს ფორმა არ არის ან ემოციური ან გაუაზრებელი, ეს არის გამარჯვებაზე ორიენტირებული ბრძოლა. მე რუსთაველზე ვიწყებ შიმშილობას, არ მოვიცვლი აქედან ფეხს, ეს შიმშილობა არ არის თავგანწირული რაღაც სასოწარკვეთილი ნაბიჯი – ეს არის ჩემი განაცხადი “ქართული ოცნებისთვის”. მეორე განაცხადი ხალხისთვის – რევოლუცია და გარეთ ქუჩაში ამათი დამხობა არის ერთადერთი გზა” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მეტი...თელავში სავალუტო ჯიხურის მფლობელს თავს დაესხნენ
თელავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურის მფლობელს თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, ობიექტზე დანით შეიარაღებული მამაკაცი შევარდა და მფლობელს ფულს სთხოვდა, რის გამოც მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. თავდამსხმელი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
მეტი...კაბალში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ორ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, 25 ივნისს ორი პირი, განზრახ მკვლელობის მიზნით, თავს დაესხა კაბალის ბაზრის ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 ივნისს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ორი პირი განზრახ მკვლელობის მიზნით, თავს დაესხა კაბალის ბაზრის ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მაღაზიის მფლობელი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. ასევე ადგილზე მყოფი პირის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს…
მეტი...“კრიმინალების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის”- პრემიერი
„ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა გაისიგრძეგანოს, რომ კრიმინალების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის, ეს არის ღირსეული ქართული სახელმწიფო, სადაც პოლიტიკაში უნდა იყვნენ წარმოდგენილნი არა კრიმინალები, არამედ პატრიოტები“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა. პრემიერი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი წარიმართა და მიმდინარეობს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში, რომელიც შესაბამისი შედეგით უნდა დასრულდეს. „ჩვენს თავსაც და საზოგადოებასაც უნდა შევახსენოთ ხოლმე, რაც შეიძლება ხშირად, წინა ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი დანაშაულები. გვახსოვს, რა რეჟიმი მოქმედებდა საქართველოში 2012 წლამდე. რეჟიმი თავიდან ბოლომდე იდგა კრიმინალზე, ადამიანებზე ზრუნვა არ იყო არავითარი პრიორიტეტი,…
მეტი...სოჭის აეროპორტში ორი სამგზავრო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა
სოჭის აეროპორტში, ასაფრენ ბილიკზე ორი სამგზავრო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც ტიუმენში უნდა გაფრენილიყო, ასაფრენ ბილიკზე გადასვლისას ნორილსკიდან ჩამოფრენილ თვითმფრინავს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მეტი...ავტობუსი, რომელსაც კოლეჯის სტუდენტები გადაჰყავდა მდინარეში გადავარდა
დიდ ბრიტანეთში, ორსართულიანი სამგზავრო ავტობუსი, რომელსაც კოლეჯის სტუდენტები გადაჰყავდა მდინარეში გადავარდა. ორი მგზავრი მძიმე მდგომარეობაშია. მსუბუქი ტრავმები კიდევ 15-მა ადამიანმა მიიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ის სტუდენტების გადარჩენაში მონაწილეობდა და ავტობუსის მძღოლმა უთხრა, რომ მუხრუჭები არ მუშაობდა.
მეტი...წერეთლის გამზირზე ავტობუსი ქვეითს დაეჯახა
თბილისში, წერეთლის გამზირზე ავტობუსი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მომხდართან დაკავშირებით, სხვა დეტალები ამდროისთვის უცნობია.
მეტი...,,რუსეთის ომის მადა რომ შემცირდეს, უნდა შემცირდეს ნავთობისგან მათი შემოსავლები ერთ ბარელზე 30 დოლარამდე” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, რუსული ნავთობის ზღვრული ფასი ერთ ბარელზე 30 დოლარამდე შეამციროს. ამჟამად ეს ზღვარი 45 დოლარს შეადგენს. „რუსეთის სამხედრო ამბიციები იზრდება, როცა ნავთობისგან არსებული შემოსავლები მაღალია. რუსეთის ომის მადა რომ შემცირდეს, უნდა შემცირდეს მათი შემოსავლები ნავთობისგან“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კვლავ რჩება მისი აგრესიის შეზღუდვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად. „ახლა საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მართლაც ძლიერი, მე-18 პაკეტი. მთავარი სამიზნეები უნდა იყოს რუსეთის ნავთობით ვაჭრობა, მისი „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერები, რუსული ბანკები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები, ასევე მიწოდების ჯაჭვები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღჭურვილობის…
მეტი...,,დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს” – პრემიერი
,,ყველა ის საქმე, რომელიც დღეს წარმოვადგინეთ თქვენს წინაშე, ეფუძნება სწორედ იმ ნდობას, რომელიც საქართველოს პარლამენტმა გამოუცხადა საქართველოს მთავრობას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობს მეთაურმა დეპუტატებს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის, რომელიც მათ მთავრობას ჯერ წელიწად-ნახევრის წინ, გასული წლის თებერვალში და შემდეგ ნახევარი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოუცხადეს. „მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ჩვენ ყველა ერთად ვაკეთებთ საერთო საქმეს – ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და სწორედ ამ გუნდის ერთიანობამ, ერთად დგომამ, საერთო გადაწყვეტილებებმა განაპირობა ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ამაყობს თავისი დამოუკიდებლობით,…
მეტი...ისრაელი ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს
ისრაელი ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. დეირ ალ-ბალაგის ბაზრობაზე ცაჰალის საჰაერო დარტყმებს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. მსოფლიოში კვლავ განხილვის თემაა ისრაელ-ირანის დაპირისპირება. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდირების სურვილი ჰქონდათ, თუმცა არა სიტუაციური შესაძლებლობა. პარალელურად, ისლამური სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აბას თეირანს არ აქვს გეგმები შეერთებულ შტატებთან ბირთვული მოლაპარაკებების განახლების შესახებ. CNN-ის ცნობით კი, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებში დაბრუნებისთვის, მათ შორის, ფინანსურ დახმარებას სამოქალაქო ბირთვული პროგრამის გასავითარებლად.
მეტი...,,ბუდაპეშტში პრაიდის ორგანიზებას სამართლებრივი შედეგები მოჰყვება” – ორბანი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბუდაპეშტის პრაიდის მსვლელობის ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას სამართლებრივი შედეგები მოჰყვება. „ჩვენ ზრდასრულები ვართ და ვურჩევ, ყველამ გადაწყვიტოს, რა სურთ. დაიცავით კანონი, ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ და ეს არის ის, რასაც მე მათაც ვურჩევ. თუ არ დაიცავთ, მაშინ უნდა გაითვალისწინოთ წერილობითი, მკაფიო სამართლებრივი შედეგები“, – აღნიშნა ორბანმა. როგორც ორბანმა რადიოს ეთერში განაცხადა, პოლიციას აქვს უფლება, მსგავსი ღონისძიება დაშალოს, თუმცა მისი თქმით, უნგრეთი ცივილიზებული ქვეყანაა. „რა თქმა უნდა, პოლიციას შეუძლია ასეთი ღონისძიებების დაშლა, რადგან ამის გაკეთების უფლება აქვთ. თუმცა, ბოლოს და ბოლოს უნგრეთი ცივილიზებული…
მეტი...,,ირანთან მოლაპარაკებების კონკრეტული თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის” – თეთრი სახლი
თეთრი სახლის სპიკერის, კაროლინ ლევიტის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებების კონკრეტული თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და ირანის წარმომადგენლები ერთმანეთს მომავალ კვირას შეხვდებიან. „ამ მომენტისთვის არაფერი გვაქვს დაგეგმილი. განვაგრძობთ მჭიდრო კომუნიკაციას ირანთან და შუამავალ ქვეყნებთან, მათ შორის კატარის წარმომადგენლებთან. ჩვენ გვაქვს კონტაქტი და თუ შეხვედრა იქნება, შეგატყობინებთ“, – თქვა ლევიტმა.
მეტი...მთავარეპისკოპოსმა მიქაელ აჯაფახიანმა საგამოძიებო კომიტეტში გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო
მთავარეპისკოპოსმა მიქაელ აჯაფახიანი და მისი ადვოკატები წმინდა ეჩმიაძინის მთავარი საკათედრო ტაძრის ტერიტორიას ტოვებენ და საგამოძიებო კომიტეტში მიემართებიან. „სპუტნიკ-არმენიას” ცნობით, მთავარეპისკოპოს მიქაელს თან რამდენიმე სასულიერო პირიც ახლავს. მთავარეპისკოპოსის ერთ-ერთმა ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს ეჩმიაძინის მთავარ საკათედრო ტაძარში დაგეგმილი იყო სასულიერო პირების შეხვედრა, რომლის კოორდინატორი მიქაელ აჯაფახიანი იყო. შეხვედრამდე მივიდნენ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და განაცხადეს, რომ საგამოძიებო კომიტეტმა მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს სთხოვეს, რომ შეხვედრისთვის ხელი არ შეეშალათ და შეხვედრის შემდეგ თავად ეპისკოპოსი მივიდოდა საგამოძიებო კომიტეტში. ისინი ამ წინადადებას დათანხმდნენ, რის შემდეგაც მთავარეპისკოპოსმა საგამოძიებო კომიტეტის…
მეტი...რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა, 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, მგზავრებს ვერ მოემსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ამის მიზეზია ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები. ,,რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, მგზავრებს ვერ მოემსახურება. აღნიშნულ პერიოდში საბაგირო გზაზე განხორციელდება გეგმური ინსპექტირებისა და ტექნიკური მომსახურების სამუშაოები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მეტი...,,განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების ცენტრი უქმდება” – პრემიერი
,,განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების ცენტრის უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება რეგიონული განვითარების სამინისტროზე და თბილისის ნაწილში დედაქალაქის მერიაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვების პასუხისას განაცხადა. პრემიერის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ცვლილებები უნდა განხორციელდეს ნორმატიულ ბაზაში. „განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების ცენტრის უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება რეგიონული განვითარების სამინისტროზე და თბილისის ნაწილში დედაქალაქის მერიაზე. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ცვლილებები უნდა განხორციელდეს ნორმატიულ ბაზაში. მე ვფიქრობ, რომ ეს ცვლილება მნიშვნელოვანია, მათ შორის, იმ კუთხითაც, რომ პერსპექტივაში, ეს ფუნქცია, ვფიქრობ, უნდა გადავიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის გამგებლობაში. სკოლების მოვლა-პატრონობა პერსპექტივაში…
მეტი...სომეხმა სამართალდამცველებმა ეჩმიაძინის ტერიტორიაზე ეპისკოპოსის დაკავება ორჯერ სცადეს
სომხეთის უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დილიდან ეჩმიაძინის საკათალიკოსოში ეპისკოპოს მიქაელ აჯაპაიანის დასაკავებლად მივიდნენ, თუმცა ადგილზე შეკრებილმა მრევლმა მათ ამის საშუალება არ მისცა. სომხური მედიის ცობით, შირაქის მხარის ეპისკოპოსს ბრალად სომხეთის ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობა ედება. სამართალდამცველები ეჩმიაძინის სამონასტრო კომპლექსთან დილიდან გამოჩნდნენ. მათ იქვე შეკრებილი მრევლი დახვდა. მოგვიანებით სამართალდამცველებსა და ადამიანებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პოლიციის წარმომადგენლებთან ყოველთა სომეხთა კათალიკოსი, გარეგინ მეორე ეპისკოპოს მიქაელ აჯაპაიანთან ერთად მივიდა. სამართალდამცველებმა ეპისკოპოსი დააკავეს, თუმცა მისი წაყვანა ვერ შეძლეს. მოგვიანებით უსაფრთხოების სამსახურისა და შსს-ს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ სცადეს მღვდელმთავრის დაკავება, თუმცა…
მეტი...,,ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ქართული ოცნება” – ირაკლი კობახიძე
,,ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ქართული ოცნება – ეს არის ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოს დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა ნაბიჯი, რომელიც იდგმება საქართველოს მთავრობის მხრიდან, საბოლოო ჯამში ამ ორი ქართული ოცნების ასრულებისკენ არის მიმართული. „ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ოცნება, ორი მთავარი ქართული ოცნება – ეს არის ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოს დაძლევა და ძალიან სწრაფი ტემპით მივდივართ ამ მიმართულებით, ჩვენ საშუალოვადიან პერსპექტივაში გვექნება ამ მიზნის სრულად მიღწევის საშუალება. მეორე – ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა,…
მეტი...,,ამ ტიპის განცხადებების გაკეთება წარმოუდგენელია, ისინი თეთრზე გვიმტკიცებენ, რომ შავია” – კახა კალაძე
„მე მაინტერესებს თავიანთ ქვეყნებში პოლიტიკოსებს იგივე რომ გაეკეთებინათ, რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი ევროსაბჭოში გამართულ დებატებს, სადაც საქართველოში პოლიტიკოსების დაკავების საკითხზე ისაუბრეს. როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, კონკრეტული პოლიტიკოსები არ გამოცხადდნენ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რასაც კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. „წარმოუდგენელია ამ ტიპის განცხადებების გაკეთება. ისინი თეთრზე პირდაპირ გვიმტკიცებენ, რომ შავია. რეალობა ხომ ვიცით ყველამ და იცის ქვეყნის მოსახლეობამ – ამ ადამიანებს აქვთ კონკრეტული დანაშაული, ისინი არ გამოცხადდნენ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. ყველაფერი კანონშია გაწერილი, თუ რა ხდება არგამოცხადების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ გადადგა…
მეტი...,,საქართველოს მთავრობის თითოეული ნაბიჯი ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას” – პრემიერი
,,მთლიანობაში, თითოეული ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა საქართველოს მთავრობის მხრიდან, ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას, ყველას კარგად გვესმის, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე არ არსებობს არაფერი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე აზრი არ აქვს არც ეკონომიკის განვითარებას, არც ჯანდაცვის მიმართულებაზე, არც კულტურასა და სპორტზე ზრუნვას. „მთავარია მშვიდობა და სტაბილურობა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაკეთდა ყველაფერი იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და სტაბილურობა და იმისთვის, რომ დაგვეცვა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ეროვნული სუვერენიტეტი. მინდა,…
მეტი...,,აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვაქვს ხელშესახები წინგადადგმული ნაბიჯები” – კახა კალაძე
,,შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვაქვს ხელშესახები წინგადადგმული ნაბიჯები”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყოველწლიური მოხსენების დასრულების შემდეგ განუცხადა. „პირველ რიგში, მინდა, წარმატებები ვუსურვო პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა პარლამენტში. პრემიერმა წარადგინა კონკრეტული შედეგები ყველა მიმართულებით. გაკეთებული იყო სიღრმისეული ანალიზი. ხაზი გაესვა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში, რა მიღწევები გვაქვს. ასევე, საუბარი შეეხო გამოწვევებს და ასევე იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა გავაუმჯობესოთ კონკრეტული მიმართულებები. შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვაქვს ხელშესახები წინგადადგმული ნაბიჯები.…
მეტი...,,ჩვენი ამოცანაა პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მაქსიმალურად გაღრმავება ჩინეთთან” – პრემიერი
,,ჩინეთთან ურთიერთობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რათა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება კონკრეტულ შედეგებში აისახოს მომავალშიც. „ჩინეთთან ურთიერთობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის. ჩვენი ამოცანაა პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მაქსიმალურად გაღრმავება ჩინეთთან. ჩვენ შარშანწინ მოვაწერეთ ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს შეთანხმება კონკრეტულ შედეგებში აისახოს მომავალშიც. ამაზე აქტიური მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მეტი...,,აგენტი და ქვეყნის მოღალატეები იქნებიან ერთად, თუ ცალ-ცალკე, მოსახლეობისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს” – კახა კალაძე
„ცხადია, მათ წინასწარ იცოდნენ, რომ არანაირი შანსი არ ჰქონდათ საპარლამენტო არჩევნებში, ელემენტარულად, საარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებიათ, რა წარმატებაზეა საუბარი“, – აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრის ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე საუბრისას. მისი თქმით, ოპოზიცია, საპარლამენტო არჩევნების წინ, მიზანმიმართული მანიპულაციით, ცდილობდა თავისი ამომრჩეველი დაერწმუნებინა, თითქოს გამარჯვების რაიმე შანსი ჰქონდათ. „ყველამ ვიცით, ვის რა რეიტინგი აქვს, რა შესაძლებლობა აქვს და რა შესაძლებლობა ჰქონდათ, თუნდაც საპარლამენტო არჩევნების პროცესში და ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ, ჩვეულებრივ, პირდაპირი აღიარებაა, რომ მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ ვერ მოიგებდნენ. კვლევას ყველა ატარებს, მიდიოდა მიზანმიმართული მანიპულაციები…
მეტი...,,ვერავის მივცემთ საშუალებას, გარედან, გაუმჭვირვალედ დააფინანსონ პრონარკოტიკული კამპანიები ჩვენს ქვეყანაში” – პრემიერი
,,ნარკოტიკული დანაშაულის მიმართ ვიქნებით აბსოლუტურად შეურიგებლები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით ხელისუფლება ვერავის მისცემს საშუალებას, რომ გარე დაფინანსებით, გაუმჭვირვალედ დააფინანსონ პრონარკოტიკული კამპანიები ქვეყანაში. „ნარკოტიკული დანაშაულის მიმართ ვიქნებით აბსოლუტურად შეურიგებლები. ვერავის მივცემთ ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის, ახალგაზრდების მოწამვლის საშუალებას, მათ შორის, ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ გარე დაფინანსებით, გაუმჭვირვალედ დააფინანსონ პრონარკოტიკული კამპანიები ჩვენს ქვეყანაში. წაახალისონ მარიხუანის, კლუბური ნარკოტიკების და სხვა მსგავსი საშუალებების მოხმარება. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ გამჭვირვალობის შესახებ და გრანტების შესახებ კანონის მიღებისთვის. სწორედ ასეთი ქმედებების წინააღმდეგ არის მიმართული ეს კანონმდებლობა.…
მეტი...ნიკა მელიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აუკრძალეს
,,კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერს, ნიკა მელიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, სასამართლომ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე, მას 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აუკრძალეს.
მეტი...,,შეურიგებელი ვიქნებით ნარკორეალიზატორების მიმართ” – პრემიერი
,,ნარკოტიკებთან ბრძოლა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებებიდან მკაფიოდ გამოჩნდა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები, უპრეცედენტო მოცულობის ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. „18 მსხვილი ნარკორეალიზატორი იქნა დაკავებული სპეციალური ოპერაციის შედეგად სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ. შსს-ს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა ამ ქმედებებისთვის. არ გავჩერდებით და მომავალშიც ძალიან ქმედითი ნაბიჯები იქნება გადადგმული იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ნარკოტიკების მოხმარება ჩვენს ქვეყანაში და ვიქნებით შეურიგებელი ნარკოტიკების რეალიზატორების მიმართ. ეს ყველამ ძალიან კარგად…
მეტი...,,აშშ-სთან ურთიერთობა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი” – პრემიერი
,,ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცება და საერთაშორისო კავშირების გაფართოება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიზნით ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები განხორციელდა არაერთ ქვეყანაში. ,,ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცება და საერთაშორისო კავშირების გაფართოება. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები განხორციელდა არაერთ ქვეყანაში. მათ შორის, მეც მქონდა, პირადად, მნიშვნელოვანი ვიზიტები როგორც რეგიონის, ისე შუა აზიის ქვეყნებში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, უნგრეთში შედგა რამდენიმე ვიზიტი. როგორც მოგეხსენებათ, უნგრეთი არის ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მთავარი მხარდამჭერი ევროპული ქვეყანა. საერთაშორისო სამიტებში…
მეტი...,,ვაგრძელებთ მოქმედებას ე.წ. პრაგმატული პოლიტიკით, რასაც ალტერნატივა არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის” – პრემიერი
,,ვაგრძელებთ მოქმედებას ე.წ. პრაგმატული პოლიტიკით, რასაც ალტერნატივა არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ პრაგმატულმა პოლიტიკამ მოიტანა თავისი კონკრეტული შედეგები. „ნატოსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, მათ შორის, ერთობლივი წვრთნებისა და სხვა ღონისძიებების ფორმატში. აქტიურად ვმუშაობთ არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით, რასაც აქვს თავისი შედეგი. ბუნებრივია, ვაგრძელებთ მოქმედებას ე.წ. პრაგმატული პოლიტიკით, რასაც ალტერნატივა არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ამ პრაგმატულმა პოლიტიკამ მოიტანა თავისი კონკრეტული შედეგები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მეტი...,,მზად ვართ, სასკოლო და არასასკოლო ინფრასტრუქტურა დავუთმოთ ინვესტორებს 20-წლიანი ვადით” – პრემიერი
,,სპორტის შემდგომი განვითარების მიზნით გვაქვს კონკრეტული გეგმები – ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია, საბოლოო მიზანია, თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნას მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს კომპლექსური მიდგომით და გარდა სახელმწიფო ფინანსებისა, საჭიროა ინვესტორების წახალისება, ვინაიდან სპორტის მიმართ დაინტერესება დიდია. „გვსურს, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ კომპლექსური მიდგომით, სტანდარტიზებული პროექტებით, რათა მაქსიმალურად ხარისხიანად განხორციელდეს ყველა პროექტი თითოეულ მუნიციპალიტეტში. ასევე, გვაქვს სტადიონების განვითარების პროგრამა, მთელი ქვეყნის მასშტაბით. საუბარია, როგორც…
მეტი...,,მზად ვართ, გადავდგათ ყველა ნაბიჯი, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას” – პრემიერი
,,ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან არის უსამართლო მიდგომა, თუმცა ჩვენ მზად ვართ, გადავდგათ ყველა ნაბიჯი იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით ხელისუფლების გაცხადებული მიზანია, 2030 წელს საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა და ამისათვის ქვეყანა იქნება მზად 2030 წლისთვის. „რაც შეეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, აქ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები. არის უსამართლო მიდგომა ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, თუმცა ჩვენ ვრჩებით მზაობის რეჟიმში. ჩვენ მზად ვართ, გადავდგათ ყველა ნაბიჯი იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. ჩვენ გვაქვს გაცხადებული…
მეტი...