“გმირულად ვიბრძოლეთ ირანის წინააღმდეგ და მივაღწიეთ დიდ გამარჯვებას”- ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ  ისრაელის გამარჯვება ირანის წინააღმდეგ შესაძლებლობებს ქმნის სამშვიდობო შეთანხმებების მასშტაბური გაფართოებისთვის. „ჩვენ გმირულად ვიბრძოლეთ ირანის წინააღმდეგ და მივაღწიეთ დიდ გამარჯვებას. ეს გამარჯვება სამშვიდობო შეთანხმებების მასშტაბური გაფართოების შესაძლებლობას ქმნის. ჩვენ ამაზე ენერგიულად ვმუშაობთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ახლა არსებობს შესაძლებლობის ფანჯარა „ჰამასის“ დასამარცხებლად და ასევე მძევლების დასაბრუნებლად.

მეტი...

„ნატო-ს გუშინდელი სამიტი ისტორიაში ყველაზე ერთიანი და პროდუქტიული იყო”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დადებითად შეაფასა ნატო-ს სამიტი. მისი განცხადებით, ეს იყო ისტორიაში ყველაზე პროდუქტიული შეხვედრა. „ნატო-ს გუშინდელი სამიტი შესანიშნავი იყო, ისტორიაში ყველაზე ერთიანი და პროდუქტიული. საოცარი დღე არაჩვეულებრივ და მზრუნველ ლიდერებთან ერთად. შეთანხმება 5%-ზე ნატო-ს ნამდვილ ძალას აძლევს!“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. ნატო-ს წლევანდელი სამიტის მთავარი გადაწყვეტილებაა ის, რომ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა მომდევნო წლების განმავლობაში თავდაცვითი ხარჯები მშპ-ის 2%-დან 5%-მდე უნდა გაზარდონ. აღნიშნული გადაწყვეტილება ხუთპუნქტიან დეკლარაციაში უკვე ასახულია.

მეტი...

საფრანგეთში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა

საფრანგეთში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ორი ადამიანი. არიან დაშავებულებიც. 100 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ფრანგული მედიის ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში საფრანგეთის რეგიონებში გადაუღებლად წვიმდა. 25 ივნისს საღამოს ბევრ ქალაქსა და დასახლებაში ჭექა-ქუხილი და ძლიერი ქარიც იყო. სტიქიის შედეგად ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ქალაქ ტულუზას სიახლოვეს დაიღუპა ორი ადამიანი. ერთ-ერთი მათგანი 12 წლის ბიჭია, რომელსაც ქარის მიერ წაქცეული ხე დაეცა. საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში კი მამაკაცი, რომელიც კვადროციკლს მართავდა წაქცეულ ხეს დაეჯახა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. სტიქიის გამო სხვადასხვა დაზიანებები ქვეყნის სხვა დასახლებებში 17 ადამიანი დაშავდა.

მეტი...

„მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 4 ივლისს დაიწყება“- რუმინეთის პრეზიდენტი

რუმინეთის პრეზიდენტის, ნიკუშორ დანის განცხადებით, მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პირველი ეტაპი 4 ივლისს კიშინეუში დაიწყება. მისივე ინფორმაციით, ამ დღეს მოლდოვის დედაქალაქში ევროკომისიისა და ევროკავშირის წარმომადგენელთა მონაწილეობით სამიტი გაიმართება. „გაწევრიანების პროცესში მოლაპარაკებები წარმოებს 33 პუნქტზე და სამიტზე, რომელიც კიშინეუში 4 ივლისს ევროკომისიისა და ევროკავშირის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება, გაიხსნება პირველი თავი – საფუძვლები“, – განაცხადა დანიმ.

მეტი...

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეთა გაცვლის მორიგი ეტაპი განახორციელეს

რუსეთმა და უკრაინამ ხუთშაბათს სტამბოლის შეთანხმების ფარგლებში ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი განახორციელეს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამჯერად შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები დაბრუნდნენ სახლებში. „ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა ვიპოვოთ, თითოეული სახელის შესახებ გადავამოწმოთ ინფორმაცია. ყველა უნდა დავაბრუნოთ სახლში. მადლობა ყველას, ვინც ამაში გვეხმარება“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მეტი...

“საქართველო რუსული აგრესიის მსხვერპლია, მაგრამ მხარს არ უჭერს მის წინააღმდეგ ტრიბუნალს”- გონჩარენკო

ოლექსი გონჩარენკო აცხადებს, რომ  საქართველომ ხელი არ მოაწერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას. რადას დეპუტატის განცხადებით, საქართველო თავადაა რუსული აგრესიის მსხვერპლი, მაგრამ მხარს არ უჭერს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს. “გუშინ აქ, ამ დარბაზში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მივიღეთ, რომელიც სიტყვით გამოვიდა, მაგრამ მანამდე მან შეთანხმებას მოაწერა ხელი სპეციალური ტრიბუნალის შესახებ. ნამდვილად ისტორიული მომენტი – ტრიბუნალი აგრესიისთვის. მაგრამ იცით რა? წევრი სახელმწიფოებიდან ექვსი ქვეყანაა, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს ამ შეთანხმებას. და ამ ექსი ქვეყნიდან ერთ-ერთი საქართველოა. საქართველო თავადაა რუსული აგრესიის მსხვერპლი. საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. თითქმის იგივე რიცხვი,…

მეტი...

თბილისში ავტომობილი დაიწვა

თბილისში მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.  შემთხვევა საბურთალოზე მოხდა. როგორც თვითმხილველები წერენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო. „მოძრავ მანქანას გაუჩნდა ცეცხლი, ქვეითებმა დაინახეს და გააფრთხილეს მძღოლი.  არავინ დაშავებულა, მანქანაში აუცილებლად გქონდეთ ცეცხლმაქრი”- ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში 21.8% – ზელენსკის, 19.6 პროცენტი ზალუჟნის მისცემდა ხმას – გამოკითხვა

უკრაინული მედია სოციოლოგიური კვლევითი ცენტრის, „სოცისის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები უახლოეს მომავალში რომ გაიმართოს, უკრაინელები პირველ ტურში ხმას, ძირითადად, მოქმედ პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩს, ვალერი ზალუჟნის მისცემენ. აღნიშნული ორი კანდიდატის მიერ კენჭისყრის შემთხვევაში გამოკითხულთა 21.8 პროცენტი ზელენსკის მისცემდა ხმას, ხოლო 19.6 პროცენტი – ზალუჟნის. უკრაინული მედიის თანახმად, რესპონდენტთა დიდმა რაოდენობამ (24.7 პროცენტი) ვერ შეძლო არჩევანის გაკეთება. შეთავაზებულ კანდიდატთა სიაში ასევე შედიოდნენ ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და სხვები.

მეტი...

„ნატო-ს თავდაცვის ხარჯების ზრდა რუსეთის უსაფრთხოებაზე გავლენას არ მოახდენს“- ლავროვი

საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ნატო-ს თავდაცვის ხარჯების ზრდა რუსეთის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს. ლავროვის თქმით, ევროპის მთავრობების გეგმები თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ საფრთხეს უქმნის ადგილობრივ გადასახადის გადამხდელებს, რომელთა ფულიც ბოლო წლებში უკვე გამოიყენებოდა რუსეთთან უაზრო დაპირისპირების დასაფინანსებლად უკრაინაში. „ჩვენ ვიცით, რა მიზნებს ვისწრაფვით, არ ვმალავთ მათ, ღიად ვაცხადებთ, ისინი აბსოლუტურად ლეგალურია გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების ნებისმიერი ინტერპრეტაციის თვალსაზრისით. ვიცით, რა საშუალებებით უზრუნველვყოფთ ყოველთვის ამ მიზნების მიღწევას“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა. 25 ივნისს ნატოს სამიტის შედეგად წევრმა ქვეყნებმა ვალდებულება აიღეს, რომ 2035 წლისთვის ყოველწლიურად თავდაცვაზე…

მეტი...

“აშშ-ის ავიადარტყმებამდე ირანს ბირთვული ობიექტებიდან არაფერი გაუტანია”- ტრამპი

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის ავიადარტყმებამდე ირანს ბირთვული ობიექტებიდან ურანი არ გაუტანია. “ობიექტზე მანქანები და მცირე სატვირთო მანქანები მუშებს ეკუთვნოდა, რომლებიც ბეტონზე მუშაობდნენ და გასასვლელების დალუქვას ცდილობდნენ. ობიექტიდან არაფერი გატანილა, ეს ძალიან დიდ დროს დაიკავებდა, ზედმეტად სახიფათოა, ძალიან მძიმე და რთულია გადასატანად!”, – წერს ტრამპი. მანადე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე მსგავსი შეფასებები გააჟღერა. “სადაზვერვო მონაცემები არ მიმიღია, რომლებიც იმაზე მიუთითებდნენ, რომ ეს [ურანი] არ იმყოფებოდა იქ, სადაც უდნა ყოფილიყო,” – განაცხადა ჰეგსეტმა.

მეტი...

თბილისში ძალადობისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტებზე სამ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, 25 ივნისს, შავთელის ქუჩაზე მომხდარი ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მძიმე ფაქტებზე სამ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ივნისს, თბილისში, შავთელის ქუჩა №13-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სამმა ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ორ ადამიანს, რის შედეგადაც ერთ-ერთმა დაზარალებულმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. „სამართალდამცავებმა სამივე პირი იმავე დღეს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი…

მეტი...

მიგრაციის შესახებ კანონი მკაცრდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივების შესაბამისად მომზადდა. „ცვლილების თანახმად: სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა; იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს; მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა. თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის…

მეტი...

სასამართლოში გადაღება იკრძალება

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო .კანონპროექტის მიხედვით, სასამართლოში – სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება. სასამართლოს სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს. კანონპროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

მეტი...

,,არცერთმა „რესპუბლიკელმა“ მხარი არ უნდა დაუჭიროს „ამერიკის ხმის“ გადარჩენას” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არცერთმა „რესპუბლიკელმა“ მხარი არ უნდა დაუჭიროს „ამერიკის ხმის“ გადარჩენას. „რატომ უნდა სურდეს „რესპუბლიკელს“, რომ „დემოკრატების“ რუპორმა „ამერიკის ხმამ“ გააგრძელოს მუშაობა? ეს სრული, მემარცხენე კატასტროფაა. არცერთმა „რესპუბლიკელმა“ მის გადარჩენას ხმა არ უნდა მისცეს. მოკალით ის!“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მეტი...

,,ბრძოლა მოგებულია!” – ვიქტორ ორბანი ნატოს სამიტზე

,,ბრძოლა მოგებულია!“,- ასე აფასებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჰააგაში გამართულ ნატოს სამიტს. „სამიტზე საუბარი იყო ჩვენი ალიანსის გაძლიერებასა და არა უკრაინაში ილუზიების დევნაზე. აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯი სტაბილურობისა და უსაფრთხოებისკენ!“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.

მეტი...

,,ისრაელთან მოლაპარაკებები ჩიხშია” – ,,ჰამასი”

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და მძევლების გასათავისუფლებლად მედიატორები ძალისხმევას აძლიერებენ, თუმცა ისრაელთან მოლაპარაკებები ჩიხშია. ამის შესახებ „ჰამასში“ აცხადებენ. ამავე დროს, ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში ისრაელის იერიშის შედეგად 45 პალესტინელი დაიღუპა. ისრაელის შეიარაღებულ ძალებში კი აცხადებენ, რომ „ჰამასის“ მიერ მოწყობილ აფეთქებას შვიდი სამხედრო ემსხვერპლა. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატო-ს სამიტის ფარგლებში მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის 12-დღიანი ომის დასრულების პარალელურად, გარკვეულ პროგრესს ღაზაშიც ელოდებიან. „ბიბისისთან“ საუბარში, „ჰამასის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად კონტაქტებში ინტენსიურად არიან ჩართული, თუმცა, ახალი წინადადებები ჯერჯერობით…

მეტი...

,,ტრამპი არ უნდა ჩაერიოს ისრაელის შიდა სასამართლო საკითხებში” – იაირ ლაპიდი

„ჩვენ მადლიერები ვართ პრეზიდენტ ტრამპის, მაგრამ პრეზიდენტი არ უნდა ჩაერიოს დამოუკიდებელ ქვეყანაში არსებულ სამართლებრივ პროცესში“, – ამის შესახებ ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა, იაირ ლაპიდიმ განაცხადა. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესის შეწყვეტა მოითხოვა. ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს ან შეწყალება მიეცეს. სწორედ აშშ-მა გადაარჩინა ისრაელი და ახლა გადაარჩენს ბიბი ნეთანიაჰუს“.

მეტი...

,,ევროპა უნდა იყოს მზად, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში დრონების არმია შექმნას” – კუბილიუსი

ევროკავშირის თავდაცვის კომისარი აცხადებს, რომ ევროპა უნდა იყოს მზად, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში დრონების არმია შექმნას. ანდრიუს კუბილიუსის თქმით, თავის დასაცავად ევროპელებს მილიონობით დრონი დასჭირდებათ და ამისთვის მზადება ახლავე უნდა დაიწყონ. „რუსეთს შეიძლება დაახლოებით ხუთი მილიონი დრონი ჰქონდეს, ამიტომ გამარჯვებისთვის ჩვენ გვჭირდება ამაზე მეტი შესაძლებლობები“, – განუცხადა მან Sky News-ს.

მეტი...

კოლუმბიაში მეწყერს 10 ადამიანი ემსხვერპლა

კოლუმბიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მეწყრის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. ანტიოკიას პროვინციის გუბერნატორმა ანდრეს ჯულიანმა განაცხადა, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და გარდაცვლილთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მეწყერი ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. სტიქიის გამო, აუცილებელი გახდა რეგიონში მცხოვრები 1 300-ზე მეტი ადამიანის თავშესაფარში გადაყვანა.

მეტი...

ხორვატიაში მე-18 საუკუნეში ჩაძირული ნავი შემთხვევით აღმოაჩინეს

ხორვატიაში, შუა საუკუნეების ქალაქ დუბროვნიკის ქვის კედლებთან, მე-18 საუკუნეში ჩაძირული ნავი შემთხვევით აღმოაჩინეს. ივან ბუკელიჩი დუბროვნიკის ძველ პორტში წყლის მილის შეკეთებაზე მუშაობდა, როდესაც ზღვის ფსკერზე ხის კონსტრუქცია აღმოაჩინა. დუბროვნიკი შუა საუკუნეებში ადრიატიკის ზღვაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პორტი იყო და ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად არის გამოცხადებული. ასევე, ცნობილია, როგორც HBO-ს სერიალ ,,სამეფო კარის თამაშების” გადაღების ადგილი.

მეტი...

,,კიევის რეჟიმი ტერორისტულ აქტებზე დებს ფსონს” – ანდრეი ბელოუსოვი

,,კიევისთვის იარაღის მიწოდებით სამხედრო მოქმედებების გახანგრძლივება რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციის რისკს ზრდის, მათ შორის ევროპაში”, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ბელოუსოვმა განაცხადა. „დამარცხების გარდაუვალობის გაცნობიერებით, კიევის რეჟიმი ტერორისტულ აქტებზე დებს ფსონს. ევროპელი სპონსორების მხარდაჭერით ის რუსეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურას აფეთქებს და მშვიდობიან მოსახლეობას კლავს. უკრაინის იარაღითა და დაქირავებული მებრძოლებით მომარაგების ხარჯზე სამხედრო მოქმედებების გახანგრძლივების მცდელობები დესტაბილიზაციის საფრთხეს ზრდის, მათ შორის თავად ევროპაში. ამავდროულად, რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა კონფლიქტის მოგვარებისთვის“, – განაცხადა ანდრეი ბელოუსოვმა.

მეტი...

,,რუსეთის ტერიტორიიდან „ზაფხულის შეტევის“ მცდელობების ტალღა წელს ჩაცხრება” – სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირიდან სუმის ოლქის სასაზღვრო რაიონებში რუსეთის ძალების შეტევა შეჩერებულია და საბრძოლო შეტაკებების ხაზი სტაბილიზებულია. მისი თქმით, გარკვეულ მონაკვეთებზე უკრაინული დანაყოფები აქტიურად ამოქმედებენ თავდაცვის ტაქტიკას და ათავისუფლებენ უკრაინის მიწას სუმის სასაზღვრო რაიონში. როგორც მთავარსარდალმა განმარტა, კურსკის ოლქში უკრაინის შეტევითმა მოქმედებებმა აიძულა მოწინააღმდეგე, ძალების ნაწილი თავისი ტერიტორიის დასაცავად გაეგზავნა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა სუმის მიმართულებით შეტევის შესაძლებლობები. „მაის-ივნისის შედეგების საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან მტრის მიერ „ზაფხულის შეტევის“ მცდელობების ტალღა წელს ჩაცხრება, ისევე როგორც გასულ წელს ხარკოვის ოლქში მტრის მიერ შეტევითი მოქმედებების…

მეტი...

,,ნატაშა ბერტრანი CNN-იდან უნდა გააგდონ” – ტრამპი CNN-ის ჟურნალისტზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ CNN-მა ჟურნალისტი ნატაშა ბერტრანი, ვინც მოამზადა მასალა, სადაც ამერიკულ დაზვერვაზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ აშშ-ის საჰაერო დარტყმების შედეგად ირანის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები არ განადგურებულა „ძაღლივით უნდა გააგდოს“. „მას არ უნდა მიეცეს უფლება, მუშაობდეს „ფეიკ ნიუს“ CNN-ზე. სწორედ მისნაირი ხალხი ანადგურებს ოდესღაც დიდებული ტელეარხის რეპუტაციას. მისი მიკერძოება აშკარად ნეგატიური იყო, გარდა ამისა, მას არ აქვს ის, რაც საჭიროა კამერის წინ მუშაობისთვის, ახლოსაც კი არ არის. გააგდეთ ნატაშა!“, – აღნიშნა მან.

მეტი...

ყირგიზეთი მედია საშუალებებზე სახელმწიფო კონტროლს ამკაცრებს

ყირგიზეთის პარლამენტმა კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც მედია საშუალებებზე სახელმწიფო კონტროლს ამკაცრებს. ოთხშაბათს საღამოს დამტკიცებული კანონმდებლობის თანახმად, ყველა საინფორმაციო ვებგვერდი უნდა დარეგისტრირდეს სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილ ორგანოში, ხოლო მთავრობას ექნება უფლებამოსილება, გასცეს და გააუქმოს ლიცენზიები, როგორც ამას თავად ჩათვლის საჭიროდ. იურისტები და მედიის მარეგულირებელი ორგანოები აცხადებენ, რომ ახალი კანონი დიდი ალბათობით დამოუკიდებელი და კრიტიკული საშუალებების ჩასახშობად იქნება გამოყენებული. როგორც Reuters წერს, ყირგიზეთი, ოდესღაც ცენტრალურ აზიაში პრესის თავისუფლების შედარებით თავშესაფრად ითვლებოდა. ბოლო წლებში დაპატიმრებების, სამართლებრივი ზეწოლისა და კრიტიკული მედიასაშუალებების დახურვის ფონზე ქვეყანაში მედიის დამოუკიდებლობის მკვეთრი კლება შეინიშნება.

მეტი...

ერდოღანის თქმით, ტრამპი მზადაა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის თურქეთში ჩავიდეს, თუ პუტინიც ჩავა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა, თურქეთში ჩავიდეს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების გასამართად, თუ პუტინი ასევე ჩავა თურქეთში. „ტრამპმა მითხრა, თუ რუსეთის პრეზიდენტი სტამბოლში ან ანკარაში ჩავა საკითხის გადაწყვეტისთვის, მაშინ მეც ჩამოვალო. ჩვენ გვექნება საჭირო კონტაქტები და, ღმერთის ნებით, განვახორციელებთ ამ შეხვედრას“, – განახადა ერდოღანმა ნატო-ს სამიტიდან დაბრუნების შემდეგ გააკეთა. ცნობისთვის, მანამდე რუსეთმა და უკრაინამ სტამბოლში მოლაპარაკებების ორი რაუნდი გამართეს.

მეტი...

28 ივნისიდან თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები იწყება, რის გამოც, მიმდინარე წლის 28 ივნისის 00:00 საათიდან ივლისის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ,,კერძოდ, სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე არსებულ მოედანზე, გზის სხვადასხვა მხარეს მონაცვლეობით. ასევე, მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის ხიდის სრული რეაბილიტაცია იწყება. დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 28 ივნისის 00:00 საათიდან, ოთხი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოების წარმოების პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ხიდის მხოლოდ ორ სამოძრაო ზოლში ორმხრივად”, –…

მეტი...

გერმანიის კანცლერი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. მან იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის სენატი საკითხს უახლოეს დღეებში განიხილავს და სანქციებს მხარს დაუჭერს. „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა. ევროკავშირი სწორედ ამით არის დაკავებული, მაგრამ ეს არ კმარა. ჩვენ გვჭირდება შეერთებული შტატებს უფრო მეტი აქტიურობა. მე შევხვდი პრეზიდენტ ტრამპს სამიტის ფარგლებში და პირადად ვთხოვე მას რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას მხარი დაუჭიროს“, – თქვა მერცმა.

მეტი...

უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩრდილოეთ კორეამ, შესაძლოა, ივლისში ან აგვისტოში რუსეთში დამატებითი ჯარები გაგზავნოს

უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად ჩრდილოეთ კორეამ, შესაძლოა, ივლისში ან აგვისტოში რუსეთში დამატებითი ჯარები გაგზავნოს. სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურის (NIS) თქმით, რუსეთი, შესაძლოა, ივლისში ან აგვისტოში უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის ემზადებოდეს, რისთვისაც მას დამატებითი შენაერთები დასჭირდება. მათივე თქმით, ამის ვარაუდის საფუძველს ჩრდილოეთ კორეის მიერ ჯარების ახალი მობილიზაცია და რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების მაღალი თანამდებობის პირების ფხენიანში ბოლოდროინდელი ვიზიტები აძლევთ.

მეტი...

,,სიონისტური რეჟიმი პრაქტიკულად განადგურდა და დაემხო ისლამური რესპუბლიკის დარტყმებით” – აიათოლა ალი ხამენეი

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ქვეყნის მოსახლეობას ისრაელზე გამარჯვებას ულოცავს. „გილოცავთ მცდარი სიონისტური რეჟიმის დამარცხებას. ამ არეულობისა და ყველა ამ განცხადების ფონზე, სიონისტური რეჟიმი პრაქტიკულად განადგურდა და დაემხო ისლამური რესპუბლიკის დარტყმებით“, – განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა.

მეტი...

,,რუსეთის ხელმძღვანელობაში არავინ არის ხელშეუხებელი” – კაია კალასი

,,რუსეთის ხელმძღვანელობაში არავინ არის ხელშეუხებელი. რუსეთის ომის ყოველი სანტიმეტრი დოკუმენტირებულია, ეჭვის ადგილი არ არსებობს და დაუსჯელობის ადგილი არ არის”, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა. ,,პრეზიდენტ ზელენსკისა და ევროპის საბჭოს შორის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ მიღწეული შეთანხმება მკაფიო გზავნილს აგზავნის: რუსეთის ხელმძღვანელობაში არავინ არის ხელშეუხებელი“, – წერს კალასი. ცნობისთვის, უკრაინამ და ევროპის საბჭომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

მეტი...

,,მივესალმები შეთანხმებას აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ” – ლაიენი

,,თბილად მივესალმები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპის საბჭოს შორის ხელმოწერილ შეთანხმებას აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ”, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს. „მოძალადეები მოსამართლეების წინაშე უნდა წარდგნენ და სამართალი გაიმარჯვებს“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, უკრაინამ და ევროპის საბჭომ რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შესაბამის შეთანხმებას სტრასბურგში ევროპის საბჭოს შენობაში მოეწერა ხელი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აღნიშნულ ორგანიზაციაში პირველი ვიზიტის დროს.

მეტი...

პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და უწყების სხვა თანამშრომლები , სამსახურის 31 წლის იუბილეზე დააჯილდოვა. მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობას, პირად შემადგენლობას, თანამშრომლებსა და ვეტერანებს, ერთგული და კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო- ღირსების ორდენი, პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს გადასცა. სახელმწიფოს ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო -„ღირსების მედალი“ გადაეცა უწყების 4 თანამშრომელს, მხედრული ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა და გაბედულებისათვის, საქართველოს…

მეტი...

„მანქანისკენ მიდიოდა, როდესაც 5-მდე ძაღლი თავს დაესხა“ – ბათუმში ძაღლებმა ბავშვი დაკბინეს

ბათუმში, 5-მდე ძაღლი ბავშვი თავს დაესხა და დაკბინა. TV25-ის ცნობით, შემთხვევა გუშინ საღამოს, თამარის დასახლებაში მოხდა. როგორც მშობელი ამბობს, ბავშვი მასთან ერთად მაღაზიაში იმყოფებოდა. მაღაზიიდან გამოსვლის შემდგომ კი მოზარდი მანქანისკენ წავიდა, რა დროსაც მას თავს 5 ძაღლი დაესხა და დაკბინა. მოზარდს ნაკბენები სახის არესა და ფეხზე აღენიშნება. „რატომ ვერ უნდა შევძლოთ მშვიდად გასეირნება ჩვენი ქალაქის ქუჩებში? გახსენით თავშესაფარი და წაიყვანეთ ეს ძაღლები იქ“, – ამბობს მოზარდის მშობელი.

მეტი...

პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის მომზადების და მცდელობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რეალიზაციის მიზნით უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს (ფუძე)“ და რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ მას. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია რეალიზაციისთვის განკუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება”, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 260-ე ტერცია მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის მომზადება) და 19,…

მეტი...

,,თქვენ იცავთ ინსტიტუტებს, რომლებზეც ჩვენი სახელმწიფო დგას და იცავთ თავად ქართულ სახელმწიფოებრიობას” – პრემიერი

,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ძლიერ და თანამედროვე ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, სწორედ თქვენი პროფესიონალიზმი, საქმისა და სამშობლოსადმი ერთგულება ქმნის მყარ საფუძველს სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს, სამსახურის პირად შემადგენლობას და თითოეულ თანამშრომელს პროფესიული დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა მათი საქმიანობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. „თქვენი მისიის ჭეშმარიტი არსია, იზრუნოთ არა…

მეტი...

კენიაში საპროტესტო აქციების დროს 16 ადამიანი დაიღუპა

Reuters-ის ცნობით, კენიაში საპროტესტო აქციების დროს 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 400-ზე მეტი დაშავდა. კენიის პრეზიდენტ, უილიამ რუტოს გადადგომის მოთხოვნით აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

მეტი...