ისრაელის შიდა ფრონტის სარდლობაში აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა შეზღუდვა გაუქმებულია. CNN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ღაზასთან მდებარე დასახლებებში 2 000 ადამიანამდე შეკრება კვლავ შეზღუდული იქნება. ამასთან, ისრაელის აეროპორტების ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბენ გურიონისა და ჰაიფას აეროპორტები სრული ოპერირების რეჟიმში ბრუნდებიან. “გაუქმდა ყველა შეზღუდვა შემომავალ და გამავალ რეისებზე, ასევე თითოეულ რეისზე მგზავრთა რაოდენობაზე,” – აღნიშნულია განცხადებაში.
მეტი...დღე: ივნისი 24, 2025
ირანის პრეზიდენტმა კატარის ემირს განუცხადა, რომ არ აქვს მტრული დამოკიდებულება მეზობლების მიმართ
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა კატარის ემირს, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ ტანის განუცხადა, რომ კატარის ამერიკულ ავიაბაზაზე თავდასხმა იყო პასუხი აშშ-ის თავდასხმაზე. მან მეზობელი ქვეყნის ლიდერს უთხრა, რომ ისლამურ რესპუბლიკას არ აქვს მტრული დამოკიდებულება მოძმე ერის, კატარის მიმართ. ირანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეირანი დიდად აფასებს დოჰასთან კავშირებს და აღიარებს კატარის მრავალწლიან მხარდაჭერასა და ძმურ პოზიციას, განსაკუთრებით კრიზისის მომენტებში. პარალელურად, კატარის მედია წერს, რომ ქვეყნის ემირმა ირანის რევოლუციური გუშაგთა კორპუსის მიერ ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე თავდასხმა დაგმო და ეს კატარის სუვერენიტეტისა და საჰაერო სივრცის, ასევე საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს წესდების აშკარა…
მეტი...გერმანიაში აფთიაქების გაქურდვისთვის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
გერმანიაში აფთიაქების გაქურდვისთვის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. შემთხვევა ქალაქ კამში მოხდა. 20 და 30 წლის კაცებმა კამში მდებარე აფთიაქებიდან ძვირადღირებული კოსმეტიკა და ტანის მოვლის საშუალებები მოიპარეს. როგორც გერმანული მედია წერს, ნივთების მოპარვის შემდეგ კაცებმა აფთიაქის დატოვებისას სალაროსთან მხოლოდ მცირე თანხა გადაიხადეს ქართული საკრედიტო ბარათიდან. მოპარული პროდუქტის დიდი ნაწილი კი ჩანთაში ჰქონდათ გადამალული. დანაშაულში ეჭვმიტანილები 17 ივნისს მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ საკრედიტო ბარათი კვლავ გამოიყენეს ბენზინგასამართ სადგურზე. ვიდეოკამერების ჩანაწერებით პოლიციამ მათი გადაადგილების მარშრუტი გაარკვია და ორივე ეჭვმიტანილი დააკავა.
მეტი...„ირანი არ დაბრუნდება მოლაპარაკების მაგიდასთან, ვიდრე ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია გრძელდება”- არაღჩი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანი არ დაბრუნდება შეერთებული შტატების პირისპირ მოლაპარაკების მაგიდასთან, ვიდრე ქვეყნის წინააღმდეგ „აგრესია“ გრძელდება. მედიასთან საუბრისას აბას არაღჩიმ აღნიშნა, რომ ირანმა მიიღო შეტყობინებები აშშ-დან და „საჭირო პასუხები დაუბრუნა შუამავლებისა და არაპირდაპირი არხების მეშვეობით“.
მეტი...“კამპანია ირანის წინააღმდეგ დასრულებული არ არის”- ისრაელის თავდაცვა
ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი ეიალ ზამირი აცხადებს, რომ მიუხედავად, მიღწეული წარმატებისა, “კმაყოფილების დრო არ არის“. ეიალ ზამირის თქმით, წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა, რის გამოც ისრაელის მხარე კონცეტრირებული უნდა იყოს. „ჩვენ მნიშვნელოვანი თავი დავასრულეთ, მაგრამ კამპანია ირანის წინააღმდეგ დასრულებული არ არის. ჩვენ ახალ ეტაპზე გადავინაცვლეთ, რომელიც მიმდინარე ოპერაციის მიღწევებს ეფუძნება. ჩვენ ირანის ბირთვული პროექტი წლებით უკან დავხიეთ, იგივე ეხება მის სარაკეტო პროგრამასაც“ – აცხადებს ზამირი. ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის განცხადებით, ახლა ყურადღება ისევ ღაზაში მიმდინარე მოვლენებისკენ იქნება მიმართული მძევლების სახლში დაბრუნების მიზნით.
მეტი...ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მიხეილ მაღლაკელიძე გახდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა. 2019 წლიდან დღემდე, მას შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა. „გასულ წლებში, მიხეილ მაღლაკელიძე სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში – იყო ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი, ასევე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის მოადგილე“- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეტი...13 ივნისის შემდეგ ირანის თავდასხმის შედეგად ისრაელში 28 ადამიანი დაიღუპა
13 ივნისის შემდეგ ირანის თავდასხმის შედეგად ისრაელში 28 ადამიანი დაიღუპა, 3 000-ზე მეტი კი დაშავდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ომის დაწყებიდან ირანმა ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 550 ბალისტიკური რაკეტა და დაახლოებით 1 000 დრონი გაუშვა, რომელთა უმეტესობაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს. ამასთან, დასახლებულ რაიონებში, სულ მცირე, 31 ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა, მხოლოდ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს. ამასთან, ხელისუფლების ცნობით, 9 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა დაზიანებული და დანგრეული სახლები.
მეტი...“დიდი პატივი იყო ომის შეჩერება”- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსაც და ირანსაც თანაბრად სურდათ ომის შეჩერება. მისი თქმით, მისთვის პატივი იყო ომის შეჩერება. „ჩემთვის დიდი პატივი იყო ყველა ბირთვული ობიექტისა და შესაძლებლობის განადგურება და შემდეგ კი ომის შეჩერება“, – წერს ტრამპი.
მეტი...“ოპოზიციური ხმების დაპატიმრება თავდასხმაა საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებზე”- მარტა კოსი
ქართველი ოპოზიციონერი დეპუტატების დაკავებას, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი ეხმაურება. ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს “უსამართლოდ დაკავებულები”. “ოპოზიციური ხმების დაპატიმრება თავდასხმაა საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებზე, რომელიც დღითი დღე იშლება. გვერდში ვუდგავარ მათ, ვინც თავისუფალი და პლურალისტური ქართული საზოგადოებისთვის იბრძვის და საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და ისინი, ვინც უსამართლოდ არიან დაკავებული” – წერს კოსი.
მეტი...“ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა შენარჩუნდეს”- კირ სტარმერი
ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა შენარჩუნდეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცახდა. „ირანს არასდროს უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება და ახლა ისინი უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას, იმუშაონ მდგრადი შეთანხმების მისაღწევად. ეს არის გზავნილი, რომელსაც დღეს ლიდერებთან განვიხილავ“ – წერს სტარმერი სოციალურ ქსელში.
მეტი...25 ივნისი დნეპროპეტროვსკში გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. დაშავებულია 170-ზე მეტი ადამიანი. ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. 25 ივნისი დნეპროპეტროვსკში გლოვის დღედ გამოცხადდა. დაბომბვის შედეგად, დაზიანებულია 19 სკოლა, ათი საბავშვო ბაღი, საერთო საცხოვრებელი, გიმნაზია, ადმინისტრაციული შენობა, ქალაქის რვა საავადმყოფო და პოლიკლინიკა.
მეტი...“ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება, საბაზისო დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება”- ევროკომისიის სპიკერი
ევროკომისიის სპიკერი, ანიტა ჰიპერი აცხადებს, რომ “პოლიტიკურად მოტივირებული დევნა” დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, აღნიშნული „ავტორიტარული ტაქტიკაა“. “საქართველო: პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება, საბაზისო დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ეს ავტორიტარული ტაქტიკაა, იმის საპირისპირო თუ რას მოელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნისგან. “ქართულმა ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება”, – წერს ჰიპერი.
მეტი...საფრანგეთში ხორცპროდუქტით მოწამვლის შედეგად 12 წლის გოგო გარდაიცვალა
საფრანგეთში, ჩრდილოეთ ქალაქ სენტ-კვენტენში, ხორცპროდუქტით მოწამვლის შედეგად, 12 წლის გოგო გარდაიცვალა, 7 მოზარდი კი მძიმე მდგომარეობაშია. მედიის ცნობით, მოზარდების მოწამვლის შემდეგ ქალაქში ორი მაღაზია დროებით დაიხურა, რომლებიც ხორცპროდუქტებს ყიდდნენ. მოწამლული 8 მოზარდი ხორცპროდუქტებს სწორედ ამ მაღაზიებიდან ყიდულობდნენ – ისინი 12 ივნისს მოიწამლნენ. ხუთ მათგანს საკვებით გამოწვეული იშვიათი დაავადება აღმოაჩნდათ, რომელსაც ჰემოლიზური ურემიული სინდრომი (HUS) ეწოდება, მათ შორისაა, 12 წლის გოგონა, რომელიც გარდაიცვალა. “ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის დადასტურება, რომ ამ ორი დაწესებულებიდან პროდუქციის მოხმარება დაბინძურების წყარო იყო. მაგრამ ყველა ბავშვმა ჭამა ხორცი ან ხორცპროდუქტები ამ ორ მაღაზიაში, სიმპტომების გამოვლენამდე რამდენიმე დღით…
მეტი...“საქართველოსთან დაკავშირებით უნდა ვიმოქმედოთ, თუ არ გვინდა მივიღოთ მეორე ბელარუსი”- PACE-ის ვიცე-პრეზიდენტი
საქართველოსთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE ) ვიცე-პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს. როგორც კნუტ აბრაჰამი ამბობს ოპოზიციონერების დაპატიმრება, საზოგადოების დაშინება, დემონსტრანტების ცემა და დაკავება „ძალიან ნაცნობად ჟღერს“ და „ჩვენ შეცდომებზე სწავლა შეგვიძლია“. მან მოუწოდა მინისტრთა კომიტეტს, დაიცვან ევროპის საბჭოს წითელი ხაზები და დაუყოვნებლივ იმოქმედონ, ვიდრე გვიანი არ არის. “ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება, სამოქალაქო საზოგადოების დაშინება და მათი გისოსებს მიღმა მოქცევა, დემონსტრანტების ცემა და დაპატიმრება – ეს ყველაფერი ძალიან ნაცნობად ჟღერს, ეს დღეს რეალობაა რუსეთსა და ბელარუსში. ძალიან დიდ ხანს ვუყურებდით ერთი მეორეს მიყოლებით, როგორ მიიღებოდა რეპრესიული კანონები მანამდე, სანამ გვიანი არ იყო,…
მეტი...,,ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გოლი გაიტანა” – FIFA
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიას გატანილ გოლს ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია (FIFA) ეხმაურება. ,,პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც გოლი გაიტანა FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე!”, – წერია გამოქვეყნებულ მიმართვაში.
მეტი...ირანმა განაცხადა, რომ მან ისრაელზე გამარჯვება მოიპოვა
ირანის ეროვნული უშიშროების უზენაესმა საბჭომ ისრაელთან ზავის მიღწევის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ირანმა ომში გამარჯვება მოიპოვა. „ერის ღრმა გააზრებისა და სათანადო ქცევის, მებრძოლების სიბრძნისა და ბრძოლის და აგრეთვე ბრძენი ხელმძღვანელობისთვის ღვთიურ ჯილდოდ იქცა გამარჯვება, რომელმაც მტერი აიძულა ენანა, ეღიარებინა მარცხი და ცალმხრივად შეეწყვიტა აგრესია“, – ნათქვამია ირანის ეროვნული უშიშროების უზენაესი საბჭოს განცხადებაში. ამასთან ერთად, როგორც ირანის უშიშროების საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნის შეიარაღებული ძალები „მტრის არცერთ სიტყვას არ ენდობა“ და რჩება მზადყოფნის რეჟიმში, რათა აგრესიის შემთხვევაში საპასუხო ზომები გაატაროს. ცნობისთვის გვიან ღამით აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა,…
მეტი...,,გვინდა, 2026 წელს ნატო-ს სამიტს თურქეთში ვუმასპინძლოთ” – ერდოღანი
„ჩვენ გვინდა, ვუმასპინძლოთ ნატო-ს სამიტს თურქეთში 2026 წელს. ჩვენ გავმართავთ სამიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს ჩვენს მოკავშირეებთან, ლიდერებთან მოკავშირე ქვეყნებიდან“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჰააგაში ნატოს სამიტზე გამგზავრებამდე მედიასთან ისაუბრა. ამასთან, ერდოღანმა ნატოს ფარგლებში თავდაცვის საშუალებების ვაჭრობაზე არსებული შეზღუდვების გაუქმება მოითხოვა. „არ მიგვაჩნია სწორად მოკავშირეებს შორის თავდაცვის პროდუქტებით ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესება. ეს დაბრკოლებები და შეზღუდვები უნდა გაუქმდეს, რაც შეიძლება მალე, ყოველგვარი „მაგრამ-ის“ და „თუ-ს“ გარეშე“, – განაცხადა ერდოღანმა.
მეტი...თბილისში ახალი, 70 000-გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება
თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად შექმნილმა კომისიამ 70 000-გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონის მშენებლობისთვის ტერიტორია შეარჩია. ახალი სტადიონი აეროპორტის მიმდებარედ, ლუგარის კვლევით ცენტრსა და შავი ზღვის უნივერსიტეტს შორის აშენდება. ,,მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მეგაპროექტის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. განკარგულებით სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებიც განისაზღვრა. ახალი სტადიონი საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს და სპორტის აღნიშნულ სახეობებში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს. ამასთან, გარდა სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისა, სტადიონის ბაზაზე მაღალი რანგის საკონცერტო ინფრასტრუქტურა და საკონვენციო ცენტრი შეიქმნება. ახალი მულტიფუნქციური სტადიონის კონცეფცია უეფას…
მეტი...,,ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევის გამო, ირანზე დარტყმას განვახორციელებთ” – ეიალ ზამირმი
,,ირანის რეჟიმის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევის გათვალისწინებით, განვახორციელებთ დარტყმას ძალის გამოყენებით”, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა განაცხადა. მანამდე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს დაავალა, ძლიერად უპასუხონ ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას თეირანის ცენტრში რეჟიმის სამიზნეებზე ინტენსიური დარტყმებით. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანმა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამოცხადების შემდეგ, ისრაელის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ორივე რაკეტა მოიგერია.
მეტი...,,რუსეთი არ აპირებს ირანისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას” – მედვედევი
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, ირანისთვის ბირთვული იარაღის გადაცემის საკითხზე, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკას უპასუხა. „პრეზიდენტ ტრამპის შეშფოთებასთან დაკავშირებით, მე ვგმობ აშშ-ის თავდასხმას ირანზე – მან ვერ მიაღწია თავის მიზნებს. თუმცა, რუსეთი არ აპირებს ირანისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას, რადგან ისრაელისგან განსხვავებით, ჩვენ ვართ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მონაწილეები“, – აღნიშნა რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა.
მეტი...,,ისრაელო, არ ჩამოყაროთ ბომბები, ამას თუ გააკეთებთ, იქნება სერიოზული დარღვევა” – ტრამპი
,,ისრაელო, არ ჩამოყაროთ ეს ბომბები. ამას თუ გააკეთებთ, იქნება სერიოზული დარღვევა. ახლავე დააბრუნეთ თქვენი პილოტები სახლში”, – წერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში. მანამდე დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა და მოუწოდა ირანსა და ისრაელს, არ დაარღვიონ შეთანხმება. თუმცა, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აღნიშნეს, რომ ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას ისრაელი ძალით უპასუხებს.
მეტი...13 ივნისის შემდეგ ირანში ისრაელის თავდასხმის შედეგად 606 ადამიანი დაიღუპა
13 ივნისის შემდეგ ირანში ისრაელის თავდასხმის შედეგად სულ 606 ადამიანი დაიღუპა. როგორც ირანის ჯანდაცვის მინისტრი, მოჰამედ რეზა ზაფარღანი აღნიშნავს, დაშავებულია 5000-ზე მეტი ადამიანი. მისი თქმით, ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში ყველაზე მძიმე თავდასხმები განხორციელდა, რის შედეგადაც 107 ადამიანი დაიღუპა.
მეტი...„მოტეხილობებით კომაშია“- აეროპორტში კაცმა 2 წლის ბავშვი ძირს დაანარცხა
მოსკოვში შერემეტიევოს აეროპორტში 31 წლის კაცი, 2 წლის ბიჭს ბარგის მოთხოვნის ზონაში მოუახლოვდა, მოულოდნელად აიყვანა და მთელი ძალით იატაკზე დააგდო. გავრცელებული ინფორაციით, ბავშვმა გონება დაკარგა. მას ხერხემლისა და თავის ქალას მოტეხილობა აქვს. ბავშვი კომაშია. მედიის ცნობით, თავდამსხმელი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის მოსკოვში ეგვიპტიდან ჩაფრინდა. დაშავებული ბიჭის ოჯახი კი ქაბულიდან. შემთხვევა 23 ივნისს მოხდა. ბრალდებული მამაკაცი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულია.
მეტი...,,მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ” – საუდის არაბეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს
საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოში აცხადებენ, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, საქართველოს საელჩოში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომელზე დარეკვაც საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ. „რეგიონში მიმდინარე მოვლენებისა და უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საელჩოში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი – +966 55 713 6346 საელჩო მოუწოდებს საუდის არაბეთის სამეფოში და ბაჰრეინის სამეფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ, დაუკავშირდნენ საელჩოს ცხელ ხაზს“, – ნათქვამია საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.
მეტი...,,შეერთებული შტატების იერიშები, საერთაშორისო სამართლის დარღვევა არ იყო” – მარკ რუტე
,,შეერთებული შტატების იერიშები, საერთაშორისო სამართლის დარღვევა არ იყო”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, ჰააგაში ნატოს სამიტის წინ. „მოკავშირეები თანხმდებიან, რომ ირანმა არ უნდა შექმნას ბირთვული იარაღი. ჩვენ სისტემატურად მოვუწოდებდით ირანს, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმების მიხედვით აღებული ვალდებულების შესრულებისკენ. ნატო აცხადებს, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს, ამიტომაც არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ შეერთებული შტატების დარტყმები, საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგებოდა“, – განაცხადა რუტემ.
მეტი...ირაკლი ოქრუაშვილს ციხეში ახალი ბრალი წაუყენეს
,,ირაკლი ოქრუაშვილს ციხეში ახალი ბრალი წაუყენეს”, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილის განაცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, მისი საქართველოში არ ყოფნის პერიოდში ოქრუაშვილთან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გამომძიებელი შევიდა და ახალი ბრალი გააცნო. მისი თქმით, ბრალი „ბანალურ საქმეზეა” და ის ორი წლის წინ მომხდარ ფაქტს უკავშირდება. დანარჩენ დეტალებთან დაკავშირებით, ადვოკატი განმარტებას მოგვიანებით გააკეთებს. ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. სხდომას არ დაესწრება თავად ბრალდებული.
მეტი...ირანის სასულიერო საბჭო აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრის შერჩევის პროცესს აჩქარებს
ირანის სასულიერო საბჭო აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრის შერჩევის პროცესს აჩქარებს. Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ განიხილება ორი კანდიდატი – ალი ხამენეის 56 წლის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი და ისლამური რევოლუციის ლიდერისა და ყოფილი აიათოლას, რუჰოლა ხომეინის შვილიშვილი, ჰასან ხომეინი. როგორც გამოცემა წერს, ის მჭიდროდ არის დაკავშირებული რეფორმატორთა ფრთასთან, რომელიც პოლიტიკური და სოციალური შეზღუდვების შემსუბუქების ინიციატივით გამოდის. ხამანეის ვაჟი – მოჯტაბა კი, მამის მსგავსად, ხისტი ხაზის მხარდამჭერია.
მეტი...,,ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევა წარმატებით დასრულდა, ირან-ისრაელის ომი შეჩერდა” – სიიარტო
,,დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევა წარმატებით დასრულდა, ირან-ისრაელის ომი შეჩერდა, შემდეგი უკრაინა უნდა იყოს”, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს. „დონალდ ტრამპის უახლესი სამშვიდობო ძალისხმევა წარმატებით დასრულდა: ირან-ისრაელის ომი შეჩერდა, რამაც შეაჩერა შემდგომი სისხლისღვრა და ბირთვული ესკალაცია. ვიმედოვნებთ, ცეცხლის შეწყვეტა შენარჩუნებული იქნება. შემდეგი უკრაინა უნდა იყოს. ნატო-ს სამიტი შესაფერისი მომენტია ევროკავშირის ლიდერებისთვის, რათა მხარი დაუჭირონ ტრამპის მშვიდობისკენ სწრაფვას“, – წერს სიიარტო.
მეტი...პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივა დაამტკიცა
პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივა დაამტკიცა. საკანონმდებლო პაკეტი საბოლოო, მესამე მოსმენით, 85-ხმით ერთხმად მიიღეს. მიღებული ცვლილებებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობები გაუქმდა. ის სისხლის სამართლის საქმეები კი, რომლებზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა ვრცელდებოდა, პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში გადავიდა. ცვლილება ამ მიმართულებით 20 კანონში განხორციელდა. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.
მეტი...,,ნარკოტიკული დანაშაულისა და ნარკოტიკების რეალიზატორების წინააღმდეგ ხელისუფლება იქნება უკომპრომისო” – პრემიერი
,,მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დღეს ჩატარებული, ძალიან წარმატებული სპეციალური ოპერაციისთვის, ნარკოტიკული დანაშაულისა და ნარკოტიკების რეალიზატორების წინააღმდეგ ხელისუფლება იქნება უკომპრომისო”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, გეკა გელაძის მინისტრად დანიშვნიდან თვეზე ნაკლებია გასული და ამ პერიოდის განმავლობაში მან შეძლო 300 კგ. ჰეროინის ამოღება, დღეს კი ნარკოტიკული საშუალებების 18 მსხვილი რეალიზატორი იქნა დაკავებული. „მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დღეს ჩატარებული, ძალიან წარმატებული სპეციალური ოპერაციისთვის. როდესაც ბატონი გეკა გელაძე ინიშნებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად, ჩვენ შევჯერდით, რომ ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლა გახდებოდა…
მეტი...,,ევროპა მიესალმება ტრამპის განცხადებას ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ” – ლაიენი
,,ევროპა მიესალმება პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია დაძაბულ რეგიონში სტაბილურობის აღდგენისკენ”, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაინი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ეს ჩვენი კოლექტიური პრიორიტეტი უნდა იყოს. მოვუწოდებთ ირანს, სერიოზულად ჩაერთოს სანდო დიპლომატიურ პროცესში, რადგან მოლაპარაკებების მაგიდა წინსვლის ერთადერთ რეალურ გზად რჩება“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელმა და ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
მეტი...ეკონომიკის მინისტრად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა
,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას მარიამ ქვრივიშვილი დაიკავებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მარიამ ქვრივიშვილი დღემდე იკავებდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, სადაც ძალიან დიდი წარმატებით უძღვებოდა ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის ტურიზმი და ავიაცია. „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მარიამ ქვრივიშვილი, მას იცნობთ ყველა, შესაბამისად, განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. როგორც მოგეხსენებათ, მარიამ ქვრივიშვილი არის მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, დღემდე ის იკავებდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, სადაც ძალიან დიდი წარმატებით უძღვებოდა ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის ტურიზმი და…
მეტი...,,ირანი ბირთვული ინდუსტრიის აღდგენას გეგმავს” – ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი
,,ირანი ბირთვული ინდუსტრიის აღდგენას გეგმავს”, – ამის შესახებ ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მოჰამედ ესლამიმ განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად ირანი აფასებს ზიანს, რომელიც მიაყენეს ბირთვულ ინდუსტრიას და ემზადებიან აღსადგენად. მანამდე, ირანში არაერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამა ეყრდნობა ბირთვულ ცოდნას, რომლის განადგურება შეუძლებელია.
მეტი...,,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევძლოთ ტერიტორიების დაბრუნება” – კახა კალაძე
,,არ მეგულება ადამიანი, ვისაც თავისი სამშობლო უყვარს და მისთვის პრიორიტეტი არ იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ჩვენი ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია, რაც ქვეყნისთვის უდიდესი გამოწვევაა”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშზე საუბრისას განუცხადა. დედაქალაქის მერის თქმით, საქართველომ პრაგმატული პოლიტიკით ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ტერიტორიები დაიბრუნოს. „ჩვენ ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გონიერებით, პროფესიონალიზმით, ჭკუით, სიძლიერით და ეკონომიკური განვითარებით შევძლოთ ტერიტორიების დაბრუნება“, – აღნიშნა თბილისის მერმა. მან ასევე ისაუბრა საქართველოში გარე დაფინანსებით რევოლუციების მცდელობებზე და შესაბამისი სამსახურების გამართულ მუშაობაზე…
მეტი...,,მეტი პასუხისმგებლობა იქნება, როდესაც ვიღაცაზე რაღაცას ამბობ” – კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცილისწამების შესახებ დაგეგმილი ცვლილებები მეტ პასუხისმგებლობას გააჩენს საზოგადოებაში, ვინმეზე რამის დაბრალების შემთხვევაში. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიციირებულია. პროექტის თანახმად, ცილისწამების საქმის განხილვისას, მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეს დაეკისრება. „ეს ცვლილება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ყველა განვითარებულ ქვეყანაში ასეა. ზოგიერთი ტელევიზია თეთრზე პირდაპირ შავს ამბობდა, იტყუებოდა, მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავდა და შენ უნდა გემტკიცებინა, რომ არ იყავი, სპილო, პირობითად ვამბობ. ეს წარმოუდგენელია. შეიძლება ნებისმიერ ადამიანს მოუგონო ათასი სისულელე და მან უნდა ამტკიცოს, რომ…
მეტი...,,დიდი ქვეყნების თამაშებს და ინტერესებს არ უნდა შეეწიროს ჩვენი პატარა ქვეყნის ინტერესები” – კახა კალაძე
თბილისის მერის განცხადებით, საქართველოს უნდა ჰქონდეს პრაგმატული პოლიტიკა, რათა დიდი ქვეყნების თამაშებსა და ინტერესებს არ შეეწიროს საქართველოს ინტერესები. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს საქართველო-ნატო-ს სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. „საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს ამ მიმართულებით. თუნდაც ნახეთ, როგორი პარტნიორი იყო საქართველო საერთაშორისო მისიებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნატო-ს წევრი ქვეყანა არ ვართ, ყოველთვის ყველაზე მეტი შემადგენლობით ვიყავით წარმოდგენილი საჯარისო დანაყოფების თვალსაზრისით. უამრავი მადლობა და წარმატება ჰქონდათ ჩვენს ბიჭებს. ჩვენ დავამტკიცეთ, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით და ფაქტებით, რომ საქართველო არის…
მეტი...