ირანში აცხადებენ, რომ ქვეყნის „ბირთვული ცოდნა“ განადგურებას არ ექვემდებარება. აღნიშნულის შესახებ ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბეჰრუზ კამალვანდიმ განაცხადა. „ჩვენ ზიანი მივიღეთ, მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინდუსტრია დაზარალდა“ – აღნიშნა კამალვანდიმ. გარდა ამისა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ეყრდნობა ბირთვულ ცოდნას, რომლის დაბომბვით განადგურება შეუძლებელია.
მეტი...დღე: ივნისი 22, 2025
ირანში აცხადებენ, რომ აშშ-ის დარტყმის შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა
ირანში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა. ქვეყნის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დარტყმის შედეგად ბირთვულ ობიექტებთან რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა. ამავე ცნობით, ქვეყნის სხვადასხვა ადგილას ისრაელის ცალკეული დარტყმების შედეგად სამი მაშველი დაიღუპა.
მეტი...უკრაინაში ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე გარდაიცვალა
უკრაინაში კიდევ ერთი მებრძოლი გარდაიცვალა. ვანო ნადირაძის გარდაცვალების მიზეზად, სავარაუდო, გულის შეტევა სახელდება. ნადირაძე უკრაინაში ომის დაწყებიდან იბრძოდა. არაოფიციალური გამოთვლით, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას საქართველოს 70-მდე მოქალაქე დაიღუპა.
მეტი...მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე ხვალ იმსჯელებენ
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, სასამართლო პროცესი ორშაბათს, 23 ივნისს, 12:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე რომეო მიქაუტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.
მეტი...ავტოსაგზაო შემთხვევა რიკოთის გვირაბში – დაიღუპა ერთი ადამიანი
რიკოთის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, რის გამოც, დასავლეთიდან თბილისისკენ მიმავალი ავტომობილების მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეზღუდული იყო. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
მეტი...ლევან საგინაშვილმა ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა
ლევან საგინაშვილი ჩიკაგოში East vs West 18-ის ღონისძიებაზე სუპერმძიმე წონის ჩემპიონის ქამრისთვის ბრძოლაში იტალიელ ერმეს გასპარინის დაუპირისპირდა. “ქართველმა ჰალკმა” მოწინააღმდეგე ანგარიშით 5:0 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.
მეტი...სტივ უიტკოფს ირანელებთან მოლაპარაკების უფლებამოსილება მიენიჭა
აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს ირანელებთან მოლაპარაკების უფლებამოსილება მიენიჭა. ამის შესახებ Wall Street Journal-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ტრამპი ცდილობს შეინარჩუნოს რაიმე სახის დიპლომატიური შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა, რამაც შეიძლება რეგიონში ვითარება დაამშვიდოს. WSJ-ის ცნობით, ტრამპმა ოპერაციის განხორციელების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ირანმა არაერთგზის უარყო მისი მოთხოვნა ურანის გამდიდრების შეჩერების თაობაზე. ხოლო ისრაელმა საამისოდ მოამზადა საფუძველი ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურასა და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე შეტევით 10 დღის განმავლობაში.
მეტი...აშშ ჩინეთს მოუწოდებს, დაარწმუნოს ირანი, არ ჩაკეტოს ორმუზის სრუტე
აშშ ჩინეთს მოუწოდებს, დაარწმუნოს ირანი, რომ არ ჩაკეტოს ორმუზის სრუტე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მოუწოდებს ჩინეთის მთავრობას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ ირანელებს, რადგან ისინი თავად მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული ორმუზის სრუტეზე ნავთობის ტრანსპორტირების თვალსაზრისით. მარკო რუბიოს განცხადებით, თეირანის მხრიდან ასეთი ქმედებები გამოიწვევს ფართომასშტაბიან ესკალაციას, რომელზეც არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არამედ სხვა ქვეყნებიც იძულებული იქნებიან, რეაგირება მოახდინონ. „ირანის მხრიდან საპასუხო მოქმედება აშშ-ის თავდასხმაზე საშინელი შეცდომა იქნება და ამას არ ვისურვებდით. ჩვენ გვსურს უზრუნველყოფა, რომ ირანს არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი. მათ სურთ სამოქალაქო ბირთვული პროგრამა, ელექტროსადგურები, ისევე როგორც ბევრ ქვეყანას აქვს…
მეტი...“აიათოლა ალი ხამენეი ბუნკერში იმალება და მემკვიდრეებს ირჩევს”- The New York Times
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, რომელიც ისრაელის საჰაერო დარტყმებს ბუნკერში ემალება, მისი სიკვდილის შემთხვევაში, შემცვლელად სამი მაღალი რანგის სასულიერო პირი შეარჩია. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს. ამჟამად, ირანის უზენაესი ლიდერი თავის მეთაურებთან თავისი სანდო თანაშემწის მეშვეობით ურთიერთობს და ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება შეწყვიტა, რათა შეუძლებელი იყოს მისი კვალის მიგნება, განუცხადეს NYT-ს სამმა ირანელმა ჩინოვნიკმა.
მეტი...„ოპერაცია შუაღამის ურო“- ირანის წინააღმდეგ აშშ-მა 125-ზე მეტი თვითმფრინავი გამოიყენა
აშშ-ის გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარემ, გენერალმა დენ კეინმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციაში, კოდური სახელწოდებით „ოპერაცია შუაღამის ურო“, 125-ზე მეტი თვითმფრინავი იყო ჩართული. დენ კეინის განმარტებით, უპრეცედენტო ოპერაციაში B2 ტიპის შვიდი ბომბდამშენი მონაწილეობდა, რომლებმაც ირანის ორ ბირთვულ ობიექტზე, ფორდოუსა და ნატანზზე, ათზე მეტი მასიური საბრძოლო მასალის შეღწევადი ბომბი ჩამოაგდეს. ისპაჰანში კი Tomahawk-ის რაკეტები გაუშვეს. ოპერაციაში მონაწილეობდა, B2-ები, საწვავის შევსების ტანკერები, სადაზვერვო თვითმფრინავები და გამანადგურებლები. კეინის თქმით, ეს მისია მისურის ბაზიდან განხორციელდა და 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ B2-ის ყველაზე ხანგრძლივი მისია იყო. „ბრძოლით მიყენებული საბოლოო ზარალის დადგენას გარკვეული დრო დასჭირდება,…
მეტი...ირანის პარლამენტმა ორმუზის სრუტის დახურვას მხარი დაუჭირა
ირანის პარლამენტმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ორმუზის სრუტის დახურვას მხარი დაუჭირა. ირანელმა კანონმდებელმა, ესმაილ კოვსარიმ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება გლობალური ენერგოვაჭრობის საკვანძო არტერიის დახურვის შესახებ, ამერიკული აგრესიისა და საერთაშორისო საზოგადოების დუმილის საპასუხოდ მიიღეს. ირანული მედიის ინფორმაციით, პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება ირანის უზენაესმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ უნდა მიიღოს. სპარსეთის ყურეში მდებარე ორმუზის სრუტე გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული პუნქტია, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20 პროცენტი გადის, რაც დღეში დაახლოებით 17-18 მილიონი ბარელი ნავთობია. ორმუზის სრუტე ერთადერთი საზღვაო გზაა, რომელიც სპარსეთის ყურეს ღია ოკეანესთან აკავშირებს და მის სანაპიროებთან ნავთობის ისეთი მსხვილი მწარმოებლები არიან,…
მეტი...“ირანის ბირთვული პროგრამა მნიშვნელოვნად დავხიეთ უკან”- აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, აშშ-ის საჰაერო დარტყმებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ირანის ბირთვული პროგრამა. „არ მინდა მგრძნობიარე სადაზვერვო მონაცემებში შევიდე, მაგრამ ვიცით, რომ გუშინ ღამით ირანის ბირთვული პროგრამა მნიშვნელოვნად დავხიეთ უკან, წლებით, თუ მეტით“ – განაცხადა ჯეი დი ვენსმა. მისი თქმით, შეერთებული შტატები ირანთან ომში არ არის. „ჩვენ არ ვართ ომში ირანთან – ჩვენ ვართ ომში ირანის ბირთვულ პროგრამასთან. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა გუშინ ღამით გადამწყვეტი ზომები მიიღო ამ პროგრამის გასანადგურებლად“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმ
მეტი...“ახალი სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც თანამშრომლობს ოკუპანტთან ჩვენს მიწაზე”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამატებითი სანქციები დააწესების შესახებ განაცხადა, მისი თქმით, სანქციები შეეხება იმ ფიზიკური და იურიდიული პირებს, რომლებიც „ოკუპანტთან თანამშრომლობენ“. „შავ სიაში“ მოხვდნენ უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატები არტიომ დმიტრუკი და ალექსანდრ ონიშენკო. „ხელი მოვაწერე განკარგულებას უკრაინის ახალი სანქციების შესახებ – მათ წინააღმდეგ, ვინც თანამშრომლობს ოკუპანტთან ჩვენს მიწაზე. ესენი არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც აწარმოებენ ბიზნესს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ ყირიმში, და ასევე ეხმარებიან აგრესიის გამართლებას, ნორმალურად მიიჩნევენ ოკუპაციაში ფულის შოვნას, უხდიან გადასახადებს ოკუპანტს“ – აღნიშნა ზელენსკიმ. შეზღუდვების თანახმად, პროვაიდერებმა უნდა დაბლოკონ სოციალურ ქსელებში დმიტრუკის გვერდებთან წვდომა. სანქციები…
მეტი...ჩინეთი გმობს ბირთვული იარაღების დაბომბვას
ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ირანზე განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა განცხადებას აკეთებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების განხორციელებით, საერთაშორისო სამართალი და გაერო-ს ქარტია დაარღვია. „ჩინეთი მკაცრად გმობს ირანზე აშშ-ის თავდასხმებს და ბირთვული ობიექტების დაბომბვას, რომლებიც ატომური ენერგიის სააგენტოს გარანტიების ქვეშ იმყოფებიან. აშშ-ის ქმედებები სერიოზულად არღვევს გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის მიზნებსა და პრინციპებს და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობას ამწვავებს. ჩინეთი მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს, კერძოდ, ისრაელს, რაც შეიძლება მალე მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტას, უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება და დაიწყონ დიალოგი და მოლაპარაკებები“, – აღნიშნულია ჩინეთის…
მეტი...„შეაჩერეთ ომის ტრაგედია“- პაპი
რომის პაპმა ლეო XIV-მ საკვირაო წირვაზე განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იბრძოლოს ომის თავიდან ასაცილებლად, კონფლიქტი კი დიპლომატიამ ჩაანაცვლოს. „საერთაშორისო საზოგადოების თითოეულ წევრს აქვს მორალური პასუხისმგებლობა, შეაჩეროს ომის ტრაგედია, სანამ ის გამოუსწორებელ უფსკრულად გადაიქცევა“ – აღნიშნა მან. მისი სიტყვებით, ვერცერთი შეიარაღებული გამარჯვება ვერ აანაზღაურებს დედების ტკივილს, ბავშვების შიშს, მოპარულ მომავალს. ამიტომ: ”დაე, დიპლომატიამ გააჩუმოს იარაღი, ერებმა კი მშვიდობისკენ ძალისხმევით დასახონ საკუთარი მომავალი და არა ძალადობითა და სისხლიანი კონფლიქტებით” – დასძინა პაპმა.
მეტი...„საფრანგეთს ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებში მონაწილეობა არ მიუღია“- მინისტრი
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, საფრანგეთმა შეშფოთებით შეიტყო აშშ-ის მიერ ირანზე ღამით განხორციელებული დარტყმები. მისი თქმით, საფრანგეთს ამ დარტყმებში ან მათ დაგეგმვაში მონაწილეობა არ მიუღია. „საფრანგეთმა ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება, რამაც შეიძლება კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს“ – აღნიშნა ჟან-ნოელ ბარომ. მისი თქმით, საფრანგეთმა არაერთხელ გამოთქვა თავისი მტკიცე წინააღმდეგობა ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვებასთან დაკავშირებით.
მეტი...“ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმები წარმოუდგენელი და უდიდესი წარმატება იყო”- პიტ ჰეგსეთი
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, პიტ ჰეგსეთის განცხადებით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმები წარმოუდგენელი და უდიდესი წარმატება იყო, რომელმაც ქვეყნის ბირთვული პროგრამა გაანადგურა. მან პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ზუსტი დარტყმები კონცენტრირებული, ძლიერი და მკაფიო იყო. „გუშინ ღამით, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე ზუსტი დარტყმა განახორციელა ირანის ბირთვული პროგრამის განადგურების ან მისი სერიოზული დეგრადაციის მიზნით. ეს წარმოუდგენელი და უდიდესი წარმატება იყო. ჩვენი მთავარსარდლისგან მიღებული ბრძანება იყო მიზანმიმართული, ძლიერი და ნათელი. ჩვენ ირანის ბირთვული პროგრამა გავანადგურეთ. პრეზიდენტ ტრამპის გაბედული ლიდერობისა და ძალის მეშვეობით მშვიდობისადმი მისი ერთგულების წყალობით, ირანის ბირთვული ამბიციები განადგურებულია“…
მეტი...ირანმა ისრაელზე თავდასხმისთვის მესამე თაობის ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა
ირანმა ისრაელზე თავდასხმისთვის პირველად გამოიყენა მესამე თაობის მრავალქობინიანი „ხეიბარ შეკანის“ ბალისტიკური რაკეტა. როგორც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში აცხადებენ, რაკეტამ წარმატებით მიაღწია დასახულ მიზნებს. ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის მეოცე ტალღა რამდენიმე საათში განხორციელდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში მდებარე სამ ირანულ ბირთვულ ობიექტს დაარტყა. ირანში აცხადებენ, რომ ისრაელის სტრატეგიული სამიზნეების მიმართულებით სულ 40 მყარი და თხევადი საწვავით მომუშავე რაკეტა გაუშვეს. ირანული მედიის თანახმად, რაკეტები იყენებდნენ მანევრირებად ქობინებს, რომლებსაც შეეძლოთ დაშვების დროს ტრაექტორიის რეგულირება, დარტყმამდე ორიენტირების შენარჩუნება და მრავალი მაღალფეთქებადი, ძლიერ დამანგრეველი ტვირთის…
მეტი...“აშშ ვერ გაექცევა საჰაერო დარტყმების შედეგებს”- ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ისრაელზე თავდასხმები გაგრძელდება და აშშ-ის საჰაერო დარტყმებს უპასუხებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ბაზები „დაუცველობის წერტილია“. მათივე განცხადებით, აშშ-მა, ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით, საკუთარი თავი პირდაპირ „აგრესიის ფრონტის ხაზზე“ დააყენა. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, ირანის ბირთვული პროგრამის თავდასხმით განადგურება შეუძლებელია. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ ვერ გაექცევა მისი საჰაერო დარტყმების შედეგებს და რომ ირანს ისრაელი ან აშშ ვერ შეაშინებს. მათი თქმით, ოპერაციები მიმართული იქნება ისრაელის ინფრასტრუქტურის, სტრატეგიული ცენტრებისა და ინტერესების წინააღმდეგ.
მეტი...“უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება”- რუსეთი ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვაზე
ირანში ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებულ დარტყმებს რუსეთი საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად აფასებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე რაკეტებით და ბომბებით დარტყმების განხორციელების შესახებ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რა არგუმენტებიც არ უნდა იყოს წარმოდგენილი, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს, გაერო-ს ქარტიას და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ დარტყმები განახორციელა ქვეყანამ, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია“ – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყების მტკიცებით, მოსკოვი მხარეებს ახლო აღმოსავლეთში აგრესიის დასრულებისა და სიტუაციის პოლიტიკურ და დიპლომატიურ კალაპოტში დასაბრუნებლად ძალისხმევის გაზრდისკენ მოუწოდებს.
მეტი...“აშშ ირანის შესაძლო საპასუხო დარტყმისთვის ემზადება”- მედია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის მხრიდან შესაძლო შურისძიებისთვის ემზადება. ინფორმაციას, NBC News ავრცელებს. ამავე ცნობით, პენტაგონის ორმა წყარომ და თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა განაცხადეს, რომ მომდევნო 48 საათი განსაკუთრებით საფრთხილოა. წყაროების ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, დაესხმება თუ არა თავს ირანი აშშ-ის ობიექტებს საზღვარგარეთ, ქვეყნის შიგნით თუ ორივე მიმართულებით, აშშ-ის მიერ მის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების საპასუხოდ. ამერიკის სამხედრო ბაზები საზღვარგარეთ თვეების განმავლობაში განსაკუთრებულ მზადყოფნაში არიან.
მეტი...“ირანმა არასდროს არ უნდა მოიპოვოს ბომბი”- ურსულა ფონ დერ ლაიენი
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ირანმა არასდროს არ უნდა მოიპოვოს ბომბი. მისი თქმით, საერთაშორისო სამართლის პატივისცემა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. „ახლა არის დრო, რომ ირანი სანდო დიპლომატიურ გადაწყვეტაში ჩაერთოს. მოლაპარაკებების მაგიდა ერთადერთი ადგილია ამ კრიზისის დასასრულებლად“ – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
მეტი...“წითელი ხაზი გადაკვეთეს – ჩვენ უნდა ვუპასუხოთ”- აბას არაღჩი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცახდებით, „ომის წამქეზებელი“ თეთრი სახლი „სრულად იქნება პასუხისმგებელი“ მისი ქმედებების შედეგებზე. „ირანის ისლამური რესპუბლიკა უმკაცრესად გმობს შეერთებული შტატების სასტიკ სამხედრო აგრესიას ირანის მშვიდობიანი ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ. ეს არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების აღმაშფოთებელი, მძიმე და უპრეცედენტო დარღვევა. ვაშინგტონის ომის წამქეზებელი და უკანონო ადმინისტრაცია სრულად არის პასუხისმგებელი თავისი აგრესიის აქტის სახიფათო შედეგებსა და შორსმიმავალ გავლენაზე“, – განაცხადა აბას არაღჩიმ. არაღჩის თქმით, არ იცის, რამდენად დარჩა დიპლომატიისთვის ადგილი მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა განახორციელა. „მათ ძალიან დიდი…
მეტი...თურქეთში აცხადებენ, რომ ირანზე აშშ-ის თავდასხმა შესაძლოა გლობალურ კონფლიქტად გადაიქცეს
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანზე აშშ-ის თავდასხმამ, შესაძლოა, რეგიონული კონფლიქტი გლობალურ კონფლიქტად გადააქციოს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანკარა ღრმად შეშფოთებულია თავდასხმების შესაძლო შედეგებით. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მხარეებს მოუწოდებს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის ბირთვული დავის მოგვარება მხოლოდ მოლაპარაკებებს შეუძლია.
მეტი...ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პუტინს შეხვდება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აცხადებს, რომ მოსკოვში ჩაფრინდება, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ის პუტინთან შეხვედრას ორშაბათს გეგმავს. არაღჩის თქმით, აშშ-მა აჩვენა, რომ არ სცემს პატივს საერთაშორისო სამართალს და ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით ძალიან დიდი წითელი ხაზი გადაკვეთა. „მათ მხოლოდ მუქარისა და ძალის ენა ესმით“ – აღნიშნა არაღჩიმ.
მეტი...ამინიდი იცვლება – მოსახლეობას აფრთხილებენ
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 22 ივნისის გვიანი საღამოდან 23 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლერება. „მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)” – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მეტი...ტრამპს დემოკრატი კანონმდებლების ნაწილი ირანზე თავდასხმის გამო აკრიტიკებს
ტრამპის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის გადაწყვეტილებას, კონგრესში დემოკრატი კანონმდებლების ნაწილი აკრიტიკებს. მათი განცხადებით, ეს კონგრესის თანხმობის გარეშე მოხდა. „ამ ღამით პრეზიდენტმა უგულვებელყო კონსტიტუცია, ცალმხრივი წესით ჩვენი სამხედროების ჩართვის კონგრესის ნებართვის გარეშე. ვუერთდები ჩემს კოლეგებს ადმინისტრაციისგან პასუხების მოთხოვნაში ამ ოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც საფრთხეში აგდებს ამერიკელების სიცოცხლეს და რეგიონში შემდგომი ესკალაციისა და სახიფათო დესტაბილიზაციის რისკს ქმნის“- წერს კონგრესმენი ნენსი პელოსი სოციალურ ქსელ X-ში. კონგრესმენმა ალექსანდრია ოკასიო-კორტესმა ამ ქმედებას კონსტიტუციისა და კონგრესის საომარი უფლებამოსილების აქტის უხეში დარღვევა უწოდა და აღნიშნა, რომ ეს არის საფუძველი იმპიჩმენტისთვის. „მან იმპულსურად გარისკა, დაეწყო ომი, რომლის შედეგადაც…
მეტი...“არიან ქვეყნები, რომლებიც მზად არიან, ირანს ბირთვული იარაღი გადასცენ”- მედვედევი
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც მზად არიან, ირანს ბირთვული იარაღი გადასცენ. რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ბირთვული ციკლის კრიტიკულმა ინფრასტრუქტურამ, როგორც ჩანს, მცირე დაზიანება მიიღო ან საერთოდ არ დაზიანებულა და ბირთვული მასალების გამდიდრება და ახლა ბირთვული იარაღის წარმოება გაგრძელდება. მედვედევის განცხადებით, ტრამპმა, რომელიც მშვიდობისმყოფელ პრეზიდენტად მოვიდა, აშშ-სთვის ახალი ომი დაიწყო. „ასეთი წარმატებით, ტრამპი ვერასდროს მიიღებს ნობელის მშვიდობის პრემიას, მიუხედავად ამ ნომინაციის ყველა თაღლითობისა. კარგი დასაწყისია, გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო!”, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.
მეტი...ირანის სარაკეტო იერიშების შედეგად ისრაელის საავადმყოფოებში 86 ადამიანი მიიღეს
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ირანის სარაკეტო იერიშების შედეგად საავადმყოფოებში 86 ადამიანი მიიღეს. აქედან ორი დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დადებითად ფასდება. ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა მას შემდეგ, რაც აშშ-მა სამ ბირთვულ ობიექტზე დარტყმები განახორციელა. ირანული მედიის მტკიცებით, ირანის ბოლო საჰაერო დარტყმების მთავარი სამიზნეები იყო ბენ გურიონის აეროპორტი, ისრაელის ბიოლოგიური კვლევითი ცენტრი, ლოგისტიკური ბაზები და სამეთაურო და კონტროლის ცენტრები.
მეტი...ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ხვალ მმართველი საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ხვალ მმართველი საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს. ამის შესახებ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა. „ირანში საგანგებო სიტუაციის გათვალისწინებით, ვიწვევ ხვალ მმართველთა საბჭოს საგანგებო სხდომას“, -დაწერა რაფაელ გროსიმ X-ში. ამასთან, ირანის ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელმა, მუმად ესლამმა წერილობით მიმართა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს და ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმების გამოძიება მოითხოვა. როგორც მის წერილშია ნათქვამი, თეირანი სააგენტოსთან აშშ-ის ქმედებების დაგმობას ითხოვს.
მეტი...„ჩვენ დავასრულეთ ძალიან წარმატებული თავდასხმა ირანში”- ტრამპი
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე შეტაევას „შესანიშნავი სამხედრო წარმატება“ უწოდა. მისი განცხადებით, ბომბდამშენებმა ფორდოს, ნატანცის და ისპაჰანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიიტანეს ისრაელთან ერთობლივი ძალისხმევით, რათა ირანის ბირთვული პროგრამა გაენადგურებინათ მას შემდეგ, რაც დიპლომატიურმა მცდელობებით ვერ შეძლეს თეირანის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება. „ჩვენ დავასრულეთ ძალიან წარმატებული თავდასხმა ირანში, სამ ბირთვულ ობიექტზე. ყველა თვითმფრინავი ახლა ირანის საჰაერო სივრცის გარეთაა. ყველა თვითმფრინავი უსაფრთხოდ ბრუნდება სახლში. ვულოცავ ჩვენს დიდებულ ამერიკელ მებრძოლებს. მსოფლიოში არ არსებობს სხვა არმია, რომელიც ამის გაკეთებას შეძლებდა. ახლა მშვიდობის დროა!“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ამ შეტევის მიზანი…
მეტი...„შესაძლოა შტატებმა უფრო მძიმე ზარალი და დარტყმა განიცადონ”- აიათოლა ალი ხამენეი
ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმას ეხმაურება. მისი განცხადებით, „შესაძლოა შტატებმა უფრო მძიმე ზარალი და დარტყმა განიცადონ, ვიდრე ოდესმე გადაუტანიათ”. დღეს, აშშ-მა ირანის 3 მთავარ ბირთვულ ობიექტზე საჰაერო დარტყმა მიიტანა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეტევა წარმატებული იყო და განადგურებულია ფორდოს, ნატანზისა და ისფაჰანის ბირთვული სადგურები
მეტი...„ირანს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება”- კალასი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებულ დარტყმებს განიხილავენ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა. მისი თქმით, ირანს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება, რადგან ეს საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას. „ირანს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება, რადგან ეს საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას. მოვუწოდებ ყველა მხარეს, უკან დაიხიონ, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია“ – წერს კალასი. შეერთებულმა შტატებმა ირანში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა. შეტევა ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნათანზიზე განხორციელდა.
მეტი...“ირანის ნებისმიერი შურისძიებას პასუხი მოჰყვება”- ტრამპის გაფრთხილება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ აშშ-ის წინააღმდეგ ნებისმიერ შურისძიებას პასუხად მოჰყვება. ტრამპის განცხადებით, ეს იქნება იმაზე გაცილებით დიდი ძალა, ვიდრე “ამ ღამით ვიხილეთ”. ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა. „აშშ-ის წინააღმდეგ ირანის ნებისმიერი შურისძიებას პასუხად მოჰყვება იმაზე გაცილებით დიდი ძალა, ვიდრე ამ ღამით ვიხილეთ. მადლობა! დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი“– წერს ტრამპი. აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. დარტყმები განხორციელდა B-2-ის ტიპის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.
მეტი...“მსოფლიო რადიკალურად შეიცვალა უკვე!”- ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ბოლო მოვლენების და სხვადასხვა აქციების დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას მოითხოვს. „ვინც როგორ არ უნდა აფასებდეს დღევანდელ მოვლენებს, ერთი ფაქტია, მსოფლიო რადიკალურად შეიცვალა უკვე! და ჩვენი რეგიონი კუნძული არაა! მშვიდობის ნაბიჯი ახლა მხოლოდ ერთია: პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება!“- წერს სალომე ზურაბიშვილი.
მეტი...“აშშ-მა მიიღო ზომები ამ საფრთხის შესამსუბუქებლად“- სტარმერი
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერმი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო ზომები ირანის ბირთვული პროგრამიდან მომდინარე სერიოზული საფრთხის შესამსუბუქებლად. „ირანის ბირთვული პროგრამა სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას. ირანს არასდროს უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება და აშშ-მა მიიღო ზომები ამ საფრთხის შესამსუბუქებლად“- აღნიშნულია სტარმერის განცხადებაში. მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში ვითარება არასტაბილური რჩება და რეგიონში სტაბილურობა პრიორიტეტულია. „მოვუწოდებთ ირანს, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და მიაღწიოს დიპლომატიურ გადაწყვეტას ამ კრიზისის დასასრულებლად“, – აღნიშნულია კირ სტარმერის განცხადებაში.
მეტი...