გინესის რეკორდის დასამყარებლად შვეიცარიელმა მამაკაცმა თავი თოვლში ჩაიმარხა. უცხოური მედიის ცნობით, ელიას სურდა პირველი ადამიანი გამხდარიყო, რომელი თოვლის საფარის ქვეშ დიდ დროს გაატარებდა. ელიას მხოლოდ საცურაო შორტი ეცვა და მხოლოდ თავი უჩანდა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო გინესის რეკორდების ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა. ელიასმა თოვლის საფარის ქვეშ 2 საათი და 7 წამი გაძლო და გინესის რეკორდი დაამყარა.
მეტი...დღე: ივნისი 21, 2025
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული ადამიანები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
მეტი...,,თუ აშშ ირანს თავს დაესხმება, წითელ ზღვაში მათ გემებს მიზანში ამოვიღებთ” – ჰუსიტების სპიკერი
იემენელი ჰუსიტები ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე კონფლიქტზე განცხადებას ავრცელებს და აშშ-ს ისრაელის მხარეს ჩართვის შემთხვევაში თავდასხმებით ემუქრება. ,,თუ აშშ ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ თავდასხმასა და აგრესიაში მონაწილეობას მიიღებს, შეიარაღებული ძალები მიზანში ამოიღებენ მის გემებსა და სამხედრო ხომალდებს წითელ ზღვაში”. – განაცხადა ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო სპიკერმა, იაჰია სარემ. ჰუსიტების თქმით, აშშ-ს გემებზე იერიშებს იმ შემთხვევაში მიიტანენ, თუ აშშ ირანის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებს დაესხმება თავს. მანამდე, 15 ივნისს, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციის პარალელურად ისრაელმა იემენზე იერიში მიიტანა, რომლის სამიზნეც ჰუსიტების ლიდერი, აბდულ მალიკ ალ-ჰუთი იყო.
მეტი...ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ჩამოიყვანეს
ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ჩამოიყვანეს. ინფორმაციას ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს. ,,საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ამ დრომდე საქართველოს საელჩომ კონსულტაცია და საჭირო დახმარება გაუწია საქართველოს 500-ზე მეტ მოქალაქეს. ეროპორტში იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი. მისი განმარტებით, ქართულმა მხარემ, ისრაელის შესაბამის უწყებებთან მუშაობით შეძლო, რომ საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში უსაფრთხოდ ჩამოეყვანათ. შესაძლებელი გახდა, რომ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებოდნენ ისრაელის საემიგრაციო სამსახურში იმყოფებოდნენ, უსაფრთხოდ ჩამოგვეყვანა სამშობლოში. საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს, არის ცხელი ხაზი, რომელზეც ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია დარეკოს და მიიღოს ინფორმაცია თუ როგორ შეუძლია დატოვოს…
მეტი...ისრაელში დაბომბვის დროს 7 წლის უკრაინელი გოგონა დაიღუპა – კიბოს სამკურნალოდ ჩავიდა
შვიდი წლის უკრაინელი გოგონა ანასტასია ბურკა, რომელიც ისრაელში იშვიათი ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოს ჩავიდა, ისრაელის ქალაქ ბათ-იამზე ირანის რაკეტური თავდასხმის შედეგად დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა დედასთან, ბებიასთან და ორ დედმამიშვილთან ერთად დაიღუპა. ანასტასია ოდესიდან იყო. გოგონა ებრძოდა იშვიათ ონკოლოგიურ დაავადებას, ლიმფობლასტურ ლეიკემიას. დიაგნოზი 2022 წელს დაუსვეს და უკრაინაში გაიარა ქიმიოთერაპიის კურსი. მცირე გაუმჯობესების შემდეგ მოხდა რეციდივი და ოჯახმა გადაწყვიტა ისრაელში გაეგრძელებინა მკურნალობა.
მეტი...კლდიდან გადავარდა ტურისტი, რომელიც ვულკან ,,კილაუეს” ამოფრქვევის გადაღებას ცდილობდა
აშშ-ში, ჰავაიზე, ტურისტი ვულკან ,,კილაუეს” ამოფრქვევის გადაღებას ცდილობდა, რა დროსაც კლდიდან გადავარდა. new york post-ის ცნობით, ტურისტი სასწაულებრივად გადარჩა. გავრცელებული ინფორმაციით, ის კლდის კიდესთან ძალიან ახლოს მივიდა, რათა უფრო ახლო ხედიდან გადაეღო ვულკანის ამოფრქვევის კადრი. გადავარდნის შემდეგ 30 წლის მამაკაცი ლოდებს შორის გაიჭედა და გადარჩა. შემახვევა ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე მოხდა. ტურისტი ვულკანის კიდესთან ფანრის გარეშე სეირნობდა.
მეტი...ქართველმა მე-19 საუკუნის, 600 000 ევროს ღირებულების წიგნები მოიპარა
მიხეილ ზამთარაძეს რომელმაც, ევროპული ბიბლიოთეკა გაძარცვა და მე-19 საუკუნის, 600 000 ევროს ღირებულების რუსული წიგნები მოიპარა ლიტვის სასამართლომ 3 წლით და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ქართველი ამბობს, რომ წიგნების მოპარვა მოსკოვის ერთ-ერთი აუქციონის სახლის რუსმა თანამშრომელმა შეუკვეთა. დამკვეთმა მას ყალბი წიგნებიც მიაწოდა ვილნიუსში მოპარული ნაწარმოებების შესაცვლელად. ქართველის თქმით, მან წიგნები ბელარუსის გავლით ფარულად გაიტანა და კრიპტოვალუტის სახით 30 000 ევრო მიიღო. საქმეზე კიდევ ორი ქართველია დაკავებული.
მეტი...დათვმა ტურისტი დაახლოებით 800 მეტრის სიმაღლიდან გადააგდო
საბერძნეთში, დათვმა ტურისტი დაახლოებით 800 მეტრის სიმაღლიდან გადააგდო. მაშველებმა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. cbsnews-ის ცნობით, მამაკაცი ტყეში მეგობართან და ძაღლთან ერთად იყო და დაახლოებით 70 წლის წინ ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის დასათვალიერებლად მიემართებოდა, როდესაც გზაში დათვი შეხვდათ. როგორც გარდაცვლილის მეგობარმა განაცხადა, დათვი პირველად მისკენ გაიწია და მან ცხოველს წიწაკის სპრეი შეასხა, რის შემდეგაც დათვმა მისი მეგობარი კლდიდან გადააგდო.
მეტი...ბელარუსი ოპოზიციონერი, სერგეი ტიხანოვსკი ციხიდან გაათავისუფლეს
ბელარუსი ოპოზიციონერი სერგეი ტიხანოვსკი ციხიდან გაათავისუფლეს. ,,ნაშა ნივას” ცნობით, ტიხანოვსკის გათავისუფლება მინსკში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ვიზიტის შედეგად გახდა შესაძლებელი. კიტ კელოგის მოადგილის, ჯონ კოულის ინფორმაციით, ვიზიტის შედეგად ბელარუსის პრეზიდენტმა ჯამში 14 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა. კოულმა ცალკე მადლობა გადაუხადა ლიეტუვის მთავრობას ,,თანამშრომლობისთვისა და დახმარებისთვის”. ცნობისთვის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სერგეი ტიხანოვსკი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დააკავეს, რომელზეც ის კანდიდატად გასვლას აპირებდა. დაპატიმრების შემდეგ კანდიდატად მისი მეუღლე, სვეტლანა ტიხანოვსკაია დარეგისტრირდა. 2021 წელს მას მკაცრი რეჟიმის კოლონიის 18 წელი მიუსაჯეს. ორ წელზე მეტია მასზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა, ვინაიდან მას სრულ იზოლაციაში ამყოფებდნენ.
მეტი...ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 2017 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში იკავებდა რა სხვადასხვა უწყებაში მაღალ თანამდებობებს, სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. 2021 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ავტორიტეტი და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ,…
მეტი...ბრაზილიაში საჰაერო ბურთის ჩამოვარდა
ბრაზილიაში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა სანტა-კატარინას შტატის ქალაქ პრაია გრანდეში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბურთზე 21 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 13 გადარჩა. შტატის გუბერნატორის განცხადებით, სამაშველო ჯგუფები ადგილზე არიან და დაზარალებულებს და მსხვერპლთა ოჯახებს ყველა საჭირო დახმარებას აღმოუჩენენ.
მეტი...პრეზიდენტმა 37 ადამიანი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 37 ადამიანი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 29 არასაპატიმრო და 5 საპატიმრო სასჯელის მქონე ადამიანს, ხოლო სამს მოეხსნა ნასამართლობა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს.
მეტი...რომის პაპმა ქადაგებაზე ხელოვნურ ინტელექტზე ისაუბრა
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელსაც იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და 68 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციები ესწრებოდნენ, რომის პაპმა განიხილა თემა, რომელიც მან პაპობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთხელ წამოჭრა. მან პოლიტიკოსები ხელოვნური ინტელექტით შექმნილი გამოწვევების შესახებ გააფრთხილა. კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა ახალგაზრდებზე ხელოვნური ინტელექტის პოტენციური ზემოქმედების შესახებ ისაუბრა. „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანების საკეთილდღეოდ ფუნქციონირებს, როგორც ინსტრუმენტი, არა მათ დასაკნინებლად, არა მათ ჩასანაცვლებლად. ის, რაც ჩნდება, სინამდვილეში მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც დიდ ყურადღებას და შორსმჭვრეტელობას მოითხოვს, რათა ახალი სცენარების კონტექსტშიც კი, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობების საკეთილდღეოდ, ჯანსაღი, სამართლიანი და ჯანსაღი ცხოვრების წესი შეიქმნას“,…
მეტი...,,უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების ნაცვლად 20 რუსი ჯარისკაცის ცხედარი გადმოგვცეს” – ზელენსკი
,,უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების ნაცვლად 20 რუსი ჯარისკაცის ცხედარი გადმოგვცეს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „გვითხრეს, რომ ეს ცხედრები მხოლოდ უკრაინელებსა და მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებს ეკუთვნოდა. მაგრამ ეს ტყუილია. ამ ცხედრებს რუსული პასპორტებიც კი აქვთ. მათ იმის შემოწმებას კი არ შეუძლიათ, თუ ვის აგზავნიან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი ჯარისკაცისა და ჩვენი გმირების ცხედრების დაბრუნება გვსურს. მაგრამ, რაოდენობის გამო რუსების დაბრუნება არ გვინდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მეტი...მანდატურის მიმართ თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ აქტივისტს, ნინო დათაშვილს პატიმრობა შეუფარდეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამოქალაქო აქტივისტს, ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. დღევანდელ სხდომაზე დათაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. სახელმწიფო ბრალდება პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი 20 000-ლარიანი გირაოსა და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებას შუამდგომლობდა. ცნობისთვის, ნინო დათაშვილი 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან…
მეტი...,,ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა მოიპოვოს” – მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა მოიპოვოს. „ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ჩემი ღრმა შეშფოთება გამოვხატე. ჩემი პოზიცია ნათელია: ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს უნდა მოიპოვოს და ირანის მოვალეობაა უზრუნველყოს იმის გარანტიები, რომ მისი განზრახვა მშვიდობიანია“, – წერს ემანუელ მაკრონი X-ზე. მისი თქმით, „დარწმუნებულია, რომ ომის დასასრულებლად გზა არსებობს“. „აღნიშნულის მისაღწევად, ჩვენ, საფრანგეთისა და მისი ევროპელი პარტნიორების ხელმძღვანელობით, ირანთან მოლაპარაკებებს გავაძლიერებთ“, – აღნიშნავს საფრანგეთის პრეზიდენტი.
მეტი...,,აშშ-ს იმ შეიარაღების სია გადავეცით, რომლის შეძენაც გვსურს” – ზელენსკი
,,აშშ-ს იმ შეიარაღების სია გადავეცით, რომლის შეძენაც გვსურს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, იულია სვირიდენკომ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა შეიარაღების სია აშშ-ის სახაზინო მდივანს, სკოტ ბესენტს გადასცეს. მისი თქმით, შეიარაღების პაკეტი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოიცავს. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ არის დარწმუნებული მომავალ კვირას ჰააგაში დაგეგმილ სამიტში მონაწილეობას მიიღებს თუ არა.
მეტი...აიათოლა ალი ხამენეის მისი მკვლელობის შემთხვევისთვის შემცვლელად სამი კანდიდატი სასულიერო პირი ჰყავს შერჩეული
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ მისი მკვლელობის შემთხვევისთვის თავის პოსტზე სამი კანდიდატი სასულიერო პირი შეარჩია. „ნიუ იორკ თაიმსის” ინფორმაციით, აითაოლა ალი ხამენეი მიწისქვეშა ბუნკერს აფარებს თავს და თავის სამხედრო მეთაურებს ნდობით აღჭურვილი პირის შუამავლობით ეკონტაქტება. როგორც წყაროები გამოცემასთან ამბობენ, ხამენეიმ შეარჩია სამი მაღალი რანგის სასულიერო პირი თავის პოსტზე კანდიდატებად. ასევე მას შერჩეული ჰყავს სამხედრო მეთაურების შემცვლელები იმ შემთხვევაში, თუ ისრაელის ოპერაციას დამატებით სამხედრო მაღალჩინოსნები დაიღუპებან.
მეტი...ალექსანდრე ლუკაშენკო მინსკში კიტ კელოგს შეხვდა
ალექსანდრე ლუკაშენკო მინსკში კიტ კელოგს შეხვდა. ინფორმაციას ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. „საუბარი დამოუკიდებლობის სასახლეში დელეგაციების წევრების მონაწილეობით შედგა. მოლაპარაკებების დღის წესრიგში შედიოდა საერთაშორისო საკითხები და მსოფლიოში არსებული ვითარება, რეგიონული საკითხები და ბელარუს-ამერიკის ურთიერთობები“, – ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან შეხვედრის დაწყებამდე ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ „კელოგის ვიზიტმა დიდი ხმაური გამოიწვია“. ცნობისთვის, კიტ კელოგი პირველი ამერიკელი მაღალი რანგის ოფიციალური პირია, რომელიც ბელარუსს ბოლო წლებში ეწვია.
მეტი...აშშ-ში მცხოვრებმა კაცმა 30 წლის შემდეგ ბიოლოგიური მშობლები თბილისში აღმოაჩინა
აშშ-ში მცხოვრებმა კაცმა 30 წლის შემდეგ ბიოლოგიური მშობლები თბილისში აღმოაჩინა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში თემურ ბასილია ავრცელებს. „საკმაოდ მძიმე ფაქტის შემსწრე აღმოვჩნდი დღეს, რაც ეხება ახალშობილების გაყიდვას: კონტრატი გვაქვს კომპანიასთან სამეურნეო მომსახურებაზე და რომლის წარმომადგენლებიც პერიოდულად მოდიან ხოლმე. დღეს დილითაც მოვიდა მათი წარმომადგენელი. რადგან აქცენტით ვლაპარაკობთ ინგლისურად, ხშირად გვეკითხებიან ხოლმე საიდან ვართ. ამ ახალგაზრდა კაცმაც გვკითხა. როდესაც გაიგო რომ საქართველოდან ვართ, მეც საქართველოდან ვარ, თბილისიდანო. როდესაც ქართულად ვკითხე, სამწუხაროდ, არ ვიცი ქართული, ახლა ვსწავლობო და მოგვიყვა მისი ისტორია. რომ 30 წლის წინ დაიბადა თბილისში, მაგრამ მის მშობლებს სამშობიაროში უთხრეს, რომ გარდაიცვალა,…
მეტი...,,რუსი ჯარისკაცის ფეხის შესახებ პუტინის შეშლილი განცხადება გამორჩეულია” – სიბიგა
„პუტინის ცინიკური განცხადებები აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევის სრულ უგულებელყოფას აჩვენებს. მაშინ როდესაც აშშ და დანარჩენი მსოფლიო მკვლელობების დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოწოდებებით გამოვიდნენ, ომის მთავარი დამნაშავე მეტი უკრაინული ტერიტორიის დაპყრობასა და მეტი უკრაინელის მკვლელობას გეგმავს”, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა X-ის საკუთარ გვერდზე წერს. ,,პუტინის დღევანდელი ყველა შეშლილი განცხადებიდან რუსი ჯარისკაცის შესახებ განცხადება გამოირჩევა. რეალობაში, სადაც რუსი ჯარისკაცი დგამს ფეხს, მას მხოლოდ სიკვდილი და განადგურება მოაქვს. პუტინს არ ადარდებს არც რუსი ჯარისკაცები და არც მათი უკრაინული დრონებით მოწყვეტილი ფეხები. ის საკუთარი ხალხის მასობრივი მკვლელია. მან უკვე მოახდინა უკრაინაში უაზრო…
მეტი...,,NATO გოლფის კლუბს დაემსგავსა, უნდა მივიღოთ მარტივი გადაწყვეტილება” – რობერტ ფიცო
ამჟამინდელი საერთაშორისო სიტუაციის პირობებში, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ფიქრობს, რომ ნეიტრალური სტატუსი მისი ქვეყნისთვის სასარგებლო იქნებოდა. მისი თქმით, სლოვაკეთი მშვიდობის მტკიცე მხარდამჭერი უნდა იყოს და არ უნდა მიიღოს მონაწილეობა არანაირ სამხედრო ავანტიურაში. ,,აღვნიშნე, რომ სლოვაკეთში ნეიტრალიტეტის დემონსტრირება მოხდება და როგორც ყოველთვის, ყველა დამიპირისპირდა. სლოვაკეთი მშვიდობის მტკიცე მხარდამჭერი უნდა იყოს და არ უნდა მიიღოს მონაწილეობა არანაირ სამხედრო ავანტიურაში. სამწუხაროდ, შემდეგი მსოფლიო ომი უკვე კარს მოგვადგა. ნატო გოლფის კლუბს დაემსგავსა. იმისთვის რომ ითამაშო, წევრობის გადასახადი უნდა გადაიხადო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ გადასახადის გაზრდა გადაწყვიტა. ნატოს წევრმა ყველა ქვეყანამ მთლიანი შიდა პროდუქტის 5…
მეტი...,,უკვე რვა თვეა, საქართველო იბრძვის ქუჩაში, არავის მიუტოვებია ეს ბრძოლა” – სალომე ზურაბიშვილი
,,უკვე რვა თვეა, საქართველო იბრძვის ქუჩაში, არავის მიუტოვებია ეს ბრძოლა, რადგან ეს არა პოლიტიკური, არამედ ეგზისტენციალური კრიზისია. ეს არის ომი, ომი რუსეთის ახალი ჰიბრიდული სტრატეგიის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბუქარესტში „რუმინეთის ხსნის კავშირის“ ეროვნულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. „ქვეყანაში რეპრესიები, დაშინებები და კონტროლია, თუმცა ხალხი არ ნებდება. ისინი არ ნებდებიან, რადგან ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი, როგორც ზოგიერთი ევროპაში ფიქრობს, ეს არ არის მხოლოდ სადავო არჩევნები, რომელთა შედეგსაც ოპოზიცია ეჭვქვეშ აყენებს. ეს არის რუსეთის მცდელობა, მიითვისოს ის, რაც მას არ ეკუთვნის. ის ცდილობს,…
მეტი...,,ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება” – ჰერჩინსკი
,,საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, დასანანია, რომ საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის ისტორიული შანსი, მეტიც საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია – ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, ბათუმში ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „საქართველოსა და ევროკავშირს წარმატებული პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ამ ურთიერთობამ საქართველოს მოსახლეობას ბევრი სიკეთე მოუტანა, მიმოიხედეთ ირგვლივ, ნახეთ რა გაუკეთებია ევროკავშირს, თქვენთან სოფლებში თუ ქალაქებში. 2023 წლეს ევროკავშირმა საქართველოს ევროპული ოჯახის კარი გაუხსნა და ის გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ეს ისტორიული მომენტი ერთად ვიზეიმეთ.…
მეტი...„უკვე 25 წელია, რაც უკუღმა დადის“ – ვინ არის მამაკაცი სიარულის უჩვეულო სტილით
კაცი, რომელიც 25 წელია უკუღმა დადის, ასე იცნობს მსოფლიო ინდოელ მანი მანიტანს. უცხოური მედიის ცნობით, მანიტანი ამ გზით ომსა და ძალადობას აპროტესტებს. ეს გადაწყვეტილება მამაკაცმა 1989 წელს ინდოეთში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შემდეგ მიიღო. როგორც თავად ამბობს, უჩვეულო რუტინა ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს საერთოდ არ უშლის და ისე მიეჩვია ასე ყოფნას, რომ ჩვეულებრივ, პირდაპირ სიარულიც კი დაავიწყდა. „ჩემი ცხოვრება სირთულეებით, მსხვერპლითა და მიღწევებითაა სავსე. უნდა გავაგრძელო პროტესტი მანამდე, სანამ მსოფლიოში მშვიდობა არ დამყარდება”, – ამბობს მანი მანიტანი.
მეტი...აშშ-ში პრინცესა დიანას ნივთების უმსხვილესი აუქციონი გაიმართება
აშშ-ში, Julien’s Auctions-ზე პრინცესა დიანას ნივთების კოლექცია გაიყიდება. აუქციონი „პრინცესა დიანას სტილი და სამეფო კოლექცია“ 26 ივნისს გაიმართება. „ეს პრინცესა დიანას ნივთების უმსხვილესი აუქციონია, იმიტომ რომ მისი საოცარი ცხოვრებიდან 100-ზე მეტი ნივთი გვაქვს წარმოდგენილი“, – განაცხადა Julien’s Auctions-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა მარტინ ნოლანმა. ყველაზე გამორჩეულ ლოტებს შორის არის აბრეშუმის კაბა ყვავილოვანი პრინტით Bellville Sassoon-ისგან, რომელიც პრინცესას არაერთხელ ეცვა საავადმყოფოებში ვიზიტებისას. აუქციონზე ასევე გატანილი იქნება Dior-ის ჩანთა, რომელიც დიანას საფრანგეთის ყოფილმა პირველმა ლედიმ ბერნადეტ შირაკმა აჩუქა. აუქციონზე მიღებული თანხის ნაწილი საქველმოქმედო ორგანიზაციას Muscular Dystrophy UK გადაეცემა.
მეტი...აშშ-ში ქუჩაში მოსიარულე ალიგატორი იპოვეს – კადრები მედიაში ვრცელდება
აშშ-ში, ვირჯინიის შტატში, ქუჩაში მოსიარულე ალიგატორი იპოვეს. შემთხვევის ამსახველ ვიდეოკადრებს BBC ავრცელებს. პოლიციამ დაადგინა, რომ ალიგატორის მფლობელს, ის ნიუ-იორკიდან ჩრდილოეთ კაროლინის ზოოპარკში გადაჰქონდა, რა დროსაც რეპტილიამ გაქცევა შეძლო. გავრცელებული ინფორმაციით, ალიგატორი და მისი მფლობელი შტატიდან გააძევეს.
მეტი...(VIDEO) როგორ გამოიყურება თავშესაფრები ისრაელში – ქართველები ვიდეოს ავრცელებენ
ისრაელში მცხოვრები ქართველი ტიკ-ტოკერი მარიამ ცომაია, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, როგორ გამოიყურება სახლის თავშესაფრები ისრაელში. შეგახსენებთ, რომ 13 ივნისის ღამეს ისრაელმა ოპერაცია “აღმავალი ლომის” ფარგლებში ირანის ბირთვულ ობიექტებზე, სამხედრო მეთაურებსა და ბირთვული პროგრამის მეცნიერებზე ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანა. იერიშის დღესვე დადასტურდა ირანის დაზვერვის უფროსის, მოჰამად ყაზემისა და მისი მოადგილის, ჰასან მოჰაქიქის სიკვდილიც. საპასუხოდ, ირანმა ისრაელის მიმართულებით 280-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელთა დიდი ნაწილიც ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერია, ნაწილი კი ისრაელის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. @mariamtsom თავშესაფრები, რომლებიც სახლებშია 🇮🇱 #CapCut #mariamtsom #georgianinisrael #israel #war #fyp ♬ original sound – Mariamtsom
მეტი...(VIDEO) როგორ გადარჩა ერთადერთი მგზავრი – ექსპერტებმა ვიდეო სიმულაცია გააკეთეს
Air india-ს ავიაკატასტროფას მხოლოდ ერთი ადამიანი გადაურჩა. აჯაი თვითმფრინავში ძმის გვერდით იჯდა. Air india-ს თვითმფრინავის ჩამოვარდნას 270-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავიაკატასტროფას მხოლოდ ვიშვაში გადაურჩა. როგორც ის ამბობს, აფრენიდან ოცდაათი წამის შემდეგ, ძლიერი ხმაური გაისმა და თვითმფრინავი ჩამოვარდა. „როდესაც ავდექი, ჩემ გარშემო ყველგან გვამები იყო. შემეშინდა, ავდექი და გავიქეცი. ჩემ გარშემო ყველგან თვითმფრინავის ნამსხვრევები იყო. ვიღაცამ ხელი მომკიდა, სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩამსვა და საავადმყოფოში წამიყვანა“, – განაცხადა ვიშვაშ კუმარ რამეშმა. უცხოურ მედიაში ვრცელდება ვიდეო სიმულაცია, თუ როგორ შეიძლება მოეხერხებინა აჯაის გადარჩენა. შეგახსენებთ, ავიაკომპანია Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში…
მეტი...,,უკრაინის მიერ ე.წ. „ბინძური ბომბის“ შექმნა საშიში პროვოკაცია იქნებოდა” – მედვედევი
„მტრის მიერ ე.წ. „ბინძური ბომბის“ შექმნისა და გამოყენების შესაძლო მცდელობები, რის შესახებაც გუშინ პრეზიდენტმა ისაუბრა, უკიდურესად საშიში პროვოკაცია იქნებოდა, რასაც პროპორციული პასუხი მოჰყვებოდა“, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ,,ტელეგრამის“ არხზე წერს. ცნობისთვის, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ „უკრაინის მიერ ე.წ. „ბინძური ბომბის“ გამოყენებას კატასტროფული შედეგები მოჰყვება“.
მეტი...რუსეთმა უკრაინას 280 დრონითა და რაკეტით შეუტია
რუსეთმა უკრაინას 280 დრონითა და რაკეტით შეუტია. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 272 დრონი, ორი Kh-47M2 „კინჟალის“ ტიპის რაკეტა, ოთხი „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა და ორი „ისკანდერ-K“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 140 რუსული დრონი, სამი „ისკანდერ-K“-ს ტიპის რაკეტა, ერთი „კინჟალისა“ და ერთი „კალიბრის“ ტიპის რაკეტა ჩამოაგდეს. საჰაერო ძალების ინფორმაციით, 112 დრონი და თითო „ისკანდერ-K“-ს, „კალიბრისა“ და „კინჟალის“ ტიპის რაკეტა ლოკაციურად დაიკარგა. რუსების თავდასხმის ძირითადი სამიზნე ქალაქი კრემენჩუკი იყო.
მეტი...ირანმა დრონით ისრაელის ქალაქ ბეთ-შეანს შეუტია
ირანი ისრაელს დრონებით თავს დაესხა. The Times of Israel-ის ცნობით, ერთი დრონი ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბეთ-შეანში დაეცა, ხოლო მეორე – გოლანის მაღლობებზე. ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ დრონების ჩამოგდება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. როგორც ისრაელური მედია იუწყება, ეს არის დრონებით პირველი წარმატებული შეტევა მას შემდეგ, რაც ისრაელ-ირანის კონფლიქტი დაიწყო. დრონების შეტევის დროს ქალაქში განგაშის სირენა ჩაირთო. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მეტი...საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს 17 მოქალაქე საქართველოში გამოემგზავრა. „ქართულმა მხარემ ისრაელის შესაბამის სამსახურებთან ახლო კოორდინაციით უზრუნველყო საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადაში სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება. ისრაელში საქართველოს საელჩო შექმნილი ვითარების გამო განაგრძობს მუშაობას საგანგებო რეჟიმში. საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ამ დრომდე საქართველოს საელჩომ კონსულტაცია და საჭირო დახმარება გაუწია 500-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს. აღსანიშნავია, რომ ისრაელში მყოფ პირებს, სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ, ქვეყანა დატოვონ სახმელეთო გზით, როგორც ისრაელი-იორდანიის სასაზღვრო გამშვები პუნქტით , ასევე ისრაელი-ეგვიპტის სასაზღვრო გამშვები პუნქტით – TABA. სახმელეთო გზით დატოვების მსურველმა მოქალაქემ თან უნდა იქონიოს…
მეტი...,,ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს და ვერც ექნება” – ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანს მსოფლიოს მთავარი ტერორისტული რეჟიმი უწოდა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყანას ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს და ვერც ექნება. „ვიბრძოლებთ იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება, რადგანაც ჩვენ ორმაგი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვართ; ერთ რაკეტებისგან, ხოლო მეორე, უგუნური რეჟიმის ხელში არსებული ატომური ბომბისგან მოდის. ირანი მსოფლიოში მთავარი ტერორისტული რეჟიმია. მას არ უნდა ჰქონდეს და ვერ ექნება ბირთვული იარაღი. ისრაელის მიზანია გადაურჩეს ირანულ საფრთხეს. ამ საქმის კეთებისას ჩვენ მსოფლიოს ბევრ ქვეყანას ვშველით“, – თქვა ნეთანიაჰუმ.
მეტი...,,მე არ მივიღებ ნობელის მშვიდობის პრემიას განურჩევლად იმისა, თუ რას ვაკეთებ” – ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას მსოფლიოში კონფლიქტების შეჩერებისა და მშვიდობის დამყარებისთვის ნობელის პრემიას არ მისცემენ. ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა. „რუანდის და კონგოს წარმომადგენლები ვაშინგტონში ორშაბათს იქნებიან დოკუმენტებზე ხელმოსაწერად. ეს არის დიდი დღე აფრიკისთვის და, გულწრფელად გითხრათ, დიდი დღე მთელი მსოფლიოსთვის! მე არ მივიღებ ნობელის მშვიდობის პრემიას ამისთვის, მე არ მივიღებ ნობელის მშვიდობის პრემიას ინდოეთსა და პაკისტანს შორის ომის შეჩერებისთვის, მე არ მივიღებ ნობელის მშვიდობის პრემიას სერბეთსა და კოსოვოს შორის ომის შეჩერებისთვის, არ მივიღებ ნობელის მშვიდობის პრემიას ეგვიპტესა და ეთიოპიას შორის მშვიდობის შენარჩუნებისთვის; არ მივიღებ ნობელის…
მეტი...ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ირანის ჩრდილოეთ ნაწილში 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. როგორც სააგენტო Tasnim-ი წერს, ეპიცენტრი სემნანის პროვინციის ქალაქ სორხესთან ათი კილომეტრის სიღრმეში იყო, თუმცა მიწისქვეშა ბიძგები ახლომდებარე დასახლებებშიც იგრძნობოდა. მიწისძვრის ეპიცენტრის ადგილზე გაემართნენ „წითელი ნახევარმთვარის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფები.
მეტი...