“რეგიონულ ესკალაციას სარგებელი არავისთვის მოაქვს”- კალასი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასის განცხადებით, რეგიონულ ესკალაციას სარგებელი არავისთვის მოაქვს და „სწორედ ამიტომ, საჭიროა, დისკუსიები გაგრძელდეს“. აღნიშნულის შესახებ კალასმა ჟენევაში ირანსა და ევროპელ პარტნიორებს შორის გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა. კაია კალასის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ორივე მხარე შეთანხმდა, განაგრძონ დისკუსიები როგორც ბირთვულ, ასევე სხვა უფრო ფართო საკითხებზე.  

მეტი...

“ისრაელი ირანთან გახანგრძლივებული კამპანიისთვის უნდა მოემზადოს”- ეიალ ზამირი

ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურის, ეიალ ზამირის განცხადებით, ისრაელი ირანთან „გახანგრძლივებული კამპანიისთვის“ უნდა მოემზადოს, რათა „აღმოფხვრან ასეთი მასშტაბის საფრთხე“. „კამპანიის დაწყებისას ირანი 2 500 ერთეული ხმელეთი-ხმელეთის ტიპის რაკეტას ფლობდა. წარმოების ასეთი ტემპით, ორ წელიწადში 8 000-მდე ერთეული რაკეტა ექნებოდათ“ – განაცხადა ეიალ ზამირმა. ეიალ ზამირის თქმით, თავდაცვის ძალები გვერდიდან არ დააკვირდება საფრთხის განვითრებას, რადგან „ამ ოპერაციისთვის ისინი წლების განმავლობაში ემზადებოდნენ“.    

მეტი...

აშშ-მა ირანთან დაკავშირებით ახალი სანქციები გამოაქვეყნა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანთან დაკავშირებით ახალი სანქციების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. სასანქციო სიაში ხუთი ფიზიკური და 20 იურიდიული პირი მოხვდა. სანქცირებულთა შორის არის ჰონგ-კონგში ბაზირებული ორი კომპანია. შავ სიაში შეიყვანეს ასევე სამი ხომალდიც.

მეტი...

“ისრაელი თითქმის რუსულენოვანი ქვეყანაა”- პუტინი

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ისრაელი თითქმის რუსულენოვანი ქვეყანაა, იქ საბჭოთა კავშირიდან წასული უამრავი ადამიანი ცხოვრობს. პუტინის თქმით, რუსეთის უახლოეს ისტორიაში ამ ფაქტორს ყოველთვის ითვალისწინებენ. „მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო, რომ ისრაელში თითქმის ორი მილიონი ადამიანი ცხოვრობს ყოფილი საბჭოთა კავშირიდან და რუსეთის ფედერაციიდან. ეს თითქმის რუსულენოვანი ქვეყანაა დღეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, რუსეთის უახლოეს ისტორიაში ყოველთვის ვითვალისწინებთ ამ ფაქტორს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მეტი...

ისრაელის ქალაქ ჰაიფაში დაშავებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა

ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის შედეგად, ისრაელის ქალაქ ჰაიფაში დაშავებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის ერთ-ერთი 16 წლის მოზარდია. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ კარმიელში 51 წლის ქალი გულის შეტევით დაიღუპა თავშესაფარში, სადაც ქალაქზე თავდასხმის საშიშროების გამო, საჰაერო განგაშის გამოცხადების შემდეგ იმყოფებოდა.  

მეტი...

საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ, საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე, ორი ადამიანი დააკავა. განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების და მასალის შეუფერხებლად გადაადგილების მფარველობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ქრთამის სახით 5000 ლარი შესთავაზეს, ხოლო შემდგომი უკანონო საქმიანობის მფარველობისთვის, სისტემატურად, 2000 ლარს დაპირდნენ. „დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების და მასალის შეუფერხებლად გადაადგილების მფარველობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ქრთამის სახით 5000 ლარი შესთავაზეს, ხოლო შემდგომი…

მეტი...

“ისტორიული შედეგი”- ბიძინა ივანიშვილი ძიუდოისტთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონობას ულოცავს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონობას ულოცავს. „გილოცავთ უდიდეს გამარჯვებას – საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია! ეს ისტორიული შედეგი არის დაუღალავი შრომის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ქვეყნის სიყვარულის შედეგი. მადლობა მინდა გადავუხადო მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის თითოეულ წევრს, რომლებმაც შესაძლებლობების მაქსიმუმი გაიღეს და ჩვენი ქვეყნის დროშა მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა სხვა დროშაზე მაღლა ააფრიალეს. ამ გამარჯვებას კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ქალ და ვაჟ ძიუდოისტებს ერთობლივად მსოფლიოს პირველობა აქამდე არ მოუგიათ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას“, – აღნიშნულია ბიძინა…

მეტი...

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა. მერვედფინალში საქართველოს ნაკრებმა ჩინეთი 4:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი იტალიას 4:0 სძლიეს და ნახევარფინალში ტურნირის მოქმედი გამარჯვებული იაპონია 4:2 დაამარცხეს. მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალური ასპარეზობა ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედლით დაასრულეს: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ვერცხლის მედალი, მოიპოვა ლუკა მაისურაძე (90კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ვერცხლის მედალს.

მეტი...

კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული დემეტრე დარჩიას ხსოვნას პატივი მიაგო

მიმდინარე წლის 20 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მრჩეველთან, ვლადიმერ იმნაძესთან და სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველის, დემეტრე დარჩიას ოჯახს მიუსამძიმრა და მის ხსოვნას პატივი მიაგო. დემეტრე დარჩია 22 წლის იყო და იგი ‘’ქართულ ლეგიონში’’ ირიცხებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი, 12 ივნისს, კიევში, ლეგიონის ერთ-ერთ საწვრთნელ ბაზაზე დაიღუპა, სავარაუდოდ, ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერების დეტონაციის შედეგად. დემეტრე დარჩიას, 21 ივნისს, ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა! ინფორმაციისთვის, ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში, რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 2000-მდე) ქართველი…

მეტი...

ბათუმში ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამდგენი კომისიის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ქალაქ ბათუმში, ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 85 სტატუსის მაძიებელი პირის საქმე განიხილეს. კომისიას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე ესწრებოდნენ. ინფორმაციისთვის, ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის ძირითადი ამოცანაა, ვეტერანისა და ვეტერანის ოჯახის წევრობის დამადასტურებელი სტატუსის მაძიებელ იმ პირთა განცხადებების განხილვა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის/დაღუპვის ფაქტის დადგენა, რომელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არასრულია. ასევე, იმ პირთა განცხადებების განხილვა, რომელთა დოკუმენტაციიდან არ დგინდება კონფლიქტის ზონაში საბრძოლო ოპერაციებში…

მეტი...

პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე 7 ადამიანს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ტაილანდის და ჩინეთის მოქალაქეებს პროსტიტუციის შესანიღბად თბილისში გახსნილი ჰქონდათ ტაილანდური მასაჟის სალონები, სადაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ეწეოდნენ. ბრალდებულების მიერ გადაცემულ ოთახებში პროსტიტუციაში ჩაბმული პირები სექსუალურ მომსახურეობას უწევენ კლიენტებს. თანხის ნაწილს კი დაწესებულების ადმინისტრატორი იღებდა, რაც ობიექტის მუშაობის მიზანს და შემოსავალის ერთადეთ წყაროს წარმოადგენდა. დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”- ნათქვამია ინფორმაციაში.            

მეტი...

პროკურატურამ მანდატურის მიმართ თავდასხმის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მანდატურმა ბრალდებულს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რასაც ის არ დაემორჩილა და მანდატურებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ კი თავს დაესხა ერთ-ერთ მანდატურს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცავებმა ბრალდებული 20 ივნისს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით (საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”- ნათქვამია განცახდებაში.  

მეტი...

“რუსეთი აიძულეს, ეღიარებინა ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა”- პუტინი

ვლადიმერ პუტინი, აცხადებს რომ რუსეთი აიძულეს, ეღიარებინა ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა. „ჩვენ შევეცადეთ მშვიდობიანი გზით მორიგება. ვითარების გამოსწორება, მაგრამ ჩვენმა პარტნიორებმა, როგორც მათ ახლა უკვე ბრჭყალებში მოვიხსენიებთ და როგორც მოგვიანებით გამოირკვა, გააჩაღეს ეს გადატრიალება მხოლოდ ერთი რამისთვის, რომ უკრაინა იარაღით აევსოთ და გაგრძელებული ეს საბრძოლო მოქმედებები. ბოლოს და ბოლოს, ეს გვაიძულებდა ჩვენ, გვეღიარებინა ამ რესპუბლიკების – ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა. ჩვენ რვა წელი არ ვაღიარებდით, ვცდილობდით მორიგებას, თუმცა გვაიძულეს, გვეღიარებინა ისინი დამოუკიდებლად. შემდეგ გვაიძულეს, მათთვის დახმარება გაგვეწია, მათ შორის შეიარაღებული მხარდაჭერა, რათა დაგვესრულებინა ომი, რომელიც ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა გააჩაღეს დასავლეთში და…

მეტი...

“რუსი და უკრაინელი ხალხები ერთი ერია რეალურად – მთელი უკრაინა ჩვენია“- პუტინი

პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსებსა და უკრაინელებს ერთ ხალხად მიიჩნევს. „მე უკვე ბევრჯერ ვთქვი, მიმაჩნია, რომ რუსი და უკრაინელი ხალხები ერთი ერია რეალურად. ამ თვალსაზრისით, მთელი უკრაინა ჩვენია“, – განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, რუსეთს ეჭვქვეშ არასდროს დაუყენებია უკრაინის სუვერენიტეტის საკითხი. „სხვათა შორის, ჩვენ არასდროს დაგვიყენებია ეჭვქვეშ უკრაინელი ხალხის უფლება დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე“, – აღნიშნა პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ რუსეთის ქმედებები მიმართული იყო მოსახლეობის დაცვაზე. „სახელმწიფო, სისხლიანი, არაკონსტიტუციური გადატრიალება უკრაინაში. ეს რა არის? ესეც ხომ ქმედებაა ძალის პოზიციიდან და აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ პირდაპირ განაცხადა იმის შესახებ, რომ მან ამ…

მეტი...

ჟენევაში ევროპის ქვეყნების მინისტრებსა და ირანის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს

ჟენევაში ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს.  ინფორმაციას CNN ავრცელებს. შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ ჟან ნოელ-ბარო (საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი), იოჰან ვადეფული (გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი), დევიდ ლემი (დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი), კაია კალასი (ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი) და აბას არაღჩი (ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი). CNN-ის ცნობით, ირანელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა ჟენევაში 90 წუთის განმავლობაში ისაუბრეს, რის შემდეგაც შესვენება აიღეს. ამჟამად ორი მხარე ცალ-ცალკე ოთახებში მართავენ კონსულტაციებს და მოლაპარაკებების აღდგენა უმოკლეს დროშია მოსალოდნელი. შეხვედრამდე დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ…

მეტი...

გაერთიანებული სამეფო ირანში საელჩოს ხურავს და ქვეყნიდან პერსონალი გაჰყავს

გაერთიანებული სამეფო ირანში საელჩოს დროებით ხურავს და ქვეყნიდან პერსონალი გაჰყავს. გადაწყვეტილება ადგილზე არსებული ვითარების გამო მიიღეს. „ჩვენ მივიღეთ სიფრთხილის ზომები, დროებით გავიყვანოთ გაერთიანებული სამეფოს პერსონალი ირანიდან. ჩვენი საელჩო მუშაობას დისტანციურად განაგრძობს“ – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე მელიას პატიმრობა შეუფარდეს

მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. პროცესს თავად ბრალდებული არ დასწრებია. შეგახსენებთ, აღნიშნულ საქმეზე ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, მელია პოლიციამ 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მელიამ პროცესზე მოსამართლეს სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა.

მეტი...

,,ძალადობის მიმართ სოლიდარობა, შემდგომი ძალადობის წაქეზებაა” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ მიმართვას ეხმიანება, რომელიც მზია ამაღლობელს ეხება. „ძალადობის მიმართ სოლიდარობა, შემდგომი ძალადობის წაქეზებაა“, – წერს შალვა პაპუაშვილი. ,,მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით” – ევროკავშირის წარმომადგენლობა

მეტი...

ისრაელის თითქმის მთელ ტერიტორიაზე განგაშია

ისრაელის თითქმის მთელ ტერიტორიაზე განგაშის სირენებია ჩართული. წინასწარი ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით რაკეტა გაუშვა. აფეთქებების ხმა ისმის იერუსალიმში და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. ირანული მედიის ცნობით, რაკეტები ისრაელის საპორტო ქალაქ ჰაიფაშიც დაეცა.

მეტი...

,,ჩვენ მეტის გაკეთება გვმართებს, საჭიროა ოპერაციის ტემპის დაჩქარება” – ისრაელის დაზვერვის გენერალ-მაიორი სამხედროებს

,,ისრაელს ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დაჩქარება სურს”, – შესაბამისი მოწოდებით ისრაელის დაზვერვის გენერალ-მაიორმა სამხედროებს მიმართა. მისი თქმით, საფრთხეს, რომელსაც ირანი წარმოადგენს, ისრაელი ვერ შეეგუება. „ჩვენ მეტის გაკეთება გვმართებს. საჭიროა ოპერაციის ტემპის დაჩქარება, რადგანაც ეს საფრთხის ის ტიპია, რომელსაც ისრაელის სახელმწიფო ვერ შეეგუება, სწორედ ამიტომ დავიწყეთ ეს ოპერაცია“, – განაცხადა ისრაელის დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა შლომ ბინდერმა.

მეტი...

მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ზოგად საგამონაკლისო წესს შეიმუშავებს

მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ზოგად საგამონაკლისო წესს შეიმუშავებს. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. უწყების ცნობით, საგამონაკლისო წესი შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც მასწავლებლის მხრიდან სავარაუდო უფლებადარღვევისას მოსწავლე გაკვეთილებს არ ესწრება და მას, პარალელურად, გაკვეთილებს სხვა პედაგოგი უტარებს. ასევე, განისაზღვრება სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ვალდებულება, ჩაერთოს შემთხვევის მართვის პროცესში და უზრუნველყოს პროცესზე მონიტორინგი. „საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებას მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ზოგადი საგამონაკლისო წესის შემუშავებისა და შესაბამისი ჩანაწერის კანონმდებლობაში ასახვასთან დაკავშირებით. 2024 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა განათლების, მეცნიერებისა…

მეტი...

,,კონფლიქტში მესამე მხარის ჩართვა, თეირანის დაუყოვნებლივ რეაქციას გამოიწვევს” – ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭო

ირანი შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, რომ კონფლიქტში მესამე მხარის ჩართვა, თეირანის დაუყოვნებლივ რეაქციას გამოიწვევს. ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს განცხადებაში შეერთებული შტატების ხსენების გარეშე ნათქვამია, რომ ირანს აქვს გეგმები სხვადასხვა სცენარისთვის. ამასთან, ირანულ მედიაში ინფოგრაფიკა გავრცელდა, რომელზეც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ამერიკული ბაზების მდებარეობაა მონიშნული ტექსტით, რომ ირანულ რაკეტებს შეუძლია რეგიონში განთავსებულ ათობით ამერიკულ ბაზამდე მიაღწიოს.

მეტი...

ისრაელი ირანის ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებს ბომბავს

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები ირანის ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებს ბომბავს. „ცაჰალის“ ინფორმაციით, მათ სამიზნეს ამჯერად ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს. მანამდე ისრაელის თავდაცვის არმიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ რამდენიმე დღის წინ თეირანში ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბ-ბინა დაბომბა.

მეტი...

,,ირანის მთავრობის დაშლას რეგიონში დესტაბილიზაცია მოჰყვება” – ორბანი

,,ირანის მთავრობის დაშლას, მთელი ქვეყნის ჩამოშლა და რეგიონში დესტაბილიზაცია მოჰყვება, რომელიც არაერთ სხვა სახელმწიფოზე გავრცელდება”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. ორბანი ირანში მიმდინარე ომის გამო უფრო გლობალურ საფრთხეებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ომის შედეგად იზრდება ფასი ნავთობზე, რაც უნგრეთზე უარყოფითად აისახება.

მეტი...

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან მძიმედ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული სამხედრო მოსამსახურეები დააბრუნა

უკრაინაში რუსეთის ტყვეობიდან უკრაინაში მძიმედ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული სამხედრო მოსამსახურეები დააბრუნეს. სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, საზღვაო ძალების, სახმელეთო ჯარების, ტერიტორიული თავდაცვის, საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ძალების, უპილოტო სისტემების ძალების, ასევე სასაზღვრო სამსახურისა და ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ შორის არიან მარიუპოლის დამცველები, რომლებიც 2022 წლიდან ტყვეობაში იმყოფებოდნენ. დაბრუნებულ სამხედროებს სამედიცინო ცენტრებში გადაიყვანენ საჭირო გამოკვლევების, შემდგომი მკურნალობისა და რეაბილიტაციის ჩასატარებლად. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაცვლის ამ ეტაპზე რუსეთის ტყვეობიდან გაათავისუფლეს მარიუპოლის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ხარკოვისა და ჩერნიგოვის ოლქების დამცველები, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სასაზღვრო…

მეტი...

დავით ნარმანიამ სემეკის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სემეკის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. დავით ნარმანიამ პარლამენტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია 2024 წელს დანერგილი გამარტივებული მომსახურებების, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით შემუშავებული მექანიზმების, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებში არსებული მდგომარეობისა და რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტების შესახებ. სემეკის თავმჯდომარის თქმით, 2024 წელს კომისია ინტენსიურად მუშაობდა როგორც რეგულირების გაუმჯობესების, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. „2024 წლის განმავლობაში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით კომისიამ განიხილა 3000-ზე მეტი განცხადება/საჩივარი. მათ შორის,…

მეტი...

,,ჟენევაში ირანის დიპლომატებთან დაგეგმილი შეხვედრის მიზანია, განახლდეს ბირთვული მოლაპარაკებები” – საფრანგეთის საგარეო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჟენევაში ირანის დიპლომატებთან დაგეგმილი დღევანდელი შეხვედრის მიზანია, განახლდეს ბირთვული მოლაპარაკებები. აღსანიშნავია, რომ 19 ივნისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მინისტრებმა „აღნიშნეს, რომ ირანის ბირთვული და ბალისტიკური პროგრამები საფრთხეს წარმოადგენს ისრაელისთვის, რეგიონისა და ევროპისთვის“. მარკო რუბიოს თქმით, აშშ ნებისმიერ დროს მზად არის ირანთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის.

მეტი...

,,მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით” – ევროკავშირის წარმომადგენლობა

„სოლიდარობა მზია ამაღლობელს და „ბათუმელებს“! მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით და მოვუწოდებთ, შეწყდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატური თავდასხმა”, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ასევე, ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკისა და „ბათუმელების“ დირექტორის ეთერ თურაძის შეხვედრის ამსახველ ფოტოსაც.  

მეტი...

თბილისში სამუშაო ვიზიტით ICAM-ის დირექტორი, დოქტორი ელი ჰიბი და გლაზგოს უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფი იმყოფებოდა

ცხოველთა კეთილდღეობის არასამთავრობო ორგანიზაცია ” მეიჰიუ საქართველოს ” მოწვევით, თბილისში სამუშაო ვიზიტით ICAM-ის ( კომპანიონი ცხოველების მართვის საერთაშორისო კოალიცია ) დირექტორი, დოქტორი ელი ჰიბი და გლაზგოს უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფი იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს, “მეიჰიუ საქართველოსა” და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების ჩართულობით სამუშაო შეხვედრები გაიმართა. მხარეებმა განიხილეს შინაური ცხოველების კეთილდღეობის, მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის შემცირებისა და დაავადებების კონტროლის მიმართულებით როგორც გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნები, ისე კონკრეტული აქტივობები, რომელთა განხორციელებაც მოკლევადიან პერპექტივაში მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს. სტუმრებმა თბილისის ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარიც მოინახულეს, ადგილზე გაეცნენ არსებულ ინფრასტრუქტურასა და მიმდინარე ოპერაციულ პროცესებს. ვიზიტის მონაწილეებმა თავშესაფრის…

მეტი...

,,შესაძლოა, გამოიწვიოს ვიზაზე უარი და მომავალში ვიზის მიღების შესაძლებლობის დაკარგვა” – აშშ-ის საელჩო

„ყველა პირი, რომელსაც F, M ან J არასაიმიგრაციო ვიზებზე შეაქვს განაცხადი ვალდებულია – მათი იდენტობისა და აშშ-ის კანონის შესაბამისად ქვეყანაში დაშვების დასადგენად – შეცვალოს სოციალური ქსელების კონფიდენციალურობის პარამეტრები და გახადოს ისინი საჯარო”, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. ,,სავიზო სკრინინგის დროს ყველა ხელმისაწვდომ ინფორმაციას ვიყენებთ – მათ შორის სოციალური მედიის მონაცემებს – იმ პირების გამოსავლენად, რომლებსაც აშშ-ში შესვლის უფლება არ აქვთ ან რომლებიც აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან. 2019 წლიდან აშშ-მა საიმიგრაციო და არასაიმიგრაციო სავიზო აპლიკაციაში სოციალური მედიის იდენტიფიკატორების მითითება სავალდებულო გახადა. აპლიკანტები ვალდებული არიან, სოციალურ…

მეტი...

„ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „გვსურს გამოვეხმაუროთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დეპუტატად მცირე ხნით ყოფნის გამო წარმოეშვა და ამის მიუხედავად, მისი დეკლარაცია, დეკლარაციების ვებგვერდზე არ იძებნება. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ქონებრივი დეკლარაცია, რომლის შევსების ვალდებულება მას, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, პარლამენტის წევრობის კანდიდატს დაეკისრა, 2024 წლის 4 ოქტომბერს შეავსო. ბიძინა ივანიშვილის, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ…

მეტი...

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ჯარს ირანზე თავდასხმების გააქტიურების ბრძანება მისცა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ჯარს ირანის რეჟიმის სამიზნეებზე დარტყმების ინტენსივობის გაზრდა უბრძანა. „ჩვენ რეჟიმის ყველა სიმბოლოსა და ზეწოლის მექანიზმებს, როგორებიცაა ბასიჯი და აგრეთვე რეჟიმის სიძლიერის საფუძველი – ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, უნდა დავარტყათ“, – თქვა კაცმა ისრაელის თავდაცვის არმიის გენშტაბის უფროსთან, ეიალ ზამირთან ერთად სამხედროებთან შეხვედრის დროს. როგორც მან აღნიშნა, ისრაელმა თეირანის მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია უნდა გამოიწვიოს, რათა რეჟიმის დესტაბილიზაცია მოხდეს. მისი აზრით, დარტყმები ბირთვულ ობიექტებსა და მეცნიერ-ფიზიკოსებზე არ უნდა შეწყდეს, სანამ ოპერაციის ყველა მიზანი მიღწეული არ იქნება.

მეტი...

„აბაზანაში ნახეს წაქცეული“ – ვინ არის ქართველი ემიგრანტი, რომელიც საბერძნეთში გარდაიცვალა?

საბერძნეთში, ათენში ქართველი ემიგრანტი ნანული მაჭავარიანი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას, სოციალურ ქსელში, შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „გარდაცვლილი ნახეს აბაზანაში წაქცეული, გაჟონვა მოსვლია საცოდავს… თბილო, კეთილო, უბოროტო, როგორ გვატკინე გული, როგორ დაასრულე ეს ცხოვრება უცხო მიწაზე, რამდენი ტკივილი, მონატრება, ჯავრი წაიყოლე… რა ეშველება შენს შვილს უშენოდ, ისიც ხომ ათენში გყავდა, ორივე ემიგრანტი იყავით… რატომ მოტეხე ფრთები ხათოს, ასე ნაადრევად… ღმერთო, მიეცი ძალა მის ოჯახს ამ ტკივილის ასატანად, სასუფეველში იყავი, რომ არა უფალი, ამდენ მწუხარებას ჩვენ ვერ გავუძლებდით“, – წერს სიხარულიძე.

მეტი...

ნიკოლ ფაშინიანი სტამბოლში ჩავიდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სტამბოლში სამუშაო ვიზიტით ჩაფრინდა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, სტამბოლში ფაშინიანისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირ შეხვედრაა დაგეგმილი. გარდა ამისა, ფაშინიანი სტამბოლში სომხური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ გუშინ თურქეთში აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ჩავიდა. ცნობისთვის, თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ბოლოს სომხეთის ლიდერი სამუშაო ვიზიტით თურქეთს 2009 წელს სტუმრობდა. მაშინ ანკარაში პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ჩავიდა.

მეტი...

რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს ლატვიაში უძრავი ქონების შეძენა აეკრძალათ

რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს ლატვიაში უძრავი ქონების შეძენა აეკრძალათ. კანონს სეიმმა მხარი დაუჭირა. ცვლილება ვრცელდება როგორც კერძო, ისე იურიდიულ პირებზე. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთისა და ბელარუსის იმ მოქალაქეებს, ვინც წარსულში უძრავი ქონება შეიძინა ან ის მემკვიდრეობით მიიღო, კანონი არ შეეხება.

მეტი...