გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ზომიერების დაცვისკენ მოუწოდებს. ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი ცოტა ხნის წინ გაიმართა. მერცმა ასევე გააჟღერა გერმანიის პრინციპული მხარდაჭერა ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების მიმართ, თუმცა ასევე ხაზი გაუსვა კონფლიქტის დიპლომატიური გზებით დასრულების მნიშვნელობას.
მეტი...დღე: ივნისი 19, 2025
ირანის საგარეო მინისტრი თურქეთში ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს დაესწრება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს დაესწრება.ირანული მედიის ცნობით, სამიტზე ასევე გაიმართება საგანგებო სესია, სადაც ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტის დარეგულირებაზე იმსჯელებენ. შეხვედრა სტამბოლში 21 ივნისს არის ჩანიშნული და ის ძირითადად მუსლიმური ქვეყნების სამთავრობოთაშორისი ჯგუფებისგან შედგება.
მეტი...ტრამპის გადაწყვეტილება ირან-ისრაელის კონფლიქტში ჩართვასთან დაკავშირებით ორ კვირაში იქნება ცნობილი
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირან-ისრაელის კონფლიქტში ჩართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მომდევნო ორ კვირაში მიიღებს. ამის შესახებ ლევიტმა თეთრი სახლში გამართული პრესკონფერენციისას ისაუბრა. „იმის გათვალისწინებით, რომ უახლოეს მომავალში ირანთან მოლაპარაკებების დიდი ალბათობა არსებობს, პრეზიდენტი გადაწყვეტილებას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მიიღებს“, – განაცხადა პრესმდივანმა.
მეტი...გურამ თუშიშვილი ვიცე-ჩემპიონია
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატის ინდივიდუალურ ტურნირში საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა 4 მედლით დაასრულა: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100) ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ხოლო ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 20 ივნისს ბუდაპეშტში შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება. საქართველოს ნაკრები მერვედფინალში ჩინეთის გუნდს შეხვდება, წარმატების მიღწევის შემთხვევაში კი მასპინძელ უნგრეთსა და იტალიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
მეტი...საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაა. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული ადამიანები. პარალელურად, აქცია მიმდინარეობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ შენობასთან, საიდანაც მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადმოინაცვლეს და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ
მეტი...„ისრაელის მიზანი ირანში ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების აღმოფხვრაა“- გიდეონის საარი
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონის საარის განცხადებით, ირანში რეჟიმის ცვლილება მინისტრთა კაბინეტის მიზანი არ არის. თუმცა, არ გამორიცხავს, რომ ეს მოცემულობა შეიცვალოს. მისი თქმით, უსაფრთხოების საბჭოს მიერ ამ ეტაპზე განსაზღვრული მიზნები უკავშირდება ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამებს და მათ აღმოფხვრას. გიდეონ საარის თქმით, ეს არის ის მიზნები, რომელიც ისრაელის უსაფრთხოების საბჭომ შეიმუშავა.
მეტი...“ისრაელი წინსწრებით ასრულებს გრაფიკს ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში”- ნეთანიაჰუ
პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი წინსწრებით ასრულებს გრაფიკს ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში. „ჩვენ წინ ვუსწრებთ დადგენილ გრაფიკს როგორც დროის, ისე შედეგების თვალსაზრისით“ – განაცხადა ნეთანიაჰუმ და აღნიშნა, რომ „გამორჩეული სამუშაო შესრულდა” როგორც ნეთანიაჰუ განმარტავს, მან ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დაწყება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ირანის ყველაზე ძლიერი მარიონეტული ძალა – „ჰეზბოლა“ გასული წლის მიწურულს დაასუსტეს და მკაფიო გახდა, რომ ირანი ბირთვული პოტენციალისკენ მიისწრაფოდა“. „ნასრალას (ჰეზბოლას ყოფილი მეთაური) განადგურებამ გატეხა ირანული ღერძი. რა დარჩა მას? ეს ოპერაცია მრავალი თვის განმავლობაში იგეგმებოდა“,- განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. მისივე თქმით, ისრაელმა გაანადგურა ირანის რაკეტგამშვები საცეცხლეების ნახევარზე მეტი.
მეტი...“მესამე მხარის ჩართვა დაუყოვნებლივ რეაქციას გამოიწვევს”- ირანი
ირანი აცხადებს, რომ მესამე მხარის ჩართვა დაუყოვნებლივ რეაქციას გამოიწვევს. როგორც ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, „მტერთან კონფრონტაცია გაგრძელდება, ვიდრე არ გადაიხდიან კომპენსაციას“. მათივე თქმით, ირანს გეგმები სხვადასხვა სცენარისთვის გააჩნია. განცხადებაში აშშ-ის უშუალოდ ხსენების გარეშე ნათქვამია: „ამ აგრესიაში მესამე ქვეყნის ჩარევის შემთხვევაში, მათ დაუყოვნებლივ დავუპირისპირდებით კონკრეტული გეგმის მიხედვით“.
მეტი...“თეთრ სახლში პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების გუნდი იკრიბება”- “სიენენი“
“სიენენის“ ინფორმაციით, თეთრ სახლში პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების გუნდი იკრიბება. იქ იმყოფებიან ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. დონალდ ტრამპის კალენდარში დღევანდელი შეხვედრა „დაზვერვის ბრიფინგად“ არის ჩანიშნული, თუმცა შეხვედრის სიტუაციების ოთახში გამართვა მიანიშნებს იმაზე, რომ მოლაპარაკებები უფრო სენსიტიური თემებით იქნება დატვირთული, ვიდრე ინფორმაციიის ყოველდღიური სტანდარტული გაზიარებაა პრეზიდენტისთვის.
მეტი...აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში თვითმფრინავებისა და ხომალდების გარკვეული რაოდენობა განათავსა
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ახლო აღმოსავლეთში საკუთარი აქტივების დასაცავად თვითმფრინავებისა და ხომალდების გარკვეული რაოდენობა განათავსა. ინფორმაციას „სიენენი” ავრცელებს. აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ ასევე წინასწარ განათავსა სისხლის დამატებითი მარაგები რეგიონში, რაც სტანდარტული პროტოკოლია აშშ-ის შეიარაღებულ ძალებზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში.
მეტი...„პუტინი სასოწარკვეთილად ცდილობს ირანის ბირთვული იარაღის წარმოების შენარჩუნებას“- სიბიგა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ პუტინი “მედიატორად” პოზიციონირებით ცდილობს ირანის ბირთვული იარაღის წარმოების შესაძლებლობების შენარჩუნებას. მისივე თქმით, რუსეთის ნდობა არ შეიძლება. “ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მოსკოვის თვალთმაქცობის მინიმუმ ორ მაგალითს გვაჩვენებს. პირველი, პუტინი “მედიატორად” პოზიციონირებით სასოწარკვეთილად ცდილობს, ირანის ბირთვული იარაღის წარმოების შესაძლებლობების შენარჩუნებას. მეორე, რუსეთი ახლო აღმოსავლეთში დარტყმებს გმობს, მაშინ, როდესაც დაუნდობლად თავს ესხმის უკრაინას. პუტინი, ვითომ, თავის დახმარებას სთავაზობს ახლო აღმოსავლეთში ომის დასასრულებლად, მაშინ, როდესაც უარს ამბობს საკუთარის დასრულებაზე. ერთადერთი რაციონალური დასკვნაა ის, რომ რუსეთის ნდობა არც ერთ ვითარებაში არ შეიძლება, და ის ყოველთვის პრობლემის ნაწილია და არა…
მეტი...“თეირანი არ დაუბრუნდება ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებას, თუ ისრაელი თავდასხმებს არ შეწყვეტს”- “როიტერი“
აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შორის რამდენჯერმე შედგა სატელეფონო საუბარი. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. როგორც სააგენტო წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ არაღჩიმ ვაშინგტონს განუცხადა, რომ თეირანი არ დაუბრუნდება ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებას, თუ ისრაელი თავდასხმებს არ შეწყვეტს. ასევე, „როიტერის“ ცნობით, განხილვის თემა იყო, აშშ-ის მიერ მაისის მიწურულს წარდგენილი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავდა, შექმნილიყო რეგიონული კონსორციუმი, რომელიც ირანის ფარგლებს გარეთ გაამდიდრებდა ურანს, თუმცა თეირანი ამ წინადადებასაც ჯერჯერობით უარყოფს.
მეტი...ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი. მსუბუქი ავტომობილი გზის პირას გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა. შეჯახების შედეგად, მინივენის მძღოლი, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მეტი...„ირანის საგარეო მინისტრი პარასკევს ჟენევაში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს შეხვდება“- მედია
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პარასკევს ჟენევაში ბრიტანელ, ფრანგ, გერმანელ კოლეგებსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს შეხვდება. ამის შესახებ, ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. ამავე ცნობით, აბას არაღჩი პარასკევს ბრიტანელ, ფრანგ და გერმანელ კოლეგებს შეხვდება, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელთან, კაია კალასთან ერთად. აბას არაღჩი ამ ინფორმაციას თავად ადასტურებს. შეხვედრაზე არაღჩი, სვარაუდოდ ირანის ბირთვულ პროგრამას განიხილავს. როგორც მედია წერს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთსა და ევროკავშირს შორის ხვალ შვეიცარიაში დაგეგმილი მოლაპარაკებები ტრამპის ადმინისტრაციასთან კონსულტაციით მიმდინარეობს.
მეტი...„გვირაბში, ბავშვებით გადავსებულ მანქანას ვიღაც შეასკდა“ – რას წერს ერთ-ერთი მოქალაქე
ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სოციალურ ქსელში ეხმაურებიან. „გუშინ შევესწარი, ახალ გზაზე გვირაბში, ბავშვებით გადავსებულ მანქანას ვიღაც შტერი შეასკდა, ღმერთს მადლობა ყველა გადარჩა! სასაკლაოა ჩვენი გზები, სახლიდან რომ გავდივართ გადავრჩებით თუ არა 50/50-ზეა. არავინ არ არის დამნაშავე უვიცი გაუნათლებელი მძღოლის გარდა! უკიდეგანოდ არაადეკვატური სასჯელი უნდა იყოს, იქნებ შიშმა მაინც გვასწავლოს ჭკუა, თორემ ისე გვკიდია სხვისი ცხოვრება ფეხზე!“, – წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.
მეტი...ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. „მე გავეცი განკარგულება, რომ ხელშეუხებელი არავინაა. მირჩევნია ქმედებებმა თავად თქვას სათქმელი. ყველა ვარიანტი ღიაა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. მისივე თქმით, აშშ-ის ჩართულობა ომში „პრეზიდენტ ტრამპის გადასაწყვეტია“. ასევე, ნეთანიაჰუ აღნიშნავს, რომ ისრაელს შესწევს უნარი, დამოუკიდებლად განახორციელოს მთელი მისია.
მეტი...ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში – არიან დაშავებულები
რუსთავის გასასვლელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, განათების ბოძს დაეჯახა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის, სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
მეტი...ირანმა, შესაძლოა, ჰორმუზის სრუტე დაკეტოს
ირანის ხელისუფლება ჰორმუზის სრუტის დაკეტვის ვარიანტს განიხილავს. ინფორმაციას The Times of Israel-ი ირანის პარლამენტის წევრზე, ბეჰნამ საიდიზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მსოფლიოში ნავთობის გადაზიდვების 20% ჰორმუზის სრუტის გავლით ხდება. ირანი დასავლეთის ზეწოლის საპასუხოდ ჰორმუზის სრუტის დაკეტვით ადრეც იმუქრებოდა. როგორც გამოცემას წყარომ განუცხადა, კომერციული გემები ირანის წყლებში სრუტის გავლით ერიდებიან.
მეტი...2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი აშშ
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.4 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს 567.4 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა ყაზახეთი – 330.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი – 282.3 მლნ. აშშ დოლარით. რაც შეეხება იმპორტს, 2025 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 72.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან აშშ – 1 095.9 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 1 075.1 მლნ. აშშ დოლარითა და რუსეთი – 808.6 მლნ. აშშ დოლარით. უწყების…
მეტი...,,უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან ჯარისკაცების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან ჯარისკაცების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა. „ჩვენი ხალხი რუსეთის ტყვეობიდან სახლში ბრუნდება. მათი უმეტესობა ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა. ისინი უკრაინის დამცველები არიან, რომლებიც დონეცკის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის, ხარკოვის, სუმის, ჩერნიგოვისა და კიევის ოლქებში იბრძოდნენ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე. მისი თქმით, ტყვეობიდან დაბრუნებულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მებრძოლები.
მეტი...,,შესაძლებელია, რომ ირანის რეჟიმი დაეცეს” – ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლებელია, რომ ირანის რეჟიმი დაეცეს. „რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არა?“, – განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ. კითხვაზე, გეგმავს თუ არა აშშ ასეთ სცენარს, აშშ-ის პრეზიდენტი პასუხობს: „ჩვენ ყველაფრის გეგმა გვაქვს“. მისი თქმით, ერთ საათში თავის მრჩევლებს შეხვდება სიტუაციურ ოთახში.
მეტი...პოლონეთში, საქართველოს მოქალაქე დააკავეს
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 27 წლის ქართველს ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნიშნების გაყალბებას ედავებიან. სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ მას სხვა დანაშაულებებშიც ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
მეტი...,,აშშ-ის სამხედროებს ყველაფრის გეგმა აქვთ” – აშშ-ის თავდაცვის მდივანი
,,აშშ-ის სამხედროებს ყველაფრის გეგმა აქვთ, მათ შორის ირანზე თავდასხმის შემდგომი დღისთვისაც”, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განუცხადა კანონმდებლებს. ჰეგსეტმა არაერთხელ თქვა უარი ირანზე აშშ-ის პოტენციურ თავდასხმასთან დაკავშირებით საუბრის დეტალებზე, რადაგანაც, როგორც მან განაცხადა, ღია ფორუმზე ინფორმაციას არ გაამჟღავნებს. „მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, დაედოთ გარიგება, და მათ ეს უნდა გაეკეთებინათ“, – განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.
მეტი...ავლაბრის მეტროდან მარეგულირებელი კომისიის მიმართულებით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს
მედიის მხარდასაჭერად ავლაბრის მეტროდან მარეგულირებელი კომისიის მიმართულებით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლება ებრძვის თავისუფალ სიტყვას, დამოუკიდებელ მედიას და გამოხატვის თავისუფლებას. აქციაში მონაწილეობენ ჟურნალისტები, ასევე, საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებულთა ოჯახის წევრები და ახლობლები.
მეტი...ევროპარლამენტი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესასწავლად ოფიციალურ ორგანოს ქმნის
ევროპარლამენტმა მემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფების დახმარებით მხარი დაუჭირა სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც ევროკავშირში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას შეისწავლის. სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ წინადადება მემარჯვენე ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ წარადგინა, რომელიც ევროპარლამენტში უმსხვილეს ფრაქციას წარმოადგენს. გადაწყვეტილების წინააღმდეგ ხმა ცენტრისტმა სოციალისტებმა, დემოკრატებმა და ლიბერალებმა მისცეს. Politico-ს ცნობით, სპეციალური ჯგუფი შეისწავლის ყველა კონტრაქტს, რომლებსაც ევროკომისია არასამთავრობო ორგანიზაციებთან გააფორმებს. როგორც მედია წერს, მემარჯვენე მრწამსის პოლიტიკური ჯგუფები ევროპაში სულ უფრო ხშირად აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების კონტროლია საჭირო. მათ აინტერესებთ, თუ როგორ იხარჯება ევროკომისიის ფული. ეს უთანხმოების მიზეზი ხშირად გამხდარა. მაკონტროლებელი ორგანოს შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა,…
მეტი...როგორია ქალის მდგომარეობა, რომელიც გორში მეუღლემ დაჭრა
ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი კვლავ სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას. როგორც კლინიკაში აცხადებენ, გოგოს გადაუდებელი ოპერაცია და კვლევები ჩაუტარდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია. მათი თქმით, გოგონას ყური ჰქონდა მოჭრილი. რაც შეეხება ბიჭს, რომელმაც მეუღლე დაჭრა, ისიც სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. ცოლის დაჭრის შემდეგ, მან თავადაც მიიყენა თვითდაზიანებები, ყელის და სხეულის სხვა არეებში. კლინიკაში ამბობენ, რომ ბიჭს ოპერაცია არ დასჭირდა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ გორში, კვერნაქის დასახლებაში მოხდა.
მეტი...,,22 ივნისის შემდეგ, უკრაინასთან მოლაპარაკებების გაგრძელების მიზნით, მზად ვიქნებით სტამბოლში ჩასვლისთვის” – ზახაროვა
რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელის, მარია ხაზაროვას განცხადებით, 22 ივნისის შემდეგ, უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებების გაგრძელების მიზნით, რუსეთის დელეგაცია მზად იქნება სტამბოლში ჩასვლისთვის. მისი თქმით, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის კონკრეტული თარიღი უახლოეს დროში განისაზღვრება. „22 ივნისის შემდეგ ჩვენი დელეგაცია, ვგულისხმობ რუსეთის ფედერაციის დელეგაციას, რომელიც დამტკიცდა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მზად იქნება სტამბოლში ჩასვლისთვის მოლაპარაკებების გაგრძელების მიზნით. კონკრეტული ვადები განისაზღვრება ახლო პერიოდში და, რა თქმა უნდა, გაჟღერდება თავად დელეგაციის წარმომადგენლებისა და ხელმძღვანელების მიერ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მეტი...,,2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9.8 პროცენტით გაიზარდა” – საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2025 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკა თითქმის ორნიშნა მაჩვენებლით გაიზარდა და 9.8 პროცენტი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, გაზრდილია ადგილობრივი ექსპორტიც, რომელმაც მილიარდ 170 მილიონი დოლარი შეადგინა. ისტორიულ მაქსიმუმზეა სასაქონლო ჯგუფების მთლიანი ექსპორტის მაჩვენებელი. მიმდინარე წლის პირველო 5 თვის შედეგებით საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 მილიარდამდე დოლარი შეადგინა.
მეტი...,,გაზრდილი ბიუჯეტის თანხები მიმართული იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე” – კახა კალაძე
თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის გაზრდილი ბიუჯეტის თანხები ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე იქნება მიმართული. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს დედაქალაქის ბიუჯეტის, დაახლოებით, 62 მილიონი ლარით გაზრდასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, არსებობს სერიოზული გამოწვევები, რომელთაც ღირსეული პასუხი სჭირდება. „გაზრდილი ბიუჯეტის თანხები მიმართული იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებზე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება დედაქალაქში, არსებობს სერიოზული გამოწვევები, პრობლემები და ამ ყველაფერს სჭირდება ღირსეული პასუხი. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა ქალაქის განვითარებისთვის. მინდა, დედაქალაქის მოსახლეობას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, რადგან 2017 წლიდან…
მეტი...,,სახმელეთო საზღვრები ღიაა და მოქალაქეებს შეუძლიათ ირანის ტერიტორიის დატოვება” – საქართველოში ირანის ელჩი
,,ყველა სახმელეთო საზღვარი ღიაა და ყველა მოქალაქეს თავისუფლად შეუძლია, რომ დატოვონ ირანის ისლამური რესპუბლიკა”, – ამის შესახებ საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მაჰმუდ ადიბმა მოქალაქეების ევაკუაციასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა. „ისრაელის რეჟიმის თავდასხმამ არა მხოლოდ ირანის მოქალაქეებს შეუქმნა პრობლემები, ასევე პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ იქ მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საუბარია როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, ასევე დიპლომატიური წარმომადგენლების თანამშრომლებზე. შესაბამისად, ჩვენ ირანში არსებულ საელჩოებს დავუკავშირდით და ვუთხარით, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც ენდომება და სურვილი ექნება, დატოვოს ირანის ტერიტორია, ჩვენ ხელს შევუწყობთ ევაკუაციაში. ყველა სახმელეთო საზღვარი ღიაა და ყველა მოქალაქეს თავისუფლად შეუძლია,…
მეტი...324 ევროპარლამენტარი მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს
ევროპარლამეტნმა 324 ხმით მიიღო რეზოლუცია, სადაც მზია ამაღლობელის გათავისუფლებაა მოთხოვნილი. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, რეზოლუციის, სახლემწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“, წინააღმდეგ ხმა 25 ევროპარლამენტარმა მისცა, ხოლო 87-მა თავი შეიკავა. გარდა ამისა, ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას, ასევე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც ითხოვენ.
მეტი...,,ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის არსებულ ხელისუფლებას, რადგან ვერ შეძლო თავისი აგენტურის მოყვანა” – კახა კალაძე
,,ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არსებულ ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ისინი დამარცხდნენ არჩევნებში და ვერ შეძლეს თავიანთი აგენტურის მოყვანა”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, საქართველო აგრძელებს განვითარებას, წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე. „ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, ებრძვიან არსებულ ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ისინი დამარცხდნენ არჩევნებში და ვერ შეძლეს თავიანთი აგენტურის მოყვანა. რეალურად რა ხდება – საქართველო აგრძელებს განვითარებას, წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ არის ხელის შემშლელი მომენტები, კონკრეტულად, განცხადებები, რომელსაც ვისმენთ, ქმედებები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილსა და შანტაჟზეა…
მეტი...,,ოპოზიციას სურვილი აქვს, რომ თავისი დანაშაული რეპრესიად შეფუთოს” – კახა კალაძე
,,რადიკალურ ოპოზიციონერებს უნდათ, რომ ყველაფრის გაკეთება შეძლონ, სხვა დააზიანონ, რაღაც დააზიანონ, კანონი დაარღვიონ”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან. კახა კალაძე გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებას, რომელიც ხელისუფლებას რეპრესიებში ადანაშაულებს. მისი თქმით, პოლიტიკოსი ვალდებულია კანონი დაიცვას. „რეპრესიებზე საუბარი ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციაა. მათ აქვთ სურვილი, რომ თავიანთი დანაშაული რეპრესიად შეფუთონ. ანუ რა გამოდის, რომ თუ გაქვს პოლიტიკოსის სტატუსი, ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, რომ სხვა დააზიანო, რაღაც დააზიანო, კანონი დაარღვიო? მათი განცხადებებიდან ასე ჩანს, რომ უნდათ ამ ყველაფრის უფლება ჰქონდეთ. ეს სწორი დამოკიდებულება არ არის. ჩვენ, პოლიტიკოსებს გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოების, ხალხის წინაშე და პირველები…
მეტი...,,თუ აშშ პირდაპირ ჩაერევა, მაშინ აგრესორებს ჭკუას ვასწავლით” – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
„თუ აშშ-ს სურს, ისრაელის მხარდასაჭერად აქტიურად ჩაერიოს, მაშინ ირანს სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ თავის დასაცავად და აგრესორებისთვის ჭკუის სასწავლებლად ყველა საჭირო საშუალება გამოიყენოს“, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის პირდაპირი ჩარევის შემთხვევაში, ირანი „ყველა საჭირო სამხედრო ვარიანტს“ განიხილავს. „თუ მათ არ სურთ, რომ ისრაელის აგრესია შეაჩერონ, მაშინ აშშ-სთვის ჩვენი რეკომენდაციაა, რომ გვერდით გადგნენ“, – აღნიშნა ქაზემ ღარიბაბადიმ.
მეტი...,,ევროკავშირის ქვეყნებში კანონის უზენაესობის მდგომარეობის გაუარესება” – ევროპარლამენტის რეზოლუცია
ევროპარლამენტმა 405 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუარესებაზეა საუბარი. რეზოლუციის წინააღმდეგ 210 დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო 36 დეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ანგარიში მიუთითებს ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე სისტემურ და ახალ საფრთხეებზე. განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატულია სასამართლო გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის ტენდენციების, სამოქალაქო სივრცის შევიწროებისა და ევროკავშირის ღირებულებებზე თავდასხმების გამო. ევროპარლამენტი ხაზს უსვამს დამოუკიდებელი და ეფექტური მართლმსაჯულების სისტემის მნიშვნელობას და აკრიტიკებს სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. დეპუტატებმა დაგმეს პრესის თავისუფლებაზე თავდასხმები, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ სპეციალური პროგრამების გამოყენება და დემოკრატიულ პროცესებს ზიანის მომტანი ცრუ ინფორმაციის გავრცელება.…
მეტი...,,ჩვენი სპეციალისტები ქალაქ ბუშერში მუშაობენ და არ ვაპირებთ ირანიდან წასვლას” – პუტინი
,,ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ ჩვენს ირანელ პარტნიორებთან. დღესაც კონტაქტზე ვართ. ვფიქრობ, ხვალაც და ზეგაც. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ურთიერთობას”, – ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. „ჩვენი სპეციალისტები ქალაქ ბუშერში მუშაობენ, სულ 250 ადამიანი. ჩვენ არ ვაპირებთ ირანიდან წასვლას. ეს მხარდაჭერა არ არის? ირანს ჩვენგან სხვა მხარდაჭერა არ მოუთხოვია. ერთხელ ჩვენ შევთავაზეთ ჩვენს ირანელ მეგობრებს საჰაერო თავდაცვის სისტემების სფეროში მუშაობა, მაგრამ ჩვენმა პარტნიორებმა მაშინ დიდი ინტერესი არ გამოხატეს და სულ ესაა. რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებულ შეთანხმებას, თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებული მუხლები არ არსებობს და მესამე, ჩვენი ირანელი მეგობრები ამას…
მეტი...