“ვრცელდება არასწორი ინფორმაცია”- ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი განცხადებას ავრცელებს

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის განცხადებით, ზოგიერთი ორგანიზაციის წარმომადგენლები მიზანმიმართულად ავრცელებენ მცდარ ინფორმაციას, თითქოს ბიურო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ითხოვს მოქალაქეების პირად და პროფესიულ ინფორმაციას. რაჟდენ კუპრაშვილმა აღნიშნა, რომ ბიურო მოქმედებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის ფარგლებში და მისი უმთავრესი პრიორიტეტი არის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა. მისი განმარტებით, ბიუროს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია მიზნად ისახავს მხოლოდ ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლას და არ სცდება კანონით დადგენილ ჩარჩოს. „ანტიკორუფციული ბიურო, მინიჭებული მანდატის ფარგლებში, ახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, საარჩევნო სუბიექტისა და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს საქართველოს კანონის – „ფარას“ აღსრულების მიზნით სათანადო ღონისძიებებს. ასევე…

მეტი...

“მზია ამაღლობელი და მისი მეგობრები დახმარებას იმსახურებენ”- რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტს მზია ამაღლობელს მხარდაჭერა გამოუცხადა.  ევროპარლამენტარის თქმით, არ ესმის ევროპული საბჭოს, წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ოფისის სიჩუმე. იუკნევიჩიენეს განცხადებით, „ყველას, ვინც ხელებს ისვრის“, სანქციების ეშინია და „ზეწოლა უნდა მოვახდინოთ“. მისი თქმით, არ შეიძლება ქართველი ხალხის მიტოვება. “მზია ამაღლობელი და მისი მეგობრები დახმარებას იმსახურებენ, სერიოზული სანქციებია საჭირო რეჟიმის წინააღმდეგ – აღარ ვთხოვოთ ევროკავშირის გზაზე დაბრუნება, არ დაბრუნდებიან”- განაცხადა მან.

მეტი...

ანტვერპენში 76 წლის მამაკაცი დანით მოკლეს – ეჭვმიტანილი ამბობს, რომ საქართველოდან დევნილია

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში 76 წლის მამაკაცი დანით მოკლეს, დაკავებული ამბობს, რომ საქართველოდან დევნილია. ინფორმაციას Gazet van Antwerpen-ი ავრცელებს. ამავე ცნობით, 38 წლის მამაკაცმა სახელად სიმონი, ანტერპერნის ლინკერუვერის უბნის ავტობუსში დანით 76 წლის მამაკაცი მოკლა და კიდევ ერთი მუხლში დაჭრა. დაკავებულმა პოლიციასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ის ნიდერლანდებში როგორც საქართველოდან დევნილი იმყოფება. დაკითხვის დროს მას ქართველი თარჯიმანი ახლდა თან. დაკავებულის ადვოკატის თქმით, მისი კლიენტი გამოძიებასთან თანამშრომლობს. ანტვერპენის პროკურორის ოფისის განცხადებით, დაკავებული საავადმყოფოში სამედიცინო გამოკვლევისა და ფსიქიატრიული ანალიზისთვის გადაიყვანეს.

მეტი...

გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გვარაკიძე აირჩიეს

საპროკურორო საბჭოს წევრებმა 10 ხმით გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გვარაკიძე აირჩიეს. ის საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილეა. გიორგი გვარაკიძის კანდიდატურა, საპროკურორო საბჭოს გუშინდელ სხდომაზე საპროკურორო საბჭოს პროკურორმა წევრმა შოთა ტყეშელაშვილმა დაასახელა. პროკურატურის ცნობით, საპროკურორო საბჭო, გენერალური პროკურორობის კანდიდატს გიორგი, გვარაკიძეს შესაბამისი დასაბუთებით, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.  

მეტი...

“ისრაელის პრემიერ-მინისტრს ვუთხარი – განაგრძე”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ირანში სამხედრო კამპანიის გაგრძელებისკენ მოუწოდა. „მე ვუთხარი – განაგრძე. მას ყოველდღე ვესაუბრები. ის კარგი ადამიანია და ბევრს აკეთებს“ – აღნიშნა ტრამპმა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

მეტი...

აშშ-ის ავიამზიდი მომდევნო კვირაში ისრაელის სიახლოვეს, განთავსდება

აშშ-ის ავიამზიდი USS Ford მომდევნო კვირაში ისრაელის სიახლოვეს, ხმელთაშუა ზღვაში განთავსდება. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. ეს მესამე ავიამზიდია, რომელიც ისრაელ-ირანის დაპირისპირების ფონზე, კონფლიქტის ზონის სიახლოვეს აშშ-მა გადაიყვანა. ამასთან, გზაშია კიდევ ერთი ავიამზიდი, რომელიც სავარაუდოდ „კარლ ვინსონს“ ჩაანაცვლებს.  

მეტი...

ნეაპოლში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში, საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით,  34 წლის მიშიკო (მიხეილ) გეგუჩაძესთან 11 ივნისის შემდეგ კომუნიკაცია არ ჰქონიათ. მათივე ცნობით, გეგუჩაძის გაუჩინარების შესახებ ინფორმირებულნი არიან საქართველოს საკონსულო და იტალიის პოლიცია. „თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია მიშიკო გეგუჩაძის ადგილსამყოფლის შესახებ, დაუკავშირდით მეუღლეს ნომერზე: +39 350 82 17 893. გთხოვთ, გააზიაროთ ინფორმაცია – შესაძლოა, თქვენი ჩართულობა გადამწყვეტი აღმოჩნდეს“- ნათქვამია ინფორმაციაში.  

მეტი...

საჭირო ინფორმაცია ირანში მყოფო საქართველოს მოქალაქეებისთვის

აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საზღვრის გადაკვეთისთვის საჭიროა სპეციალური ნებართვა, რომლის მისაღებად საქართველოს მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ ირანში საქართველოს საელჩოს. ამის შესახებ განცხადებას, ირანში საქართველოს საელჩო ავრცელებს. „ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. საელჩოს თანამშრომლები მუდმივ კომუნიკაციაში არიან ირანში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან. საელჩო ასევე კოორდინაციაშია შესაბამის უწყებებთან და ახდენს უსაფრთხოების გარემოს მონიტორინგს. ამ დროისთვის საელჩოს თანამშრომლებმა ირანში მცხოვრებ საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს გაუწიეს სატელეფონო და სხვა ტიპის კონსულტაცია თუ დახმარება. ირანის ისლამური რესპუბლიკის დატოვება შესაძლებელია სახმელეთო გზით აზერბაიჯანის რესპუბლიკის (ასტარა), სომხეთის (ნორდუზი), თურქეთის (ბაზარგანი) და…

მეტი...

საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები

ისრაელში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია ისრაელის სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მუდმივ კოორდინაციაშია შესაბამის სამსახურებთან და ახდენს ვითარების მუდმივ მონიტორინგს. „საელჩოს თანამშრომლებმა სატელეფონო კონსულტაცია გაუწიეს საქართველოს 200-ზე მეტ მოქალაქეს. საელჩოს წარმომადგენლებმა არაერთი შეხვედრა გამართეს, მათ შორის ქალაქ ბათ იამში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან. საელჩო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები, განგაშის სიგნალის ამოქმედებისთანავე გადავიდნენ თავშესაფარში და დაიცვან უსაფრთხოების პროტოკოლი. განახლებული ინფორმაციის მისაღებად თვალყური ადევნეთ საელჩოს გვერდებს. საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ნომრებზე: +972 526…

მეტი...

“ჯერ თავს უშუამავლე”- ტრამპი პუტინს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამი აცხადებს, რომ ის ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. ტრამპი ამბობს, რომ პუტინმა მას ირანსა და ისრაელს შორის შუამავლობა შესთავაზა. “გუშინ ველაპარაკე მას [პუტინს]. მედიაცია შემომთავაზა [ისრაელ-ირანზე] და ვუთხარი: “ჯერ თავს უშუამავლე, მოდი, ჯერ რუსეთის მედიაცია მოვახდინოთ, კარგი?.. ამაზე მერე იღელვე”, – განაცხადა ტრამპმა.

მეტი...

“ირანს მოლაპარაკება სურს, ძალიან გვიანია საუბრისთვის”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კითხვას, აპირებს თუ არა ის ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების ბრძანების გაცემას, ასე უპასუხა: „შეიძლება არავინ არ იცის, რას ვიზამ, – გავაკეთო, შეიძლება არ გავაკეთო”. “შემიძლია ის გითხრათ, რომ ირანს დიდი პრობლემები აქვს და მოლაპარაკება სურთ. და ვეუბნები აქამდე რატომ არ მელაპარაკებოდნენ… რატომ არ მელაპარაკებოდით ორი კვირის წინ? კარგად იქნებოდით, ქვეყანა გექნებოდათ” – განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანისთვის მოლაპარაკებებში ჩასართველად მიცემული 2-თვიანი ვადა ამოწურა და ისრაელმა ამის შემდეგ განახორციელა თეირანის წინააღმდეგ დარტყმები. ტრამპის თქმით, ყველაფერი ისრაელის დარტყმების “პირველ დღეს დასრულდა” და ირანი ახლა “სრულიად დაუცველია, საერთოდ…

მეტი...

“ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბ-ბინა გავანადგურეთ”- ისრაელ კაცი

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის ინფორმაციით, ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბ-ბინა გაანადგურეს. „ახლახან რეჟიმის მთავარი რეპრესიული საშუალება, ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბ-ბინა გავანადგურეთ. როგორც დაგპირდით, ჩვენ აიათოლას რეჟიმის დაბომბვას ყველგან გავაგრძელებთ, სადაც ეს საჭირო იქნება“- წერს ისრაელ კაცი X-ზე. მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ თეირანში ირანის სამხედრო ობიექტებზე საჰაერო იერიშებს ახორციელებდა.

მეტი...

“ისრაელის თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ჩვენი მაღალჩინოსნები აშშ-თან მოლაპარაკებებში იყვნენ”- აიათოლა ალი ხამენეი

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ ისრაელის თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ირანელი მაღალჩინოსნები აშშ-თან მოლაპარაკებებში იყვნენ. მისი თქმით,  ირანის მხრიდან საომარი ან ხისტი ქმედებების მინიშნება არ ყოფილა. „სასჯელი, რომელიც ირანელმა ხალხმა და შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს, ახორციელებენ და გეგმავენ, მკაცრია და მტერს დაასუსტებს“ – აცხადებს ალი ხამენეი და ირანელ ხალხს მოუწოდებს, განაგრძონ ცხოვრება „ძლიერებით“.

მეტი...

ბრიტანეთმა ისრაელიდან საელჩოს წარმომადგენლების ოჯახის წევრები გაიყვანა

დიდმა ბრიტანეთმა ისრაელიდან საელჩოს წარმომადგენლების ოჯახის წევრები დროებით გაიყვანა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თელ ავივში დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და იერუსალიმში საკონსულოს თანამშრომლების ნათესავები „სიფრთხილის მიზნით დროებით გაიყვანეს ტერიტორიიდან.“. გავრცელებული ინფორმაციით, საელჩოს თანამშრომლები ჯერჯერობით ადგილზე რჩებიან.

მეტი...

ფერფლის ღრუბელი 11 კილომეტრის სიმაღლეზე აიწია – განგაშის უმაღლესი დონე კუნძულ ბალიზე

ვულკანის ამოფრქვევის გამო, ინდონეზიის საკურორტო კუნძულ ბალის მიმართულებით ათეულობით ავიარეისი გადაიდო. შეფერხებულია ბალიდან მომავალი რეისებიც. ქვეყნის ვულკანოლოგიის სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი – “ლევოტობი ლაქი ლაქი” სამშაბათს, ადგილობრივი დროით 17:35 საათზე ამოიფრქვა, რის შედეგადაც ფერფლის ღრუბელი 11 კილომეტრის სიმაღლეზე აიწია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ხელისუფლებამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა და მოსახლეობას ურჩია, კრატერიდან 7 კილომეტრის რადიუსში აქტივობებს თავი აარიდონ.

მეტი...

“სანქციები ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს”- აჭარის მთავრობის თავმჯდომარე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი აცხადებს, რომ სანქცირება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. „ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მე განსხვავებული პოზიცია მაქვს, ვთვლი, რომ ჩემი დასანქცირების ნაწილი იმ ადამიანებისთვის უნდა წარმოადგენდეს პრობლემას, თუნდაც მორალურად პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, დროებით, ვიმეორებ დროებით, შეცდომაში შეიყვანეს. ამას გაუგებრობას დავარქმევ. იმედი მაქვს, რომ ეს მალე დასრულდება. მე ვთვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, ტურისტული სეზონის ფარგლებში დავასრულოთ ინფრასტრუქტურული პროექტები და ღირსეულად დავხვდეთ დამსვენებლებს“- აცხადებს სულხან თამაზაშვილი.

მეტი...

რუსეთში ევროკავშირის წარმომადგენელი ქალი სცემეს – მედია

რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში სცემეს ევროკავშირის წარმომადგენელს, რომელიც ქალაქში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ, გერმანული გამოცემა Der Spiegel ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, დილით სასეირნოდ გასული დიპლომატი ქალის მახლობლად გაჩერდა ავტომობილი, საიდანაც ორი მამაკაცი გადმოვიდა, ქალს ჯერ დაემუქრნენ, შემდეგ კი სცემეს. გერმანული გამოცემის დიპლომატიური წყაროები ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელები რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ. Der Spiegel-ის ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენელი, რომელსაც თავს დაესხნენ რუმინელია.  

მეტი...

“სასწაული არ მომხდარა”- უკრაინელი ბიჭი, რომელსაც მშობლები ნანგრევებში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

რუსეთის თავდასხმას კიევზე, 31 წლის სტუდენტის, დმიტრო ისაენკოს სიცოცხლე ემსხვერპლა. ის საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როდესაც რუსეთის მორიგი სარაკეტო შეტევა განხორციელდა. დმიტროს მშობლებმა მთელი დღე სახლის ნანგრევებში გაატარეს და იმედი ჰქონდათ, შვილს ცოცხალს იპოვიდნენ. მათი ფოტოები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. დმიტრო ისაენკო ფიზიკური აღზრდის, სპორტისა და ჯანმრთელობის ფაკულტეტის პირველი კურსის მაგისტრანტი იყო. „ეს არის ბიჭი, რომლის ბედსაც მთელი ქვეყანა აკვირდებოდა, მაგრამ სასწაული არ მომხდარა. დმიტრო კარგი მეგობარი იყო, ღირსეული შვილი, შთამაგონებელი ადამიანი… ის ცხოვრობდა, სწავლობდა, სჯეროდა სიცოცხლის – სანამ ომმა არ წაართვა“ – ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.

მეტი...

“მოლაპარაკებებისთვის გვიანი არასდროს არის, თუმცა ირანმა სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს”- გერმანიის საგარეო მინისტრი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისთვის გვიანი არასდროს არის, თუმცა ირანმა სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს. „ჩვენ პრობლემის გადაჭრის გზის მოსაძებნად მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ. თუმცა, ირანმა სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს. მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა გვიანი არასდროს არის, თუ გულწრფელი განზრახვა არსებობს“ – განაცხადა იოჰან ვადეფულმა. მისი თქმით, ისრაელის შიში იმის შესახებ, რომ ირანი ბირთვულ იარაღს შეიმუშავებდა, სრულიად გამართლებული იყო და მას თავდაცვის უფლება ჰქონდა. „ისრაელის გადაწყვეტილება, ამ საფრთხის წინააღმდეგ რამე მოიმოქმედოს, გასაგებია“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მეტი...

” უკრაინას თუ არ დავეხმარებით, ყველამ რუსული ენის შესწავლა უნდა დავიწყოთ”- კალასი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი  აცხადებს, რომ რუსეთი უკვე ევროკავშირის პირდაპირი საფრთხეა. კალასის თქმით, ევროკავშირი თუ არ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას, ევროკავშირში ყველამ უნდა დაიწყოს რუსულის სწავლა. „გასულ წელს რუსეთმა თავდაცვაზე მეტი დახარჯა, ვიდრე მთელმა ევროკავშირმა. წელს რუსეთი თავდაცვაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოციალურ პოლიტიკაზე ერთად აღებულზე. ეს გრძელვადიანი აგრესიის გრძელვადიანი გეგმაა“, – განაცხადა კალასმა.

მეტი...

მზია ამაღლობელი 1 000 ლარით დააჯარიმეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მას სახდელის ზომად კი, ჯარიმა, 1 000 ლარის ოდენობით განუსაზღვრეს. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას სხდომათა დარბაზში მყოფის მხრიდან შეძახილები მოჰყვა. პროცესს მზია ამაღლობელი არ ესწრებოდა. მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე მიმდინარე წლის 11 იანვარს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციის მსვლელობისას სტიკერის გაკვრის ფაქტს უკავშირდება.  

მეტი...

აიათოლა ალი ხამენეი „უპირობო დანებების“ შესახებ განცხადებას პასუხობს და აშშ-ს აფრთხილებს

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დონალდ ტრამპის განცხადებას პასუხობს. მისი თქმით, ირანი არ დანებდება. „ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ ირანელი ერი არ ნებდება და მათი მხრიდან ნებისმიერი სამხედრო ჩარევა უდავოდ გამოუსწორებელ ზიანს გამოიწვევს“- აღნიშნა ხამენეიმ. იათოლა ალი ხამენეის თქმით, ვინც ბრძენია და ირანს, მის ხალხსა და ისტორიას კარგად იცნობს, ამ ერს მუქარის ენით არასდროს ელაპარაკება. ამერიკის პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელში ირანს უპირობო დანებებისკენ მოუწოდა.

მეტი...

ევროპარლამენტარებმა მზია ამაღლობელსა და სხვა დაკავებულებს მხარდაჭერა გამოუცხადეს

ევროპელმა დეპუტატებმა საქართველოში, საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულების, ასევე დაკავებული პოლიტიკოსების მხარდასაჭერად პერფორმანსი მოაწყვეს. ევროპარლამნტში შეკრებილ დეპუტატებს ხელში უჭირავთ ბანერები, სადაც პატიმრების ფოტოებია დატანილი. კერძოდ, ისინი მხარდაჭერას უცხადებენ დაკავებულებს: „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, მათე დევიძეს, ნიკა მელიას, მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ჯაფარიძესა და ნიკა გვარამიას. პერფორმანსის ამსახველ ფოტოებს „ევროსკოპი“ ავრცელებს. ცნობისთვის, დღეს, ევროპარლამენტში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დებატები გაიმართება.

მეტი...

„აშშ-ის მიერ ისრაელისთვის დახმარების გაწევამ, შესაძლოა, დესტაბილიზაცია გამოიწვიოს“- რიაბკოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, აშშ-ის მიერ ისრაელისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევამ, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის რადიკალურად დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. „სხვა საკითხია, თუ როგორ უყურებენ ისინი ისრაელისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევასთან დაკავშირებულ სიტუაციას. ვაშინგტონს ვაფრთხილებთ ასეთ, თუნდაც სპეკულაციურ, თეორიული ვარიანტებთან დაკავშირებით: ეს მთელი სიტუაციისთვის რადიკალურად დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნაბიჯი იქნება, – ხაზგასმით აღნიშნა რიაბკოვმა.

მეტი...

ირანიდან უსაფრთხო ზონაში ჩინეთის თითქმის 800 მოქალაქე გადაიყვანეს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით,  ირანიდან უსაფრთხო ზონაში ჩინეთის თითქმის 800 მოქალაქე გადაიყვანეს, ხოლო 1000-ზე მეტი ევაკუაციის პროცესშია. „ამჟამად საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ირანში ჩინეთის საელჩოების, საკონსულოების ორგანიზებითა და კოორდინაციით, ასევე მეზობელი ქვეყნების აქტიური მხარდაჭერით, ირანიდან უსაფრთხო ზონაში ჩინეთის 791 მოქალაქე გადაიყვანეს, ხოლო ათასზე მეტი ამჟამად ევაკუაციის პროცესშია“, – განაცხადა პრესსპიკერმა გუო ჯიაკუნმა. პრესსპიკერის ინფორმაციით, მეზობელი ქვეყნები – აზერბაიჯანი და თურქმენეთი ჩინეთის მოქალაქეებს სასაზღვრო გადასასვლელებზე და ჩინეთში დაბრუნებაში ეხმარებიან. რაც შეეხება დაღუპულების შესახებ ინფორმაციას, საგარეო უწყების განმარტებით, სამინისტროს არ მიუღია ცნობა ჩინეთის მოქალაქეების დაღუპვის შესახებ. ისრაელსა და ირანს შორის საჰაერო…

მეტი...

“ისრაელის სახელმწიფო ტერორიზმის წინააღმდეგ ირანს საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს”- ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის სახელმწიფო “ტერორიზმის” წინააღმდეგ ირანს საკუთარი თავის დაცვის ბუნებრივი უფლება აქვს. „სრულიად ბუნებრივი, ლეგიტიმური და კანონიერია, რომ ირანმა ისრაელის ბანდიტიზმისა და სახელმწიფო ტერორიზმისგან თავი დაიცვას. ირანის წინააღმდეგ ისრაელის ტერორისტულ თავდასხმებს ყურადღებით ვაკვირდებით. ამ თავდასხმების თურქეთზე პოტენციური გავლენის გამო ჩვენი ყველა ინსტიტუტი მზადყოფნაშია“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მისი თქმით, ყველაფერს აკეთებს, რომ „ღაზას, სირიის, ლიბანის, იემენისა და ირანის წინააღმდეგ არაადამიანური აგრესია შეაჩეროს“. „ნეთანიაჰუმ ტირან ჰიტლერს გენოციდის დანაშაულების ჩადენის მხრივ დიდი ხანია გადაასწრო. ვიმედოვნებთ, რომ მათი ბედი მსგავსი არ იქნება. მშვიდობიანი მოქალაქეების, ჩვილებისა და ბავშვების…

მეტი...

პოლიციამ 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო – ღირებულება 85 მილიონი ლარია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონტეინერებში ფარულად მოთავსებული 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღო, რომლის ღირებულებაც ე.წ. „შავ ბაზარზე“ დაახლოებით 85 მილიონი ლარია. ამის შესახებ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. “სამართალდამცველების მიერ ამოღებულია 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ღირებულებაც ე.წ. „შავ ბაზარზე“ დაახლოებით 85 მილიონი ლარია. განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს მოქალაქე. გამოძიებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილი, რომელიც საბაჟო დოკუმენტაციის თანახმად, დატვირთული იყო ცეცხლგამძლე აგურით, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკიდან, საბაჟო გამშვები პუნქტ „გუგუთის“ გავლით შემოვიდა და ბათუმის გავლით ევროპაში…

მეტი...

“უკრაინის ნატოში მიწვევის საკითხი დღის წესრიგში არ დგას”- ლიეტუვის საგარეო მინისტრი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი აცხადებს, რომ უკრაინის ნატოში მიწვევის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. „არავის გამოუთქვამს იმედი, რომ მიწვევა ჰააგაში გაკეთდებოდა, თვით უკრაინელებსაც კი. არ არსებობს მოლოდინი, რომ რაიმე გარდამტეხი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, არც ვაშინგტონის სამიტამდე და არც ახლა, ჰააგის სამიტამდე. ეს დღის წესრიგში არ დგას“, -აღნიშნა ბუდრისმა. ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანია, შეხვედრაზე ყურადღება უკრაინაზე გამახვილდეს და ხაზი გაესვას იმას, რომ ნატო-ს ქვეყნები და კიევი უსაფრთხოების ერთ სივრცეში იმყოფებიან.

მეტი...

პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბეჟან ობგაიძე დაინიშნა

იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბეჟან ობგაიძე წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. „ბეჟან ობგაიძე პროფესიით იურისტია. მას საჯარო და კერძო სამსახურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნამდე ეკავა იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის თანამდებობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

“თუ აშშ ირანის წინააღმდეგ მოქმედებებში ჩაერთვება, მათ მტკიცე პასუხს გავცემთ”- ირანის ელჩი

გაერო-ში ირანის ელჩმა, ალი ბაჰრეინიმ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აშშ ირანის წინააღმდეგ მოქმედებებში პირდაპირ ჩაერთვება, მაშინ მათ მტკიცე პასუხს გასცემენ. „დარწმუნებული ვარ, რომ ირანის სამხედროები ძლიერ, პროპორციულ და სათანადო რეაგირებას მოახდენენ. ჩვენ აშშ-ს ჩართულობის დონეს ყურადღებით ვაკვირდებით. შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ, თუ ეს საჭირო იქნება“, – განაცხადა ალი ბაჰრეინიმ. გაერო-ში ირანის ელჩმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლითაც მან ირანს „უპირობო დანებებისკენ“ მოუწოდა, „უადგილო“ უწოდა. „ეს განცხადება სრულიად უადგილო და მტრულად განწყობილი იყო. ჩვენ ამის იგნორირება არ შეგვიძლია. ტრამპის განცხადებებს ყურადღებით ვაკვირდებით“, – აღნიშნა ელჩმა.  

მეტი...

კიევში დაღუპულთა რიცხვი 24-ამდე გაიზარდა

მაშველებმა კიევის სოლომენსკის რაიონში, რუსეთის ჯარების მასირებული იერიშის შედეგად 9-სართულიანი სახლის განადგურებული სადარბაზოს ნანგრევებში კიდევ 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს. საერთო ჯამში დაღუპულთა საერთო რიცხვი 24-მდე გაიზარდა, ხოლო 134 დაშავდა. დღეს კიევში გლოვაა გამოცხადებული. კიევზე რუსული დრონებით და რაკეტებით შეტევა 17 ივნისს განხორციელდა.

მეტი...

“საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტები ინტენსიურ ხასიათს იღებს”- ცესკო

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დაინტერესებული მხარეების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციისა და, ზოგადად, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტები კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებს. „2024 წლის პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან რვა თვეა გასული და ამ დრომდე არავის წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარკვეული პოლიტიკური სუბიექტების ბრალდებებს არჩევნების თითქოსდა გაყალბების შესახებ. არავის წარმოუდგენია მინიმალურად დამაჯერებელი ფაქტიც კი. თუმცა ახლა, როცა დღის წესრიგში დადგა თვითმმართველობის არჩევნებში პარტიების მონაწილეობის საკითხი, კონკრეტული სუბიექტების მხრიდან გააქტიურდა კამპანია, თითქოს არჩევნები დარღვევებით ჩატარდება და ამიტომ მასში მონაწილეობას აზრი არ აქვს. ხაზგასმით უნდა…

მეტი...

დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, შეუერთდება თუ არა ირანის წინააღმდეგ თავდასხმებში

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, შეუერთდება თუ არა აშშ ისრაელს ირანის ბირთვული და სამხედრო პროგრამების წინააღმდეგ თავდასხმებში. ინფორმაციას „უოლ სტრით ჯორნალი“ ავრცელებს. წყაროების თქმით, სამხედრო შეტევები იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრაზე განიხილა. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკა განიხილავს ირანის ფორდოს ბირთვულ ობიექტზე თავდასხმას. ეს ობიექტი ღრმად არის მიწის ქვეშ მოთავსებული. როგორც „ბიბისი“ წერს, მხოლოდ ამერიკას აქვს საკმარისად ძლიერი ბომბი ამ ობიექტის გასანადგურებლად.

მეტი...

“ნატოში აცხადებენ, რომ ახლო პერსპექტივაში არ მსჯელობენ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებაზე”- კობახიძე

“ნატო აცხადებს, რომ ისინი არც ახლო პერსპექტივაში და არც საშუალოვადიან პერსპექტივაში არ მსჯელობენ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებაზე” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ეს არის ფაქტი და მოცემულობა. „რაც შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, ხედავთ, როგორ ვითარდება მოვლენები ბოლო პერიოდის განმავლობაში. ნატო აცხადებს, რომ ისინი არც ახლო პერსპექტივაში და არც საშუალოვადიან პერსპექტივაში არ მსჯელობენ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებაზე, რაც არის ფაქტი და მოცემულობა. ვნახოთ, მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები“ –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

“უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე საუბარი არის ქართველი ხალხის დაშანტაჟების მცდელობა“- პრემიერი

“4 წელია, გრძელდება ქართველი ხალხის შანტაჟი, თუმცა ყველამ უნდა დაინახოს, რომ ქართველი ხალხი შანტაჟს არ წამოეგება, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე საუბარიც არის ქართველი ხალხის დაშანტაჟების მორიგი მცდელობა” – ამის შესახებ პრემიე-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც უვიზო მიმოსვლას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იქნება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული ნაბიჯი და ასეთ შესაძლო არაგონივრულ ქმედებაზეც ეს ადამიანები მიიღებენ საკადრის პასუხს ქართველი ხალხის მხრიდან. „ყველა უნდა შეეგუოს, რომ ქართველი ხალხი არ ჰყვება ამ შანტაჟს, არ არის ეს სწორი, ქართველი ხალხის შანტაჟი არის აბსოლუტურად არასწორი ქმედება. ქართველ ხალხს ერთადერთი ხელშესახები სარგებელი აქვს მიღებული დღემდე ევროკავშირისგან – ეს არის უვიზო მიმოსვლა. ვიღაცებს სწყინთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში, სწორედ, ეს ადამიანები საუბრობენ დღეს ასეთი თემებზე და ცდილობენ, დააშანტაჟონ ქართველი ხალხი. ისინი არჩევნების წინაც აშანტაჟებენ ქართველ ხალხს. თქვენ გახსოვთ, რომ ევროკავშირის ელჩიც გამოვიდა და დააშანტაჟა ქართველი ხალხი. მათ შორის, პირდაპირ მოუწოდებდა საზოგადოებას, რომ მაქსიმალური აქტიურობით გასულიყვნენ საარჩევნო უბნებზე, რათა ჩამოეშორებინათ არსებული ხელისუფლება. პირდაპირ მოუწოდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ. პირდაპირ, უხეშად ჩაერია ევროკავშირის ელჩი. ამ შანტაჟმაც არ გაჭრა, არაფერმა გაჭრა, მაინც აგრძელებენ, ეს არ არის სწორი და ჯანსაღი მიდგომა. მე მგონია, რომ ეს არის შანტაჟი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს იქნება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული ნაბიჯი და ასეთ შესაძლო არაგონივრულ ქმედებაზეც ეს ადამიანები მიიღებენ საკადრის პასუხს ქართველი ხალხის მხრიდან,“- განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

“ჩორჩანაში რაც მოხდა, ეს იყო იმის მოდელი, რაც მოხდა 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი”- კობახიძე

“ჩორჩანაში რაც მოხდა, ეს იყო იმის მინი მოდელი, რაც მანამდე მოხდა 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი” –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გიორგიმ გახარიამ არავინ არ ჩააყენა საქმის კურსში მის მიერ დაგეგმილ ქმედებებთან დაკავშირებით. „არსებობს ასეთი ინფორმაცია, რომ თავის დროზე, გიორგი გახარიამ, რომელიც მაშინ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, არავინ არ ჩააყენა საქმის კურსში მის მიერ დაგეგმილ ქმედებებთან დაკავშირებით. მან საქმის კურსში არ ჩააყენა არც სუს-ის უფროსი, არც პრემიერ-მინისტრი, არც ძალოვანი უწყებები და ჩააყენა მარტო ინფრასტრუქტურის მინისტრი. პირადად მამუკა ბახტაძისგან ვიცი, რომ ის…

მეტი...