ევროკავშირმა რუსეთს ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები გაუხანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. რუსეთს სანქციები 2026 წლის 23 ივნისამდე გაახანგრძლივდა. „ევროკავშირი არ აღიარებს და კვლავ გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას, როგორც საერთაშორისო სამართლის დარღვევას“ – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში. ევროკავშირის მიერ 2014 წლის ივნისში დაწესებული სანქციები უკანონოდ ანექსირებული ყირიმიდან ან სევასტოპოლიდან ევროკავშირში საქონლის იმპორტის, ასევე, ინფრასტრუქტურული ან ფინანსური ინვესტიციებისა და ტურისტული მომსახურების აკრძალვას მოიცავს.  

მეტი...

ტრამპი მიგრანტების საწინააღმდეგო ზომებს ამკაცრებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ზოგიერთ ქალაქში მიგრანტების საწინააღმდეგო ზომების გამკაცრების ბრძანება გასცა. მან ეს გადაწყვეტილება მიგრაციული პოლიტიკის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო. „ჩვენ უნდა გავაფართოოთ ძალისხმევა, რომელიც მიმართულია არალეგალი მიგრანტების დაკავებისა და დეპორტაციისკენ ამერიკის დიდი ქალაქებიდან, როგორებიცაა ლოს ანჯელესი, ჩიკაგო და ნიუ იორკი“ – დაწერა ტრამპმა საკუთარ გვერდზე „თრუს სოშიალში“. ტრამპის თქმით, არალეგალი მიგრანტების საწინააღმდეგო ზომების გამკაცრება ქალაქებში, რომლებიც, მისივე შეფასებით, წარმოადგენენ „დემოკრატების ძალაუფლების ცენტრის ბირთვს“, „ისტორიაში უდიდესი მასობრივი დეპორტაციის პროგრამის ნაწილია“.

მეტი...

“ირანს არ სურს ისრაელთან ომის გაფართოება”- მასუდ ფეზეშქიანი

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ისრაელთან ომის გაფართოება არ სურთ, თუმცა ნებისმიერ თავდასხმას პროპორციულად უპასუხებენ. ეს განცხადება ფეზეშქიანმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა. ირანის პრეზიდენტის თქმით, ისრაელის აგრესიამ ირანში მშვიდობიანი მოსახლეობა, მეცნიერები და სამხედრო ლიდერები მოკლა. „ირანს ეს ომი არ დაუწყია, მაგრამ პროპორციულად უპასუხებს თავდასხმებს“– განაცხადა ფეზეშქიანმა. როგორც მედია წერს, ერდოღანმა ფეზეშქიანს განუცხადა, რომ თურქეთი მზადაა, „შუამავლის როლი შეასრულოს კონფლიქტის დეესკალაციისა და ბირთვული მოლაპარაკებებისკენ დაბრუნების ხელშესაწყობად“.    

მეტი...

“შტატები განაგრძობს საქართველოსადმი თავისი მიდგომის გადახედვას”- აშშ-ს საელჩო

საქართველოში აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოსადმი თავისი მიდგომის გადახედვას ამერიკის ინტერესების გასაძლიერებლად. „შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს, უაით ტოლკეს და საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს დღეს შეხვდა.

მეტი...

ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს

ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს.  ოფიციალური თეირანის ინფორმაციით, ის ფულის სანაცვლოდ ცდილობდა მოსადისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებას. ირანული მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც ისრაელმა პარასკევს ირანში საჰაერო ოპერაცია დაიწყო, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რამდენიმე ადამიანია დაკავებული. კვირას ისრაელში ირანული სადაზვერვო სამსახურისთვის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ორი ისრაელელი დააკავეს. ანალოგიური ბრალდებებით გასულ კვირას თელ-ავივში 13 წლის მოზარდი დააკავეს.    

მეტი...

“მიზანში ბირთვული მეცნიერები ამოვიღეთ”- ისრაელი აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას არ გამორიცხავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას არ გამორიცხავს. „ეს კონფლიქტის ესკალაციას არ გამოიწვევს, პირიქით, ეს კონფლიქტს დაასრულებს. ეს რეჟიმი ნახევარი საუკუნეა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტს, ტერორიზმსა და დივერსიას ავრცელებს. ირანს „მარადიული ომი“ სურს და ისინი ბირთვული ომის ზღვარზე გვაყენებენ. სინამდვილეში, ისრაელი ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს აკეთებს და ჩვენ ამის გაკეთება მხოლოდ ბოროტების ძალებთან დაპირისპირებით შეგვიძლია. დეტალებში არ შევალ, მაგრამ ჩვენ მიზანში მათი ბირთვული მეცნიერები ამოვიღეთ. ფაქტობრივად, ეს ჰიტლერის ბირთვული მეცნიერების გუნდია“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ. მისი თქმით, ისრაელის მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებში შედის.

მეტი...

ისრაელის იერიშის შედეგად ტელევიზიის რამდენიმე თანამშრომელი დაიღუპა – „ბიბისი“

ირანის სახელმწიფო ტელევიზიაში აცხადებენ, რომ ისრაელის იერიშის შედეგად ტელევიზიის რამდენიმე თანამშრომელი დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მანამდე ისრაელმა გამოქვეყნა რუკა, რომელზეც ნაჩვენები იყო თეირანის მესამე რაიონი და მოუწოდა მოქალაქეებს ევაკუაციისკენ. რუკაზე ასევე ნაჩვენები იყო ირანის სახელმწიფო ტელევიზია. როგორც ირანის სახელმწიფო მაუწყებლის ხელმძღვანელი პეიმან ჯებელი ამბობს, „ტელევიზია და მისი თანამშრომლები ბოლომდე იდგებიან“.

მეტი...

ისრაელში საჰაერო განგაშია – მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ

ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილსა და ქალაქ ჰაიფაში ისმის. „საჰაერო ძალები საფრთხის აღმოსაფხვრელად მუშაობენ“ – ნათქვამია  განცხადებაში. ისრაელის თავდაცვის ძალები მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

მეტი...

ზელენსკი აცხადებს, რომ ტრამპთან თავდაცვის პაკეტის შესყიდვის საკითხს განიხილავს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე იარაღის შესყიდვის საკითხს განიხილავს. „დღეს ამერიკასთან ახალი დახმარების შესახებ არ ვსაუბრობთ. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის დროს განვიხილავ, არის თავდაცვის პაკეტი, რომლის შესაძენადაც უკრაინა მზადაა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვენაში, ავსტრიის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვან დერ ბელენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ევროპასა და აშშ-ს შორის კავშირის შენარჩუნების მიზნით უკრაინამ და ევროპელებმა მუშაობა უნდა გააგრძელონ.

მეტი...

“ირანი ამ ომს ვერ მოიგებს”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი ამ ომს ვერ მოიგებს. როგორც ტრამპი განმარტავს, ირანს სურს ისრაელთან კონფლიქტის დეესკალაციაზე საუბარი. „მათ უნდა მიაღწიონ შეთანხმებას. ეს მტკივნეულია ორივე მხარისთვის, მაგრამ ვიტყვი, რომ ირანი ამ ომს ვერ მოიგებს. მათ უნდა ისაუბრონ და უნდა ისაუბრონ დაუყოვნებლივ, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის“ – აღნიშნა ტრამპმა.

მეტი...

„დიდი რვიანიდან“ რუსეთის გარიცხვა შეცდომა იყო”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დიდი რვიანიდან“ რუსეთის გარიცხვა შეცდომა იყო. „ადრე „დიდი შვიდეული“ „დიდი რვიანი“ იყო. ბარაქ ობამასა და ტრუდოს არ სურდათ, რომ რუსეთი ჯგუფში ყოფილიყო. ვიტყოდი, რომ ეს შეცდომა იყო, რადგან ვფიქრობ, ახლა ომი არ იქნებოდა, რუსეთი რომ წევრი იყოს და ოთხი წლის წინ ტრამპი პრეზიდენტი რომ ყოფილიყო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მხოლოდ მას ესაუბრება. „პუტინი მე მესაუბრება, სხვას არავის. რადგან შეურაცხყოფილი იყო, როდესაც „დიდი რვიანიდან“ გარიცხეს. ის ობამასთან ერთად ტრუდომ გარიცხა, რომელმაც კიდევ ერთი ან ორი ადამიანი დაარწმუნა. ის მათთანაც…

მეტი...

ლაინერს, რომელიც მოსკოვი-ბათუმის რეისს ასრულებდა ძრავას ხუფი მოსძვრა

ლაინერს Superjet-100-ს, რომელიც მოსკოვი-ბათუმის რეისს ასრულებდა აფრენისას მარჯვენა ძრავას ხუფი მოსძვრა.  რუსული მედიის ინფორმაციით არავინ დაშავებულა. იუწყებიან, რომ თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა ვნუკოვოს აეროპორტში, სადაც “ლურჯი” კოდი გამოცხადდა – საავიაციო შემთხვევა ჰაერში, რასაც ავარიული დაშვება მოჰყვა. „თვითმფრინავი, რომელმაც საწვავი მოსაცდელ ზონაში ამოწურა, განგაშის ამოქმედებიდან ერთი საათის შემდეგ უსაფრთხოდ დაეშვა და დამოუკიდებლად გაემართა ავტოსადგომზე. ძრავას ხუფის ფრაგმენტებს ასაფრენ ბილიკზე მიაგნეს “- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

ისრაელმა ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობა დაბომბა

ისრაელმა ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობა დაბომბა, რომელიც თეირანში მდებარეობს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც თავდასხმის მომენტია ნაჩვენები. კადრში ჩანს, რომ დარტყმის შემდეგ წამყვანს პირდაპირ ეთერში მოუწია სტუდიის დატოვება. მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა ევაკუაციისკენ მოუწოდეს იმ რაიონის მოსახლეობას, სადაც ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობა მდებარეობს.

მეტი...

,,აშშ-მა რუსეთთან საელჩოების მუშაობის ნორმალიზების საკითხებზე დაგეგმილი კონსულტაციები გააუქმა” – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცახდებით, აშშ-მა რუსეთთან საელჩოების მუშაობის ნორმალიზების საკითხებზე დაგეგმილი კონსულტაციები გააუქმა. „დღევანდელი მდგომარეობით, მორიგი შეხვედრა, რომელიც ორი ქვეყნის დიპლომატიური მისიების მუშაობის ნორმალიზების მიზნით „გამაღიზიანებელი ფაქტორების“ აღმოფხვრის შესახებ ორმხრივი კონსულტაციების ფარგლებში იგეგმებოდა, ამერიკელი მომლაპარაკებლების ინიციატივით გაუქმდა“, – განაცხადა მარია ზახაროვამ. მან იმედი გამოთქვა, რომ ამერიკული მხარის მიერ „დაწესებული პაუზა დიდხანს არ გაგრძელდება“.

მეტი...

,,ისრაელი თეირანის ცას აკონტროლებს, ვურტყამთ რეჟიმის სამიზნეებს!” – ნეთანიაჰუ

„როდესაც ჩვენ ვაკონტროლებთ თეირანის ცას, ჩვენ ვურტყამთ ამ სამიზნეებს, რეჟიმის სამიზნეებს, ირანის კრიმინალური რეჟიმისგან განსხვავებით, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ესხმის თავს და ბავშვებისა და ქალების მოსაკლავად მოდის“, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, თელ-ნოფის საჰაერო ბაზაზე ვიზიტის დროს განაცხადა. მისი თქმით, ისრაელი მისი მიზნის მიღწევის გზაზეა, რომელიც ირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტებისგან მომდინარე საფრთხეების განადგურებას ითვალისწინებს. როგორც მან აღნიშნა, ისრაელი, ირანისგან განსხვავებით, თეირანის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

მეტი...

,,თეირანის მცხოვრებლები იძულებული იქნებიან, გადაიხადონ დიქტატურის საფასური” – ისრაელ კაცი

,,თეირანის მცხოვრებლები იძულებული იქნებიან, გადაიხადონ დიქტატურის საფასური, დაცალონ თავიანთი სახლები იმ რაიონებში, სადაც აუცილებელი იქნება რეჟიმის სამიზნეებზე თავდასხმა”, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ისრაელს მოსახლეობაზე ზიანის მიყენების განზრახვა არ აქვს. „მინდა განვმარტო ის, რაც ცხადია, არანაირი განზრახვა არ არის ფიზიკური ზიანი მივაყენოთ თეირანის მცხოვრებლებს, როგორც ამას მკვლელი დიქტატორი აკეთებს ისრაელის მცხოვრებლების წინააღმდეგ. თეირანის მცხოვრებლები იძულებულები იქნებიან, გადაიხადონ დიქტატურის საფასური და დაცალონ თავიანთი სახლები იმ რაიონებში, სადაც აუცილებელი იქნება თეირანში რეჟიმის სამიზნეებსა და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა. ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის მოსახლეობის დაცვას“, – წერს…

მეტი...

წყალდიდობა და ძლიერი სეტყვა გერმანიაში

გერმანიაში სტიქიას ებრძვიან. Bild-ის ინფორმაციით, განსაკუთრებულად რთული ვითარება საქსონიასა და ბავარიაში იყო. დატბორილია გზები, მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, რეგიონში ძლიერი სეტყვა იყო, ნალექის დიამეტრმა 2 სანტიმეტრი შეადგინა. მეხანძრე-მაშველები პრობლემების აღმოსაფხვრელად მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

მეტი...

,,ირანის ბირთვული ობიექტების გარეთ რადიაციის დონე უცვლელია და ნორმის ფარგლებს შეესაბამება” – IAEA-ს ხელმძღვანელი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი აცხადებს, რომ ისრაელის მიერ პარასკევს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ბოლო დღეებში ირანის ბირთვულ ობიექტებისთვის დამატებითი ზიანი არ მიყენებულა. აღნიშნულის შესახებ რაფაელ გროსიმ სააგენტო მმართველთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა. რაფაელ გროსის განცხადებით, ნათანზის ობიექტის გარშემო რადიაციის დონე უცვლელია და ნორმის ფარგლებს შეესაბამება, თუმცა თავად ობიექტის შიგნით შეინიშნება რადიოლოგიური და ქიმიური დაბინძურება. მისი თქმით, ასევე არ დაფიქსირებულა რამე დაზიანება ფორდოს ბირთვულ ობიექტსა და ხონდაბის მშენებარე რეაქტორზე. მისი ცნობით, ბოლო თავდასხმების სამიზნე არ ყოფილა ბუშერის ბირთვული ელექტროსადგური და თეირანის კვლევითი რეაქტორი. პარასკევის თავდასხმის დროს დაზიანდა ისფაჰანის ბირთვული…

მეტი...

რა ქონებას ფლობს მერაბ დვალიშვილი – რას წერს უცხოური გამოცემა

34 წლის მერაბ დვალიშვილი 2024 წლის სექტემბერს UFC-ის მსუბუქ წონაში ჩემპიონი გახდა, რითაც კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია. აღნიშნული ტიტული დვალიშვილმა გასულ კვირას მეორედ, ასევე წარმატებით დაიცვა. Marca.com წერს, რომ გამარჯვებებმა დვალიშვილს მოუტანა როგორც კარიერული, ასევე ფინანსური სარგებელი. აღნიშნული გამოცემის მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ, რა ქონებას ფლობს მერაბ დვალიშვილი: გამოცემის ცნობით, 2025 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, დვალიშვილის წმინდა ქონება დაახლოებით 2 მილიონ დოლარად არის შეფასებული, რაც ძირითადად მისი საბრძოლო ფონდებიდან, სპონსორობიდან და საწარმოებიდან მოდის. უფრო დეტალურად, მნიშვნელოვნად გაზარდა დვალიშვილის შემოსავლები UFC 306-ზე ტიტულის მოპოვებამ. გამარჯვების შედეგად დვალიშვილმა საბაზისო ხელფასის სახით მიიღო…

მეტი...

მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა

2025 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 317.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.6%-ით (33.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 5 თვეში გადმორიცხულია 1,399.5 მლნ აშშ დოლარი. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით, ირკვევა რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.1%-ს შეადგენს, შესაბამისი 140.1 მლნ აშშ დოლარით. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში, ხოლო ჯამური წლიური ზრდის ტემპი 16.0%-ით განისაზღვრა. ამასთან, აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, 25.2%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 59.1 მლნ აშშ…

მეტი...

ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ოპერაციიდან რამდენიმე საათში აიათოლა ალი ხამენეი მიწისქვეშა ბუნკერში გადავიდა

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ოპერაციიდან რამდენიმე საათში მიწისქვეშა ბუნკერში გადავიდა. ირანული მედიის ინფორმაციით, ობიექტი, სადაც ხამენეი იმყოფება თეირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ლავიზიანის რაიონში მდებარეობს. გავრცელებული ცნობით, ირანის სულიერ ლიდერთან ერთად ბუნკერში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრებიც. გამოცემის ცნობით, აიათოლა ალი ხამენეი ამავე ბუნკერს აფარებდა თავს 2024 წლის აპრილსა და ოქტომბერში, როდესაც ირანი ისრაელი წინააღმდეგ ოპერაციას ატარებდა. ამასთან, როგორც გამოცემის ერთ-ერთი წყარო აღნიშნავს, 15 ივნისს ისრაელმა იერიში მიიტანა მეშხედის აეროპორტზე, რომელიც ისრაელიდან 2,3 ათასს კილომეტრში მდებარეობს, რათა ეჩვენებინა, რომ ხამენეიმ უსაფრთხოდ ვერსად ვერ უნდა იგრძნოს თავი.

მეტი...

დონალდ ტრამპი განიხილავს, რომ აშშ-ში შესვლა კიდევ 36 ქვეყნის მოქალაქეებს შეუზღუდოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს, რომ ქვეყანაში შესვლა კიდევ 36 ქვეყნის მოქალაქეებს შეუზღუდოს. ინფორმაციას„როიტერი“ ავრცელებს. ჩამონათვალში შემდეგი ქვეყნებია: ანგოლა, ანტიგუა და ბარბუდა, კაბო ვერდე, კამბოჯა, კამერუნი, კოტ დივუარი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ჯიბუტი, დომინიკა, ეთიოპია, ეგვიპტე, გაბონი, გამბია, განა, ყირგიზეთი, ლიბერია, მალავი, მავრიტანია, ნიგერი, ნიგერია, სენტ კიტსი და ნევისი, სან ტომე და პრინსიპი, სენეგალი, სამხრეთ სუდანი, სირია, ტანზანია, ტონგა, ტუვალუ, უგანდა, ვანუატუ, ზამბია და ზიმბაბვე. აღნიშნულ ქვეყნებთან დაკავშირებულ პრობლემებს შორის სახელმწიფო დეპარტამენტი ასახელებს ამ სახელმწიფოების დოკუმენტების უსაფრთხოებას, მათი მოქალაქეების ჩართულობას ტერორისტულ, ანტისემიტურ ან ანტიამერიკულ საქმიანობაში. ასევე იმას, რომ ზოგიერთი ქვეყანა უარს…

მეტი...

,,ისრაელმა თეირანზე სრულ საჰაერო კონტროლს მიაღწია” – ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი

,,ისრაელმა თეირანზე სრულ საჰაერო კონტროლს მიაღწია”, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ეფი დეფრინმა განაცხადა. „ჩვენ გავანადგურეთ ირანული რეჟიმის „მიწა-მიწა“ ტიპის რაკეტების გამშვები სისტემების ერთი მესამედი“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ეფი დეფრინმა მედიასთან საუბრისას. შეგახსენებთ, რომ ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 13 ივნისს დაიწყო, რა დროსაც დარტყმები განახორციელა სამხედრო და ბირთვულ ობიექტებზე. პასუხად, ირანმა ისრაელზე რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა.

მეტი...

უკრაინამ კიდევ 1 245 დაღუპულის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ დღეს, რუსულ მხარესთან მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში, კიდევ 1 245 დაღუპულის ცხედარი დაიბრუნა. სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, სტამბოლის შეთანხმებების რეპატრიაციის ნაწილი დასრულებულია. შტაბში აცხადებენ, რომ სტამბოლის შეთანხმებების ფარგლებში უკრაინამ რუსული მხარისგან 6 057 ცხედარი მიიღო. სამართალდამცავი ორგანოების გამომძიებლები და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზაზე პასუხისმგებელი დაწესებულებების თანამშრომლები რეპატრირებული ცხედრების იდენტიფიცირებისთვის საჭირო ქმედებებს ახორციელებენ.

მეტი...

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TIKA-მ) ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს მობილური კლინიკა გადასცა

მიმდინარე წლის 16 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, გაიმართა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA)-ს მიერ ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლისთვის მობილური კლინიკის გადაცემის ცერემონიალი. მობილური კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ექოსკოპიისა და კარდიოგრაფიის აპარატით, დეფიბლირატორით, ოფთალმოლოგიური ნაკრებითა და კლინიკური ლაბორატორიით, რაც სრულად უზრუნველყოფს სამსახურის ბენეფიციართათვის პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას; მობილურ კლინიკას მოემსახურება ვ. სანიკიძის სახელობის კლინიკური ჰოსპიტლის 8 სპეციალისტი. მობილური კლინიკა, მნიშვნელოვნად გააადვილებს რეგიონებში, მით უფრო,მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები ვეტერანებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას. მისასალმებელ სიტყვაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და…

მეტი...

ირანის პარლამენტი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ კანონპროექტს ამზადებს

ირანის პარლამენტი ამზადებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ კანონპროექტს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ თეირანი კვლავ რჩება მასობრივი განადგურების შეიარაღების განვითარების წინააღმდეგი. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება გაერო-ს განიარაღების საერთაშორისო კომიტეტმა შეიმუშავა, ის გენერალურმა ასამბლეამ 1968 წელს დაამტკიცა. ირანმა ხელშეკრულებას 1968 წელს მოაწერა ხელი, 1970 წელს კი მისი რატიფიცირება მოახდინა. ასევე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის ბირთვული მოლაპარაკებების გასაგრძელებლად აშშ-მა უნდა დაგმოს ისრაელის თავდასხმები ირანზე. სამინისტროს წარმომადგენელმა აშშ-ს ირანზე თავდასხმების თანამონაწილე უწოდა. უწყებაში აშშ-თან ბირთვულ მოლაპარაკებებს შექმნილ ვითარებაში აზრმოკლებული უწოდეს.

მეტი...

+38 გრადუსი – ივნისის განახლებული ამინდის პროგნოზი

17 ივნისამდე საქართველოში უამინდობა გასტანს, ხოლო 18 ივნისიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს. „იქითა კვირიდან საკმაოდ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება +32, +33 გრადუსამდე. თვის პროგნოზით, ივნისის თვის საშუალო ტემპერატურად, დასავლეთ საქართველოს დაბლობისთვის და აღმოსავლეთ საქართველოში, ტემპერატურა მოსალოდნელია +27 გრადუსი. მთიან რაიონებში, 19, 21, გრადუსი. ცალკეულ დღეებს რაც შეეხება, მოსალოდნელია ტემპერატურის მომატება, დასავლეთ საქართველოში, +33, +36 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოში, +35, +38 გრადუსამდე. წვიმიანი ამინდები ნაკლებად იქნება, ზოგადად მთლიანი ივნისის თვის მიმოხილვით, გეტყვით, რომ ნალექი ნაკლებია და უმეტესად უნალექო ამინდები გველის“, – ამბობს სინოპტიკოსი ხათუნა ქოქოსაძე .

მეტი...

,,გრენლანდია არ იყიდება და მას ვერავინ მიიტაცებს” – მაკრონი

„საფრანგეთში და ევროკავშირში ყველას ესმის, რომ გრენლანდია არ იყიდება და მას ვერავინ მიიტაცებს“, – დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრის დროს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განზრახვა, გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების თაობაზე. მაკრონის თქმით, საფრთხე, რომელიც გრენლანდიას „მტაცებლური ამბიციის“ გამო ემუქრებოდა, ყველა ევროპელისთვის გამოსაფხიზლებელი ზარი უნდა იყოს.

მეტი...

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო საგანგებო სხდომას მართავს

ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის თავდასხმების შედეგების განსახილველად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) საგანგებო სხდომას მართავს. ირანი საერთაშორისო ორგანიზაციისგან თავდასხმების დაგმობას ითხოვს. მედიის ცნობით, სააგენტოს წევრები სხდომაზე შეაფასებენ დარტყმების შედეგად რამდენადაა ობიექტებიდან რადიაციის გაჟონვის საფრთხე.

მეტი...

ირანში სკოლები დახურეს, ისრაელში კი ყველა სასწავლო დაწესებულბა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

ირანში სკოლები დახურეს. ირანის განათლების სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება დახურულია განსაკუთრებულ განკარგულებამდე. ასევე, გადაიდო ყველა დაგეგმილი გამოცდა. გამოცდების ახალი თარიღები მოგვიანებით გამოცხადდება. გამოცდები გაუქმდა ისრაელშიც, ხოლო ყველა სასწავლო დაწესებულბა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

მეტი...

Air India-ს ბოინგი, აფრენიდან მალევე, აეროპორტში დაბრუნდა

ტექნიკური გაუმართაობის გამო, Air India-ს Boeing 787-8 Dreamliner-ი, აფრენიდან მალევე აეროპორტში დაბრუნდა. Reuters-ის ცნობით, თვითმფრინავის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით გადაწყდა. ბოინგი რეისს ჰონგ-კონგიდან ნიუ-დელის მიმართულებით ასრულებდა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, Air India-ს იმავე ტიპის Boeing-ის თვითმფრინავი, რომელიც ლონდონში მიფრინავდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადში ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 242 ადამიანიდან 241 დაიღუპა.

მეტი...

,,თელ ავივში აშშ-ის საელჩოს ოფისს მცირე ზიანი მიადგა” – ისრაელში აშშ-ის ელჩი

ირანული მხარის მიერ გაშვებული რაკეტების დარტყმისგან თელ ავივში აშშ-ის საელჩოს ოფისს „მცირე ზიანი“ მიადგა. ინფორმაციას ისრაელში აშშ-ის ელჩი, მაიკ ჰაკაბი ავრცელებს. მისი თქმით, შენობას გარკვეული ზიანი მიადგა ახლოს მომხდარი აფეთქების შედეგად. როგორც ჰაკაბი აცხადებს, საელჩოს თანამშრომლები არ დაშავებულან. როგორც მაიკ ჰაკაბმა აღნიშნა, აშშ-ის საელჩო ისრაელში 16 ივნისს დახურული იქნება, რადგან „თავშესაფარში დარჩენის“ ბრძანება ჯერ კიდევ ძალაშია.

მეტი...

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ირაკლი ბერაია დაინიშნა. ის ამ დრომდე  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა. „ირაკლი ბერაია დაიბადა 1976 წლის 23 ივლისს.1998 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 2016–2025 წლებში იყო საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი. იკავებდა იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ თანამდებობა 16 ივნისს დატოვა. აღნიშნულ თანამდებობას იგი 2019 წლიდან იკავებდა“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორაციაში.

მეტი...

ცნობილი საფეხბურთო მენეჯერი მეტროს რელსებში ჩავარდა და დაიღუპა

საბერძნეთში, სინდაღმის მეტროსადგურში ტრაგედია მოხდა. ახალგაზრდა კაცი მატარებლის რელსებში ჩავარდა და დაიღუპა. როგორც გაირკვა, კაცი, რომელიც რელსებიდან დაღუპული ამოიყვანეს, ცნობილი სპორტული მენეჯერია, ანდრეას კირიაკუპულო. ის წლების განმავლობაში საფეხბურთო სფეროში მუშაობდა. „მის მიერ დატოვებული სიცარიელე შეუვსებელია, ყველა ჩვენგანი, ვისაც მისი გაცნობისა და მასთან მუშაობის სიამოვნება გვქონდა, დანაკარგით შოკირებული ვართ,“ – ნათქვამია კომპანია ProSport-ის განცხადებაში, სადაც ანდრეას კირიაკოპულო 12 წლის მანძილზე მუშაობდა.

მეტი...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნარჩუნდება ძლიერი წვიმის და ელჭექის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სეტყვის შესაძლებლობა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

მეტი...

რუსეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს ისრაელის დატოვებას ურჩევს

რუსეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს ისრაელის დატოვებას ურჩევს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის ელჩმა, ანატოლი ვიქტოროვმა ტელეარხ „რუსეთ-24“-ის ეთერში გააკეთა. მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხე „სულაც არ არის ეფემერული“. მან მაგალითად მოიყვანა, თუ როგორ ჩაიმსხვრა მინები რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა ბინებში ირანის ერთ-ერთი თავდასხმის დროს. ვიქტოროვის თქმით, რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, დამოუკიდებლად დატოვონ ისრაელი ეგვიპტის საზღვარზე მდებარე სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, შემდეგ კი გაფრინდნენ რუსეთში შარმ-ელ-შეიხიდან ან კაიროდან. ელჩის ცნობით, რუსეთის მოქალაქეთა ევაკუაცია ისრაელიდან ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ეს შესაძლებელი იქნება.

მეტი...