აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. ისინი ახალი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. მათ, ის მოქალქეებიც შეუერთდნენ, რომლებიც აქციას მთავრობის ადმინისტრაციიდან მართავდნენ. პროტესტის მონაწილეებმა პარლამენტისკენ მსვლელობა გამართეს და გზად აქცია-პერფორმანსიმოაწყვეს. სიმბოლურად სახეზე ნიღბები გაიკეთეს და დედაქალაქის მთავარი გამზირისკენ ხელში ანთებული ჩირაღდნებით გაემართნენ. მათი განმარტებით, ეს არის სიმბოლო, რომ სიბნელეში სინათლეს იპოვნიან.
მეტი...დღე: ივნისი 15, 2025
„ვიცოდით, რომ ისრაელში მსხვერპლი იქნებოდა, თუმცა სხვა არჩევანი არ გვქონდა“- გიდეონ საარი
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა, რომ მთავრობამ წინასწარ იცოდა, რომ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ისრაელში მსხვერპლი იქნებოდა, თუმცა სხვა არჩევანი არ ჰქონდათ. „როდესაც ეს ისტორიული, რთული გადაწყვეტილება მივიღეთ, ვიცოდით, რომ რთული პერიოდი გველოდა და მსხვერპლი გვეყოლებოდა, მაგრამ სხვა არჩევანი არ გვქონდა”- განაცხადა საარმა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ირანის ბირთვული პროგრამის შეფასების მიხედვით, მას ატომური ბომბის დამზადება „ექვს თვეში“ შეეძლო.
მეტი...ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, 25 წლის ეთერ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. ლიპარტელიანმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მეტოქე, იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და კარიერაში პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. ეთერ ლიპარტელიანი ასევე არის ახალგაზრდებს შორის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი (2019), ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონი (2016) და ჭაბუკებს შორის ევროპის თასის მფლობელი (2016).
მეტი...„რუსეთის პრეზიდენტი მზადაა ისრაელ-ირანს შორის შუამავლის როლის შესასრულებლად“- ტრამპი
რუსეთის პრეზიდენტი, ვალდიმერ პუტინი მზადაა, ირანსა და ისრაელს კონფლიქტის შუამავლობისთვის. ამის შესახებ, დონალდ ტრამპმა განაცხადა. „ის მზად არის ამისთვის, ამასთან დაკავშირებით მან დამირეკა. ჩვენ დიდხნიანი საუბარი გვქონდა“ – განაცხადა ტრამპმა. დონალდ ტრამპმა ასევე არ გამორიცხა აშშ-ის შესაძლო ჩარევა ისრაელ-ირანის კონფლიქტში, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა პირობებში და რა ფორმატში შეიძლება მოხდება.
მეტი...თურქეთში ორი საჰაერო ბურთი ჩამოვარდა – დაღუპულია ერთი ადამიანი
თურქეთში, აქსარაის პროვინციაში, ორი საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა. დაღუპული ერთ-ერთი საჰაერო ბურთის პილოტია. საჰაერო ბურთები იჰლარას ხეობიდან აფრინდნენ და ტურისტულ ფრენას ახორციელებდნენ, როდესაც სოფელ გოზლუკუიუსთან ჩამოვარდნენ. “სამწუხაროდ, ჩვენი მფრინავი გარდაიცვალა, რადგან კალათის ქვეშ გაიჭედა. ჩვენი ტურისტები კარგ მდგომარეობაში არიან, ისინი სასწრაფო დახმარების მანქანით გადავიყვანეთ საავადმყოფოში, მათი გამოკვლევა გრძელდება” – განაცხადააქსარაის გუბერნატორმა.
მეტი...“აშშ პირდაპირ როლს თამაშობს ისრაელის სამხედრო ოპერაციაში”- მასუდ ფეზეშქიან
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცახდა, რომ აშშ პირდაპირ როლს თამაშობს ისრაელის სამხედრო ოპერაციაში. „სტივ უიტკოფმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის უთხრა, რომ ისრაელი აშშ-ის ნებართვის გარეშე ვერაფერს ვერ გააკეთებს – ეს ნიშნავს, რომ ისრაელის ქმედებები ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების პირდაპირი თანხმობით“,- განაცხადა ფეზეშქიანმა. ირანის პრეზიდენტის თქმით, იმის მიუხედავად, რომ აშშ ცდილობს, დამალოს თავისი როლი, „ის რასაც დღეს ვხედავთ, ხორციელდება ვაშინგტონის პირდაპირი მხარდაჭერით“.
მეტი...მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ. მათი თქმით, უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულები. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. აქციაში მონაწილეობენ საპროტესტო აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები და ახლობლები. საპროტესტო აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
მეტი...“ირანმა და ისრაელმა უნდა დადონ შეთანხმება და დადებენ კიდეც”- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანი და ისრაელი დადებენ შეთანხმებას, როგორც ეს ინდოეთმა და პაკისტანმა გააკეთეს. “ირანმა და ისრაელმა უნდა დადონ შეთანხმება და დადებენ კიდეც, ისევე როგორც მე დავარწმუნე ინდოეთი და პაკისტანი, რომლის ლიდერებმაც შეძლეს სწრაფად მიეღოთ გადაწყვეტილება და შეწყვიტეს”- აცხადებს ტრამპი. მისი თქმით, ისრაელსა და ირანს შორის მშვიდობის მიღწევა მალე მოხდება. „ასევე, მალე გვექნება მშვიდობა ისრაელსა და ირანს შორის! ახლა ბევრი ზარი ხორციელდება და შეხვედრა იმართება. ბევრს ვაკეთებ და არასდროს მიმიღია აღიარება რაიმესთვის, მაგრამ არა უშავს, ხალხი ხვდება. გავხადოთ ახლო აღმოსავლეთი კვლავ დიდებული!“- წერს ტრამპი.
მეტი...ინდოეთში რკინის ხიდი ჩამოინგრევას მსხვერპლი მოჰყვა
ინდოეთში, კუნდამალას ტურისტულ ზონაში, მდინარეზე რკინის ხიდი ჩამოინგრა. შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 32 კი დაშავდა. დაშავებულთაგან 6-ის მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ადგილზე მობილიზებულია ეროვნული კატასტროფების რეაგირების სამსახური და სამაშველო ოპერაცია ინტენსიურად გრძელდება.
მეტი...ისრაელში სირენების ხმა ისმის – ირანიდან რაკეტები გაუშვეს
ისრაელის რამდენიმე რაიონში სირენები გაისმა მას შემდეგ, რაც ირანიდან ქვეყნის მიმართულებით გაშვებული რაკეტები დააფიქსირეს. ინფორმაციას თავდაცვის ძალები ავრცელებენ. “საჰაერო ძალები მოქმედებენ მოსაგერიებლად და, საჭიროების შემთხვევაში, დარტყმების განსახორციელებლად, საფრთხის აღმოფხვრის მიზნით“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. მათი ცნობით, ისრაელის შიდა ფრონტის სარდლობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას მოუწოდა, დაცულ სივრცეებთან ახლოს დარჩნენ. „საზოგადოებრივ ადგილებში გადაადგილება მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი და თავიდან უნდა იქნას აცილებული საზოგადოებრივი შეკრებები. განგაშის მიღებისთანავე შედით დაცულ სივრცეში და დარჩით იქ ოფიციალური განახლებული ინფორმაციის მიღებამდე“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალები განცხადებაში.
მეტი...ძლიერი წვიმა, სეტყვა და წყალდიდობა – რა ხდება თურქეთში?!
ძლიერი წვიმა, სეტყვა და წყალდიდობაა თურქეთში. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ქალაქ კონიასა და მის მიმდებარე სოფლებში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი. დატბორილია საცხოვრებელი სახლები და კორპუსები. მედიის ცნობით, ძლიერი წვიმა სეტყვაში გადაიზარდა, რამაც ავტომობილები დააზიანა. ქალაქში წაქცეულია ხეებიც. სამაშველო ბრიგადები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. წყალდიდობის გამო, კონიაში დაიტბორა გზები, შეფერხდა მოძრაობა და მოხდა ავარიები. მედიის ცნობით, მიწისქვეშა გადასასვლელები წლით აივსო. ძლიერი ქარის შედეგად, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ზოგიერთი საცხოვრებელი სახლის სახურავები.
მეტი...უკრაინამ კიდევ 1 200 დაღუპულის ცხედარი დაიბრუნა
უკრაინამ კიდევ 1 200 დაღუპულის ცხედარი დაიბრუნა. უახლოეს პერიოდში დაიწყება დაღუპულთა იდენტიფიცირებისთვის აუცილებელი ექსპერტიზა. ცხედრების რეპატრიაცია უკრაინამ სტამბოლში, რუსეთთან მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების ფარგლებში შეძლო.
მეტი...ინდოეთში კიდევ ერთი ავიაკატასტროფა მოხდა – 7 მგზავრიდან ყველა დაიღუპა
ინდოეთში, უტარკჰანდის შტატში Aryan Aviation-ის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 7 მგზავრიდან ყველა მათგანი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორისაა პილოტიც. ავიაციის სამინისტროს განმარტებით, კედარნათის მიმართულებით მიმავალი ვერტმფრენი, სავარაუდოდ, ცუდი ამინდის პირობების მიუხედავად, მაინც ახორციელებდა ფრენას. ინციდენტის გამო, უტარაკჰანდის მთავრობამ ვერტმფრენების მომსახურება ორი დღით შეაჩერა და მთის ავიაციის ოპერაციების უსაფრთხოების მასშტაბური შემოწმება დაიწყო. Aryan Aviation-ის ვერტმფრენი კედარნათიდან დილის 05:30 საათზე აფრინდა და გუპტკაშისკენ მიემართებოდა, როდესაც აფრენიდან მალევე მასთან კონტაქტი შეწყდა.
მეტი...ინდოელი მილიარდერი ფუტკრის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა
ინდოელი მილიარდერი შემთხვევით ფუტკრის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა. მედიის ცნობით, ფუტკარი 58 წლის ბიზნესმენ სანჯაი კაპურს პირში ჩაუფრინდა და ყელში უკბინა. ნაკბენმა მძიმე ალერგიული რეაქცია და გულის გაჩერება გამოიწვია – მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. კაპური მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავტონაწილების მწარმოებელი კომპანია “Sona Comstar”-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. ის ასევე იყო პრინც უილიამის მეგობარი.
მეტი...ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა ღამით თეირანში 80 სამიზნეს დაარტყეს
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათმა ათობით მოიერიშე თვითმფრინავმა ღამით თეირანში სულ მცირე 80 სამიზნეს დაარტყა. მათივე ცნობით, სამიზნეებს შორის იყო ირანის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა, სამხედრო კვლევისა და განვითარების განყოფილება და ობიექტები, სადაც ირანის რეჟიმმა ბირთვული არქივი დამალა. ამასთან, საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი სამხედრო ჩინოვნიკზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამიზნეებს შორის ასევე იყო ორმაგი დანიშნულების ორი საწვავის ობიექტი, რომლებიც სამხედრო და ბირთვული ოპერაციებისთვის გამოიყენებოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანში, სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, სამ დღეზე ნაკლებ პერიოდში, 170-ზე მეტ სამიზნეს და სამხედრო ინფრასტრუქტურის 720 კომპონენტს დაარტყეს.
მეტი...საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (53%) ემხრობა, რომ აქციები გაგრძელდეს – კვლევა
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (53%) ემხრობა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროტესტი გაგრძელდეს, ხოლო მესამედი (32%) ამ მოთხოვნაში კატეგორიულია. კვლევის მიხედვით, რეგიონებში პროტესტის გაგრძელების მომხრეთა წილი (46.5%) აჭარბებს მოწინააღმდეგეთა წილს (36.5%), თუმცა კატეგორიულად მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა წილები თითქმის იდენტურია. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) რაოდენობრივი ტიპის კვლევა 2025 წლის 5-20 მაისის შუალედში ჩაატარა, რომელიც საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის 2000 რესპონდენტს დაეყრდნო. გამოყენებულია პირისპირი ინტერვიუს მეთოდი. რესპონდენტებთან
მეტი...“რაკეტები არ არჩევენ ებრაელებს, მუსლიმებს და ქრისტიანებს”- ისააკ ჰერცოგი
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა ბათ-იამში ის ტერიტორია მოინახულეს სადაც ირანის სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. „ამ ტერიტორიაზე ათობით სახლი მთლიანად დაზიანდა ირანიდან გამოშვებული რაკეტის შედეგად. ბოლო ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ასაკის 13 ისრაელელი დაიღუპა – ბავშვები, ზრდასრულები, მოხუცები და ახალი მიგრანტები. რაკეტები არ არჩევენ ებრაელებს, მუსლიმებს და ქრისტიანებს. ეს ისრაელის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. უნდა გამოვავლინოთ ის ემოციური და გონებრივი მდგრადობა, რომელიც ყოველთვის გვაქვს“- აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, ირანის მიერ ისრაელის ქალაქ ბათ-იამზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაშავდა. სამაშველო ოპერაციები გრძელდება. მაშველები სამ…
მეტი...” სლოვაკეთს არ აქვს არანაირი საფუძველი, რომ უკრაინის გამო დაიტანჯოს”- ფიცო
პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, სლოვაკეთი მოითხოვს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტზე კენჭისყრის გადადებას მანამ, სანამ გაზის მიწოდების საკითხი არ განიხილება. „გვსურს, რომ ახლა სანქციებზე კი არა, ამ თემაზე ვისაუბროთ“- აღნიშნა ფიცომ. მისი თქმით, ბრატისლავას სურს იცოდეს, რა გარანტიები იქნება წარმოდგენილი გაზის საკმარისი რეზერვების ხელმისაწვდომობასთან და ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობისთვის ფასები მკვეთრად არ გაიზრდება. „სლოვაკეთს არ აქვს არანაირი საფუძველი, რომ უკრაინის გამო დაიტანჯოს“, – დასძინა ფიცომ.
მეტი...ზღვამ ცარიელი იახტა გამორიყა
დიდ ბრიტანეთში, კორნუოლის სანაპიროსთან ზღვამ იახტა გამორიყა, რომელიც ცარიელი იყო. მედიის ინფორმაციით, სანაპირო დაცვამ გამორიყული იახტის შესახებ შეტყობინება პარასკევს მიიღო. ადგილზე სამაშველო ჯგუფი, ვერტმფრენი და თვითმფრინავი გაგზავნეს. ასევე, ადგილზე დევონისა და კორნუოლის პოლიციის სამაშველო ნავები იმყოფებოდა. სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ეკიპაჟებმა გემზე ვერავინ იპოვეს. სამძებრო ოპერაცია შაბათსაც გაგრძელდა, მაშველები ოპერაციას უშუალოდ ზღვაში ატარებდნენ.
მეტი...საფრანგეთი ირანისგან თანამემამულეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოთხოვს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშკიანს ესაუბრა. ამის შესახებ, მაკრონი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ირანის პრეზიდენტისადმი მისი პირველი გზავნილი საფრანგეთის ორი მოქალაქის გათავისუფლება იყო. “ჩემი პირველი გზავნილი იყო ჩვენი თანამემამულეების, სესილ კოლერისა და ჟაკ პარიზის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნა, რომლებიც ირანის რეჟიმის მიერ სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიუღებელ პირობებში მძევლები არიან. რეგიონში დესტაბილიზაციის სერიოზული რისკის გათვალისწინებით, მოვუწოდე, რომ ჩვენი დიპლომატიური ობიექტები და მოქალაქეები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდნენ სამიზნე. ასევე მოვუწოდე მაქსიმალური თავშეკავებისკენ ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ირანის ბირთვული პროგრამასერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ის მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს. ამიტომ,…
მეტი...ისრაელი თეირანის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს
ისრაელის შეიარაღებული ძალები იარაღის საწარმოს სიახლოვეს მცხოვრებ თეირანის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. ვიდრე ობიექტზე სარაკეტო თავდასხმას განახორციელებენ. „ისრაელის შეიარაღებული ძალები დაარტყამს ამ ობიექტებს და განაგრძობს ირანული გველისთვის ტყავის გაძრობას თეირანსა და ყველგან – მიზნად ამოიღებს ბირთვულ შესაძლებლობებს და შეიარაღების სისტემებს“– ნათქვამია ისრაელ კაცის განცხადებაში.
მეტი...ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, ირანის მიერ ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი არასრულწლოვანია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაშავებულია, სულ მცირე, 380 ადამიანი, რომელთაგან ცხრა კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ღამით ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.
მეტი...“რაც მათ ამ დღეებში განიცადეს, არაფერია იმასთან შედარებით, რაც სამომავლოდაა მოსალოდნელი”- ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თეირანისკენ გზა გახსნილია. მისი თქმით, ისრაელის ოპერაციას აშშ-ის პრეზიდენტის “მკაფიო მხარდაჭერა” აქვს. “გავხსენით გზა თეირანისაკენ. ძალიან მალე დაინახავთ ისრაელის თვითმფრინავებს, ისრაელის საჰაერო ძალებს, ჩვენს პილოტებს, ირანის დედაქალაქის ცაზე, განვახორციელებთ იერიშს ყველა იმ ობიექტსა და სამიზნეზე, რომელიც ეკუთვნის აიათოლას რეჟიმს, ის, რაც მათ ამ დღეებში განიცადეს, არაფერია იმასთან შედარებით, რაც სამომავლოდაა მოსალოდნელი” – განაცხადა მან.
მეტი...„ჩინეთი გმობს ისრაელის მიერ ირანის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას”- ვანგ ი
ჩინეთი გმობს ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმას. ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ განაცხადა. „ჩინეთი კატეგორიულად გმობს ისრაელის მიერ ირანის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და მტკიცედ ეწინააღმდეგება ირანელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებს, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს იწვევს. ისრაელის თავდასხმებმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე საშიში პრეცედენტი შექმნა პოტენციურად კატასტროფული შედეგებით. ჩინეთი ასევე მოუწოდებს ისრაელზე გავლენის მქონე ქვეყნებს, იმოქმედონ მშვიდობის აღსადგენად“ – აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ვანგ იმ განაცხადა, რომ ამჟამად რეგიონული სიტუაცია კრიტიკულ და გადამწყვეტ მომენტშია. „ჩინეთი მზადაა, შეინარჩუნოს კომუნიკაცია ირანთან და სხვა შესაბამის…
მეტი...ისრაელი არ გამორიცხავს ირანის სულიერი ლიდერის ლიკვიდაციის სცენარს
ისრაელი არ გამორიცხავს ირანის სულიერი ლიდერის ლიკვიდაციის სცენარს, როგორც თეირანის მხრიდან ბირთვული საფრთხის აღკვეთის წინააღმდეგ შესაძლებლობას. ინფორმაციას, „უოლ სთრით ჯორნალი“ ისრაელის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე თქმით, აიათოლას გაუვნებელყოფა „ტაბუირებული არ არის“ ისრაელისთვის. როგორც გამოცემა წერს, წყარო აცხადებს, რომ „ისრაელსა და ირანს შორის ომი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე თეირანი უარს არ იტყვის ბირთვულ პროგრამაზე ან ისრაელი საბოლოოდ არ აღმოფხვრის ამ შესაძლებლობას მათთვის“.
მეტი...„ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აშშ-მა უნდა აიღოს“- ირანის საგარეო მინისტრი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის თავდასხმებში აშშ ისრაელის პარტნიორია. მისი თქმით შტატებმა „საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“. აბას არაღჩის თქმით, თავდასხმები არასდროს მოხდებოდა აშშ-ის მიერ ისრაელისთვის „მწვანე შუქის“ ანთებისა და მხარდაჭერის გარეშე. „ჩვენ მივიღეთ შეტყობინებები სხვადასხვა არხებიდან, რომ აშშ-ს ამ თავდასხმაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, ჩვენ არ გვჯერა ამის და გვაქვს მტკიცებულებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამას“- განაცხადა არაღჩიმ.
მეტი...ისრაელის და ირანის საჰაერო სივრცეები დახურული რჩება
ისრაელის საჰაერო სივრცე დაკეტილი რჩება. ინფორმაციას CNN-ი ისრაელის აეროპორტების ორგანოს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს. დახურული რჩება ირანის საჰაერო სივრცეც და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეზღუდვა ძალაში დღეს, ადგილობრივი დროით 15:00 საათამდე დარჩება. რაც შეეხება იორდანიას, რომელიც ორ ქვეყანას შორის მდებარეობს და რომელმაც პარასკევს, უსაფრთხოების მიზნით, საჰაერო სივრცე ასევე დროებით დახურა, დღეს გამთენიისას ხელახლა გახსნა ის. ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი კომისიის ცნობით, გადაწყვეტილება „უსაფრთხოებისა და საჰაერო სივრცის რისკების ხელახალი შეფასების შემდეგ“ მიიღეს.
მეტი...ავსტრიაში პლასტიკური ქირურგი ზურა კეკელია დააკავეს
ავსტრიაში ცნობილი ქართველი პლასტიკური ქირურგი ზურა კეკელია დააკავეს. ქართველმა ექიმმა 58 წლის ქალს ბინაში ნიკაპის მოდელირების პროცედურა გაუკეთა, რომელიც მისთვის სავალალო აღმოჩნდა. ქალს მალევე გართულებები დაეწყო, სეფსისი განუვითარდა, საჭირო გახდა ქირურგიული ოპერაციის ჩატარება. ირკვევა, რომ ზურა კეკელიას ავსტრიაში მუშაობის ლიცენზიაც არ ჰქონდა. ვენის სასამართლომ ზურა კეკელიას 20 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
მეტი...რუსულმა ძალებმა უკრაინას 200-მდე დრონით და რაკეტით შეუტიეს
რუსულმა ძალებმა უკრაინას 194 დრონით და რაკეტით შეუტიეს. აქედან უკრაინელებმა 119 ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 119 ჩამოგდებული სამიზნედან 111 დრონი იყო, ორი „კინჟალის“ ტიპის აერობალისტიკური რაკეტა და სამ-სამი „ისკანდერის“ და „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა. საჰაერო ძალების ცნობით, შეტევის ძირითადი მიმართულება პოლტავის ოლქის ქალაქი კრემენჩუგი იყო. დარტყმა და ნამსხვრევების ჩამოცვენა 6 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
მეტი...„არა მეფეებს“- აშშ-ში აღლუმის პარალელურად საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
აშშ-ში, სამხედრო აღლუმის პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით ასობით ათასი ადამიანი საპროტესტო მსვლელობას სახელწოდებით. „არა მეფეებს“ – ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 2 000 აქცია იმართება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის ავტორიტარულ პოლიტიკას გმობენ. ჯორჯიის შტატში გამართულ დემონსტრაციაზე პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცველებმა, რვა ადამიანი დააკავეს. ამასთან, ლოს ანჯელესში გამართულ აქციაზე დაახლოებით 20 000 ადამიანი იმყოფებოდა. აშშ-ში ამერიკის არმიის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილი აღლუმი იმართება, რომელიც დონალდ ტრამპის დაბადების დღეს ემთხვევა.
მეტი...„აზერბაიჯანის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული მეზობელი და მეგობარი ირანის წინააღმდეგ“- ჯეიჰუნ ბაირამოვი
აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ისრაელსა და ირანს შორის არსებული ვითარება განიხილეს. განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეშფოთება გამოხატა რეგიონში მზარდი დაძაბულობის გამო. ბაირამოვმა აღნიშნა, რომ ყველაზე შემაშფოთებელია ბირთვული ობიექტების ირგვლივ არსებული ვითარება. მისივე თქმით, არსებული საკითხები უნდა მოგვარდეს დიალოგისა და დიპლომატიის გზით, საერთაშორისო სამართალთან, ნორმებსა და პრინციპებთან შესაბამისობით. საგარეო უწყების განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მტკიცედ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია არ შეიძლება და არ იქნება გამოყენებული არცერთი ქვეყნის მიერ…
მეტი...“სამი ულამაზესი გოგონა დავკარგეთ”- გონიოში დაღუპულთა ვინაობა ცნობილია
გონიოში უბედურ შემთხვევას, რომელიც გუშინ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა, სამი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. გარდაცვლილები 25 წლამდე გოგონები: მეგი ჯაიანი, სალომე გორგაძე და ანა მახარაძე არიან. ისინი სოფელ სამებიდან იყვნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეძახა, ხოლო ამის შემდეგ ერთ-ერთი მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. “სამი ულამაზესი გოგონა დავკარგეთ. ავტომობილით გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახნენ. სასწრაფოს ბრიგადას სამივე გოგონა დაღუპული დახვდა. მათთან ერთად ორი ბიჭი იყო, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი” – ჰყვებიან თვითმხილველები.
მეტი...ისრაელში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ისრაელში ირანის მიერ ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. -ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ექვსი ადამიანი ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ბატ-იამში დაიღუპა, სადაც დარტყმა საცხოვრებელ შენობაზე განხორციელდა. კიდევ ოთხი ადამიანი კი ჩრდილოეთ ქალაქ ტამრაში დაიღუპა, სადაც ასევე შენობები დაზიანდა.
მეტი...„აშშ-ის შეიარაღებული ძალები ისეთი დონით დაგეცემათ, როგორიც მანამდე არავის უნახავს“- ტრამპი ირანს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მტკიცებით მის ქვეყანას არაფერი აქვს საერთო ირანზე წუხელ განხორციელებულ თავდასხმასთან და ირანს აფრთხილებს, მისი ქვეყანა კონფლიქტში არ ჩართოს. ტრამპი მიმართავს ირანს, რომ შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა და სისხლიანი კონფლიქტის დასრულება. „აშშ-ს არაფერი აქვს საერთო წუხელ ირანზე განხორციელებულ თავდასხმასთან. თუ ირანი რაიმე ფორმით თავს დაგვესხმება, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სრული ძალა და ძლიერება ისეთი დონით დაგეცემათ, როგორიც მანამდე არავის უნახავს. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია მარტივად მივაღწიოთ შეთანხმებას ირანსა და ისრაელს შორის და დავასრულოთ ეს სისხლიანი კონფლიქტი!!!“- წერს ტრამპი Truth Social-ზე. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის მარტში…
მეტი...ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა ისრაელში
ისრაელში, ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 200-მდე დაშავდა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. 4 ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბავშვი, ირანის მიერ გაშვებულ ბალისტიკურ რაკეტას ბათ-იამში ემსხვერპლა. ამჟამად, დაახლოებით 20 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. გარდა ამისა, ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტამრაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.
მეტი...ისრაელმა თეირანში საწვავის ორ საწყობს დაარტყა
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის დედაქალაქ თეირანში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს დაარტყეს. სამიზნეებს შორისაა ირანის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა და თავდაცვითი ინოვაციებისა და კვლევის ორგანიზაცია. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათ ასევე დაარტყეს სხვა სამიზნეებს, რომლებიც „ხელს უწყობდნენ ირანის რეჟიმის მცდელობებს ბირთვული იარაღის მოპოვებისკენ და სადაც ირანის რეჟიმი ბირთვულ არქივს მალავდა“. გარდა ამისა, ირანის ნავთობის სამინისტროს ცნობით, ისრაელმა თეირანში საწვავის ორ საწყობზე დარტყმები განახორციელა. უწყებაში აცხადებენ, რომ დარტყმები თეირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე შაჰრანის ნავთობის საწყობებსა და ქალაქის სამხრეთ ნაწილში მდებარე რეზერვუარს მიაყენეს.
მეტი...