შესაძლოა თუ არა გომელაურის ჩვენების საფუძველზე გახარია საპატიმროში აღმოჩნდეს?!

კითხვას შესაძლოა თუ არა გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდის თაობაზე ვახტანგ გომელაურის ჩვენების საფუძველზე, გიორგი გახარია საპატიმროში აღმოჩნდეს, ყოფილი შს მინისტრი ასე პასუხობს: „მარტო ჩემი ჩვენების საფუძველზე არა, მაგრამ ჩემი, როგორც ერთ-ერთი ჩვენების საფუძველზე, კი ბატონო”. გარდა ამისა, გომელაურის თქმით, გამოძიების ფარგლებში შსს-ის მაღალი თანამდებობის პირებიც გამოიკითხებიან. „გამოძიების ფარგლებში ალბათ, შსს-ის მაღალი თანამდებობის პირების გამოკითხვაც დასჭირდებათ, ასევე უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის უფროსი შეიძლება დაიბარონ, ბევრი იქნება. მე მზად ვარ, თუ დანაშაული ჩავიდინე, პასუხი ვაგო. ჩემი სამშობლოსა და ხალხის წინაშე პირველ რიგში”,- განაცხადა გომელაურმა.

მეტი...

“ირანის ლიდერები ჩანთებს ალაგებენ“- ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ავიადარტყმების ფონზე ირანის ლიდერები „ჩანთებს ალაგებენ“. „გეტყვით, რა მოხდებოდა ჩვენ რომ არ გვემოქმედა. ინფორმაცია გვქონდა, რომ ეს არაკეთილსინდისიერი რეჟიმი მათი მარიონეტი რეჟიმებისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას გეგმავდა, რომელსაც ისინი ავითარებენ. ეს ბირთვული ტერორიზმია სტეროიდებზე. ეს მთელ მსოფლიოს შეუქმნიდა საფრთხეს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. მისი თქმით, ისრაელის ოპერაციას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „მკაფიო მხარდაჭერა“ აქვს. „ჩვენი მტერი თქვენი მტერია. საქმე გვაქვს რაღაცასთან, რაც ადრე თუ გვიან ყველას შეგვიქმნის საფრთხეს. ჩვენი გამარჯვება თქვენი გამარჯვება იქნება“ – განაცხადა ნეთანიაჰუმ.  

მეტი...

“ლიკვიდირებულია ირანის სულიერი ლიდერის უფროსი მრჩეველი”- მედია

ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ლიკვიდირებულია ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის უფროსი მრჩეველი ალი შამხანი. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, შამხანი იერიშის დროს მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა.

მეტი...

პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ამავე ცნობთ, პრზიდენტებმა  უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე მზაობა გამოთქვეს. როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი აცხადებს, პუტინმა ტრამპს აცნობა უკრაინასთან 2 ივნისს სტამბოლში მიღწეული შეთანხმების შესრულების თაობაზე. „რუსეთის მხრიდან გამოითქვა მზაობა გაგრძელდეს მოლაპარაკებები უკრაინელებთან 22 ივნისის შემდეგ, როგორც შეთანხმებული იყო. დონალდ ტრამპმა ეს ინფორმაცია მხედველობაში მიიღო“ – აღნიშნა უშაკოვმა.

მეტი...

„ლიკვიდირებულია 20-ზე მეტი მაღალი რანგის სამხედრო პირი“- ისრაელის შეიარაღებული ძალები

ისრაელის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ოპერაციის დაწყებიდან 20-ზე მეტი მაღალი რანგის სამხედრო პირის ლიკვიდაცია შეძლეს. მათ შორის ირანის დაზვერვის მეთაური გოლამ რეღა მერჰაბი, რომელიც, მათივე თქმით, ჩართული იყო სადაზვერვო საქმიანობაში და ისრაელის წინააღმდეგ გასულ წელს თავდასხმებს ხელმძღვანელობდა. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ, საერთო ჯამში, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე ცხრა მეცნიერისა და ექსპერტის ლიკვიდაცია განახორციელეს.    

მეტი...

“მალე იხილავთ ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავებს თეირანის ცაში”- ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქნესეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ისრაელი დაარტყამს ირანის თითოეულ ობიექტსა და სამიზნეს. მისივე თქმით, ისრაელმა უზარმაზარი დარტყმა მიაყენა ურანის გასამდიდრებელ ობიექტს. “ჩვენ მივაყენეთ უზარმაზარი დარტყმა ირანის მთავარ ურანის გასამდიდრებელ ობიექტს და თუ საჭირო იქნება კიდევ დავარტყამთ. უდიდესი საფრთხეა ბალისტიკური რაკეტებიდან, ჩვენ მივიღეთ ზომები ირანის ბალისტიკური რაკეტების წარმოების შესაძლებლობების გასანადგურებლად. ძალიან მალე თქვენ იხილავთ ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავებს თეირანის ცაში. ჩვენ დავარტყამთ აიათოლას რეჟიმის ყველა სამიზნეს“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ამ დრომდე განხორციელებული დარტყმები არაფერია იმასთან შედარებით, რაც მომდევნო დღეებში იქნება.

მეტი...

“პენსიაზე გავედით, პატარები ხომ არ ვართ”- გომელაური თანამდებობის დატოვებაზე

“პენსიაზე გავედით, პატარები ხომ არ ვართ, 50 წლისები ვართ – ძალიან კარგი ახალი მინისტრი დაინიშნა, ჩემი მეგობარი და ოჯახის წევრია”- ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა,  ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას შსს-ში საკადრო ცვლილებებზე. კითხვა – შეათანხმა თუ არა თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, გომელაურმა უპასუხოდ დატოვა. „პენსიაზე გავედით, პატარები ხომ არ ვართ, 50 წლისები ვართ. ძალიან კარგი ახალი მინისტრი დაინიშნა, მინდა წარმატებები ვუსურვო, ჩემი მეგობარი და ოჯახის წევრია, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ კარგს გააკეთებს, რაც მე გავაკეთე… ბიძინა ივანიშვილთან მქონდა თუ არა წასვლასთან დაკავშირებით საუბარი? – ვინ გეკითხებათ?“…

მეტი...

გომელაური აცხადებს, რომ ჩორჩანას საგუშაგოს დადგმა მასთან შეთანხმებული არ იყო

ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდის შესახებ გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩორჩანას საგუშაგოს დადგმა მასთან შეთანხმებული არ იყო. გომელაურის თქმით, ზოგადად, როდესაც საქმე მსგავს საკითხებს ეხება, ის თანხმდება, როგორც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან, ისე სხვა ხელმძღვანელებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, თუმცა გომელაური აზუსტებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მისი სამსახური ინფორმირებული არ იყო. “გიდასტურებთ, რომ შეთანხმებული არ ყოფილა და პოსტ ფაქტუმ გავიგეთ ჩორჩანას საგუშაგოს დადგმის შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენი ტერიტორიაა, აქედანაც და იქიდანაც, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ფაქტის წინაშე ვდგავართ. ხდებოდა ხოლმე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეთანხმება, ისინი მერე უკვე ამ…

მეტი...

“უკრაინამ აღადგინა კონტროლი სუმის ოლქის დასახლებულ პუნქტზე”- ზელენსკი

უკრაინამ აღადგინა კონტროლი სუმის ოლქის დასახლებულ პუნქტზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სუმის მიმართულებაზე კონცენტრირებულია 53 000 ოკუპანტი. „ბრძოლები იქ მიმდინარეობს საზღვრის გასწვრივ. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ იქ მტერი შეჩერებულია. ძირითადი ბრძოლები – ეს არის ანდრეევკა, კონდრატოვკა, ალექსეევკა, კონსტანტინოვკა. არ აურიოთ აღმოსავლეთის მიმართულების კონსტანტინოვკასთან, იუნაკოვკაც აქაა. დღეს ანდრეევკაში აღდგა კონტროლი. სხვა ამ მიმართულებებზე, რომლებიც ვთქვი, გრძელდება ბრძოლები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

“პუტინი ტრამპს მოატყუებს”- ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინი ტრამპს მოატყუებს და მთელი მსოფლიო დაინახავს. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას არ შეუძლია აშშ-ის პრეზიდენტს მიუთითოს თუ როგორ აწარმოოს რუსეთთან დიალოგი. „მაგრამ ვთვლი, რომ პუტინს ომის დასრულება არ სურს და, საბოლოო ჯამში, ის ტრამპს მოატყუებს. ამას დაინახავთ, ყველა, მთელი მსოფლიო დაინახავს ამას. ასეთი ადამიანია. და ის მზად იქნება გარკვეული ნაბიჯებისთვის, დეესკალაციისთვის, მხოლოდ თუ დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება. სხვანაირად ვერანაირად,” – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

რატომ დაიბარეს გომელაური გამოკითხვაზე?- პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გამოკითხვაზე დაბარების თაობაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ჩორჩანას ეპიზოდის შესწავლა საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხდება. “საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე,…

მეტი...

აზერბაიჯანმა ირანთან სახმელეთო საზღვარი გახსნა

აზერბაიჯანმა ირანთან სახმელეთო საზღვარი გახსნა, რათა უცხოელმა მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება შეძლონ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობის, ასტარას საკონტროლო-გამშვები პუნქტი პირველმა ჯგუფმა უკვე გადაკვეთა, მათი უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 86 ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ამჟამად აზერბაიჯანშია ევაკუირებული. ისინი ძირითადად, ჩაიკოვსკის სიმფონიური ორკესტრის წევრები არიან. ევაკუირებულთა შორისაა ყაზახეთის ექვსი მოქალაქე.

მეტი...

გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა

გონიოში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა,  ორი კი დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილსაც დაეჯახა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.  

მეტი...

“წინააღმდეგი ვიყავი”- ვახტანგ გომელაური გამოკითხვაზე იმყოფება

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მისთვის უცნობია, ზუსტად, რა აინტერესებს მისგან გამოძიებას. როგორც მან გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე, ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ჟურნალისტებს განუცხადა, საგუშაგო არ უნდა გაკეთებულიყო. „არ ვიცი რა აინტერესებთ, რომ გამოვალ განცხადებას გავაკეთებ. მე, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვიყავი, არ უნდა გაკეთებულიყო”,- განაცხადა გომელაურმა. ვახტან გომელეური გენერალურ პროკურატრურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

მეტი...

“ესკალაციის რისკი”- კალასი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელი კაია კალასი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „ვესაუბრე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის. რეგიონში შემდგომი ესკალაციის რისკი სახიფათოდ მაღალია. დიპლომატიამ უნდა გაიმარჯვოს. ევროკავშირი ყოველთვის მკაფიოდ აცხადებდა: ირანს არასდროს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის მოპოვების უფლება. მხოლოდ დიპლომატიას შეუძლია, მიგვიყვანოს მდგრად გადაწყვეტამდე. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს“, – წერს კაია კალასი.

მეტი...

უკრაინამ 1200 ცხედარი დაიბრუნა

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ბევრი მათგანი, რომელიც დღეს უკრაინაში დაბრუნდა, ტყვეობაში 2022 წლიდან იყო. ისინი შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სასაზღვრო სამსახურისა და სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურის მებრძოლები არიან“ – წერს ზელენსკი. უკრაინამ 1200 ცხედარი დაიბრუნა.

მეტი...

დუბაიში 67 სართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა – 4000-მდე ადამიანია ევაკუირებული (ვიდეო)

დუბაიში 67 სართულიან ცათამბრჯენს ცეცხლი გაუჩნდა. შენობიდან, თითქმის, 4000 ადამიანია ევაკუირებული. უცხოური მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მედიის ცნობით, ხანძრის ჩაქრობას ექვსი საათი დასჭირდა. მაშველებმა 764 ბინიდან 3 820 ადამიანი გაიყვანეს. https://www.facebook.com/mcm.ge/videos/1248793646630952

მეტი...

ვახტანგ გომელაური გენარალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენარალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი პროკურატურაში დღეს 17:00 ვახტან გომელაური ჩორჩანას ეპიზოდის დროს, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით სახელმწიფო უსფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.  

მეტი...

“გლობალურ კონფლიქტთან ასე ახლოს არ ვყოფილვართ”- ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა აცხადებს, რომ ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირებამ, შესაძლოა, მთელი მსოფლიოს დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. „ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება რეგიონში რეგულარული ომისკენ მიექანება, რამაც შესაძლოა, მთელი მსოფლიოს დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენ ასე ახლოს არ ვყოფილვართ გლობალურ კონფლიქტთან. ევროპამ და აშშ-მა უნდა გააერთიანონ ძალისხმევა შემდგომი ესკალაციის შესაჩერებლად. ჯერ კიდევ არ არის გვიან“, – წერს დონალდ ტუსკი.

მეტი...

“მკაცრად ვგმობთ ნიკა გვარამიას დაკავებას”- ესტონეთის საგარეო სამინისტრო

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ „ქართული ოცნების“ მიერ კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერის, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ხელმძღვნაელის, ნიკა გვარამიას დაკავებას. ევროკავშირმა რეაგირება დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს“ – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

“თუ ხამენეი რაკეტების გასროლას გააგრძელებს, თეირანი ცეცხლში გაეხვევა”- კაცი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ თუ თუ ხამენეი რაკეტების გასროლას გააგრძელებს, თეირანი ცეცხლში გაეხვევა. „ირანელი დიქტატორი ირანის მოქალაქეებს მძევლებად აქცევს და ქმნის რეალობას, რომელშიც მათ, განსაკუთრებით კი თეირანის მაცხოვრებლებს, ისრაელის მშვიდობიან მოქალაქეებზე კრიმინალური თავდასხმისთვის მძიმე საფასურის გადახდა მოუწევთ“, – განაცხადა ისრაელ კაცმა. 13-14 ივნისს ირანის მიერ ისრაელის წინააღდეგ განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით დაშავდა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა ან განადგურდა.

მეტი...

“არავინ არასდროს უნდა შეუქმნას საფრთხე სხვის არსებობას”- რომის პაპის მიმართვა

რომის პაპმა, ლეო XIV-მ ირანისა და ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდა, გონივრულად იმოქმედონ და განაგრძონ დიალოგი. „ირანსა და ისრაელში სიტუაცია სერიოზულად გაუარესდა და ასეთ დელიკატურ მომენტში ვალდებულად ვგრძნობ თავს, მტკიცედ განვაახლო მოწოდება პასუხისმგებლობისა და გონიერებისკენ. ბირთვული საფრთხისგან თავისუფალი, უფრო უსაფრთხო სამყაროს შექმნისადმი ერთგულება უნდა გაგრძელდეს პატივისცემით სავსე შეხვედრებისა და გულწრფელი დიალოგის გზით, რათა აშენდეს სამართლიანობაზე, ძმობასა და საერთო კეთილდღეობაზე დაფუძნებული მდგრადი მშვიდობა. არავინ არასდროს უნდა შეუქმნას საფრთხე სხვის არსებობას. ყველა ქვეყნის მოვალეობაა, მხარი დაუჭიროს მშვიდობის საქმეს, დაიწყოს შერიგების გზების ძიება და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და ღირსებას ყველასთვის“, – განაცხადა…

მეტი...

მოულოდნელი წყალდიდობა აშშ-ში – 11 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში მოულოდნელი წყალდიდობის შედეგად  11 ადამიანი დაიღუპა – დაკარგულ ადამიანებს ეძებენ. BBC-ის ინფორმაციით, ოთხშაბათს და ხუთშაბათს ძლიერმა შტორმებმა მანქანები გზიდან გადააგდო, რის შედეგადაც ზოგიერთი ავტომობილი მდინარეში ჩავარდა. სან ანტონიოს სახანძრო სამსახურის ცნობით, მაშველები წყალდიდობის შედეგად დაკარგულ სულ მცირე ოთხ ადამიანს ეძებენ. ოფიციალური პირების თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა შეიცვალოს, ხოლო სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს რამდენიმე დღე დასჭირდეს.

მეტი...

„თეირანისკენ გზა გაკვალულია“- ისრაელის თავდაცვა

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ  ირანში ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე დარტყმები გრძელდება. გენშტაბის უფროსმა, ეიალ ზამირმა განაცხადა, რომ „თეირანისკენ გზა გაკვალულია“. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ შემდეგ ნაბიჯს „თეირანის თავზე თავისუფლად მოქმედება“ წარმოადგენს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანში ოპერაციის დაწყების დღიდან 150 სამიზნე ობიექტს დაარტყეს.

მეტი...

ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 20 ბავშვია

თეირანში, ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ შენობაზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 20 ბავშვია. ინფორმაციას „სიენენი“ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედია წერს, ისრაელმა იერიში 14-სართულიან საცხოვრებელ შენობაზე მიიტანა. ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, ათამდე ადამიანი რჩებოდეს.

მეტი...

14 და 15 ივნისს თბილისი–თელ ავივი–თბილისის მიმართულებით რეისები გაუქმებულია

14 და 15 ივნისს თბილისი–თელ ავივი–თბილისის მიმართულებით რეისები გაუქმებულია. ამის შესახებ, „ჯორჯიან ეარვეისში“ აცხადებენ. კომპანიაში, ამბობენ რომ მგზავრებს, რომლებმაც აღნიშნულ რეისებზე ბილეთი შეიძინეს, მისი გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ. „გაცნობებთ, რომ 14 და 15 ივნისს თბილისი–თელ ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო გაუქმებულია. მგზავრებს, ვინც უკვე შეიძინა ბილეთები აღნიშნულ რეისებზე, ვთავაზობთ ბილეთის გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობას. ბილეთის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შესაძლებელია ბილეთის შეძენის ადგილას“, – ნათქვამია „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

ისრაელის იერიშების შედეგად ორი ირანელი გენერალი დაიღუპა

ისრაელის იერიშების შედეგად ორი ირანელი გენერალი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ისრაელის სარაკეტო იერიშებს ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის უფროსის მოადგილე, გენერალი გოლამრეზა მეჰრაბი და ოპერაციების ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალი მეჰდი რაბანი ემსხვერპლა. ირანული მხარის განცხადებით, გუშინ ისრაელის იერიშების შედეგად, სულ მცირე, 78 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მაღალი რანგის სამხედრო პირები.

მეტი...

ირანში აცხადებენ, რომ ისრაელის წინააღმდეგ იერიშები გაგრძელდება

ირანში აცხადებენ, რომ ისრაელის წინააღმდეგ იერიშები გაგრძელდება. „ეს დაპირისპირება გუშინდელი შეზღუდული მოქმედებებით არ დასრულდება და ირანის დარტყმები გაგრძელდება“, – განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „ფარსს“ ირანელმა მაღალჩინოსანმა. მისი თქმით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში კონფლიქტი რეგიონში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე „გავრცელდება“. „ეს აგრესორებისთვის ძალიან მტკივნეული და სავალალო იქნება“ – აღნიშნა ირანელმა მაღალჩინოსანმა.

მეტი...

ირანში აცხადებენ, რომ აშშ-თან ბირთვულ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ისრაელის იერიშების შემდეგ აშშ-თან ბირთვულ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს. „მეორე მხარე (აშშ) ისე მოიქცა, რომ დიალოგს აზრი არ აქვს. არ შეიძლება იმის პრეტენზია გქონდეს, რომ მოლაპარაკებები გსურს და ამავდროულად, სიონისტურ რეჟიმს ირანის ტერიტორიის დაბომბვის უფლება მისცე“, – განაცხადა ისმაილ ბაღაიმ. მისი თქმით, ისრაელი იერიშებს ვაშინგტონის ნებართვის გარეშე ვერ განახორციელებდა. აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვა კვირას, ომანის დედაქალაქ მასკატშია დაგეგმილი.

მეტი...

“ქვეყანაში შშმ პირებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი სერვისების სიმცირეა”- ომბუდსმენი

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი შშმ პირთა უფლებების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავცრცელებს. ომბუდსმენის ინფორმაციით, ქვეყანაში შშმ პირებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი და ინდივიდუალიზებული მხარდაჭერის სერვისების სიმცირეა. „14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ეროვნული დღე აღინიშნება, რომლის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მათი უფლებების რეალიზების ხელშეწყობა წარმოადგენს. მიუხედავად გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით“ და ეროვნული კანონმდებლობით გარანტირებული უფლებებისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საქართველოში კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. მათ შორისაა, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის შეფერხებული პროცესი, უწყვეტ და ხარისხიან ინკლუზიურ განათლებაზე წვდომა,…

მეტი...

თეირანში ირანის საჰაერო თავდაცვის ინფრასტრუქტურას დაარტყეს

ისრაელის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა თეირანში ირანის საჰაერო თავდაცვის ინფრასტრუქტურას დაარტყეს. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. „ომის დაწყების შემდეგ პირველად, საჰაერო ძალების ათობით გამანადგურებელმა თეირანის ცაზე იფრინა, ისრაელიდან 1500 კილომეტრის დაშორებით და თეირანის ტერიტორიაზე თავდაცვის სისტემებს დაარტყა“ – განაცხადა ისრაელის საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა, ტომერ ბარიმ. მისი თქმით, ისრაელის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა ირანის დედაქალაქში საჰაერო დარტყმების რამდენიმე ტალღა განახორციელეს.

მეტი...

რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

სტავროპოლის მხარეში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სტავროპოლის მხარის გუბერნატორის განცხადებით, დრონის ნამსხვრევები ქალაქ ნევინომიისკში მდებარე ქიმიური ქარხნის „ნევინომიისკის აზოტის“ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. „ნევინომიისკი აზოტი“ რუსეთში აზოტოვანი სასუქების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია.

მეტი...

„ირანს შეუძლია ტერორისტული ქმედებების განხორციელება“- მაკრონი საფრთხეებზე საუბრობს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მომდევნო საათები და დღეები უკიდურესად საშიშია მთელი რეგიონისთვის. მისი თქმით, ირანის პასუხებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ მსოფლიო შესაძლოა, ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს, რომლის შედეგების სრულად წარმოდგენა დღეს არავის შეუძლია. „მომდევნო დღეებში ირანთან ბირთვულ საკითხზე ეფექტური მოლაპარაკებების დაწყება რთული იქნება, მაგრამ უნდა ვიმუშაოთ ამაზე, უნდა ავიღოთ ვალდებულება. მოდით, ვიყოთ გულახდილები, დღევანდელი სიტუაცია მაღალი რისკის შემცველია. ვერავინ იტყვის, რომ ის კონტროლის ქვეშაა და ესკალაციის რისკები, მათ შორის უკონტროლო ესკალაციის, აშკარად არსებობს. მომდევნო საათები და დღეები უკიდურესად საშიშია მთელი რეგიონისთვის და მის ფარგლებს გარეთაც. რაც შეეხება რისკებს, ახლა ყველაზე უარესის…

მეტი...

იმერეთში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული ი.ზ. დააკავეს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი” ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.  

მეტი...

მკვლელობა აჭარაში – დაკავებულია ორი ადამიანი

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი ორი ადამიანი: 1989 წელს დაბადებული გ.ბ და 1993 წელს დაბადებული თ.შ. დააკავეს. გ.ბ.- ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის,ასევე,საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარება, ხოლო თ.შ. მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული. ინფორმაციას შს სამიმისტრო ავრცელებს. “დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა,რომ გ.ბ.- მ მიმდინარე წლის 4 ივნისს,ღამის საათებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში,წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ნაცნობი, 1992 წელს დაბადებული ბ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მისსავე ავტომობილში მოკლა,დანაშაულის დაფარვის მიზნით, მანქანა მდინარეში ჩააგორა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიებით,ასევე,დადგინდა, რომ გ.ბ.- ს მიერ ჩადენილი დანაშაულის…

მეტი...