ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. „ისრაელი ცეცხლის ქვეშაა, მას შემდეგ რაც ირანმა რაკეტები გაუშვა… ირანული თავდასხმა გრძელდება. ისრაელის მიმართულებით ათობით დამატებითი რაკეტაა გაშვებული“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. მედიის ცნობით, თელ-ავივში აფეთქებების ხმა ისმის და კვამლი ჩანს.
მეტი...დღე: ივნისი 13, 2025
„უვნებლად ვერ გადაურჩება“ – ისრაელს საპასუხო დარტყმებით ემუქრებიან
ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ისრაელს ჰპირდება, რომ ირანის შეიარაღებული ძალები „უმწეოდ“ აქცევს ისრაელის რეჟიმს. მისი თქმით, ისრაელი „უვნებლად ვერ გადაურჩება“ ამ დანაშაულს. სატელევიზიო მიმართვისას, სულიერმა ლიდერმა განაცხადა, რომ თეირანი „არ წავა ნახევარ ზომებზე“, როდესაც ის ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს განახორციელებს.
მეტი...აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენციას დაარტყეს – მედია
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელმა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენციაზე მიიტანა. მედიის ცნობით, თავდასხმა ირანმა წარმატებით მოიგერია. The Times of Israel იტყობინება, რომ ისრაელმა ისპაანის მახლობლად მდებარე ირანის ბირთვულ ობიექტსაც დაარტყა. 13 ივნისის ღამეს ისრაელის არმიამ ირანში ბირთვულ ობიექტებს შეუტია. დარტყმულ სამიზნეებს შორის იყო სამეთაურო დონის სამიზნეები, მეთაურები, სამხედრო ობიექტები, შტაბ-ბინები და ბირთვული ობიექტები. ლიკვიდირებულია ბირთვულ იარაღზე მომუშავე 6 მთავარი მეცნიერი და ირანის უმაღლესი თანამდებობის სამხედრო პირები, მათ შორის, აიათოლას მრჩეველი.
მეტი...რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაა
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული ადამიანები. პარალელურად, აქცია მიმდინარეობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ შენობასთან, საიდანაც მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადმოინაცვლეს და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.
მეტი...იერუსალიმში მდებარე აშშ-ის საელჩომ თანამშრომლებს თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდა
იერუსალიმში მდებარე აშშ-ის საელჩომ თანამშრომლებს მოუწოდა თავშესაფარში გადავიდნენ. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი თავშესაფარში შემდგომ შეტყობინებამდე უნდა დარჩნენ. საელჩოს თანამშრომლები თავშესაფარში ოჯახის წევრებთან ერთად განთავსდებიან.
მეტი...“ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ დარტყმების შესახებ წინასწარ იცოდა”- ნეთანიაჰუ
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ დარტყმების შესახებ წინასწარ იცოდა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. „წინასწარ ვუთხარით მათ, დარტყმის შესახებ იცოდნენ. ახლა რას გააკეთებენ, პრეზიდენტ ტრამპს ვუტოვებ, ის დამოუკიდებლად იღებს თავის გადაწყვეტილებებს… მის მაგივრად არ ვილაპარაკებ. ის ძალიან დამაჯერებლად და მყარად საუბრობს და თქვა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს, [ურანის] გამდიდრების შესაძლებლობები არ უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. აქამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დარტყმებში ვაშინგტონის ჩართულობა ან დახმარება არ ყოფილა.
მეტი...“ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი”- კირ სტარმერი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის განცხადებით, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი. „პრემიერ-მინისტრმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ისრაელს აქვს თავის დაცვის უფლება და გამოხატა გაერთიანებული სამეფოს სერიოზული შეშფოთება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. მან კიდევ ერთხელ განუცხადა [ნეთანიაჰუს] დეესკალაციისა და დიპლომატიური გამოსავლის საჭიროების შესახებ, რეგიონის სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე,“ – ნათქვამია კირ სტარმერის პრესსპიკერის განცხადებაში.
მეტი...„მიმდინარე რეპრესიები მხოლოდ ამწვავებენ სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში”- PACE-ს მომხსენებლები
PACE-ს მომხსენებლები საქართველოს საკითხებში ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო მწუხარებას გამოთქვამენ. შესაბამის განცხადებას, თანამომხსენებლები, ედიტა ესტრელა (პორტუგალია) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა) ავრცელებენ. „მიმდინარე რეპრესიები მხოლოდ ამწვავებენ სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში და ქვეყანას კიდევ უფრო აშორებენ საკუთარი, როგორც ევროპის საბჭოს წევრის, ვალდებულებების დაცვისგან. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს არადემოკრატიული რეპრესიები ქართულ საზოგადოებაში განსხვავებული აზრის წინააღმდეგ და შემოაბრუნონ ქვეყნის სწრაფი დემოკრატიული უკუსვლა. მზად ვართ შევინარჩუნოთ ღია და კონსტრუქციული დიალოგი ხელისუფლებასთან და ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რათა ქვეყანას ევროპის საბჭოს წინაშე თავისი ვალდებულებების შესრულებაში დავეხმაროთ“, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.
მეტი...“ვიცოდით და ვცდილობდი, ირანი დამეცვა”- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ, გაურკვეველია, კვლავ აქვს თუ არა ირანს ბირთვული პროგრამა. ტრამპის თქმით, აშშ-ს კვირას ირანთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები აქვს დაგეგმილი, მაგრამ დარწმუნებული არ არის, გაიმართება თუ არა მოლაპარაკებები. „ჩვენ ყველაფერი ვიცოდით და ვცდილობდი, ირანი დამეცვა. ძალიან ვეცადე მათ გადარჩენას, რადგან ძალიან მინდოდა შეთანხმების მიღწევა. მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ შეთანხმების მიღწევა, ჯერ კიდევ არ არის გვიან“, – განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისრაელის დარტყმების შედეგად რეგიონული ომის დაწყების არ ეშინია.
მეტი...გერმანიის საგარეო მინისტრმა ირანსა და ისრაელს პოზიციების გადახედვისკენ მოუწოდა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა ირანსა და ისრაელს პოზიციების გადახედვისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, ირანის ბირთვული პროგრამა საფრთხეა მთელი რეგიონისთვის, განსაკუთრებით ისრაელისთვის. „ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავისი არსებობა და მოქალაქეების უსაფრთხოება. ამავდროულად, ჩვენი პოზიცია ცნობილია, ყველა მხარეს მოვუწოდებთ, თავი აარიდონ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს და საფრთხეში ჩააგდებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებას“ – განაცხადა ვადეპულმა.
მეტი...ისრაელი ირანში ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარებას ორი კვირის განმავლობაში გეგმავს
ისრაელი ირანში ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარებას ორი კვირის განმავლობაში გეგმავს. ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ისრაელი მოქმედებს კომპლექსურად და თეირანის მხრიდან საპასუხო სამხედრო მოქმედებების შესაზღუდად ერთდროულად ხორციელდება დარტყმები როგორც ბირთვულ, ისე სამხედრო ობიექტებსა და ხელმძღვანელობაზე. „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, რომ ასეთივე მეთოდი გამოიყენა ისრაელმა 2024 წლის შემოდგომაზე ლიბანში, როდესაც „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურა დაბომბა და მისი ლიდერების ლიკვიდაცია განახორციელა.
მეტი...“შემოწმებისას სრული გაშიშვლების პრაქტიკას ბოლო წლებში ადგილი არ ჰქონი”- პენიტენციური
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ პირადი სრული შემოწმებისას სრული გაშიშვლების პრაქტიკას ბოლო წლებში პენიტენციურ დაწესებულებებში ადგილი არ ჰქონია, თუმცა, იქვე ნათქვამია, რომ შემოწმებისას კვლავ მოხდება სხეულის მხოლოდ იმ ნაწილის გაშიშვლება, რომლის დათვალიერებაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე. “ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პირადი სრული შემოწმებისას სრული (ერთდროულად მთლიანი სხეულის) გაშიშვლების პრაქტიკას ბოლო წლებში პენიტენციურ დაწესებულებებში ადგილი არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ რიგი დაწესებულებების დებულებებით მოწესრიგებული იყო სრული გაშიშვლების პრაქტიკის აკრძალვა, ხოლო მიმდინარე პერიოდში სრულად იქნა მოწესრიგებული ყველა დაწესებულების დებულების შესაბამისი ჩანაწერი. საზოგადოების ინფორმირების მიზნით, დამატებით განვმარტავთ, რომ ბრალდებულის/მსჯავრდადებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება…
მეტი...“ეს მოთხოვს ძლიერ პასუხს ახლავე”- ლიეტუვის საგარეო სამინისტრი გვარამიას დაკავებაზე
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ქართული ოცნების“ ბოლო გადაწყვეტილება დააპატიმროს ნიკა გვარამია, პოლიტიკური ოპონენტი და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ პარტიის ლიდერი, აღსანიშნავი დემონსტრაციაა თუ რეალურად რას წარმოადგენს ეს პოლიტიკური ერთეული. ეს მოთხოვს ევროკავშირის 27 წევრის ძლიერ პასუხს ახლავე და ივნისის საგარეო საქმეთა საბჭოზე ევროკავშირი-საქართველოს ინტერაქციის სამომავლო ჩარჩოზე სერიოზულ განხილვას. დროზე რეაგირების არმოხდენა რეაგირების პასუხისმგებლობას არ აუქმებს,” – ნათქვამია განცხადებაში.
მეტი...“საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში სანქციები მუშაობს”- ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სანქციები მნიშვნელოვანია და ის მუშაობს. “ინდივიდუალური ქვეყნების სანქციები ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ შემოიღო, ვინაიდან ევროკავშირს, როგორც ასეთი, კონსენსუსის არარსებობის გამო არ შეუძლია კოლექტიურ სანქციებზე შეთანხმება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში სანქციები მუშაობს. საქართველო ირანი არ არის, საქართველო რუსეთი არ არის, საქართველო ჩინეთი არ არის, ასე რომ გარე კონტაქტები სჭირდება. ბიზნესმენებს, თუნდაც მმართველ პარტიასთან იყვნენ დაკავშირებული, მაინც სჭირდებათ გარე კონტაქტები. ასე რომ, ეს მტკივნეულია, მტკივნეულია მათთვის და მმართველ პარტიასა და მის პირველ წრეში დაძაბულობას, სისუსტეს ქმნის და ეს სანქციების მიზანია – არა რადიკალურად შეცვალოს…
მეტი...დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება
ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, სხდომა ირანის მოთხოვნის საფუძველზე ჩაინიშნა, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანის სამხედრო ობიექტებსა და მაღალჩინოსნებზე დარტყმები განახორციელა. ბოლო მონაცემებით, ლიკვიდირებულია, სულ მცირე, 20 სამხედრო მაღალჩინოსანი.
მეტი...რა ნომერ სავარძელზე იჯდა Air India-ს ბორტზე მყოფი ერთადერთი გადარჩენილი მგზავრი, ავიაკატასტროფის დროს
აჰმედაბადიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში ლონდონისკენ მიმავალი Air India-ს თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბორტზე 242 მგზავრით. თვითმფრინავი კოლეჯის საერთო საცხოვრებელზე ჩამოვარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 317-მდე გაიზარდა. გადარჩა მხოლოდ ერთი მგზავრი. „პოლიციამ გადარჩენილი მამაკაცი 11A ადგილას იპოვა, რომელიც საავადმყოფოშია და მკურნალობას გადის. დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან თვითმფრინავი საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა“, – განაცხადა აჰმადაბადის პოლიციის კომისარმა. „წამებში, ოცნებებით სავსე ცხოვრება ფერფლად იქცა“ – ფოტო, ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული
მეტი...„წამებში, ოცნებებით სავსე ცხოვრება ფერფლად იქცა“ – ფოტო, ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული
ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 317-მე გაიზარდა. მედიის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 242 ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავში მყოფი ერთი ადამიანი გადარჩა. მედიაში აქტიურად ვრცელდება ისტორია ინდოელ პრატიკ ჯოშსა და მის ოჯახზე, რომლებიც ლონდონში მიფრინავდნენ. „დოქტორი პრატიკ ჯოში ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდა. ის დიდი ხანია ოცნებობდა უკეთესი მომავლის აშენებაზე მეუღლისა და მათი სამი მცირეწლოვანი შვილისთვის, რომლებიც ინდოეთში დარჩნენ. წლების განმავლობაში დაგეგმვის, საბუთების მოწესრიგებისა და მოთმინების შემდეგ, ეს ოცნება საბოლოოდ ახდა. სულ რაღაც ორი დღის წინ, მისმა მეუღლემ, დოქტორმა კომი ვიასმა, ასევე სამედიცინო პროფესიონალმა, ინდოეთში სამსახური დატოვა. ჩემოდნები ჩაალაგეს, დაემშვიდობნენ…
მეტი...ისრაელი მთელ მსოფლიოში დიპლომატიურ მისიებს ხურავს
ისრაელი მთელ მსოფლიოში დიპლომატიურ მისიებს ხურავს. როგორც შვედეთში ისრაელის საელჩომ განაცხადა, საკონსულო სერვისები აღარ განხორციელდება და დახურვის მიზეზი ბოლოდროინდელი მოვლენებია. განცხადებაში, აღნიშნული არ არის თუ რა პერიოდით წყდება საკონსულო მომსახურება. ცოტა ხნით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა დახურა საელჩო ბერლინშიც. ასევე, საქართველოში ისრაელის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო საელჩო დაკეტილია და ხელმისაწვდომი არ იქნება საკონსულო მომსახურებაც.
მეტი...ხაშურიდან თბილისში, სავარაუდოდ, ინტოქსიკაციით გადმოყვანილი ქალი გონს მოვიდა
ხაშურიდან თბილისში, სავარაუდოდ, ინტოქსიკაციით გადმოყვანილი ქალი, რომელსაც 9 წლის შვილი დაეღუპა გონს მოვიდა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, ნანა ხიხაძის მდგომარეობა სტაბილურია და ამ დრომდე კლინიკაში რჩება. შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს ხაშურში მამამ 9 წლის შვილი გარდაცვლილი ნახა, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში. მომხდარის სავარაუდო მიზეზად კვებითი ინტოქსიკაცია სახელდება. შემთხვევას ლუგარის ლაბორატორია იკვლევს.
მეტი...ტრამპი აცხადებს, რომ წინასწარ იცოდა ისრაელის გეგმების შესახებ
ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეხმაურება. ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წინასწარ იცოდა ისრაელის გეგმების შესახებ, თუმცა ხაზგასმით განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედროებს ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იმედოვნებს, ირანი გააგრძელებს მოლაპარაკებებს აშშ-სთან მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის შესახებ.
მეტი...,,ისრაელი თავის სულელურ საქციელს ინანებს” – ირანის პრეზიდენტი
,,ისრაელი თავის სულელურ საქციელს ინანებს“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა და მოუწოდა ირანელებს ენდონ ქვეყნის ხელმძღვანელობას და მხარი დაუჭირონ მას. პეზეშკიანმა ირანელი ხალხისადმი საკუთარ მიმართვაში აღნიშნა, რომ ოფიციალური თეირანის პასუხი იქნება კანონიერი და ძლიერი. ცნობისთვის, ისრაელმა გამთენიისას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „აღმავალი ლომი“ დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში დაიბომბა ირანის ბირთვული ობიექტები, ლიკვიდირებული არიან ირანის უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირები და მეცნიერ-ფიზიკოსები, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ.
მეტი...„ვქმნით უპილოტო სისტემების ძალებს, როგორც ჯარის ცალკეულ დანაყოფს“ – პუტინი
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შეიარაღების საკითხთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე უპილოტო სისტემების ინდუსტრიის ყველაზე სწრაფი და მაღალი ხარისხის განვითარების უზრუნველყოფა მოითხოვა. „უპილოტო სისტემები აქტიურად გამოიყენება დაზვერვისთვის, კონტრშეტევისთვის, ელექტრონული ომისთვის და ტერიტორიის განაღმვისთვის. მათი გამოყენების ეფექტურობა მუდმივად იზრდება. ამ კონტექსტში აღვნიშნავ, რომ ახლა ჩვენთან იქმნება უპილოტო სისტემების ძალები, როგორც ჯარის ცალკეული დანაყოფი და აუცილებელია მათი მაქსიმალურად სწრაფი და ხარისხიანი განვითარებისა და განლაგების უზრუნველყოფა. ჩვენ ვიცით, როგორ მოქმედებს მოწინააღმდეგე. თუმცა, მთლიანობაში, არ ვფიქრობ, რომ სადმე რაღაცაში დავაგვიანეთ. უფრო მეტიც, მგონია, რომ ჩვენ დავაგროვეთ კარგი გამოცდილება ამ დანაყოფის შესაქმნელად. საუბარია კადრების მომზადებაზე, თანამედროვე აპარატების…
მეტი...,,ისრაელი მკაცრ სასჯელს უნდა ელოდოს” – ირანის სულიერი ლიდერი
ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ ისრაელი მკაცრ სასჯელს უნდა ელოდოს. ხამენეიმ დაადასტურა, რომ დარტყმების დროს რამდენიმე მეთაური და მეცნიერი დაიღუპა. „რეჟიმი მკაცრ სასჯელს უნდა ელოდოს. მტრის თავდასხმების დროს არაერთი მეთაური და მეცნიერი დაიღუპა. ამ დანაშაულით სიონისტურმა რეჟიმმა მწარე და მტკივნეული ბედისწერა მოიმზადა საკუთარი თავისთვის და ის აუცილებლად მიიღებს მას“, – განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა. შეგახსენებთ, რომ ისრაელმა ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყა.
მეტი...,,სახლსა და ავტომანქანაში ინახავდა დიდი ოდენობით ბრენდულ უაქციზო თამბაქოს ნაწარმს” – დაკავებულია ერთი ადამიანი
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თბილისში, საცხოვრებელ სახლსა და ავტომანქანაში, ინახავდა სარეალიზაციოდ განკუთვნილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ბრენდულ უაქციზო თამბაქოს ნაწარმს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 11 143 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 96 000 ლარს აღემატება”, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. გამოძიება…
მეტი...,,ისრაელის ირანზე თავდასხმა აშკარა პროვოკაციაა” – ერდოღანი
,,ისრაელის თავდასხმები ჩვენს მეზობელ ირანზე აშკარა პროვოკაციაა, რომელიც უგულებელყოფს საერთაშორისო სამართალს”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი X-ზე წერს. „ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია თავისი უგუნური, აგრესიული და უკანონო ქმედებებით ცდილობს, ჩვენი რეგიონი და მთელი მსოფლიო კატასტროფაში ჩაითრიოს. საერთაშორისო საზოგადოებამ ბოლო უნდა მოუღოს ისრაელის ბანდიტიზმს, რომელიც საფრთხეს უქმნის გლობალურ და რეგიონულ სტაბილურობას“, – წერს ერდოღანი. მისი თქმით, თურქეთს ახლო აღმოსავლეთში მეტი სისხლისღვრა, ნგრევა და კონფლიქტი არ სურს.
მეტი...„ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელები იმერეთის რეგიონს ეწვივნენ
მოხალისეთა ორგანიზაციის – ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელები – დირექტორი ედუარდ ჯიშკარიანი და დირექტორის მოადგილე, გენერალი გიორგი სურმავა – იმერეთის რეგიონს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს, მამუკა ხიმშიაშვილს. ედუარდ ჯიშკარიანმა ისაუბრა მოხალისეთა მოსამზადებელი კურსის ძირითად მიმართულებებზე, მიზნებსა და ამოცანებზე. მან ყურადღება გაამახვილა ორგანიზაციის ფუნქციურ როლზე ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და ახალგაზრდობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კონტექსტში. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: მოხალისეთა ორგანიზაციის წარმომადგნელები, “საქართველოს გენერალთა კლუბის დირექტორი” მალხაზ ჩიხლაძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, ზესტაფონის მერი ვასილ…
მეტი...,,ისრაელის დარტყმები ომის გამოცხადებაა” – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი გაერო-ს წერილს უგზავნის, სადაც აღნიშნულია, რომ ირანის წინააღმდეგ ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმები ომის გამოცხადებაა. ის გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ გადაჭრას ეს საკითხი“ და აცხადებს, რომ თავდასხმა „ირანის სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა“. პარალელურად, დაძაბული ვითარებაა ირანის ქუჩებშ. ხალხი დაუყოვნებლივ სამხედრო რეაგირებას მოითხოვს. ამასობაში, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანს შესაძლოა რეაგირებასთან დაკავშირებით სირთულეები შეექმნას. ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობის უმეტესი ნაწილი ლიკვიდირებულია. საუბარი 20 მაღალჩინოსანზე. შეგახსენებთ, ისრაელმა ირანში ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპნენ ირანის არმიის…
მეტი...ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმის გამო მსოფლიოში ნავთობის ფასი 9%-ით გაიზარდა
ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მსოფლიოში ნავთობის ფასი 9%-ით გაიზარდა. Reuters-ის ცნობით, დაფიქსირდა ფასის ყველაზე დიდი ზრდა უკანასკნელი ხუთი თვის განმავლობაში. ნედლ ნავთობზე ფასის დრამატული ზრდის ერთ-ერთ მიზეზად ახლო აღმოსავლეთში მომარაგების ჯაჭვის მოსალოდნელი გაწყვეტა სახელდება. ასე მაგალითად, Brent-ის მარკის ნედლი ნავთობის ერთი ბარელის ფასი 6,29 დოლარით გაიზარდა და 75,65 დოლარი შეადგინა. West Texax Intemediate-ის მარკის ნავთობის ფასმა 74,47 დოლარი შეადგინა, რაც 6,43 დოლარით მეტია. ცნობისთვის, ისრაელმა გამთენიისას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ლომთა ერი“ დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში დაიბომბა ირანის ბირთვული ობიექტები, ლიკვიდირებული არიან ირანის უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირები და…
მეტი...ტრამპი მოუწოდებს ირანს დადოს ბირთვული შეთანხმება, სანამ გვიანი არ არის
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოუწოდებს ირანს დადოს ბირთვული შეთანხმება ამერიკასთან, სანამ გვიანი არ არის. „ირანმა უნდა დადოს შეთანხმება მანამ, სანამ მისგან აღარაფერი დარჩება. სანამ არ გაქრება ის, რაც ადრე ირანულ იმპერიად იწოდებოდა. არავითარი სიკვდილი. არავითარი ნგრევა. უბრალოდ გააკეთეთ ეს, სანამ ძალიან გვიანი არ არის. ღმერთმა დაგლოცოთ!“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში. თეთრი სახლის ლიდერმა ასევე დაწერა, რომ ის ირანს ბირთვული შეთანხმების მისაღწევად შანსს აძლევდა, მაგრამ გარიგება მაინც ვერ შედგა. მისი თქმით, აშშ მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო აღჭურვილობას ამზადებს, ხოლო ისრაელი მის დიდ ნაწილს ფლობს და უფრო მეტს მიიღებს.
მეტი...,,ჩვენ დავარტყით ირანის ბირთვული იარაღის განვითარების პროგრამის გულს” – ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ცნობით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია ,,აღმავალი ლომი” და გაგრძელდება იმდენი დღის განმავლობაში, რამდენიც დასჭირდება საფრთხის აღმოფხვრისთვის. ,,ეს ოპერაცია გაგრძელდება იმდენი დღის განმავლობაში, რამდენიც დასჭირდება ამ საფრთხის აღმოფხვრისთვის. ათწლეულების განმავლობაში თეირანის ტირანები ღიად და გულგრილად ითხოვდნენ ისრაელის განადგურებს. მათ გენოციდური რიტორიკა ბირთვული იარაღის განვითარების პროგრამით გაამყარეს. ბოლო თვეებში ირანმა გადადგა ნაბიჯები, რასაც ადრე არასდროს გადადგამდა გამდიდრებული ურანის ბირთვულ იარაღად გარდაქმნის მიმართულებით. თუ ამას არ შეაჩერებენ, ირანი შეძლებს ბირთვული იარაღის წარმოებას ძალიან მოკლე დროში. ეს არის ნათელი და აქტუალური საფრთხე ისრაელის არსებობისთვის. ჩვენ დავარტყით ირანის ბირთვული იარაღის განვითარების პროგრამის…
მეტი...,,ჩვენ თქვენ არ გებრძვით” – ნეთანიაჰუ ირანელ ხალხს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ სოლიდარობას უცხადებს ირანელ ხალხს და აცხადებს, რომ მისი ქვეყანა არა მათ, არამედ რეჟიმს ებრძვის. „მაქვს გზავნილი ირანელი მამაცი ხალხისთვის: ჩვენ თქვენ არ გებრძვით. ჩვენ ვებრძვით სასტიკ დიქტატურას, რომელიც 46 წლის განმავლობაში გჩაგრავთ. ,,მჯერა, რომ თქვენი გათავისუფლების დღე ახლოსაა და როდესაც ეს მოხდება, ჩვენს ორ უძველეს ხალხებს შორის დიდი მეგობრობა კვლავ აყვავდება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ ვიდეო მიმართვაში.
მეტი...,,შანტაჟი გრძელდება, რაც ძალიან საწყენია” – კახა კალაძე
,,ის შანტაჟი, რასაც ბოლო წლები და თვეებია ვისმენთ, ძალიან ცუდია, საწყენია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ეს დამოკიდებულება შეიცვლება,” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადების კომენტირებისას, აღნიშნა. მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებაში შანტაჟი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გააქტიურდა და ყველასთვის ცნობილია, თუ რა არის ამის მიზანი. ,,შანტაჟი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ვისმენთ, გრძელდება, განსაკუთრებით ეს მას შემდეგ გააქტიურდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და გაჩაღდა ომი. ვიცით, თუ რა იყო წინაპირობა, რას ითხოვდნენ საქართველოსგან – ეს იყო მეორე ფრონტის გახსნა, რაზეც პირდაპირი განცხადებები კეთდებოდა.…
მეტი...ნიკა გვარამია დააკავეს
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია დააკავეს. გვარამიას სამართალდამცავებმა ხელბორკილები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაადეს, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თავად მივიდა. ,,ოლიგარქია უნდა დაემხოს! დიდება საქართველოს!”, – განაცხადა ბორკილების დადების შემდეგ ნიკა გვარამიამ. ნიკა გვარამიას პატიმრობა შეუფარდეს
მეტი...,,ნატო-ს მოკავშირეებმა უნდა იმუშაონ ვითარების დეესკალაციისთვის” – მარკ რუტე
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანის, მარკ რუტეს განცხადებით, ნატო-ს მოკავშირეებმა უნდა იმუშაონ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დეესკალაციისთვის. „ცხადია, რომ ეს სწრაფად განვითარებადი სიტუაციაა. ეს იყო ისრაელის მხრიდან ცალმხრივი ქმედება. ამიტომ, ვფიქრობ, ბევრი მოკავშირისთვის არის მნიშვნელოვანი, მათ შორის შეერთებული შტატების ჩათვლით, იმუშაონ დეესკალაციისთვის. ვიცი, რომ ისინი ამას აკეთებენ. ვფიქრობ, ახლა ეს არის მთავარი საკითხი“, – განაცახდა მარკ რუტემ. შეგახსენებთ, რომ გამთენიისას ისრაელმა ირანზე იერიში მიიტანა.
მეტი...ირანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვა
ისრაელის მიერ თეირანზე მიტანილი იერიშის შემდეგ ირანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვა. შეგახსენებთ, რომ ირანზე დარტყმისთვის ისრაელმა 200 მოიერიშე თვითმფრინავი გამოიყენა და 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა. საჰაერო დარტყმების შედეგად ექვსი ირანელი ბირთვული მეცნიერი და რამდენიმე სამხედრო მეთაური დაიღუპა. ისრაელმა ირანის ბირთვულ პროგრამას დაარტყა
მეტი...,,ახლო აღმოსავლეთიდან მიღებული ცნობები საგანგაშოა” – ურუსლა ფონ დერ ლაიენი
,,ახლო აღმოსავლეთიდან მიღებული ცნობები საგანგაშოა, ევროპა მოუწოდებს ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ მოახდინოს დეესკალაცია და თავი შეიკავონ საპასუხო ქმედებებისგან”, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურუსლა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა. „ახლო აღმოსავლეთიდან მიღებული ცნობები ძალიან საგანგაშოა. ევროპა მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, დაუყოვნებლივ მოახდინონ დეესკალაცია და თავი შეიკავონ საპასუხო ქმედებებისგან. რეგიონის სტაბილურობისა და გლობალური უსაფრთხოების მიზნით, დიპლომატიური გადაწყვეტა ახლა უფრო სასწრაფოა, ვიდრე ოდესმე“, – წერს ფონ დერ ლაიენი.
მეტი...