ტრამპმა  მოუწოდა ისრაელს, არ დაარტყას ირანს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა  მოუწოდა ისრაელს, არ დაარტყას ირანს და აღნიშნა, რომ თეირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება ახლოსაა. „არ მინდა ვთქვა, რომ ისრაელის დარტყმა ირანზე გარდაუვალია, მაგრამ შესაძლოა, ეს მოხდეს. ჩვენ ახლოს ვართ საკმაოდ კარგ შეთანხმებასთან. არ მინდა, რომ მათ ეს გააკეთონ, რადგან ვფიქრობ, ეს ყველაფერს გააფუჭებს. მსურს კონფლიქტის თავიდან აცილება. ირანს ცოტა უფრო მაგარი მოლაპარაკება მოუწევს, რაც ნიშნავს, რომ მათ მოუწევთ მოგვცენ ის, რისი მოცემაც ახლა არ სურთ“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მეტი...

“„ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში თანდათან უკან დახევას აიძულებენ ოკუპანტს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის დანაყოფები რუსეთის ძალებს სუმის ოლქში თანდათან უკან დახევას აიძულებენ. „ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში თანდათან უკან დახევას აიძულებენ ოკუპანტს. მადლობა თქვენ! მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს, სერჟანტსა და ოფიცერს ამ შედეგისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა უახლოეს კვირებში საერთაშორისო შეხვედრები დაანონსა.

მეტი...

უნგრეთი და სლოვაკეთი რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმის წინადადების წინააღმდეგ გამოვლენ

უნგრეთი და სლოვაკეთი რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმის წინადადების წინააღმდეგ გამოვლენ. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტომ განაცხადა. სიიარტოს თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ორშაბათს ლუქსემბურგში „დიდი ბრძოლა“ გაიმართება. „დიდი ბრძოლა იქნება ლუქსემბურგში ორშაბათს, ფონ დერ ლაიენ-ზელენსკის წინადადება, რომელსაც სურს, გვაიძულოს, რუსეთისგან არ ვიყიდოთ ბუნებრივი აირი, ნავთობი და ბირთვული საწვავი, ენერგეტიკის მინისტრების საბჭოს დღის წესრიგში იქნება“, – წერს სიიარტო.

მეტი...

აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს

აქციის მონაწილეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები გაშალეს. პოლიციამ დემონსტრანტებისთვის ხელის შეშლა სცადა, თუმცა, მომიტინგეებმა კარვის გაშლა მაინც მოახერხეს. აქციის მონაწილეებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე თბილისის საქალაქო სასამართლოდან მას შემდეგ გადმოინაცვლეს, რაც 19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მეტი...

“იმედგაცრუებული ვარ, შეთანხმების მიღწევა შეიძლებოდა”- ტრამპი

“ძალიან იმედგაცრუებული ვარ რუსეთით, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ ასევე უკრაინითაც” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას. ტრამპი ამბობს, რომ შეთანხმების მიღწევა შეიძლებოდა. “ძალიან იმედგაცრუებული ვარ რუსეთით, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ, ასევე, უკრაინითაც, ვინაიდან, ვფიქრობ, შეთანხმებების მიღწევა შეიძლებოდა. ყოველ კვირა 5-6 000 ადამიანს ვკარგავთ, ძირითადად ჯარისკაცებს, მაგრამ ქალაქებში მცხოვრებ ხალხსაც, ვინაიდან, მათ კვლავ რაკეტები ხვდებათ. როგორია, შენობაში ცხოვრება, როცა საღამოს რაკეტას აქვს შენობაში მოხვედრის დიდი შანსი. ეს საშინელებაა, საშინელება უნდა იყოს ასე ცხოვრება. გვესმის, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ, რომ ეს მიღწეული არ არის”, – განაცხადა ტრამპმა.

მეტი...

მოქალაქეებმა ჭავჭავაძის გამზირიც გადაკეტეს

მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მსვლელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. მოქალაქეებმა ჭავჭავაძის გამზირიც გადაკეტეს. აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ მსჯავრდებულ მათე დევიძეს და აქციების დროს დაკავებულ სხვა მოქალაქეებს. პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მეტი...

ინდოეთში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 317-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამოქალაქო საავადმყოფოს პერსონალის საცხოვრებელ ტერიტორიაზე 75 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. თვითმფრინავის ბორტზე 242 ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავში მყოფი ერთი ადამიანი გადარჩა. ავიაკომპანია „ეარ ინდიას“ კუთვნილი თვითმფრინავი აჰმედაბადის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ჩამოვარდა. თვითმფრინავი ლონდონში მიფრინავდა. ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით მსხვერპლთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა.  

მეტი...

უკრაინაში ომში 22 წლის  ქართული მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ომში  “ქართული ლეგიონის” მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა. ინფორმაცია უკვე ცნობილია ოჯახისთვის. დარჩია კიევში ლეგიონის ერთ-ერთ საწვრთნელ ბაზაზე დაიღუპა, სავარაუდოდ ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერების დეტონაციის შედეგად. ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 80-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

მეტი...

ევროპული ქვეყნების მინისტრები აცხადებენ, რომ მზად არიან, რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ

ექვსი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ  მზად არიან, რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ, მათ შორის ენერგეტიკისა და საბანკო სექტორისთვის დამატებითი სანქციების დაწესებით. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ესპანეთის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე შეუერთდნენ ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა. „მტკიცედ ვართ მზად, შევინარჩუნოთ ჩვენს იურისდიქციაში არსებული რუსული სუვერენული აქტივები გაყინულ მდგომარეობაში, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს თავის აგრესიას და არ აანაზღაურებს მის მიერ მიყენებულ ზარალს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ავიაკატასტროფა ინდოეთში და ერთი გადარჩენილი მგზავრი

ინდოეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, ერთი მგზავრი გადარჩა. აჰმედაბადის პოლიციის კომისრის თქმით, “ბოინგ 787”-ის ჩამოვარდნის შემდეგ ერთი ადამიანია გადარჩენილი, რომელიც “კლინიკაშია და სამედიცინო დახმარებას გაუწევენ”. წინასწარი ცნობებით, გადარჩენილი მგზავრი ბრიტანეთის მოქალაქე ვიშვაშ კუმარ რამეშია. ინდური მედიის ცნობით, ისინი ვიშვაშს კლინიკაში ესაუბრნენ და მან მათ ჩასხდომის ბარათი აჩვენა, რომელზეც მისი სახელი და თვითმფრინავში ადგილის ნომერი ჩანდა. ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავი Boeing 787-8 დღეს ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე, სულ 242 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 230 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი. მგზავრებს შორის 169 ინდოეთის მოქალაქე, 53 დიდი ბრიტანეთის, 7…

მეტი...

აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირი გადაკეტეს

ფილარმონიასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირი გადაკეტეს. ისინი აქ მსჯავდებულის, მათე დევიძის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. როგორც დემონსტრანტები აცხადებენ, “ისინი მივიდნენ იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო”. მათე დევიძე, 19 ნოემბერს, სწორედ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.  

მეტი...

დეა მამისეიშვილს და მარიამ გეგუჩაძეს 3000-3000, ხოლო გიგა მაქარაშვილს 4000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტები მარიამ გეგუჩაძე და გიგია მაქარაშვილი, ასევე ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი სამართალდამრღვევად ცნო. სასამართლომ გეგუჩაძესა და მამისეიშვილის 3000-3000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო  მაქარაშვილის 4000 -ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ინფორმაციისათვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის 2025 წლის 6 ივნისს წარმოდგენილი განცხადება/საჩივრის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 (16) მუხლის საფუძველზე. აღნიშნული კი გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას, მასზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის…

მეტი...

,,მონები არიან” – სალომე ზურაბიშვილი

,,მონები არიან”, – ეს კომენტარი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა, რის გამოც ის შესაძლოა, სასამართლოზეც დაიბარონ და დააჯარიმონ. ,,სამარცხვინო დღე საქართველოსთვის” – სალომე ზურაბიშვილი

მეტი...

,,სამარცხვინო დღე საქართველოსთვის” – სალომე ზურაბიშვილი

,,დღეს არის სამარცხვინო დღე საქართველოსთვის. იმ დარბაზში იყო საქართველოს დროშა, გერბი და იუსტიციის ქადაგება. ეს სამივეს შეურაცხყოფაა”, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ მათე დევიძის განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა. ,,ჩვენთან ბევრს ლაპარაკობენ შეურაცხყოფაზე და ჯარიმებს გვაკისრებენ. რეალურად, დღეს არის თითოეული ადამიანის შეურაცხყოფა ვინც აქ იმყოფება და არ იმყოფება. ქვეყანა, სადაც სასამართლო არ არსებობს ის ქვეყანა და სახელმწიფო აღარაა. ყველა გადაიხდის, ვინც ტაშს უკრავენ ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებას. ის მოსამართლე და პროკურორი, არ ვიცი რაც ფიქრობენ და როგორი მომავალი ექნებათ მათ. მე ვიცი, როგორი…

მეტი...

მათ დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია მათე დევიძე, მან საბოლოო სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, სხდომათა დარბაზი დატოვა, რადგან განაცხადა, რომ ის ,,ამას ვერ მოუსმენდა”. მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური და შეძახილები მოჰყვა სხდომათა დარბაზში. განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათე დევიძის საქმეში დაზარალებულის სტატუსი სამ პოლიციელს – ბიძინა ჟამერაშვილს, ლევან კოდალაშვილს…

მეტი...

საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 ივნისიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული. ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge „რეკომენდაციების“ ველში“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მეტი...

ცნობილია ვინ იმყოფებოდა ინდოეთში ჩამოვარდნილ Air India-ს თვითმფრინავში

ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადში ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. Times of India-ს ინფორმაციით, დაშავებული პაციენტების გადასაყვანად მწვანე დერეფანი გაკეთდა. გამოცემა BBC-ის ცნობით, ბორტზე ინდოეთის 169, ბრიტანეთის 53, პორტუგალიის 7 და კანადის 1 მოქალაქე იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, კატასტროფა ლაინერის აფრენისას მოხდა. თვითმფრინავის ბორტზე 232 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავთან კავშირი აფრენიდან რამდენიმე წუთში დაიკარგა. ის 190 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.

მეტი...

,,მაპატიეთ მეგობრებო, მაგრამ დარბაზი უნდა დავტოვო, რადგან არ შემიძლია გადაწყვეტილების მოსმენა” – მათე დევიძე

,,მაპატიეთ მეგობრებო, მაგრამ დარბაზი უნდა დავტოვო, იმიტომ, რომ მე არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა”, – ეს სიტყვები 21 წლის მათე დევიძემ საბოლოო სიტყვის დასრულების შემდეგ განაცხადა და დარბაზიდან გავიდა. ,,თანამებრძოლებო, ეს სიტყვა ჩემთვის ყოველთვის შუა საუკუნეებთან ასოცირდებოდა. იცით ყველამ, რომ აქ მხოლოდ თქვენს სანახავად მოვდიოდი, დღეს ალბათ, ბოლო დღეც იქნება. შეიძლება, დიდი ხანი ვერ გნახოთ, მაგრამ მეც მაქვს პატარა იმედი, მაგრამ. იცით ყველამ, თელავიდან მოვდიოდი აქციებზე, მაპატიეთ, ვნერვიულობ, რათა მეგობრებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტით გამეპროტესტებინა ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევა. 19 ნოემბრის გამთენიისას, ჭავჭავაძის გამზირზე, როცა ფორმიანმა დაჯგუფებებმა დაიწყეს გამოსვლა, ორი დღის…

მეტი...

საქართველოს პრემიერის და სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დასრულდა. საქართველოს მთავრობის მეთაური ფერენც ლისტის სახელობის ბუდაპეშტის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა კრისტოფ შალაი ბობროვნიცკიმ გააცილა. ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი პრემიერ-მინისტრმა მედიასთან შეაჯამა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში განხილული იყო თანამშრომლობის პერსპექტივები ყველა მიმართულებით, ხელი მოეწერა არაერთ მემორანდუმს როგორც პოლიტიკური ურთიერთობების, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის განვითარებაზე. „საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში განვიხილეთ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები. მთავრობა პრაქტიკულად სრული შემადგენლობით იყო ჩამოსული ბუდაპეშტში. მინისტრები შეხვდნენ კოლეგებს იმისათვის, რომ თითოეულ დარგში განგვეხილა როგორც…

მეტი...

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა

სტამბოლის შეთანხმების ფარგლებში, უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლა შედგა. უკრაინამ დაიბრუნა მძიმე ავადმყოფებისა და დაჭრილი სამხედროების კიდევ ერთი ჯგუფი. „დღეს სახლში დაბრუნდნენ ჩვენი არმიის მებრძოლები, ეროვნული გვარდიის წევრები, მესაზღვრეები. ყველას სჭირდება მკურნალობა და მათ აუცილებლად აღმოუჩენენ საჭირო დახმარებას. ეს მძიმედ დაჭრილებისა და მძიმე ავადმყოფების დაბრუნების უკვე მეორე ეტაპია“, – წერს სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. დღეს ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინელი სამხედროების ნაწილი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. სამხედრო ტყვეების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბში ამბობენ, რომ გათავისუფლებულები გაივლიან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. უკრაინის ტყვეობიდან სამხედროების მესამე ჯგუფის დაბრუნების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის…

მეტი...

„როგორც ჩანს, გადარჩენილები არ არიან” – ავიაკატასტროფას, სავარაუდოდ, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე მყოფთაგან, სავარაუდოდ ვერავინ გადარჩა. ინფორმაციას BBC ადგილობრივი პოლიციის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს. შეგახსენებთ, ინდოეთში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე 244 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 232 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი. გუჯარათის შტატში, Air India-ს თვითმფრინავი რამდენიმე საათის წინ ჩამოვარდა. ავიაკატასტროფა საცხოვრებელ რაიონში მოხდა. თვითმფრინავი ინდოეთიდან ლონდონის მიმართულებით მიფრინავდა. „ჩემმა შვილმა მეორე სართულიდან გადმოხტომა მოახერხა” – ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სამედიცინო კოლეჯის კამპუსს შეეჯახა

მეტი...

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაურია

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაურია. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პარალელურად საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო პროცესს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრება. სასამართლოს ეზოში პოლიციაა მობილიზებული.

მეტი...

აჰმადაბადის აეროპორტში ფრენები აღდგა

უცხოური მედიის ცნობით, აჰმადაბადის აეროპორტში ფრენები აღდგა. ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადში ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თვითმფრინავი ლონდონში ასრულებდა რეისს. Times of India-ს ინფორმაციით, დაშავებული პაციენტების გადასაყვანად მწვანე დერეფანი გაკეთდა. გამოცემა BBC-ის ცნობით, ბორტზე ინდოეთის 169, ბრიტანეთის 53, პორტუგალიის 7 და კანადის 1 მოქალაქე იმყოფებოდა. მათგან 11 ბავშვია. მედიის ინფორმაციით, კატასტროფა ლაინერის აფრენისას მოხდა. თვითმფრინავთან კავშირი აფრენიდან რამდენიმე წუთში დაიკარგა – ის 190 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა.

მეტი...

„ჩემმა შვილმა მეორე სართულიდან გადმოხტომა მოახერხა” – ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სამედიცინო კოლეჯის კამპუსს შეეჯახა

აჰმადაბადში ავიაკომპანია Air India-ს ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სამედიცინო კოლეჯის კამპუსს შეეჯახა. სტუდენტები ამ დროს ლანჩს მიირთმევდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებული 20 სტუდენტი კლინიკაშია გადაყვანილი. პუნამ პატელი, რომელიც ახლა აჰმადაბადის სამოქალაქო საავადმყოფოში იმყოფება, აცხადებს, რომ მისი რძალი ლონდონისკენ მიმავალ რეისზე იმყოფებოდა. კიდევ ერთი ადგილობრივი, სახელად რამილა ამბობს, რომ მისმა შვილმა სამედიცინო კოლეჯის მეორე სართულიდან გადმოხტომა მოახერხა. მან დაზიანებები აღენიშნება, თუმცა, ახლა უსაფრთხოდაა. ,,ბორტზე 11 ბავშვი იმყოფებოდა” – ინდოეთში თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი 5000 ლარით დააჯარიმეს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გზის გადაკეტვისთვის, ადმინისტრაციული წესით 5000 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება 3 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას, სადაც, როგორც ზურაბიშვილი წერს, ნამდვილად იმყოფებოდა. „აქტივისტად მოვინათლე დღეს! მე კი ვიდექი იქ, სადაც ყველა დედა უნდა მდგარიყო – სინდისის პატიმრების დედების გვერდში!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

,,ბორტზე 11 ბავშვი იმყოფებოდა” – ინდოეთში თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

Reuters-ის ინფორმაციით, აჰმადაბადში ავიაკომპანია Air India-ს ჩამოვარდნილი თვითმფრინავში 11 ბავშვი იმყოფებოდა. ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადში ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. გამოცემა BBC-ის ცნობით, ბორტზე ინდოეთის 169, ბრიტანეთის 53, პორტუგალიის 7 და კანადის 1 მოქალაქე იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, კატასტროფა ლაინერის აფრენისას მოხდა. თვითმფრინავის ბორტზე 232 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავთან კავშირი აფრენიდან რამდენიმე წუთში დაიკარგა – ის 190 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა. ამ დროისთვის, აჰმადაბადის აეროპორტში ყველა ფრენა შეჩერებულია.

მეტი...

ინდოეთში თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე მაშველებმა 30-35 ადამიანის ცხედრები აღმოაჩინეს

ავიაკომპანია Air India-ს კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის ადგილას მაშველებმა 30-35 ადამიანის ცხედრებს მიაკვლიეს. Reuters-ის ცნობით, უამრავი ადამიანი ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ავიაკატასტროფას „უამრავი მსხვერპლი“ მოჰყვა. მომხდარს გამოეხმაურა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდიც. „აჰმადაბადში მომხდარმა ტრაგედიამ ყველა გაგვაოგნა და დაგვამწუხრა. ეს გულსატკენი რამაა, რასაც სიტყვებით ვერ გადმოვცემთ. მწუხარების ამ ჟამს ჩემი ფიქრები ყველასთანაა, ვისაც ეს შეეხო. მე უკვე ვესაუბრე მინისტრებსა და ხელისუფლებას, რომლებიც დაშავებულების დასახმარებლად მუშაობენ“, – დაწერა ინდოეთის პრემიერმა სოციალურ ქსელ X-ში. ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

მეტი...

აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი კვირას ომანში გაიმართება

აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი კვირას ომანის დედაქალაქ მასკატში გაიმართება.  როგორც Reuters წერს, აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თეირანს არ მიეცემა ბირთვული იარაღის ქონის უფლება. ამასთან, ირანელმა მაღალჩინოსანმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ირანი ურანის გამდიდრების უფლებას არ დათმობს. მაღალჩინოსნის განცხადებით, თეირანი ისრაელის შესაძლო დარტყმის შესახებ რეგიონის „მეგობრულმა“ ქვეყანამ გააფრთხილა. მისი თქმით, დაძაბულობის გაზრდის მიზანს თეირანზე „ზეწოლის მოხდენა წარმოადგენს, რათა მან ბირთვული უფლებების შესახებ პოზიცია შეცვალოს“.  

მეტი...

ჩრდილოეთ ირლანდიაში არეულობა გრძელდება

ჩრდილოეთ ირლანდიაში არეულობა გრძელდება. სააგენტო Reuters-ის ცნობით, არეულობა, რომელიც არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალური ძალადობის ფაქტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას მოჰყვა, ჩრდილოეთ ირლანდიის სხვადასხვა ნაწილში მესამე ღამის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა მოვლენების ეპიცენტრში, ქალაქ ბალიმენაში სიმშვიდე იყო. ოთხშაბათს საღამოს პოლიციამ ბალიმენაში გზები გადაკეტა, ხოლო ახალგაზრდებმა პოლიციის ოფიცრებს ე.წ. ბენზინის ბომბები და ქვები ესროლეს. შეგახსენებთ, ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ბალიმენაში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ორშაბათს ორი 14 წლის რუმინელი მოზარდი ბიჭი, რომლებსაც არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, სასამართლოს წინაშე წარსდგა. ადვოკატმა მოსამართლეს განუცხადა, რომ ისინი ბრალდებებს უარყოფენ.    

მეტი...

პოლონეთში კიდევ 2 მამაკაცი დააკავეს, რომლებიც სკოლაში ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ

პოლონეთში კიდევ 2 მამაკაცი დააკავეს, რომლებიც სკოლაში ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ. მედიის ცნობით, სულ ბრალი წაუყენეს 19 წლის 3 მამაკაცს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან პიროტექნიკური მასალების შეგროვებასა და ტერორისტული აქტების დაგეგმვაში, მათ შორის სასწავლო დაწესებულებებზე თავდასხმაში. Reuters-ის ინფორმაციით, ისინი ისეთი მასობრივი მკვლელობების მოწყობით იყვნენ შთაგონებულები, როგორიცაა ნორვეგიელი ანდერს ბრეივიკის მიერ განხორციელებული ტერაქტი.  

მეტი...

,,მანქანა ჯებირს შეეჯახა და მდინარეში გადავარდა” – ავარია გურიაში

ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში მსპვერპლით დასრულდა. შემთხვევა წუხელ მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სოფელ ოდილაურის მკვიდრი, ახალგაზრდა მამაკაცი ჩოჩხათში საკუთარი ავტომობილით ჯებირს შეეჯახა, შემდეგ კი მდინარე შუთში გადავარდა. ახალგაზრდა ავტომანქანაში მარტო იყო.

მეტი...

,,არაერთხელ განვმარტეთ, რომ საქართველოს ინტერესები არ დაითმობა” – კახა კალაძე

,,არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა – ხელისუფლება ყოველთვის გაატარებს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. ,,ისმის კითხვა: რა არის ამის მიზეზი? რას აკეთებს საქართველო ისეთს, რომ ქართველებს შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა? ჩვენ კი ვიცით, რაც არის ამის მიზეზი, თუმცა არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა. საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გაატარებს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესს და დაიცავს ქვეყანაში უსაფრთხოებას, მშვიდობას და განავითარებს…

მეტი...

,,ეს თანხები ქვეყანაში არეულობის მოწყობასა და ხელისუფლების დამხობას ხმარდებოდა” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი მედიასთან საუბრისას საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საგრანტო წინადადებების გაუქმებას ეხება. კახა კალაძის თქმით, მართალია, მსგავსი დაფინანსებები იფუთებოდა, როგორც მოქალაქეებისთვის ხელშეწყობა, თუმცა, სინამდვილეში ქვეყანაში არეულობის მოწყობას და ხელისუფლების დამხობას ხმარდებოდა. ,,ჩვენ ამ ყველაფრის მიზანი ვიცით. მსგავსი დაფინანსებები იფუთებოდა ისე, თითქოს საქართველოს მოქალაქეებს აძლევდნენ გრანტებს და ეხმარებოდნენ კონკრეტული პროექტების განხორციელებაში. ნებისმიერმა პატრიოტმა მოქალაქემ, ვინც პატივს სცემს ჩვენს კულტურასა და ტრადიციებს, პროექტი რომ წარადგინოს, ვნახოთ თუ მიიღებს დაფინანსებას. ეს დაფინანსება მიმართულია ქვეყანაში კონკრეტული ქმედებებისკენ. ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ ეს თანხები რას ხმარდებოდა – ზიზღს, პოლარიზაციას, ხალხის…

მეტი...

,,ღმერთმა მოახმაროს მათ ასეთი დემოკრატია, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე იყო” – კახა კალაძე

„ჩვენთვის მთავარი არის ქვეყნის ინტერესები და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ევროპარლამენტარების განცხადების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან დემოკრატიულ პროცესებზე საუბარი არის ორმაგი სტანდარტი, რადგან ისინი ამბობდნენ, რომ 2012 წლამდე საქართველოში დემოკრატია იყო. „არ მიკვირს, რომ ზოგიერთი გაზულუქებული ევროპარლამენტარი ამ ტიპის განცხადებას აკეთებს. ეს ადამიანები მიხეილ სააკაშვილს ევროპულ საზომად იყენებდნენ. ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. 2012 წლამდე ქვეყანაში თითქოს „დემოკრატიის შუქურა“ გვქონდა. ღმერთმა მოახმაროს მათ ასეთი დემოკრატია, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე იყო. მთავარი არის ქვეყნის ინტერესები და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. ეს არის…

მეტი...

,,ჩვენ ბევრი ასეთი გაერთიანება და პლატფორმა გვინახავს, რომელსაც არანაირი ცვლილება არ მოუტანია” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიციიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, მმართველ გუნდს დაწყებული აქვს მზაობა არჩევნებისთვის და საკუთარ ხედვას მოსახლეობას უახლოეს პერიოდში წარუდგენს. „არ ვიცი, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ვინ რას აპირებს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს – რასაც ეტყვიან, დაავალებენ, იმას გააკეთებენ. ნახეთ, როგორი პოზიცია ეჭირათ სულ რამდენიმე ხნის წინ არჩევნებში არმონაწილეობასთან დაკავშირებით და როგორც კი გარედან შეიცვალა რიტორიკა, მაშინვე დაიწყეს საუბარი, რომ ვიღაცები არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ. ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა გადაწყვეტილება…

მეტი...

,,ისრაელი ირანში ოპერაციის დასაწყებად მზადაა” – მედია

ისრაელი ირანში ოპერაციის დასაწყებად სრულად მზადაა. CBS News-ის ცნობით, შეერთებული შტატები ვარაუდობს, რომ ირანმა შესაძლოა საპასუხო ზომები მიიღოს მეზობელ ერაყში მდებარე გარკვეულ ამერიკულ ობიექტებზე დარტყმით და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის ოფიციალური პირების ნაწილს ერაყის დატოვება უბრძანა, პენტაგონმა კი ამერიკელი სამხედროების ოჯახის წევრებს ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა რეგიონის ნებაყოფლობით დატოვების უფლება მისცა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის პერსონალი ახლო აღმოსავლეთიდან იმიტომ გაჰყავთ, რომ „ეს შესაძლოა სახიფათო ადგილი იყოს“. მისი მტკიცებით, შეერთებული შტატები ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლებას არ მისცემს. მისივე თქმით, სულ უფრო და უფრო ნაკლებად…

მეტი...