პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პარლამენტში არალეგალურ მიგრაციაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში საქართველო ახსენა. მან განაცხადა,რომ მზად არის, არსებული მეთოდები გამოიყენოს, საერთაშორისო სამართლის შესაცვლელად, რათა არალეგალური მიგრაციის რისკი, მინიმუმამდე შემცირდეს. პოლონეთის პრემიერის თქმით, საჭირო უმრავლესობას ქმნის, რათა შეზღუდოს ან შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა, მათ შორის საქართველოსთან. “სრულიად მზად ვარ, რომ ყველა არსებული მეთოდი გამოვიყენო საერთაშორისო სამართლის შესაცვლელად, რათა არალეგალური მიგრაციის რისკი, მიგრაციის ეს ტალღა, მინიმუმამდე შევამციროთ. რეალობა ისაა, რომ თითქმის ყოველ დღე ვაწარმოებთ უცხოელების მათ ქვეყნებში დეპორტაციებს… 4 დღის წინ კრიმინალურ აქტივობებში 50 ეჭვმიტანილი ქართველი იქნა დეპორტირებული. უკვე ვისაუბრე და ჩავერთე ამ…
მეტი...დღე: ივნისი 11, 2025
ტაივანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 6,4 მაგნიტუდა შეადგინა. კუნძულის ცენტრალური მეტეოროლოგიური ადმინისტრაციის ცნობით, მიწისძვრა 30,9 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. ზარალის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.
მეტი...„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სანაცვლოდ, 18 წლის ახალგაზრდების მობილიზაციას მოითხოვენ“- პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სანაცვლოდ, 18 წლის ახალგაზრდების მობილიზაციას მოითხოვს. ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველის თქმით, უცნაურად მიაჩნია ევროპელებისა და ამერიკელების განმარტება, რომ სანქციებს დააწესებენ, თუ უკრაინა 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანების მობილიზებას მოახდენს. „როგორ არის ეს დაკავშირებული? ეს ნამდვილად არანაირად არ არის დაკავშირებული. პირიქით, ჩვენ უნდა ვისაუბროთ მილიტარიზმზე. თუ რაკეტები გამოიყენება და ტექნოლოგია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თქვენ ავტომატურად ანადგურებთ მტრის დიდი რაოდენობით ცოცხალ ძალას და აღჭურვილობას, რატომ უნდა ვისაუბროთ აქ მობილიზაციაზე? რუსეთის მსგავს ქვეყანას მხოლოდ მობილიზაციის ინსტრუმენტებითა და სანგრებით ვერ შეებრძოლები. ბოლოს და…
მეტი...ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 10 მოქალაქე იმყოფება
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 125-ე შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა უკანონო პატიმრობაში მყოფი თანამოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლებაზე. ,,დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი, მთავარი აქცენტი გაკეთდა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლებაზე. როგორც მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში იმყოფება ჩვენი 10 თანამოქალაქე, არანაირი კონკრეტული დაპირებები ამ კუთხით გაცემული არ იქნა, მაგრამ არსებობს მოლოდინი, რომ თანამოქალაქის საკუთარ ოჯახში დაბრუნებას. აბსურდული ე.წ. ბრალდებები,…
მეტი...“რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტი შეიძლება უფრო ძლიერი იყოს”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტი შეიძლება უფრო ძლიერი იყოს. მისი თქმით, მე-18 პაკეტი “შეიძლება უფრო ძლიერი იყოს, განსაკუთრებით რუსული ნავთობტანკერებისა და მისი ფინანსური სექტორის წინააღმდეგ”. “ნავთობზე 45 დოლარის “ჭერი” უკეთესია, ვიდრე 60, ეს გასაგებია, ეს სიმართლეა. მაგრამ ნამდვილი მშვიდობა ნავთობზე 30 დოლარის ჭერთან ერთად მოვა. ეს ის დონეა, რომელიც ნამდვილად შეცვლის მოსკოვში აზროვნების წესს” – განაცხადა ზელენსკიმ.
მეტი...ყირიმ-კონგოს ცხელებით 35 წლამდე კაცი გარდაიცვალა
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში, ყირიმ-კონგოს ცხელებით 35 წლამდე კაცი გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში 6 ივნისის შემდეგ მკურნალობდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ასპინძის ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, „პაციენტს ყირიმ-კონგოს ცხელება 6 ივნისს დაუდასტურდა და გუშინ, 10 ივნისს გარდაიცვალა. წელს ასპინძის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ცხელებით გარდაცვალების უკვე მეორე ფაქტი დაფიქსირდა.
მეტი...მასკი “ნანობს”
Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა და დონალდ ტრამპის ყოფილმა „მეგობარმა“, განაცხადა რომ „ნანობს“ აშშ-ის პრეზიდენტის შესახებ გამოქვეყნებულ ზოგიერთი პოსტის გამო. მასკი ამბობს, რომ ისინი „ძალიან შორს წავიდნენ“. მილიარდერ ბიზნესმენსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის უთანხმოება მასკის თეთრი სახლის მრჩევლის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ წარმოიშვა. ილონ მასკმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპის 2.4 ტრილიონი დოლარის საგადასახადო, „დიდი და ლამაზი კანონპროექტი“ და მას „ამაზრზენი ნაგავი“ უწოდა. კონფლიქტი იმდენად გამწვავდა, რომ მილიარდერმა აშშ-ის პრეზიდენტი ჯეფრი ეპშტეინის სკანდალში ამხილა. გაბრაზებულმა ტრამპმა კი თავისი წითელი Tesla-ს გაყიდვა გადაწყვიტა, რომელიც მასკის მხარდაჭერის მიზნით ცოტა ხნის წინ შეიძინა.
მეტი...ყვარელში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა – არიან დაშავებულები
ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსც 14 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. თვითმხილველების თქმით, ნეკრესის მონასტრის მიმდებარედ ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. ადგილზე პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამსახურის ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.
მეტი...თბილისში 80 წლის მამაკაცს სატვირთო დაეჯახა – ის ადგილზე დაიღუპა
თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ქვეითი გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანა 80 წლის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
მეტი...“ჯიუტად განვაგრძობთ ევროკავშირისკენ სვლას”- პრემიერი
“ჩვენთვის ძალიან დასანანია ის უსამართლო შეფასებები, განცხადებები, რაც ხშირად ისმის ხოლმე საქართველოს მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გარდა უსამართლო განცხადებებისა, ხშირად არის არასწორი პრაქტიკა, მათ შორის დაფინანსების. „ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ექსტრემიზმის დაფინანსების პრაქტიკაც ისეთი ინსტიტუციების მხრიდან, რომლებიც არიან პირდაპირ დაკავშირებული ევროპულ ბიუროკრატიასთან. ჩვენ ვიხილეთ საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო პროცესებში ჩარევის პირდაპირი პრეცედენტები და ზოგადად, ვხედავთ, რომ სათანადოდ არ სცემენ ხოლმე პატივს საქართველოს სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს, რაც ჩვენთვის ძალიან დასანანია. ჩვენთვის ევროკავშირი წლების განმავლობაში იყო სამართლიანობის სიმბოლო და გვინდა, რომ დარჩეს მომავალშიც…
მეტი...„სოროსის ფონდი“ ყველაფერს აკეთებს საქართველოს ხელისუფლების შესაცვლელად”- ვიქტორ ორბანი
“უნგრეთში გვაქვს ასეთი გამოთქმა მხდალ ერს ფასი არ აქვსო და საქართველო, ამის ფონზე, არის დიდი პატივისცემის ღირსი ქვეყანა ჩვენი მხრიდან”- ამის შემდეგ ვიქტორ ორბანმა ქართველი ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან საქართველოს კრიტიკას შეეხებოდა. ვიქტორ ორბანის თქმით, „სოროსის ფონდი“ ყველაფერს აკეთებს საქართველოს ხელისუფლების შესაცვლელად, რომელიც ხალხის მიერაა არჩეული, თუმცა მისივე განცხადებით, გლობალისტები მარცხდებიან, ეს პროცესი გაგრძელდება და საქართველოსთვის ყველა კარი გაიხსნება, მათ შორის – ევროკავშირის კარი. „საქართველოს მივიჩნევთ შესანიშნავ ქვეყანად, უნგრელებისთვის ძალიან ბევრი გრძნობა, ბევრი ცნება არსებობს და ყველაზე ძვირფასი – მამაცობაა. უნგრეთში გვაქვს ასეთი გამოთქმა მხდალ ერს…
მეტი...ცხოველების საყოველთაო რეგისტრაცია სავალდებულო გახდება
პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ პირველი მოსმენით განიხილა და 83 ხმით მხარი დაუჭირა. „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რასაც კანონპროექტი შემოიღებს, ეს არის შინაური ბინადარი ცხოველების საყოველთაო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ვალდებულება, რაც გარანტია სამომავლოდ ქუჩაში ძაღლის გაგდების პრევენციისა“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, მაია ბითაძემ. მისივე თქმით, კანონპროექტით სავალდებულო გახდება კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაცია, თუმცა, იქნება საგამონაკლისო შემთხვევებიც. ასევე, აიკრძალება ძაღლების უკონტროლო გამრავლება, ხოლო გამრავლების უფლება ექნება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ საშენს. გარდა ამისა, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ’’ საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვისათვის საპრევენციო ღონისძიებას, კერძოდ, მთავრობის…
მეტი...“საქართველოს ეკონომიკა პოზიტიურად ვითარდება”- ორბანი
“საქართველოსთან ერთად არაერთ პროექტს განვახორციელებთ, რადგან საქართველოს ეკონომიკა აბსოლუტურად პოზიტიურად ვითარდება” – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ- მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარი“ არის საქართველოში საავიაციო ბაზრის ლიდერი 28 მიმართულებით დაფრინავს საქართველოს ჰაბიდან, მოხსნა ყველა რეკორდი და პირველად ისტორიაში, 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა მისმა მაჩვენებელმა. „ჩვენ ასევე გავზარდეთ ტვირთბრუნვა და ვაჭრობა საქართველოსთან. ფარმაციული პროდუქცია საქართველოში ჩვენგან გადის ექსპორტით. ჩვენ თანამშრომლობას ვავითარებთ ენერგეტიკის სფეროში. ჩვენ გაგვაჩნია ერთობლივი კომიტეტები და არის 5 ქვეყნისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რის შედეგადაც ხუთივე ქვეყანა ცდილობს, რომ მწვანე…
მეტი...უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დაიწყო. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ქართველ კოლეგას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს მინისტრთა კაბინეტის წევრები წარუდგინეს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ირაკლი კობახიძისა და ვიქტორ ორბანის პირისპირ შეხვედრა. ორმხრივი ფორმატის მოლაპარაკებები შედგება ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის, რის შემდეგაც საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ დაგეგმილია საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.
მეტი...„მისი გენეტიკა უნდა შევისწავლოთ“ – სენ-პიერის მწვრთნელი მერაბ დვალიშვილზე
UFC-ის ლეგენდარული კანადელი მებრძოლის, ჟორჟსენ-პიერის მწვრთნელმა, ფირას ზაჰაბიმ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. მან „მანქანისა“ და შონ ომალის საჩემპიონო ბრძოლას გამოეხმაურა. მისი თქმით, დვალიშვილის გენეტიკა შესასწავლია. „გამორიცხულია, ახსნა, დვალიშვილს ასეთი კარდიო საიდან და როგორ აქვს. არ არსებობს არანაირი პროგრამა, რომელიც ასეთ შედეგს მოგიტანს. შეგიძლიათ, დვალიშვილის ყველა ვარჯიში გაიმეოროთ, კვების იგივე რაციონი გქონდეთ და გააკეთოთ ის, რასაც მერაბი აკეთებს, მაგრამ ასეთ გამძლეობას მაინც ვერ ჩამოიყალიბებთ”, – განაცხადა მწვრთდელმა.
მეტი...კოსოვო აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტების მიღებას დათანხმდა
კოსოვო აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტების მიღებას დათანხმდა. კოსოვოს მთავრობის განცხადებით, გეგმა წელიწადში აშშ-დან დეპორტირებული 50 ადამიანის მიღებას ითვალისწინებს. „მთავრობა მზადყოფნას გამოთქვამს ჩაერთოს, შემოთავაზებული სიიდან პირების შერჩევის შესაძლებლობის გათვალისწინებით და იმ პირობით, რომ ისინი კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
მეტი...ბუდაპეშტში ირაკლი კობახიძისა და ვიქტორ ორბანის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს
ბუდაპეშტში საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების, ირაკლი კობახიძისა და ვიქტორ ორბანის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს. პარალელურად უნგრელ კოლეგებს ხვდებიან საქართველოს მთავრობის წევრები. მანამდე ქართული დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, მათ შორის საპატიო ყარაულის მონაწილეობით, გაჟღერდა ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი. პრემიერების შეხვედრის შემდეგ მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართება.
მეტი...საფრანგეთში როდენის დაკარგული ქანდაკება იპოვეს
საფრანგეთში შემთხვევით აღმოაჩინეს ოგიუსტ როდენის ქანდაკება, რომელიც 1906 წლიდან დაკარგულად ითვლებოდა. წლების განმავლობაში, ის ინახებოდა ოჯახში, რომელიც ქანდაკებას ასლად მიიჩნევდა. ქანდაკება სახელწოდებით Le Désespoir („სასოწარკვეთილება“) მარმარილოსგან 1892 წელს გამოიძერწა. ბოლო მონაცემები მის შესახებ 1906 წლით თარიღდება, როდესაც ის აუქციონზე გაიყიდა. ქანდაკების მფლობელებმა მისი ღირებულების შესახებ არაფერი იცოდნენ და ფიგურა პიანინოზე, ოჯახური ფოტოების გვერდით ედოთ. ქანდაკების ავთენტურობა „როდენის კომიტეტში“ დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ ნამუშევარი როდენის კარიერის „ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდს მიეკუთვნება“. „სასოწარკვეთილება მონუმენტური ნამუშევრის „ჯოჯოხეთის კარიბჭის“ ნაწილი უნდა გამხდარიყო. ხელახლა აღმოჩენილი Le Désespoir-ი აუქციონზე 984 ათას დოლარად გაიყიდა. ის ახალგაზრდა ამერიკელმა ბანკირმა…
მეტი...ერთი და იმავე შენობიდან, ერთ თვეში 2 ბავშვი გაუჩინარდა – პოლიცია 11 და 16 წლის ბიჭებს ეძებს
ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, მანჰეტენის ზემო დასავლეთ ნაწილში, ერთსა და იმავე შენობაში ორი ბავშვი ერთი თვის ინტერვალით დაიკარგა. 11 წლის იბრაჰიმ აბდულ-ჰალიმი ბოლოს 5 ივნისს ნახეს. გასულ თვეში, იმავე შენობაში მცხოვრები 16 წლის ენდრიუ აჰტაი დაკარგულად გამოცხადდა და დღემდე დაკარგულად ითვლება. „Bronx Daily“-სა და „Patch“ -ის ცნობით, ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ენდრიუ სახლიდან გამოსვლისას გაუჩინარდა. გამოცემების ცნობით, ის ორჯერ იყო გაუჩინარებული. Patch-ის ცნობით, ენდრიუს გაუჩინარების შესახებ პირველად 2020 წლის იანვარში განაცხადეს, როდესაც ის 10 წლის იყო. ბოლოს ის საკუთარ სახლში ნახეს, მაგრამ მალევე იპოვეს. Bronx Daily-ის ცნობით, მეორედ 2020…
მეტი...რუსეთმა და უკრაინამ მძიმედ დაჭრილი და დაავადებული სამხედრო ტყვეები გაცვალეს
რუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა მძიმედ დაჭრილი და დაავადებული სამხედრო ტყვეები ერთმანეთში გაცვალეს. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, ტყვეობიდან დაბრუნებულ ყველა უკრაინელს სამედიცინო დახმარება სჭირდება. მან აღნიშნული „მნიშვნელოვან ჰუმანიტარული აქტად“ შეაფასა. „უკრაინაში, სახლში დაბრუნდნენ მეომრები, რომლებიც უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების სხვადასხვა დანაყოფების წევრები იყვნენ: შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის, ტრანსპორტის სპეციალური სახელმწიფო სამსახურის“, – დაწერა ზელენსკიმ.
მეტი...ემანუელ მაკრონი საფრანგეთში 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს
ემანუელ მაკრონი 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით თუ ევროკავშირის დონეზე პროგრესი არ იქნება მიღწეული, საფრანგეთი 15 წლამდე ბავშვებს სოციალურ ქსელებზე წვდომას შეუზღუდავს. საბერძნეთი, საფრანგეთისა და ესპანეთის მხარდაჭერით, ხელმძღვანელობს ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდების მიერ ონლაინ გატარებული დროის შეზღუდვას. მაკრონმა საფრანგეთის ზემო მარნის რეგიონის ერთ-ერთი დასახლების სკოლაში 14 წლის მოსწავლის მიერ მასწავლებლის მკვლელობის შემდეგ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უფრო სწრაფად მოქმედება სურს. ცნობისთვის, საფრანგეთის ზემო მარნის რეგიონის ერთ-ერთი დასახლების სკოლაში, სავარაუდოდ, 14 წლის მოსწავლემ სკოლის ასისტენტი დანით სასიკვდილოდ დაჭრა. მოზარდი დაკავებულია და პოლიციაში მისი…
მეტი...პროკურატურამ განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ სოფელ მეჯვრისხევში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ 9 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის კამათი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა, თავის სახელზე რეგისტრირებული სანადირო თოფიდან გასროლით დაზარალებულს დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეტი...აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი ჯინჭარაძე აირჩიეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი ჯინჭარაძე აირჩია. დეპუტატებმა მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მთავრობის წევრების შემადგენლობას ნდობა დღეს გამართულ სხდომაზე გამოუცხადეს. გიორგი ჯინჭარაძე წლების განმავლობაში საჯარო და კერძო სექტორში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 2021-2024 წლებში იკავებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ხოლო შემდეგ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობებს. მთავრობისა თავმჯდომარედ დანიშვნამდე იყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე. გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან მგალობლიშვილი შეცვალა, რომელმაც აღნიშნული პოზიცია 2025 წლის 2 ივნისს დატოვა.
მეტი...,,ყოველთვის ვცდილობთ, საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობები იყოს მჭიდრო” – ლომბარდიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი
,,ყოველთვის ვცდილობთ, საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობები იყოს მჭიდრო”, – ამის შესახებ ლომბარდიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტმა, მარკო ალპარონემ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. „მინდა, ნაყოფიერი მუშაობა ვუსურვო საქართველოს გენერალურ საკონსულოს. ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი ურთიერთობები იყოს მჭიდრო. ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო და ახლობელი ხდება არა მხოლოდ ეკონომიკური მიმართულებით, არამედ გარემოს დაცვის, ტურიზმის სფეროშიც, ნებისმიერი კუთხით, სადაც ძალიან აქტიური გვაქვს თანამშრომლობა. მინდა, ხაზი გავუსვა კულტურას. ძალიან ბევრი სკოლაა საქართველოში, სადაც იტალიური ენა ისწავლება. ჩვენთანაც ბევრი სკოლაა, სადაც ქართული ისწავლება. მიმაჩნია, რომ ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება,…
მეტი...,,აშშ მოუწოდებს სანქციების გაუქმებისკენ და მხარს უჭერს ისრაელს“ – რუბიო
,,აშშ გმობს ბრიტანეთის, კანადის, ნორვეგიის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის მთავრობების მიერ ისრაელის კაბინეტის ორ მოქმედ წევრზე დაწესებულ სანქციებს”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ. „ეს სანქციები ხელს არ უწყობს აშშ-ის ძალისხმევას ცეცხლის შეწყვეტის, ყველა მძევლის სახლში დაბრუნებისა და ომის დასრულების მიზნით. „ჰამასი“ არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც გაუგონარი სისასტიკე ჩაიდინა, აგრძელებს უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების მძევლად აყვანას და ღაზის მოსახლეობას ხელს უშლის მშვიდობიანად ცხოვრებაში. ჩვენ შევახსენებთ ჩვენს პარტნიორებს, არ დაივიწყონ ვინ არის ნამდვილი მტერი. აშშ მოუწოდებს სანქციების გაუქმებისკენ და მხარს უჭერს ისრაელს“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.
მეტი...,,რუსეთის მხრიდან ომის გაგრძელების უნარი სანქციების სიმძიმეზეა დამოკიდებული” – მერცი
,,რუსეთის მხრიდან ომის გაგრძელების უნარი სანქციების სიმძიმეზეა დამოკიდებული”, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა. მისი თქმით, კრემლი განზრახ ესხმის თავს მშვიდობიან მოსახლეობას და არა სამხედრო ინფრასტრუქტურას. „დახმარება კიევისთვის, ზეწოლა მოსკოვზე – ორივე საჭიროა ახლა, რათა დაიწყოს რეალური მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას ბევრი დრონითა და რაკეტებით დაესხა თავს. ეს ყველაფერი იყო, გარდა პროპორციული პასუხისა გასულ კვირას, უკრაინის მიერ რუსეთის სამხედრო ავიაბაზებზე განხორციელებულ ძალიან ზუსტ დარტყმებზე. რუსეთს ნამდვილად სურდა სისხლისღვრა. ის ფაქტი, რომ ეს მხოლოდ ძალიან შეზღუდული მასშტაბით მოხდა, მხოლოდ უკრაინის ეფექტური თავდაცვის დამსახურებაა. კიდევ ერთხელ, რუსეთი მოლაპარაკებების ნაცვლად…
მეტი...10 ივლისამდე ამ მონაკვეთზე მოძრაობა დღის განმავლობაში რამდენიმე საათით შეიზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47.8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პერიოდში, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 2025 წლის 10 ივნისიდან 10 ივლისამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მეტი...ქართველებს 10 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინი გადაჰქონდათ – სპეცოპერაცია პოლონეთში
პოლონეთში, დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეტანის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. პროკურატურის ცნობით, კოკაინი ავტომობილის ნაწილებით სავსე ტვირთში ჰქონდათ დამალული. ამოღებულია 100 კილოგრამზე მეტი კოკაინი, რომლის დაახლოებითი საბაზრო ღირებულება 10 მილიონ აშშ დოლარზე მეტია. ქართველებს 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
მეტი...,,რუსეთი მზად არის ირანიდან ზედმეტი ბირთვული მასალა გაიტანოს” – პესკოვი
„საჭიროების შემთხვევაში, თუ მხარეები ამას საჭიროდ ჩათვლიან, რუსეთი მზად არის, რომ ირანიდან ზედმეტი ბირთვული მასალის გატანა უზრუნველყოს“, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთს ირანთან მუდმივი კონტაქტი აქვს. მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა ბირთვული შეთანხმების მიღწევის მიზნით თეირანსა და ვაშინგტონს პრაქტიკული დახმარება გაუწიოს.
მეტი...,,ჩემთვის მთავარი მოტივაცია არის ჩვენი ქვეყნის წარმოჩენა” – მერაბ დვალისვილი
მერაბ დვალიშვილი თბილისში შეხვედრებს განაგრძობს. რიყის პარკში, გულშემატკივრების შემდეგ, ის მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მის გეგმებზე ისაუბრა. ,,ჩემთვის მთავარი მოტივაცია არის ჩვენი ქვეყნის წარმოჩენა და ერთი აგურის დადგმა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის. რასაც ვაკეთებ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, ამერიკაში ჩასვლიდან, თუნდაც პირად საუბრებში, სადაც შანსი მომეცემა, ყველგან ხაზს ვუსვამდი ჩვენს ქვეყანას. არაფერი არ შეცვლილა ჩემში, რაც ვიყავი 13 წლის თუნდაც რომ ჩავედი მაშინ, იგივეა ახლაც”, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა. მერაბ დვალიშვილი საქართველოშია
მეტი...უკრაინამ 1 212 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა
უკრაინაში, ჩატარებული რეპატრიაციის ღონისძიებების შედეგად, 1 212 დაღუპული სამხედროს ცხედარი დააბრუნეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამშობლოში დააბრუნეს იმ ჯარისკაცების ცხედრები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში და უკრაინის ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში იბრძოდნენ. მედიის ცნობით, ცხედრები დააბრუნეს შტაბის თანამშრომლების, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გაერთიანებული ცენტრის, უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს, უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის, უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის სხვა სტრუქტურების ერთობლივი მუშაობის შედეგად. მათ ცხედრების დაბრუნებაში დახმარება გაუწია „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა“.
მეტი...,,დაუწესეთ რუსეთს სანქციები ახლავე” – სიბიგა
,,რუსეთი დასცინის სამშვიდობო ძალისხმევას და სრულ უპატივცემულობას გამოხატავს მსოფლიოში ყველას მიმართ, ვინც მკვლელობებისა და ომის დასრულებისკენ მოუწოდებს”, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. „დაუწესეთ რუსეთს სანქციები ახლავე. მოსკოვმა უკვე ნათლად განაცხადა, რომ უარყოფს მშვიდობას“, – აცხადებს სიბიგა.
მეტი...საფრანგეთი სკოლებში დამატებითი უსაფრთხოების ჭიშკრების დაყენებას გეგმავს
Reuters-ის ინფორმაციით, საფრანგეთი სკოლებში დამატებითი უსაფრთხოების ჭიშკრების დაყენებას გეგმავს. ინიციატივა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს, ფრანსუა ბაირუს ეკუთვნის. აღნიშნული ინიციატივით პრემიერი მას შემდეგ გამოვიდა, რაც ერთ-ერთ სკოლაში, სავარაუდოდ, 14 წლის მოსწავლემ სკოლის ასისტენტი დანით სასიკვდილოდ დაჭრა. შემთხვევა გუშინ მოხდა. მედიის ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოზარდი უკვე დაკავებულია.
მეტი...,,ნატო-ს სამიტზე ალიანსში უკრაინის გაწევრიანებაზე საუბარი არ იქნება” – „ბლუმბერგი“
ნატო-ს სამიტზე ალიანსში უკრაინის გაწევრიანებაზე საუბარი არ იქნება. „ბლუმბერგის” ცნობით, სამიტის პროექტში ასევე არ არის განმეორებული გასული წლის დაპირება, რომელიც უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებდა. განცხადებაში რუსეთი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის „საფრთხედ“ არის აღიარებული, თუმცა, ის უკრაინის აგრესორად არ არის აღიარებული. „ბლუმბერგი“ წერს, რომ დოკუმენტის პროექტში არ არის ნახსენები ჩინეთი, რომელიც ადრე უკრაინაში რუსეთის შეჭრის „გადამწყვეტ ხელშემწყობ ფაქტორად“ მოიხსენიებოდა. ნატო-ს მოკავშირეები განიხილავენ უკრაინის თავდაცვისთვის შენატანის ჩართვას იმ ახალ ხარჯვით მიზნობრივ გეგმაში, რომელსაც სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს ლიდერების სამიტზე დაამტკიცებენ. სამიტის დეკლარაციის წინასწარი პროექტის თანახმად, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ასევე შესთავაზებს მუშაობას თავდაცვის…
მეტი...ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21 და 22 ივლისს ჩააბარებენ. დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. გამოსაცდელები ბარათების ამობეჭდვას…
მეტი...ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს
ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით, რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს. ფინური მედიის ცნობით, შეხვედრა ეხება 10 ივნისს მომხდარ შემთხვევას, როდესაც რუსული თვითმფრინავი სავარაუდოდ შევიდა ფინეთის საჰაერო სივრცეში, ქალაქ პორვოოს სანაპიროსთან. შემთხვევას ფინეთის სასაზღვრო სამსახური იძიებს. ეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორე შემთხვევაა. რუსი დიპლომატი ფინეთის საგარეო უწყებაში რუსული თვითმფრინავის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო 23 მაისსაც იყო დაბარებული.
მეტი...