,,ვიქტორ ორბანი უკრაინას საკუთარი საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრულ მედიასთან ინტერვიუში. „მას არ ესმის, რომ ამას გაცილებით სერიოზული და საშიში შედეგები მოჰყვება: უნგრეთის საზოგადოების რადიკალიზაცია და ანტიუკრაინული განწყობების გაღვივება. ის ამით პუტინს სამსახურს უწევს. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ვიქტორი სერიოზულ ისტორიულ შეცდომას უშვებს. ეს ჩემი პირადი აზრია. თუ ის სათანადო ურთიერთობისთვის მზად არის, მაშინ ჩვენ ამისთვის სამუშაო ჩარჩოს ვიპოვით. მაგრამ, როგორ შეიძლება, რომ არჩევნებისთვის ჩემი სახე გამოიყენოს? მე მისთვის ამის გაკეთების ნებართვა არ მიმიცია. მე სხვა ქვეყნის პრეზიდენტი ვარ. სხვა ქვეყნებში ორბანის ბილბორდები არ არის,…
მეტი...დღე: ივნისი 10, 2025
რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
რუსეთში, კამჩატკას სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,9 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები მოსკოვის დროით 20:26 საათზე, ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან 112 კილომეტრში, კრონოცკის ყურის მახლობლად დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 111 კმ სიღრმეზე იყო. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ცუნამის საფრთხე არ დაფიქსირებულა.
მეტი...რუსეთში გაუჩინარებული თვითმფრინავი იპოვეს
რუსეთში გაუჩინარებული „ან-2“ ტიპის თვითმფრინავი იპოვეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „თვითმფრინავი იპოვეს, ყველა ცოცხალია“, – დაწერა იაკუტიის ეკოლოგიისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ევგენი პერფილიევმა „ტელეგრამის“ არხზე. შეგახსენებთ, მსუბუქი მრავალფუნქციური „ან-2“ ტიპის თვითმფრინავი იუკუტიაში დღეს დილით მაშინ გაუჩინარდა, როდესაც ტყის ხანძრების საჰაერო მონიტორინგს ახორციელებდა. „როსავიაციის“ ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ორი პილოტი და სამი სპეციალისტი დამკვირვებელი.
მეტი...გრეტა ტუნბერგი შვედეთში საფრანგეთის გავლით ბრუნდება
ისრაელი გემ Madleen-ზე მყოფ გრეტა ტუნბერგს შვედეთში აბრუნებს. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტუნბერგი შვედეთში საფრანგეთის გავლით ბრუნდება. ცნობისთვის, შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი, სხვა აქტივისტებთან ერთად, ღაზის სექტორისკენ მიმავალ გემზე იმყოფებოდა, რომელიც ისრაელის ძალებმა შეაჩერეს. გემი Madleen-ი ღაზის სექტორში მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით მიემართებოდა. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ღაზის სექტორში დახმარების მისაწოდებლად არსებობს გზები, რომლებიც არ მოიცავს „ინსტაგრამის“ ე.წ. სელფებს.
მეტი...,,ერთი თმის ღერიც არ ჩამოვარდნია, ისე მოხდა მისი დაკავება” – პაპუაშვილი ბაჩიაშვილზე
,,თუ გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას მივიღებთ როგორც მოცემულობას თუ სიმართლეს, მაშინ ჩვენი უსაფრთხოების სამსახური ყოფილა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამსახური და ესეც მისი რეკლამა გამოდის. ერთი თმის ღერიც არ ჩამოვარდნია, ისე მოხდა გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის იმ განცხადებას შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც ბორტზე, რომლითაც ის საქართველოში ჩამოიყვანეს, ანრი ოხანაშვილიც იმყოფებოდა. ,,უმძიმეს დანაშაულში გასამართლებული ადამიანი, ფულის გათეთრებაში და მსგავს მძიმე დანაშაულებში, მათ შორის, საზღვრის უკანონო კვეთაში, იმიტომ, რომ გაექცა მართლმსაჯულებას, დღეს არის ციხეში! ვერაფერს ამბობს, რომ მასზე ზეწოლა…
მეტი...მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა
8 ივნისს ნიუ ჯერსიში ჩატარებული ღონისძიების შემდეგ UFC-იმ ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P) განაახლა, სადაც მერაბ დვალიშვილი მეორე ადგილზეა. დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ო’მალი მესამე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა და ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა. რეიტინგში მეორე ადგილი დვალიშვილის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. ის ახლა მხოლოდ ისლამ მახაჩევს ჩამორჩება, რომელმაც მსუბუქი დივიზიონი დატოვა და ქვესაშუალო წონის ქამრისთვის იბრძოლებს. UFC-ის ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P): ისლამ მახაჩევი (რუსეთი) მერაბ დვალიშვილი (საქართველო) ჯონ ჯონსი (აშშ) ილია თოფურია (საქართველო) დრიკუს დუ პლესი (სამხრეთ აფრიკა) მაგომედ ანკალაევი (რუსეთი) ალექსანდერ ვოლკანოვსკი (ავსტრალია) ჯეკ დელა მადალენა…
მეტი...,,საქართველოში სიძულვილი, ძალადობა ფინანსდება ევროპული წყაროებიდან” – შალვა პაპუაშვილი
,,მას შემდეგ, რაც აშშ-ის დაფინანსებები შეწყდა, საქართველოში სიძულვილი, ძალადობა, ექსტრემიზმი ფინანსდება ევროპული წყაროებიდან, ევროკავშირის ბიუჯეტიდან. სამარცხვინოა, როდესაც ევროპის ზოგიერთი ინსტიტუცია თავს აიგივებს ექსტრემიზმთან”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „ექსტრემიზმსა და ძალადობას ყველგან ერთნაირი სახე აქვს და ამ სახეს ჩვენ ვხედავთ ხან თბილისში, ხან ბერლინში, ხან პარიზში, ხან ლოს ანჯელესში და ასე შემდეგ. ევროპაში ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ ცუდია, როცა მათ პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრიან, ხოლო კარგი და მშვიდობიანია, როცა ქართველ პოლიციელს ესვრიან. ეს არის პრობლემა. ზოგიერთ ევროპელს ჰგონია, რომ მაშხალების სროლა და შენობების დაწვა ცუდია ბერლინში და…
მეტი...,,უცნაური ადამიანია, ვფიქრობ, მან სიბრაზის მართვის კურსი უნდა გაიაროს” – ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი შვედ გარემოსდამცველსა და აქტივისტს, გრეტა თუნბერგს, რომელიც ისრაელის მთავრობამ სხვა აქტივისტებთან ერთად იმ დროს დააკავა, როცა ღაზასთვის გემით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ცდილობდნენ, „სიბრაზის მართვის კურსის გავლას“ ურჩევს. „ის უცნაური ადამიანია. ის ახალგაზრდა, გაბრაზებული ადამიანია. ის ნამდვილად განსხვავებულია. ვფიქრობ, რომ მან სიბრაზის მართვის კურსი უნდა გაიაროს. ეს არის ჩემი მთავარი რეკომენდაცია მისთვის“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს, როდესაც ჰკითხეს, რა არის მისი მესიჯი თუნბერგისთვის. ისრაელის საგარეო უწყებამ დღეს განაცხადა, რომ გრეტა თუნბერგისა და სხვა აქტივისტების დეპორტაციას განახორციელებს.
მეტი...სოფელ მეჯვრისხევში მამაკაცი თანასოფლელმა სანადირო თოფით მოკლა – ახალი დეტალები
შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია ერთი ადამიანი. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით, კისრის არეში დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ, 1978 წელს დაბადებულ ვ.ჯ.-ს. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო”, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიება განზრახ მკვლელობის…
მეტი...,,მნიშვნელოვანია, საქართველო ელჩით იყოს წარმოდგენილი აშშ-ში” – შალვა პაპუაშვილი
,,მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება, აგრემანი მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ელჩით იყოს წარმოდგენილი აშშ-ში”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, აშშ-ში საქართველოს ელჩის დანიშვნა არის ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია. „მინდა თამარ ტალიაშვილს მივულოცო აშშ-ში ელჩად დანიშვნა. ის ჩვენი კოლეგა იყო, რომელსაც პარლამენტში წარმატებული საქმიანობა ჰქონდა, მანამდე საკრებულოში და შემდეგ ევროპის საბჭოში საკმაოდ წარმატებულად მოღვაწეობდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება, აგრემანი მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ელჩით იყოს წარმოდგენილი აშშ-ში. ეს ჩვენ გვაძლევს კვლავ ოპტიმიზმის იმედს, რომ…
მეტი...,,ამ ადმინისტრაციას უკანონობა ვერ დააშინებს, პრეზიდენტი ტრამპი უკან არ დაიხევს” – ჯეი დი ვენსი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ლოს-ანჯელესში მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩასახშობად ჯარების განლაგების გადაწყვეტილებს ეხმაურება. „ამ ადმინისტრაციას უკანონობა ვერ დააშინებს, პრეზიდენტი ტრამპი უკან არ დაიხევს. ჩვენ მხარს დავუჭერთ FBI-ის აგენტებს, რომლებიც ძალადობრივ დამნაშავეებს აკვირდებიან, გვარდიის წევრებს, ადგილობრივ პოლიციას და საზღვაო ქვეითებს, რომლებიც წესრიგს აღადგენენ და ICE აგენტებს, რომლებიც ჩვენი იმიგრაციის კანონებს აღასრულებენ“, – წერს ჯეი დი ვენსი X-ზე. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის კიდევ 2000 ჯარისკაცის განლაგება დაამტკიცა.
მეტი...,,ირანთან დაკავშირებით ბევრს ვმუშაობთ” – ტრამპი
,,ირანთან დაკავშირებით ბევრს ვმუშაობთ”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, აშშ-ისა და ირანის დელეგაციები ერთმანეთს ხუთშაბათს, 12 ივნისს შეხვდებიან. „მათ ირანის გამდიდრება სურთ და ჩვენ ამას ვერ მივიღებთ. ისინი იმას ითხოვენ, რაც შეუძლებელია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მეტი...ისრაელმა იემენში ჰოდეიდას პორტი დაბომბა
ისრაელმა იემენში ჰოდეიდას პორტი დაბომბა. Reuters-ის ცნობით, ჰოდეიდას პორტზე სარაკეტო დარტყმები ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალებმა განახორციელა. სარაკეტო დარტყმებამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი რას-ისას, ჰოდეიდასა და სალიფის პორტების ევაკუაციის ბრძანება გასცა. „ჰუსიტების“ ინფორმაციით, ისრაელმა ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.
მეტი...სოფელ მეჯვრისხევში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მკვლელობა მოხდა. ,,მოზაიკას” ინფორმაციით, მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ადგილობრივების თქმით, მოკლული სხვის სახლში იმყოფებოდა სტუმრად, როცა ესროლეს. მათთვის მკვლელობის მოტივი უცნობია.
მეტი...ირაკლი კობახიძე იტალიაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იტალიაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. პრემიერ-მინისტრი ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინაუგურაციისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გაიმართება. ირაკლი კობახიძე მილანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
მეტი...რუსეთში, გაუჩინარებულ თვითმფრინავს ეძებენ
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო იაკუტიაში გაუჩინარებულ მსუბუქ მრავალფუნქციურ „ან-2“ ტიპის თვითმფრინავს ეძებს. რუსული მედიის ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში „მი-8“ ტიპის ვერტმფრენიცაა ჩართული. კომპანია „მიან“-ის კუთვნილი თვითმფრინავი ფრენას ტომპონსკის რაიონის ტყეების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებდა. როგორც „როსავიაციაში“ აცხადებენ, საავარიო რადიოსიგნალი იაკუტიაში გააქტიურდა. არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე ხუთი ადამიანი იმყოფება, მათ შორის ორი პილოტი და სამი სპეციალისტი დამკვირვებელი
მეტი...აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარადგინეს
მთავრობამ მიხეილ ყაველაშვილს აშშ-ში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. „საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კაწონის მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ივლისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა“, – აღნიშნულია განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. თამარ ტალიაშვილი 2022 წლის ოქტომბრიდან ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას იკავებს. ტალიაშვილი იყო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე. იქამდე, 2017 წლიდან…
მეტი...საქართველოდან უცხო ქვეყნის 21 მოქალაქე გააძევეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 21 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ,,საქართველოდან გაძევებულ იქნა – თურქეთის, რუსეთის, ეგვიპტის, ირანის, თურქმენეთის, კოლუმბიის, ჩინეთის, ინდოეთის, იორდანიისა და ნიგერიის – ჯამში 21 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, – ნათქვამია შსს-ს იერ გავრცელებულ…
მეტი...ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს. „დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მომზადების, მარიხუანასა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული არიან: 1971 წელს დაბადებული ა.თ., 1999 წელს დაბადებული ი.შ., 1978 წელს დაბადებული დ.მ., 2001 წელს დაბადებული ა.ზ., 1998 წელს დაბადებული ო.მ., 1993 წელს დაბადებული ა.ნ. და 1992 წელს დაბადებული გ.ა. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უკრაინის, ისრაელის და ეგვიპტის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, ავტომანქანების…
მეტი...ცნობილი მწერალი გარდაიცვალა
ცნობილი მწერალი, ფრედერიკ ფორსი, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი წიგნების გლობალური გაყიდვები 75 წელს აჭარბებს. ფორსი დაიბადა 1938 წელს, ინგლისში, კენტის საგრაფოში. ახალგაზრდობაში ის სამხედრო ავიაციაში მსახურობდა, ხოლო მოგვიანებით ჟურნალისტიკას მიჰყო ხელი. მუშაობდა Reuters-ისა და BBC-ის კორესპონდენტად.
მეტი...,,თავს ნუ მოვიტყუებთ, ახლა ჩვენ, ყველანი აღმოსავლეთ ფლანგზე ვართ” – რუტე
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანის მარკ რუტეს განცხადებით, რუსეთი NATO-ს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოსაყენებლად 5 წელიწადში მზად იქნება. მისი თქმით, მოსკოვი მხოლოდ 3 თვეში აწარმოებს საბრძოლო მასალების იმ რაოდენობას, რასაც NATO ერთ წელს ანდომებს. ,,რუსეთმა ძალები გააერთიანა ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასა და ირანთან. ისინი აფართოებენ შეიარაღებული ძალებსა და შესაძლებლობებს. პუტინის სამხედრო მანქანა, შენელების ნაცვლად, სწრაფდება. რუსეთი თავის ძალას ჩინური ტექნოლოგიების გამოყენებით აღადგენს, უფრო სწრაფად აწარმოებს იმაზე მეტ იარაღს, ვიდრე გვეგონა. თავს ნუ მოვიტყუებთ, ახლა ჩვენ, ყველანი აღმოსავლეთ ფლანგზე ვართ. რუსული რაკეტების ახალ თაობას შეუძლია, იფრინოს სიჩქარით, რაც ბევრჯერ აღემატება ბგერის სიჩქარეს. ევროპის…
მეტი...ლოს-ანჯელესში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა
ლოს-ანჯელესში პოლიციასა და საიმიგრაციო რეიდების საწინააღმდეგოდ მიმდინარე საპრიტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. CNN-ის ცნობით, მომიტინგეებმა პოლიციელებს ბოთლები და სხვა ნივთები ესროლეს. სამართალდამცავებმა მათ დასაშლელად რეზინის ტყვიები და მანათობელი ხელყუმბარები გამოიყენეს. სამართალდამცავებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. აღსანიშნავია, რომ ლოს-ანჯელესში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აშშ-ის სხვა ქალაქებიც შეუერთდნენ. საპროტესტო აქციები გაიმართა სანტა-ანასა და სან-ფრანცისკოში, სადაც კვირას დაახლოებით 150 ადამიანი დააკავეს. მომიტინგეები შეიკრიბნენ ნიუ-იორკშიც, სადაც, პოლიციის ცნობით, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ატლანტაში აქციის მონაწილეები საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) შენობის წინ შეიკრიბნენ და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. მსგავსი საპროტესტო აქციები გაიმართა კენტუკის შტატის ქალაქ…
მეტი...რუსეთმა და უკრაინამ მძიმედ დაჭრილი და 25 წლამდე ასაკის ტყვეები გაცვალეს
რუსეთმა და უკრაინამ მძიმედ დაჭრილი და 25 წლამდე ასაკის ტყვეები გაცვალეს. გაცვლის მორიგი ეტაპი სტამბოლში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა. „სტამბოლის შეთანხმების მიხედვით, ტყვეების გაცვლის პროცესი რამდენიმე ეტაპად გაგრძელდება. ამ ჯერზე გავცვალეთ მძიმედ დაჭრილი და 25 წლამდე ასაკის სამხედროები. ვვარაუდობთ, რომ პროცესი ერთი დღით არ შემოიფარგლება. დეტალები საკმაოდ დელიკატურია, ამიტომაც ახლა ინფორმაცია ჩვეულებრივზე ცოტაა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩვენი ხალხის რუსული ტყვეობიდან შინ დაბრუნებაზე მუშაობს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მეტი...რუსებმა კიევს და ოდესას დაარტყეს – არის მსხვერპლი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს თქმით, რუსეთი კიევს უპილოტო საფრენი აპარატებით ბომბავდა. დაიბომბა საქალაქო ინფრასტრუქტურა, რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, დაიწვა მანქანები და სასაწყობე მეურნეობა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსული შეტევის დროს ოთხი ადამიანი დაშავდა. ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი თქმით, რუსული დაბომბვის შედეგად კიევის ექვსი რაიონი დაზარალდა. ამასთან, 10 ივნისის ღამეს რუსებმა ოდესაში სამშობიარო სახლს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პუნქტს და საცხოვრებელ შენობებს დაარტყეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მეტი...,,ასეთ უპატივცემულობას არ მოვითმენთ!” – ტრამპი
ლოს-ანჯელესში საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება. ვითარების განსამუხტად, შეერთებული შტატების არმია ქალაქში დაახლოებით 700 საზღვაო ქვეითს განათავსებს. მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აღნიშნა, რომ მეამბოხეებს აქვთ ტენდენცია, სახეში შეაფურთხონ ეროვნული გვარდიის წევრებს. ,,თუ შეაფურთხებენ, ჩვენ დავარტყამთ, ასეთ უპატივცემულობას არ მოვითმენთ. აჯანყებულებს აქვთ მიდრეკილება, რომ სახეში შეაფურთხონ ეროვნული გვარდიის წევრებს და სხვებს. ამ პატრიოტებს ეუბნებიან, რომ შეეგუონ ამას, რადგან ,,ცხოვრება ასეთია”, მაგრამ არა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. თუ შეაფურთხებენ, დავარტყამთ და გპირდებით, რომ ისე ძლიერად დავარტყამთ, როგორც არასდროს. ასეთ უპატივცემულობას…
მეტი...შსს-ში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე; ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კიკნაძე; თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ვაჟა სირაძე; თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაისურაძე დაინიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად; თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად; კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად; ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ლევან კვიციანი; ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ…
მეტი...ცნობილია, ახმეტაში დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა
ახმეტაში ავარიას 35 წლის გიორგი მამუკელაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების ცნობით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და განათების ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად კიდევ ორი პირი დაშავდა.
მეტი...