“ეროვნული გვარდია ლოს ანჯელესში დარჩება იქამდე, ვიდრე ვითარება უსაფრთხო არ გახდება”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეროვნული გვარდია ლოს ანჯელესში დარჩება იქამდე, ვიდრე ვითარება უსაფრთხო არ გახდება. „გუშინდელი ღამე საშინელი იყო. წინა ღამეც საშინელი იყო. ადამიანები დიდი, მძიმე ჩაქუჩებით ურტყამდნენ ბეტონს და ბორდიურებს, ურტყამდნენ, ამტვრევდნენ და ხალხს აძლევდნენ ბეტონის დიდ ნაჭრებს. ისინი იღებდნენ ამ ბეტონს, ადიოდნენ ხიდებზე და ყრიდნენ მანქანის სახურავზე. ისინი ესროდნენ ჩვენს პოლიციას. ისინი ესროდნენ ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც იქ არიან და ჩვენ ეს შევაჩერეთ. ახლა ისინი დაკავებული გვყავს. შეხედეთ, ახლა რომ არ ჩავრთულიყავით, ლოს ანჯელესი ისევე დაიწვებოდა, როგორც რამდენიმე თვის წინ იწვოდა“, – განაცხადა ტრამპმა.

მეტი...

ავსტრიის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, ავსტრიის ქალაქ გრაცში, ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. როგორც „ბიბისი“ წერს, ერთ-ერთი დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდამსხმელი გრაცის მცხოვრები 21 წლის ავსტრიელი მამაკაცია. ის ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა, თუმცა სასწავლებელი არ დაუმთავრებია. თავდასხმის მოტივის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება. ქალაქ გრაცის სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმის გამო ავსტრიაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

მეტი...

“შემცირდება” – პიტ ჰეგსეტი უკრაინის დახმარებაზე

აშშ უკრაინის სამხედრო დახმარებას შეამცირებს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა. კერძოდ, კონგრესმენ ჯოსეფ მორელის (დემოკრატიული პარტია) უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დახმარების დაფინანსების შესახებ კითხვაზე პასუხისას ჰეგსეტმა განაცხადა, რომ “ამ ბიუჯეტში ეს შემცირდება”. “ამ ბიუჯეტში ეს შემცირდება. როგორც იცით, ეს ადმინისტრაცია ძალიან განსხვავებულად უყურებს ამ კონფლიქტს. გვჯერა, რომ მოლაპარაკებების შედეგად მშვიდობა ორივე მხარისა და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია. განსაკუთრებით, მსოფლიოს მასშტაბით კონკურენტული ინტერესების გათვალისწინებით. არა მგონია, რომ სიტყვა “გამარჯვება” ან “მისკენ გზა” კარგად იქნა განმარტებული და პრეზიდენტი ტრამპი ძალიან დაინტერესებულია მშვიდობისკენ გზით, რომელიც მკვლელობასა და ხოცვა-ჟლეტას გააჩერებს”, – განაცხადა…

მეტი...

“2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გასაწევრიანებლად”- კობახიძე

“2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად და რა თქმა უნდა, აქაც მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა”-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის ვიზიტები არის მიმართული  საპირისპიროსკენ და  სურთ, რომ  ხელი შეუშალონ ურთიერთობების გადატვირთვას. „მიზანი მუდმივად არის ერთი და იგივე, ეს არის საბოტაჟი. ჯერ კიდევ, როცა განიხილებოდა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი, მაშინდელი პერიოდიდან აქტიურად აწარმოებდნენ საბოტაჟს ოპოზიციის წარმომადგენლები. ამის შემდეგ საბოტაჟი გაგრძელდა, განსაკუთრებით გასული 4 წლის განმავლობაში, როდესაც განიხილებოდა კანდიდატის სტატუსის, მოლაპარაკებების გახნის საკითხი. ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელიც არის მუდმივად საბოტაჟით დაკავებული. აქაც, ჩვენი ამოცანა…

მეტი...

„ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს აბსოლუტურად ყველაფერი აქვს შესრულებული”- პრემიერი

„ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს აბსოლუტურად ყველაფერი აქვს შესრულებული, მაგრამ ასევე მოგეხსენებათ, რომ მეორე მხრიდან არის შეჩერებულია საუბრები გაფართოებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მილანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ნათლად აცხადებენ ნატოს წარმომადგენლები, რომ არც საშუალოვადიან პერსპექტივაში აპირებენ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების განხილვას. „დღევანდელი მდგომარეობა ასეთია, ნათლად აცხადებენ ნატოს წარმომადგენლები, რომ არც საშუალოვადიან პერსპექტივაში არ აპირებენ ისინი უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების განხილვას. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და დანარჩენი ვნახოთ, თუ როგორ განვითარდება პროცესები,“- განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

“ვე­ძებთ ჩემ ძმის­შვილს” – ელე­ნე ხოშ­ტა­რია

ოჯახი თბილისში დაკარგულ გიორგი ხოშტარიას ეძებს. “თუ ვინმე შეამჩნევთ ან დაინახავთ გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577578855 ან 593316843” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. გაუჩინარებული ახალგაზრდა, ოპოზიციონერი დეპუტატის ელენე ხოშტარიას ძმისშვილია. “ვე­ძებთ ჩემ ძმის­შვილს, გთხოვთ გა­ა­ზი­ა­როთ” – წერს ელე­ნე ხოშ­ტა­რია.

მეტი...

„მერაბ დვალიშვილთან ერთად საქართველოში მოვფრინავ”- ნინა დრამა

ცნობილი, მოდელი. ნინა დრამა და მერაბ დვალიშვილი საქართველოში მოფრინავენ. ამის შესახებ, ,,ნინა დრამა” სოციალურ ქსელში მიმართავს ავრცელებს. „მერაბ დვალიშვილთან ერთად საქართველოში მოვფრინავ, ჩვენს თავგადასავლებს კი პირდაპირ ეთერში გაჩვენებთ“, – ამბობს ვიდეოში ნინა. 8 ივნისს, ნიუ ჯერსიში, UFC 316-ზე, სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ო’მალის დაუპირისპირდა და მესამე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. მებრძოლებს შორის პირველი დაპირისპირება 2024 წლის 15 სექტემბერს გაიმართა და აღნიშნული ბრძოლაც მერაბის გამარჯვებით დასრულდა. დვალიშვილი ბოლოს 2018 წელს დამარცხდა. შონ ო’მალიმ ბრძოლის შემდეგ მერაბს „უძლიერესი“ უწოდა.

მეტი...

“ჯარები რომ არ გამეგზავნა, ოდესღაც ლამაზი და დიდებული ქალაქი მთლიანად დაიწვებოდა”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ლოს ანჯელესში ჯარები რომ არ გაეგზავნა, ქალაქი მთლიანად დაიწვებოდა. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ შტატის გუბერნატორი და მერი აჭიანურებენ აღნიშნული სახლების აღდგენის პროცედურას, მაშინ როდესაც შესაბამისი ფედერალური ნებართვა უკვე გაცემულია. „ბოლო სამი ღამის განმავლობაში ლოს ანჯელესში ჯარები რომ არ გამეგზავნა, ოდესღაც ლამაზი და დიდებული ქალაქი ახლა მთლიანად დაიწვებოდა, როგორც 25 ათასი სახლი დაიწვა ლოს ანჯელესში არაკომპეტენტური გუბერნატორისა და მერის გამო. სხვათა შორის, უფრო რთული, ხანგრძლივი და მკაცრი ფედერალური ნებართვის გაცემის პროცესი პრაქტიკულად დასრულებულია ამ სახლებთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც მარტივი საქალაქო და საშტატო ნებართვა კატასტროფულად ჩახლართულია…

მეტი...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს ამზადებს, სამიზნეში რუსეთის ენერგეტიკისა და საბანკო სექტორები იქნება ამოღებული. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ავრცელებენ. “რუსეთის მიზანი მშვიდობა არ არის, მისი მიზანია, ძლიერების მმართველობის დაწესება. შესაბამისად, რუსეთზე ზეწოლას ვზრდით, ვინაიდან, ძალა ერთადერთი ენაა, რომელიც რუსეთს ესმის… ჩვენი მესიჯი ცხადია: ეს ომი უნდა დასრულდეს. ნამდვილი ცეცხლის შეწყვეტა გვჭირდება, რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან სერიოზული წინადადებით უნდა მოვიდეს. ვინაიდან, დღეისთვის ის მშვიდობის მიღწევის სურვილს არ აჩვენებს, რუსეთზე ზეწოლას გავაძლიერებთ, მათ შორის მეტი ძლიერი სანქციებით. შესაბამისად, ძლიერი სანქციების მე-18…

მეტი...

ავსტრიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ქალაქ გრაცის სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმის გამო ავსტრიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ხვალ, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე, დაახლოებით იმ დროს, როდესაც სკოლაზე თავდასხმა მოხდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მსხვერპლთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის დროს მოკლულია ცხრა და დაჭრილია 12 ადამიანი. თავდამსხმელი გრაცის მცხოვრები, 21 წლის ავსტრიელი მამაკაცია. ის ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა, თუმცა სასწავლებელი არ დაუმთავრებია. მან სკოლის საპირფარეშოში თავი მოიკლა.

მეტი...

“ციხეში ადამიანებს არ აწამებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველაფერი გადასარევად მიდის!”- იოსელიანი

პარლამენტის ტრიბუნიდან სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა  “ქართული ოცნების“ დეპუტატების კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ მომავალ წელსაც როდესაც აქ მოვა მიღწევებზე საუბარს არ აპირებს. “მომავალ წელს და იმის მომავალ წელს, როცა აქ მოვალ, მიღწევებზე საუბარს არ ვაპირებ – ვაპირებ პრობლემებზე საუბარს! გასაგებია, რომ დღეს ციხეში ადამიანებს არ აწამებენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის და ქვეყანაში ყველაფერი გადასარევად მიდის!. აქ ყოფილი სახალხო დამცველი ზის და როცა ის სახალხო დამცველი იყო, მიღწევებზე არ ლაპარაკობდა – ის იმ დროს არსებულ პრობლემებზე ლაპარაკობდა. მეც არსებულ პრობლებზე უნდა ვილაპარაკო. არ იქნება პერიოდი, როცა ქვეყანაში…

მეტი...

ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა

სტამბოლში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა. უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან დაიბრუნა მძიმედ დაჭრილები და ჯანმრთელობის მქონე ადამიანები. „ვაგრძელებთ ჩვენი ხალხის დაბრუნებას, რაც სტამბულში იყო შეთანხმებული. დღეს მძიმედ დაავადებული და დაჭრილი ჯარისკაცების რუსული ტყვეობიდან დაბრუნების პირველი ეტაპია. ყველა მათგანი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. ეს არის მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული აქტი. გაცვლა უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ვიპოვოთ და დავიბრუნოთ თითოეული მათგანი, ვინც ტყვეობაშია. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც გვეხმარება“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელებში. ტყვეების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბის ცნობით, გათავისუფლებულებს შორის არიან მარიუპოლის დამცველები.…

მეტი...

“თქვენ გრცხვენიათ ჩვენი დაცვა”- წულუკიანი ომბუდსმენს

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თეა წულუკიანმა სახალხო დამცველს, ლევან იოსელიან უთხრა, რომ ადამიანის უფლებების სამართალი არის ბალანსი და სახალხო დამცველი ამ ბალანსს სრულად არის აცდენილი. მისივე განცხადებით, ომბუდსმენი ყველას უნდა იცავდეს. “ჩვენ იმას კი არ გთხოვთ, რომ ჩვენ შეგვაქოთ, ჩვენ თქვენ გთხოვთ და ეს კანონში გიწერიათ, რომ იყოთ ობიექტური და თქვენი გამოსვლით თუ ვიმსჯელებთ, არ იყავით ობიექტური. თქვენ შეგეძლოთ, მაგალითისთვის გეთქვათ ის, რაც ახლა თქვით იმიტომ, რომ მწვავე შეფასებები მიიღეთ და იძულებული გახდით გეთქვათ, რომ აშენდა ლაითურის ციხე, მაგრამ მაინც არის გადატვირთულობის პრობლემა – ეს არის ობიექტურობა. ეს არის ის,…

მეტი...

,,უკრაინა დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების მიღებაზე უარს ამბობს” – ზახაროვა

„დღეს, კიევის ტერორისტული ბუნების, მიერ მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტების დამალვა შეუძლებელია. ჩვენ მხოლოდ თვალების დახუჭვა შეგვიძლია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერაფერს ვხედავთ და არაფერი ვიცით“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „კიევის რეჟიმი საკუთარი ჯარისკაცების ცხედრებს არ იღებს. ეს უბრალოდ დეჰუმანიზაციაა. აწარმოებდით თუ არა მათთან დიალოგს? დასხდებოდით თუ არა მათთან მოლაპარაკებების მაგიდასთან? თუ ისინი ჯარისკაცების ცხედრებს არ იღებენ, რაზე მეტყველებს ეს? ამ ადამიანებს ხელი არ უნდა ჩამოართვათ“, – აღნიშნა ზახაროვამ. შეგახსენებთ, სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინა და რუსეთი 6000 დაღუპული სამხედროს ცხედრების გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ. გასულ კვირას…

მეტი...

ქართულ დიპლომს ჩინეთი აღიარებს, ჩინურს კი – საქართველო

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის განათლების მიმართულებით კიდევ ერთი შეთანხება შედგა. ქართულ დიპლომებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აღიარებს და პირიქით, ჩინური დიპლომი საქართველოშიც იქნება აღიარებული. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ შესაბამისი დადგენილება გამოსცა. დადგენილება 9 ივნისით თარიღდება და ის  ძალაში გამოქვეყნებისთანავე, გუშინ შევიდა. გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით: „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2025 წლის 15 მაისს ხელმოწერილი „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების ხარისხისა და დიპლომების/სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ“ შეთანხმება“. ამისთვის კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ…

მეტი...

,,შთაბეჭდილება მრჩება, ოპოზიცია რომ არ არის, ჩემზე გადაწყვიტეთ ჯავრი იყაროთ” – ლევან იოსელიანი უმრავლესობას

,,ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ოპოზიცია რომ არ არის ამ დარბაზში, ჩემზე გადაწყვიტეთ ჯავრი იყაროთ”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. „ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ოპოზიცია რომ არ არის ამ დარბაზში, ჩემზე გადაწყვიტეთ ჯავრი იყაროთ, მაგრამ შევეცდები ყველა კითხვას ვუპასუხო. ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, მგონი, უამრავი მაგალითია. ანგარიშს თუ ნახავთ, იქ მითითებულია ჟურნალისტების ცემის, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები. არის ანგარიშში კონკრეტული შემთხვევები. შემიძლია დავასახელო იმ ჟურნალისტების გვარები, რომლებიც აქციების დროს დაზიანდნენ. რატომღაც ასეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ როდესაც მე ანგარიშს წარმოვადგენ, უნდა ვისაუბრო პოზიტიურ საკითხებზე. ანგარიში…

მეტი...

თურქეთში, მეფე მიდასის სამშობლოში სამეფო აკლდამა იპოვეს

თურქეთში, ქალაქ გორდიონში ლეგენდარული მეფე მიდასის ნათესავის სამარხი აღმოაჩინეს, რომელიც დაახლოებით 2 800 წლის წინ დაიღუპა. გორდიონი იყო ფრიგიის სამეფოს დედაქალაქი, რომელიც ძვ. წ. 1200-დან ძვ. წ. 675 წლამდე არსებობდა. სამარხში ათობით იშვიათი არტეფაქტია ნაპოვნია, მათ შორის დიდი ქვაბები და ბრინჯაოს ჭურჭელი, რაც მოწმობს იმაზე, რომ მიცვალებული მაღალი სტატუსის მქონე პირი, სავარაუდოდ სამეფო ოჯახის წევრი იყო. თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის, მეჰმეტ ნური ერსოის თქმით, სამარხი დაკავშირებულია მეფე გორდიასის, ანუ „ლეგენდარული მიდასის“ ნათესავებთან. მიდასი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მმართველია ფრიგიის ისტორიაში. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მას შეეძლო ოქროდ ექცია ყველაფერი, რასაც…

მეტი...

,,ისევ მავნებელი ლომჯარიას და ასკინკილა ბურჯანაძის კადრებთან ერთად ხომ არ მუშაობთ?” – წულუკიანი ომბუდსმენს

„როცა დაინიშნეთ ამ პოზიციაზე, ჩაატარეთ თუ არა რეორგანიზაცია და ვისთან ერთად მუშაობთ? რატომ გამიჩნდა ეს კითხვა – მადლობა ბევრი რამისთვის, მაგრამ ვერ გავიგე ერთი რამ – თქვენ განაცხადეთ, რომ ციხეებში გადატვირთულობა არისო, მაგრამ არ ახსენეთ ის, რომ სწორედ საანგარიშო პერიოდში, გასულ წელს, გაიხსნა ლაითურის სუპერ თანამედროვე ციხე”, – ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ,,ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თეა წულუკიანმა, სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, რომელმაც პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. ,,ასევე, რომ საუბრობთ მანიფესტანტების უფლებები დაირღვაო, დაჭრილი პოლიციელი ერთხელ მაინც ხომ უნდა ახსენოთ? ასევე, ქალები მოგვისაკლისეთ და ქალის უფლებებიო, მადლობა ამისთვის. მე არ მაქვს…

მეტი...

,,ტრამპი ლოს-ანჯელესში საზღვაო ქვეითებს აგზავნის” – POLITICO

POLITICO-ს ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ დაახლოებით 700 საზღვაო ქვეითს უბრძანა, შეუერთდნენ ეროვნული გვარდიის ძალებს ლოს-ანჯელესში. საზღვაო ქვეითები არ მიიღებენ მონაწილეობას სამართალდამცავ საქმიანობაში, თუ პრეზიდენტი არ გამოიყენებს ამბოხების აქტს, რაც მათ ძალადობის აღკვეთის უფლებას მისცემს. როგორც მედია წერს, არ არის ნათელი, რა როლს შეასრულებენ საზღვაო ქვეითები, მაგრამ ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ისინი, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ ეროვნული გვარდიის ძალებს, რომლებიც სამართალდამცავების დასახმარებლად გაიგზავნა. ლოს-ანჯელესში არეულობა გრძელდება. ათასობით ადამიანი ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის გასაკრიტიკებლად შაბათს ქუჩებში გამოვიდა. მოგვიანებით მიტინგი პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ტრამპმა კვირას ქალაქში ეროვნული გვარდიის შეყვანის ბრძანება გასცა, რამაც…

მეტი...

კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად, წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი დაზიანდა

კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად აფეთქების ტალღამ წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი დააზიანა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. ინფორმაციას კულტურის მინისტრი ნიკოლაი ტოჩიცკი ავრცელებს. „ღამით მტერმა ისევ დაარტყა ჩვენი იდენტობის გულს. დაზიანდა სოფიას ტაძარი კიევში – სიწმინდე, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლოს. აფეთქების ტალღამ ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის მთავარი აფსიდის კარნიზის ნგრევა გამოიწვია. ეს მე-11 საუკუნის ტაძარი მთელი უკრაინის სულია“, – წერს მინისტრი სოციალურ ქსელში. ტაძრის მდგომარეობის შესწავლა და ფიქსაცია სპეციალისტებმა და საგამოძიებო-ოპერატიულმა ჯგუფმა ჩაატარეს. კულტურის სამინისტრო აღნიშნავს, რომ აფეთქებების შედეგად გამოწვეულმა ნებისმიერმა ვიბრაციამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ძეგლის კონსტრუქციის…

მეტი...

ტრაგედია ,,ერთა ლიგის” ფინალის დროს

გერმანიაში, მიუნხენში, ,,ერთა ლიგის” ფინალის დროს, გულშემატკივარი დაიღუპა. ესპანეთისა და პორტუგალიის მატჩის მიმდინარეობისას, მამაკაცი ტრიბუნიდან გადავარდა და მიღებული ტრავმების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციის ცნობით, მამაკაცი შუა იარუსიდან ქვედა იარუსზე გადავარდა, შემდეგ კი ,,ალიანს არენას” მედიაზონის კიბეებზე დაეცა. უეფა-ს განცხადების თანახმად: ,,სამედიცინო ჯგუფის ძალისხმევის მიუხედავად, მამაკაცი, სამწუხაროდ, 00:06 საათზე გარდაიცვალა. ამ რთულ დროს, ჩვენი ფიქრები მისი ახლობლებისკენაა მიმართული”.

მეტი...

,,პუტინი ომის დასრულებას არ ცდილობს” – ბუდრისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კესტუტის ბუდრისი რუსეთის ფედერაციის მიერ კიევსა და ოდესაზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ეხმაურება. „წუხელ რუსეთმა კიდევ ერთხელ განახორციელა ტერორი უკრაინაზე, კიევსა და ოდესაზე დრონებისა და რაკეტების ტალღების გაშვებით. დაბომბეს სამშობიარო განყოფილება და საცხოვრებელი შენობები. დაიღუპნენ და დაიჭრნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. პუტინი და მისი იმპერიული ამბიციები მშვიდობის უდიდეს დაბრკოლებად რჩება. ის ომის დასრულებას არ ცდილობს – ის მხოლოდ მეტ სიკვდილს და ნგრევას ცდილობს“, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე. მისი თქმით, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს და მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს.

მეტი...

მარკო რუბიო მხარდაჭერას უცხადებს ტრამპის მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მხარს უჭერს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას, რომელიც არალეგალი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას ითვალისწინებს. ლოს-ანჯელესში მიმდინარე არეულობის ფონზე რუბიო წერს, რომ თითოეულ ერს აქვს თავდაცვის არათუ უფლება, არამედ ვალდებულება. ,,არცერთი სახელმწიფო არ არის ვალდებული, რომ უცხოელი კრიმინალები შეიფაროს. დაუშვებელია, რომ არალეგალმა კრიმინალებმა შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დანაშაულებრივი ქმედებები განაგრძონ”, – განაცხადა რუბიომ.

მეტი...

აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 15 ივნისს ომანში გაიმართება

ირანის საგარეო საქმეთა პრესსპიკერის, ისმაილ ბაღაის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი კვირას, 15 ივნისს, ომანის დედაქალაქ მასკატში გაიმართება. ირანთან დაკავშირებით, თეთრ სახლში გამართული ღონისძიების დროს, კომენტარი გააკეთა დონალდ ტრამპმაც, რომლის თქმითაც, ისინი ბევრს მუშაობენ ირანთან, რათა შეძლონ შეთანხმების გაფორმება და აღნიშნა, რომ ირანული მხარე კარგი თუმცა, ხისტი მომლაპარაკებელია. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ირანული მხარე ითხოვს ისეთ საკითხებს, რისი გაკეთებაც ვაშინგტონს არ შეუძლია. მისივე თქმით, ირანს ასევე არ სურს, უარი თქვას, ურანის გამდიდრების შესაძლებლობაზე, რასაც ვაშინგტონი ვერ დაუშვებს.

მეტი...

ემანუელ მაკრონი საფრანგეთში ვადამდელ არჩევნებს არ გამორიცხავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქვეყანაში ვადამდელ არჩევნებს არ გამორიცხავს. ნიცაში კონფერენციაზე საუბრისას მაკრონმა პოლიტიკურ პარტიებს ერთად მუშაობისკენ მოუწოდა. „პოლიტიკურმა პარტიებმა, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა, ჩამოაყალიბონ უმრავლესობა ეროვნულ ასამბლეაში უნდა აჩვენონ, რომ შეუძლიათ ერთად მუშაობა, როგორც ჩვენი მეზობლები აკეთებენ. აი, რა არის დემოკრატია ისეთ მომენტებში, როდესაც ქვეყანა დაყოფილია”, – განაცხადა მაკრონმა როგორც მან აღნიშნა, ის აღარ გაიმეორებს იმავე ხრიკს, როგორც ეს შარშან, პარლამენტის დაშლითა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნით გააკეთა, რომლის შედეგებიც მისთვის, არც ისე სახარბიელო აღმოჩნდა.

მეტი...

,,ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები პოკროვის, კურსკისა და სუმის მიმართულებებზე გრძელდება” – ზელენსკი

,,ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები პოკროვის, კურსკისა და სუმის მიმართულებებზე გრძელდება”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ყველაზე სასტიკი, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები პოკროვის მიმართულებაზე გრძელდება, ასევე კურსკის ოპერაციის რაიონებში, ასევე სუმის ოლქის სასაზღვრო ზონაში. რუსული ტაქტიკა ყველგან ერთია – ისინი არ თვლიან დანაკარგებს და ცდილობენ წინსვლას, შტურმით უტევენ ჩვენს უკრაინულ პოზიციებს, რომ აიღონ ერთი მეტრი მაინც. თუმცა, მათი ეს პოტენციალი უსასრულო არ არის, ამიტომ რუსული დანაკარგების გარკვეულმა რაოდენობამ და ჩვენმა აქტივობამ უნდა შეაკავოს და აკავებს რუსების წინსვლას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

,,აშშ-თან დაკავშირებით მარტივი საკითხები არ არსებობს” – სერგეი რიაბკოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ორმხრივი საკითხების განსახილველად კონსულტაციების მესამე რაუნდი ძალიან მალე გაიმართება. „გაღიზიანების გამომწვევ საკითხებზე ორმხრივი კონსულტაციების მესამე რაუნდი ახლოვდება. კონკრეტულ თარიღზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს რაუნდი ძალიან მალე გაიმართება. არსებობს საკითხების მთელი კომპლექსი, ზოგიერთი უფრო რთული და ზოგი – უფრო მარტივი, თუმცა აშშ-სთან დაკავშირებით მარტივი საკითხები, პრინციპში, არ არსებობს“, – აღნიშნა რიაბკოვმა.

მეტი...

ავსტრიის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა. ქალაქ გრაცის პოლიციამ დაადასტურა, რომ თავდამსხმელი დაღუპულებს შორის არის. ადგილობრივი გამოცემა Kronen Zeitung-ის ინფორმაციით, სროლის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა, მათგან ოთხის მდგომარეობა კი მძიმეა. ავსტრიის კანცლერმა, კრისტიან შტოკერმა განაცხადა, რომ ქალაქ გრაცში მდებარე Dreierschützengasse-ის სკოლაში მომხდარი თავდასხმა „ეროვნული ტრაგედიაა, რომელმაც ქვეყანა შეძრა“.

მეტი...

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ქალაქ ქუთაჰიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4.5 მაგნიტუდა შეადგინა. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 13:15 საათზე დაფიქსირდა. ბიძების ეპიცენტრი 7.71 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

მეტი...

პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშს ისმენს

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშს ისმენს. დოკუმენტს პარლამენტის ტრიბუნიდან ომბუდსმენი ლევან იოსელიანი წარადგენს. ყოველწლიური ანგარიში შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა; სიცოცხლის უფლება; წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის პრევენცია; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; სამართლიანი სასამართლოს უფლება; საარჩევნო უფლება; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება; თანასწორობის უფლება; რწმენისა და რელიგიის თავისუფლება; გამოხატვის და ინფორმაციის თავისუფლება; შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება; საკუთრების უფლება; კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება; გარემოს დაცვის უფლება; შრომის უფლება; ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის უფლება;…

მეტი...

,,ღაზის საკითხი აშშ-ს, „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მასშტაბური მოლაპარაკების შუაგულშია” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ირანიც ჩართულია. „ამ დროისთვის ღაზის საკითხი ჩვენ, „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მასშტაბური მოლაპარაკების შუაგულშია და ირანი, რეალურად, ჩართულია. ვნახავთ, რა მოხდება ღაზასთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა, მძევლები დავაბრუნოთ. ეს არის ყველაფერი, რაც შემიძლია, გითხრათ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

მეტი...

,,ევროპა ომზეა ორიენტირებული” – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის კომენტარს გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ევროპამ რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული შეთანხმება უნდა დადოს. „ჯერჯერობით ევროპასთან სამომავლო შეთანხმებებში საერთო ენა არ ჩანს, ევროპა კვლავ ომზეა ორიენტირებული, ევროპა, ასე ვთქვათ, მილიტარისტულ ყოყოჩობაშია ჩართული და საერთო ენის ძიების სურვილის აბსოლუტურად არანაირი სიგნალი არ არსებობს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ის ადამიანები, ვინც ამას ხვდებიან, ადასტურებენ, რომ ადრე თუ გვიან, ევროპაში საერთო უსაფრთხოების არქიტექტურაზე ფიქრი საჭირო გახდება. ამას ვერსად გაექცევი“, – აღნიშნა პესკოვმა.

მეტი...

16 წლის ბიჭმა დედა და 6 წლის და მოკლა

ბელგიაში, ქალაქ ჰასროდში, 16 წლის ბიჭმა დედა და 6 წლის და დანით მოკლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოზარდმა ბრალი უკვე აღიარა. გამოძიების ინფორმაციით, ბიჭი დედას და ექვსი წლის დას დანით დაესხა თავს, შემდეგ მათ ცეცხლი წაუკიდა და სკოლაში წავიდა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მცირეწლოვანი გოგონა ცოცხალი იპოვეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება ორმაგი მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.

მეტი...

„ეს მხოლოდ სიყვარული არ იყო” – მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლის ემოციური მიმართვა

მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე, გვანცა გოროზია სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას აქვეყნებს. „ეს მხოლოდ სიყვარული არ იყო, ეს რაღაც განსაკუთრებული ურთიერთობა იყო, რომელიც არათუ მსგავსი, მიახლოებულიც კი ვერ შევამჩნიე ვერსად… ყველა წყვილს ვაკვირდები, თუმცა ის ზრუნვა, სიყვარული და ერთგულება ვერსად დავინახე… უშენობა ჯოჯოხეთია. მე შენ მიყვარხარ ცამდე… უსასრულოდ“, – წერს გვანცა. ცნობისთვის, 14 მაისის ღამეს, თბილისში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მტკვარში გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა. ორი მგზავრის ცხედარი მეორე დღეს იპოვეს. 10-დღიანი ძებნის შემდეგ, 24 მაისს, მტკვარში, ავარიის შედეგად გადავარდნილი მანქანის კიდევ ერთი მგზავრის,…

მეტი...

11 ივნისს ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 11-12 ივნისს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვევა. 11 ივნისს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ქართველ კოლეგას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს. ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებები შედგება ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართება. გაფორმდება შეთანხმებები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, კულტურისა და ინოვაციების, ასევე სპორტის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ დაგეგმილია ირაკლი კობახიძის და ვიქტორ ორბანის ერთობლივი პრესკონფერენცია. უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკთან და უნგრეთის ეროვნული…

მეტი...

ავსტრიის ერთ-ერთ სკოლაში სროლა მოხდა – არის მსხვერპლი

ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქ გრაცში მდებარე Dreierschützengasse-ის სკოლაში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ადგილობრივი გამოცემა Kronen Zeitung-ის ინფორმაციით, სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ORF-ი აცხადებს, რომ თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. თვითმხილველების თქმით, მათ 20-მდე გასროლის ხმა გაიგეს. შემთხვევის ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

მეტი...