გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა სირაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დატოვა. შს სამინისტროს ვებ-გვერდზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლევან მაისურაძეა მითითებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ვაჟა სირაძე 2019 წელს დაინიშნა.
მეტი...დღე: ივნისი 9, 2025
ტრამპის განცხადებით, კალიფორნიის გუბერნატორის დაპატიმრებას მხარს უჭერს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კალიფორნიის გუბერნატორის დაპატიმრებას მხარს უჭერს. შაბათს, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ე.წ. საზღვრის მეფე, ტომ ჰომენი ლოს-ანჯელესში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე კალიფორნიის გუბერნატორს, გევინ ნიუსომსა და ლოს-ანჯელესის მერს, კარენ ბასს დაპატიმრებით დაემუქრა. „ტომის ადგილას მე ამას გავაკეთებდი. ეს შესანიშნავია. გევინს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს, მაგრამ ვფიქრობ, ეს შესანიშნავი იქნებოდა“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას ნიუსომი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „იმედი ჰქონდა, ვერასდროს ნახავდა იმ დღეს, როცა აშშ-ის პრეზიდენტი მოქმედი გუბერნატორის დაკავებას მოითხოვდა“.
მეტი...იშვიათი წიგნების მოპარვაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდეს
600 000 ევროზე მეტი ღირებულების იშვიათი წიგნების მოპარვაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს ვილნიუსის სასამართლომ 3 წლითა და 4 თვით პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. კაცმა ვილნიუსის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან 2023 წელს 17 იშვიათი წიგნი მოიპარა – ისინი მე-19 საუკუნეში გამოიცა. მოპარულ წიგნებს შორის რუსული მწერლების ნაშრომებია. ბრალდებულმა სასამართლოზე დანაშაული აღიარა და აღნიშნა, რომ მას რუსეთიდან უცხო პირი დაუკავშირდა, რომელიც გარკვეული წიგნებით იყო დაინტერესებული, რაშიც საქართველოს მოქალაქეს 30 000 დოლარი გადაუხადა კრიპტო ვალუტის სახით.
მეტი...“შესაძლოა, რუსეთმა ნატო-ს წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს”- რუტე
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთმა ნატო-ს წინააღმდეგ სამხედრო ძალა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გამოიყენოს. „რაც შეეხება საბრძოლო მასალას, რუსეთი სამ თვეში აწარმოებს იმას, რასაც მთელი ნატო ერთი წლის განმავლობაში. სავარაუდოდ, მისი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა მხოლოდ წელს 1500 ტანკს, 3000 ჯავშანმანქანასა და 200 „ისკანდერის“ ტიპის რაკეტას აწარმოებს. შესაძლოა, რუსეთი ნატო-ს წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად მზად ხუთი წლის განმავლობაში იყოს“, – განაცხადა მარკ რუტემ.
მეტი...იტალიაში რეფერენდუმი დაბალი აქტივობის გამო ჩავარდა
იტალიაში მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივების შესახებ რეფერენდუმი დაბალი აქტივობის გამო ჩავარდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ბოლო ორი დღის განმავლობაში მიმდინარე რეფერენდუმში, რომელიც იტალიის მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მისაღებად საჭირო ქვეყანაში ცხოვრების პერიოდის 10-დან 5 წლამდე შემცირებასა და სამუშაო რეფორმებს ითვალისწინებდა, ხმა ამომრჩეველთა მხოლოდ 30%-მა მისცა. რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით ოპოზიციურმა მემარცხენე, ცენტრისტულმა პარტიებმა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და პროფკავშირებმა 4,5 მილიონზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს. იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ და ქვეყნის მთავრობამ მხარდამჭერებს მოუწოდეს, რომ რეფერენდუმისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინათ. „ეს მემარცხენეებისა და ოპოზიციის მარცხია, რომლებსაც სურდათ რეფერენდუმის დახმარებით მთავრობაზე თავდასხმა განეხორციელებინათ. ეს არ გამოვიდა, მთავრობა…
მეტი...“ეროვნული გვარდიის გაგზავნის გარეშე ლოს-ანჯელესი მთლიანად განადგურდებოდა“- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ეროვნული გვარდიის გაგზავნის გარეშე ლოს-ანჯელესი მთლიანად განადგურდებოდა. „ჩვენ შესანიშნავი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც კალიფორნიაში ძალადობრივი და პროვოცირებული არეულობების მოსაგვარებლად ეროვნული გვარდია გავგზავნეთ. ამის გარეშე, ლოს-ანჯელესი მთლიანად განადგურდებოდა“ – აცხადებს დონალდ ტრამპი. მისი თქმით, კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი და ლოს-ანჯელესის მერი, კარენ ბასი მას მადლობას უნდა უხდიდნენ. „ნაცვლად ამისა, ისინი კალიფორნიელ და ამერიკელ ხალხს ატყუებენ და ამბობენ, რომ ჩვენ მათ არ ვჭირდებოდით და რომ ეს „მშვიდობიანი საპროტესტო აქციებია“. ძალადობისა და ნგრევის ამსახველი ფოტოებისა და ვიდეოების ერთი ნახვითაც კი ყველაფერს გაიგებთ, რაც საჭიროა. ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად…
მეტი...“უპატრონოდ ძაღლის მიგდება იქნება დასჯადი“- მდინარაძე
“მივიღებთ მარეგულირებელ კანონს, რომლის მიხედვითაც გაადვილდება ძაღლის მეპატრონის მიკვლევადობა – ვცდილობთ, რომ შევქმნათ ისეთი კანონი, რომლის მიხედვითაც მარტივად ცხოველის გარეთ დატოვება იქნება შეუძლებელი”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძე ამბობს, რომ ძაღლის „უპატრონოდ მიგდება“ მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმით იქნება დასჯადი. „საქართველოს მასშტაბით უპატრონო ძაღლების რაოდენობა მერყეობს 300 000-დან 350 000-მდე. ჩვენ ვიწყებთ სახელმწიფო პროგრამას, ამ ცხოველების შესაბამის ბაზებში შეყვანას და იმ პროცედურების დაცვას და აღსრულებას, რაც უპატრონო ძაღლების გამრავლების პრევენციას მოახდენს. ასევე, ამ მიმართულებით ავამუშავებთ ელექტრონულ პროგრამას და მივიღებთ მარეგულირებელ კანონს, რომლის მიხედვითაც გაუადვილდება ძაღლის მეპატრონის მიკვლევადობა. ჩვენ ვცდილობთ,…
მეტი...“ეს ვერსია მომწონს, სუს-ის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს”- მდინარაძე ბაჩიაშვილს პასუხობს
“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდებას უპასუხა. მისი თქმით, ბაჩიაშვილის განცხადება სუს-ის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს. მდინარაძის განცხადებით, ასეთი ოპერაციები ფილმებში გვინახავს, შესაბამისად, ბაჩიაშვილის ვერსია მას ძალიან მოსწონს. “მე ყველას ძალიან გთხოვთ, არ უარყოთ ეს ვერსია თუ შეიძლება, ეს სუს-ის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს. ამ ვერსიის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია და ამის შედეგად საქართველოს მსჯავრდებული წამოიყვანა სხვა ქვეყნიდან. ასეთი ოპერაციების შესახებ კინოებში გვინახავს, გაგვიგია და დიდი ინტერესით გვიყურებია, ამიტომ, მოდით, არ უარვყოთ ეს ვერსია და არ ვთქვათ, რომ ეს ასე არ იყო. კიდევ უფრო სერიოზულად…
მეტი...“საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა”- ვისთვის მკაცრდება კანონი?!
“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. მამუკა მდინარაძის თქმითვე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ასევე ჩაემატება ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე. “არსებული გამწვევების ადეკვატურად, გვინდა, წარმოგიდგინოთ საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ინიციატივა – საერთაშორისო დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გულისხმობს შემდეგს: სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ასევე ჩაემატება ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.…
მეტი...“რუსეთი მზადაა დიპლომატიური ზომებისთვის”- ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად იქნება, განაახლოს მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ, როდესაც დისკუსია თანაბარ პირობებში წარიმართება. ლავროვის განმარტებით, რუსეთი აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან უფრო ნორმალურ ურთიერთობაშია, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაციასთან იყო. ლავროვმა ასევე თქვა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ამერიკელი მრჩევლების დიდი რაოდენობა ზის. „უკრაინაში სპეცოპერაცია გაგრძელდება, თუმცა პარალელურად რუსეთი მზადაა დიპლომატიური ზომებისთვის. ადგილზე მიღწეული სპეცოპერაციის შედეგები ერთ დღეს სამართლებრივი დოკუმენტების სახით გაფორმდება“ – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მეტი...“არ უნდა ჰქონდეთ ილუზიები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით“ – ელჩი
გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ ელის პასუხს კითხვაზე „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული FARA-ს იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „დამპირდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მოეპყრობიან საქართველოს „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ფარგლებში საქართველოში მოქმედ 13 გერმანულ ორგანიზაციას, რომლებიც დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური ბიუჯეტიდან, საქართველო-გერმანიის ორმხრივი ხელშეკრულებების საგანია და აუცილებელია ჩვენი ფართო და ღრმა გერმანულ-ქართული კავშირების პრაქტიკული განხორციელებისთვის“ – აცხადებს ელჩი ფიშერი. გერმანიის ელჩი ამბობს, რომ რაჟდენ კუპრაშვილთან შეხვედრაზე ისაუბრეს ევროკავშირთან და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებითაც. „გავიხსენე ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის უარყოფითი მოსაზრება „უცხოელი აგენტების“ ტიპის…
მეტი...“მშვიდობის შესანარჩუნებლად უნდა ვემზადოთ ომისთვის”- მარკ რუტე
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ მშვიდობის შესანარჩუნებლად ომისთვის უნდა მოემზადონ. მისი თქმით, ნატო უნდა გახდეს უფრო ძლიერი და ლეტალური. როგორც მან განაცხადა, ის ელოდება, რომ ჰააგის სამიტზე ლიდერები თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდაზე შეთანხმდებიან. „ისტორიამ გვასწავლა, რომ მშვიდობის შესანარჩუნებლად უნდა ვემზადოთ ომისთვის. სასურველის რეალობად აღქმა მშვიდობას არ უზრუნველყოფს. საფრთხეს ვერ უგულებელვყოფთ, იმედი არ არის სტრატეგია. ნატო უნდა გახდეს უფრო ძლიერი და უფრო ლეტალური ალიანსი. უფრო ძლიერი ნატო ნიშნავს ჩვენს თავდაცვაზე მეტ ხარჯვას. ყველა მოკავშირე მიმდინარე წელს მიაღწევს თავდაპირველ სამიზნეს – თავდაცვის ხარჯების მშპ-ს ორ პროცენტამდე გაზრდას. ეს იყო…
მეტი...ისრაელმა აშშ-სგან მიღებული Patriot-ის სისტემები უკრაინას გადასცა
ისრაელმა აშშ-სგან მიღებული Patriot-ის სისტემები უკრაინას გადასცა. ამის შესახებ უკრაინაში ისრაელის ელჩმა, მაიკლ ბროდსკიმ განაცხადა. „არსებობს სისტემა, რომელიც უკრაინაში ძალიან კარგად არის ცნობილი, Patriot-ის სისტემა, რომელმაც 90-იანი წლების დასაწყისში გადაგვარჩინა, როდესაც სპარსეთის ყურეში პირველი ომი იყო. მაშინ ჩვენ აშშ-სგან Patriot-ის სისტემები მივიღეთ. სხვათა შორის, ეს სისტემები ახლა უკრაინაშია. ჩვენ შევთანხმდით მათ უკრაინისთვის გადაცემაზე. სამწუხაროდ, ამაზე ბევრი არაფერი თქმულა. მაგრამ როდესაც ამბობენ, რომ ისრაელმა უკრაინას სამხედრო დახმარება არ გაუწია, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“ – განაცხადა უკრაინაში ისრაელის ელჩმა. ელჩი ამბობს, რომ ისრაელს აშშ-თან მჭიდრო კავშირები აქვს.
მეტი...,,რუსეთი უკრაინაში ფრონტის ხაზზე გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება” – მედია
რუსეთი უკრაინაში ფრონტის ხაზზე გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება. The Economist-ის მტკიცებით, რუსეთის ჯარს დონეცკის ოლქზე სრული კონტროლის დამყარება სურს, რუსეთის ზაფხულის ფართომასშტაბიანი შეტევის მთავარი მიზანი ქალაქ პოკროვსკის ხელში ჩაგდებაა. მედიის ცნობით, რთული ვითარებაა უკრაინის სუმის ოლქში, სადაც რუსეთმა 50 ათას სამხედროს თავი მოუყარა. გამოცემა წერს, რომ რუსული ფართომასშტაბიანი შეტევის მიზანი ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონის შექმნაა.
მეტი...კალიფორნიის გუბერნატორი ტრამპს ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის შეყვანის გამო სასამართლოში უჩივის
კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა განაცხადა, რომ მისი შტატი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სასამართლოში უჩივის, რადგან თეთრის სახლის ლიდერმა ლოს-ანჯელესში პროტესტების ჩასახშობად ეროვნული გვარდიის ნაწილები შეიყვანა. „ეს არის ის, რაც დონალდ ტრამპს სურდა. მან დაანთო ცეცხლი და ეროვნული გვარდიის უკანონო ფედერალიზაცია მოახდინა. მის მიერ ხელმოწერილი ბრძანება არა მხოლოდ კალიფორნიაზე ვრცელდება. ეს მას უფლებას მისცემს ნებისმიერ შტატში შევიდეს და იგივე ჩაიდინოს. ჩვენ მას სასამართლოში ვუჩივით“, – დაწერა ნიუსომმა X-ზე.
მეტი...,,დღეს დაიწყო ტყვეთა გაცვლა, რომელიც უახლოეს დღეებში გაგრძელდება” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ტყვეების გაცვლის პროცესი დაწყებულია. ტყვეების გაცვლა კიევსა და მოსკოვს შორის რამდენიმე ეტაპად უახლოეს დღეებში გაგრძელდება. სამხედრო ტყვეების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, რომ, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გათავისუფლებული უკრაინელების რაოდენობასთან დაკავშირებით საბოლოო მონაცემებს მოგვიანებით გამოაქვეყნებენ. „ჩვენები სახლში არიან, უკრაინელები სახლში ბრუნდებიან რუსეთის ტყვეობიდან. დღეს დაიწყო გაცვლა, რომელიც რამდენიმე ეტაპად უახლოეს დღეებში გაგრძელდება. ახლა დაბრუნებულთა კატეგორიებს შორის არიან დაჭრილები და მძიმედ დაჭრილები, ასევე 25 წელზე ნაკლები ასაკის პირები. პროცესი საკმაოდ რთულია, მრავალი სენსიტიური დეტალია, მოლაპარაკებები ფაქტობრივად ყოველდღე გრძელდება. ვიმედოვნებთ, რომ სტამბოლის შეხვედრის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები ჰუმანიტარულ საკითხებზე…
მეტი...,,ბორტზე, რითაც საქართველოში ჩამომიყვანეს, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა” – გიორგი ბაჩიაშვილი
,,თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ბორტზე, რითაც ის საქართველოში ჩამოიყვანეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა. აღნიშნული განცხადება მან სასამართლო პროცესზე გააკეთა. როგორც ბაჩიაშვილმა განმარტა, ის ძალით და უკანონოდ ჩამოიყვანეს საქართველოში. საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე პროცესი დაიწყო
მეტი...,,რუსებს ნატო-ზე თავდასხმა არ შეუძლიათ” – ორბანი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, რუსეთიდან ნატო-ს ქვეყნებისთვის რეალურ სამხედრო საფრთხეს ვერ ხედავს. „რუსები ამისთვის სუსტები არიან. ისინი უკრაინასაც კი ვერ ამარცხებენ, ამიტომ ნატო-ზე თავდასხმა რეალურად არ შეუძლიათ“, – აღნიშნა ორბანმა. მისი თქმით, უკრაინა ომს აგებს და მისი დასრულების რეალური მოლაპარაკებები რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გაიმართება. „ვერც ევროპა და ვერც უკრაინა ვერ შეძლებენ რუსეთთან შეთანხმების მიღწევას. უკრაინა – იმიტომ, რომ ის ომს წააგებს და ევროპა – იმიტომ, რომ ის ზედმეტად არის ჩართული ამაში. ეს უნდა იყოს შეთანხმება რუსებსა და ამერიკელებს შორის“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
მეტი...საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე პროცესი დაიწყო
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულის, ,,თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება მსჯავრდებული ბაჩიაშვილიც. ის დღევანდელ სხდომაზე განცხადების გაკეთებას აპირებს. შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება დაუსწრებლად, მას შემდეგ წარუდგინა, რაც მან ქვეყანა ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებლის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე განაჩენის გამოტანამდე დატოვა.
მეტი...ახალი დეტალები ხაშურში მომხდარ ტრაგედიაზე
ხაშურში, მომხდარ ტრაგედიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ქალი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, ექიმები ყველა ძალას ხმარობენ მის გადასარჩენად. ხაშურის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ჩიქოვანი ჯერჯერობით ვერ საუბრობს რამ გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება. როგორც მეზობლები ამბობდნენ, დედა- შვილს შესაძლოა ჰქონდეს ნაჭამი აჯაფსანდალი და ძეხვი, ამიტომ გამოითქვა ეჭვი, რომ შესაძლოა ბოტულიზმი ყოფილიყო ბავშვის გარდაცვალების მიზეზი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დედის კუჭიდან ზონდით ამოღებულ მასაში არ აღმოჩნდა ბოტულიზმის კვალი. შეგახსენებთ, ხაშურში გარდაცვლილი ნახეს მოზარდი, დედა კი კომატოზურ მდგომარეობაში. შსს ცნობით, დაღუპულია 9 წლის ასაკის ბიჭი. დედა კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მეტი...რა თქვა შონ ო’მალიმ მერაბ დვალიშვილზე მას შემდეგ, რაც „მანქანამ“ დაამარცხა
8 ივნისს, ნიუ ჯერსიში, UFC 316-ზე, სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ო’მალის დაუპირისპირდა და მესამე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. ცნობისთვის, მებრძოლებს შორის პირველი დაპირისპირება 2024 წლის 15 სექტემბერს გაიმართა და აღნიშნული ბრძოლაც მერაბის გამარჯვებით დასრულდა. დვალიშვილი ბოლოს 2018 წელს დამარცხდა. შონ ო’მალიმ ბრძოლის შემდეგ მერაბს „უძლიერესი“ უწოდა. „ის უძლიერესია, შეუდარებელი მებრძოლია“, – თქვა მებრძოლმა მეტოქის შეფასებისას.
მეტი...,,საკუთარ თავს რეპუტაციული ზიანი თავად მივაყენე” – მასკი
აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ყველაზე მეტი რეპუტაციული ზიანი საკუთარ თავს მან თავად მიაყენა. „შემაშფოთებელია, ჩემი რეპუტაციის წინააღმდეგ რამდენი ძალისხმევა იყო ჩადებული, განსაკუთრებით ჩემს მიერ“, – წერს მასკი.
მეტი...,,რუსეთი ყველაფერს აკეთებს უკრაინიდან მომდინარე ტერორისტული საფრთხის ჩასახშობად” – ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს უკრაინიდან მომავალი ტერორისტული საფრთხის რისკის ზრდის ჩასახშობად და რუსეთის მოქალაქეების დასაცავად, თუმცა კიევის ტერორისტული აქტივობის ფონზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის სიფხიზლის გაზრდა. „კიევის მიერ ეს ტერორისტული მეთოდები ამა თუ იმ ფორმით, არა ისეთი შიშველი სახით, როგორც ბრიანსკის და კურსკის ოლქებში, თავიდანვე ხორციელდებოდა. რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც ადრე მოსახლეობის სიფხიზლის გაზრდას ვუწოდებდით“, – აღნიშნა ლავროვმა. მისი თქმით, არსებობს ტერორისტული საფრთხის გაზრდის რისკები.
მეტი...,,შექმნილია სამუშაო ჯგუფი ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტთან” – შალვა პაპუაშვილი
,,შექმნილია სამუშაო ჯგუფი ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტთან, თუმცა ჯერჯერობით არავინ გამოხატა სურვილი, რომ იყოს შემადგენლობაში. ეს განპირობებულია ამ სამი ქვეყნის პარლამენტის არამეგობრული პოლიტიკით ქართველი ხალხის მიმართ”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე. „როგორც იცით, ჩვენ პარლამენტის დადგენილებით შევქმენით სამუშაო ჯგუფები. მათ შორის შექმნილია სამუშაო ჯგუფი ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტთან, თუმცა ჯერჯერობით არავინ გამოხატა სურვილი, რომ იყოს შემადგენლობაში. რა თქმა უნდა, ეს განპირობებულია ამ სამი ქვეყნის პარლამენტის არამეგობრული პოლიტიკით ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტები დაუბრუნდებიან ქართველი ხალხის მიმართ…
მეტი...ინფრასტრუქტურის სამინისტროში პროექტების ზედამხედველობის დეპარტამენტი შეიქმნა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტი შეიქმნა. უწყების ინფორმაციით, ახალი დეპარტამენტი ზედამხედველობას გაუწევს სამინისტროს სისტემაში და მართვაში არსებული უწყებების მიერ განსახორციელებელ პროექტებს. „დეპარტამენტის ფუნქცია იქნება, ასევე პროექტების კოორდინაცია და ხელშეწყობა, მათი მიმდინარეობის პროცესის ზედამხედველობა და შესრულების პროგრესის მონიტორინგი, პროექტების განხორციელების ყველა ეტაპზე. ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტი მონაწილეობას მიიღებს ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული ინიციატივებისა და გეგმების შეფასებაში, განხილვასა და შემუშავებაში; პროექტების სრულყოფისა და განვითარების ღონისძიებებში. ასევე შეისწავლის და გააანალიზებს, მათ შორის ადგილზე მონიტორინგით, პროექტების განხორციელებისა და ცალკეული სამუშაოების შესრულების მდგომარეობას, მოამზადებს შესაბამის ანგარიშებს, წინადადებებსა და რეკომენდაციებს“, – აღნიშნულია…
მეტი...,,გრენლანდია დაპყრობის ობიექტი არ არის” – ემანუელ მაკრონი
,,გრენლანდია დაპყრობის ობიექტი არ არის და არც ანტარქტიკა არ იყიდება”, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ოკეანეების დაცვისადმი მიძღვნილ გაეროს კონფერენციაზე განაცხადა. „ოკეანეებისთვის ბრძოლის მოსაგებად, ჩვენ გვჭირდება მრავალმხრივი თანამშრომლობის აღორძინება“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა. საფრანგეთის პრეზიდენტი 15 ივნისს დანიის ავტონომიურ ტერიტორიას ეწვევა, სადაც გრენლანდიის პრემიერ-მინისტრ იენს-ფრედერიკ ნილსენთან და დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან ჩრდილო-ატლანტიკური და არქტიკული უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს.
მეტი...,,თავი სამართალდამრღვევად არ მიმაჩნია, იმიტომ, რომ სტიკერის გაკვრა დანაშაული არ არის!” – მზია ამაღლობელი
,,თავი სამართალდამრღვევად არ მიმაჩნია, იმიტომ, რომ სტიკერის გაკვრა დანაშაული არ არის!”, – ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სხდომა მიმდინარეობს. „არ ვიცი სამართალში პრაქტიკაში როგორაა, მაგრამ ერთ შემთხვევაზე, სტიკერის გაკვრაზე, მეორედ რომ მასამართლებენ, ეს უსამართლოდ მიმაჩნია და მინდა იცოდეთ. შეურაცხმყოფლად მიმაჩნია ასევე ის, რომ იერსახის დამახინჯებას მედავებიან. იმ ქალაქში, სადაც ვცხოვრობდი, ბათუმში, ადმინისტრაციაში ჩემი ხელმოწერით არაერთი განცხადებაა შეტანილი და ნებართვაც მაქვს მოპოვებული, როცა ვიცოდი, რომ რაღაცისთვის ნებართვის მოპოვება მჭირდებოდა. არ მიმაჩნია სამართალდამრღვევად თავი, იმიტომ, რომ სტიკერის გაკვრა დანაშაული არ არის და…
მეტი...აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ჯინჭარაძე წარადგინეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, გიორგი ჯინჭარაძე წარადგინა. „გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, რომელსაც მანამდე ჩვენს სტრუქტურებში რამდენიმე წლის განმავლობაში უმუშავია, წარდგენილია მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად. ამას საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება სჭირდება. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და მივმართეთ საქართველოს მთავრობას, რომ მოგვცეს თანხმობა მის დანიშვნაზე. თანხმობის შემდეგ, გიორგი ჯინჭარაძე წარმოადგენს პროგრამას, მთავრობის ახალ შემადგენლობას, შემდეგ ჩვეულებრივი პროცესია- განხილვები კომიტეტებში და ბოლოს, პლენარული სხდომა, სადაც მთავრობა დამტკიცდება. პლენარული სხდომა 10 დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს“, – განაცხადა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ,…
მეტი...ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს ტედი რინერი ჩაეხსნა
13-20 ივნისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. აღნიშნულ ტურნირზე საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში რეგისტრირებული იყო ძიუდოს ლეგენდა ტედი რინერი. თუმცა ფრანგმა ვეტერანმა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობაზე უარი თქვა. გავრცელებული ინფორმაციით, რინერმა ახლახან იდაყვის ოპერაცია გაიკეთა და მისთვის ოპტიმალურ ფორმაში ყოფნა მსოფლიო პირველობამდე პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. ამ დროისთვის საფრანგეთის ნაკრებს ტედი რინერის ნაცვლად განაცხადში ახალი სპორტსმენი ჯერ არ დაუმატებია. საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა: ვაჟები: 60 კგ — ლუკა მხეიძე, რომენ-ვალადიე პიკარი 66 კგ — დაიკი ბუბა, ვალიდ ხიარი 73 კგ — ჟან-ბენჟამინ გაბა 81 კგ — არნო არეგბა 90 კგ — მაქსიმ-გაელ…
მეტი...თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ვაშაძის საქმეზე პირველი არსებითი სხდომა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის საქმეზე პირველი არსებითი სხდომა მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ეხება. დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ. ცნობისთვის, გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, მას ბრალი წაუყენეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების…
მეტი...,,უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსეთის შეტევის ერთ-ერთი მიზანი ბუფერული ზონის შექმნაა” – პესკოვი
კრემლის პრესმდივანის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსეთის შეტევის ერთ-ერთი მიზანი ბუფერული ზონის შექმნაა. მას ჰკითხეს, აწარმოებს თუ არა რუსეთი დნეპროპეტროვსკის ოლქში შეტევას ვლადიმერ პუტინის მიერ დაპირებული ბუფერული ზონის შესაქმნელად. „მათ შორის, რა თქმა უნდა“, – უპასუხა პესკოვმა და ჟურნალისტი მეტი დეტალისთვის თავდაცვის სამინისტროში გადაამისამართა.
მეტი...მსოფლიოში ყველაზე პოპულარული TikToker-ი დააკავეს
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული TikToker-ი, ხაბი ლამე გასულ კვირას აშშ-ში დააკავეს. უცხოური მედის ცნობით, იტალიელ ინფლუენსერს 30 აპრილს აშშ-ში შესვლის შემდეგ გარკვეული პრობლემები შეექმნა. „აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურმა 6 ივნისს, ნევადის შტატის ქალაქ ლას-ვეგასში, ჰარი რიდის საერთაშორისო აეროპორტში, იმიგრაციის წესების დარღვევისთვის დააკავა 25 წლის სერინგე ხაბანე ლამე, იტალიის მოქალაქე“, – განაცხადა პრესსპიკერმა. ის დიდხანს არ დაუკავებიათ. 6 ივნისს მას ნებაყოფლობითი გამგზავრების უფლება მისცეს და აშშ დატოვა. მან მეორე დღეს TikTok-ზე მიმართვა გააზიარა, თუმცა ინციდენტზე საჯაროდ არ უსაუბრია. ცნობისთვის, ხაბი ლამე სოციალურ ქსელში პოპულარული პანდემიის დროს გახდა. „პანდემიის დროს დავიწყე აქტიურობა,…
მეტი...,,ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც” – შალვა პაპუაშვილი
,,ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც. ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს ადამიანებს და შენობებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. „სახელმწიფო არსებობს იმისთვის, რომ მოქალაქეები, ხალხი, ადამიანები მათი უფლებების, ქონების, ღირსების დამრღვევი მოძალადეებისგან დაიცვას. როდესაც ძალადობის აღმკვეთ პოლიციას ან სასამართლოს ებრძვი, ამით ძალადობის მხარეს დგები. ძალადობისგან გამიჯვნა ის მინიმუმია, რომელიც ცივილიზებულმა საზოგადოებამ უნდა შეძლოს, თუმცა, ნაცვლად გამიჯვნისა, ვხედავთ, რომ ბრიუსელი და ზოგიერთი ევროპული მთავრობის წარმომადგენელი მხარს უჭერს, აქეზებს და აფინანსებს ექსტრემიზმს საქართველოში.…
მეტი...ტრამპის განკარგულება, რომელიც 12 ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლას კრძალავს, დღეიდან ამოქმედდა
დონალდ ტრამპის განკარგულება, რომელიც 12 ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლას კრძალავს, დღეიდან ძალაში შევიდა. თეთრი სახლის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ეროვნული უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით მოხდა. ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებსაც აეკრძალათ აშშ-ში შესვლა, ესენია: ავღანეთი, მიანმა, ჩადი, კონგოს რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეა, ერიტრეა, ჰაიტი, ირანი, ლიბია, სომალი, სუდანი და იემენი. დამატებით კიდევ შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს დაუწესდათ ნაწილობრივი სამგზავრო შეზღუდვები. ეს ქვეყნებია: ბურუნდი, კუბა, ლაოსი, სიერა ლეონე, ტოგო, თურქმენეთი და ვენესუელა. მათი მოქალაქეები ვერ მიიღებენ ტურისტულ და სტუდენტურ ვიზებს, თუმცა შენარჩუნებული აქვთ სამუშაო ვიზის ან ამერიკელ ნათესავებთან შეერთების მიზნით ვიზის მიღების უფლება. დონალდ ტრამპი იმ…
მეტი...ქუთაისში მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ,,ბაბუ გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მოტოციკლი დაეჯახა, შემთხვევიდან დაზღვეული არავინ არის, თუმცა გაქცევა ნამდვილად არ არის სწორი და ადამიანური საქციელი”, – ამბობს თვითმხილველი ,,ინფო იმერეთთან”. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.
მეტი...,,დარწმუნებულები ვართ, უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება” – ესტონეთის პრეზიდენტი
,,უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, დარწმუნებულები ვართ, გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება”, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა. „აღსანიშნავია, რომ ჩვენ, ესტონეთში, ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბარი ჯერ კიდევ მაშინ დავიწყეთ, როდესაც რუსული ჯარები ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ყველას არ სჯეროდა, რომ ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ნატო-ს წევრები გახდებოდნენ. მაგრამ აი, ჩვენ აქ ვართ – ნატო-ს წევრები და მოკავშირეები“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა, როდესაც მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თვლის თუ არა ის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რეალისტურად იმ ფონზე, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირდაპირ თქვა, რომ უკრაინას ნატო-ში ვერ ხედავს. მისი თქმით,…
მეტი...