კიდევ ერთი თავდასხმა ხარკოვზე – დაღუპულია ერთი ადამიანი

რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელეს. მედიის ინფორმაციით, რუსებმა თავდასხმისთვის ოთხი მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენეს. ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. არსებული მონაცემებით, შევჩენკოვის რაიონზე რუსული თავდასხმის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი დარტყმა ბავშვთა რკინიგზაზე მოხდა. თავდასხმის ადგილის მახლობლად ქალაქის მცხოვრებლებისთვის ცენტრალური დასასვენებელი პარკია, სადაც ხალხი იმყოფებოდა.

მეტი...

“მორიგი სასტიკი მკვლელობა, რუსეთი დაუსჯელობას გრძნობს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ ხარკოვზე თავდასხმას ეხმაურება. ზელენსკი ამბობს, რომ დარტყმის შედეგად 40-ზე მეტი დაჭრილია, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მომხდარს მან, ტერორიზმი უწოდა. “ამ მომენტისთვის ხარკოვში 40-ზე მეტი დაჭრილისა და ერთი გარდაცვლილი ადამიანის შესახებაა ცნობილი რუსული ავიაბომბების დარტყმის შედეგად. მორიგი სასტიკი მკვლელობა. ავიაბომბები სამოქალაქო პირებზე ქალაქში – გვერდით საბავშვო რკინიგზაცაა. ამას არავითარი სამხედრო აზრი არ აქვს. სუფთა ტერორიზმი. და ეს ფართომასშტაბიანი ომის სამ წელზე მეტია გრძელდება. ამის იგნორირება არ შეიძლება. არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა. და ეს რაღაც თამაში არ არის. ყოველდღე ვკარგავთ ჩვენს ხალხს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი…

მეტი...

“თუ მასკი დემოკრატ კანდიდატებს დააფინანსებს, სერიოზულ პრობლემებს წააწყდება”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ილონ მასკი სერიოზულ პრობლემებს წააწყდება, თუ დემოკრატ კანდიდატებს დააფინანსებს.  აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის შედეგები მოჰყვება მსგავს ქმედებას. „მას ძალიან მძიმე შედეგების გადახდა მოუწევს, თუ ამას გააკეთებს”, – აღნიშნა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მას არ სურს მასკთან ურთიერთობის აღდგენა მას შემდეგ, რაც მათ შორის დაპირისპირება ამ კვირის დასაწყისში საჯაროდ გახდა ცნობილი. ტრამპმა მასკი „პრეზიდენტის თანამდებობისადმი უპატივცემულობაში“ დაადანაშაულა.

მეტი...

„ირანმა მოიპოვა ისრაელის მთავრობასთან დაკავშირებული ინფორმაცია,რაც ბირთვულ ობიექტებს ეხება“- მედია

ირანის სადაზვერვო სამსახურმა მოიპოვა ისრაელის მთავრობასთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტები, რომელთა ნაწილი ისრაელის ბირთვულ ობიექტებს ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტების მოპოვების ოპერაცია გარკვეული დროის წინ ჩატარდა. ანგარიშის თანახმად, მონაცემთა შეგროვება საიდუმლო ოპერაციის დროს მოხდა და მოიცავდა უზარმაზარ მასალას, მათ შორის დოკუმენტებს, ფოტოებსა და ვიდეოებს.  

მეტი...

“მასკის მხრიდან აშშ-ის პრეზიდენტზე თავდასხმა დიდი შეცდომა იყო”- ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული, შეძლებს თუ არა ილონ მასკი დონალდ ტრამპის კეთილგანწყობის დაბრუნებას. მისი თქმით, მასკის მხრიდან აშშ-ის პრეზიდენტზე თავდასხმა „დიდი შეცდომა“ იყო. „მე ყოველთვის პრეზიდენტის ერთგული ვიქნები და იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ილონიც დაუბრუნდება. შესაძლოა, ეს ახლა შეუძლებელია, რადგან ის ძალიან ფეთქებადი გახდა. ის და პრეზიდენტი რაიმე სისხლისმღვრელ დაპირისპირებაში თუ იქნებიან, რაც მთავარია, ეს ქვეყნისთვის ცუდი იქნება, მაგრამ არა მგონია, ეს ილონისთვისაც კარგი იყოს” – განაცხადა ჯეიმს დევიდ ვენსმა.  

მეტი...

ღაზაზე ისრაელის თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა

ქალაქ ღაზაზე ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაშავდა. არაბული მედია წერს, რომ ადგილზე რაკეტა ჩამოვარდა, რომლის სამიზნე მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა იყო, თუმცა თვითმხილველებისა და მედიის ცნობით, აფეთქებამ ახლომდებარე რამდენიმე სხვა სახლი დააზიანა. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის ძალებმა ქალაქ რაფაჰის მახლობლად, ალ-ახავაში, ჰუმანიტარული დახმარების პუნქტთან ახლოს მოლოდინში მყოფი, სულ მცირე, რვა პალესტინელი მოკლეს.

მეტი...

ევროკავშირის როუმინგი უკრაინასა და მოლდოვაზეც გავრცელდება

2026 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები უკრაინა და მოლდოვა ერთიანი როუმინგის სისტემით ისარგებლებენ, რაც ამ ქვეყნის მოქალაქეების ევროზონაში ყოფნის დროს სატელეფონო ხარჯებს შეამცირებს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი იუწყება. „პირველად ხდება, როცა როუმინგი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებზეც გავრცელდა – უკრაინასა და მოლდოვაზე“ – აცხადებს იოზვიაკი.

მეტი...

ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მა­მა­კა­ცი სიმაღლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მა­მა­კა­ცი სიმაღლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ტა­ძარ­ში ფრეს­კას ხატავდა და ხარაჩოდან გადმოვარდა. შემ­თხვე­ვა სო­ფელ გუბ­ში მოხ­და. დაღუპული ბალდის მუნისციპალიტეტიდან არის.

მეტი...

მერაბ დვალიშვილისა და შონ ო’მალის საპირისპირება 8 ნოემბერს გაიმართება

UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი ქმრის დასაცავად მზად არის. დვალიშვილი შონ ო მალის დაუპირისპირდება. მებრძოლებისთვის ეს განმეორებითი შეხვედრაა, მას შემდეგ, რაც დვალიშვილმა მეტოქეს ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ჩემპიონი გამარჯვების შემთხვევაში, მინიმუმ, 750 000 დოლარს მიიღებს. ბრძოლის წინ, სუპერ მსუბუქი წონითი დივიზონის ჩემპიონს მხარდაჭერა ორგანიზაციის კიდევ ერთმა ქართველმა მებრძოლმა – ილია თოფურიამ გამოუცხადა. დვალიშვილსა და ომალს შორის ბრძოლა UFC 316-ის მთავარ მოვლენად დასახელდა და მას უამრავი გულშემატკივარი ელოდება. ბრძოლა 8 ივნისს, თბილისის დროით, დილის 06:00 საათზე დაიწყება.

მეტი...

9 წლის ლილე სვანაძე ევროპის ჩემპიონია

ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე, 9 წლამდე ასაკის გოგონათა შორის,  გამარჯვება მოიპოვა ლილე სვანაძე. ინფორმაციას ჭადრაკის ფდერაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, ლილე ქუთაისის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეა.  

მეტი...

„თამაშის წესები შეცვლა“- ურთიერთბრალდებები რუსეთსა და უკრაინას შორის

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ტყვეთა გაცვლის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის მიერ გაკეთებულ განცხადებას. სამინისტროში აცხადებენ, რომ ომში დაღუპულთა ცხედრების გადაცემასთან და სამხედრო ტყვეთა გაცვლასთან დაკავშირებით ყველა ვალდებულება შეასრულეს და რუსეთს გაცვლისთვის საჭირო სიები გადასცეს, თუმცა რუსეთმა საპასუხოდ გასცა სიები, რომლებიც არ შეესაბამებოდა მიღწეულ შეთანხმებებს. „ნამდვილად იყო მიღწეული შეთანხმება. თუმცა თარიღი არ იყო შეთანხმებული. რუსულმა მხარემ მიმართა ცალმხრივ ქმედებებს, რომლებიც არ იყო შეთანხმებული ერთობლივი პროცესის ფარგლებში“ – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. უკრაინული მხარე აღნიშნავს, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს, „თამაშის წესების შეცვლას“ უკვე მიღწეული შეთანხმებების შემდეგ. “უკრაინამ ცხედრების გადაცემა და ტყვეების…

მეტი...

ახმეტელის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილების სქემა იცვლება

გლდანში, სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილების სქემა იცვლება. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ივნისის 09:00 საათიდან – აგვისტოს ბოლომდე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან – ქერჩის ქუჩის მიმართულებით ორმხრივად. შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზებით, შესაბამისი საგზაო ნიშნების გამოყენებით. ინფორმაციას მერია ავრცელებს. კერძოდ, ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან ქერჩის ქუჩის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ: ხიზანიშვილის, შეშელიძისა და ბოჭორიშვილის ქუჩების გამოყენებით. ხოლო უკუმიმართულებით მოძრაობისას ფორე მოსულიშვილის ქუჩას გამოიყენებენ. სამუშაოების წარმოების პერიოდში, შეზღუდულ მონაკვეთში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სარეაბილიტაციო არეალში მცხოვრები მოსახლეობისთვის. გარდა ამისა, ცვლილებები შევიდა…

მეტი...

“უკრაინამ ცხედრების გადაცემა და ტყვეების გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადადო”- რუსეთის თავდაცვა

უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრების გადაცემა და ტყვეების გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადადო. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ. „რუსულმა მხარემ, სტამბოლში 2 ივნისს მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, 2025 წლის 6 ივნისს დაიწყო მასშტაბური ჰუმანიტარული აქცია 6 000-ზე მეტი გარდაცვლილი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის ცხედრის რეპატრიაციისა და სამხედრო ტყვეების გაცვლის მიზნით“ – აცხადებენ უწყებაში. მათი მტკიცებით, გაცვლის ზონაში 1 212 დაღუპული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის ცხედრით სავსე კოლონა ჩავიდა. ამასთან, მზადდება კიდევ ოთხი ეშელონი, თითოეული 1 200 ცხედრით. „მოსკოვი სრულად მზადაა შეასრულოს სტამბოლის შეთანხმებები და კიევს გადასცეს ყველა სამხედრო მოსამსახურის ცხედარი, ასევე განახორციელოს გაცვლა დადგენილი ფორმულის…

მეტი...

ვენეციაში ბოლო 10 დღეში ქურდობისთვის საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს

ვენეციაში ბოლო 10 დღეში ქურდობისთვის საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. მედიის ცნობით, ქურდობის შემთხვევები 29 მაისს და 4 ივნისს მესტრეს რაიონში მოხდა. “29 მაისს სან მარკოს გამზირზე ბინაში შეღწევა სამმა ქართველმა კაცმა სცადა. როდესაც ნიღბიანები კარის სპეციალური ხელსაწყოებით გაღებას ცდილობდნენ, სახლის მეპატრონეს გამოეღვიძა და პოლიციაში დარეკა. სამივე პირი პოლიციამ დანაშაულის ადგილზე დააკავა. ერთი მათგანი უკვე ცნობილი იყო სამართალდამცავებისთვის, დანარჩენ ორს კი კრიმინალური წარსული არ ჰქონია. იტალიური მედიის ცნობით, სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა. 4 ივნისს ვენეციის ისტორიულ ცენტრში ორი ქართველი კაცი ბინაში შესვლას ფანჯრის დაზიანებით შეეცადა, თუმცა ამჯერადაც მეპატრონე სახლში აღმოჩნდა და…

მეტი...

საფრანგეთში ელექტროსკუტერის მიერ გაჩენილ ხანძარს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთის ქალაქ რეიმსში ელექტროსკუტერის მიერ გაჩენილ ხანძარს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ცნობით, ხანძარი ათსართულიანი შენობის მეოთხე სართულზე მდებარე ბინაში გაჩნდა. ბინაში 34 წლის მამაკაცი და 13 და 15 წლის მოზარდები ცხოვრობდნენ. უმცროსი ბიჭი ხანძრისგან თავის დასაღწევად მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადახტომის შემდეგ დაიღუპა. ბინაში ნაპოვნი დამწვარი ცხედარი, სავარაუდოდ, მისი უფროსი ძმისაა, ხოლო მათი მამინაცვალი, რომელმაც სერიოზული დამწვრობა მიიღო, გადარჩა. ხანძრის კიდევ ორი მსხვერპლია 87 წლის ქალი და მისი 59 წლის ვაჟი, რომლებიც ზედა სართულებზე ცხოვრობდნენ და ასფიქსიით გარდაიცვალნენ. კიდევ ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა, რომელიც მოიწამლა და დამწვარობა მიიღო, ხოლო 26 ადამიანს…

მეტი...

კანადა უკრაინას 35 მილიონი კანადური დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს

კანადა უკრაინას 35 მილიონი კანადური დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. ამ თანხიდან 30 მილიონი დოლარი დაიხარჯება ჯავშანმანქანების, ასევე კანადური კომპანიების მიერ წარმოებული ახალი აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის შეძენაზე. ეს დაემატება იმ 64 ჯავშანმანქანას, რომლებიც კანადამ უკრაინას 2024 წლის დეკემბერში გადასცა.

მეტი...

ე.წ. სამინისტროში აცხადებენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის მხარეს მებრძოლი 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ოკუპირებული აფხაზეთიდან უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელმა, ოლეგ ბარციცმა გაავრცელა. ბარციცის თქმით, როდესაც რუსეთი ბრძოლას აწარმოებს, აფხაზეთი საქმით და არა სიტყვით დგას მის გვერდით და აფხაზეთიდან მოხალისეები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში იბრძვიან. ოლეგ ბარციცმა აღნიშნა, რომ საომარ ზონაში მუშაობენ მოხალისეები, აფხაზეთიდან ჩასული ჟურნალისტები და ექიმები, რომლებიც დაჭრილებს ეხმარებიან.

მეტი...

რუსებმა დონეცკი დაბომბეს, დაიღუპა 3 ადამიანი

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „იაბლონოვკაში, ილინოვსკაიას თემში, რუსებმა ორი ადამიანი მოკლეს და ორი სახლი დააზიანეს. კიდევ ერთი ადამიანი კონსტანტინოვკაში დაიღუპა“ – აღნიშნა ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვადიმ ფილაშკინმა. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად პოკროვსკის მცხოვრები დაშავდა.

მეტი...

“მერცი, მზადაა გერმანია რუსეთთან დაპირისპირების „ჯოჯოხეთში“ გაუშვას”- სლუცკი

რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ ფრიდრიხ მერცი, რომელიც “ბრმად უჭერს მხარს ნაციზმის აღორძინებას უკრაინაში, მზადაა გერმანია რუსეთთან დაპირისპირების „ჯოჯოხეთში“ გაუშვას”. „მერცი, უკრაინაში ნაციზმის აღორძინების ბრმა მხარდაჭერით, მზადაა გერმანია რუსეთთან დაპირისპირების ჯოჯოხეთში გაუშვას. თანამედროვე გერმანელებს ეს სურთ? ჩვენ ნამდვილად არა. მაგრამ, მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის!“ – აღნიშნა ლეონიდ სლუცკიმ. მისი თქმით, რუსეთი არ დაუშვებს მეორე მსოფლიო ომის ისტორიის დამახინჯებას და სსრკ-ის ხალხის გმირობის დავიწყებას.

მეტი...

7 ივნისი მიცვალებულთა ხსენების დღეა

7 ივნისი მიცვალებულთა ხსენების დღეა. სულთმოფენობის წინა დღეს სულთაობას, სულის შაბათს ეძახიან. სულთმოფენობა აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. წინა შაბათს კი მორწმუნეები ლოცულობენ და იხსენებენ ყველა გარდაცვლილს. 8 ივნისს სულთმოფენობაა. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით კი, ეკლესიები მინდვრის ყვავილებით იფინება. მორწმუნეები ტაძარში ყვავილების თაიგულით მიდიან, რომელიც წირვის დასრულების შემდეგ იკურთხება. ეს ტრადიცია სამყაროზე სულიწმიდის მადლის გარდამოსვლას განასახიერებს. სულთმოფენობისთვის მზადება უძველესი ტრადიციაა, ქრისტიანები არა მხოლოდ შინაგანად, გარეგნული თვალსაზრისითაც რთავდნენ ტაძარს ყვავილებით, ბალახით. ტაძრის მწვანედ შემოსვის ტრადიცია ძველი აღთქმიდან იღებს სათავეს, კარვობის დღესასწაულზე ისრაელიანები თავიანთ სახლებს ყვავილებითა და ბალახით რთავდნენ. სულიწმინდის მადლი მაკურნებელ ძალას აძლევს…

მეტი...

“უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით, სანქციებით მუქარა ამას ვერ შეცვლის”- რიბაკოვი

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა კარგად იცის მოსკოვის პოზიცია. მისი თქმით, უკრაინის კონფლიქტის მიზეზების აღმოფხვრასთან დაკავშირებით სანქციებით მუქარა ამას ვერ შეცვლის. „ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა კონფლიქტის ძირეული მიზეზების პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში აღმოფხვრის აუცილებლობის ძირითადი პრინციპი. სხვაგვარად შეუძლებელია გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა. კონკრეტულად, აუცილებელია გამოირიცხოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ პაუზის გამოყენების ნებისმიერი შესაძლებლობა შესვენებისა და ძალების გადაჯგუფებისთვის. პრინციპული პოზიცია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა თითქმის ერთი წლის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე გააჟღერა, ვაშინგტონში კარგად არის ცნობილი და სანქციებით მუქარა მას ვერ შეცვლის“ – აღნიშნა რიაბკოვმა.

მეტი...

“შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით”- ნატო-ს ოფიციალური პირი

“შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დახურვასთან დაკავშირებით. ეს იქნება მნიშვნელოვანი დანაკარგი”- ამის შესახებ ნატოს ოფიციალურმა პირმა განაცხადა. მათივე ცნობით, ცენტრი საკვანძო როლს ასრულებდა საზოგადოების ცნობადობის გაძლიერებაში ნატოსა და მისი ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის შესახებ საქართველოსთან. “ქართველ ხალხს სჭირდება მეტი ფაქტობრივი ინფორმაცია ალიანსის და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესახებ. 2005 წლის შემდეგ, როდესაც ცენტრი შეიქმნა, რეგიონული და ადგილობრივი ოფისების ქსელების ჩათვლით, ის საკვანძო როლს ასრულებდა საზოგადოების ცნობადობის გაძლიერებაში ნატოსა და მისი ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის შესახებ საქართველოსთან. ცენტრი ღირებული პარტნიორია ნატოს სახალხო დიპლომატიის სექციისთვის და ნატოს სამეკავშირეო ოფისისთვის საქართველოში…

მეტი...

მაკრონი 15 ივნისს გრენლანდიას ეწვევა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 15 ივნისს გრენლანდიას ეწვევა. ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ემანუელ მაკრონი შეხვედრებს გამართავს გრენლანდიის პრემიერ -მინისტრთან, იენს-ფრედერიკ ნილსენთან და დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ლიდერებს შორის საუბარი ჩრდილოეთ ატლანტიკისა და არქტიკის უსაფრთხოების, კლიმატის ცვლილების, ენერგეტიკული და კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მინერალების საკითხებზე იქნება ფოკუსირებული.    

მეტი...

უკრაინელებმა რუსული „სუ-35“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა დღეს დილით კურსკის მიმართულებით, წარმატებული ოპერაციის შედეგად, რუსული „სუ-35“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მოიერიშე თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ სხვა დეტალები, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის. საჰაერო ძალებმა გამოაქვეყნა დრონით გადაღებული ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ იწვის განადგურებული საბრძოლო თვითმფრინავი.

მეტი...

თურქეთში ყურბან-ბაირამობის პირველ დღეს 14 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

თურქეთში ყურბან-ბაირამობის პირველ დღეს 14 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა მსხვერპლშეწირული ცხოველების დაკვლის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად. ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ქემალ მემიშოღლუმ ავრცელებს. მინისტრის თქმით, სამედიცინო დაწესებულებებს 81 პროვინციაში 14 372-მა ადამიანმა მიმართა, მათ შორის დედაქალაქ ანკარაში 1 049-მა, სტამბოლში 753-მა, კონიაში 655-მა, გაზიანთეპში 634-მა. „ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შესაწირავი ცხოველები პროფესიონალების მიერ უნდა დაიკლას. შევახსენებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც ჯერ არ შეუწირავთ ცხოველები, რომ ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს“ – განაცხადა ქემალ მემიშოღლუმ.

მეტი...

“უკრაინის არმიის რამდენიმე ასეული ჯარისკაცი დაიღუპა”- რუსული მედია

რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ ხარკოვის დაბომბვის შედეგად უკრაინის არმიის რამდენიმე ასეული ჯარისკაცი დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, დარტყმები განხორციელდა უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უცხოელი დაქირავებული პირების შეკრების ადგილების წინააღმდეგ, ასევე განადგურდა უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების სახელოსნოები და საწყობები. რუსული მედია წერს, რომ მასშტაბური დაბომბვის შედეგად დარტყმა მიაყენეს უკრაინის არმიის კომუნიკაციებსა და ლოჯისტიკას.

მეტი...

ამერიკისა და ჩინეთის დელეგაციები ლონდონში შეიკრიბებიან

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის  წარმომადგენლები, მომავალი კვირის დასაწყისში ლონდონში, სავაჭრო საკითხების განსახილველად შეიკრიბებიან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ავრცელებს. ტრამპის თქმით, ჩინეთთან ორმხრივი სავაჭრო მოლაპარაკებები ლონდონში 9 ივნისს უნდა გაიმართოს. „აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებების ახალი, მაღალი დონის მორიგი შეხვედრა ორშაბათს, ლონდონში გაიმართება.  ვაშინგტონი და პეკინი სწრაფად ცდილობენ თავიანთი დაძაბული ეკონომიკური ურთიერთობების სტაბილიზაციას“ – განმარტავს ტრამპი. აშშ-ის პრეზიდენტსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის სატელეფონი საუბარი შედგა და როგორც ტრამპი აცხადებს, დეტალები სწორედ სი ძინპინთან სატელეფონო საუბრისას განიხილა და ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ…

მეტი...

„გავრცელებული ინფორმაცია ინკლუზიური განათლების სამმართველოს გაუქმებაზე სიცრუეა“- სამინისტრო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. სამინისტროში განმარტავენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა არ შეესაბამება სიმართლეს. “სამინისტროს სტრუქტურის ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო. შედეგად, აქამდე არსებული ინკლუზიური განვითარების სამმართველოს მეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა. აქვე მოგახსენებთ, რომ 2024 წლიდან სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდა და მას ინკლუზიური განათლების კომპონენტი დაემატა. მანდატურის სამსახურში ფუნქციონირებს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრი, რომელიც ინტენსიურად მუშაობს ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ მიმდინარე და ახალ სერვისებზე, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ სპეციალური საგანმანათლებლო…

მეტი...

“პუტინი ბავშვების მოსაკლავად მოვიდა”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ „პუტინი მკვლელია“. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ადამიანებს, რომლებიც ათასობით მილის დაშორებით არიან, არ შეუძლიათ უკრაინელების ტკივილის შეგრძნება და გაგება. „ჩვენ არ ვართ ბავშვები პუტინთან ერთად საბავშვო მოედნის პარკში, ის მკვლელია, რომელიც პარკში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა. საქმე პრეზიდენტ ტრამპში არ არის, არამედ ნებისმიერ ადამიანში, რომელიც ათასობით მილის დაშორებით, ამ ქვეყანაში არ იმყოფება. მათ ამ ტკივილის სრულად განცდა და გაგება არ შეუძლიათ“- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 631 ბავშვი დაიღუპა.

მეტი...

„ტრამპს ავუხსენი, რომ არჩევნებში ნავროცკის გამარჯვება გულისხმობს პოლონეთში იმავე პოლიტიკის გაგრძელებას“- დუდა

პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდასა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას დუდა სოციალურ ქსელში ავრცელებს. პოლონეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ტრამპთან ერთად ორმხრივი ურთიერთობები და პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები განიხილა. „მთავარი თემა იყო პოლონეთისა და ჩვენი რეგიონის უსაფრთხოება ვილნიუსში დასრულებული „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტისა და ჰააგაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის კონტექსტში, ასევე წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვაზე ხარჯების დონის გაზრდის საკითხი“- წერს დუდა. როგორც პოლონეთის პრეზიდენტი წერს, მან ტრამპს აუხსნა, რომ პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკის გამარჯვება გულისხმობს ქვეყანაში იმავე პოლიტიკის გაგრძელებას – ამერიკასთან მჭიდრო მოკავშირეობასა და პარტნიორობას.

მეტი...

„გერმანია უკრაინაში რაკეტების წარმოების გაჩაღებას გეგმავს“- ვოლოდინი

სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა სულ უფრო მეტად ერთვება რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში და უკრაინაში რაკეტების წარმოების გაჩაღებას გეგმავს. „ვიცით, რომ გერმანიის მთავრობა უკრაინაში რაკეტების წარმოების გაჩაღებას გეგმავს. ამით გერმანია სულ უფრო მეტად ერთვება რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში. თქვენ თვითონ გესმით, სადამდე შეიძლება მივიდეს ეს“ – აღნიშნა მან. მისი მტკიცებით, თანამედროვე ისტორიაში რუსეთმა ყველაფერი გააკეთა ეფექტური ურთიერთქმედებისა და ეკონომიკური კავშირების დასამყარებლად, რამაც გერმანიას განვითარების საშუალება მისცა, თუმცა, ვოლოდინის თქმით, გერმანიის ამჟამინდელი მმართველი ელიტა ორ ქვეყანას შორის შეტაკებას პროვოცირებს. „საკითხავია, უნდა თუ არა ეს გერმანელ ხალხს. ჩვენ არ…

მეტი...

ფრანგული კომპანია უკრაინაში დრონების წარმოებას იწყებს

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, ფრანგული ავტომწარმოებელი, თავდაცვის კომპანიასთან თანამშრომლობით, უკრაინაში დრონების წარმოებას დაიწყებს. „ვიწყებთ სრულიად ახალ პარტნიორობას, რომლის ფარგლებშიც მსხვილი ფრანგული საავტომობილო კომპანია გააერთიანებს ძალებს ფრანგულ მცირე ან საშუალო თავდაცვის საწარმოსთან, რათა უკრაინაში დრონების წარმოებისთვის წარმოების ხაზები ააწყონ“- განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა. მან დრონების ტიპი არ დააკონკრეტა, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იქნება განკუთვნილი.

მეტი...

თელ-ავივის აეროპორტში საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს

თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტში საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს. გავრცელებული ცნობებით, მათ ისრაელის ყალბი პასპორტები ჰქონდათ. ქვეყნის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურის ცნობით, დაკავებულთა შორის ოთხი კაცი და ოთხი ქალია, რომელთა ასაკი 40-დან 50 წლამდეა. ისინი ისრაელში სხვადასხვა რეისით ჩავიდნენ. ისრაელის საგამოძიებო ორგანოები ყალბი დოკუმენტების წყაროს ადგენენ.

მეტი...

“საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებ”- ტრამპი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დააწესებს. „თუ ვიფიქრებ, რომ რუსეთი შეთანხმებას არ დადებს ან სისხლისღვრას არ შეაჩერებს, საჭიროების შემთხვევაში, მე მას გამოვიყენებ“ – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, სენატორები, რომელთაგან ბევრმა ხელი მოაწერა კანონპროექტს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ, გადაწყვეტილების მიღებას მას ანდობენ. „მე მათთან ამის შესახებ არ მისაუბრია. მათ აქვთ კანონპროექტი, ეს ჩემზე იქნება დამოკიდებული, ეს ჩემი არჩევანია. არ გადამიწყვეტია მისი გამოყენება. ეს ძალიან ძლიერი კანონპროექტია“ – აღნიშნა ტრამპმა.

მეტი...

სამეგრელოსა და აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი. ინფორმაცია შს სამინისტრო ავრცელებს. “განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებულები არიან: მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქეები: 1980 წელს დაბადებული დ. ს., 1989 წელს დაბადებული ს. ს., 1973 წელს დაბადებული ა. ჩ., ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1999 წელს დაბადებული ო. გ. , 2001 წელს დაბადებულ მ.ჩ.,1999 წელს დაბადებული ფ.ს და 2005 წელს დაბადებული მ.ი. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას…

მეტი...

საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა თურქეთის, ირანის, ინდოეთის, ერაყის და ეგვიპტის – ჯამში 6 მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებულები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ისინი ბოროტად სარგებლობდნენ თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ვადებით და ქვეყანაში წლების მანძილზე იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. “დაკავებულებმა არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ამ დროისთვის დაკავებული პირები…

მეტი...