ურსულა ფონ დერ ლაიენმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდაჭერა გამოუცხადა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდაჭერა გამოუცხადა. „ევროკომისია სრულად უჭერს მხარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და მის თანამდებობის პირებს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აკავებს მსოფლიოში ყველაზე მძიმე დანაშაულების ჩამდენებს და მსხვერპლებს საშუალებას აძლევს, გააჟღერონ თავიანთი ხმა. ის უნდა იყოს თავისუფალი, იმოქმედოს ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. ჩვენ ყოველთვის დავდგებით გლობალური სამართლიანობისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემის გვერდით“ – წერს ფონ დერ ლაიენი.

მეტი...

აშშ-ის საზღვაო ძალების 21 წლის ჯარისკაცი გაუჩინარდა

აშშ-ის საზღვაო ძალების 21 წლის ჯარისკაცი, ვირჯინიაში მოულოდნელად გაუჩინარდა.  პოლიციის ცნობით, ანჯელინა “ენჯი” რესენდიზი, ბოლოს ხუთშაბათს, 29 მაისს, დილის 10:00 საათზე ნახეს. ის მილერ ჰოლში, საზღვაო სადგურ ნორფოლკის ყაზარმაში იყო. “ეს გაუჩინარება რეალურ საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, როგორც ეს საგამოძიებო უწყებამ დაადგინა” – აცხადებენ პოლიციაში.    

მეტი...

ინტერპოლმა ბავშვებზე ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეზე 20 ადამიანი დააკავა

გლობალური საპოლიციო ორგანიზაცია ინტერპოლი აცხადებს, რომ 12 ქვეყანაში ჩატარებული ტრანსსასაზღვრო ოპერაციის შედეგად ევროპასა და ამერიკაში 20 ადამიანი დააკავეს. საქმე ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემცველ მასალას ეხებოდა. ოპერაციას ესპანეთის პოლიცია ხელმძღვანელობდა.  თანამშრომლებმა გამოავლინეს ონლაინ შეტყობინებების ჯგუფები, რომლებიც ავრცელებდნენ ბავშვების სექსუალური ექსპლუატაციის სურათებს. ინტერპოლის ცნობით, ესპანეთის ხელისუფლებამ შვიდი ეჭვმიტანილი დააკავა, მათ შორის ჯანდაცვის მუშაკი და მასწავლებელი. ჯანდაცვის მუშაკი, სავარაუდოდ, აღმოსავლეთ ევროპაში უხდიდა ფულს სექსუალური ხასიათის ფოტოებისათვის, მასწავლებელი კი ბრალდებულია ბავშვზე სექსუალური ძალადობის შემცველი მასალის სხვადასხვა ონლაინ პლატფორმის საშუალებით გაზიარებაში. ლათინური ამერიკის ხელისუფლებამ შვიდ ქვეყანაში 10 ეჭვმიტანილი დააკავა, მათ შორის სამი სალვადორში და ერთი…

მეტი...

„თავისუფლება სტუდენტებს” – პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს. მანამდე სტუდენტები ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი აქტივისტების თათია აფრიამაშვილისა და ლიკა ლორთქიფანიძის მხარდასაჭერად პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეიკრიბნენ. შეკრებილებმა გაშალეს ბანერი წარწერით: „თავისუფლება სტუდენტებს“.

მეტი...

დვალიშვილმა შონ ო’მალისთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის მორიგი საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა. 8 ივნისს ნიუ იორკში 34 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ის სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში ამერიკელ შონ ო’მალის შეხვდება. მერაბ დვალიშვლმა შონ ო’მალი ერთხელ უკვე დაამარცხა და UFC-ის სუპერმსბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარიც სწორედ ამ გამარჯვებით მოიპოვა. 34 წლის ქართველი მებრძოლი ო’მალისთან შეხვედრას ზედიზედ 12 გამარჯვებით ხვდება. ბოლოს მან იანვარში უმარ ნურმაგომედოვს სძლია.

მეტი...

აშშ-ში ზედიზედ 7 მიწისძვრა მოხდა

აშშ-ში, ნევადის შტატში, 7 მიწისძვრა დააფიქსირეს, რომელთაგან ყველაზე ძლიერის სიმძლავრემ 4.8 მაგნიტუდა შეადგინა. მედიის ინფორმაციით, მიწისძვრების სერიაში 4,8 ბალიანი მიწისძვრა ყველაზე ბოლო იყო. ბიძგები იგრძნობოდა ლას-ვეგასშიც. სხვა ბიძგების სიმძლავრე შედარებით სუსტი იყო და 1,1-დან 3,3 მაგნიტუდამდე მერყეობდა. ექსპერტების განმარტებით, ბიძგები სავარაუდოდ გამოწვეული იყო ტექტონიკური აქტივობით ერთ-ერთი მრავალი რღვევის სისტემის გასწვრივ, აუზისა და ქედის პროვინციაში, რეგიონში, სადაც დედამიწის ქერქი თანდათან იშლება, რაც ხშირ მიწისძვრებს იწვევს.  

მეტი...

“ამერიკა გვერდში უდგას ქართველ ხალხს”- კონგრესმენი

კონგრესმენმა ჯო უილსონმა აცხადებს, რომ ამერიკა გვერდში უდგას ქართველ ხალხს. “ამერიკა გვერდში უდგას ქართველ ხალხსა და ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და მხარს უჭერს სამართლიან არჩევნებს. ამერიკელებმა მხარი დაუჭირეს „MEGOBARI აქტს“ 349-42-ზე ხმებით. კონგრესის 90%-მა მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს. ეს ქართველ ხალხს დიქტატორ ივანიშვილის მიტოვების არჩევანს აძლევს“ – განაცხადა უილსონმა.

მეტი...

აქტივისტს, რომელსაც თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავებოდნენ, 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

აქტივისტ ბექა პაპაშვილს, რომელსაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავებოდნენ, სასამართლომ 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.

მეტი...

პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წარმომადგენელმა ოქროს მედალი მოიპოვა

პორტუგალიაში გამართულ პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წარმომადგენელმა, სერჰი იემელიანოვმა ოქროს მედალი მოიპოვა. სპორტსმენმა 12-კილომეტრიანი დისტანცია საათსა და 8 წუთში (ზუსტი დრო – 1:08:24) დაფარა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა. აქამდე სპორტის ამ სახეობაში საქართველოს მედალი არ ჰქონია და იემელიანოვის ეს გამარჯვება ისტორიულია.

მეტი...

ახალშობილი ფანჯრიდან გადააგდეს – რა მოხდა რუსეთში?!

რუსეთში, ლენინგრადის ოლქში, პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი შენობის ფანჯრიდან გადააგდეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ახალშობილი გამვლელებმა იპოვეს, რომლებმაც ბავშვის ტირილის ხმა გაიგეს. მოქალაქეების განცხადებით, თავიდან ეგონათ, რომ კნუტის კნავილის ხმა იყო. ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

მეტი...

ზელენსკი მოუწოდებს აშშ-ს, ევროპასა და სხვა ქვეყნებს, გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი  აშშ-ს, ევროპასა და სხვა ქვეყნებს მოუწოდებს გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა. ზელენსკის განცხადებით, გასულ ღამეს უკრაინაზე თავდასხმა 400-ზე მეტი დრონითა და 40 რაკეტით განხორციელდა. „გთხოვთ, მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ყველა იმ ძალისხმევას, რათა რუსეთზე სამართლიანი ზეწოლა განხორციელდეს. მხარი დაუჭირეთ დიპლომატიას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას. გთხოვთ, მოითხოვეთ ახალი ეფექტური სანქციები რუსეთისა და მათი რეჟიმის წინააღმდეგ მკვლელობებისა და დარტყმების შეწყვეტის მიზნით, ნამდვილი მშვიდობის მიღწევის მიზნით“, – განაცხადა ზელენსკიმ. გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა.

მეტი...

ტრამპს მასკთან საუბარი არ სურს და „ტესლას“ გაყიდვას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ არის დაინტერესებული თავის ყოფილ მოკავშირე ილონ მასკთან ლაპარაკით. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა და აღნიშნა, რომ მათ შორის სატელეფონო საუბარი დღეს დაგეგმილი არ არის. მანამდე პრეზიდენტის სხვა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრამპი და მასკი პარასკევს ისაუბრებდნენ. მასკი ტრამპს პრეზიდენტის მიერ შემუშავებული საბიუჯეტო კანონპროექტთან დაკავშირებით დაუპირისპირდა. „მე ილონზე არც კი ვფიქრობ. მას პრობლემა აქვს, საწყალს პრობლემა აქვს“ – განაცხადა ტრამპმა. გარდა ამისა თეთრი სახლის წარმომადგენელმა დაუდასტურა, რომ პრეზიდენტი გეგმავს გაყიდოს წითელი „ტესლა“, რომელიც მან სამი თვის წინ შეიძინა მასკის მხარდაჭერის გამოსახატავად.  

მეტი...

„ნატოდან გასვლაზე ტრამპისგან მკაფიო „არა“ მოვისმინე“ – მერცი

„არავითარი ეჭვები არ მაქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ნატოს ერთგულია“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა. როგორც მერცმა ვაშინგტონში ვიზიტის მეორე დღეს, ბერლინში, საოჯახო მეწარმეთა ასოციაციის ღონისძიებაზე აღნიშნა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აღნიშნულ საკითხზე მკაფიო პასუხი აქვს. „ნატოდან გასვლის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე ტრამპისგან მკაფიო „არა“ მოვისმინე“, – აცხადებს ფრიდრიხ მერცი.

მეტი...

ბელგოროდის ოლქში რკინიგზაზე აფეთქება მოხდა – მატარებელი რელსებიდან გადავიდა

რუსეთის ბელგოროდის ოლქში რკინიგზაზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც თბომავალი სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, აფეთქება პროხოროვსკის რაიონში მოხდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა კი, რელსების ქვეშ იყო დამონტაჟებული. მისი თქმით, მატარებლების მოძრაობა ორ-ნახევარი საათის განმავლობაში შეჩერებული იყო, თუმცა ამჟამად მოძრაობა აღდგენილია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

ინდოეთში მომხდარ ჭყლეტასთან დაკავშირებით 4 ადამიანი დააკავეს

ინდოეთის ქალაქ ბენგალურუში მომხდარი ჭყლეტის ფაქტზე პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც მედია წერს, დაკავებულთა შორის RCB-ს თანამშრომლები და ზეიმის ორგანიზატორები  არიან. გარდა ამისა, „დაუდევრობისა და უპასუხისმგებლობის“ გამო, 5 მაღალი რანგის პოლიციის თანამშრომელი, მათ შორის ქალაქის პოლიციის უფროსი, სამსახურიდან გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, ინდოეთში, ბენგალურუს კრიკეტის სტადიონთან მომხდარ ჭყლეტას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტადიონზე გამარჯვების აღლუმი იმართებოდა, რა დროსაც ქუჩებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა დახვედროდა Royal Challengers Bengaluru-ის (RCB) გუნდს, რომელმაც წინა დღეს, ინდოეთის IPL კრიკეტის ფინალში Punjab Kings-ის გუნდი დაამარცხა. გამარჯვების აღლუმზე 200 000-ზე მეტი ადამიანი მივიდა, თუმცა პოლიცია მხოლოდ ამ…

მეტი...

„ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ძმები თენაძეები პატიმრობიდან გათავისუფლდნენ“ – სუსი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები – ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუსის ცნობით, ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. „ტარიელ და ლეონიდე თენაძეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა…

მეტი...

​დაბა ოჩხამურში ჯილეხის შემთხვევა დაფიქსირდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში მსხვილფეხა საქონელს ჯილეხი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აღნიშნულის შემდეგ დაიწყო ცხოველების სავალდებულო ვაქცინაცია და ამ დროისთვის, 700-ზე მეტი პირუტყვია ვაქცინირებული. „სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარებმა, შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში 2 სული მსხვილფეხა საქონლის პათოლოგიური მასალა აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევით ჯილეხი დადასტურდა. შედეგების მიღებისთანავე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ეპიზოოტიურ კერაში მყისიერად დაიწყო ყველა შესაბამისი სამუშაოების განხორციელება, მათ შორის, დადგენილი რადიუსის ფარგლებში დაავადების ამთვისებელი ცხოველების სავალდებულო ვაქცინაციაც. ამ დროისთვის, 700-ზე მეტი პირუტყვია ვაქცინირებული. საკარანტინო ზონაში დაუშვებელია ცხოველების და ტრანსპორტის…

მეტი...

„მოკავშირეები მრავალსაუკუნოვანი ისტორიით“ – ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ოლეგ ბარციცთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. ლავროვმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი და ოკუპირებულ აფხაზეთი „მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე მოკავშირეები“ არიან, რომლებიც „უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიან სივრცეს ქმნიან“. „ჩვენი ქვეყნები არიან მოკავშირეები მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, ჩვენ ახლა ვქმნით უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიან სივრცეს ჩვენი პრეზიდენტების გადაწყვეტილებების შესაბამისად და რა თქმა უნდა, ჩვენ ვახდენთ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური კანონმდებლობის ჰარმონიზაციას რუსულ კანონმდებლობასთან, რათა მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ რესპუბლიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით არსებული რესურსები და მივაღწიოთ შედეგებს, რომლებიც თვალსაჩინო იქნება საპენსიო, სამედიცინო,…

მეტი...

„საქართველოში რუსული ენის პოპულარიზაციისთვის მუშაობას გავაგრძელებთ“ – რუსი დიპლომატი

საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსული ინტერესების სექციის ახალი ხელმძღვანელი დმიტრი ოლისოვი აცხადებს, რომ რუსული ენის პოპულარიზაციაზე მუშაობას გააგრძელებენ. როგორც მან რუსული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც რუსეთის ინტერესთა სექციაში, თბილისში გაიმართა, აღნიშნა, ბევრი ცნობილი ქართველი მწერალი ნაშრომებს რუსულადაც წერდა და ისინი „არა მხოლოდ წერდნენ, არამედ აზროვნებდნენ რუსულად“. „რუსული ენის პოპულარიზაცია რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რუსული ენის კონკურენტულობის პოპულარიზება და შევქმნათ გარანტიები, რომ რუსული კულტურისა და მეცნიერების მიღწევებზე საყოველთაო და თავისუფალი წვდომა არსებობდეს – ენისა და რუსეთში განათლების მიღების შესაძლებლობების უზრუნველყოფა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ რუსეთის ინტერესების სექცია და…

მეტი...

„ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულის 2 370 ფაქტი გამოვლინდა – პასუხისგებაში მიცემულია 1 712 ადამიანი“ – დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულის 2 370 ფაქტი გამოვლინდა. როგორც დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისგებაში მიცემულია 1 712 პირი, მათგან ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის – 157 ადამიანი. „პოლიციის მიერ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 4 500 აბი „სუბოტექსი“ და „სუბოქსინი“; 2,5 კგ „მეთადონი“; 1 კგ „ალფა პვპ“; 2,7 კგ „პრეგაბალინი“ იგივე „ლირიკა“; 72 კგ „მარიხუანა“; 150 კგ „მცენარე კანაფი“. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს შეურიგებელ ბრძოლას აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ“, – განაცხადა დარახველიძემ.

მეტი...

გენერალ-მაიორმა გიორგი ყარყარაშვილმა თავისი ავტობიოგრაფიული წიგნი – „სამშობლოს ამარა“ გენერლებსა და თანამებრძოლებს წარუდგინა

მიმდინარე წლის 6 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, გენერალ-მაიორ გიორგი ყარყარაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნის – „სამშობლოს ამარა“ წარდგენა. „სამშობლოს ამარა“ არის ავტობიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოები, რომელიც ავტორის თვალით გადმოსცემს 1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომის დროს საქართველოში განვითარებულ უმნიშვნელოვანეს მოვლენებს. ავტორი, ნაშრომზე, 2005 წლიდან მუშაობდა და როგორც შეხვედრაზე განაცხადა, ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ამ წლის ბოლომდე, წიგნის მეორე ნაწილიც გამოსცეს. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს გენერლები, აფხაზეთის ომის ვეტერანები, ომში დაღუპულ იმ მეომართა ოჯახის წევრები, რომელთა შესახებაც წიგნშია მოთხრობილი. ავტორის სურვილით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, წიგნი,…

მეტი...

„დედის კულტი გვაქვს – ერთი მეორეს დედას რომ შეაგინებს, არის თუ არა შეურაცხყოფა?“ – გორდულაძე

„დედის გინება ნებისმიერი ფორმით ყველასთვის არის შეურაცხმყოფელი და ადამიანმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა“, – ამის შესახებ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა. მისი თქმით, შეურაცხყოფისთვის კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები გატარდება. „ერთი ადამიანი მეორეს დედას რომ აგინებს, არის თუ არა ეს შეურაცხყოფა? საქართველოში, სადაც დედის კულტი გვაქვს და ყველაფერი დედასთან ასოცირებული არის წმინდათა წმინდა. ერთი ადამიანი მეორე ადამიანს დედას რომ შეაგინებს, ეს არის თუ არა შეურაცხყოფა? და აქვს ამას მნიშვნელობა, თვალებში ჩახედავს და ისე შეაგინებს, თუ საჯაროდ, მაგალითად, ტელევიზიით გამოვა და იქ აიმყრალებს პირს… ან ადგება და პოსტს დაწერს თუნდაც და საჯაროდ, ყველას დასანახად, ყველას…

მეტი...

„კეთილი ინებონ და ის ადამიანები ზრდილობის ფარგლებში მოექცნენ, ვისაც პროტესტის გამოხატვა სურს“ – მათიკაშვილი

„ადამიანისთვის საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის მიყენება წესი და დაკანონებული მოცემულობა არ უნდა იყოს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მათიკაშვილის თქმით, საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზე რეაგირება უნდა მოხდეს. „სიძულვილის ენის, უარგუმენტო, ცილისწამების და პირდაპირი შეურაცხყოფის გამოყენება ხდება, რომელიც საქართველოში დაფინანსებულია უცხოეთიდან. ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს… აუცილებელია, ამაზე რეაგირება მოხდეს. ქართული ენა მდიდარია და სრულ შესაძლებლობას იძლევა, რომ ადამიანმა საკუთარი პროტესტი ზრდილობიანად გამოხატოს. ამიტომ, კეთილი ინებონ და ის ადამიანები ზრდილობის ფარგლებში მოექცნენ, ვისაც პროტესტის გამოხატვა სურს“, – აცხადებს მათიკაშვილი.

მეტი...

„ნარკოტიკის რეალიზაციას „ტელეგრამის“ მეშვეობით ეწეოდნენ“ – პროკურატურამ 2 ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მიზნით, უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები უკანონოდ ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „კოკაინის“ შემცველ სითხეს და „კოკაინს“ ფხვნილის სახით. პროკურატურის ინფორმაციით, ასევე, უკანონოდ მოჰყავდათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მცენარე კანაფი“. „დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ინტერნეტ აპლიკაცია „ტელეგრამის“ მეშვეობით ეწეოდნენ. ბრალდებულები თბილისში მდებარე დაქირავებულ ბინებში ახდენდნენ „თხევადი კოკაინის“ კუსტარული წესით დაკრისტალებას, აგრეთვე „მცენარე…

მეტი...

„ნუ ჩხუბობთ, ბიჭებო!“ – მედვედევი ტრამპსა და მასკს

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის დაპირისპირებას ეხმაურება. ამასთან დაკავშირებით მედვედევმა განცხადება X-ზე გაავრცელა. „მზად ვართ, გონივრული საფასურის სანაცვლოდ, ხელი შევუწყოთ დ-სა [ტრამპი] და ი-ს [მასკი] შორის სამშვიდობო შეთანხმების დადებას და მივიღოთ Starlink-ის აქციები გადასახადის სახით. ნუ ჩხუბობთ, ბიჭებო!“ – წერს მედვედევი.

მეტი...

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივნისს, თბილისში, ღრმაღელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას 3 პირს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა – მიღებული დაზიანების შედეგად ერთი დაზარალებული გარდაიცვალა, ხოლო ორის გადარჩენა მოხერხდა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.…

მეტი...

„ხედავ, დიდო კაცო, პოლიტიკა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე გეგონა“ – სიკორსკი მასკს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის დაპირისპირებას ეხმაურება. სიკორსკიმ სოციალურ ქსელში მცირე განცხადება გაავრცელა და გააზიარა მასკის 9 მარტს გამოქვეყნებული კომენტარი, სადაც ამერიკელმა მილიარდერმა მას „პატარა კაცი“ უწოდა. „ხედავ, დიდო კაცო, პოლიტიკა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე გეგონა“, – წერს სიკორსკი.

მეტი...

„რუსეთის ავიაციაზე უკრაინის დარტყმები, შესაძლოა, მშვიდობის იმპულსი გახდეს“ – კიტ კელოგი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი რუსულ ავიაციაზე უკრაინულ დარტყმებს ეხმაურება. კელოგის განცხადებით, რუსეთის ავიაციაზე უკრაინის დარტყმები, „შესაძლოა, მშვიდობის იმპულსი გახდეს“. „ჩემი სამხედრო გამოცდილებით და ისტორიითაც ვიტყვი, რომ გამბედავ ლიდერობას და თამამ მოქმედებებს შეუძლია, შეცვალოს ბრძოლის ველის ხასიათი. ეს მოვლენა შეიძლება, მშვიდობის იმპულსი გახდეს, მაგრამ ორივე მხარე უნდა იყოს ერთგული პრეზიდენტ ტრამპის მისიისადმი – შეაჩეროს სისხლისღვრა და დაასრულოს ომი“, – წერს კელოგი სოციალურ ქსელში.

მეტი...

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მაისის თვეში, სამართალდარღვევის 86 ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მაისის თვეში, სამართალდარღვევის 86 ფაქტი გამოავლინეს. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამართალდარღვევებიდან 49 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. „ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 209 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 1 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 15 – სამცხე-ჯავახეთის, 9 – გურიის, 8 – ქვემო ქართლის, 1 – სამეგრელო-ზემო სვანეთის, 2 – კახეთის, 1 – მცხეთა-მთიანეთის და 12 რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-მაისის…

მეტი...

„გამჭვირვალე გახადონ, ვინ რა მიზნით ფინანსდება“ – პაპუაშვილი შვეიცარიის საელჩოს მიმართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის საელჩოს მიმართავს, გაასაჯაროვოს, ქვეყნის საბიუჯეტო სახსრებით ვინ და რა მიზნით ფინანსდება. როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ეს იქნებოდა კეთილსინდისიერი დონორობის საბაზისო ტესტი“. „მორიგი ცრუ ნარატივი FARA-ს ამერიკულ კანონთან დაკავშირებით. საზოგადოებას შევახსენებ, რომ მრავალჯერადი საჯარო მიმართვის მიუხედავად, ზოგიერთი დონორის მსგავსად, არც შვეიცარიის საელჩო ასაჯაროებს, თუ ვის და რა მიზნით აფინანსებს. ეს მაშინ, როცა არსებობს ფაქტები, როცა უცხოური ფული სიძულვილის, ძალადობის და პროპაგანდის დასაფინანსებლად გამოიყენება, რაც ძირს უთხრის ქართული საზოგადოების მშვიდობიან განვითარებას. ჩავთვალოთ, რომ ეს კიდევ ერთი მიმართვაა შვეიცარიის საელჩოს მიმართ – თუ არაფერია დასამალი, საზოგადოებისთვის…

მეტი...

ანა დოლიძე და პარტია „ხალხისთვის“ კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ ტოვებს

პოლიტიკოსი ანა დოლიძე და პარტია „ხალხისთვის“ კოალიცია „ძლიერი საქართველოდან“ გადის. ამის შესახებ დოლიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარტია დამოუკიდებელ საქმიანობას გააგრძელებს. „მეგობრებო, მივიღეთ გადაწყვეტილება გავიდეთ კოალიცია „ძლიერი საქართველოდან“ და დავუბრუნდეთ დამოუკიდებელ საქმიანობას. დიდი მადლობა ნდობისთვის ყველა ადამიანს, ვინც არჩევნებში ხმა მისცა პარტიას – „პარტია ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და ამავე დროს ენდო „ძლიერ საქართველოს“. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ არ მიგვეცა საშუალება ბიძინა ივანიშვილისთვის, მოეპარა თქვენი ხმები და დაეზიანებინა საქართველოს ევროპული კურსი. ამ მიზნით, გვერდით გადავდეთ ჩვენი ამბიციები და ჩვენი მიზნები. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო საქართველოს ინტერესები…

მეტი...

„ნახეთ, ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი რას კადრულობს – საზოგადოება ამას ხედავს“ – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ცალკეული დიპლომატებისა და ევროპელი ბიუროკრატების“ მხრიდან საქართველოს შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევა დღესაც გრძელდება, რაც „სიცრუით გაჯერებულ განცხადებებს ეფუძნება“. კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას, საპარლამენტო არჩევნების დროს დიპლომატების მიერ გაკეთებული განცხადებებიც გაიხსენა. „ეს ყველაფერი ნაწილია იმისა, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვხედავდით – რამდენჯერმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, არსებული ხელისუფლების დამხობის მცდელობა. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ჩვეულებრივი თანამონაწილეები არიან ამ პროცესის, თავიანთი განცხადებებითა და ქმედებებით. გაიხსენეთ საპარლამენტო არჩევნები, როდესაც ისინი გამოდიოდნენ პოლიტიკური განცხადებებით. პირდაპირ ჰქონდათ მცდელობა ჩარეულიყვნენ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, რაც სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება. ეს არ ეხება მხოლოდ…

მეტი...

7 ივნისს, მობილური ვეტკლინიკა ოთხფეხა პაციენტებს ნოე რამიშვილის ქუჩაზე მოემსახურება

7 ივნისს, შაბათს, მობილური ვეტკლინიკა ოთხფეხა პაციენტებს ნოე რამიშვილის ქუჩაზე მდებარე პარკში, (სამგორის რაიონი) 12:00-დან 17:00 საათამდე მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ძაღლი დაარეგისტრირონ და გაასტერილონ. „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, რეგისტრაციასა და სტერილიზაციის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოქალაქეებს გაძლევთ შესაძლებლობას, დაარეგისტრიროთ ძაღლი და გაასტერილოთ უფასოდ მობილურ ვეტკლინიკაში, თქვენთვის ხელსაყრელ, ახლომდებარე ლოკაციაზე. აღნიშნული მომსახურებით სარგებლობისთვის მოქალაქე გადაიხდის მხოლოდ ჩიპის თვითღირებულების საფასურს – 19 ლარს. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, აღნიშნული აქციის ფარგლებში მიიღონ შემდეგი სერვისები: ძაღლის რეგისტრაცია + უფასო სტერილიზაცია; ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაცია; ცხოველების კომპლექსური ვაქცინაცია; ექიმი-ვეტერინარის უფასო კონსულტაცია. მომსახურებით სარგებლობისთვის აუცილებელია, წინასწარ დარეკოთ მითითებულ ნომერზე – 550 054 144 და ჩაეწეროთ. აუცილებელია, მოქალაქეებმა თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.…

მეტი...

რუსეთში, ბრიანსკის აეროპორტის ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქება მოხდა – გაჩნდა ხანძარი

5 ივნისის საღამოს, რუსეთში, ბრიანსკის აეროპორტის ტერიტორიაზე რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით ავრცელებს. თვითმხილველების განცხადებით, აფეთქებების ხმა, დაახლოებით, 23:30 საათზე გაისმა, რის შემდეგაც ხანძარი აეროდრომის ტერიტორიაზე გაჩნდა. რუსი სამხედრო ბლოგერები აცხადებენ, რომ სამიზნე, სავარაუდოდ, „ისკანდერის“ მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა იყო, რომელიც აეროდრომზეა განლაგებული.

მეტი...

რუსეთის იერიშს კიევზე 3 მაშველი ემსხვერპლა

უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპული 4 მოქალაქიდან 3 საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრზე, იგორ კლიმენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. კლიმენკოს განცხადებით, ასევე დაშავებულია სასწრაფო დახმარების 9 თანამშრომელი, მათგან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა. „კიევში, მტრის დარტყმების შედეგების ლიკვიდაციის დროს, სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის 3 მაშველი დაიღუპა. ისინი ცეცხლის ქვეშ მუშაობდნენ ადამიანების დასახმარებლად. კიდევ სასწრაფო დახმარების 9 თანამშრომელი დაშავდა. ზოგიერთი მძიმედ არის დაშავებული, ექიმები სიცოცხლისთვის იბრძვიან“, – დაწერა კლიმენკომ Telegram-ზე. შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე კომბინირებული იერიში 6 ივნისის ღამეს მიიტანა.

მეტი...

„საოცარი წასვლა იყო“ – კალაძე დანიგანზე

„საოცარი წასვლა იყო, ამ მხრივ ბევრი კითხვა არსებობს“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას. კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, რისთვისაც მზაობა ორმხრივი უნდა იყოს. „საოცარი წასვლა იყო. ბევრი კითხვა არსებობს მის ამგვარ წასვლასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობების გადატვირთვისთვის. ჩვენთვის მთავარია ამერიკის შეერთებულ შტატებთან  სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა, ეს კი ორმხრივი უნდა იყოს. აღნიშნულ პროცესში არსებობდნენ ადამიანები, ვინც ხელს უშლიდნენ, არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ ადმინისტრაციას, თეთრზე შავს ამბობდნენ, თუმცა დარმწუნებული ვარ, რადიკალურად შეიცვლება ყველაფერი. პრეზიდენტ ტრამპს აქვს პრიორიტეტები…

მეტი...