“საქმე ფულში არ არის, საქმე დაღუპულ ადამიანებშია”- გააგრძელებს თუ არა ტრამპი უკრაინის მხარდაჭერას?!

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მკვლელობების შეჩერების მომხრეა. კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა უკრაინის მხარდაჭერას, ტრამპმა აღნიშნა, რომ ის უკრაინის გვერდითაა. „დიახ, მე უკრაინის გვერდით ვარ. ჩვენ ახლახან გავაფორმეთ დიდი შეთანხმება. იცით, მე მომხრე ვარ მკვლელობების შეჩერების. სწორედ ამის მომხრე ვარ. ომი არასდროს დაიწყებოდა, ეს არასდროს უნდა დაწყებულიყო. ჩვენ ძალიან ბევრი ფული დავხარჯეთ, გაცილებით მეტი, ვიდრე ევროპამ, მაგრამ საქმე ფულში არ არის, საქმე დაღუპულ ადამიანებშია. თქვენ მთელი კულტურა დაკარგეთ. უკრაინას აქვს ყველაზე ლამაზი კოშკები, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი კოშკები, ისინი ართმევენ ქვეყანას კულტურას, ეს საშინელებაა, მაგრამ ყველაზე საშინელება…

მეტი...

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ფარერის კუნძულები დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა ივნისის სანაკრებო შეკრებაზე პირველი შეხვედრა ფარერის კუნძულების ეროვნულ ნაკრებთან გამართა. ჩვენმა გუნდმა  მეტოქე 1:0 დაამარცხა. ეს საქართველოს ნაკრებისთვის ფარერებთან გამართული მესამე მატჩი იყო. ჩვენმა გუნდმა სამივე მოიგო. ფარერების კარში მეათე გოლი ლუკა ლოჩოშვილის ანგარიშზეა.  

მეტი...

“როდესაც დავინახავ, რომ შეთანხმებას ვერ ვაღწევთ, ძალიან მკაცრები ვიქნებით“- ტრამპი

“როდესაც დავინახავ მომენტს, რომ შეთანხმებას ვერ ვაღწევთ, ძალიან მკაცრები ვიქნებით, ეს შეიძლება ორივე ქვეყანა იყოს”- ამის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმს თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ, ფრიდრიხ მერცთან ერთად მედიასთან საუბრის დროს განაცხადა. კერძოდ, ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, განიხილავს თუ არა ის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, ვინაიდან ამაზე საუბრები კვირები და თვეებია მიმდინარეობს, და არაფერი ხდება. “როდესაც დავინახავ მომენტს, რომ შეთანხმებას ვერ ვაღწევთ, რომ ეს არ შეჩერდება… და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც [მერცი] იმავეს იზამთ, ძალიან მკაცრები ვიქნებით. და ეს შეიძლება ორივე ქვეყანა იყოს, სიმართლე რომ გითხრათ. ორია საჭირო ტანგოსთვის. მაგრამ ძალიან მკაცრები…

მეტი...

“უკრაინის მხარეს ვართ” – გერმანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. მისი განცხადებით, ტრამპი საკვანძო პიროვნებაა, ვისაც ნამდვილად შეუძლია ომის შეჩერება რუსეთზე ზეწოლის განხორციელებით, “ორივე ვთანხმდებით ამ ომზე და რამდენად საშინელია ეს ომი. ორივე ვეძებთ გზებს, თუ როგორ შევაჩეროთ ის ძალიან მალე. სანამ შემოვიდოდით, პრეზიდენტს [ტრამპს] ვუთხარი, რომ ის საკვანძო პიროვნებაა მსოფლიოში, ვისაც ნამდვილად შეუძლია ამის გაკეთება ახლა, რუსეთზე ზეწოლის განხორციელებით. და ეს საუბარი მოგვიანებით გვექნება კიდევ ერთხელ – როგორც შეგვიძლია ევროპელებსა და ამერიკელებს ერთად მოქმედება. ვფიქრობ ყველას გვაქვს ვალდებულება რამე გავაკეთოთ ამაზე, რათა შევაჩეროთ ეს სამ წელიწად-ნახევრის შემდეგ, რაც…

მეტი...

“ჩემს გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა – როგორი უმადურობაა”- მასკი

“სამთავრობო ეფექტურობის დეპარტამენტის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებული ილონ მასკი აცხადებს, რომ მის გარეშე დონალდ ტრამპი არჩევნებს ვერ მოიგებდა. კერძოდ, მასკი ტრამპს ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ ის პენსილვანიის შტატს მასკის გარეშეც მოიგებდა და აღნიშნა, რომ “ძალიან იმედგაცრუებულია ილონით”. “ჩემს გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, დემოკრატებს წარმომადგენელთა პალატის კონტროლი ექნებოდათ და სენატში რესპუბლიკელები 51-49-ზე იქნებოდნენ. როგორი უმადურობაა” – წერს მასკი. “იმედგაცრუებული ვარ ილონ მასკით”- ტრამპი

მეტი...

“იმედგაცრუებული ვარ ილონ მასკით”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან გაკვირვებული და იმედგაცრუებულია საბიუჯეტო კანონპროექტის შესახებ ილონ მასკის კომენტარებით. „ილონს და მე გვქონდა შესანიშნავი ურთიერთობა. არ ვიცი, გვექნება თუ არა კიდევ“ – აღნიშნა მან. ტრამპის განმარტებით, ილონ მასკს კანონპროექტთან დაკავშირებით პრობლემა მაშინ გაუჩნდა, როდესაც გაიგო, რომ ხელისუფლება ელექტრომობილების მანდატის შემცირებას გეგმავდა. „მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ილონმა ამ კანონპროექტის შიდა სამუშაო აქ მყოფთაგან უკეთესად იცოდა. თქვენზე უკეთ. მან მის შესახებ ყველაფერი იცოდა. მასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონია. მას მოულოდნელად პრობლემა გაუჩნდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ჩვენ ვაპირებთ ელექტრომობილების მანდატის შემცირებას, რადგან ეს მილიარდობით დოლარია…

მეტი...

კახი კავსაძე 90 წლის გახდებოდა

დღეს კახი კავსაძის დაბადების დღეა. ლეგენდარული მსახიობი  90 წლის გახდებოდა. კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კახი კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო. კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან.

მეტი...

გიორგი ლორია ეროვნული გუნდიდან საზეიმოდ გააცილეს

საქართველოსა და ფარერების ნაკრების ამხანაგური მატჩის წინ ეროვნული გუნდიდან საზეიმოდ გააცილეს მეკარე გიორგი ლორია. ეს მისთვის 79-ე სანაკრებო მატჩია. გიორგის სამახსოვრო, 79-ნომრიანი მაისური გადასცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა.

მეტი...

„ფაშინიანმა თანაგუნდელებს უთხრა, რომ სომხური ეკლესია რუსეთისგან იღებს მითითებებს“- მედია

ნიკოლ ფაშინიანმა, სომხურ ეკლესიასთან გამწვავებული დაპირისპირებისა და გუნდში უკმაყოფილების ფონზე, თანაგუნდელებს უთხრა, რომ ეკლესია რუსეთისგან იღებს მითითებებს. ინფორმაციას გამოცემა „ჰრაპარაკი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს სომხური ოპოზიციური გაზეთის თანახმად, პარლამენტში მმართველი ფრაქციის წევრთა „უმრავლესობა“ არ ეთანხმება „ეკლესიის წინააღმდეგ“ გადადგმულ ნაბიჯებს, თუმცა „ვერ ბედავს ამაზე ხმამაღლა საუბარს“

მეტი...

საქართველო ფარერების წინააღმდეგ – ანგარიში ლოჩოშვილმა გახსნა

საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს ფარერის კუნძულებთან მართავს. მე-9 წუთზე კუთხურიდან თავური დარტყმით გოლი ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა. ეს მისთვის მეორე გოლია ეროვნული გუნდის მაისურით. პირველად 2023 წელს, ტაილანდთან ამხანაგურ მატჩში გაიტანა. 1:0 საქართველოს სასარგებლოდ.

მეტი...

“ისრაელსა და საქართველოს, საუკუნეებია, განსაკუთრებული კავშირები აქვთ”- ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.  ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, ისრაელის სახელმწიფოს სახელით, გულთბილად ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. ისრაელსა და საქართველოს, საუკუნეებია, განსაკუთრებული კავშირები აქვთ, რაც ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ღრმა ისტორიულ კავშირებს ეფუძნება. ბოლო წლებში ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო კავშირები ტურიზმის მკვეთრი ზრდითაც ხასიათდება, რაც კულტურული გაცვლისა და ურთიერთსასარგებლო საქმიანობის მნიშვნელოვანი საშუალებაა. ვსარგებლობ შესაძლებლობით და მადლიერებას გამოვხატავ ტოლერანტობისთვის, რომელსაც თქვენ და თქვენი მთავრობა იჩენთ საქართველოში ებრაული თემის მიმართ. გისურვებთ წარმატებებსა და კეთილდღეობას“-  აღნიშნავს ისრაელის პრემიერ-მინისტრი…

მეტი...

“თუ საქართველოს პრემიერს საბჭოთა კავშირი არ მოსწონს, რატომ აკოპირებს მის მეთოდებს?”- ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს,  რომელმაც ევროპარლამენტი საბჭოთა კავშირს შეადარა. “თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრს საბჭოთა კავშირი არ მოსწონს, რატომ აკოპირებს მის მეთოდებს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაპატიმრებით, დამოუკიდებელი მედიისა და ოპონენტების გაჩუმებით გაყალბებული არჩევნების შემდეგ? ასეთი რაღაცები ევროკავშირში არ ხდება. და, სხვათა შორის, ის არ იყო ვითომ რომ მხარს უჭერდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, სანამ აზრი არ შეიცვალა და საქართველოს მომავალი არ მოიპარა?” – წერს ლუაზო.

მეტი...

ქალი, რომელიც სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვეს, მართვით სუნთქვაზეა

ხაშურში, სახლში უგონო მდგომარეობაში ნაპოვნი ქალი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ, ხაშურის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორმა განაცხადა. როგორც ის განმარტავს, კვლავ რჩება რამდენიმე საეჭვო დიაგნოზი, რომელთა დასაზუსტებლად დამატებითი კვლევებია საჭირო. „ამ ეტაპზე, არის მძიმე მდგომარეობა. მართვით სუნთქვაზე იმყოფება. გრძელდება კვლევები, რომლებიც შემოსვლისთანავე დაიწყო. ერთმნიშვნელოვანი პასუხი მას შემდეგ გვექნება, რაც ყველა კვლევის პასუხს მივიღებთ. საკვების სახით მიღებულ პროდუქტებზეც არის ეჭვი, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი. ზუსტად ვერ გეტყვით, როდის იქნება ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხები. საბოლო ჯამში მათი პასუხები იქნება მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. გამორიცხულია სხვადასხვა ორგანული პათოლოგიური, თუმცა…

მეტი...

პროკურატურამ ნარკოდანაშაულის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 12,891 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „კოკაინს“-ს (ფუძე) და 14,59 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „გამომშრალ მარიხუანას“. „დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად…

მეტი...

ღაზაში 2 მძევლის ცხედარი იპოვეს – ისრაელელ-ამერიკელი წყვილი „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმას ემსხვერპლა

ღაზის სექტორში იპოვეს 2 მძევლის ცხედარი – საუბარია ისრაელელ-ამერიკელ წყვილზე, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმისას მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც BBC წერს, ცხედრები ღაზის სამხრეთში, ხან-იუნისში ისრაელის სამხედრო ძალებმა ნახეს. თავდაცვის ძალების ცნობით, 70 წლის ჯუდი ვაინშტაინ ჰაგაი, რომელიც ასევე კანადის მოქალაქე იყო და მისი ქმარი, 72 წლის გადი ჰაგაი შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა კიბუც ნირ-ოზზე თავდასხმისას მოკლეს. ამჟამად ღაზის სექტორში „ჰამასის“ მიერ გატაცებული 56 მძევალია, რომელთაგან სულ მცირე, 20 ცოცხალია.

მეტი...

„ლონდონი აძლიერებს ძალისხმევას „ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად“ – რუსეთის საგარეო დაზვერვა

რუსული მედია TASS-ი ავრცელებს რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის (SVR) პრესცენტრის ინფორმაციას, რომელშიც საქართველოზეა საუბარი. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, „დიდი ბრიტანეთი, ოპოზიციის მხარდაჭერით, აძლიერებს ძალისხმევას მმართველი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად“. ამავე ინფორმაციის თანახმად, „პარტია ლონდონში დაუფარავ გაღიზიანებას იწვევს“. „ბრიტანელები აპირებენ, რომ „დივერსიულად დამუხტულ“ ორგანიზაციებს ოპოზიციურ პარტიებთან ძალების გაერთიანებისკენ უბიძგონ. ლონდონის გათვლებით, ამან სისტემური პოლიტიკური ოპოზიციის „რეორგანიზაცია“ უნდა გამოიწვიოს, მას „მეორე სუნთქვა“ უნდა გაუხსნას და მმართველი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად ბრძოლის ახალი ეტაპის დასაწყებად მისი მობილიზება უნდა მოახდინოს. დასავლეთს აღიზიანებს საქართველოს სურვილი, გათავისუფლდეს ლიბერალურ-გლობალისტური ძალების მეურვეობისგან. დასავლეთში განსაკუთრებით აღიზიანებთ ისიც, რომ თბილისი,…

მეტი...

არგენტინაში ფეხბურთელმა მატჩის დროს გონება დაკარგა – ის კლინიკაში გარდაიცვალა

არგენტინაში 35 წლის ფეხბურთელმა, ენცო პიტაუმ მატჩის დროს გონება დაკარგა, რის შემდეგაც სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას DailyMail-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ფეხბურთელი საავადმყოფოში მალევე გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი რეანიმირება ვერ შეძლეს. „დიდი გულის ტკივილით გატყობინებთ ენცო პიტაუს გარდაცვალების შესახებ. ჩვენ შოკირებული და შეშფოთებული ვართ ამ დანაკარგით. ვაფასებთ თქვენს სოლიდარობას ჩვენი კლუბისა და ენცო პიტაუს ოჯახის მიმართ“, – აღნიშნულია ფეხბურთელის კლუბის Don Orione-ს განცხადებაში.

მეტი...

უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთის ბრიანსკის ოლქში „ისკანდერებს“ დაარტყეს

დღეს, 5 ივნისს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა, უსაფრთხოების სამსახურსა და თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით, რუსეთის სარაკეტო ძალების ქვედანაყოფის თავმოყრის რაიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, შეტევა განხორციელდა რუსეთის ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინცის რაიონზე, საიდანაც რუსეთის ჯარების 26-ე სარაკეტო ბრიგადის ქვედანაყოფი ცდილობდა დარტყმას უკრაინის ერთ-ერთ ქალაქზე, სავარაუდოდ, კიევზე. მათივე ინფორმაციით, დარტყმის სამიზნე რუსეთის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები – „ისკანდერი“ გახდა, შეტევის შედეგად კი, ერთი სარაკეტო-გამშვები დანადგარი აფეთქდა, ხოლო კიდევ 2, დიდი ალბათობით, დაზიანდა. რუსულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

მეტი...

„დაყენდნენ“ – სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა, ერთიანობის აუცილებლობას მიხვდნენ. როგორც ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას აღნიშნა, მათივე პასუხისმგებლობას შექმნილი ვითარების გააზრებაც წარმოადგენს. „ჩვენ პლატფორმის ფორმატში შევიმუშავეთ დოკუმენტი, რომელიც არის უკვე შეთანხმებული, რომელიც აღრიცხავს ყველა იმ პირობებს, ყველა იმ ცვლილებებს, რაც უნდა იყოს შემოტანილი, როგორც წინაპირობა საპარლამენტო არჩევნების. ეს არის ის პირობები, რომლებიც უნდა წარვუდგინოთ და უკვე წარვუდგინეთ ნაწილობრივ, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ, არა მხოლოდ საზოგადოებას, არამედ ჩვენს პარტნიორებს და ამ კუთხით გაგრძელდეს ზეწოლა რეჟიმზე გარედან სანქციებით და პარტნიორების ზეწოლით, შიგნიდან პროტესტით, რომელიც არის ნამდვილად…

მეტი...

ალასკაზე მთამსვლელი, დაახლოებით, 900 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ალასკაზე, მთამსვლელი, დაახლოებით, 900 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს. როგორც მედია წერს, შემთხვევა დენალის ეროვნულ პარკში, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ყველაზე მაღალ მთა მაკ-კინლიზე მოხდა. მაკ-კინლიზე 41 წლის ალექს ჩიუ კიდევ 2 მთამსვლელთან ერთად ადიოდა, როდესაც Squirrel Point-ის სახელით ცნობილ ადგილზე, კლდიდან გადავარდა. მთამსვლელის ცხედარი 2-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ იპოვეს.

მეტი...

„პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ რუსეთი აეროდრომებზე თავდასხმისთვის უკრაინას პასუხს გასცემს“ – პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ მოსკოვი აეროდრომებზე თავდასხმისთვის კიევს პასუხს გასცემს. კითხვას, ტრამპთან საუბარში ნამდვილად თქვა თუ არ პუტინმა, რომ რუსეთი უკრაინას ოპერაცია „ობობას ქსელის“ გამო პასუხს გასცემდა, პესკოვმა ასე უპასუხა: „დიახ, ეს სიმართლეა. ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ რუსეთი აეროდრომებზე თავდასხმისთვის უკრაინას პასუხს გასცემს. საუბარი კონსტუქციული იყო და მის ხანგრძლივობაზე ყურადღების გამახვილებას აზრი არ აქვს, რადგან ზოგჯერ მოკლე დროში ბევრი მნიშვნელოვანი რამის თქმა შეიძლება“, – განაცხადა პესკოვმა ბრიფინგზე.

მეტი...

თბილისში მკვლელობის და დაჭრის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული ზ.ფ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 4 ივნისს, თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით 3 ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა სამივე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, რომელთაგანაც ერთ-ერთი – 1983 წელს დაბადებული რ.რ. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანების შედეგად,…

მეტი...

„ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა და მონაწილეობა ცოტა გასაკვირია და ჩემთვის გაუგებარიც კი“ – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გასაკვირი და გაუგებარია. როგორც ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „სიტუაცია ძალიან აირია“. „ძალიან აირია სიტუაცია ბევრი საკითხის მიმართ, რომელიც ვთვლი, დღეს მოითხოვს ჩემგან სიცხადეს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ უახლოესი მომავლის პოლიტიკურ განვითარებებზე… ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა და მათში მონაწილეობა – როცა ქვეყანაში გვყავს 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, ცოტა გასაკვირია და ჩემთვის გაუგებარიც კი; როდესაც ყოველდღიურად ვხედავთ, რომ არავის შეიძლება, ჰქონდეს ნდობა სასამართლოს მიმართ – მით უმეტეს იმის მიმართ, რომ ეს სასამართლო რომელიმე დავას რომელიმე პარტიის სასარგებლოდ გაამართლებს.…

მეტი...

„მერობას ვაპირებ და ვაპირებ, რომ დაგამარცხოთ ყველა ის რადიკალური დაჯგუფება, ვინც ხართ“ – კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის მერობას გეგმავს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, აპირებს, „რადიკალურ დაჯგუფებებს ქართველ ხალხთან ერთად მიუჩინოს შესაბამისი ადგილი“. „მერობას ვაპირებ და ვაპირებ, რომ დაგამარცხოთ ყველა ის რადიკალური დაჯგუფება, ვინც ხართ. დაგამარცხებთ და ქართველ ხალხთან ერთად მოგიჩენთ შესაბამის ადგილს, რაც არის თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა ჟურნალისტებს მის მიერ დაფუძნებულ ახალ კომპანიასთან დაკავშირებულ  კითხვაზე – „ისევ მერობას აპირებს თუ ბიზნესინტერესები აქვს“ – უპასუხა, რომ მერობას აპირებს, რაც შეეხება მის მფლობელობაში არსებულ კომპანიებს, მასზე ყველა ინფორმაცია ღიაა. „ეს არ არის პირველი კომპანია, რომელიც მაქვს…

მეტი...

„მივიღე გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე – გაწვევა მთავრობას არ მოუთხოვია“ – რობინ დანიგანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი თანამდებობას ტოვებს. აშშ-ის საელჩო ავრცელებს დანიგანის განცხადებას, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ „პენსიაზე გასვლის“ გადაწყვეტილება მიიღო. როგორც  განცხადებაშია ნათქვამი, მისი გაწვევა შეერთებული შტატების მთავრობას არ მოუთხოვია. რობინ დანიგანის განცხადებას სრულად გთავაზობთ: „მას შემდეგ რაც, როგორც დიპლომატი, შეერთებულ შტატებს ოცდაცამეტი წლის განმავლობაში წარმოვადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე. საქართველოში აშშ-ის ელჩად ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა. მე სამუდამოდ ვიამაყებ იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობის შესანიშნავმა გუნდმა როგორც ვაშინგტონში, ისე აქ, თბილისში, აშშ-ის საელჩოში, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად. ეს…

მეტი...

„რასაც უბრძანებენ გარედან, იმას გააკეთებენ“ – კალაძე ოპოზიციასა და არჩევნებზე

„ხომ ჰქონდათ ის პრინციპული პოზიცია, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში? ძალიან მალე მოვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ნახავთ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას – რასაც უბრძანებენ გარედან, იმას გააკეთებენ“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტების კითხვას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით. კალაძის თქმით, „ისინი გაერთიანდებიან, თუ დაშლილები იქნებიან, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“. „მთავარი რა არის: ჩვენ რამდენიმე თვის წინ ვისმენდით რადიკალურ განცხადებებს, რომ არცერთი მათგანი არ მიიღებდა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. გაიხსენეთ ჩემი განცხადებები აღნიშნულთან დაკავშირებით – ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ: რასაც დაავალებენ, გააკეთებენ იმას. ხომ ჰქონდათ…

მეტი...

„წივწივაძეს უძილაურთან კვეთა არ აქვს – იარაღის გადაცემა არ დასტურდება“ – ადვოკატი ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე

ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული 2 ადამიანის – გელა უძილაურისა და სანდრო წივწივაძის ურთიერთკავშირს გამორიცხავს. ბარდაველიძემ, რომელიც წივწივაძის ინტერესების დამცველია, დღეს, 5 ივნისს „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში საუბრისას განაცხადა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით წივწივაძის მიერ უძილაურისთვის ცეცხლსასროლი იარაღის გადაცემა არ დასტურდება. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს იარაღები მოპარეს, რის შესახებაც მან ჯერ კიდევ 2019 წელს, საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, პოლიციას შეატყობინა. „სანდრო წივწივაძეს ბრალდების მხარე ედავება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გადაცემას გელა უძილაურისთვის. აღნიშნული არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით. ბრალდების მხარე მიზანმიმართულად ცდილობდა, გამოძიება…

მეტი...

გავრცელებული ინფორმაციით, ხაშურში 9 წლის ბავშვი გარდაცვლილი, დედა კი უგონო მდგომარეობაში იპოვეს

ხაშურში, სამსახურიდან შინ დაბრუნებულ მამაკაცს 9 წლის შვილი გარდაცვლილი, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში დახვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ქალი კომატოზური მდგომარეობით კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მეტი...

„ის, რომ საინფორმაციო გამოშვება უნდა იყოს ნეიტრალური, საერთაშორისო სტანდარტია, რა შუაშია ცენზურა?“ – კობახიძე

„მრავალი წელია, ჩვენს კანონმდებლობაში არის დადგენილი სტანდარტები და არ არსებობდა ამ სტანდარტების აღსრულების მექანიზმი. ის, რომ საინფორმაციო გამოშვება უნდა იყოს ობიექტური და ნეიტრალური, ეს არის საერთაშორისო მედიასტანდარტი, რა შუაშია აქ ცენზურა?“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, „აღნიშნული სტანდარტები საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში მოქმედებდა, უბრალოდ არ იყო გათვალისწინებული აღსრულების მექანიზმი, რაც რამდენიმე თვის წინ, პარლამენტმა გაწერა და ამის საფუძველზე განხორციელდა მიმართვა შესაბამისი ორგანოსადმი“. „რა შუაშია აქ ცენზურა? ობიექტურობის სტანდარტების დაცვა ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება ცენზურად. იმისთვის,…

მეტი...

„საინტერესოა ევროპარლამენტის მოწოდება არჩევნებზე – ოპოზიციას გარედან კარნახობენ, რა უნდა გააკეთონ“ – კობახიძე

„ოპოზიციას გარედან კარნახობენ იმას, თუ რა უნდა გააკეთონ, თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ქართული ოპოზიციის მიმართ ევროპარლამენტის მოწოდებას შეეხებოდა. მისივე თქმით, „საბოლოო ჯამში, მიუხედავად ამჟამინდელი ხმამაღალი განცხადებებისა და სხვა პარტიების „ბულინგისა“ არჩევნებში მონაწილეობის გამო, გარედან ინსტრუქციის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, „ნაცმოძრაობამ“ და „ახალმა“ ყველაფერს გადაუსვან ხაზი და მათაც მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, რაც იქნება უკიდურესად დამამცირებელი“. „თავისთავად ეს მოწოდებაც საინტერესოა, გარედან კარნახობენ ოპოზიციას იმას, თუ რა უნდა გააკეთონ. თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად და გარედან კარნახობენ.…

მეტი...

„თუკი რამე წააგავს საბჭოთა ინსტიტუტს, ეს არის, სამწუხაროდ, ევროპარლამენტი“ – კობახიძე

„ევროპარლამენტის რეზოლუციები არის აბსოლუტურად უინტერესო, თუკი რამე წააგავს საბჭოთა ინსტიტუტს, ეს არის, სამწუხაროდ, ევროპარლამენტი, რომელიც დღევანდელი მოცემულობით არაფრით განსხვავდება საბჭოთა უზენაესი საბჭოსგან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია, ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც ევროპარლამენტშია“. „ევროპარლამენტის რეზოლუციები არის აბსოლუტურად უინტერესო, თუკი რამე წააგავს საბჭოთა ინსტიტუტს, ეს არის სამწუხაროდ, ევროპარლამენტი, რომელიც დღევანდელი მოცემულობით არაფრით განსხვავდება საბჭოთა უზენაესი საბჭოსგან. მე მახსოვს 80-იან წლებში მათი პათოსი, განხილვების შინაარსი, უსამართლობის ხარისხი. არაფრით განსხვავდება, სამწუხაროდ, დღევანდელი ევროპარლამენტი ამ ყველაფრისგან. იმედი მაქვს, რომ პირველ რიგში, გაჯანსაღების პროცესი და…

მეტი...

ინდოეთში ჭყლეტის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში, ბენგალურუს კრიკეტის სტადიონთან მომხდარ ჭყლეტას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებულია ათობით მოქალაქე. სტადიონზე გამარჯვების აღლუმი იმართებოდა, რა დროსაც ქუჩებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა დახვედროდა Royal Challengers Bengaluru-ის (RCB) გუნდს, რომელმაც წინა დღეს, ინდოეთის IPL კრიკეტის ფინალში Punjab Kings-ის გუნდი დაამარცხა. როგორც BBC-ის პოლიციის ოფიცერმა განუცხადა, გამარჯვების აღლუმზე 200 000-ზე მეტი ადამიანი მივიდა, თუმცა ისინი მხოლოდ ამ რაოდენობის ნახევარს ელოდნენ. მომხდარს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მისი ფიქრები მათთანაა, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა“.

მეტი...

„ჩინეთი არის სწორედ ის ზესახელმწიფო, რომელსაც უნდა მიბაძოს ყველამ“ – კობახიძე

„იმედი მაქვს, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, მსოფლიოს მასშტაბით უფრო მეტად იქნება  წახალისებული მშვიდობა, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ სახელმწიფოსთან, მათ შორის, ყველა იმ ზესახელმწიფოსთან, რომელიც ორიენტირებულია მშვიდობაზე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, „ჩინეთი არის ის ზესახელმწიფო, რომელსაც 45 წლის განმავლობაში არცერთ ომში არ მიუღია მონაწილეობა, თავიდან ბოლომდე იყო ორიენტირებული პროგრესზე, მოდერნიზაციაზე, ეკონომიკის განვითარებაზე და შედეგიც სახეზეა“. „დღევანდელი სამყარო არის ძალიან დიდი გამოწვევებით სავსე, როდესაც საქმე ეხება კონკრეტულად მშვიდობას – ჩვენ გვაქვს ფართო რეგიონში…

მეტი...

რუსების იერიშს უკრაინის ქალაქ პრილუკიზე, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა

5 ივნისის ღამეს, რუსებმა ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიზე დრონებით მასშტაბური შეტევა განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ჩერნიგოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვიაჩესლავ ჩაუსზე დაყრდნობით ავრცელებს. ჩაუსის განცხადებით, პრილუკიზე დარტყმას, სულ მცირე, 5 ადამიანი, მათ შორის ერთი წლის ბავშვი ემსხვერპლა. „5 ადამიანი დაიღუპა – მათგან 2 ქალი და ერთი წლის ბავშვი იყო, რომლებიც ნანგრევების ქვეშ იპოვეს“, – აღნიშნა ჩაუსმა. მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა 6 ადამიანი და ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. „პოლიცია, მაშველები და სხვა სასწრაფო დახმარების სამსახურები მტრის დარტყმების ადგილებში მუშაობენ“, – განაცხადა ჩერნიგოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მეტი...

5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების მასშტაბური აქციით აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიება მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობრის“ ფარგლებში გაიმართა. „პლატფორმა ტყეების დაცვისა და აღდგენის პროცესებში კერძო სექტორისა და მოხალისეების  ჩართულობას ითვალისწინებს. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა მიიღეს. ჯვრის მონასტრის ფერდობზე სომბოლურად წიწვოვანი სახეობის 5 ცალი ნერგი დაირგო. აღსანიშნავია, რომ პროექტის „ტყის მეგობარი“ ფარგლებში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 31ჰა ფართობისთვის ტყის გაშენების პროექტი მომზადდა. ახალი ტყე შეიქმნება საზოგადოებისა და კერძო სექტორის ჩართულობით. ჯვრის მონასტრის ფერდობზე ტერიტორია 140 ნაკვეთადაა დაყოფილი. ტერიტორიაზე, ეტაპობრივად, სეზონების მიხედვით,…

მეტი...