საქართველოში შვედეთის საელჩო შვედეთში ექსტრემისტულ და სხვა ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსების თაობაზე დაწყებული პროცესისა და საქართველოში „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩოს განმარტებით,შვედეთის მთავრობამ დანიშნა სპეციალური გამოძიების თავმჯდომარე, რომელიც შეაფასებს, უნდა აიკრძალოს თუ არა შვედეთში ექსტრემისტულ და სხვა ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსება, აღნიშნული პროცესი კი მკვეთრად განსხვავდება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან“, რომელიც ეხება ყველანაირ უცხოურ დაფინანსებას. “ეს პროცესი მკვეთრად განსხვავდება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან“, რომელიც ეხება ყველანაირ უცხოურ დაფინანსებას, მისი მიზნობრიობის მიუხედავად და რომელიც მიღებულ იქნა ნაჩქარევად, სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე. ვენეციის კომისიამ ასევე…
მეტი...დღე: ივნისი 4, 2025
აშშ-ის საელჩო უკრაინაში, მოქალაქეებს თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებს
ბოლო პერიოდში, რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაძაბულობისა და განხორციელებული დარტყმების ფონზე, აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მიმართავს და თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებს. „რუსეთმა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გაზარდა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო და დრონებით თავდასხმები. არსებობს მნიშვნელოვანი საჰაერო თავდასხმების რისკი. აშშ-ის საელჩო კიევში მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს გამოიჩინონ შესაბამისი სიფრთხილე. როგორც ყოველთვის, გირჩევთ, მზად იყოთ დაუყოვნებლივ თავშესაფარში იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო განგაში გამოცხადდება“ – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. საელჩო კონკრეტულ ინსტრუქციასაც იძლევა, როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები: ნებისმიერი საჰაერო განგაშის გამოცხადებამდე განსაზღვრეთ თავშესაფრის ადგილები; ჩამოტვირთეთ საიმედო საჰაერო განგაშის აპლიკაცია თქვენს მობილურ ტელეფონში, როგორიცაა AirRaid Siren ან Alarm…
მეტი...“რუსეთი დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში 10 000 ჯარისკაცის განლაგებას გეგმავს”- მოლდოვის პრემიერი
დორინ რეჩანი აცხადებს, რომ რუსეთი მოლდოვის დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში გეგმავს 10 000 ჯარისკაცის განლაგებას და კიშინეუში კრემლის მომხრე მთავრობის დანიშვნას. მოლდოვის-პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი ერევა მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 2025 წლის სექტემბრის ბოლოს არის დაგეგმილი, იმ იმედით, რომ მოლდოვას მომავალი მთავრობა უფრო მეტად კეთილგანწყობილი იქნება მოსკოვის მიმართ და საშუალებას მისცემს მას, დნესტრისპირეთში მეტი ჯარისკაცი განალაგოს. „ეს არის უზარმაზარი მცდელობა, რომელიც მიმართულია მოლდოვას დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისკენ… მათ სურთ, გააძლიერონ თავიანთი სამხედრო წარმომადგენლობა დნესტრისპირეთის რეგიონში“– თქვა პრემიერ-მინისტრმა. დორინ რეჩანის განცხადებით, რუსეთის მიერ დნესტრისპირეთში შესაძლო 10 000 ჯარისკაცის განლაგების შესახებ ცნობები მოლდოვის…
მეტი...კრემლის ინფორმაციით, პუტინი რომის პაპ ლეო XIV-ს ტელეფონით ესაუბრა
კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რომის პაპ ლეო XIV-ს ტელეფონით ესაუბრა. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პუტინმა კიდევ ერთხელ მიულოცა პაპს არჩევა და წარმატებები უსურვა. პაპთან საუბრისას პუტინმა ასევე განიხილა უკრაინაში მიმდინარე ომი. „უკრაინის საკითხზე საუბრისას ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა ინტერესი მშვიდობის მიღწევაში პოლიტიკურ-დიპლომატიურ გზით, ხაზი გაუსვა, რომ კრიზისის საბოლოო, სამართლიანი და ყოვლისმომცველი მოგვარებისთვის აუცილებელია მისი ძირითადი მიზეზების აღმოფხვრა“ – აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეტი...გერმანიას უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სურს
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ განახლდება მულტინაციონალური ინიციატივა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად სახელწოდებით – „დაუყოვნებლივი ქმედება საჰაერო თავდაცვაზე“. „ყოველდღე ცხადი ხდება, რომ რუსეთი განაგრძობს თავდასხმებს უკრაინაზე ჰაერიდან. დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმების რიცხვი უზარმაზარია. ისევ და ისევ, უდანაშაულო უკრაინელები იხოცებიან და შავდებიან ამ თავდასხმებში“, – განაცხადა პისტორიუსმა. გერმანელი მინისტრის თქმით, ასევე გაიზრდება იმ ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც მხარს უჭერს ელექტრომაგნიტური ბრძოლის შესაძლებლობის გაფართოებას.
მეტი...“პუტინმა თქვა, რომ მას მოუწევს ბოლო თავდასხმებზე პასუხის გაცემა”- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, პუტინთან საუბარი კარგი იყო, მაგრამ არა ისეთი, რომელიც „დაუყოვნებლივი მშვიდობისკენ მიგვიყვანს“. “ახლა დავასრულე ტელეფონით საუბარი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინთან. ზარი დაახლოებით ერთ საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. განვიხილეთ უკრაინის მიერ რუსეთის თვითმფრინავებზე თავდასხმა, და ასევე სხვა განსხვავებული თავდასხმები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ორივე მხარის მიერ. ეს კარგი საუბარი იყო, მაგრამ ისეთი საუბარი არა, რომელიც დაუყოვნებლივი მშვიდობისკენ მიგვიყვანს. პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, და ძალიან ძლიერად, რომ მას მოუწევს აეროდრომებზე ბოლო თავდასხმებზე პასუხის გაცემა”- ამბობს ტრამპი. როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, პუტინთან საუბრის დროს ირანი და ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული საკითხებიც…
მეტი...სროლა მარნეულში – დაჭრილია ერთი ადამიანი
ცოტა ხნის წინ, მარნეულში სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი. შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
მეტი...რუსთაველზე აქციაა – მოქალქეებს პოლიციამ გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა
რუსთაველის გამზირზე თათია აფრიამაშვილის და ლიკა ლორთქიფანიძის მხარდამჭერი აქცია მომდინარეობს. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლოციამ ამის საშუალება არ მისცა. შეკრებილებმა პარლამენტის წინ საპროტესტო ბანერი გაშალეს წარწერით: “ ვიბრძვით სტუდენტების თავისუფლებისათვის” სამოქალაქო აქტივისტებს – თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.
მეტი...ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში 95 ადამიანი ემსხვერპლა
ღაზის სექტორში ბოლო 24 საათში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, 95 ადამიანი ემსხვერპლა. არაბული მედიის თანახმად, საბრძოლო მოქმედებების შედეგად ბოლო ერთ დღეში ღაზის სექტორში 440 ადამიანი დაშავდა. მსხვერპლთა შორის არიან ბავშვები. ისრაელის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს სექტორის სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებზე. ღაზაში ომის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 2023 წლის 7 ოქტომბრიდან 54 607-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავდა 125 341 ადამიანი.
მეტი...ევროზონაში შესვლისა გამო ბულგარეთის პარლამენტში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ბულგარეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. უთანხმოების მიზეზი ქვეყნის ევროზონაში შესვლა და ევროს ვალუტის შემოღება გახდა. ევროპულმა კომისიამ და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ბულგარეთს ნება მისცეს, 2026 წლიდან მიმოქცევაში ევრო შემოიღოს. ამგვარად, ბულგარეთი გახდება 21-ე ქვეყანა, რომელიც ერთიანი ვალუტის ზონის წევრი იქნება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას სოფიაში ულტრამემარჯვენე „აღორძინების პარტიის“ მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა პარლამენტის გარეთ ბულგარეთის დროშებით. „არა ევროკოლონიალიზმს“, – სკანდირებდნენ შეკრებილები. პარლამენტის სხდომათა დარბაზში ვითარება მაშინ დაიძაბა, როდესაც „აღორძინების პარტიის“ დეპუტატმა ტრიბუნის ბლოკირება მოახდინა.
მეტი...“სანაკრებო კარიერა დავასრულე”- გიორგი ლორია
„დინამო არენაზე“ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული გუნდის მეკარე გიორგი ლორია იმყოფებოდა. მან სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. “საქართველოს ნაკრების მაისურის ტარება ჩემთვის პატივი იყო, ჩემი ბავშვობის ოცნება. ნაკრებში კარიერას სუფთა გულით ვამთავრებ. მადლიერი ვარ, რომ ამ გუნდში თამაშის საშუალება მომეცა. დავრჩები ქართული ფეხბურთის სამსახურში, მადლობა, საქართველო. მინდა, ხვიჩა კვარაცხელიას წარმატება მივულოცო. ხვიჩა ჩვენთვის მაგალითია, თუ რას შეიძლება მიაღწიოს ფეხბურთელმა. ახალგაზრდებს ვურჩევ, იშრომონ და ფეხბურთის ერთგულები დარჩნენ“- განაცხადა ლორიამ. ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ნაკრები 5 ივნისს „დინამო არენაზე“ ფარერის კუნძულების ნაკრებს უმასპინძლებს. 8 ივნისს…
მეტი...“კიევის ხელმძღვანელობა ტერორისტული აქტების ორგანიზებაზე გადავიდა”- პუტინი
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა უარყო. ამის შესახებ მან მთავრობის წევრებთან სხდომაზე განაცხადა. “რუსეთის დაშინების მცდელობით კიევის ხელმძღვანელობა ტერორისტული აქტების ორგანიზებაზე გადავიდა. და ამავდროულად საბრძოლო ქმედებების შეჩერებას ითხოვს 30 ან 60 დღით, შეხვედრას ითხოვს უმაღლეს დონეზე. მაგრამ როგორ ჩავატაროთ ასეთ პირობებში მსგავსი შეხვედრები? რაზე ვისაუბროთ? საერთოდ ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს მათთან, ვინც ტერორზე აკეთებს ფსონს, ტერორისტებთან?” – განაცხადა პუტინმა. გამოსვლაში პუტინს უკრაინის მიერ 1 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაცია “ობობის ქსელი” არ უხსენებია, რომლის შედეგადაც, უკრაინული მხარის ცნობით, 41 რუსული სტრატეგიული თვითმფრინავი დაზიანდა ან განადგურდა. პუტინი 31…
მეტი...„ოპერაცია „ობობის ქსელმა“ დაამტკიცა, რომ აგრესორი რეალურ დანაკარგებს განიცდის“ – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოპერაცია „ობობის ქსელის“ წარმატებით ჩატარებისთვის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრები დააჯილდოვა. როგორც ზელენსკიმ X-ზე დაწერა, „ობობის ქსელმა“ დაამტკიცა, რომ რუსეთი „რეალურ დანაკარგებს“ განიცდის. „უკრაინას ომი არასდროს სურდა, მაგრამ მას სრული უფლება აქვს, საკუთარი თავი, თავისი დამოუკიდებლობა და თავისი ხალხი დაიცვას. ჩვენც ზუსტად ამას ვაკეთებთ, ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალებით… ჩვენი თავდაცვის უფლების ბრწყინვალედ გამოყენებისთვის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებით მადლიერი ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ოპერაცია „ობობის ქსელმა“ დაამტკიცა, არის ის, რომ ახლა აგრესორი რეალურ დანაკარგებს განიცდის. ეს სამართლიანობის აღდგენასა და ნამდვილი მშვიდობისკენ ზეწოლას წარმოადგენს“, – წერს ზელენსკი.
მეტი...„ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის შემთხვევაში, მთელი მსოფლიო დაზარალდება“ – ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის შემთხვევაში არა მხოლოდ მისი მოსაზღვრე ქვეყნები, არამედ მთელი მსოფლიო დაზარალდება. ზახაროვას თქმით, ბირთვულ ობიექტებზე შესაძლო დარტყმების შესახებ განცხადებებს „მოსკოვი უპასუხისმგებლობად მიიჩნევს“. „ყველასთვის აშკარა უნდა იყოს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებული პრობლემის მოგვარების გზა სწორედ დიპლომატიურ გზაზე გადის. ჩვენ გარკვეული იმედები გვაქვს ვაშინგტონსა და თეირანს შორის შუამავლობით მიმდინარე დიალოგთან დაკავშირებით“, – აცხადებს ზახაროვა.
მეტი...ალბი კორძაიას, რომელსაც თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავებოდნენ, 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ალბი კორძაიას, რომელსაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავებოდნენ, 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, 2 აპრილს, კორძაიამ წულუკიანს ხმის გამაძლიერებლით „რუსეთის მონა“ და „ქვეყნის მოღალატე“ უწოდა.
მეტი...„უკრაინა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს ორი ლიდერის შეხვედრამდე“ – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიევი მოსკოვს ლიდერების დონეზე შეხვედრამდე ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს. ზელენსკი გამოთქვამს იმედს, რომ აღნიშნულ ინიციატივას პარტნიორების მხარდაჭერა ექნება. „უკრაინა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს ორი ლიდერის შეხვედრამდე. პრეზიდენტი ერდოღანი დარწმუნებული ვარ, მხარს დაუჭერს, რადგან ჩვენი საუბრის დროს მან თქვა, რომ მას სურს ოთხი ადამიანის შეხვედრის ორგანიზება: პრეზიდენტი ერდოღანი, პრეზიდენტი ტრამპი, მე და პუტინი. ჩვენ ნებისმიერ დღეს მზად ვართ ასეთი შეხვედრისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ლიდერების დონეზე შეხვედრა ურთიერთგაგებისა და დეესკალაციის სურვილის ფონზე წარიმართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვმა შეიძლება, ცალმხრივად შეაჩეროს ცეცხლის შეწყვეტა“, – აცხადებს ზელენსკი.
მეტი...„აშშ სრულად ერთგულია ნატოს და მე-5 მუხლის მიმართ“ – რუტე
„ნატოს მოკავშირეები გააძლიერებენ თავიანთ შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს ახალი, ამბიციური მიზნების დასახვით“, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა, მარკ რუტემ განაცხადა. რუტეს თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია ნატოსა და მისი მე-5 მუხლის მიმართ. „საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა, შორი მანძილის შეიარაღება, ლოჯისტიკა და დიდი სახმელეთო მანევრების ფორმირებები ჩვენს მთავარ პრიორიტეტებს შორისაა. ჩვენ გვჭირდება მეტი რესურსი, ძალები და შესაძლებლობები, რათა მზად ვიყოთ ნებისმიერი საფრთხის წინაშე დგომისთვის და სრულად განვახორციელოთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გეგმები. შეერთებული შტატები სრულად ერთგულია ნატოს მიმართ, სრულად ერთგულია მე-5 მუხლის მიმართ“, – აცხადებს რუტე.
მეტი...გაერთიანებული სამეფო უკრაინას 100 000 დრონს გადასცემს
გაერთიანებული სამეფოს მთავრობა აპირებს, 2026 წლის აპრილამდე უკრაინას 100 000 დრონი გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, $473 მილიონის ღირებულების დრონების პაკეტი გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყოფილ $6 მილიარდში შედის. ამასთან, უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნისთვის $333 მილიონის გამოყოფაც იგეგმება.
მეტი...„თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიის ტესტია“ – ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ოპოზიციას, „ეს შესაძლებლობა გამოიყენოს“
დღეს, 4 ივნისს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო. კომიტეტმა აღნიშნულთან დაკავშირებით პრესრელიზი გამოაქვეყნა. როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ „2025 წელს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობის კიდევ ერთი ტესტია“ და მოუწოდებენ ოპოზიციას, „ეს შესაძლებლობა გამოიყენოს“. „2025 წელს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობის კიდევ ერთი ტესტია. შედეგად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში, რაც უკვე დადასტურდა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით. ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას საქართველოში…
მეტი...ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ფოთის ბავშვთა ცენტრის ბენეფიციარებს უმასპინძლა
მიმდინარე წლის 1-4 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ა(ა) იპ „თვითმმართველი ქალაქის- ფოთის ბავშვთა ცენტრის“ ბენეფიციარებს, ცენტრის დირექტორს, გიორგი ნიჟარაძეს, დირექტორის მოადგილეს, თემურ წურწუმიასა და აღმზრდელს, მიმოზა პეტროსიანს მასპინძლობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, სამსახურმა, მოზარდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩაატარა. „ღონისძიებათა ფარგლებში, ცენტრის აღსაზრდელებმა, მოინახულეს საქართველოს ძველი დედაქალაქი მცხეთა, მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარი-სვეტიცხოველი, სამთავროს ფერისცვალების ტაძარი და დედათა მონასტერი, დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსი; ბავშვები გაეცნენ ქვეყნის ისტორიისა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მნიშვნელოვან ეპიზოდებს. მოზარდებმა ინტერესი გამოხატეს, ახლოს გასცნობოდნენ…
მეტი...„რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ახალი ეტაპი მოსალოდნელია – ორივე მხარე დიალოგის ღირებულებას აღიარებს“ – ფიდანი
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაქან ფიდანის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ახალი ეტაპის შეხვედრა მოსალოდნელია, რადგან „ორივე მხარე დიალოგის ღირებულებას აღიარებს“. როგორც ფიდანი აღნიშნავს, მოლაპარაკებების გაგრძელება მნიშვნელოვანია. „რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ახალი ეტაპი მოსალოდნელია, რადგან ორივე მხარე დიალოგის ღირებულებას აღიარებს. არსებული პირობებისა და ომის შედეგად ჩამოყალიბებული ფსიქოლოგიური გარემოს გათვალისწინებით, ეს იყო საუკეთესო შესაძლო შეხვედრა. მთავარია, არ დავტოვოთ მოლაპარაკების მაგიდა და შევინარჩუნოთ ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისადმი ერთგულება. ეს არის ჩვენი რჩევა მხარეებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება თუ არა მაგიდა თურქეთში თუ სხვაგან. მნიშვნელოვანია, რომ ეს მხარეები ერთად შეიკრიბონ და განაგრძონ მოლაპარაკებები“, – აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა…
მეტი...საფრანგეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ყურანის დაწვაშია ეჭვმიტანილი
საფრანგეთში ყურანის დაწვაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. როგორც გამოცემა პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინება, მამაკაცი 2 ივნისს, ვილერბანში მდებარე ერთ-ერთ მეჩეთში შეიპარა, ყურანი მოიპარა და დაწვა. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული „ფსიქიკურად არასტაბილურია“.
მეტი...„ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვთ“ – კალაძე ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტზე
„ამ ტიპის რეზოლუციები ბევრი გვინახავს, ვიცით, როგორ ხდება მათი მიღება, რამდენს იხდიან“, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტის მიღებას. როგორც კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, „მსგავსი ლობიზმით შეფუთული რეზოლუციებისა და აგენტურისადმი ქართველი ხალხის უმრავლესობას შესაბამისი დამოკიდებულება აქვს“. „ამ ტიპის რეზოლუციები ბევრი გვინახავს. ვიცით, როგორ ხდება მათი მიღება, რამდენს იხდიან. ეს ყველაფერი ლობიზმითაა შეფუთული. ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვთ. ამ ადამიანებს, რომლებიც აგენტურას წარმოადგენენ ქვეყანაში, საზოაგდოებაში უმრავლესობას მათ მიმართ და მათი თანაგუნდელების მიმართ აქვთ შესაბამისი დამოკიდებულება, რასაც იმსახურებენ. აგენტებს და უცხო ქვეყნის წამრმოადგემნლებს მსახურებს ყოველთვის შესაბამისი…
მეტი...„სიმართლე არ იმალება, ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ საქართველოს ევროინტეგრაციისთვის“ – კალაძე
„ვიღაცები ცდილობენ, პოლიტიკური სპეკულაციებით შეფუთონ პროცესები და ისე წარმოაჩინონ, როგორც თავიანთი პოლიტიკური შეხედულებებისთვის აწყობთ, მაგრამ სიმართლე არის ერთი – ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ საქართველოს ევროინტეგრაციისთვის“, – ასე გამოეხმაურა თბილსის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ღია წერილს საქართველოში ევროკავშირის ელჩისადმი. კალაძის განცხადებით, „გარედან“ ქვეყნის საშინაო საქმეებში ერეოდნენ. „სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა – გარედან წახალისებული ექსტრემისტული დაჯგუფებები, რადიკალები, ის თანხები, რომელიც გარედან შემოედინებოდა, მიმართული იყო იმაზე, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო, პირდაპირ ერეოდნენ საპარლამენტო არჩევნებში, თავიანთი განცხადებებით, პოლიტიკური პოზიციებით, რაც რა თქმა უნდა, არის უდიდესი…
მეტი...მექსიკაში ავარიას 11 ადამიანი ემსხვერპლა
მექსიკის ჩრდილოეთით მდებარე ნუევო-ლეონის შტატში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ავარიის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა. მათივე ინფორმაცით, ავტობუსი მონტერეიდან მეზობელი შტატის მიმართულებით მიემგზავრებოდა, რა დროსაც მოცურდა, გადატრიალდა და გზიდან გადავარდა.
მეტი...გენპროკურორის მოადგილედ დაინიშნა გიორგი გვარაკიძე, რომელიც ასევე გენპროკურორის მოვალეობას შეასრულებს
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ გიორგი გვარაკიძე დაინიშნა. გვარაკიძე ასევე გენპროკურორის მოვალეობას შეასრულებს. მანამდე ის თბილისის პროკურორის თანამდებობას იკავებდა. შეგახსენებთ, გენერალური პროკურორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა.
მეტი...„ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი უწყების ცენტრალურ აპარატში გადავა“ – საგარეო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი უწყების ცენტრალურ აპარატს შეუერთდება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ცვლილება უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში დაიგეგმა. მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ უქმდება. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „2025 წლის 1-ელი ივლისიდან იგეგმება საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საინფორმაციო ცენტრის ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ ლიკვიდაცია“.
მეტი...„აშშ-ის აბსურდულ ბრალდებებზე ჩვენი პასუხი ნათელია – მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ“ – ხამენეი
„ამერიკის შეერთებული შტატების პირველი სიტყვა არის ის, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული ინდუსტრია“, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ყოფილი სულიერი ლიდერის, იმამ ხომეინის გარდაცვალების 36-წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა. როგორც ხამენეიმ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „აბსურდულ ბრალდებებზე ირანის პასუხი ნათელია – აშშ-ს ამ საკითხში არაფრის გაკეთება არ შეუძლია“. „ბირთვული ინდუსტრია გავლენას ახდენს მრავალ სამეცნიერო სფეროზე. ურანის გამდიდრება ბირთვული პრობლემის გასაღებია და მტრები გამდიდრებაზე არიან ორიენტირებულნი. დღეს ისლამურ მთავრობებს პალესტინის საკითხთან დაკავშირებით ბევრი ვალდებულება აქვთ. დღეს არ არის თავაზიანობის, გათვალისწინების ან ნეიტრალიტეტის დრო. დღეს არ არის დუმილის დრო.…
მეტი...კიოლნში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 3 ბომბი აღმოაჩინეს
გერმანიის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ კიოლნში, დოიცის რაიონში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 3 ბომბი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქალაქიდან 20 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ბომბებიდან ორი 90, ხოლო ერთი 45 კგ-ს იწონის. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა, კიოლნის საკათედრო ტაძარი, სახიფათო ზონის გარეთ მდებარეობს.
მეტი...„თურქეთიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა“ – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე – 2006 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. მათი ცნობით, დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან, საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. სამართალდამცველებმა გ.შ. – ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, მასში მოთავსებული მჭიდითა და 16 ცალი ვაზნით, ხოლო გ.შ. – ს დროებით საცხოვრებელი ბინიდან, ნივთმტკიცების…
მეტი...ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოზე ანგარიშის პროექტი დაამტკიცა
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი შესწორებებით დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 55-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 14-მა ხმა წინააღმდეგ მისცა, ხოლო 4-მა თავი შეიკავა. კომიტეტის მიერ დამტკიცებული დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი ევროპარლამენტის ვებგვერდზე ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.
მეტი...„მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტი მზადაა“ – კელოგი
უკრაინის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტი მზადაა. როგორც კელოგმა Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნა, „სანქციები საკმაოდ მძიმეა“. „გასულ უქმეებზე სენატორ ლინდსი გრემს ვესაუბრე და მჯერა, რომ სანქციები მზადაა. მას „რუსეთის წინააღმდეგ 2025 წლის სანქციების აქტი“ ჰქვია და მჯერა, რომ გრემმა ის უკვე მოამზადა. სანქციები საკმაოდ მძიმეა“, – განაცხადა კიტ კელოგმა.
მეტი...პროკურატურამ ცოტნე გამსახურდიას საქმეზე გაგა მკურნალიძეს და გიორგი ბუთლიაშვილს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, გაგა მკურნალიძეს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორს, გიორგი ბუთლიაშვილს ცოტნე გამსახურდიას მიმართ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის 28 ოქტომბერს ცოტნე გამსახურდია დააკავეს და შეასახლეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის განაჩენით მას 9 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გარკვეული პერიოდი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სასჯელის შემდგომი…
მეტი...გიორგი გაბიტაშვილმა გენერალური პროკურორის თანამდებობა დატოვა
გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი თანამდებობას ტოვებს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გაბიტაშვილის კანდიდატურა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა. როგორც პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გენერალური აუდიტორის არჩევისთვის საპარლამენტო პროცედურები დაიწყება. „მივიღე გადაწყვეტილება, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა… ვფიქრობ, გენერალურ აუდიტორად მისი არჩევა მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახელმწიფო აუდიტორის სამსახურს და უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რომელიც წინასაარჩევნოდ წარვუდგინეთ ჩვენს მოსახლეობას და რომლის შესრულებისთვისაც მივიღეთ ქართველი ხალხის მანდატი. ახლა უკვე დავიწყებთ საპარლამენტო პროცედურებს გენერალური აუდიტორის არჩევისთვის, რაც მომავლ კვირას, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით დასრულდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, გენერალური აუდიტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ცოტნე…
მეტი...თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს, დიდუბე-ჩუღურეთის, გლდანი-ნაძალადევისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულები 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული ლ.ჭ., 1975 წელს დაბადებული ი.დ., წარსულში ნასამართლევი პირები, 1989 წელს დაბადებული შ.ჯ., 2006 წელს დაბადებული გ.კ., 1983 წელს დაბადებული…
მეტი...ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალთან მკვლელობა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საკუთარი მანქანით მიმავალი კაცი ბათუმი-ხულოს ავტომაგისტრალზე ჩაცხრილეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
მეტი...