27 წლის ქართველი იტალიაში არალეგალების გადაყვანის გამო დააკავეს

საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ავტომობილით 4 არალეგალი სლოვენიიდან იტალიაში გადაჰყავდა. მედიის ინფორმაციით, 27 წლის კაცმა თავდაპირველად გაქცევა სცადა, თუმცა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა მისი დაჭერა შეძლეს. ხუთივე მათგანი საგამოძიებო უწყებაშია გადაყვანილი. საქართველოს მოქალქე სლოვენიისა და იტალიის პოლიციამ  სასაზღვრო ქალაქ მუჯაში დააკავა.

მეტი...

ანდრეი ერმაკი კიტ კელოგს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, ვაშინგტონში უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა. „განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება, სტამბოლში გამართული შეხვედრების შედეგები, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებისა და უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდის მნიშვნელობა. ასევე, ვისაუბრეთ რუსეთის მიერ გატაცებულ ბავშვებზე“ – განაცხადა ერმაკმა. ერმაკის თქმით, კელოგს განუცხადა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა არ შეწყვიტოს ცეცხლი და ეს „ძალით უნდა შეაჩერონ“. „უკრაინამ ყველაფერი გააკეთა ომის დასამთავრებლად. რუსეთი ნებაყოფლობით თუ არ წყვეტს ცეცხლს, ჩვენ იძულებული ვართ, ჩავატაროთ ოპერაციები და გავანადგუროთ მათი სამხედრო პოტენციალი“, – განაცხადა ერმაკმა. დღეს უკრაინის დელეგაცია ეკონომიკის მინისტრ, იულია…

მეტი...

ორბანმა განაცხადა, რომ ცდილობს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ხელი შეუშალოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ცდილობს, ყველა ძალისხმევა გამოიყენოს, რათა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ხელი შეუშალოს. “უკრაინა წაიღებს ყველა ევროს, ფორინტსა და ზლოტს, რომელსაც აქამდე ევროპული ოჯახების, ევროპელი ფერმერებისა და ევროპული ინდუსტრიის გასაძლიერებლად ვხარჯავდით. რა თქმა უნდა, ბიუროკრატებს არ აინტერესებთ, სად მიდის ევროპელების ფული. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, დებრეცენი იქნება ეს თუ ხარკოვი, ვარშავა თუ კიევი, ბრონჟონი თუ ლვოვი, მაგრამ ჩვენ ეს არ გვადარდებს! ჩვენ ვართ პასუხისმგებელი უნგრელი ოჯახების, უნგრელი მეწარმეებისა და უნგრელი ფერმერების წინაშე. ათი წლის შემდეგ ვერ შევძლებ, ჩემი სინდისის წინაშე, ჩემი შვილიშვილების და ქვეყნის წინაშე მართალი ვიყო,…

მეტი...

სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერმა ლი ჯე მიონმა გაიმარჯვა

სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერმა ლი ჯე მიონმა გაიმარჯვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. “დემოკრატიული პარტიის” კანდიდატმა, ლი ჯე მიონმა “ხალხის ძალის პარტიის” კანდიდატი, კიმ მუნ სუ დაამარცხა, რომელსაც უკვე აღიარა არჩევნების შედეგები და ჯე მიონს გამარჯვება მიულოცა. პრეზიდენტად არჩეულის თქმით, თანამდებობაზე მისი “პირველი ვალდებულება” ქვეყანაში დემოკრატიის აღდგენა იქნება, მეორე ვალდებულება – ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა.

მეტი...

სირიის პრეზიდენტი აშშ-ში გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომას დაესწრება

სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა სექტემბერში აშშ-ში ჩავა და გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომას დაესწრება. ეს იქნება სირიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი გაერო-ში 1967 წლის შემდეგ. ვიზიტი ალ-შარაასა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის 2025 წლის მაისში საუდის არაბეთში გამართულ ისტორიულ შეხვედრას მოჰყვება, რაც აშშ-სა და სირიის ლიდერებს შორის 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი პირდაპირი შეხვედრა იყო. დონალდ ტრამპმა სირიის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების სრული მოხსნა გამოაცხადა.

მეტი...

ძლიერი სეტყვა და წვიმა – უამინდობამ ზოგიერთ რაიონში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ სიღნაღის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.  უხვმა ნალექმა ხევების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც რამდენიმე სოფელში გზები და მოსახლეობის ეზოები დაიტბორა, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. სტიქიის ადგილებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები იმყოფებიან. მანამდე, ძლიერი სეტყვა, წვიმა და ქარი იყო დედოფლისწყაროს რაიონშიც. როგორც სოცილაურ ქსელში მოქალაქეები წერენ, დაიტბორა სარდაფები და მაღაზიები.

მეტი...

“დინამო არენას” მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

საქართველოსა და ფარერების ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური მატჩის გამო, 5 ივნისს, “დინამო არენას” მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც საავტომობილო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით,  16:00-დან 00:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალება გიორგი ცაბაძის, დიმიტრი ყიფიანისა და მეტრეველის ქუჩებზე, ასევე აკაკი წერეთლის გამზირზე. გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების, თამარ მეფის გამზირის, ასევე, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძისა და მურმან ლებანიძის ქუჩების საშუალებით. შეზღუდვის პერიოდში, ავტობუსები: N384, N386, N311, N320, N315, N327, N306, N308 და N381 წერეთლის გამზირიდან იმოძრავებენ ქუთაისის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, სვლას განაგრძობენ ვახუშტი…

მეტი...

შემოდგომის შემდეგ საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა შემცირდა – კვლევა

„ევრობარომეტრის“ კვლევის თანახმად, 2024 წლის შემოდგომის მონაცემებთან შედარებით, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით არის შემცირებული. ანგარიშის თანახმად, საქართველოში ევროკავშირს გამოკითხულთა 49% ენდობა. კვლევა საქართველოში 2025 წლის 27 მარტიდან 15 აპრილამდე ჩატარდა, რა დროსაც 1011 რესპონდენტი გამოიკითხა. სოციოლოგიური კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 37 % მიდრეკილია ევროკავშირისადმი უნდობლობისკენ, 14%-ის პასუხია „არ ვიცი“. გამოკითხულთა 43% ევროკავშირის მიმართ დადებითად არის განწყობილი, 38% – ნეიტრალურად, 18% – ნეგატიურად, 1%-ს კი არ აქვს პასუხი კითხვაზე. გამოკითხვის თანახმად, საქართველოში შემოდგომას ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ, 9%-ით შემცირებულია იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყნის წევრობა ევროკავშირში კარგია. ეს მაჩვენებელი 60%-ს…

მეტი...

“პოლონეთი უკრაინის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი იყო”- პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

პოლონეთის ახალარჩეული პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი აცხადებს რომ ელოდება უკრაინასთან პარტნიორობის გაგრძელებას და ორ ქვეყანას შორის ისტორიული საკითხების გადაჭრის აუცილებლობაზე საუბრობს.  მისი თქმით, პოლონეთი უკრაინის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი იყო რუსული აგრესიის წინააღმდეგ და არცერთ სხვა ქვეყანას არ ესმის ეს საფრთხე პოლონეთზე უკეთ. „ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, მადლობა თქვენი შეტყობინებისთვის. მოუთმენლად ველოდები ჩვენი ქვეყნების პარტნიორობის გაგრძელებას. ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთგაგებაზე დაყრდნობით. მჯერა, რომ ეს მოითხოვს არა მხოლოდ კარგ დიალოგს, არამედ ასევე დიდი ხნის ისტორიული საკითხების გადაჭრასაც. პოლონეთი უკრაინის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი იყო რუსული აგრესიის წინააღმდეგ, არცერთ სხვა ქვეყანას არ ესმის ეს საფრთხე ჩვენზე უკეთ და…

მეტი...

“განვიხილეთ პოლიტიკური ვითარება საქართველოში”- ანტონიო კოშტა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა აცხადებს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრა ჰქონდა. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამბობს, საქართველოს შემდგომი პროგრესი მხოლოდ ევროპულ ღირებულებებს უნდა ეყრდნობოდეს.   “სატელეფონო საუბარი მქონდა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან, განვიხილეთ პოლიტიკური ვითარება საქართველოში, მათ შორის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები. საქართველოს მომავალი ქართველების ხელშია. ევროპულ გზაზე საქართველოს შემდგომი პროგრესი მხოლოდ ევროპულ ღირებულებებს უნდა ეყრდნობოდეს” – წერს კოშტა.  

მეტი...

უკრაინის დელეგაცია შტატებში ჩავიდა

უკრაინული დელეგაცია ვაშინგტონში იმყოფება. ისინი დღეს პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს სტივ ვიტკოფს და გენერალ კეიტ კელოგს შეხვდებიან.  ხვალ კი სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრა იგეგმება. გუშინ, თურქეთში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.

მეტი...

„უკრაინა „დიფ სთეითია“ – ტრამპს არ შეუძლია მისი აღმოფხვრა“ – დუგინი

რუსი პროპაგანდისტი ალექსანდრე დუგინი აცხადებს, რომ უკრაინა „დიფ სთეითია“. როგორც დუგინი X-ზე წერს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „დიფ სთეითის“ აღმოფხვრა არ შეუძლია. „უკრაინა არის „დიფ სთეითი“. „დიფ სთეითმა“ შექმნა ტერორისტული ნაცისტური რეჟიმი და გარდაქმნა საკუთარ მთავარ ხელსაწყოდ. ტრამპს არ შეუძლია მისი აღმოფხვრა, ღრმად გადგმული ფესვების გამო“, – წერს დუგინი.

მეტი...

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ სხოოფი თანამდებობას ტოვებს

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, დიკ სხოოფმა გადადგომის თაობაზე განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, სხოოფი თანამდებობას ტოვებს მას შემდეგ, რაც ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიამ მმართველი კოალიციიდან გასვლის შესახებ განაცხადა და სამთავრობო კოალიცია დაიშალა. სხოოფი შესაბამის განაცხადს ნიდერლანდების მეფეს, ვილემ-ალექსანდერს წარუდგენს და ახალი მთავრობის დანიშვნამდე, პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას გააგრძელებს.

მეტი...

პაკისტანში, ციხიდან 200-ზე მეტი პატიმარი გაიქცა

პაკისტანის ქალაქ კარაჩიში მდებარე მალირის ციხიდან, მიწისძვრის დროს 200-ზე მეტი პატიმარი გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, რყევების დროს პატიმრებმა საკნების კარ-ფანჯრები ჩალეწეს და ციხის შენობა ისე დატოვეს. პოლიციამ 80 პატიმრის დაჭერა და ციხეში დაბრუნება მოახერხა, 130-ზე მეტ პატიმარს კი, ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევისას ერთი პატიმარი დაიღუპა, ხოლო 2 ბადრაგი დაშავდა.

მეტი...

„უკანონოდ შემოიტანა ნარკოტიკული საშუალებების შემცველი 1 245 აბი“ – პროკურატურამ ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა, ინახავდა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების – 1,154 გრ. „ბუპრენორფინის“ და 44 გრ. „მეთადონის“ (მარილი) შემცველი 1 245 აბი. „დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“  და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა)  წარედგინა, რაც…

მეტი...

„უნდა მოვუწოდოთ წევრ ქვეყნებს, რომ რაც შეიძლება მალე დააწესონ სანქციები“ – იუკნევიჩიენე

„ყველა იმ ადამიანისგან, ვისთანაც შეხვედრა გვქონდა, იქნებოდნენ ეს პროევროპელი ქართველები თუ ევროკავშირის ელჩები, იქმნებოდა საერთო შეგრძნება, ყოველ შემთხვევაში, ჩემი გაგებით, რომ სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება და ჩვენი შეხვედრების დროს რამდენჯერმე იყო ნახსენები ლუკაშენკოს რეჟიმი, რადგან ვითარება სულ უფრო უახლოვდება იმას, რაც საბოლოოდ მივიღეთ ბელარუსში“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, სანქციები მუშაობს და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სანქციები უნდა დააწესონ „რაც შეიძლება მალე“. „ყველა მათგანი ამბობდა, რომ საჭიროა სანქციები რეჟიმისთვის. სანქციები მუშაობს, სიმართლეს არ შეესაბამება, რომ სანქციები უსარგებლოა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპარლამენტის…

მეტი...

„პუტინმა რუსეთზე უკრაინის თავდასხმების შესახებ ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში მიიღო“ – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა რუსეთზე უკრაინის თავდასხმების შესახებ ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში მიიღო. პესკოვის თქმით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა დაიწყო. „პუტინმა რუსეთზე უკრაინის თავდასხმების შესახებ ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში მიიღო… თქვენ იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაიწყო რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა და შესაბამისი განცხადებაც გაკეთდა თავდაცვის სამინისტროსგან. მე გთავაზობთ, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ყურადღება გავამახვილოთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების შინაარსზე“, – განაცხადა პესკოვმა.    

მეტი...

წვიმა, ელჭექი და სეტყვა – მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებენ

გარემოს ეროვნული სააგენტო აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 4 ივნისის დილამდე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. „3 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 4 ივნისის დილამდე, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი და სეტყვა, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

„შვედეთმა მიიღო Sida-ს და მთავრობისთვის ყველანაირი დახმარების შეწყვეტის გადაწყვეტილება“ – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონისგან მიიღო წერილი, რომელშიც საქართველოში „დემოკრატიული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამო“, წუხილია გამოთქმული. როგორც ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, წერილში ნათქვამია, რომ შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობას ყველანაირი დახმარება შეუწყვიტოს. „მინდა, გაგაცნოთ შვედეთის პრემიერის წერილი, რომელიც მივიღე პერსონალურად, რომელიც გამოთქვამს ძალიან დიდ წუხილს იმის თაობაზე, რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების კუთხით; რეალურად, სამოქალაქო სივრცე არის ძალიან შეზღუდული და კიდევ უფრო იზღუდება და ეს რომ არ შეეფარდება არც ევროკავშირის ღირებულებებს და არც საქართველოს გზას ევროპისკენ. პასუხად, შვედეთის მთავრობამ…

მეტი...

„თუ ოქტომბრამდე საპარლამენტო არჩევნებს ვერ მივაღწიეთ, ერთობლივად – საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს მოვითხოვთ“ – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით „წინააღმდეგობის პლატფორმის“ პოზიცია უცვლელია. როგორც ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, უცვლელია მოთხოვნებიც – ახალი საპარლამენტო არჩევნები და აქციების დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლება. „მინდა, გაგიმეოროთ ძალიან მკაფიოდ, რა არის „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ერთობლივი და ყველასთან შეთანხმებული პოზიცია არჩევნების შესახებ და ეს პოზიცია სრულიად უცვლელია. პოზიცია არის, რომ ჩვენ მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს და თუ ოქტომბრამდე ამას ვერ მივაღწიეთ, თუ არ იქნება ჩანიშნული, მაშინ ერთობლივად – საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები. ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც არ შეიცვლება თავისი მეორე მოთხოვნით, რომელიც არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება.…

მეტი...

უკრაინა აცხადებს, რომ ყირიმის ხიდი მესამედ ააფეთქა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქება განახორციელა. როგორც СБУ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჩატარდა სპეციალური ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც, ხიდი მესამედ ააფეთქეს, აფეთქება კი, წყალქვეშ მოხდა. ამავე განცხადების თანხმად, ოპერაციის მომზადება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მის ფარგლებში СБУ-ს აგენტებმა ხიდის საყრდენები დანაღმეს – პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობა ადგილობრივი დროით o4:44 საათზე გააქტიურდა ისე, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზიანებულა. 1 100 კგ ტროტილის ეკვივალენტმა ასაფეთქებელმა ნივთიერებებმა ხიდის საყრდენებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რის შედეგადაც, ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია. ოპერაციას უშიშროების სამსახურის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ვასილ მალიუკი ხელმძღვანელობდა. „ღმერთს სამება უყვარსო, ხოლო СБУ-ს…

მეტი...

„შურისძიება გარდაუვალია – ვინც უნდა განადგურდნენ – გაქრებიან“ – მედვედევი

„ჩვენი ჯარი აქტიურად მიიწევს წინ და ამ სვლას აგრძელებს“, – ამის შესახებ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი Telegram-ზე წერს. მედვედევის განცხადებით, „შურისძიება გარდაუვალია“. „ყველას, ვინც წუხს და შურისძიებას ელოდება – წუხილი საჭიროა – ეს ნორმალური ადამიანის თვისებაა. შურისძიება გარდაუვალია. ამასთან უნდა გვახსოვდეს: ჩვენი ჯარი აქტიურად მიიწევს წინ და ამ სვლას აგრძელებს. ყველაფერი, რაც უნდა აფეთქდეს, აუცილებლად აფეთქდება. და ისინი, ვინც უნდა განადგურდნენ – გაქრებიან. სტამბოლის მოლაპარაკებები საჭიროა არა ვიღაცის მიერ მოფიქრებული არარეალური პირობებით მიღწეული კომპრომისული მშვიდობისთვის, არამედ ჩვენი უსწრაფესი გამარჯვებისა და ნეონაცისტური ხელისუფლების სრული განადგურებისთვის. ამაშია…

მეტი...

„მცდელობა, რომ მედიაში სიტყვების აკრძალვა დაიწყოს, ორუელის წიგნიდან წამოსული წესებია“ – ზურაბიშვილი

„რეპრესიები რომ გრძელდება და ახალი ტალღა რეპრესიების იწყება, ესეც არის სისუსტის ნიშანი ამ ხელისუფლების“, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, „მცდელობა, რომ მედიაში გაკონტროლდეს ყველი სიტყვა, ორუელის [ჯორჯ ორუელი] წიგნიდან წამოსული ახალი წესებია“. „ის, რაც დღეს მედიის წინააღმდეგ იწყება, ანუ ის მცდელობა, რომ მედიაში გაკონტროლდეს ყველი სიტყვა და სიტყვების აკრძალვა დაიწყოს, ეს ხომ არის ორუელის წიგნიდან წამოსული ახალი რაღაც წესები და ახალი მცდელობები, რომ კიდევ უფრო შეზღუდონ საზოგადოება. ამ დროს, ეს საზოგადოება დგას, იბრძვის, პროტესტი გრძელდება და ამ პროტესტს…

მეტი...

„EU-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დაბრუნება უნდა განვიხილოთ, თუ ხელისუფლება საიმედო ნაბიჯებს გადადგამს“ – კოსი

„საქართველო არის შეხსენება, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს, რომ ევროპულ გზაზე წინსვლა ავტომატურად იქნება უზრუნველყოფილი“, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მარტა კოსის თქმით, „პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება“. „გასულ კვირას გამოქვეყნებულ ჩვენს განცხადებაში მე და უმაღლესმა წარმომადგენელმა, კალასმა მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, ყური უგდოს საკუთარი მოსახლეობის მკაფიო მოთხოვნებს დემოკრატიასა და ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი, აქციის მონაწილე და პოლიტიკური ლიდერი. და ამას გავაკეთებთ ისევ და ისევ. პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ უნდა განვიხილოთ…

მეტი...

200-მდე დაღუპული და 500 დაკარგული – ვითარება ნიგერიაში წყალდიდობის შემდეგ

გასულ კვირას, ნიგერიის ქალაქ მოკვაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ნიგერის შტატის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქში კიდევ 500 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. როგორც BBC-ს ერთ-ერთმა ადგილობრივმა, მუსა კიმბოკუმ განუცხადა, სამაშველო სამუშაოები შეწყდა, რადგან ხელისუფლებას აღარ სჯერა, რომ ვინმეს ცოცხალს იპოვის. მოკვას რაიონის ხელმძღვანელის, მუჰამადუ ალიუს თქმით, რეგიონში დაავადებების თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლება უახლოეს პერიოდში მიწისქვეშ მოყოლილი ცხედრების სამძებრო სამუშაობს დაიწყებს.

მეტი...

არაბული მედიის ინფორმაციით, რაფაჰში ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი დაიბომბა – დაღუპულია 27 ადამიანი

ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში, ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრზე თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. მედიის ცნობით, იერიში ისრაელმა განახორციელა, რასაც 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათივე ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს პალესტინელ ეჭვმიტანილებს, რომლებმაც წინასწარ შექმნილი მარშრუტიდან გადაუხვიეს და ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ადგილიდან 500 მეტრში ისრაელის სამხედროებს მიუახლოვდნენ.

მეტი...

მექსიკაში, ნარკორეაბილიტაციის ცენტრში ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკის შტატ გუანახუატოში, ნარკორეაბილიტაციის ცენტრში ხანძარი გაჩნდა, რასაც 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. როგორც მედია იუწყება, შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა, სულ მცირე, 3 ადამიანი. მექსიკური მედიის ცნობით, ყველა დაღუპული სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარი იყო. ცნობისთვის, გუანახუატოს შტატი, მექსიკის სხვა შტატებს შორის, მკვლელობების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.

მეტი...

რუსეთმა სუმის ცენტრი დაბომბა – დაღუპულია ერთი ადამიანი

რუსებმა უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრალური ნაწილი დაბომბეს, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულები, მათ შორის 17 წლის არასრულწლოვანიცაა. რუსებმა ქალაქის ცენტრში იერიში მანქანებზე მიიტანეს. მთლიანად დაიწვა 2 ავტომობილი. ამ წუთებში ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

მეტი...

„საგარეჯოში ყოფილ მეუღლეს ბლაგვი საგნით მძიმე დაზიანება მიაყენა“ – ბრალდებულს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 11 ნოემბერს, საგარეჯოში, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს ბლაგვი საგნით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა. ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“, „მ“, „პ“ ქვეპუნქტებით წარედგინა. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მეტი...

კახა კალაძეს და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ 

„კახა კალაძეს და ზაზა ფაჩულიას წარვადგენთ  წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. მათ აქვთ მიღებული უმაღლესი ჯილდო უმაღლეს საკლუბო ტურნირებში და ეს წარმატება უნდა დავაფასოთ“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კობახიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებისთვის კალაძისა და ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენის თაობაზე. „ჩვენ გვყავს ასევე ორი სპორტსმენი, რომელთაც უმაღლეს საკლუბო ტურნირებში აქვთ მიღებული უმაღლესი ჯილდო. ესენი არიან – კახა კალაძე, რომელსაც ორჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა და ზაზა ფაჩულია, რომელსაც სამჯერ აქვს მიღებული უმაღლესი საკალათბურთო საკლუბო ტურნირი – NBA,…

მეტი...

ხვიჩა კვარაცხელიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

„გვინდა, ხვიჩა კვარაცხელია წარვადგინოთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, ვფიქრობ, ეს არის ძალიან დამსახურებული ჯილდო, რომელსაც ის მიიღებს სახელმწიფოსგან“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება კიდევ ერთხელ მიულოცა. „ეს არის უმაღლესი მწვერვალი ფეხბურთში და რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანისთვის არის განსაკუთრებული სიამაყის საგანი. ჩვენი ქვეყნის გამარჯვება – ასე აღიქვა თითოეულმა გულშემატკივარმა მისი გამარჯვება და გარდა იმისა, რომ ვულოცავთ, მადლობაც უნდა გადავუხადოთ მას იმ გამარჯვებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ უმაღლესი მწვერვალებისა, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ბევრჯერ დაიპყრობს. მინდა, მას სამომავლოდაც ძალიან დიდი წარმატებები ვუსურვო. ჩვენ გვაქვს ტრადიცია, როდესაც მაღალ მწვერვალებს იპყრობენ ჩვენი…

მეტი...

კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა

28 მაისს, PSP-ს ადმინისტრაციულ დირექტორს, მამუკა ბრეგვაძეს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ზვიად ჭუმბურიძემ კორპორატიული წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას PSP ავრცელებს. მათი ცნობით, (EUGBC) არაკომერციული ასოციაციაა, რომელიც 2006 წელს ბრიუსელში ქართული და ევროპული კომპანიების მიერ დაარსდა. საბჭოს ძირითად მიზნები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მოცულობის ზრდის ხელშეწყობა, ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა და ევროპაში საქართველოს პოპულარიზაციაა. მათივე ინფორმაციით, EUGBC-ის წევრი კომპანიები სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენენ, როგორიცაა ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ფარმაცევტული, სადაზღვევო, საბანკო სექტორი, ტურიზმი, პროფესიული საკონსულტაციო მომსახურება, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და სხვა. ამჟამად, საბჭო 120-ზე…

მეტი...

„სარფში“ ამოღებულია „მეთადონისა“ და „ბუპრენორფინის“ შემცველი 1 245 აბი“ – დაკავებულია ერთი ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ი.ლ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფის” ტერიტორიაზე, ბრალდებულის ხელბარგის შემოწმების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების „მეთადონისა“ და „ბუპრენორფინის“ შემცველი 1 245 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციამ ი. ლ. ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის…

მეტი...

შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორად დავით არჩვაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, არჩვაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მან აღნიშნულ პოზიციაზე გიორგი იოსებიძე შეცვალა. დავით არჩვაძე განათლებით სამართალმცოდნეა, 2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

მეტი...

ნარკოდანაშაულის, ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახური ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2000 წელს დაბადებული თ.ფ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თ.ფ.-მ ფიზიკურად იძალადა 2000 წელს დაბადებულ ლ.გ-ზე და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია 16 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება და ელექტრო სასწორი. გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა,…

მეტი...

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Alarabiya ავრცელებს. როგორც მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე (AFAD) დაყრდნობით იტყობინება, 3 ივნისს, 02:17 საათზე მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე საკურორტო ქალაქ მარმარისში იყო. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, დაიღუპა ერთი ადამიანი და ათობით მოქალაქე დაშავდა. როგორც იერლიკაიამ X-ზე დაწერა, 14 წლის გოგონა პანიკური შეტევის გამო გარდაიცვალა, ხოლო მუღლას პროვინციაში, პანიკის და მაღალი სართულებიდან გადმოხტომის შედეგად მიღებული ტრავმების გამო, 70-მდე ადამიანი დაშავდა. „ფეთიეში, 14 წლის გოგონა, სახელად აფრანურ გუნლუ, პანიკის შეტევის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, ყველა ჩარევის მიუხედავად, ის გარდაიცვალა“,…

მეტი...