იოსებ ჭელიძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. უცნობია თუ რის საფუძველზე მიიღო მან აღნიშნული გადაწყვეტილება. ჭელიძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა. შეგახსენებთ, შს მინისტრად გელა გელაძე მიმდინარე წლის 28 მაისს დაინიშნა, მან პოსტზე ვახტანგ გომელაური ჩაანაცვლა.
მეტი...დღე: ივნისი 2, 2025
ტრამპი თურქეთში პუტინთან და ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზად არის
დონალდ ტრამპი თურქეთში ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზად არის. ამის შესახებ, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა. „პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამისთვის მზად არის, თუ საქმე აქამდე მივა, მაგრამ მას სურს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ორივე მხარე და ორივე ლიდერი მივიდეს“ – განაცხადა კეროლაინ ლევიტმა. თეთრი სახლის პრესსპიკერს რუსულ აეროდრომებზე უკრაინის მიერ განხორციელებულ დრონებით შეტევასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეაქციის შესახებაც ჰკითხეს. „მისი რეაქცია ის არის, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. ეს ომი ორივე მხრიდან სასტიკია და ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. პრეზიდენტს სურს, რომ ეს ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდეს…
მეტი...“ლიდერების დონეზე შეხვედრას მხარს ვუჭერ”- ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მხარს უჭერს თურქეთის პრეზიდენტის წინადადებას უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და აშშ-ის ლიდერებს შეხვედრის ორგანიზების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა თურქ კოლეგას. „ის დაინტერესდა, რა დამოკიდებულება მექნება, თუ გაიმართება ოთხი ლიდერის შეხვედრა, ის, ამერიკის პრეზიდენტი, პუტინი და მე. მას ვუთხარი, რომ ლიდერების დონეზე შეხვედრას მხარს ვუჭერ, რადგან მაქვს შთაბეჭდილება, რომ ცეცხლის შეწყვეტა ჩვენი შეხვედრის გარეშე არ იქნება“ – თქვა ზელენსკიმ.
მეტი...რუსთაველზე აქციაა
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეები. პარალელურად, აქცია მიმდინარეობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, საიდანაც მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადმოინაცვლეს და მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.
მეტი...19 წლის ტურისტი 48 მეტრის სიმაღლიდან წყალში ჩავარდა და დაიღუპა
მონტენეგროში, პარასეილინგის დროს, 19 წლის ტურისტი გოგო დაიღუპა. მან პანიკაში უსაფრთხოების ღვედი გახსნა და 48 მეტრის სიმაღლიდან წყალში ჩავარდა. მედიის ცნობით, ქალი მონტენეგროში ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე დასასვენებლად იმყოფებოდა. ახალგაზრდა ქალის მიერ უსაფრთხოების ღვედის გახსნის და ვარდნის მომენტი კამერამ გადაიღო.
მეტი...ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს სამიტზე მიიწვიეს
უკრაინა ჰააგაში ნატო-ს სამიტზე მიიწვიეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ ნატო-ს გენერალურ მდივანს შევხვდით. ნატო-ს სამიტზე მიგვიწვიეს. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია“ – განაცხადა ზელენსკიმ. დღეს, სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სურს, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს სტამბოლში ან ანკარაში შეხვდნენ.
მეტი...ტერიტორიების აღიარება, სანქციების მოხსნა – რა მოთხოვნები აქვს რუსეთს?!
“რუსეთი ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რუსეთის ტერიტორიებად აღიარებას ითხოვს” – ამის შესახებ დღეს, სტამბოლში გამართული მოლაპარაკებებისას რუსული მხარის მიერ უკრაინის დელეგაციისთვის გადაცემულ მემორანდუმშია ნათქვამი. მემორანდუმს რუსული მედია ავრცელებს. რუსული მედიის ცნობით, მემორანდუმი ცეცხლის შეწყვეტის ორ ვარიანტს განიხილავს: „პირველი ვარიანტი გულისხმობს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანას უკრაინის მიერ ოკუპირებული რუსეთის ტერიტორიებიდან, დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიდან. მეორე ვარიანტი შეიცავს პუნქტებს, რომლებიც ჯარების ხელახლა განთავსებას, მობილიზაციას, კიევისთვის უცხოური დახმარების მიწოდებასა და მესამე ქვეყნების სამხედრო მონაწილეობას კრძალავს“. რუსული მემორანდუმის თანახმად, უკრაინა ნეიტრალური და არაბირთვული უნდა იყოს. ასევე,…
მეტი...ანალენა ბერბოკი გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს
გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ანალენა ბერბოკმა ნიუ-იორკში გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად, 167 ხმა მიიღო. ის გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის პრეზიდენტის თანამდებობას ოფიციალურად 9 სექტემბერს დაიკავებს. გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ერთი წლით უხელმძღვანელებს.
მეტი...“ხონის №13 სასჯელაღსრულების დაწესებულება სააკაშვილის მმართველობის სიმბოლოა”- წულუკიანი
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა ხონის სასჯელაღსრულების ყოფილი მე-13 დაწესებულების საკარანტინო სივრცეები, კარცერები და პატიმრების საცხოვრებელი შენობები დაათვალიერეს. კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შეფასებით, ხონის სასჯელაღსრულების მე-13 დაწესებულება სააკაშვილის “მმართველობის სიმბოლოა”. “ჩვენ კედლებზეც ვნახეთ პატიმრების მიერ გაკეთებული წარწერები, მათ შორის, წლებიც და ის, თუ როგორ ითვლიდნენ პატიმრები დღეებს ხაზების ჩამოსმით, რადგან მათ გარე სამყაროსთან ყველანაირი კავშირი აკრძალული და დაკარგული ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ეს რეალობა, რომელიც ჯერ კიდევ არ წაუშლია ისტორიას, როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალის სახით, ჩვენს დასკვნაში შევა. ხონის №13 სასჯელაღსრულების დაწესებულება სააკაშვილის მმართველობის სიმბოლოა და ამით ჩვენ კიდევ…
მეტი...ბათუმში მოპედი ქვეითს დაეჯახა
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული შუახნის კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მოპედი ქვეითს დაეჯახა. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
მეტი...აქციების დროს დაკავებულ ორ ახალგაზრდას სამ წლიანი პატიმრობა შეუფარდეს
26 წლის გურამ ხუტაშვილი და 23 წლის დანიელ მუმლაძე პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე სამი წლით პატიმრობა შეუფარდეს. სახელმწიფო ბრალდება მათ 2024 წლის გაზაფხულის აქციების დროს სამეთვალყურეო კამერების დაზიანებას ედავებოდა. დაკავებულები მზად იყვნენ, სახელმწიფოსთვის 12 100-ლარიანი ზარალი აენაზღაურებინათ, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული არ გაითვალიწინა.
მეტი...“მსურს, პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს ანკარაში ან სტამბოლში შეხვდნენ და ტრამპი მოვიწვიო”- ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, სურს რომ პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს ანკარაში ან სტამბოლში შეხვდნენ. „ასევე, მსურს, ამ შეხვედრაზე ტრამპიც მოვიწვიო. ამ შეხვედრისთვის მოსამზადებელ ნაბიჯებს უახლესი მოლაპარაკებების შემდეგ გადავდგამთ“ – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მისი თქმით, დღეს, სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა „შესანიშნავი“ იყო. „დღეს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები ერთმანეთს სტამბოლში შეხვდნენ. ეს შესანიშნავი შეხვედრა იყო. მხარეებს შორის ტყვეების გაცვლამ 1000-ს გადააჭარბა. ტყვეების გაცვლის გარდა, რუსული და უკრაინული მხარეები ცხედრების გაცვლის შესახებაც შეთანხმდნენ“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
მეტი...რუსეთი ცეცხლის უპირობო შეწყვეტას კვლავ არ თანხმდება
სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის – სერჰიი კისლიციას განცხადებით, რუსეთი კვლავაც უარყოფს ცეცხლის უპირობო შეწყვეტის იდეას. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინას შესთავაზა 2-3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე, “იმისათვის, რომ მეთაურებმა მოახერხონ თავიანთი ჯარისკაცების ცხედრების შეგროვება”. უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე და 25 წელზე ახალგაზრდა სამხედრო ტყვეების, აგრეთვე ცხედრების გაცვლაზე.
მეტი...უკრაინის დელეგაცია რუსულ მხარეს ლიდერების დონეზე შეხვედრას სთავაზობს
სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინა და რუსეთი მძიმედ დაჭრილი ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა. „ჩვენ მძიმედ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული სამხედრო ტყვეების „ყველა ყველას სანაცვლოდ“ გაცვლის შესახებ შევთანხმდით. მეორე კატეგორია კი 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდა სამხედროებია. ასევე, ჩვენ შევთანხმდით დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების „6000-6000-ზე“ დაბრუნების შესახებ“ – განაცხადა რუსტემ უმეროვმა. მისი თქმით, უკრაინის დელეგაციამ რუსულ მხარეს ლიდერების დონეზე შეხვედრა შესთავაზა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესაძლო მონაწილეობით. „მიგვაჩნია, რომ დელეგაციებს შორის შემდგომ მუშაობას აზრი აქვს, თუ მისი მიზანი ლიდერების დონეზე შეხვედრის მომზადება იქნება.…
მეტი...რუსეთი უკრაინას 6000 ჯარისკაცის ცხედრას გადასცემს
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმერ მედინსკიმ განაცახდა, რომ უკრაინულ მხარეს მემორანდუმი გადასცეს. „ის ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი ეხება იმას, თუ როგორ მივაღწიოთ რეალურ ხანგრძლივ მშვიდობას. ხოლო მეორე ნაწილი ეხება იმას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სრული ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად“ – განაცხადა ვლადიმერ მედინსკიმ. მისი თქმით, მომავალ კვირაში რუსული მხარე უკრაინას 6000 უკრაინელი სამხედროს ცხედარს გადასცემს. „პირველ რიგში, ჩვენ უკრაინულ მხარეს გარდაცვლილი უკრაინელი ჯარისკაცებისა და ოფიცრების 6 000 გაყინულ ცხედარს გადავცემთ. ჩვენ, ვინც შეგვეძლო, ყველას იდენტიფიცირება მოვახდინეთ “, – აღნიშნა მედინსკიმ. მხარეებს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი დღეს…
მეტი...„სანქციების გარეშე პუტინი თამაშს გააგრძელებს“ – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთზე ახალი ზეწოლა უნდა განხორციელდეს და არა მხოლოდ ევროპის მხრიდან. ზელენსკი მოუწოდებს მათ შორის „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს, რომ რუსეთს ერთობლივი სანქციები დაუწესონ. „სანქციები აუცილებელია ვაჭრობის სერიოზულად შეზღუდვისთვის. სანქციების გარეშე პუტინი თამაშს გააგრძელებს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
მეტი...პარლამენტი ირაკლი კობახიძის მოხსენებას 27 ივნისს მოისმენს
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებით 27 ივნისს წარსდგება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, 146-გვერდიან მოხსენებაში საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება, საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა.
მეტი...„სტამბოლში, უკრაინამ რუსეთს იმ ბავშვების სია გადასცა, რომელთა დაბრუნებაც უნდა მოხდეს“ – ერმაკი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე ეტაპის შეხვედრაზე, ოფიციალურმა კიევმა მოსკოვს „გადასცა ბავშვების სია, რომელთა დაბრუნებაც უნდა მოხდეს“. როგორც ერმაკი X-ზე წერს, უკრაინული მხარე რუსეთის ფედერაციისგან პასუხს ელოდება. „დღეს, სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დროს, უკრაინულმა მხარემ რუსულ მხარეს ოფიციალურად გადასცა იმ უკრაინელი ბავშვების სია, რომელთა დაბრუნებაც უნდა მოხდეს. ეს ასობით ბავშვია, რომლებიც რუსეთმა უკანონოდ და იძულებით გადაასახლა ან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული ჰყავს“, – წერს ანდრეი ერმაკი. შეგახსენებთ, დღეს, 2 ივნისს თურქეთის ქალაქ სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე ეტაპი გაიმართა.
მეტი...„ბრიტანეთის არმიის მთავარი მიზანი საბრძოლო მზადყოფნა იქნება“ – სტარმერი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, ბრიტანეთის არმიის მთავარი მიზანი საბრძოლო მზადყოფნა იქნება. სტარმერმა ქვეყნის სამხედრო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ჰიბრიდული სამეფო-საზღვაო ძალები შეიქმნება. „ვაპირებთ, გაერთიანებულ სამეფოში ავაშენოთ საბრძოლო მასალის მწარმოებელი, სულ მცირე, 6 ახალი ქარხანა, რაც შექმნის 1 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს. ევროპის შეკავების გასაძლიერებლად, ჩვენ დიდ ბრიტანეთში ათასობით ახალ, შორი მოქმედების იარაღს ვაწარმოებთ, რაც დაახლოებით, 800 დამატებით სამუშაო ადგილს შექმნის. ჩვენ დავიცავთ ჩვენს სამშობლოს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვაში ინვესტიციების განხორციელებით. ამ კუნძულების უკეთ დასაცავად ჩვენ შევქმნით ჰიბრიდულ სამეფო-საზღვაო ძალებს, რომელიც გააერთიანებს დრონებს სამხედრო გემებთან, წყალქვეშა ნავებსა და თვითმფრინავებთან ჩრდილო ატლანტიკასა და…
მეტი...იტალიაში ვულკანი ეტნა ამოიფრქვა
იტალიაში, სიცილიაზე, ვულკანი ეტნა ამოიფრქვა. ამის შესახებ ინფორმაციას DailyMail-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ვულკანის დასათვალიერებლად ჩასული ტურისტები იძლებულები გახდნენ, სიცოცხლის გადასარჩენად გაქცეულიყვნენ. ტულუზაში, ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრმა, ავიაციისთვის წითელი განგაშის დონე გამოაცხადა, თუმცა ის მალევე შეიცვალა და ამჟამად ნარინჯისფერი დონე მოქმედებს.
მეტი...„ვგმობთ მელიას დაკავებას და მოვითხოვთ, რომ „ოცნებამ“ რეპრესიები შეწყვიტოს“ – ლიეტუვის საგარეო უწყება
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებას ეხმაურება. როგორც სამინისტრო X-ზე გავრცელებულ განცხადებაში უთითებს, დიპლომატიური უწყება ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. „ვგმობთ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას და მოვითხოვთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიები შეწყვიტოს. ჩვენ ევროპული ღირებულებების დამცველ ქართველ ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთ“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მეტი...სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე ეტაპი დასრულდა
სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე ეტაპი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, შეხვედრა ერთ საათზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა, რუსეთის დელეგაციას კი – პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი. რა გადაწყვეტილებები მიიღეს დელეგაციის წევრებმა, ჯერ ცნობილი არ არის.
მეტი...პროკურატურამ ნარკოდანაშაულის ფაქტებზე 5 ადამიანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები უკანონოდ ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლის რეალიზაციას ახდენდნენ. „გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ შენახული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, ჰეროინი“, „კოკაინი“ და „ალფაპევეპე“. 1 პირს ბრალდება 2603-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 1 პირს 260-ე მუხლის პირველი, მეორე და 2603 -ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილებით, 1 პირს 260-ე მუხლის მეორე ნაწილით და 2603-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, 1…
მეტი...„კაცი სამი ფილტვით“ – მაკრონი კვარაცხელიაზე
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველ ფეხბურთელზე ხვიჩა კვარაცხელიაზე განცხადებას აკეთებს. „კაცი სამი ფილტვით“, – აღნიშნა მაკრონმა კვარაცხელიაზე საუბრისას. საფრანგეთის პრეზიდენტმა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელები ელისეის სასახლეშიც მიიწვია.
მეტი...ლევან მგალობლიშვილმა თანამდებობა დატოვა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მგალობლიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და გუნდთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. „გუნდთან და პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა. მინდა, მადლობა გადავუხადო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სამინისტროების ყველა თანამშრომელს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მხარდაჭერისთვის, იმ ათასობით დევნილს, რომელსაც პირადად შევხვდი ამ მოკლე დროში, მაგრამ ჩვენ შევძელით მცირედი, თუმცა ნაყოფიერი პროექტების განხორციელება. მადლობა მხარდაჭერისთვის, მე ვრჩები თქვენთან როგორც ენგურს გაღმა, ასევე გამოღმა მცხოვრებ დროებით დევნილი მოქალაქეების უფლებების სადარაჯოზე“, – წერს მგალობლიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.
მეტი...სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები დაიწყო
თურქეთის ქალაქ სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციის წევრებს შორის მოლაპარაკებების მეორე ეტაპის შეხვედრა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. რუსული მედიის ცნობით, მოლაპარაკებების დაწყებამდე, უკრაინულმა მხარემ შეხვედრა გამართა გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან და პოზიციები შეათანხმა. უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს, რუსეთის დელეგაციას კი, პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი. შეგახსენებთ, უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების პირველი ეტაპი 16 მაისს გაიმართა.
მეტი...გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავიდან გლდანის ციხეში გადაიყვანეს
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი რუსეთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ბაჩიაშვილის უფლებადამცველმა, დავით ჯანდიერმა განაცხადა. ჯანდიერის თქმით, ბაჩიაშვილის გადაწყვანა 31 მაისს მოხდა. „მიზეზად მისთვის ლოჯისტიკური ხასიათის საკითხები დაასახელეს. კერძოდ, გარდა იმისა, რომ ის მსჯავრდებულია, ასევე არის ბრალდებული და სასამართლო განხილვებში მონაწილეობა უნდა მიიღოს – ეს იყო გაცხადებული მიზეზი“, – განაცხადა ჯანდიერმა. შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს. სუსის ცნობით, ბაჩიაშვილის დაკავება წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ მოხდა. თავად ბაჩიაშვილი კი აცხაებს, რომ ის 24 მაისს,…
მეტი...„მოლოდინები გამჭვირვალობის კანონზე გადაჭარბებული იყო – კანონმდებლობა ამერიკულია და არადემოკრატიულობაზე საუბარი ზედმეტია“ – ომბუდსმენი
„ჩემი აზრით, ის მოლოდინები, რაც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით თავის დროზე არსებობდა, გადაჭარბებული იყო“, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა. ომბუდსმენის თქმით, „კანონმდებლობა ამერიკულია და მის არადემოკრატიულობაზე საუბარი ზედმეტია“. „როდესაც გამჭვირვალობის კანონი დაინიცირდა, ჩემი პოზიცია იყო, რომ გამჭვირვალობა იყო ლეგიტიმური მიზანი და შესაბამისად, ჩვენ სამომავლოდ დავაკვირდებოდით, მოქმედებაში რამდენად შეზღუდავდა ამ კანონმდებლობის არსებობა კონკრეტული ადამიანების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებებს. ჩემი აზრით, ის მოლოდინები, რაც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით თავის დროზე არსებობდა, გადაჭარბებული იყო. ამ კანონთან დაკავშირებითაც, თვითონ კანონმდებლობა არის ამერიკული და შესაბამისად, მის არადემოკრატიულობაზე საუბარი…
მეტი...ინდოეთში წყალდიდობის შედეგად გამოწვეულ მეწყერს 34 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, ძლიერი წყალდიდობის შედეგად წარმოქმნილ მეწყერს, სულ მცირე, 34 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ხელისუფლების ცნობით, სიკიმის შტატში 1 000-ზე მეტი ტურისტის ევაკუაციის პროცესი დაიწყო, მეგჰალაიას შტატში კი, 500-ზე მეტი ადამიანია ჩარჩენილი. ოფიციალური პირები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
მეტი...გერმანიაში, ნაკადულში ანაკონდა დაიჭირეს
გერმანიაში, ნაკადულში, 2.5 მეტრი სიგრძის ანაკონდა დაიჭირეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bild-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა მოხდა ქალაქ ქუიქბორნში, სადაც ველოსიპედისტმა დიდი ზომის გველი ფელდბენშტრასეზე მდებარე ნაკადულში შენიშნა, რის შემდეგაც ადგილზე მაშველები გამოიძახა. მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს ანაკონდა, რომელიც 30 კგ-ს იწონიდა. გველი ველური ბუნებისა და სახეობების კონსერვაციის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ის დარჩება მანამ, სანამ მისი ბედი არ გადაწყდება. როგორ აღმოჩნდა ანაკონდა ნაკადულში, უცნობია. გამოცემის ცნობით, არსებობს ვარაუდი, რომ ის იქ გაუშვეს.
მეტი...ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთის კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში, თურქეთის კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. როგორც ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაკავებულია 1977 წელს დაბადებული კადირ იოზდორი. „არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, კადირ იოზდორი თურქეთის ქალაქ იზმირში 50-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერია. დაკავებული თურქეთის მოქალაქე ეჭვმიტანილია რამდენიმე განზრახ მკვლელობაში, რომლებიც ჩადენილია საზოგადოებრივ ადგილებში, საშიში ფორმით. იოზდორი მანამდე თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ არაერთხელ იყო დევნის ქვეშ იარაღის უკანონო ტარებისა და შენახვის, ასევე ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის. 2024 წელს ჩადენილი კიდევ ერთი მკვლელობის შემდეგ კი, მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა“, – აღნიშნულია „სახელმწიფო უსაფთრთხოების სამსახურის“ განცხადებაში.…
მეტი...მოსამართლისთვის წყლის შესხმისთვის, მელიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ, სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის გამო, გამოძიება დაიწყო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. 366-ე მუხლის დარღევა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 180-დან 240 საათამდე, ანდა ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი საკუთარ სასამართლო პროცესზე, 30 მაისს შეასხა. აღნიშნულის შემდეგ მოსამართლემ ის სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
მეტი...„მოსამართლეს წყალი შეასხა, ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო – ძალიან მძიმე შედეგებს მოგვიტანს“ – კალაძე მელიაზე
თბილისის მერი კახა კალაძე მიჩნევს, რომ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია წარმოადგენს „იმ რადიკალურ დაჯგუფებას, რომელიც იმართება გარედან და მისი ქმედებები არაადეკვატურია“. როგორც დღეს კალაძემ, ჟურნალისტებს მელიას მიერ მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე საუბრისას განუცხადა, „მსგავსი ძალადობრივი ქმედებები და მათი წახალისება კატეგორიულად მიუღებელია“. „არ მინდა დაკავებულ ადამიანზე საუბარი, თუმცა მისი საქციელი და ქმედებები არის არაადეკვატური, ისიც წარმომადგენელია იმ რადიკალური დაჯგუფების, რომელიც იმართება გარედან. როდესაც გიბარებენ პარლამენტში და არ ცხადდები, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება, რაც კანონით არის გაწერილი. შესაბამისად, ყველა იმ ადამიანთან მიმართებაში, ვინც არ გამოცხადდა აღნიშნულ კომისიაზე, …
მეტი...„ევროპელი ბიუროკრატების ნაწილი საქართველოში არჩევნებში დამარცხდა“ – კალაძე
„ევროპელი ბიუროკრატების ნაწილმა ვერ შეძლო ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურის მოყვანა და ამიტომ აკეთებენ ამ ტიპის განცხადებებს“, – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ზოგიერთი ევროპელი დეპუტატის მხრიდან ხელისუფლების მიმართ გაკეთებული განცხადება. როგორც კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ევროპელი დეპუტატების ნაწილს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ საქართველოს პატრიოტი ხელისუფლება ჰყავს და უნდათ ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურა მოიყვანონ. „ვიცით მოტივი, თუ რატომ აკეთებენ ამ ტიპის განცხადებებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა. არ არის ახალი არც ჩვენთვის, არც ქართული საზოგადოებისთვის. ევროპელი ბიუროკრატების ნაწილი საქართველოში არჩევნებში დამარცხდა. ისინი გამჭვირვალობის კანონზე მოგვიწოდებდნენ, ცუდია, დემოკრატიას ეწინააღმდეგებაო, ამ დროს ბრიუსელში…
მეტი...„აფასოებდა ნარკოტიკს და რეალიზაციის მიზნით კონკრეტულ ადგილებზე დებდა“ – ერთ ადამიანს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს (მარილი)“, „მეფედრონს“ და „ტეტრაჰიდროკანაბინოლს”, აფასოებდა ნარკოტიკულ საშუალებებს და რეალიზაციის მიზნით კონკრეტულ ადგილებზე ანთავსებდა. „სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, ელექტრო მოწყობილობები, წებოვანი ლენტები, სასწორები, სარეალიზაციო პაკეტები, ფულადი თანხა და სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3…
მეტი...საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში ჩაფიძის გულის ცენტრმა და ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და მოხალისეთა ორგანიზაციის- ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ ორგანიზებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ასევე, სოფელ რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანადგომით, მიმდინარე წლის 31 მაისსა და 1 ივნისს, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრისა და ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა- საქართველოს ექიმებმა, სამსახურსა და ამ კლინიკებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, აქცია მოიცავდა…
მეტი...