უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში [СБУ] წყაროები ადასტურებენ თავდასხმას რუსეთის ტერიტორიაზე ერთბაშად ოთხ აეროდრომზე განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. იტყობინებიან, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები იწვის აეროდრომებზე – „ბელაია“ [“Белая”], „დიაგილევო“ [“Дягилево”] , ოლენია“ [“Оленья”] და „ივანოვო“ [“Иваново”]. ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს საერთაშორისო მედიაც. BBC წერს, რომ დაზიანებულია 40-ზე მეტი თვითმფრინავი, მათ შორის – А-50, ТU-95, და ТU-22 М3. ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა დამოუკიდებელი წყაროების მიერ, ხოლო გადამოწმება ომის პირობებში შეუძლებელია. ასევე, BBC-მ საკუთარი საკონტაქტო არხებით მიიღო ინფორმაცია, რომ სპეცოპერაცია ჩატარდა სახელწოდებით – „ობობას ქსელი“ და მას უშუალოდ ხელმძღვანელობდა სპეცსამსახურის ხელმძღვანელი ვასილი…
მეტი...დღე: ივნისი 1, 2025
რუსთაველის გამზირი დღესაც გადაკეტილია
საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული ადამიანები.
მეტი...უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი ხვალ გაიმართება
2 ივნისს, სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი გაიმართება. პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს. მას კვლავ თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ჩაუდგება სათავეში. „ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხალხი“ – დაწერა ზელენსკიმ თავის ტელეგრამარხზე.
მეტი...“ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა შესაძლოა, წლის ბოლომდე ვერ შედგეს”- იური უშაკოვი
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი არ გამორიცხავს, რომ ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა შესაძლოა, წლის ბოლომდე ვერ შედგეს. „რა თქმა უნდა, პირადი შეხვედრა – ეს მასშტაბურია, რამაც უნდა მიგვიყვანოს სერიოზულ შედეგებამდე. მაგრამ კვლავ, ეს შედეგები ვინმემ უნდა მოამზადოს, კერძოდ თეთრი სახლისა და კრემლის გუნდის შესაბამისმა წევრებმა“ – აღნიშნა მან. რაც შეეხება დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს, პუტინის თანაშემწის განცხადებით, ამ ფაქტს კრემლში დადებითად აფასებენ.
მეტი...ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანსკასპიური მატარებელი მოემართება
ჩინეთის ქალაქ ვუხანიდან (ხუპეის პროვინცია) საქართველოს მიმართულებით სატვირთო მატარებელი გამოემგზავრა. საუბარია ახალ ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე. მატარებელი დატვირთულია მსუბუქი მექანიკური აღჭურვილობით, სასოფლო-სამეურნეო მანქანებით, სამშენებლო მასალებითა და სხვა საქონლით. ტვირთის საერთო ღირებულება კი 14.82 მილიონი იუანია. მატარებელი საქართველოში 18 დღეში ჩამოვა. საქონლის ტრანსპორტირებისას გამოიყენება მულტიმოდალური სქემა: „რკინიგზა – ზღვა – რკინიგზა“. შემადგენლობა ყაზახეთს გაივლის, სადაც ტვირთი აქტაუს ნავსადგურში ბორანზე გადაიტვირთება, შემდეგ გაივლის კასპიის ზღვას, საიდანაც ჩავა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, რის შემდეგაც საქართველოში, თბილისსა და ფოთში სარკინიგზო გზით ჩამოვა. ეს არის ახალი ტრანსკასპიური კავშირი ვუხანსა და საქართველოს შორის. საქართველო, რომელიც გეოგრაფიულად აბრეშუმის გზის…
მეტი...რუსეთი ადასტურებს, რომ უკრაინამ აეროდრომებზე თავდასხმა განახორციელა
რუსეთმა დაადასტურა, რომ უკრაინამ დარტყმები განახორციელა ხუთ რეგიონში. „ტელეგრამზე“ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ უკრაინამ განახორციელა, „ტერორისტული თავდასხმა“ მურმანსკის, ირკუტსკის, ივანოვოს, რიაზანისა და ამურის რაიონებში. სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველა თავდასხმა „მოიგერიეს“. „დრონების გაშვების შედეგად აეროდრომების უშუალო სიახლოვეს მდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საავიაციო ტექნიკას ცეცხლი გაუჩნდა“ – აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება.
მეტი...თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, ქალაქ ბინგოლში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,4 მაგნიტუდა შეადგინა. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 12:26 საათზე დაფიქსირდა.
მეტი...“ქორწინება ქალსა და მამაკაცს შორის ჭეშმარიტი სიყვარულის კანონია”- პაპი
რომის პაპმა ქორწინების საიდუმლოზე იქადაგა. ლეო მეთოთხმეტე აცხადებს, რომ ქორწინება ქალსა და მამაკაცს შორის ჭეშმარიტი სიყვარულის კანონია. “ქორწინება არა რაიმე იდეალი, არამედ ქალსა და მამაკაცს შორის ჭეშმარიტი სიყვარულის კანონია: სრულყოფილი, იმედიანი, ნაყოფიერი სიყვარულის. ის ერთ ხორცად გაქცევთ, იგივე სიყვარული გხდით ღვთის ხატად, გაძლევთ სიცოცხლის დაბადების უნარს. მართალია, ზოგჯერ ამას კაცობრიობა ღალატობს. მაგალითად, როდესაც თავისუფლებას იყენებენ არა სიცოცხლის მისაცემად, არამედ მის წასართმევად. არა დახმარებისთვის, არამედ შეურაცხყოფისთვის. თუმცა, ბოროტების, წინააღმდეგობისა და მკვლელობების ფონზეც კი, იესო ლოცულობს ჩვენთვის”, – აღნიშნა პაპმა ქადაგებისას.
მეტი...შვედეთმა და დანიამ უკრაინას მილიონობით ევროს ღირებულების სათევზაო ბადეები გაუგზავნეს
უკრაინამ შვედეთისა და დანიისგან სამხედრო დახმარების უჩვეულო, ფორმა მიიღო – ძველი თევზსაჭერი ბადეები. ამის შესახებ ინფორმაციას შვედური მედია ავრცელებს. როგორც გამოცემაშია აღნიშნული, დრონები, რომლებიც თანამედროვე ომებში კრიტიკულ როლს ასრულებენ, შედარებით იაფი და უფრო მოხერხებულია, ვიდრე ტრადიციული სარაკეტო სისტემები. შესაბამისად, დრონებით იერიშის პრევენციას ათეულობით ათასი ადამიანის გადარჩენა შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ მათი შეჩერება რთულია. სწორედ ამ მიზნით იყენებს უკრაინა ძველ სათევზაო ბადეებს, რომლებსაც ქვეყანას შვედეთი და დანია უგზავნიან. კერძოდ, დანიამ უკრაინა €2.5 მილიონის ღირებულების ბადეებით მოამარაგა.
მეტი...„რუსეთსა და უკრაინას ომი მარიონეტულია“- კიტ კელოგი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი გარკვეული გაგებით მარიონეტული ომია. „გულწრფელად, გარკვეული გაგებით ასეც არის. შეხედეთ, რა გააკეთეს ევროპელმა ქვეყნებმა მხარდაჭერით. ვგულისხმობ, ეს ნათელია – პუტინი ამას ხედავს. ასე რომ, ყველა უნდა იყოს მზად, რომ ცოტათი უკან დაიხიოს“ – განაცხადა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
მეტი...მგზავრები, რომლებიც თვითმფრინავის გაჩერებამდე ადგებიან დაჯარიმდებიან
თურქეთში ჩაფრენილ მგზავრებს, რომლებიც საკუთარ ადგილებს უსაფრთხოების ღვედის ნიშნულის გამორთვამდე დატოვებენ, დაჯარიმდებიან. ინფორმაციას BBC ქვეყნის ავიაციის მარეგულირებელ ორგანოზე დაყრდნობით ავრცელებს. მარეგულირებელში აცხადებენ, რომ მსგავსი ინციდენტების რაოდენობის სერიოზული ზრდა შეინიშნება, ბევრი მგზავრი კი თვითმფრინავის სრულ გაჩერებამდე ადგომასთან ერთად საკუთარ ბარგსაც იღებს, რაც სხვებს დისკომფორტს უქმნის. ახალი წესები უკვე ძალაშია. თურქული მედიის ცნობით, ჯარიმა 70 დოლარს შეადგენს.
მეტი...ზელენსკიმ პირობები დაასახელა, რომელსაც რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებებზე დააყენებენ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დელეგაცია სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. მედიის ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაურმა შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის, უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობასთან და ასევე ორშაბათს სტამბოლში დაგეგმილ შეხვედრამდე პოზიციები განსაზღვრა. „პირველი, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. მეორე, ტყვეების გათავისუფლება. მესამე, გატაცებული ბავშვების დაბრუნება. საიმედო და მდგრადი მშვიდობის დამყარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, მზადება უმაღლესი დონის შეხვედრისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მეტი...“უკრაინამ რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომს ერთდროულად დაარტყა”- მედია
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დღეს რუსეთის ფედერაციის ოთხ სამხედრო აეროდრომს ერთდროულად დაარტყა. ინფორმაციას მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავები ამჟამად ბელაიას, დიაგილევოს, ოლენიას და ივანოვოს აეროდრომებზე იწვის. „მალუკის (უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი) წყალობით, რუსეთის ფედერაციამ გაიგო სიტყვა „დემილიტარიზაციის“ ნამდვილი მნიშვნელობა“, – აღნიშნა წყარომ მედიასთან საუბარში. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია 40-ზე მეტი თვითმფრინავი, მათ შორის A-50, Tu-95 და Tu-22 M3 ტიპის თვითმფრინავები. წინასწარი მონაცემებით, შეტევის შედეგად რუსეთის ავიაციას 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ზარალი მიადგა.
მეტი...„ყველას გილოცვავთ ამ დიდ გამარჯვებას“- ბერა ივანიშვილი
ბერა ივანიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას გამარჯვებას ულოცავს და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. „ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას“- წერს ის. ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „ინტერთან”, “პარი სენ-ჟერმენმა“ ანგარიშით 5:0 მოიგო. „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად მოიგო. გუნდს აქამდე ერთხელ ჰქონდა ფინალში ნათამაშები, 2020 წელს პარიზელები მიუნხენის „ბაიერნთან“ დამარცხდნენ.
მეტი...ცხინვალის გზატკეცილზე ავტომანქანა მაღაზიაში შეეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცხინვალის გზატკეცილზე. ავტომანქანა მაღაზიაში შეეჯახა. ადგილობრივების ინფორმაციით, ავარიას მსხვერპლი არ მოყოლია. შეჯახების შემდეგ მძღოლი ტერიტირიიდან მიიმალა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
მეტი...რუსეთმა უკრაინას რეკორდული რაოდენობის დრონებით და რაკეტებით შეუტია
რუსეთმა უკრაინას წუხელ რეკორდული რაოდენობის – 479 – დრონებით და რაკეტებით შეუტია. ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა მტრის 3 ფრთოსანი რაკეტა და 210 დრონი გაანადგურეს, 172 უპილოტო საფრენი აპარატი კი ლოკალურად დაიკარგა. რუსებმა უკრაინას „შაჰიდისა“ და სხვა ტიპის 472 დრონით რუსეთის ფედერაციის მილეროვოს, შატალოვოს, კურსკის, ორიოლის, ბრიანსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიებიდან შეუტიეს. „ისკანდერ-M/KN-23“ ტიპის 3 ბალისტიკური რაკეტით კი – კურსკისა და ვორონეჟის ოლქებიდან. ამასთან რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ შეტევისას ოთხი ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს.
მეტი...რუსეთმა უკრაინის სახმელეთო ჯარების საწვრთნელ ქვედანაყოფზე სარაკეტო იერიში მიიტანა – არის მსხვერპლი
რუსულმა ძალებმა უკრაინის სახმელეთო ჯარების საწვრთნელ ქვედანაყოფზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. დაიღუპა 12 ადამიანი და 60-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალებში აცხადებენ, რომ ინციდენტის მიზეზებისა და გარემოებების დასადგენად სპეციალური კომისია შეიქმნა და ოფიციალური გამოძიება დაინიშნა. ოპერატიული „აღმოსავლეთის“ სარდლობა ასევე სრულ დახმარებას უწევს სამართალდამცავ ორგანოებს. „თუ დადგინდება, რომ სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვა და დაჭრა გამოწვეული იყო თანამდებობის პირების ქმედებებით ან უმოქმედობით, პასუხისმგებელი პირები მკაცრად აგებენ პასუხს“ – აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალებში.
მეტი...ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 2 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით მგზავრებს ვერ მოემსახურება. ინფორმაციას მერია ავრცელებს. აღნიშნულ პერიოდში, საბაგირო გზაზე განხორციელდება გეგმიური სამუშაოები. კერძოდ, საბაგირო გზის მზიდი, გამწევი და კუდის ბაგირების მაგნიტურ-ინდუქციურ დეფექტოსკოპიური კვლევა, ბაგირის ჩამაგრების ქუროების შემოწმება და აკრედიტებული ორგანოს მიერ საბაგირო გზის ტექნიკურ ინსპექტირება. გარდა ამისა, მომსახურე პერსონალს საევაკუაციო სწავლება ჩაუტარდება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!
მეტი...„ჩამოდით და აქ გვაკრიტიკეთ“- მეუფე ემიგრანტებს
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი საზღვრებს გარეთ მყოფ ქართველებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ იქადაგა. “უცხოეთში მყოფო ჩემო ქართველებო მანდედან არ გვაკრიტიკოთ, აქ ჩამოდით და აქ გვაკრიტიკეთ. როგორც ქართველებმა საქართველოდან გვაკრიტიკეთ. ჩამოდით! თუ გავერთიანდებით, რაც ორობლემები გვაქვს ყველას მოვერევით. ერთმანეთს არ უნდა ვებრძოლოთ, სირცხვილია. ჩვენ მაინც ვერ მოგვერევით”- აღნიშნა მეუფე იაკობმა.
მეტი...“პანდემიის დროს ერთადერთი ერი ვიყავით, ვინც ეშმაკს არ დაემონა”- მეუფე იაკობი
ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, საკვირაო წირვის შემდეგ ტრადიციულად იქადაგა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. მეუფემ პანდემიის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც არ “დაემონა ეშმაკს”. “პანდემიის დროს ერთადერთი ერი ვიყავით ვინც ეშმაკს არ დაემონა. პირდაპირ გეტყვით, რუსეთ-უკრაინის ომი რა არის იმასთან, რაც იყო პანდემიის დროს. ღმერთს ებრძოდნენ. ქართველ კაცს ღვთის დიდება არ შეუწყვეტია, თან ერთმანეთს უფრთხილდებოდნენ. ეკლესიიდან არცერთი შემთხვევა არ ყოფილა (ვირუსის) გავრცელების”- განაცხადა მეუფემ.
მეტი...ჯო ბაიდენმა კიბოს მკურნალობას დაიწყო
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კიბოს მკურნალობას დაიწყო. ეს მისი პირველი საჯარო კომენტარია მკურნალობის პროცესზე. ბაიდენის თქმით, მისი მკურნალობა დღეში ერთი აბის მიღებას გულისხმობს. “ყველაფერი ერთი აბის მიღებამდე დადის. ერთი კონკრეტული აბის ექვსი კვირის განმავლობაში, ხოლო შემდეგ – მეორე… სხვა ორგანოები ჩათრეული არ არის. ჩემი ძვლები ძლიერია” – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა. 8 მაისს ბაიდენის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 82 წლის პოლიტიკოსს პროსტატის ჯირკვლის კიბოს აგრესიული ფორმა აქვს, რომელიც ძვლებსაც შეეხო.
მეტი...ემოციური კადრი – ლუის ენრიკეს გარდაცვლილი შვილის უზარმაზარი ბანერი გადმოფინეს
ფანებმა ალიანს არენაზე „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს გარდაცვლილი შვილის საპატივცემულოდ უზარმაზარი ბანერი გადმოფინეს. 2015 წელს ლუის ენრიკეს ბარსამ იუვენტუსი დაამარცხა. მოედანზე გამოვიდა მისი პატარა გოგონა ხანა (ქსანა) და მამასთან ერთად კლუბის დროშა მოედნის ცენტრში ჩაარჭო. 2019 წლის მარტში ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრები ასისტენტს გადააბარა, ივნისში კი ოფიციალურად წავიდა. თქვა, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო. ის აღარ ჩნდებოდა საზოგადოებაში. არც სოციალურ ქსელში. იმავე წლის აგვისტოში კი დაწერა, რომ მისი 9 წლის ქალიშვილი გარდაიცვალა. “ფიზიკურად ის აღარ არის ჩვენთან, მაგრამ სულიერად ყოველთვის ჩვენთანაა. ყოველდღე ვსაუბრობთ მასზე, ვიცინით და ვიხსენებთ, რადგან მჯერა,…
მეტი...ორი დაღუპული და ასობით დაკავებული ადამიანი – ფანების ზეიმი საფრანგეთში არეულობაში გადაიზარდა
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა და ასობით დააკავეს გასული ღამის განმავლობაში, როცა ფეხბურთის გულშემატკივრები ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ შთამბეჭდავ გამარჯვებას ზეიმობდნენ. ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა ვანდალიზმისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით სულ მცირე 559 ადამიანი დააკავეს. პარიზის ცენტრში, შანზ-ელიზეზე მდებარე სპორტული მაღაზია Foot Locker არეულობის ერთ-ერთ კერად იქცა. პოლიციამ გულშემატკივრების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. არეულობა სხვა ქალაქებშიც დაფიქსირდა. რაც შეეხება ფატალურად დასრულებულ შემთხვევებს, ერთ შემთხვევაში პარიზში სკუტერით გადაადგილდებოდა 15 წლის მზარდი, რომელიც მანქანას თავად შეეჯახა. ხოლო მეორე შემთხვევაში პროკურატურის განცხადებით, სამხრეთ-დასავლეთ ქალაქ…
მეტი...“ყველა ბავშვი იმსახურებს უსაფრთხოებას”- საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ბავშვთა დაცვის დღეს, გვინდა აღვნიშნოთ ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თემში. ევროკავშირი მხარს უჭერს: ბავშვთა დაცვის სისტემების გაძლიერებას; ხარისხიან განათლებასთან და ჯანდაცვასთან ხელმისაწვდომობას; სოციალური მუშაკებისა და ბავშვთა დაცვის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალების გადამზადებას; ყველაზე მოწყვლადი ბავშვების, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებულების, დახმარებას; ბავშვებში ინვესტირება ნიშნავს საქართველოს მომავალში ინვესტირებას – ისეთ მომავალში, რომელიც უფრო უსაფრთხო, უფრო ინკლუზიური და ყველასთვის შესაძლებლობებით სავსე იქნება“ – აღნიშნულია განცხადებაში.
მეტი...რუსეთში ხიდის ჩამონგრევას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა
“რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში რკინიგზაზე მომხდარ აფეთქებებს ტერორისტულ აქტების კვალიფიკაცია მიანიჭა” – ამის შესახებ დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლი, სვეტლანა პეტრენკო აცხადებს. მისი თქმით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრე ბასტრიკინის დავალებით, ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში მომხდარი ინციდენტების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები მთავარ საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა. „რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის დავალებით, ბრიანსკის და კურსკის ოლქებში მომხდარი ინციდენტების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები სააგენტოს მთავარ საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა“ – აღნიშნა პეტრენკომ.
მეტი...„ბავშვების კეთილდღეობა ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა ჩვენი მთავრობის ყოველდღიური საზრუნავია“- კობახიძე
“ყველა ბავშვს მთელ მსოფლიოში ვუსურვებ მშვიდობას, ეს ის აუცილებელი წინაპირობაა, რომლის გარეშეც არ არსებობს განვითარება”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. პრემიერი ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს. „პირველ რიგში, ყველა ბავშვს მთელ მსოფლიოში ვუსურვებ მშვიდობას, ეს ის აუცილებელი წინაპირობაა, რომლის გარეშეც არ არსებობს განვითარება. ბავშვების კეთილდღეობა, მათთვის კარგი განათლებისა და ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა ჩვენი მთავრობის ყოველდღიური საზრუნავია. ჩვენი მიზანია, ყველა ბავშვს მთელს საქართველოში ჰქონდეს თანაბარი განვითარების შესაძლებლობა და უსაფრთხო გარემო. ყველა ბავშვს ვუსურვებ ჯანმრთელობას, ლაღ და უზრუნველ ბავშვობას“ – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
მეტი...“დიდებული დღე პსჟ-სთვის! ბრავო”- ემანუელ მაკრონი
“დიდებული დღე პსჟ-სთვის! ბრავო, ჩვენ ყველა ვამაყობთ. პარიზი დღეს ევროპის დედაქალაქია!” – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. პარიზულმა კლუბმა მილანის „ინტერი“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა. ერთ-ერთი გოლის ავტორი კვარაცხელიაა.
მეტი...“კვარა ჯადოსნურია!”- საფრანგეთის საელჩო
საქართველოში საფრანგეთის საელჩო ჩემპიონთა ლიგის ფინალს ეხმაურება და „პარი სენ-ჟერმენს“ გამარჯვებას ულოცავს. „პარიზი ჯადოსნურია! კვარა ჯადოსნურია! გილოცავთ!“ – წერს საელჩო. ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. პარიზულმა კლუბმა მილანის „ინტერი“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა.
მეტი...1 ივნისი ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა
1 ივნისი ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1950 წლიდან მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით დედაქალაქის მასშტაბით, საბავშვო-გასართობი აქტივობებია დაგეგმილი. თბილისის მერიის ინფორმაციით, ცენტრალური ღონისძიება გაიმართება დედაენის ბაღში, სადაც მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება სივრცითი აქტივობები, გასართობი შოუ პროგრამები, საბავშვო სადგურები, თეატრალური წარმოდგენები და სხვა. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება საბავშვო კონცერტი. აღნიშნულ ლოკაციაზე 15:00 საათიდან წარმოდგენილი იქნება – ღია ბიბლიოთეკა; კინო კუთხე – ჟოზეს ანიმაციური ფილმების ჩვენება; სპორტული აქტივობები; ქალაქ თბილისის მერიისა და ეროვნული სასახლის კუთხე; ჭადრაკის კუთხე; ამერიკული კუთხე; ხელოვნების სახლების საგამოფენო კუთხე; სახეზე მოხატვა; თექის, კალიგრაფიისა და გამოყენებითი…
მეტი...“ისრაელმა ჰუმანიტარული დახმარების ცენტრთან მყოფ პალესტინელებს ცეცხლი გაუხსნა”- “ბიბისი”
ისრაელელმა სამხედროებმა რაფაჰში ჰუმანიტარული დახმარების ცენტრთან მყოფ პალესტინელებს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მომხდარის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 150 დაშავდა. მედიის ცნობით, აშშ-ის მხარდაჭერით შექმნილი ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრთან პალესტინელები ადგილობრივი დროით 04:30-ზე შეიკრიბნენ, რა დროსაც ისრაელელი სამხედროები და ტანკები გამოჩნდნენ. მათ ცეცხლი გაუხსნეს ადგილზე შეკრებილ პალესტინელებს. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს დაშავებულებისა და დაღუპულების კადრები.
მეტი...როგორ მიულოცა ბუდუმ კვარაცხელიას გამარჯვება
“იმსახურებ ყველაფერ საუკეთესოს“ – წერს ბუდუ ზივზივაძე და ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს. ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „ინტერთან”, “პარი სენ-ჟერმენმა“ ანგარიშით 5:0 მოიგო. მატჩის ერთ-ერთი, მე-4 გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
მეტი...პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება. პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ დაინიშნა, რაც 18 მაისს პირველ ტურში მონაწილე 13 კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ მიიღო ხმების ნახევარზე მეტი. მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი გადავიდა: ვარშავის მერი რაფალ ტრჟასკოვსკი „სამოქალაქო პლატფორმიდან“, რომელმაც ხმების 31.36% მიიღო და ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დირექტორი კაროლ ნავროცკი, 29.54%-ით.
მეტი...რუსეთში ხიდის ჩამონგრევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა – მიზეზად აფეთქება სახელდება
რუსეთის ბრიანსკის ოლქში ხიდი, რომელზეც ავტომობილები იმყოფებოდნენ, ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 70-მდე დაშავდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ხიდის ჩამონგრევის დროს ხიდის ქვეშ სამგზავრო მატარებელი გადიოდა. როგორც რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბოგომაზმა ტელეარხ განაცხადა, რომ მომხდარის მიზეზი აფეთქება გახდა. მისივე ინფორმაციით, მატარებელში, რომელიც ხიდის ქვეშ გადიოდა 388 მგზავრი იმყოფებოდა.
მეტი...საქართველოში ნინოობა აღინიშნება
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლას ზეიმობს. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება. ქრისტიანობის მქადაგებელი კაბადოკიელი ქალწულის დიდი დამსახურების გამო, მართლმადიდებელი ეკლესია მას ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთა სწორად მიიჩნევს.
მეტი...პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა
ჩემპიონთა ლიგის ფინალში 73-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მილანის „ინტერს“ გაუტანა. შესაბამისად ის პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში თავი გოლით გამოიჩინა. ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „ინტერთან”, “პარი სენ-ჟერმენმა“ ანგარიშით 5:0 მოიგო. „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად მოიგო. გუნდს აქამდე ერთხელ ჰქონდა ფინალში ნათამაშები, 2020 წელს პარიზელები მიუნხენის „ბაიერნთან“ დამარცხდნენ.
მეტი...ისრაელი ადასტურებს, რომ „ჰამასის“ სამხედრო ლიდერი მუჰამედ სინვარი მოკლეს
ისრაელის სამხედრო ძალებმა დაადასტურეს, რომ „ჰამასის“ სამხედრო ლიდერი მუჰამედ სინვარი მოკლეს. მანამდე მედიაში გავრცელებული ცნობებით, სინვარი ხან იუნისში ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ მიწისქვეშა გვირაბზე განხორციელებული დარტყმის შედეგად იქნა მოკლული. მუჰამედ სინვარი „ჰამასის“ ლიდერი მას შემდეგ გახდა, რაც 2024 წლის ოქტომბერში ისრაელმა მისი უფროსი ძმა იაჰია სინვარი მოკლა. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მუჰამედ სინვართან ერთად მოკლულია „ჰამასის“ მაღალი რანგის რამდენიმე პირი.
მეტი...