დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ხელს მოაწერს ბრძანებას სირიაზე დაწესებული სანქციების მოხსნის შესახებ. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა. ლევიტის თქმით, სანქციების მოხსნა არის სტაბილურობისა და მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე ხელშეწყობა და მხარდაჭერა. „ბრძანება გააუქმებს სირიაზე დაწესებულ სანქციებს, მაგრამ სანქციები შენარჩუნდება ყოფილი პრეზიდენტის ასადის, მისი თანამოაზრეების, ადამიანის უფლებების დამრღვევების, ნარკომოვაჭრეების, ქიმიურ იარაღთან, იარაღის საქმიანობასთან დაკავშირებული პირების, ISIS-ისა და მისი მხარდამჭერების, ასევე ირანელი დაქირავებულების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ლევიტმა.
მეტი...თვე: ივნისი 2025
ე.წ. დრიფტისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება
ე.წ. დრიფტისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაეკისრება. შესაბამისი ცვლილებები – „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო საშუალების განზრახ მოცურება/მოსრიალება ან მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება (დრიფტი), გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ პროფესიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის შემთხვევის, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
მეტი...“საქართველოს სანაპირო წყლებში საშიში სახეობები არ დაფიქსირებულა”- გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ინფორმაცია საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში საშიში სახეობების არსებობის შესახებ სიმართლეს არ შესაბამება. ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ამ დრომდე საქართველოს სანაპირო წყლებში ზღვის ბიომრავალფეროვნებისთვის ან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში სახეობები არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში საშიში სახეობების არსებობის შესახებ სიმართლეს არ შესაბამება. მოვუწოდებთ ყველას, ვინც მიზანმიმართულად ან უნებურად ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან”- ნათქვამია ინფორმაციაში.
მეტი...ყაზახეთმა საჯარო ადგილებში ნიქაბის ტარება აკრძალა
ყაზახეთმა საჯარო ადგილებში აკრძალა ნიქაბის და სხვა იმგვარი სამოსის ტარება, რომელიც სახეს ფარავს. შესაბამის დოკუმენტს ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მოაწერა.
მეტი...“უკრაინის გზა ნატო-ში გაწევრიანებისკენ შეუქცევადია”- იოჰან ვადეპული
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა განაცხადა, რომ უკრაინის გზა ნატო-ში გაწევრიანებისკენ შეუქცევადია. „ნატო-ს სამიტზე, საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის დროს, ხაზი გავუსვი, რომ უკრაინა ნატო-სკენ შეუქცევად გზაზეა და გერმანია ადასტურებს ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ვადეპულმა. მისივე თქმით, ეს ასევე ეხება უკრაინის მისწარაფებებს ევროკავშირთან დაკავშირებითაც. „იმედი გვაქვს, რომ დანიის თავმჯდომარეობის დროს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პირველი მოლაპარაკებების კლასტერი გაიხსნება“, – განაცხადა ვადეპულმა.
მეტი...8 ოპოზიციური პარტია არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს
8 ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და უარს ამბობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. ამის შესახებ განცხადება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ წაიკითხა. “უარს ვამბობთ ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებულ რეალობაში ამ პროცესში მონაწილეობა არ მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, და მხოლოდ ლეგიტიმაციის ფასადს შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს; ვაცნობიერებთ ერთობლივი მოქმედების აუცილებლობას და ვაცხადებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ რათა ჩვენი პრინციპული, უკომპრომისო ბრძოლითა და შრომით მაქსიმალურად დავაჩქაროთ არადემოკრატიული, ოლიგარქიული სისტემის დასასრული. გვჯერა, რომ გამარჯვების გზა რეჟიმთან სრულ ართანამშრომლობაზე გადის. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ვაგრძელებთ საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას. ბოლომდე!” – აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას უერთდება:…
მეტი...ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა
“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ, მან განცხადება პარლამენტთან გააკეთა. “ვწყვეტ შიმშილობას იმისთვის, რომ გადავიდეთ ყველა ერთად ბრძოლის აქტიურ ფაზაზე”- -აღნიშნა ხოშტარიამ. მანამდე ხოშტარიამ 8 პოლიტიკური პარტიის ერთობლივი განცხადება წაიკითხა, სადაც ხელმომწერები თანხმდებიან, რომ უარს ამბობენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.
მეტი...ალექსანდრ ვუჩიჩი პირობას დებს, რომ ქვეყანაში წესრიგს დაიცავს
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ ქვეყანაში წესრიგს დაიცავს. ვუჩიჩი ასევე მადლობას უხდის „რუს მეგობრებს“ სერბეთში მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო. „მადლობა ჩვენს რუს მეგობრებს ამის შემჩნევისთვის, სერგეი, მადლობა ამის ასე კარგად გაგებისთვის და მადლობა იმ იშვიათ პატიოსან რუს ანალიტიკოსებს, რომლებმაც ერთი რამ შენიშნეს – ვუჩიჩი რთული გასატეხი იქნება“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი აკვირდება სერბეთში არსებულ ვითარებას და „დაინტერესებულია არეულობების ჩაცხრობით“.
მეტი...“უნგრეთში სიყვარული თავისუფალია”- სიიარტო
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ბუდაპეშტში პრაიდის აღლუმის ჩატარებასთან დაკავშირებით „ბევრი ტყუილი, ცილისწამება, ყალბი ამბავი გავრცელდა“. „ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ყველამ ნათლად დაინახა, რომ უნგრეთში სიყვარული ნამდვილად თავისუფალია: ყველას შეუძლია, უყვარდეს ვინც უნდა და იცხოვროს ვისთანაც უნდა. ამავდროულად, ჩვენი შვილების დასაცავად, ჩვენ არ ვეგუებით აგრესიულ ლგბტ პროპაგანდას, სკანდალურ ქცევას, თუნდაც იმიტომ, რომ რამდენიმე წლის წინ უნგრელმა ხალხმა რეფერენდუმში დიდი უპირატესობით წინააღმდეგ მის მისცა ხმა“, – აღნიშნა სიიარტომ. ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა სხვა ქვეყნების მთავრობებს, „დატოვონ უნგრელი ხალხი მარტო და მოგვცენ საშუალება ვიცხოვროთ ისე, როგორც გვინდა“.
მეტი...რას ითვალისწინებს უკრაინასა და ევროკავშირს შორის ახალი შეთანხმება?!
უკრაინა და ევროკავშირი ახალი სავაჭრო პირობების შესახებ შეთანხმდნენ. ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს. მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვაჭრობის ლიბერალიზაციის დებულებების გადახედვის შესახებ. „ამ მოდერნიზებული შეთანხმებით ჩვენ უკრაინიდან ევროპისა და გლობალური ბაზრებისკენ სავაჭრო კავშირებს უზრუნველვყოფთ. ასევე, რუსეთის უსამართლო აგრესიის ფონზე მდგრად და ეკონომიკური სოლიდარობის ხიდებს ვაშენებთ. ამავდროულად, ჩვენი ფერმერების ინტერესების დაცვას ვაგრძელებთ“- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მოდერნიზებული შეთანხმება ითვალისწინებს: თანაბარ პირობებს: ბაზარზე ახალი წვდომის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ევროკავშირის წარმოების შესაბამის სტანდარტებთან უკრაინის თანდათანობით შესაბამისობაში მოყვანაზე, როგორიცაა ცხოველთა კეთილდღეობა, პესტიციდებისა და ვეტერინარული მედიკამენტების გამოყენება. მძლავრი დაცვის…
მეტი...ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა – ვითარება თურქეთში
თურქეთში, რამდენიმე დღეა, ტყის ხანძრებს ებრძვიან. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ იზმირის, ბილეჯიკისა და ჰათაის პროვინციების ქალაქების მიმდებარე ტერიტორიებიდან, სადაც ტყის ხანძრები მძვინვარებს, 50 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ბილეჯიკის რაიონში დაზიანებულია 64 სახლი, 20 შენობა, ხოლო იზმირის რაიონში – 132 სახლი. თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა, იბრაჰიმ იუმაჰმა განაცხადა, რომ გუშინ თურქეთში ხანძრის 29 კერა დაფიქსირდა, რომელთაგან ცხრა სერიოზული იყო. სიცხისა და ძლიერი ქარის გამო ხანძარი სწრაფად გავრცელდა ტყიან ტერიტორიაზე და დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა.
მეტი...“არამეგობრული ქმედებები”- რუსეთის საგარეო სამინისტროში აზერბაიჯანის ელჩი დაიბარეს
ბაქოში Sputnik-ის თანამშრომლების დაკავების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანის ელჩი დაიბარეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „ბაქოს არამეგობრული ქმედებებისა და რუსი ჟურნალისტების უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც აზერბაიჯანის ხელისუფლებას მთელი ამ ხნის განმავლობაში არანაირი პრეტენზია არ ჰქონია, აზერბაიჯანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს“, – განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში. დღეს აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურებმა ბაქოში მდებარე რუსული საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის ოფისში სპეცოპერაცია ჩაატარეს, რის შედეგადაც ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან „რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან ფარულად მუშაობაში“. აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 27 ივნისს ეკატერინბურგში რუსმა სამართალდამცავებმა აზერბაიჯანის 50-ზე…
მეტი...ღაზაში ,,ცაჰალის” დარტყმებს 70-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ღაზაში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კონფლიქტის ზონაში ,,ცახალის” დარტყმებს 70-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად არიან დაჭრილებიც. ,,ჰამასთან”, ასევე ირანთან მოლაპარაკებებში, ნეთანიაჰუს, მის წინააღმდეგ ისრაელის სასამართლოში კორუფციის ბრალდებით მიმდინარე პროცესი უშლის ხელს. ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააკეთა. დონალდ ტრამპი ისრაელის პროკურორებს ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების გამო აკრიტიკებს.
მეტი...,,თავიდან ავიცილეთ ჩვენი სახელმწიფოს არსებობისთვის ორი საფრთხე” – ნეთანიაჰუ
,,ეგზისტენციალური საფრთხის თავიდან არიდების შემდეგ, ისრაელის მთავარი ამოცანა მძევლების დაბრუნებაა, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ისრაელის შიდა და”ზვერვის საგანგებო სხდომაზე. „თავიდან ავიცილეთ ჩვენი სახელმწიფოს არსებობისთვის ორი საფრთხე. ამ გამარჯვების შემდეგ, ბევრი შესაძლებლობა გაჩნდა. პირველ რიგში ეს მძევლების გადარჩენაა. რა თქმა უნდა, მოსაგვარებელია ღაზის პრობლემა. უნდა დავამარცხოთ ჰამასი და მჯერა, რომ ამ მისიას შევასრულებთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. ღაზის სექტორში, ჰამასის ტყვეობაში ამ დროისთვის, 50 მძევალი რჩება. ვარაუდობენ, რომ 20 მათგანი ცოცხალია.
მეტი...სერბეთში მომიტინგეებმა ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს და ბარიკადები მოაწყვეს
სერბეთში, მომიტინგეებმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს. დედაქალაქთან ერთად საპროტესტო აქციები იმართება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში. დემონსტრანტები პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის გადადგომას ითხოვენ და 28 ივნისის ღამით 80-მდე მოქალაქის დაკავებას აპროტესტებენ. ცნობისთვის, ორი დღის წინ გამართულ დემონსტრაციაზე სერბეთში 70 ადამიანი დაშავდა, აქედან 48 სამართალდამცველია.
მეტი...ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა კიდევ 8 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კობა კობალაძემ კიდევ 8 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის, უნივერსიტეტ გეომედისა და ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის (ნეუს) რექტორებს, ვიცე-რექტორებსა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს უმასპინძლა. კობა კობალაძემ სტუმრებს გააცნო სამსახურის განვითარების დინამიკა, ვეტერანთა წინაშე არსებული სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით, ასევე, საზოგადოებაში მათი უკეთ ინტეგრაციისთვის არსებული გამოწვევების დასაძლევად სახელმწიფოსა და…
მეტი...ირაკლი კობახიძემ განათლების მინისტრად გივი მიქანაძე წარადგინა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა. ახალი მინისტრი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. მანამდე ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თანამდებობას პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებს. ალექსანდრე წულაძე განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მეტი...ალექსანდრე წულაძე განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თანამდებობას ტოვებს. „დღეს, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, ვტოვებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობას. მინისტრობის პერიოდში, სამინისტროს თანამშრომლებთან, ერთად განათლების ყველა საფეხურის ხარისხის ზრდის მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა განვახორციელეთ, მათ შორის, არაერთ ნოვატორულ პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, რომელთა ბოლომდე მიყვანას მჯერა, რომ ახალი მინისტრი უზრუნველყოფს. მადლობა მსურს, გადავუხადო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან განათლების სისტემის განვითარებას და ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას. მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჩემს კოლეგებს და სამთავრობო გუნდს, ვისთან ერთადაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთების შესაძლებლობა მქონდა“, – ნათქვამია…
მეტი...ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაშინგტონთან მოლაპარაკებების განახლების პირობები დაასახელა
თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკების განახლებისთვის პირობას აყენებს და შეერთებული შტატების მხრიდან ირანზე შემდგომი დარტყმების გამორიცხვას ითხოვს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაჯიდ ტახთ-რავანჩი, ირანის ბირთვული პროგრამის გადახედვის სანაცვლოდ, ტრამპის მიერ შეთავაზებული სანქციების შემსუბუქებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წინადადებაზე დათანხმების აზრს ვერ ხედავს, რადგანაც მისი მტკიცებით, ირანის ბირთვული პროგრამა, მათ შორის ურანის 60%-მდე გამდიდრება „მშვიდობიანი მიზნებისთვისაა“. „შეიძლება ვიმსჯელოთ, რა დონეზე უნდა ხდებოდეს გამდიდრება, რა მოცულობით, მაგრამ როდესაც გეუბნებიან, რომ საერთოდ არ უნდა გქონდეს გამდიდრების უფლება, ნულოვანი გამდიდრება უნდა იყოს, და თუ არ დაეთანხმები – დაგბომბავენ, ეს უკვე ჯუნგლების კანონია“, – განაცხადა საგარეო…
მეტი...კანადის მთავრობა აცხადებს, რომ აშშ-თან სავაჭრო მოლაპარაკებებს განაახლებს
კანადის მთავრობა აცხადებს, რომ აშშ-თან სავაჭრო მოლაპარაკებებს განაახლებს. კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ კანადა ამ შეთანხმების მისაღწევად იმდენ დროს დახარჯავს, რამდენიც საჭირო იქნება, თუმცა არა – მეტს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამ მოლაპარაკებების მხარდასაჭერად ფინანსთა მინისტრმა, ფრანსუა-ფილიპ შამპანმა გააუქმა ციფრული მომსახურებების გადასახადი, ვიდრე აშშ-თან ორმხრივად სასარგებლო სავაჭრო შეთანხმებას მიაღწევენ. მარკ კარნი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ, რომ მხარეები განაახლებენ მოლაპარაკებებს 21 ივლისამდე შეთანხმების მისაღწევად. ცნობისთვის, ეს გადასახადი 2020 წელს იმის გამო დაწესდა, რომ კანადაში მომუშავე მსხვილი ტექკომპანიები კანადელებისგან მიღებული შემოსავლების შესაბამის გადასახადს არ იხდიდნენ.
მეტი...არარატ მირზოიანმა სერგეი ლავროვს მოუწოდა, არ ჩაერიოს სომხეთის შიდა საქმეებში
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს მოუწოდა, არ ჩაერიოს სომხეთის შიდა საქმეებში. არარატ მირზოიანმა ეს განცხადება დღეს ერევანში, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელთან, კაია კალასთან ერთად გამართულ პრესკონფრენციაზე გააკეთა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამგვარად უპასუხა რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ სომეხთა ეკლესიაზე გაუმართლებელი თავდასხმები შემაშფოთებელია. „მე მოვასწარი და პრესკონფერენციამდე გავეცანი საყვარელი კოლეგის, ლავროვის კომენტარებს. ბატონი ლავროვის ინფორმაცია არასრული და არასწორია. თუ არ ვცდები, მან გამოიყენა გამონათქვამი „ხელისუფლების ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ“. ლავროვის ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, სომხეთში არ მიმდინარეობს მთავრობის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ. ის,…
მეტი...„მთხოვეს, ამაზე არ ვისაუბრო“ – რას არ ამხელს ილია თოფურია
ილია თოფურიამ პრესკონფერენცია გამართა და თითქმის ყველა წარმომადგენლის ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა, თუმცა, კითხვას, აპირებს თუ არა სამი დივიზიონის ჩემპიონობას, დიპლომატიურად თავი აარიდა. „პედი პიმბლეტთან ჩხუბს არ ვაპირებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომდევნო ბრძოლაში გამარჯვების შემთხვევაში, ის შანსს მიიღებს. ვინ მსურს მომდევნო მეტოქედ? არ ვიცი, ამ სპორტში სხვა ლეგენდები აღარ დარჩნენ, თუმცა საქმე ასარჩევად თუ მექნება, ისევ პედის ავირჩევ, რადგან მისი სახის დასახიჩრება მსურს და ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერს გავუკეთებ, რასაც მოვინდომებ. მინდა თუ არა მესამე დივიზიონის ჩემპიონობაზე ბრძოლა? ამაზე ბევრი მაქვს ნაფიქრი, მაგრამ UFC-ის ხელმძღვანელებმა მთხოვეს, ჯერჯერობით, მაგ საკითხზე საუბრისგან თავი შევიკავო…
მეტი...„ძლიერი ქარი, წვიმა და ტემპერატურის კლება“ – გარემოს სააგენტო ივლისის განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს. უწყების ცნობით, 1-3 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 1-2 ივლისს ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29,+31 გრადუსი დაფიქსირდება. 3 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსამდე დაიკლებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 1 ივლისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 2-3 ივლისს ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი,…
მეტი...ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სექტორული სანქციები გაახანგრძლივა
,,ევროკავშირი დღეს ოფიციალურად შეთანხმდა რუსეთის წინააღმდეგ სექტორული სანქციების გახანგრძლივებაზე”, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი X-ზე წერს. მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას რათა აიძულოს ის, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი დაასრულოს. უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ ხელი მოაწერა დოკუმენტს სექტორული სანქციების ექვსი თვით, 2026 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივების შესახებ.
მეტი...„ლიონს“ ქალი პრეზიდენტი უხელმძღვანელებს
„ლიონის“ ახალი პრეზიდენტი მიშელ კანგი გახდა. ინფორმაცია ფრანგული კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა. კანგმა, რომელიც „ლიონის“ დირექტორთა საბჭოში 2023 წლიდან შედის, ამ თანამდებობაზე ამერიკელი მილიარდერი ჯონ ტექსტორი შეცვალა. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ კონტროლისა და მმართვის ეროვნულმა დეპარტამენტმა ფინანსური პრობლემების გამო საფრანგეთის შვიდგზის ჩემპიონი ლიგა 2-ში დააქვეითა. „ლიონი“ არ დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას და აპელაცია შეიტანა.
მეტი...„12 წლის გოგოს, სამი დღის განმავლობაში, აუპატიურებდნენ“ – სამივე მოძალადე დაკავებულია
12 წლის გოგოზე (რომლის სახელი და გვარიც არ საჯაროვდება) 3 მამაკაცი 72 საათის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა. უცხოური მედიის ცნობით, პოლიციამ სამივე მოძალადე – 26 წლის კევინ ჰორვატი, 38 წლის ივან ტურტაკი და 27 წლის ერნესტ გუნარი დააკავა. როგორც Mirror-ი წერს, არასრულწლოვანი მათ მანქანაში მოტყუებით ჩასვეს და ნარკოტიკების მიღება აიძულეს. ისინი გოგონაზე 72 საათის განმავლობაში ძალადობდნენ. მუქარის მიუხედავად, არასრულწლოვანმა გაქცევა მოახერხა. „ჩემი შვილი, რომელიც სიცოცხლით სავსე იყო, ახლა სულ სხვა ადამიანია. ეშინია მარტო დარჩენის და სიბნელის. ღამე ძირითადად ჩვენს ოთახში სძინავს. სახლს იმ შემთხვევაში ტოვებს, თუ მე და მამამისიც მასთან ერთად…
მეტი...,,მე ირანს არაფერს არ შევთავაზებ” – ტრამპი
,,მე ირანს არაფერს არ შევთავაზებ”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებულმა შტატებმა თეირანის ბირთვული ობიექტები „სრულად გაანადგურა“. „უთხარით ყალბ დემოკრატ სენატორ კრის კუნსს, რომ მე ირანს არაფერს არ შევთავაზებ, ობამასგან განსხვავებით, რომელმაც მილიარდობით დოლარი გადაუხადა მათ იმ სულელური ერთობლივი ყოვლისმომცველი მოქმედების გეგმის ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ირანს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას აძლევდა (და რომელიც ახლა ვადაგასულიც კი იქნებოდა!), არც კი ვსაუბრობ მათთან, რადგან ჩვენ მთლიანად გავანადგურეთ მათი ბირთვული ობიექტები“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმება (ერთობლივი ყოვლისმომცველი მოქმედების გეგმა) ტრამპმა 2018…
მეტი...პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია გიორგი გახარიას 2 ივლისს დისტანციურად გამოჰკითხავს
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია გიორგი გახარიას 2 ივლისს დისტანციურად გამოჰკითხავს. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა სხდომაზე განაცხადა. დისტანციურად სხდომის გამართვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებამდე, თეა წულუკიანმა ისაუბრა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წერილის შესახებ, რომლითაც პარტიამ კომისიას მიმართა, კიდევ ერთხელ განიხილოს გიორგი გახარიას ელექტრონული კომუნიკაციის რომელი პროგრამით სხდომაზე ჩართვის საკითხი. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, კომისია გახარიას ჩართვაზე უარს არ ეუბნება, „მაგრამ თავისი მხრიდან უნდა უზრუნველყოს ჩართვისთვის ნორმალური პირობები და ხელი შეუწყოს სხდომის სრულფასოვან გამართვას“.
მეტი...მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტება
დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტება. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რეაბილიტაციის პროექტი მომზადდა შპს „პრობილდ ექსპერტის“ მიერ, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით. „როგორც იცით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოები გარკვეული ვადით შეფერხდა. აღნიშნული შეფერხების ძირითად მიზეზს წარმოადგენდა სადგურის მოსაცდელი ბაქნის ჭერზე არსებული აზბესტ-ცემენტის ფილების დემონტაჟის შედეგად, უშუალოდ რკინა-ბეტონის თაღის კონსტრუქციის მდგრადობის დამატებითი კვლევების აუცილებლობა, რაც მოთხოვნილი იყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. მოთხოვნილი კვლევების ფარგლებში, დამატებით განხორციელდა: მოსაცდელი დარბაზის რკინა-ბეტონის თაღის მთელ ზედაპირზე ბეტონისა…
მეტი...საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე, პარლამენტის რიგგარეშე სესია პირველი ივლისიდან მოიწვია. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, პრეზიდენტმა შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა. როგორც შალვა პაპუაშვილმა გასულ კვირას, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დახურვისას განაცხადა, რიგგარეშე სხდომები 1 და 2 ივლისს გაიმართება. პაპუაშვილის ინფორმაციით, რიგგარეშე სხდომაზე ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ ინიციატივებს განიხილავენ.
მეტი...საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები ამოქმედდება
2025 წლის 3 ივლისიდან პირველ აგვისტომდე, აბიტურიენტებისა და საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისთვის დამატებითი ავტობუსების მარშრუტები დაინიშნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, საგამოცდო დღეებში, ავტობუსები საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელ მარშრუტებზე 06:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით მოემსახურებიან. „ახლოვდება ეროვნული გამოცდები, მინდა, აბიტურიენტებს წარმატებები ვუსურვო და მივაწოდო მათთვის საჭირო ინფორმაცია. 3 ივლისიდან პირველ აგვისტომდე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულ საგამოცდო პერიოდში, საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად, აბიტურიენტებისა და საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისთვის დამატებითი ავტობუსების მარშრუტები დაინიშნება“, – განაცხადა კახა კალაძემ. N39-ე, 175-ე, 177-ე,…
მეტი...,,არავის ვებრძვით და არავის ვერჩით, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას” – კახა კალაძე
„თუ ხალხს უნდა ხელისუფლების შეცვლა, არჩევნებზე მიიღებს გადაწყვეტილებას და არა ისე, რომ ვიღაც დიდმა ბიძიებმა გარედან გადაწყვიტონ შეცვალონ ხელისუფლება და მოიყვანონ მათი აგენტურა – ასე ვერ იქნება, წარმოუდგენელია. არ არის ეს სწორი ფორმა, არსებობს დემოკრატიული პროცესი – არჩევნები,“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ქართული სახელმწიფო დღეს ძლიერია როგორც არასდროს და დაიცავს ქვეყნის ინტერესებს. „ჩვენ არავის ვებრძვით და არავის ვერჩით, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას და მის ინტერესს. რა თქმა უნდა, გვინდა ევროპასთან მეგობრობა, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა, ურთიერთობების გადატვირთვა. ჩვენ გვინდა მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანობა, მეტი…
მეტი...,,გულუბრყვილობაა ელოდო, რომ დამნაშავე შეჩერდება, თუ მას დასჯის ნაცვლად აპატიებენ” – სიბიგა
,,ჯურაჯ, რუსეთის დაუსჯელობის განცდა მისი დანაშაულების ძირითადი მიზეზია, რუსეთი მეორე ლოყაშიც გაგარტყამს”, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯურაჯ ბლანარის განცხადებას, რომლის თქმითაც შესაძლოა, რუსეთს უნდა აპატიონ ყველაფერი, რაც მოხდა. „ჯურაჯ, რუსეთის დაუსჯელობის განცდა მისი დანაშაულების ძირითადი მიზეზია. გულუბრყვილობაა ელოდო, რომ დამნაშავე შეჩერდება, თუ მას, დანაშაულის გამო, დასჯის ნაცვლად აპატიებენ. რუსეთი მეორე ლოყაშიც გაგარტყამს და მათ, ვისაც ამ ომში არავინ დაუკარგავთ, არ აქვთ უფლება, ასეთი განცხადებები გააკეთონ“, – წერს სიბიგა.
მეტი...,,ევროკავშირის ინტერესებშია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი დასრულდეს” – კალასი
,,ევროკავშირის ინტერესებშია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი დასრულდეს, ეს ასევე მნიშვნელოვანია ევროპის ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებისთვის”, – ამის შესახებ განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, კალა კალასმა ერევანში ვიზტისას განაცხადა, სადაც ის დღეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზონიანს შეხვდა. „ევროკავშირი მოხარულია სომხეთსა დ აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესით. ცხადია, ჩვენ გვსურს ვიხილოთ ამ პროცესის დასრულება, რაც შეიძლება მალე. იმის გათვალისწინებით, რაც მსოფლიოში ხდება, ჩვენ გვჭირდება მეტი სტაბილურობა. ეს საკთხი წამოვჭერი ჩემი ვიზტისას ბაქოში. ეს ასევე არის ევროკავშირის ინტერესებში, როდესაც ვსაუბრობთ დაკავშირებადობაზე და სხვადასხვა შესაძლებლობებზე, როლებიც…
მეტი...აიდაჰოში კაცმა ტყეში ხანძარი გააჩინა და ადგილზე მისულ მეხანძრეებს ცეცხლი გაუხსნა
აშშ-ში, აიდაჰოს შტატის ჩრდილოეთში, შეიარაღებულმა კაცმა ტყის ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი ადგილზე მისულ მაშველებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი კი დაიჭრა. ტყის ხანძარი კენფილდის მთის აღმოსავლეთ ფერდობზე დაიწყო. Associated Press-ის ინფორმაციით, ადგილზე მისულ მაშველებს ცეცხლი გაუხსნეს და სროლა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დაჭრილი სამი მაშველიდან ორი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ერთს კი ოპერაცია ჩაუტარდა. კუტენაის ოლქის შერიფის, ბობ ნორისის თქმით, გადარჩენილი მაშველი „სიცოცხლისთვის იბრძვის“, თუმცა მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. მოგვიანებით მისი ცხედარი ინციდენტის ადგილის მახლობლად აღმოაჩინეს, მის გვერდით ცეცხლსასროლი იარაღი…
მეტი...,,ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ, აღნიშნული გადაწყვეტილება კი მიუთითებს, რა მდგომარეობაა ოპოზიციაში” – კახა კალაძე
,,ოპოზიციაში ისეთი პოლიტიკური ფიგურები არიან, მათი ერთობა წარმოუდგენელია”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მანვე განმარტა, რომ ოპოზიციაში განხეთქილებაზე ელენე ხოშტარიას მიერ დაწყებული შიმშილობაც მიუთითებს. „ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა ვუსურვებ, აღნიშნული გადაწყვეტილება კი მიუთითებს, რა მდგომარეობაა ოპოზიციაში. მესმის, რომ თავიანთი პატრონები გარედან ცდილობენ მათ ერთ პლატფორმაზე თავმოყრას, ამის არაერთი მცდელობა იყო. რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მესმის მათიც – თუ პოლიტიკურ პროცესებში არ მიიღებ მონაწილეობას, რადარებიდან გაქრები და ხალხის მცირე მხარდაჭერაც არ გექნება. შესაბამისად, ვხედავთ განხეთქილებას, თუმცა დეტალებში არ მინდა შევიდე. ჩვენ მზადება…
მეტი...