“ისრაელისთვის იარაღის მიწოდება ღაზაში ჰუმანიტარულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული”- გერმანიის თავდაცვის მინისტრი

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა, ისრაელისთვის იარაღის მიწოდება ღაზაში ჰუმანიტარულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული. ვადეფულმა ეჭვქვეშ დააყენა საკითხი, შეესაბამება თუ არა ღაზაში მიმდინარე მოვლენები საერთაშორისო სამართალს. „ჩვენ ამას განვიხილავთ და, საჭიროების შემთხვევაში, ამ შემოწმების საფუძველზე, იარაღის შემდგომ მიწოდებაზე გავცემთ ნებართვას“ – აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. იოჰან ვადეფულის განცხადებით, მიუღებელია, რომ ღაზის მოსახლეობას არ აქვს საკვები და მედიკამენტები.  

მეტი...

ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების კანონპროექტის ავტორებს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების კანონპროექტის ავტორ სენატორებს შეხვდა. ინფორმაციას ზელენსკი ავრცელებს. “გვაქვს: რუსეთი ცდილობს დიპლომატია დაცინვის ობიექტად აქციოს – მოლაპარაკებებს საფარად იყენებს, მაგრამ ფრონტზე ახალი შეტევითი ოპერაციებისთვის ემზადება, ყოველდღიურად ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს ბომბავს, და ცეცხლის შეწყვეტისკენ ყველა მოწოდებას უარყოფს. სწორედ ამიტომ დამატებითი ზეწოლაა საჭირო. მადლობელი ვარ ინიციატივისთვის – ორპარტიულ სასანქციო კანონპროექტს უკვე 82 სენატორი უჭერს მხარს. განვიხილეთ ეს და სხვა ბერკეტები, რომლითაც შეგვიძლია რუსეთი მშვიდობისკენ ვაიძულოთ. გავაგრძელებთ ამაზე ერთად მუშაობას,” – წერს ზელენსკი.

მეტი...

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. აქციას შეუერთდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მომავალი მსვლელობის მონაწილეებიც. უწყვეტი პროტესტის 184-ე დღესაც დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული ადამიანები. დემონსტრანტები სკანდირებენ: “ძირს რუსეთის დამპალი იმპერია”; “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”

მეტი...

“პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების დევნა დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს”- ევროკავშირის პრესსპიკერი

საგარეო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე ევროკავშირის პრესსპიკერი, ანუარ ელ ანუნი ოპოზიციური პარტიის ლიდერების ზურა ჯაფარიძისა და ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. “საქართველო: ზურაბ ჯაფარიძის [დაპატიმრებიდან] ერთი კვირის შემდეგ გუშინ კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკა მელია იქნა დაპატიმრებული. პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების დევნა დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს. ყველა, ვინც ფუნდამენტური უფლებების გამოყენებისთვის იქნა დაკავებული, უნდა გათავისუფლდეს” – წერს ელ ანუნი.

მეტი...

“ჭკვიანური იქნება სირიამ შეწყვიტოს აფხაზეთის ცრუ “ელჩთან” შეხვედრები”- უილსონი

კონგრესმენი ჯო უილსონი სირიის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერული კვლევის მინისტრ, მარვან ალ-ჰალაბისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “ელჩს”, მოჰამედ ჯალილოვიჩ ალის შორის რამდენი კვირის წინ გამართულ შეხვედრას ეხმაურება. მისი თქმით, ჭკვიანური იქნება თუ სირია ასადის გადაწყვეტილება შეაბრუნებს და შეწყვეტს აფხაზეთის “ცრუ ელჩთან” შეხვედრებს, “მანამ, სანამ ომის დამნაშავე პუტინი ალეპოს გაანადგურებდა, ის უკანონოდ შეიჭრა და საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, რითაც ქვეყანა გაყო და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცრუ “მთავრობები” შექმნა, რომლებიც აღიარა მხოლოდ პუტინმა, სასტიკმა ასადმა, ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ნაურუმ. ჭკვიანური იქნება, რომ სირიამ ასადის გადაწყვეტილება შეაბრუნოს და შეწყვიტოს აფხაზეთის ცრუ “ელჩთან” შეხვედრები,” –…

მეტი...

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი გაფიცვას აანონსებს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აცხადებენ, რომ ორშაბათს, 12:00 საათიდან, ლექტორები და სტუდენტები გაიფიცებიან. ისინი მოუწოდებენ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორებს, სოლიდარობის ნიშნად შეუერთდნენ მათ პროტესტს. სტუდენტები სოლიდარობას უცხადებენ სამოქალაქო აქტივისტებს – თათია აფრიამაშვილს და ლიკა ლორთქიფანიძეს, რომელთაც “ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12 დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ისინი მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლებენ.   დეპუტატის საჩივრის საფუძველზე, 12-დღიანი პატიმრობა თათია აფრიამაშვილსაც შეეფარდა

მეტი...

სეტყვა და ქარის გაძლიერება – ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მაისს 31 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ამავე ცნობით, მოსალოდნელმა ხანმოკლე ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).  

მეტი...

გაეროს ტურიზმის გენ.მდივანი შეიხა ალ ნოვაისი გახდა – ის ზურაბ პოლოლიკაშვილს ჩაანაცვლებს

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე გაერთიანებული საამიროების კანდიდატი – შაიხან ნასერ ალ ნოვაისი აირჩიეს. შეიხა ალ ნოვაისი თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილს ჩაანაცვლებს. კენჭისყრაზე მან 24 ქვეყნის მხარდაჭერა მოიპოვა, საჭირო კი იყო მინიმუმ – 18. ზურაბ პოლოლიკაშვილი პოსტს ორი ვადით იკავებდა, მიმდინარე წელს კი “ქართულმა ოცნებამ”  მისი კანდიდატურა უკან გაიწვია.

მეტი...

ტრამპის ადმინისტრაციას ნება დართეს 530 ათასზე მეტი იმიგრანტი ქვეყნიდან გააძევოს

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ნება დართო, გააუქმოს ჰუმანიტარული სტატუსი 530 ათასზე მეტი იმიგრანტისთვის კუბიდან, ჰაიტიდან, ნიკარაგუიდან და ვენესუელიდან და გააძევოს ისინი ქვეყნიდან. ამგვარად, უზენაესმა სასამართლომ შეაჩერა ბოსტონის საოლქო სასამართლოს მოსამართლის განაკრგულება იმიგრანტებისთვის სამართლებივი დაცვის სტატუსის ჩამორთმევის გაუქმების შესახებ. ჰუმანიტარული სტატუსი იმიგრანტებს შეერთებულ შტატებში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული პროგრამა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო გამოყენებული მექსიკის საზღვარზე უკანონო იმიგრაციის შეკავების მიზნით. დონალდ ტრამპმა აღნიშნული ჰუმანიტარული პროგრამების შეწყვეტის განკარგულება ინაუგურაციის დღეს გასცა.

მეტი...

ჰარვარდის უნივერსიტეტთან დაკავშირებით, ვიზის მიღების მსურველთა შემოწმება მკაცრდება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საზღვარგარეთ თავის საკონსულო მისიებს მისცა განკარგულება, გაამკაცრონ ვიზის მიღების მსურველთა შემოწმება, რომელთა ვიზიტი, ნებისმიერი მიზნით, ჰარვარდის უნივერსიტეტს უკავშირდება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. წერილში ნათქვამია, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტმა ვერ შეინარჩუნა სასწავლო დაწესებულებაში ძალადობისა და ანტისემიტიზმისგან თავისუფალი გარემო, ამიტომ გამკაცრებული შემოწმება დაეხმარება საკონსულოს ოფიცრებს, გამოავლინონ აპლიკანტები ანტისემიტური დევნისა და ძალადობის წარსულით. წერილებში, რომლებიც 30 მაისით თარიღდება და გაეგზავნა აშშ-ის ყველა დიპლომატიურ და საკონსულო მისიას, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ავალებს პერსონალს, დამატებითი შემოწმება ჩაუტარონ ვიზის მიღების მსურველებს, რომლებიც ჰარვარდის უნივერსიტეტში აპირებენ გამგზავრებას ნებისმიერი მიზნით. აღნიშნული განკარგულება ეხება მომავალ პოტენციურ სტუდენტებს,…

მეტი...

“რუსები ვერ ახერხებენ ე.წ. “მემორანდუმის” წარმოდგენას”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ჰაკან ფიდანთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რადგან შემდეგმა პოტენციურმა შეხვედრამ შედეგები არ მოიტანოს. “განვიხილეთ დიპლომატიური ძალისხმევები – როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი პარტნიორების. რუსეთი აგრძელებს მსოფლიოდან ყველა მოწოდების იგნორირებას, რომ ცეცხლი შეწყვიტოს და აგრძელებს თავის მკვლელობებს. მეტიც, კვირაზე მეტია რუსები ვერ ახერხებენ ე.წ. “მემორანდუმის” წარმოდგენას, რომლის მომზადებაზეც დაუყოვნებლივ 1000-1000-ზე გაცვლის შემდეგ დადეს პირობა. უკრაინას მათგან არავითარი დოკუმენტი არ მიუღია, არც თურქეთს. შეხვედრა რომ შინაარსიანი იყოს, მისი დღის წესრიგი ნათელი უნდა იყოს და მოლაპარაკებები სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული.…

მეტი...

„გული არავის აუჩუყოთ, თურმე პატიმრობაში გაგზავნილი რაღაც ახალი ჯიშის ქალია-ადამიანი“- წულუკიანი

„ქართული ოცნების“ დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, 19 წლის სტუდენტის დაკავებას, საქართველოს პარლამენტის წევრი თეა წულუკიანი ეხმაურება. “დროა, მავნებლებმა დაასრულოთ დეპუტატ მარიამ ლაშხისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა. გაიმეორებთ?! ისევ იქნება საჩივარი და ის სახდელი თუ სასჯელი, რასაც მოსამართლე გადაწყვეტს. გული არავის აუჩუყოთ იმით, რომ პატიმრობაში გაგზავნილი თავდამსხმელი პირი თურმე ქალია. თუ რაღაც ახალი ჯიშის ქალია-ადამიანი. დაეტიეთ ყველა თქვენს ქერქში და ისე გააპროტესტეთ, რისი გაპროტესტებაც გაგიხარდებათ. სხვა ინდივიდის მინდორზე ნუ გადმოდიხართ!“ – წერს თეა წულუკიანი.

მეტი...

„რუსეთის დელეგაცია 2 ივნისს, სტამბოლში მემორანდუმის პროექტით ჩავა“ – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთის დელეგაცია 2 ივნისს, სტამბოლში მემორანდუმის პროექტით ჩავა. ზახაროვას თქმით, დელეგაცია თურქეთში კვლავ ვლადიმერ მედინსკის ხელმძღვანელობით გაემგზავრება. „ვადასტურებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადიმერ მედინსკის ხელმძღვანელობით, რუსეთის დელეგაცია 2 ივნისს სტამბოლში იქნება მოლაპარაკებების მეორე ეტაპისთვის. ის მემორანდუმის პროექტით და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სხვა წინადადებებით ჩავა“, – აღნიშნა ზახაროვამ.

მეტი...

ნიგერიაში წყალდიდობას 88 ადამიანი ემსხვერპლა

ცენტრალურ ნიგერიაში ძლიერი წვიმისგან წარმოქმნილი წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 88 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სავაჭრო ქალაქ მოკვაში წყალდიდობამ 50-ზე მეტი სახლი გაანადგურა. ნიგერის შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსპიკერმა, იბრაჰიმ აუდუ ჰუსეინიმ განაცხადა, რომ მსხვერპლთა რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება.

მეტი...

დეპუტატის საჩივრის საფუძველზე, 12-დღიანი პატიმრობა თათია აფრიამაშვილსაც შეეფარდა

„ქართული ოცნების“ დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, აქტივისტ თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლოს სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ ამავე საქმეზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 19 წლის სტუდენტ ლიკა ლორთქიფანიძესაც შეეფარდა. ლაშხმა სასამართლოში 3 აქტივისტს უჩივლა. როგორც დეპუტატი ამტკიცებს, 17 მაისს, ერთ-ერთ კაფეში მცირეწლოვან შვილებთან ერთად იყოფებოდა, რა დროსაც შეურაცხყოფა მიაყენეს. შეურაცხყოფაში იგულისხმება შეძახილი: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „არა რუსულ რეჟიმს“, „ძირს რუსეთის მონები“, „არა რუსეთის მონებს“. დეპუტატმა 19 წლის სტუდენტს უჩივლა – გოგონა დააკავეს

მეტი...

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა. ავტოავარია სოფელ ნახშირღელეში ​მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა ხეს შეეჯახა. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

„ჩვეულებრივი მავნებლობაა“ – კალაძე საფრანგეთისა და პოლონეთის საელჩოების გაფრთხილებაზე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პოლონეთისა და  საფრანგეთის საელჩოების მიმართვა საკუთარი მოქალაქეებისადმი საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით, არის „მავნებლობა, რომელიც მიმართულია გარკვეული ეკონომიკური პრობლემების შექმნისკენ“. როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ტურისტული მიმართულება საქართველოსთვის  ერთ-ერთი პრიორიტეტულია და ნებისმიერ უცხოელს შეუძლია საქართველოში შემოსვლა, თუ მას ბოროტი ზრახვები არ ამოძრავებს. „ეს ჩვეულებრივი მავნებლობაა, სხვას ვერაფერს დავარქმევ და მიმართულია იმისკენ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შექმნან ქვეყანაში. ტურისტული მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია. წლიდან წლამდე ყოველთვის იზრდება ტურისტების რაოდენობა და ამ ტიპის განცხადებები, რომლებიც ყველანაირ  საფუძველს მოკლებულია, მხოლოდ და მხოლოდ მიმართულია იმისკენ, რომ ხელი შეუშალონ ამ…

მეტი...

„პოლიციელ“ დგებუაძის სილისგან გამოწვეული ტკივილის ნიშნების აღმოჩენა – ახალი დარგი ექსპერტიზაში“ – ზურაბიშვილი

„ახალი სპეციალობა გაჩნდა მედიცინაში და ახალი დარგი ექსპერტიზაში: „პოლიციელ“ დგებუაძის სილისგან გამოწვეული ტკივილის ნიშნების აღმოჩენა და შესწავლა“, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ზურაბიშვილის განცხადებით, ირაკლი დგებუაძე „თავისი უღირსი საქციელით პოლიციას შეურაცხყოფას აყენებს“. „საკუთარ ოჯახის და გვარის სირცხვილის გარდა, თავისი უღირსი საქციელით დგებუაძე შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას, რომლის დღე აღინიშნება ხვალ! შემთხვევითობად ვერ მივიჩნევთ იმას, რომ მზიას კიდევ ერთი სამარცხვინო სასამართლო სწორედ დღეს ტარდება! დამთხვევა არაა ეს, პირიქით, ემსახურება პოლიციის ინსტიტუტის დაკნინებას, დისკრედიტაციასა და მის სრულ დემორალიზაციას. ესე იგი, სახელმწიფოებრიობის დაშლის კიდევ ერთი ნაბიჯი!“ – წერს…

მეტი...

მელიას პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო. მოსამართლის განმარტებით, მელიამ ამ საქმეზე შეფარდებული 50 000 ლარის ოდენობით გირაო მიზანმიმართულად არ გადაიხადა. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია თავად მელია, რომელმაც მოსამართლეს წყალი შეასხა, რის გამოც, ის სხდომათა დარბაზიდან გააძევეს. მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა

მეტი...

მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა

ნიკა მელიას სასამართლო დარბაზი დაატოვებინეს. მასსა და მოსამართლეს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა. ამ ფაქტის შემდეგ მას სასამართლო დარბაზი დაატოვებინეს. ამ წუთებში, სასამართლო პროცესზე შესვენება გამოცხადდა. „ხელმძღვანელმა იკითხა, ობიექტი თუ იჯდა მანქანაში –  გატაცება ძალიან აგრესიული ძალის გამოყენებით მოხდა“ – მელია

მეტი...

„ხელმძღვანელმა იკითხა, ობიექტი თუ იჯდა მანქანაში – გატაცება ძალიან აგრესიული ძალის გამოყენებით მოხდა“ – მელია

„მოხდა ჩემი გატაცება და არანაირი დაკავება“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა. როგორც მელიამ აღნიშნა, სამარშრუტო ფურგონით 11-მა კაცმა გაიტაცა. „გააჩერა მოულოდნელად ე.წ. საპატრულო ავტოსატრანსპორტო საშუალება პატრულის ფორმაში გამოწყობილმა, ძალიან ნერვიულ მდგომარეობაში მყოფმა პირმა. მძღოლს სთხოვა მართვის მოწმობა და ცხადი იყო მისი გამომეტყველებითაც, რომ ყველაფერი აინტერესებდა, გარდა მართვის მოწმობისა და ამ პროცესში, როდესაც მართვის მოწმობა მძღოლს ჯერ კიდევ გადაცემულიც კი არ ჰქონდა, მის ე.წ. რაციაში კითხვა გაისმა, რაც გავიგეთ მეც და მძღოლმაც. მისმა ხელმძღვანელმა ჰკითხა – ობიექტი თუ იჯდა მანქანაში. გასაგები იყო…

მეტი...

დეპუტატმა 19 წლის სტუდენტს უჩივლა – გოგონა დააკავეს

„ქართული ოცნების“ დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, 19 წლის სტუდენტ ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მოსამართლე დავით თეთრაულმა მიიღო. ლაშხმა სასამართლოში 3 აქტივისტს უჩივლა. როგორც დეპუტატი ამტკიცებს, 17 მაისს, ერთ-ერთ კაფეში მცირეწლოვან შვილებთან ერთად იყოფებოდა, რა დროსაც შეურაცხყოფა მიაყენეს. შეურაცხყოფაში იგულისხმება შეძახილი: თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”… “არა რუსულ რეჟიმს”… “ძირს რუსეთის მონები”… “არა რუსეთის მონებს”.

მეტი...

„მაკრონი ჩამოიყვანეთ და თბილისის მერობის კანდიდატად კენჭი იყაროს“ – კალაძე ოპოზიციას

„საქართველოში მიმდინარე პროცესებს ქართველი ხალხი უძღვება და არა გარედან ვინმე“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან „წინააღმდეგობის პლატფორმის“ მიერ „ვაიმარის სამკუთხედის“ ლიდერებისადმი მიმართვას. მისი განმარტებით, „ისინი დავალებებს იღებენ საქართველოს საზღვრებს მიღმა, კონკრეტული პატრონებისგან“ „ერთი რამ ყველამ უნდა იცოდეს – საქართველოში მიმდინარე პროცესებს უძღვება ქართველი ხალხი და არა გარედან, როგორც ამ რადიკალების, უსამშობლო აგენტურის წარმომადგენლებს ჰქონიათ. ეს ადამიანები არ ეკუთვნიან საქართველოს, მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები. ისინი აგენტურის ქსელის წარმომადგენლები არიან. მათ ვერ გაუაზრებიათ, რომ საქართველოში გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი იღებს. შესაბამისად, ის ქმედებები, რასაც ბოლო პერიოდში მათი მხრიდან ვხედავთ, გარედან მართული…

მეტი...

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ეთი ლიდერის, ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება თავად მელიაც. ის სასამართლოში დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს. იზოლატორთან მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალა, საპატრულო ეკიპაჟები, სპეცდანიშნულების რაზმი, პოლიციის მანქანები და ავტობუსები.

მეტი...

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით წარმატებული თანამშრომლები დაჯილდოვდნენ

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გაბიტაშვილმა მოადგილეებთან ერთად, წარმატებული თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობის სიგელებით, სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭებით და საპატიო თანამშრომლის წოდებით დააჯილდოვა. გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გაბიტაშვილმა კოლეგებს პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი შრომისთვის, პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის. „თითოეული თქვენგანი ხართ ჩვენი ქვეყნის სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის საყრდენი, თქვენს ერთგულებასა და თავდადებაზე დგას დღეს ჩვენი საზოგადოების სიმშვიდე და უსაფრთხოება. თქვენი ყოველდღიური შრომა, პროფესიონალიზმი, სიმტკიცე და პრინციპულობა უზრუნველყოფს, რომ „სამართალი“ იყოს არა ლიტონი სიტყვა, არამედ უმაღლესი ღირებულება, რომელიც იცავს თითოეული მოქალაქის…

მეტი...

ნიკა მელია დიღმის იზოლატორიდან სასამართლოში გადაიყვანეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. მანამდე, დროებითი მოთავსების იზოლატორთან მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალა, საპატრულო ეკიპაჟები, სპეცდანიშნულების რაზმი, პოლიციის მანქანები და ავტობუსები. მელია უკვე სხდომათა დარბაზში იმყოფება, სადაც ცოტა ხანში სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს.  

მეტი...

„ე.წ. მემორანდუმი დღემდე არავის უნახავს – მოსკოვთან სიტყვები არ ჭრის“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს „მემორანდუმი“ უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატების ან თურქეთისთვის არ გადაუცია, თუმცა „მათ სხვა რამეს დაჰპირდნენ“. ზელენსკის თქმით, „მოსკოვთან სიტყვები არ ჭრის“. „მოსკოვთან სიტყვები არ ჭრის. ე.წ. მემორანდუმიც, რომელსაც შეგვპირდნენ და რომელსაც თითქოს ერთი კვირაა ამზადებენ, დღემდე არავის უნახავს. უკრაინისთვის არ მიუციათ. ჩვენი პარტნიორებისთვისაც არ მიუციათ. თურქეთსაც კი, ქვეყანას, რომელმაც პირველ შეხვედრას უმასპინძლა, ახალი დღის წესრიგი არ მისცეს. თუმცა, სრულიად საპირისპირო დაპირება გასცეს. პირველ რიგში, სთავაზობდნენ აშშ-ს, პრეზიდენტ ტრამპს. რუსეთის მორიგი ტყუილი“, – აცხადებს ზელენსკი.

მეტი...

კანადის პროვინცია მანიტობაში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კანადაში, მანიტობაში, ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და პროვინციის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში ათასობით ადამიანის ევაკუაციის განკარგულება გაიცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. როგორც მანიტობას პრემიერ-მინისტრმა, ვაბ კინიუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სასწრაფოდ საჭიროა 17 000 ადამიანის გაყვანა, მათ შორის ქალაქ ფლინ-ფლონიდან. მისივე თქმით, მოქალაქეებს ფეხბურთის მოედნებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მოწყობილ დროებით თავშესაფრებში მოათავსებენ.

მეტი...

„პრემიერმა დაადასტურა მთავრობის მზადყოფნა აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის“ – კობახიძე დეინსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს როლს რეგიონში, ასევე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას შეეხო. „პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, რომელიც კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება და ხელშესახებ შედეგებს მოუტანს ორივე ქვეყანას. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ასევე ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო პარტნიორებს სთავაზობს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, მრავალმილიონიან ბაზრებზე წვდომის კუთხით. შეხვედრისას ასევე…

მეტი...

ტორნადო თურქეთის სანაპიროსთან – შემთხვევამ მერსინში პანიკა გამოიწვია

თურქეთის სანაპიროსთან, ხმელთაშუა ზღვაში, ტორნადო წარმოიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ტორნადო ზღვაში, ქალაქ მერსინთან გამოჩდა – შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები კი, ერთ-ერთმა ადგილობრივმა გადაიღო. როგორც მედია წერს, ტორნადოს გამოჩენამ ქალაქში პანიკა გამოიწვია, თუმცა მას ზარალი არ მოჰყოლია.

მეტი...

რუსებმა ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანეს – ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ ობიექტში ხანძარი გაჩნდა

რუსეთმა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ ობიექტს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს. ფედოროვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ქალაქის 13 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მეტი...

სასამართლო ტრამპს ტარიფების გაზრდის უფლებას აძლევს

29 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უფლება მისცა,  გაზრდილი ტარიფები შემოიღოს, როგორც დროებითი ზომა. შტატების სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესების გაგრძელება შეუძლია, სანამ მისი ადმინისტრაცია გაასაჩივრებს ბრძანებას, რომელიც ტარიფების უმეტეს ნაწილს ბლოკავს. სააპელაციო სასამართლოში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საგანგებო შუამდგომლობა დააყენა და ეს შემდეგნაირად ახსნა: ტარიფების შეჩერება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულია“. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა გაითვალისწინა და  დააკმაყოფილა. დღევანდელი მოცემულობით, ფედერალური სავაჭრო სასამართლოს მიერ წინა დღეს გამოტანილი გადაწყვეტილება დროებით შეჩერებულია. 2025 წლის 2 აპრილს დონალდ ტრამპმა ტარიფები გაუზარდა აშშ-ის სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების უმრავლესობას. ჩამონათვალში 100-ზე…

მეტი...

PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემოარნდუმი გაფორმდა

29 მაისს, ქ. ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, კომპანია PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის საფუძველზე, ტექნიკური სპონსორობის ფარგლებში, კომპანია PSP საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ წლის მანძილზე საჭირო მედიკამენტებს და სამედიცინო საშუალებებით უზრუნველყოფს. მემორანდმუმს ხელი მოაწერეს PSP-ს ადმინისტრაციულმა დირექტორმა მამუკა ბრეგვაძემ და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ გენერალურმა დირექტორმა დავით დოლაბერიძემ. „PSP-სა და „ტორპედოს“ შორის ურთიერთანამშრომლობა შარშან დავიწყეთ და წელსაც ვაგრძელებთ კლუბის მედიკამენტებით და სამედიცინო საშუალებებით უზრუნველყოფას. ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამარტივება, PSP-ს მთავარი პრიორიტეტია. როგორც  მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, PSP 30 წლის მანძილზე, არაერთი სპორტის სახეობისა და კლუბის მხარდაჭერია. ჩვენი…

მეტი...

„შევხვდი სენატორ დეინსს – ის მხოლოდ ჩვენ შეგვხვდა, ოპოზიციას“ – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ სახელით, თბილისში მყოფ ამერიკელ სენატორ სტივ დეინსს შეხვდა. როგორც ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პლატფორმას ორი მთავარი მიმართულება აქვს – „რეპრესიების ყოველდღიურად გაძლიერება და რეჟიმის დასუსტება“. „ჩვენ გვაქვს ორი პარალელური მიმართულება – რეპრესიების ყოველდღიურად გაძლიერება და რეჟიმის დასუსტება. ვაგრძელებთ პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობას. დღეს, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ სახელით შევხვდი სენატორ დეინსს, რომელიც კავკასიაშია ჩამოსული. იყო ბაქოში, მერე მიდის ერევანში და ასევე, თბილისში, სადაც ჩვენ შეგვხვდა – ოპოზიციას მხოლოდ და მოისმინა არა მხოლოდ შიდა საკითხები, კანონების დარღვევებთან დაკავშირებით რაც ჩვენ წარვუდგინეთ, არამედ ასევე…

მეტი...

„მოგიწოდებთ, „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნები გაუძღვნენ საქართველოში კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესს“ – წერილი მაკრონს, მერცსა და ტუსკს 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ სახელით, „ვაიმარის სამკუთხედის“ წევრი ქვეყნების – საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერებს, ემანუელ მაკრონს, ფრიდრიხ მერცსა და დონალდ ტუსკს წერილით მიმართა. როგორც წერილშია აღნიშნული, „ქვეყანაში არსებული კრიზისის დემოკრატიული გზით გადასაწყვეტად“, 6 ძირითადი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. წერილის თანახმად, „წინააღმდეგობის პლატფორმა“ მოუწოდებს მაკრონს, მერცსა და ტუსკს, რომ „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნები, სხვა მოკავშირეებთან ერთად, „საქართველოში მიმდინარე კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესს გაუძღვნენ“. „ემანუელ მაკრონს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრიდრიხ მერცს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს, დონალდ ტუსკს, პოლონეთის პრემიერმინისტრს, თქვენო აღმატებულებავ, ჩვენ, „წინააღმდეგობის პლატფორმას“, რომელიც პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს აერთიანებს და რომელსაც…

მეტი...

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში სენატორი სტივ დეინსი ჩამოვიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. როგორც საელჩოს ინფორმაციაშია ნათქვამი, სენატორი მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას მოელის და გეგმავს, მათთან საუბრისას, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს „მთავარი პრიორიტეტები“ გააჟღეროს. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, სენატორო დეინს! სენატორი დეინსი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია და მოუთმენლად ელის მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას თბილისში. ის გეგმავს, წამოჭრას შიდა და საგარეო საკითხები, მათ შორის კანონის უზენაესობა და ბიზნესისა და უცხოური ინვესტიციების პრიორიტეტები. ის ასევე გეგმავს,…

მეტი...